არეული გეგმა [7]
16.06.2017, 22:39
ყურადღებას აღარ ვაქცევდი ეკას უაზრო ლაპარაკს, იატაკზე ვიჯექი,თან შიგადაშიგ თვალს გავაპარებდი დედაჩემისკენ, ინტერესი მქონდა, სად წაიღო ისეთ ადგილას დღიური,რომ ორი დღის მანძილზე მე და ნიკამ ვერსად ვერ ვიპოვეთ, მთელი სახლი ამოვაბრუნეთ და დღიური არსად იყო. დედის ოთახში ჩხრეკაც კი ვიკადრეთ,მაგრამ ნინოს ისეთ ადგილას ჰქონდა გადამალული წლები ვერ მივაგნებდით. მე კი მაწყობდა შანტაჟს აღარ მომიწყობდა ჩემი აუტანელი ძმა,მაგრამ მაინც მაპანიკებდა ის ფაქტი,რომ დღიური ჯერ კიდევ გაურკვეველ ადგილას იყო. ხომ არაფერი,თუმცა ჩემთვის იმხელა სირცხვილს წარმოადგენდა ბაჩანასთვის დღიურის ხილვა,რომ წარმოდგენაც კი მზარავდა. წარმოიდგინეთ თორმეტი წლის გოგოს ფიქრები,როცა ვიღაც უყვარს,თან ამავდროულად უნდა,რომ ეზიზღებოდეს. 

-გირეკავენ!- მობილური ხელებში ჩამიგდო ეკამ,თან საწოლზე ისევ გადაწვა და ქურდივით გამოაპარა ჩემსკენ თვალები,თითქოს ჩემს რეაქციას ელოდაო. გამიკივრიდა და უცხო ნომერს თამამად ვუპასუხე. 

-როგორ ხარ? - ხმა მეცნო,მაგრამ ვერ გავიაზრე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.

-კარგად შენ? 

-მიცანი?- ჩემს ინტონაციაზე მიხვდა,რომ მეუცხოვა და მკითხა. 

-ვერა...-უხერხულად გავუცინე უცნობს,თან ამავდროულად ნაცნობს და სიცილით გადავხედე ეკას,რომელიც უფრო აიწურა შიშისგან. 

-მარიამი ვარ...

-რომელი მარიამი? - სახე დავმანჭე. 

-ეკუნას მეგობარი, არ გახსოვარ? 

-ეკუნას მეგობარი?! - სპეციალურად გავამახვილე ყურადღება და მიხვდი "ეკუნას" დაძაბულობას. -ხო,მარიამ როგორ ხარ? - აფერისტული ხმით ჩავილაპარაკე,თან ფეხზე ავდექი და ზემოდან დავაკვირდი მეგობარს.

-მადლობა,კარგად. - გავიგონე,როგორ გაიცინა. - არ ვიცი ეკამ გითხრა თუ არა,მაგრამ პარასკევს დაბადებისდღე მაქვს და ხომ მოხვალ? 

-მეე?- იმდენად მოულოდნელი იყო სიცილი ამიტყდა. - არვიცი...-ბოლოს გავიაზრე და უხერხულობისგან ავწითლდი. 

-გამიხარდება თუ მოხვალ...

-ვეცდები!- გაოცებულმა გავუთიშე ტელეფონი და ეკას ისევ გავხედე, ფერი არ ედო, სახეზე ეტყობოდა,რომ მისი მოწყობილი იყო ყველაფერი. ისე კარგია,როცა მეგობარს კარგად იცნობ და იცი როდის რას გიმზადებს და რას გიპირებს. მარიამთან შეხება,მხოლოდ ეკას მხრიდან მქონდა,როცა მასთან მოვიდოდნენ მაშინ,თუ ვეტყოდი გამარჯობას, მერე ისე წავიდოდა ზედმეტ სიტყვას არ ვეუბნებოდით ერთმანეთს და ახლა უცბად დაბადებისდღეზე მეპატიჟება. დავჯექი და სიცილი ავტეხე, ღიაკარებიდან გამომხედა ნინომ და გაოცებულმა მკითხა რა მაცინებდა ასე ცხოველივით.

-დროზე მითხარი შენი გეგმები! - სიმწრის ღიმილით ვუბრძანე ეკას,რომელსაც უარესად ჰქონდა გადათეთრებული სახე. 

-მეე? - უეცრად იუარა. -მე რა შუაში ვარ? 

-აბა,როდიდან გახდა ასეთი ახლო მეგობარი,რომ დაბადებისდღეზე მეპატიჟება? 

-დიდ წვეულებას აკეთებს და ალბათ მაგიტომ დაგპატიჟა...-მხრები აიჩეჩა,თან მზერა ამარიდა. 

-იაზრებ,რას უკეთებ მარიამს? - დავცინე. - კიდევ კარგი, ნინოც არ დააპატიჟებინე,თორემ შეყვარებულს სწრაფად აახევდა იქიდან. 

-რეებს ამბობ? - მივხვდი, გვიან გაიაზრა რაც გააკეთა და სახიდან ფერი უარესად წაუვიდა.  -მე არაფერი მითქვამს! 

-მე არ მოვდივარ მაინც! 

-რატო?- თვალები გაუფართოვდა. - კარგი,რა გერთობი!

-რა მინდა იქ,მითუმეტესს,როცა ბაჩანა იქნება.

-არა, ბაჩანა არ იქნება, არ დაუპატიჟებია! - წამოენთო და აღტაცებით მითხრა. 

-რატო ვითომ? 

-მე რა ვიცი, არ დაპატიჟა...

-არ ვიცი, მოვიფიქრებ! 



****



საღამო ხანს ეკას,რომ ვაცილებდი სწორედ იმ წამს გამოვიდა ლიფტიდან ყავისფერ კაბასა და კრემისფერ ფეხსაცმელებში გამოწყობილი მაკა,რომელიც შორიდანვე მიღიმოდა. კარი აღარ დავხურე და დაველოდე დედას დაქალს. ისე მაკოცა,ლამის სახე ამაძრო, სახლში შემოვიპატიჟე და ნინოს დავუძახე,ისე გადაკოცნეს ერთმანეთი,თითქოს ათიწლის მანძილზე ერთმანეთი ყოველდღე ყავდათ ნანახიო. რა თქმა უნდა ყავის მოდუღება მე დამავალა,თვითონ კი მაკასთან ერთად აივანზე გავიდა და ჩურჩული დაიწყეს. 

ყავები ფინჯნებში ჩამოვასხი და აივნისკენ წავედი,მაგრამ ისე მოულოდნელად გამიღო ოთახის კარები ნიკამ,რომ მთელი ჭურჭელი ძირს დამაყრევინა. გადავრჩი,რომ ტანი არ დავიფუფქე.

-ხო უნდა დაფიქრდე სანამ გამხოვალ?! - ვიღრიალე და მოთხვრილ იატაკზე დავიხარე. 

-რა მოხდა? - აივნის კარი გამოაღო ნინომ და ისეთი ინტონაციით იკითხა,თითქოს ფინჯნები კი არა სახლი დავანგრიეო. 

-არაფერი, შენმა შვილმა კარი მომიბათქუნა სახეში! 

-რაღა კარებს მოეკარი და ისე გახვედი, ხომ შეგეძლო გაწეულიყავი?! - დამსხვერიული ჭურჭლის აკრეფაში დამეხმარა ძმა და ნაგვის ურნამდე მიმატანინა. -მოადუღე თავიდან, მე გავწმენდ. - ტილო ხელში აიღო და მანიშნა ყავის მადუღარაზე. მხრები გახარებულმა ავიჩეჩე და გაზზე დავდგი მადუღარა. 

-დღიური,ხომ არ გიპოვია? 

-არა.

-უეჭველი დედას აქვს! 

-დედას,რომ აეღო სახლში ექნებოდა, თორემ ახლა მანდაც სახელმწიფო საიდულოებები ეწერა,რომ ასე უკზოუკლოდ გადაემალა. 

-აბა ვინ აიღო მაშინ? 

-ამას დღეში რვაჯერ მეკითხები, არ დაიღალე ერთი და იგივე პასუხით,რომ არ ვიცი?

-შენ იცი რას ნიშნავს ეგ დღიური ორი მანიაკი დედისთვის, ან მთლად აურესი ბაჩანასთვის?- ჩურჩულით გამოვცარი კბილებში და თავიდან ჩამოვასხი ყავა. 

-ჩემი პრობლემა არაა, შენ იდარდე! 

-ჩემი ძმა ხარ,თუ მოსისხლე მტერი?

-ახლა კედელ-კედელ ნუ გაივლი, ისევ კარი არ მოგხვდეს! - დამცინა და გზა დამითმო. დაბღვერილი წავედი აივნის შუშის კარისკენ,მაგრამ ყრუდ მომესმა ბოლო თვეში ორი პოპულალური სახელი "ბაჩანა და მიმი". მომენტალურად ფოდნოსით გავშერდი შუა გზაში და უკან მომავალ ძმას გზა გადავუჭერი, ლამის ეს პარტია ყავაც დავლეწეთ და დავამსხვრიეთ. - ვერ ხარ? - უკმაყოფილომ მისაყვედურა და ხელიდან ფოდნოსი გამომართვა. 

-ჩუმად!- პირზე ხელი მოვუჭირე,თან ფარდას მოვეფარე და ისიც უკან გავწიე. - მე მახსენეს. 

-რა მერე? - ჩურჩულით მკითხა. 

-გაჩუმდი და გაიგებ! - თვალები გადმოვუკარკლე და ჩუმად დავაკვირდი დაფაციცებულ დედებს,თან გავიგონე როგორ ამოილაპარაკა ნინომ.

-აგვერია გეგმა...

-ნუ იტყვი!- ხელი ჩაიქნია,თან აქეთ გამოიხედა გადასამოწმებლად. იმ წამსვე გავწიე ნიკას დიდი თავი და სმენად ვიქეცი. - ბაჩანა საერთოდ არაფერს ამბობს, არც კი მისმენს...

-ჩემი მიმი მეჩხუბება დამანებე თავიო.- მოღუშულმა თქვა. - არადა წინა დღეს რაღაც ვარდისფერი დღიური ვიპოვე ნიკას ოთახში, ცალი თვალით წავიკითხე "ბაჩანა" ეწერა, ახლა ჩემი ნიკუშა ბაჩანაზე არ დაწერდა. - გადაიხითხითა. - მაგრამ ჩხუბის დროს ნიკამ წამოაძახა შენს დღიურს ბაჩანას ვანახებო, ანუ მათ შორის მაინც რაღაც არის რა! - დაასკვნა. 

-მერე დღიური რა უყავი?- ყურები ცქვიტა.

-არ ვიცი, რომ ვკითხულობდი  მაგ დროს აფორიქაებული შემოვარდა მიმი და შენი ბიჭი. სამზარეულოში მაგდიაზე დავდე და იმის მერე აღარც მინახავს...

-მიმიმ აიღო? - დაინტერესდა ქალი. 

-არა, მიმი თავის ოთახიდან იქამდე არ გამოვიდა სანამ ბაჩანა არ წავიდა. 

-უიი,რისი თქმა მინდოდა!- ისეთი სახით წამოიწყო სულ არ მანაღვლებდა გაციებული ყავები. - ჩემს ბაჩიკოსთან, ჩემი დაქალის შვილი მუშაობს,ხოდა იმ დღეს მომიყვა სამსახურში ვიღაც გოგო მოუვარდა ერთი ამბები მოუწყო და წავიდაო, როგორც ამიღწერა მიმის გავს და რა უნდოდა ხომ არ იცი? 

-ერთი წამი.- ფეხზე წამოდგა უხერხული ღიმილით და ოთახისკენ გამოიხედა.- ყავა აღარ მოგაქ? - წამსვე მწკრივად დავდექით და ორივემ ერთად გავუწოდეთ ფოდნოსი,გამოგვართვა,თან კარი დახურა და ფარდაც გადაწია. 

-რა საინტერესო მომენტზე მოუნდა! - დავიჩურჩულე და ხელი პირისკენ წავიღე. 

-ბაჩანასთან რა გინდოდა? - გაოცებულმა მკითხა. 

-ოთიკო სცემა,სამაგიერო გადავუხადე, მივუჟეჟე ერთი ადგილი და წამოვედი!- ამაყად ვთქვი და მკლავზე ხელი წავავლე. ოთახში ჩემზე პირველი შევაგდე და წინდა უკან დავიწყე სიარული. 

-ოთიკო რატომ სცემა? - დაიბნა.

-დიდი ამბავია!- ხელი ჩავიქნიე. - ანუ დღიური ბაჩანას აქვს....

-გილცავ! 

-რატომ არ დამალე კარგად? - გავღიზიანდი. 

-კარგად მქონდა დამალული.

-კარგად,რომ გქონოდა ვერ იპოვიდნენ! - გაღიზიანებულმა ვუთხარი და ოთახიდან გამოვვარდი.



*****





საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიდექი სახლის კუთხეში ფანჯარასთან, ხელში ღვინის მაღალი ჭიქა მეჭირა და მოღუშული სახით ვათვალიერებდი ჩემთვის უცნობ ადამიანებს. ან რატომ დავთანხმდი ეკას მარიამის დაბადებისდღეზე წასვლაზე არ ვიცი,მაგრამ ის ფაქტი მაწყნარებდა,რომ აქ მაინც არ ვიხილავდი ჩემთვის საზიზღარ პიროვნებას.

ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი, სქელ ძირიანი მაღალქუსლიანი შინდისფერი ზამშის ფეხსაცმელი მეცვა ღია შინდისფერ მუხლამდე გაშლილ კაბასთან ერთად, ვერ ვიტყვი,რომ ისეთი გადაპრანჭლი ვიყავი,როგორიც იქ მყოფი გოგოების ნაწილი,მაგრამ არც ცუდად გამოვიყურებოდი. თმა უბრალოდ მქონდა ჩამოშლილი.ერთი სიტყვით კოფორტულად ვგრძნობდი თავს, ხელს რაც მიშლიდა ეს იყო იქ მყოფი უცნობი ხალხი და საშინლად მაღალ ხმაზე აწეული სიმღერა. 

ღვინო,რომ დავლიე წინ მდგარ ბიჭს ხელი დავადე მხარზე და წინ ღვინის ჭიქა გავუწოდე,თან ვანიშნე ბოთლიდან ჩაესხა. ღიმილით ჩამომისხა წითელი ღვინო და გამჭოლი მზერით შემათვალიერა. 

-მარიამის მეგობარი ხარ? - ვერ მიცნო და თამამად მკითხა. 

-ნუ...ნაცნობი...

-ხო, ვერ გიცანი!- ღვინის ბოთლი ხელებში მოიმარჯვა და მაღალ ფანჯარაში რაფაზე ჩემს გვერდით დაჯდა. სინათლე არც ისეთი მკვეთრი იყო,რომ ბიჭი კარგად შემეთვალიერებინა,მაგრამ რაც ჩანდა ცუდი არაფერი ჰქონდა. - მერამდენე ჭიქაა? 

-მგონი მესამე...- უხერხულად გავუცინე,თან ფეხები მუსიკის რიტმზე აქეთ-იქით ავამოძრავე, იმდენად მიყვარდა ეს სიმღერა,რომ ცეკვისგან თავს ძლივს ვიკავებდი. დალეული სასმელი თავისას შევბოდა, უფრო თამამი მეჩვენებოდა ჩემი თავი, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ყურები გამიყრუა,მაგრამ მაინც მესიამოვნა "Emmit Fenn  – Painting Greys ". ვეღარ მოვითმინე და რაფიდან ჩამოვედი, მუსიკასთან ერთად მეც ავცეკვდი და რიტუმად დავიწყე სხეულის აქეთ-იქით რხევა. 

-კარგად ცეკვავ! - თვალი ჩამიკრა, თუმცა თითონ არ ამდგარა. სიმღერის სიტყვებს ვიმეორებდი,თან ღვინოს შიგადაშიგ ვწრუპავდი და აქეთ-იქით ვირხეუდი, თითქოს იმ იჭს ვეცეკვებოდი, უკან არც კი შევბრუნებულვარ, ალბათ არმინდოდა მენახა,რომ ჩემს საყვარელ სიმღერაზე სხვა ცეკვავადა,მაგრამ მაინც შევბრუნდი და დახუჭული თვალები გავახილე, ჭიქას თითები მაგრად მოვუჭირე და შუა ცეკვის დროს გავჩერდი. - გააგრძელე!- გამომძახა უკანიდან,მაგრამ გავშეშდი და შევამჩნიე,როგორ შევხვდით მზერით ერთმანეთს, არ ვიცი,რატომ მაგრამ მეგონა,რომ ასეთი უცნაური ღიმილით მე მიღიმოდა. ეს უბრალოდ სასმლის გამო იყო,თუ ნამდვილად მე მომიძღვნა ვნებიანი ღიმილი ვერ გავარკვიე და გავნაგრძე მისი ღიმილის მზერით "გამოკვლევა", წამითაც კი არ მოუცილებია თვალები ჩემ თვალებს, სამი წუთის მანძილზე ერთმანეთს ვაკვირდებოდით,მაგრამ მუსიკა დამთავრდა,თუ არა გამოვერკვიე,თან ხალხში ავიზილე და ძლივს გავაღწიე სახლის ეზომდე. იქვე ხეებში მდგარ ხის გრძელ სკამზე ჩამოვჯექი და გავიაზრე,როგორ "გამიჩალიჩა" საკუთარმა დაქალმა. 



-აქ არ გელოდი!- უკნიდან ჩამესმა ოდნავ ცინიკური ხმა, ადგილას გამაცია, ფიქრები გამეფანტა და უკან გავბრუნდი. - სადაც არ უნდა წავიდე ტილილივით ყველგან ხარ!- სიცილით მომიჯდა გვერდით. - არ გეგონოს, იმ დარტყმას გპატიობ!- თითი დამიქნია და დამცინა, მიხვდვი საშინელი გამომეტყველებით ვუყურებდი, თავი დავხარე და ჭიქა ჩემი გათვლებით სკამზე უნდა დამედო,თუმცა ძირს მოადინა "ზღართანი" და წითელი ღვინო ფეხებში ჩამესხა, წვეთები კი მის თეთრ კეტებს შეესხა და ისევ გაცინა. - წითელი ღვინო ჩემზე აცრილი გყავს? 

-ახლა ნამდვილად არ მინდოდაა! - თავი ვიმართლე და ჭიქა ძირიდან ავიღე. 

-ანუ მაშინ გინდოდა? - სიტყვაზე დამიჭირა და ირონიულად გაიცინა. 

-კი!- ვაღიარე.

-როცა ნერვები მოგეშლება სულ წითელი ღვინით უნდა მაბანაო? 

-ნერვები?- ვითომ და გავიკვირვე. - არა, არ მეშლება! 

-ბავშვობაშიც მასე ამბობდი.- სივრცეს დააკვირდა და განაგრძო. - კაბა,რომ მელნით დაგისვარე ტირილი დაიწყე და გეკითხებოდი რატომ ტირიხარ-მეთქი, შენ კი მიმტკიცებდი არ ვტრიო, არადა ლამის ცრემლებში დამახრჩე იმდენი იტირე! 

-სხვათაშორის ჩემი საყვარელი კაბა იყო!- სიცილით ვუთხარი და მისკენ გავიხედე. ჯანდაბა ისევ ისეთი მზერით ჩამაკვირდა თვალებში,როგორც სიმღერის დროს. უხერხული სიტუაციისგან თავი დაბლა დავხარე და კაბის ბოლოს თითზე დახვევა დავუწყე. 

-ის პერანგი,საყვარელი არა,მაგრამ ძვირფასი იყო! - თვალი ჩამიკრა,თან დატკბა ჩემი მორცხვობით. 

-აბუ გაბრაზდი პერანგი,რომ დავსვარე?- გამარჯვებულმა ავწიე თავი ზევით, ჩვენი სახეები იდმენად ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან,რომ მისი სუნთქვა ტუჩებზე მეხეთქებოდა.იმ წამს დასერიოზულდა, რა დამემერთა არ ვიცი,მაგრამ თვალები დავხუჭე უნებლიედ დავხუჭე და სახე უფრო ახლოს მივიტანე,მაგრამ ჩუმმა ხითხითმა გონს მომიყვანა და გამაწარებულმა ხელი დასარტყმელად წავითე,თუმცა ჰარში სიცილით გამიჩერა და ფეხზე ადგა. 

-ოთიკომ,რომ დაგვინახოს ისევ ეცდება იჩხუბოს და თავი მაცემინოს! 

-ფუ,იდიოტო! - ფეხზე წამმოვვარდი და კაბა შევისწორე. - შეყვარებულის დაბადებისდღეზე ხარ და მე მიზიხარ აქ! 

-ვისი?- სიცილი ატეხა. - ვინაა ჩემი შეყვარებული?- სრული სერიოზულობით მკითხა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა
ნანახია: 2228 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ეს მარიამი თუ მარიკუზა არმევასება რაღაც _3 _3
ამ წითელი ღვინის აბაზანას ნუ შეაჩვია მიმიმ ეს _3 ძვირი სიამოვნებაა ეგ ბატონო :D
აუ ის მომენტი მომეწონა ბავშვობა რომ გაიხსენეს და ჩავტკბი 3o love love love
სასწაული მყავხარ რა 3o 3o
avatar
0
2
წითელი ღვინო ცვეტშია! :D შენკიდე მოძალადე სასტაული 3o
avatar