არეული გეგმა [5]
14.06.2017, 21:38
აუდიტორიაში უკან დავიკავე ადგილი, თან ხელში საათს ვათამაშებდი, ასე ვცდილობდი ნერვები დამეწყნარებინა. ვერც კი გავიგე,როგორ დაჯდა ჩემს გვერდით ოთიკო ღიმილიანი სახით, გვიან გავიაზრე უკვე ყველა,რომ გვიყურებდა გაოცებული, ალბათ ეგონათ,რომ შევრიგდით.გამეცინა და რვეული გადავშალე. 
-ნინომ არ გითხრა,რომ გირეკავდი? 
-მითხრა.-ისე ვუთხარი არც კი გამიხედავს მის მხარეს
-მერე?- დაიბნა.
-ყველაფერი გითხარი და რატომ უნდა დამერეკა? 
-ანუ არ მაძლევ შანსს? - ხელი მუშტად შეკრა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ოთო, ძალიან გთხოვ! 
-რას მთხოვ?- შედარებით ხმაამღლა მოუვიდა, ყველამ ერთდროულად გამოგვხედა, სიტუაციის განსამუხტად გავიღიმე და ოთოს ვანიშნე მოღუშული სახე გაესწორებინა. -არ მჯერა,რომ აღარ გიყვარვარ....
-რა აზრი აქვს,რომც მიყვარდე? 
-იგივეს იმეორებ არა? - გაბრაზდა. 
-მაინცდამაინც აქ მოგინდა ლაპარაკი?- ლექტორის შენიშვნა არმესიამოვნა და მასზე უარესად გაბრაზებულმა გამოვცარი კბილებში.
-ხო! 
-აღარ ვიქნებით ერთად, შეიგნე! 
-კარგი!- ფეხზე ბრაზით წამოვარდა და აუდიტორიიდან დაუკითხავად გავარდა. არ შევიმჩნიე ხშირად ჩემსკენ მობრუნებული კურსელები, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და არშემემჩნია უაზრო მზერები.
 ლექცია დასრულდა, თუ არა ჩანთა მხარზე გადავიკდე და ისე გამოვედი აუდიტორიიდან ჭორიკანა კურსელებს,რომ არ გამოვეჭირე. სწრაფად ჩავიარე კიბეები და გარეთ გავედი. ოთიკო არსად ჩანდა, დავმშვიდდი და გზა გადავჭერი ავტობუსს,რომ დავლოდებოდი. ჩემს ჯინაზე ცა იღრუბლებოდა, ხმაურიანად ქუხდა და ტანში მცრიდა. ალბათ სასაცილოდ ჟღერს,როცა ქუხილის ოცდაორიწლის გოგოს ეჩინია,მაგრამ რა მექნა? ვიდექი გაჩერებაზე და ყოველ ქუხილზე სახეს ვმანჭავდიი,რაზეც გვერდით მდგარ ორ სკოლის მოსწავლეს ვახალისებდი, ერთმანეთს გადახედავდნენ და ჩემს სახეზე გულიანად ხითხითებდნენ. 
ცოტახანში ისეთმა წვიმამ დასცხო, იმას ვნერვიულობდი ავტობუსამდე,როგორ ავაღწევდი. გაჩერებას ვეფარებოდი,თან ჩანთას სახეზე ვიფარებდი და ერთადგილას ვირწეოდი,როგორც კი შენობიდან გამოსული ოთო დავლანდე პირველივე ავტობუსში სწრაფად "ავძვერი" და თაგვივით გაწუწულმა ადგილი დავიკავე,თან დავინახე,როგორ გააქნია თავი უკმაყოფილომ და ავტობუსის გაჩერებაზე დადგა. 

ჩემს კორპუსამდე სირბილით მივირბინე და სადარბაზოში შესულმა გაწუწული თმები გავიწურე,თან მომენტალურად შევამჩნიე არანაკლებ გალუმპული ნიკა და თათია,რომელიც ერთმანეთს უცინოდნენ და სიცივისგან იკლაკნებოდნენ. ჯერ გამეცინა,მერე შემამჩნიეს,თან ნიკას სახიდან ფერი გადაუვიდა იმაზე უარესად გალურჯდა ვიდრე იქამდე იყო, ერთადგილას აიწურა და მისი საქციელით გამოცებულ შეყვარებულს ზმერა აარიდა. 
-რას კანკალებთ აქ, ზემოთ ამოდით! - თვალი ჩავუკარი ძმას და ლიფტს ხელი მივაჭირე. 
-არა!- კბილებში მკაცრად გამოსცრა და თვალები დამიბრიალა.
-როგორ ხარ? - ჩემს გასაგონად იკითხა გაწუწულმა თათიამ.
-ცუდად იმიტომ,რომ მცივა!- გავიცინე. - წამოდი, სანამ ახლა შენს კორპუსამდე გადახვალ ორმაგად გაილუმპები! - გაღებულ ლიფტზე ვანიშნე. ცოტხანს იყოყმანა შეყვარებულს გადახედა და თანხმობა,რომ დააფიქსირა პირველი თვითონ შეხტა ლიფტში. ძმამ მადლობის მაგიერ, ფეხზე მთელი ძალით დამაბიჯა და თვალები, თვალებით დამთხარა,თან მერვე სართულის ღილაკს ხელი მიაჭირა და სარკეში შეყვარებულს დააკვირდა. 
ვერ ვიტყვი,რომ ჩემ ძმას ჯობდა გარეგნულად,მაგრამ ერთმანეთს უხდებოდნენ,თუმცა დიდად არ მიყვარს დაბალი გოგო და მაღალი ბიჭი ერთად. ნიკას ლამის თეძომდე სწვდებოდა,მაგრამ ისეთი საყვარელი სანახავები იყვნენ,ხმას არ ვიღებდი. სიყვარულით "ადუღებულები" იყვნენ ორივენი, მე კი ისე მაციებდა სველი ტანსაცმელი ცოტათი მათიც კი მშურდა. 
სახლში ნიკას საბედნიეროდ,თუ ჩემს საუბედუროდ დედა არ აღმოჩნდა, ალბათ თავის ძველ დაქალთან იქნებოდა წასული. დილას ბურტყუნებდა მაკა და ნინელი უნდა შევახვედრო ერთმანეთსო. ნინელი დედას კლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო წლების მანძილზე, ამიტომ ხშირად,რომ მოდიოდა ჩვენთან მაკასთანაც დამეგობრდა წლების უკან და ახლა,თურმე მონატრებული ყავდა ათი წლის უნახავი ძველი მეგობარი.
-თათია, წამომყევი ტანსაცმელს გათხოვებ...- ოთახის კარი ხმაურით შევაღე და ნიკას შეყვარებულს ვანიშნე უკან გამომყოლოდა. -ჩემი ტანსაცმელი ცოტა დიდი გექნება,მაგრამ ეგ არაფერი!- ნარინჯისფერი ჩემთვის მოკლე და მისთვის გრძელი კაბა გავუწოდე და მასთან ერთად მეც გამოვიცვალე. მადლობის ნიშნად გამიღიმა და ოთახიდან ჩემზე ადრე გავიდა. 
-ყავას დალევ?- უკან მივყევი,ნიკა უკვე გამოცვლილი იჯდა სავარძელში და დაბღვერილი სახით იყურებოდა. 
-ჩაი გაქვთ? - მორიდებულად იკითხა. 
-კი, ლიმნით? 
-კი, ძალიან მიყვარს! - გამიღიმა,თან სკამზე ჩამოჯდა და თვალი გააპარა ნიკასკენ, მის დანახვისას უარესად დაიძაბა და ღიმილი გაუქრა სახიდან. 
-ნიკასაც უყვარს ლიმნიანი ჩაი. - მისი ყურადღების გასამახვლებლად ვთქვი და ჭიქებში ჩაისფერი ჩავდე. 
-წავალ მე ხელებს დავიბან.- ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. 
-ცოტა მოეშვი, ისეთი სახე აქვს შენს გოგოს, ცოტაც და ტირილი აუვარდება! - დავიჩურჩულე და გაუხსნელი ჩაისფერი ვესროლე. - გონია,რომ მასზე ხარ გაბრაზებული.
-რატო დაპატიჟე? - მომიახლოვდა,თან ხელზე ძალით მიჩქმიტა და თვალები გადმომიკარკლა. - ახლა,რომ მოვიდეს და დაუწყოს გამოკითხვა, სად მიდიხარ? 
-რაიყო, წინასწარ გაიგებს, რისი დარქმევა გინდათ ბავშვისთვის- დავცინე და ჭიქებში წყალი დავასხი. 
-მიმი, ახლა ისე მაბრაზებ მდუღარეს შეგასხავ და სამუდამოდ მახინჯს დაგტოვებ! 
-არ დაგავიწყდეს,რომ უფროსი და ვარ და შემიძლია დაგსაჯო! 
-წყნარად იყავი,თორემ პირდაპირ წავა დღიურის ნაწილი შენს სიყვარულთან! - დამემუქრა,თან მაღალ სკამზე დაჯდა და სახე უარესად დამანჭა.
-ოე, ვირო!- თავში წამოვარტყი ხელი. - მოდუნდი,თორემ ეგონება,რომ არ გიყვარს და ჩვენთვის გაცნობა არ გინდოდა! 
-მოვდუნდები! - დაიდუდღუნა და სააბაზანოდან გამოსულ თათიას მოჩვენებითად გაუღიმა. 
შეყვარებული წყვილი მარტო დავტოვე, თვითონ კი ოთახში ჩავიკეტე და საყვარელი მუსიკა ჩავირთე,მერე გავიგონე,როგორ წავიდა თათია ისე,რომ ჩვენი საყვარელი დედა ვერ იხილა. ცოტა გავბრაზდი,მარტო მე,რომ მიწევდა დედის ცნობისმოყვარეობის ატანა, ხომ შეიძლებოდა მოსულიყო და ენახა მომავალი სარძლო. დარწმუნებული ვარ "ოტიდო" გამოკითხავდა ყველაფერს და მათ ქორწილზე გადაერთვებოდა და მე თავს დამანებებდა. სკამაოდ კარგ აზრად მომეჩვენა გაფიქრებული,მაგრამ მერე გამახსენდა,რომ თათია ჯერ თექვსმეტი წლის იყო, თუმცა ღირდა დედის ყურადღების მიპყრობა მათკენ. თავიდანვე შეაჩვევდა რძალს,როგორ რეჟიმში,მოუწევდა ცხოვრება. ეშმაკურად გავუცინე საკუთარ ფიქრებს და ფეხზე ავდექი. დრო იყო თავი მსხვერპლად აღარ შემეწირა უმცროსი ძმისთვის და პირიქით მისთვის მეიძულებინა, ჩემთვის გადაეგდა კეთილშობილური ნაბიჯი. 
-დედა, დღეს თათია გვყავდა! -ამაყად ვთქვი მისაღებში შესულმა, ნიკამ თავი წამოწია სახე წაშლილმა გამაყოლა თვალი და რაღაც მანიშნა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
-ვინ?- დაიბნა. 
-მერი დოლიძის გოგო...
-უი, აქ?- გაეღიმა,თან შვილს გადახედა,რომელსაც ჭარხლის ფერი ედო. -ისეთ დროს ამოიყვანე მე,რომ სახლში ვიქნები.
-დედა, უბრალოდ შეყვარებულია, განა ცოლად მომყავს?- უხეშად ამოილაპარაკა და ფეხზე წამოვარდა.
-რა ეტაკა?- გაკვირვებულმა მკითხა.
-ეწყინა,რომ ვერ გაგაცნო.
-მერის ვნახავ მერე და დაველაპარაკები...
-რაზე?- წამოენთო და ბრაზი ძლივს შეიკავა, მივხვდი ზედმეტი მომივიდა, უხერხულ სიტუაციაში თათიასაც ვაყენებდი, ვცადე ჩუმად გავსულიყავი ოთახიდან,მაგრამ მკლავში მწვდა ძმა და ზემოდან თვალების ბრიალით დამაჩერდა. - ბაჩანას ნომერი მაქვს! - დამემქურა და დედას მიუბრუნდა. 
-რავიცი, გავიგებ რა აზრის არის...
-დედა, ჯერ ბავშვები არიან რაზე უნდა დაელაპარაკო? - ვეცადე სიტუაცია განმემუხტა. 
-ხოდა ბავშვები,რომ არიან აქედანვე უნდა დაველაპარაკო, რამე არიმაიმუნონ! 
-მგონი ზედმეტი,მოგდით ორივე დედა-შვილს, მიხედეთ თქვენს ცხოვრებას, ხან მიმის ათხოვებ, ხან მე მაქორწინებ!- ვეღარ მოითმინა ნიკამ და გაღიზიანებულმა წამოროშა, აქმდე არასდროს არ ჰქონდა ნინოსთვის ზედმეტი სიტყვა ნათქვამი და ორივე გაგვაოცა. მოვშორდი ვიფიქრე ჯავრი ბოლომდე ჩემზე არ იყაროს-მეთქი და დედას ვანიშნე არაფერი ეთქვა. თავის საქციელის იმდენად შერცხვა ოთახში შევიდა და აღარც გამოსულა. 

***

კარზე კაკუნი ყრუდ გავიგე,მაგრამ არ გავაღე, ვიფიქრე ნიკა ინამუსებს და გააღებს-მეთქი,მაგრამ დედამ გაუღო ეკას კარი, ხმაურით გადაკოცნა და ჩემი ოთახისკენ გამოუშვა. ისეთი აჟიტირებული სახით შემომიგლიჯა კარი ადგილას შევხტი, არადა ხომ ვიცოდი,რომ შემოსვლას აპირებდა. ჩემს რეაქციაზე გაეცინა და კარი ისევ ხმაურით მიაჯახუნა,თან პუფში ჩაენარცხა და ოდნავ გადაწვა. 
-რა მოხდა? - წიგნში სანიშნი ჩავდე და გვერდზე გადავდე,თან ვანიშნე დაეწყო.
-იმედია არ გამაჩუმებ...
-გააჩნია რას მოროშავ. -ტუჩები ავიბზუე,თან საწოლზე ჰორიზონტალურად გავწექი და იდაყვებით დავეყრდენი.- ბაჩანაზე ხმა არ ამოიღო! - წინასწარ გავაფრთხილე და კმაყოფილმა გავიღიმე.
-ეგრე არ გამოვა! - უკმაყოფილოდ დაიმანჭა. 
-სწრაფად და მოკლედ თქვი!
-როგორ ვთქვა სწრაფად და მოკლედ,როცა დიდი და საინტერესო ამბავია?-დაიბნა.
-აი ესე, ჭრელად! 
-მარიამი და ბაჩანა ერთად ყოფილან! - აღტაცებით მახარა,თითქოს დღე და ღამ მათ ურთიერთობაზე ვნაღვლიანობდი და ვერ ვისვენებდი ისე მაინტერესებდა. გავიცინე, სახე ირონიულად მოვბრიცე და საწოლზე გულაღმა გავწექი.
-ოთო მთხოვს შერიგებას, რა ვქნა?
-რაა?- ისეთი ინტონაციით მკითხა ბაჩანა და მისი ტურფები სულ გადაავიწყდა. -არც კი გაბედო! - ბოლოს დააგვირგვინა და თითი დამიქნია.
-არ ვიცი, ფაქტია მიყვარს...-ამოვიხვნეშე და გავიხსენე მისი იმედგაცრუებული სახე. -იქნებ ძალიან ბევრს ვითხოვ მისგან? 
-მიმი,მგონი ტვინი ამოგიბრუნდა! - შეწუხდა. - თავი დაანებე მაგ ფსიქოპათზე ფიქრს! 
-ნუ ეძახი ეგრე! - მეწყინასავით. 
-აბა რა დავუძახო მასეთს? - სრული სერიოზულობით მკითხა.
-როგორს? - თითქოს არ ვიცოდი.
-როგორს? - ირონიულად გამიმეორა კითხვა. -აი ისეთს, მეგობრებთან ერთად,რომ გიშლის ყოფნას, ნიკას ჩვიდმეტი წლის ძმაკაცებზე,რომ ეჭვიანობს და მოკლე კაბის ჩაცმას,რომ გიკრძალავს.. აი რას ნიშნავს ფსიქოპათი! 
-ნუ მახსენებ...-ხელი ავუწიე და გავიხსენე,მართლაც,როგორ ეჭვიანობდა იმათზე ვისთან ერთადაც გავიზარდე. ერთხელ იმდენად გამწარდა,რომ მკლავზე ხელი მომიჭირა და იქამდე არ გამიშვა სანამ ტირილი არ მოვრთე, მარტო იმიტომ,რომ ეკასთან და მის ძმასთან ერთად ვიყავი წასული ნაყინის საჭმელად. 
-ხოდა, გინდა ეგეთი ?
-არა...
-დარწმუნებული ვარ ცოლად,რომ მოგიყვანდა ცემასაც იკადრებდა. - ბრაზით ამოიძახა და ჩემს გვერდით წამოწვა. ყოველთვის სცემდა პატივს ჩემს არჩევანს,მაგრამ ვგრძნობდი მის ზიზღს ოთოსადმი. მთელი არსებით სძულდათ ერთმანეთი, ამიტომ ვცდილობდი არასდროს შემეხვედრებინა ერთმანეთისთვის,მაგრამ მერე მიხვდი,რომ ოთოს გამო ჩემს ერთადერთ დაქალს ვკარგავდი,რომელიც ნებისმიერ წუთს იდგა ჩემს გვერდით. თორმეტი წლის ასაკიდან ჩემი კარის მეზობელი და საუკეთესო მეგობარი იყო და მიწევდა ოთოსგამო მასზე უარის თქმა, ამ ყველაფერს სხვა დანარჩენიც დაემატა და ოთო გავუშვი,იმის მიუხედავად,რომ მიყვარდა. არ ღირს იმ ადამიანთან ცხოვრების დაკავშირება,რომელიც ყველაფერს გიკრძალავს და მითუმეტეს გაკარგინებს იმას რაც შენთვის საყვარელია.

***

სადარბაზოდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვარდი, უკვე ოცი წუთი დამაგვიანდა ლექციაზე, არ ვიცი როგორ უნდა მივსულიყავი უმოკლეს დროში,მაგრამ წასვლა გარდაუვალი იყო.  ისეთი დაბნეული ვიყავი სადარბაზოსთან მდგარ მეზობელს გამარჯობაც არ ვუთხარი. კორპუსის უკან ყრუ ადგილას გავდიოდი,რომ მოულდოენელად ფეხი ამისრიალდა ნაწვიმარ ბალახზე და ძირს დავეცი. ტალახში ამოვითხვარე, ფეხზე ძლივს ტირილით წამოვდექი და ჩემს შარვალს ზემოდან დავაკვრდი, ისე ლამაზად მქონდა გაფორმებული ტალახებით, ხელოვანი ადამიანი ამას ხელოვნების ნიმუშად აღიარებდა. სიბრაზით ჩავატოპე ფეხი ტალახში და უარესად გავიძუნძგლე. უკან მოვბრუნდი,რომ მოულოდნელად დავინახე ჩემს უკან ოთო. გაოცებულმა მოვაღე პირი, საერთოდ არ ველოდი ახლა მის იქ დანახვას. 
-რა სასაცილო ხარ!- სიცილით მითხრა და დამაკვირდა.
-რა გინდა ოთო,ლექცია არ გაქ? 
-მაქვს.-თავი დამიქნია.-სალაპარაკოდ მოვედი.
-ხომ ვილაპარაკეთ? - უკვე მომბეზრდა ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს ლაპარაკი. 
-არა, კარგად არ გვილაპარაკია. 
-და რაზე უნდა ვიალპარაკოთ კიდევ გამაგებინე? 
-მინდა,რომ კიდევ ერთი შანსი მომცე, შევიცვლები გპირდები! - დაბლა დაიხედა,თან ჯიბეებში ხელები ჩაიწყო. 
-მომისმინე...-ღრმად ჩავისუნთქე. - არავის გამო არ უნდა შეიცვალო, გაიგე,რომ მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით. 
-რატომ? - ხმამაღალი ტონით მითხრა. 
-იმიტომ,რომ მაიძულებ ბევრ ისეთ რამზე ვთქვა უარი,რაც მიყვარს და მჭირდება! - ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა მივახალე. 
-რაზე?- იორნიულად გაეცინა. - ბიჭებთან ერთად ტანტალზე? 
-მომისმინე,ნუ მაყენებ შეურაცხყოფას, მე იმ ბიჭებთან ერთად გავიზარდე და არავისთან ერთად არ ვტანტალებ, ეს შენ გაქვს ბილწი გონება,რომ ასეთ იდიოტობებს ფიქრობ! 
-რატომ უნდა იაროს ჩემმა შეყვარებულმა, ვიღაც დათაოსთან ერთად?! -ზიზღით ამოილაპარაკა.
-მასე, შენ არც ეკა არ გიყვარს და რავქნა შევწყვტო და-ძმასთან კონტაქტი?! 
-კი! - მტკიცედ მითხრა და საბოლოოდ დამარწმუნა ჩემი არჩევანის სიმტკიცეში, ხელი ჩავიქნიე და წასასვლელად მოვმზადე,მაგრამ მკლავზე ხელი მომიჭირა და წასვლის უფლება არ მომცა. - არ დამიმთავრებია ლაპარაკი!- ისეთი თვალებით ჩამხედ შემეშინდა, ნუთუ ამდენი ხნის მანძილზე მასთან ერთად ვიყავი და ვერ ვხედავდი,როგორი მოძალადე იყო. 
-გამიშვი! - ხელით დავეჯაჯგურე და ვაიძულე ხელი გაეშვა,მაგრამ მჭიდროდ მიჭერდა და ცხოველური გამომეტყველებით მიყურებდა, საკცონელად გადმოიწია,მაგრამ ვიღაცის ხმამ ხელი შეუშალა. ხელი მაინც არ გამიშვა ისე შებრუნდა და მეც შემაშველა. 
-მირანდა, მშვიდობაა? - წარმოვიდგინე,როგორი სანახავი ვიყავი ამოთხვრილ შარვალსა და ცხოველის მკლავებში გამომწყვდეული . ტვინმა ვერაფრით დაუშვა,როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ასეთ დროს ბაჩანა ჩემს კორპუსთთან,თან ასეთ გადამწყვეტ მომენტში. 

___________

მადლობა,რომ კითხულობთ <3 ტკბილი ძილი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა
ნანახია: 2238 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
შე ბოროტო რას მომატყუე სხვას კოცნიდაო? :დდ კიარ კოცნიდა უნდა ეკოცნა იმ ვირს ძალით მაგრამ მერე ჩვენი ბაჩანა გამოჩნდა და ერთი მოადოს ამას ყბაში :დდდ
ეს თავიც მომეწონა, ძალიან მაგარი იყო ♡♡♡ ნეტავ იცოდე რა მაგატ განწყობაზე ვდგები როცა ვკითხულობ ♡♡♡ ნიკუშა არის სუპერ ძმა :დდ ჯერ რა როჟებს კერავს და მერე დღიურით რომ აშანტაჟენს ხოლმე მიმის :დდ შენი გველაძუობის ამბავი რომ ვიცი ეგ დღიური ბაჩანას მაინც ჩაუვარდება ხელში, იცოდე არ დასცინოს ჩემს გოგოს თორე დაგასამარებ -.-
ახალ თავს ველი, სასწაული ხარ ♥♥♥♥
avatar
0
2
კოცნიდაო სად გითხარი ქალო? :D მოძალადე პიროვნებავ ძალზედ დიიდი მადლობა შეფასებისთვის.
უი,ხო უჟე ჩამოყალიბდი ვისკენახარ დარაგუშა? 3o _3 :D
avatar
0 Spam
3
როგორ არა, კოცნის მარა ბაჩანას არაო _3 _3
კი ჩამოვყალიბდი საბოლოოდ, მიმისკენ ვარ 3o 3o 3o
მარა ცოტა ბაჩანასაც ვუბალეშნიკებ არ დამეჩაგროს ბიჭი :D :D 3o 3o 3o
avatar
0
4
მე გითხარი "ეფერებათქო" :D :D
avatar
0 Spam
5
ეს მოფერება არ იყო _3
პროსტა არმინდა ჩავერიო რა :D :D ვიცი ბაჩანა გაიგდებს და მომიოხებს გულს. love
მალე დადე ვერ ვითმენ _3
avatar
0 Spam
6
ტემინები მომწონს. "თვალებით თვალებს მთხრიდა". #ხმამაღალისიცილისსმაილიკი
avatar