არეული გეგმა [6]
15.06.2017, 22:39
-ეს ვინაა?- ღრენით მკითხა,თან ბაჩანას დააკვირდა. ვცადე ბოლოჯერ განთავისუფლება და ხელიდან დავუსხლტი, ორი ნაბჯი უკან გადავდგი და ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე.

-კარგად ხარ? - სრული სერიოზულობით მკითხა,თან ჩემსკენ წამოიწია,მაგრამ შუაში ჩადგა ოთიკო და ბრაზით გადახედა ბაჩანას. შორიდან შევამჩნიე,როგორ დეძაბა გამომეტყველება ბაჩანას და შევკრთი, მათ შუაში ავღმოჩნდი,თან ოთიკოს გულმკერდზე მივაწექი და უკან გავიწიე. 

-კარგად ვარ ბაჩანა! - მისკენ გავბრუნდი და ვანიშნე გასულიყო,თან ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი აწეწილი თმები და დასვრილი შარვალი. 

-კარგია, წამოდი ისედაც შენთან მოვდიოდი. - ხელი მკლავზე ჩამჭიდა და წინ გამიშვა,მაგრამ წამისმეასედში ჩამაფრიდნა მხრებში ოთო და გამაჩერა, შევატყვე როგორ არ ესიამოვნა ბაჩანას,მაგრამ თავი შეიკავა და თვალებით მანიშნა წინ წავსულიყავი,მაგრამა ადგილას გავშერდი და გამოვშტერდი.

-რა გინდა? - უხეშად კითხა ოთომ,მაგრამ ბაჩანამ დააიგნორა და დამელოდა,მაგრამ ისე გავხევდი თითქოს ადგილას მიმაჭიკარტესო.  - ბიჭო, შენ გელაპარაკები არ გესმის?- წინ გაეჯგიმა. - ამის გამო დამშორდი არა? - ბოლოს მე მომიბრუნდა და თვალები დამიქაჩა. იმ მომენტში მეტყვება წამერთვა თუ საერთოდ მოვკდვი არ ვიცი,მაგრამ გავხევდი და ისე ვაკვირდებოდი თითქოს რაიმე საინტერესო ფილმზე ვიყავი კინოში.

-სანამ დროა გაბრუნდი და წადი. - ტუჩის კუთხეში ჩაეცინა, თან შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და დამცინავად აათვალიერა ოთო. შავი სათვალე ოდნავ ქვემოდ ჩამსოწია და ისევ მანიშნა გამოფხიზლება. 

-რაო?- თვალები აენთო, მისკენ წაიწია და მხარზე ხელი მთელი ძალით მოუჭირა, ბაჩანამ ჯერ ზემოდან დახედა ოთოს უკითხავად დადებულ ხელს და მერე გააშვებინა,თან ისევ დააიგნორა. 

-მეორედ გიმეორებ წადი-მეთქი!- როგორც ყოველთვის აუღელვებლად თქვა და მხრები დაიფერთხა,თითქოს ჭირიანი ხელი მოჰკიდაო. ბაჩანას თავშეკავებულობა მაგიჟებდა,როგორ შეეძლო ამდენის მოთმინება,როცა ოთიკო ათასჯერ სცემდა მის ადგილას თავის თავს,მაგრამ დუმდა და მელოდებოდა. -მაინცდა მაინც გინდა შეყვარებულის წინ გცემო,თუ? - მიხვდა,რომ წასვლას არაპირებდა და ირონიულად იკითხა.

-ვინ უნდა სცემო?- სიმწრით გაეცინა და რამოდენიმე მისკენ გადადგა, აი მაშინ კი გამოვფხიზლდი და გონს მოვეგე.  

-გეყოთ!- მკაცრად დავსჭექე და პირველად შევეხე თამამად მკლავზე ბაჩანას, აძუნძგლულ-აწეწილი მოვდიოდი და ხელს არ ვუშვებდი იარაჯულს,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. უკან აღარც მიმიხედავს,ისე შევედი ლიფტში და სწორედ მაშინ შევამჩნიე,როგორი დასვრილი ვიყავი, ცოტათი შემრცხვა,მაგრამ სახლში ისე შევედი არცკი სემიხედავს ბაჩანასთვის. არც ისე მაინტერესებდა რატომ და რისთვის იყო ჩვენთან მოსული. ჩემი ოთახის კარი გადავკეტე და იქიდან არ გამოვედი სანამ არ წავიდა. ნინომ მისაყვედურა,რატომ არ გავედი და ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ რა იცოდა რა გადაგვხვდა ერთად და როგორ არ მინდოდა მისი ნახვა.



***



საღამოს სიცხემ ამიწია, საწოლში ვიწექი, ცხვირამდე მქონდა მიტანილი საბანი და აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, არავის გავხსენებივარ. ნინო სახლიდან ისე წავიდა სადღაც არ ვუკითხივარ, ნიკას ხმა თავისი ოთახიდან მესმოდა, ვიღაცას ელაპარაკებოდა სკაიპში და ხმამაღლა როხროხებდა, მე კი ვიწექი და ვაფლუხუნებდი. 

კარზე არც დამიკაკუნა ისე შემოვარდა ოთახში ნიკა და რაღაცას დაწყო ძებნა, თან მე საერთოდ არ დამაკვირდა. მილულული თვალები ძლივს გავახილე ბოლომდე და ძმას დავაკვირდი. 

-რას ეძებ?

-რაც მომპარე! - გაღიზიანებულმა მომახალა,თან კარადიდან ტანსაცმელები ჩამოყარა.

-რა მოგპარე? - გავხალისდი. 

-მშვენივრად იცი!- წელზე დოინჯი შემოირტყა და ორმეტრიანი კაცი გამეჯგიმა,მივხვდი რაღაც ჰქონდა დაკარგული და მე მბრალდებოდა,ამიტომ საწოლზე ოდნავვ წამოვჯექი და მის მოძრაობებს დავაკვირდი.

-ბოდიში,მაგრამ არ მახსენდება ბოლო კვირის მანძილზე,რამე ამეღოს შენი გადაწკრიალებული ოთახიდან. - გავუღიმე და საბანი მხრებზე შემოვიკეცე. საერთოდ მის ოთახს არც ვეკარები, იმდენად წიკებიანია ყოველდღე დგას და ქალივით ხეხავს კუთხე-კუნჭულს, ზედმეტად ფეხის ნაკვალევსაც კი "იყნოსავს" ღამით მოსული. იშვიათად ეკარგება რამე,რადგან ყველაფერი თავის ადგილზე უდევს. უმნიშვნელო ფანქარასც კი თავისი ადგილი აქვს თავის საწერ მაგიდაზე, აი მე კი ძმისგან რადიკალურად განვსხვავდები. დედა ხშირად ჩემი გულისთვის ტრისი, დარდობს რა მეშველება,როცა გავთხოვდები. ოთახი შეიძლება წელიწადში სამჯერ დავალაგო, დანარჩენ დღეებში რასაც ვიცვამ და ვიხდი ყველაფერი ან იატაკზე ან კარადაში შეკუჭული ყრია, რავქნა მიყვარს არეულობა. ზუსტად ვიცი ჩემს არეულ ოთახში სად რა მიდევს, ვიდრე გადაწკრიალებულსა და გალიპლიპებულ ოთახში. 

-შენ, თუ არ აიღე აბა ვინ აიღო? - წელზე დოინჯი შემოირტყა და ზიზღით გადაავლო ოთახს თვალი. - გაანიავე,თორემ აყროლდები ამ ყველაფერთან ერთად.-გადაჭარბებულად ალაპარაკდა. 

-რა დაკარგე შეგიძლია ამიხსნა? - დავაიგნორე მისი შემდგომი სიტყვები.

-ნუ მეაფერისტები! 

-რას გეაფერისტები?- სერიოზულად გამაბრაზა.- ამოღერღე. 

-შენი დღიურის ნაწილი დავკარგე! -კარადა გამოაღო,თან შიგნით შეკუჭული ტანსაცმელები თავზე დაეყარა და ისე ამოილაპარაკა. ჯერ გამეცინა, მერე რამოდენიმე წამში გავიაზრე და ფეხზე წამოვხტი, სულ დამავიწყდა ჩემი სახსრების ტკივილი და სიცხე,ისე ამანერვიულა და დამაპანიკა. 

-სად დადე ბოლოს? - ვუღრიალე ხმამაღლა. 

-არმახსოვს..-მხრები აიჩეჩა.- ახლა მატყყუებ,რომ დავიჯერო არა? 

-დაგაჯერებ ახლა თუ გაგცხე ხელუკუღმა! ყველაფერი გახსოვს და მაინცდამაინც ეს არგახსოვს? - დავემუქრე და აწეწილ თმაში ხელი შევიცურე. -დღეს ბაჩანა იყო ჩვენთან, ვაი თუ იმან აიღო...

-ბაჩანა ჩვენს ოთახებში არ დადის,რომ აეღო!

-აბა ფეხი აიდგა და გაიქცა? -ლამის ტირილი მოვრთე.- ის აიღებდა!

-ჩემ ოთახში იყო?

-არ მინახავს არ გავსულვარ...

-შანსი არარის, რისთვის შემოვიდოდა ჩემს ოთახში?- კარისკენ გადადგა ნაბიჯები, გამოაღო და შორიდან დააკვირდა თავისი ოთახის კარებს. - გეუბნები, შიგნით არ ყოფილა.

-მაშინ დედამ აიღო! - სხვა ვარიანტი არ მრჩებოდა. 

-დედას რაში სჭირდება?- გაეცინა. - ეგ მე მჭირდებოდა შენი შანტაჟისთვის! - კარში მდგომს ხელი ვკარი და მის ოთახში წამისმეასედში ავღმოჩნდი,უკან გამომეკიდა - რა გინდა აქ? - არ მოვუსმინე და კარადებში ქექვა დავიწყე,მაგრამ თმებში მწვდა და საწოლზე გადამაგდო. -ოე, ჩემი ოთახია განა შენი! - სანამ დახურავდა იქამდე გაასწორა არეული ნივთები კარადებში და ჩემსკენ მობრუნდა. - ყველგან მაქვს ნანახი და არსად არარის.

-დედას ექნება...

-არა.-  მტკიცედ თქვა,თან საწოლზე ჩემს გვერდით დაჯდა. 

-აბა მამაჩვენი გაცოცხლდა და წაიღო? 

-თავის ცხოვრებაში აღარ მოდიოდა ჩვენთან და მკვდარი რაღას მოვა! - გაეცინა. - სადღაცას დავკრგავდი, ან დავმალე და არ მახსოვს...

-რატომ დამალე? 

-შენ,რომ არ გეპოვა! - მხრები აიჩეჩა.

-ხოდა გილოცავ!- ფეხზე წამოვხტი. - ახლა დედას ვაიძულებ შენ და თათულის მოგხედოთ!- ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და კარიდან გავედი. 



****

მესიკვდილებოდა ლექციაზე წასვლა,მაგრამ წინა ისედაც გაცდენილი მქონდა და ამის გაცდენაც არ გამოდიოდა, ძალით ჩავიცვი ტანსაცმელი და კიბეებზე კი არ მივდიოდი -მივღოღავდი. საშინელებაა შუა ივნისში სიცხე, ისედაც ცხელა და უარესად იხრუკები. თითქოს ღმერთმა ეს თვე ჩემი წყევლისთვის შექმნა. რას წარმოვიდგენდი ასე უეცრად,თუ ამერეოდა ყველაფერი ცხოვრებაში. ავტობუსში ავეჭედე და ავტობუსის ფანჯარას სახით მივეკარი იმდენი ხალხი ამომყვა უკან. ძლივს ვსუნთქავდი,ისედაც მცხელოდა და ერთდროულად ამდენი ხალხი მიუხთავდა ჰაერს. 

აუდიტორიის კარი უკმაყოფილო, გადაღლილი სახით შევაღე. ბოდიში მოვიხადე დაგვიანებისთვის და ადგილი როგორც ყოველთვის უკან დავიკავე. იმ მომენში არც ლექტორის თავი არ მქონდა და არც სხვა დანარჩენის. თავი ჩანთას დავადე და თვალები დავხუჭე. დიდხანს ვიქნებოდი ასე შენიშვნა,რომ არ მოეცა ლექტორს, თავი ავწიე და დავაიგნორე ჩემსკენ მობრუნებული კურსელები. მეზიზღება ყურადღების ცენტში ყოფნა და ჩემს ჯინაზე თითქმის ყოველთვის ხალხის ყურადღებას ვიქცევ. წამიწერად გადავავლე ყველას თვალი და მომენტალურად შევამჩნიე ოთიკო, თავი დაბლა დავხარე მზერა ავარიდე...მაგრამ მოიცა, გონებაში კარგად გავიაზრე ნანახი და თავი ისევ ავწიე, პირი მოვაღე და ორ წამს დავაკვირდი, ვიფიქრე სიცხემ ისე ამიწია მეჩვენება-მეთქი,მაგრამ საშინლად ჰქონდა თვალი ჩალურჯებული და ამობრუნებული. გულში შევიცოდე და განვაგრძე ჩემს სამყაროში ხეტილი, თუმცა მე როგორც ყოველთვის გვიან ვიაზრებ ყველაფერს და ძალიან სასაცილოდ გავიფიქრე "ვაი, თუ ბაჩანამ სცემა-მეთქი",კარგახანს ვიცინე ჩემს უაზრო ფიქრებზე,რატომ სცემდა ბაჩანა ოთიკოს, ცემა, თუ უნდოდა იქვე სცემდა! თან მითუმეტეს ჩემს გამო ხიდან ტოტსაც არ მოტეხდა, არათუ ვიღაცას სახეს ჩაულურჯებდა. 

ლექცია ისე დამთავრდა ვერ გავიგე, ფეხზე ავდექი ჩანთა ზურგზე გადავიკიდე და გასვლა დავაპირე,მაგრამ ოთომ გამაჩერა. 

-ბოდიში მინდა მოგიხადო.- თავდახრილმა მითხრა და ხელი მკლავზე დამადო. -რატომ ხარ ასეთი ცხელი?- გაიკვირვა.

-სიცხე მაქვს...-მხრები ავიჩეჩე და მასთან ერთად აუდიტორიიდან გავედი. 

-დალიე წამლები? - მკითხა მზრუნველი ტონით. 

-კი, ვსვამ.

-კარგია! - უხრეხულად გამიღიმა და კიბეებზე დაეშვა. 

-შენ ვინ შეგალამაზა ასე?- ვკითხე სიცილით,მაგრამ მერე ვინანე ისეთი სახე მიიღო. 

-არც იმას დავაკელი!- ბრაზით შეკრა მუშტი და სახის გამომეტყველება შეეცვალა. 

-ვის? - უბრალოდ ვიკითხე.

-ბაჩანას.-სიამაყით მითხრა და გარეთ გავიდა. 

-მოიცა, ბაჩანამ გცემა? - გაოცება ვერ დავმალე და წინდან შემოუარე. - მართლა მაგან გცემა? - ვერ ვიჯერებდი.

-არ მცემა, ვიჩხუბეთ! - კბილებში ბრაზით გამოსცრა. 

-ასე,როგორ გცემა?! - წითელი ამენთო, ლამის ბოლი ამოვუშვი და ხელი წავიღე მისი გალურჯებული თვალისკენ. - ცხოველი! - მივალანძღე,თან შევიცოდე ოთიკო,რომელმაც ტკივილით დამანჭა სახე. -როდის მოხდა ეს?

-გუშინ...-თაქვი აურესად შემაცოდა. - აი ნახე. - მაისური ოდნავ ასწია ზევით და დალურჯებული მუცელი დამანახა, თვალები გამიფართოვდა,თან სუნთქვა გამიძნელდა. 

-გტკივა? 

-არაუშავს,იმასაც მოხვდა! - იმეორებდა თავისას. 

-საღამოს დაგირეკავ და მერე ვილაპარაკოთ!- მივაყარე სიტყვები ერთმანეთს,თან ავტობუსში ავედი და ხალხის მოურიდებლად მობილური მოვიმარჯვე და დედას დავურეკე, ბოლო ხმაზე გავკიოდი სასწარაფოდ გამირკვიე სად აქვს ოფისი ბაჩანას-მეთქი და ერთადგილას ვცქმუტავდი, ჯერ გაოცდა რატომ და რისთვის ვყვიროდი,მაგრამ მერე მისამართი მომწერა და ისევ მკითხა რისთვის მჭირდებოდა, თუმცა პასუხი არ დავუბრუნე და ტელეფონი ჩავაქვრე. თავი ზემოთ ავზიდე და აი ისევ ჩემი "საყვარელი ყურადღების ცენტრი". შემრცხვა, ლოყებ აწითლებული ჩამოვედი შემდეგ გაჩერებაზე და ავტობუსს იმ მისამართამდე გავყევი,რომელიც დედამ მომწერა. სახლში მსივლა არ მინდოდა, მეტიც არ უნდოდა მერე დედაჩემს,იფიქრებდა სხვა რამეს და თავს აღარ დამანებებდა, თავის გასამართლებელ საბუთს მერე მოვიფიქრებდი, ახლა მთავარ მიზნად მიმაჩნდა ბაჩანასთვის საკადრისი პასუხის გაცემა. 

პატარა ოფისში ქარივით შევარდი, ფოიეში მჯდარ გოგოს აგრესიულად მივვარდი და ხელი ჩემზე მაღალ მაგიდაზე დავურტყი. 

-სად აგდია თქვენი უფროსი? - გოაცებულმა ამომხედა, შემათვალიერა და ალქაჯად შემრაცხა. 

-თავის კაბინეტშია, გნებავთ რამე? - თავაზიანად მკითხა ყვეალფრისდამიუხედავად. 

-რომელია მაგის კაბინეტი?- დავაკვირდი სამ კარს, იმდენად აფორიაქებული ვიყავი მისი სახელი არც დამინახავს კარზე. 

-ახლა დაკავებულია, ცოტახანში მიგიღებთ, ჯერ დაელოდეთ! 

-დაუძახებ,თუ მაინცამაინც ძალა ვიხმარო! - კბილები დავაჭრიალე და აწეწილი თმა გავისწორე, ხმაურზე კარი გაიღო და ხმრებში გასოწრებული ბაჩანა გამოჩნდა,რომელსაც ოთოსთქმით სახე დალურჯებული უნდა ჰქონდა,მაგრამ იმდენად "ლამაზად" გამოიყურებოდა,ურესად გამაღიზიანა. ჩემს დანახვისას გაოცდა, მერე ირონიული ღიმილი აიკრა და მდივანს მიუბრუნდა. 

-სერიოზული არაფერია. - კარები ლამის გავიტანე ისეთი სისწრაფით შევედი მის პატარა ნაცრისფერ ოთახში, თვალში რაც პირველი მომხვდა ეს თავისი სურათი შავჩარჩოში მაგიდაზე, ალბათ ასეთი აფორიაქებული,რომ არ ვყოფილიყავი გამეცინებოდა,მაგრამ ერთადგილას ვცქმუტავდი დაველოდი როდის დაკეტავდა კარს. 

-რა მოხდა მირანდა? - ჩემს გასაღიზიანებლად თქვა ჩემი სრული სახელი დაკარი დაკეტა. -ხომ მშვიდობაა? -ცინიკური მზერით ჩაჯდა სავარძელში,თან ხელში პასტა აათამაშა.ოხ როგორ მძულდა მისი გაუთავებელი თავშეკავებულობა,ხომ შეიძლებოდა ერთხელ მაინც მოღუშოდა სახე ან რამე ეთქვა,რაც მიმანიშნებდა,რომ მიზანს მივაღწიე და გავამწარე,მაგრამ იჯდა და ისეთი სახით მიყურებდა აქეთ მაღზიიანებდა უარესად.

-რა უფლებით სცემ ოთოს?! -ვუღრიალე,თან წელზე დოინჯი შემოვირტყი. 

-უი...-გაეცინა და წარბაწეულმა გადმომხედა. - რა ქალაჩუნა ყოფილა, მოვიდა და გითხრა არა? 

-ქალაჩუნა შენ ხარ, რა თქმა უნდა მაგას, ერთი თვალი საერთოდ არ უჩანს, მუცელი სულ ჩაწითლებული და დალეწილი აქ! 

-კარგი, თვალი გასაგებია თვალსაჩინო ადგილასაა,მაგრამ მუცელი სადღა ნახე? - სიტყვაზე გამომეკიდა და დამცინა.

-რატომ სცემე? გკითხე მგონი!

-შენ ვინ ხარ,რომ გიხსნა,რატომ ვცემე ვიღაც საცოდავი ქალაჩუნა ბიჭი? - ტუჩები დასრულების მერე აბზიკა ზემოთ და დამაკვირდა. 

-ჩემს გამო ცემე და არმაქ უფლება ვიკითხო,რატომ?! -გავცოფდი.

-ოპ,ოპ! - ხელი ჰაერში ასწია და ისევ დამცინა. - შეგეშალა ძვირფასო, შენს გამო არ მიცემია. - ფეხზე წამოდგა. - შეურაცხყოფა მომაყენა და საკადრისი მიიღო. 

-პოლიციაში წავალ და განცხადებას დავწერ! - დავემუქრე,თან თანდათან გავიაზრე ჩემი სიტყვები.

-შენ უფრო მამაკაცური ხარ, ვიდრე შენი შეყვარებული! 

-ვაიმე,როგორი აუტანელი ხარ!- პირდაპირ მივახალე - არ გამეკარო არც მე და არც ოთოს! 

-რამხელა ამბიციებით მოძრაობთ, გაოცებული ვარ! - მთელი ამხნის მანძილზე არცერთხელ არ შეუწუხებია ნერვების მოშლას ვაჟბატონი, პირიქით ცდილობდა ჩემი ნერვიული სისტემა მოესპო და გამოსდიოდა კიდეც. 

-არ შეცვლილხარ, ისევ ისე უსაზღვრო წარმოდგენა გაქვს საკუთარ იდიოტ თავზე! 

-მირანდა, რა საყვარლად მლანძღავ ხოლმე! - გადაიხარხარა და უკანალით მაგიდას მიეყრდნო. - შენ კი ისევ,ისეთი სულელი ბავშვი ხარ,რომელიც ჩემს ერთ სიტყვაზეც კი იჭრება! 

-იდიოტო!- ვუღრიალე და მთელი ძალით ამოვცხე მუხლი ღირსების ადგილას, წამში მოიკეცა და სახე ტკივილით დამანჭა. - ეს ოთიკოსთვის! - კმაყოფილმა გავიღიმე და ზემოდან დავძახე.- ახლა, პ ა კ ა! - ბოლო სიტყვა დავუმარცვლე და ოთახში დავტოვე ორად მოკეცილი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა
ნანახია: 2268 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ძაააალიან მომეწონა ეს თავი ♥♥♥♥
ოთარს ვერ ვიტან! დონდლო და ლაყე კვერცხია -.- ფუფ როგორ უყვარს ეს მიმის უბრალოდ არ მესმის. მაგრამ იმედია ჰგონია რომ უყვარს და მალე აღმოაჩენს თურმე გატაცება ყოფილაო. (რა ბოროტი ვარ ღმერთმანი) :დდდდ
ჩემს მიმის ყოჩაღ, მაგ დარტყმა იყო :დდდ ჩემი თავი გამახსენდა და ხომ იცი რატომაც :D
აი დღიურის ამბავს ველი ყველაზე მეტად. ♡♡♡
უმაგრესი ხარ ♥♥♥
avatar
0
2
შენი თავიი გაგახსენდებოდა რა თქმა უნდა :D შენსავით ქაჯია _3 :D :D მადლიობა დსმაო B) 3o 3o იქნება მალე bb
avatar