არეული გეგმა [8]
17.06.2017, 23:53
სიტყვის სრული სერიოზულობით მანქანაში ძალით ჩამდო ნინომ,თან აფერისტუალად გამიღიმა და  თავის მანქანის კარი მაკას გაუღო, თითქოს მის მანქანაში ჩემი ადგილი არ ყოფილიყოსო. ხელები გულზე გადავიჯვარედინე,თან ძმას თვალები დავუქაჩე და გვერდით მჯდარ ენა გატლეკილ ბავშვს ზემოდან დავაკვირდი.
-ლაც მიკულებ?- ენის ბორძიკით თქვა და წინ მჯდარ მამიდას თვალი მოაშორა. ხმა არ გავეცი თვალები მობეზრებულმა გადავატრიალე და შუშის მინას თავი მივადე. 
მთელი დღე ვთხოვდი ნინოს არსად წასვლას არ ვაპირებ-მეთქი,მაგრამ დილას ოთახის კარი შემომიგლიჯა ამაგდო და მაიძულა სადარბაზოსთან ჩასვლა. იმდენად არ მინდოდა მაკას ორივე შვილის ხილვა,რომ სიკვდილი მერჩივნა,თან მითუმეტეს წინა დღეებში ბაჩანას კოცნა დავუპირე და ეს უფრო მაშინებდა. 
ანიკო ისე შემხვდა,თითქოს ბაშვობაში ჩემზე ჭკუა ეკეტებოდაო, თავის სამი წლის ლუკა გამაცნო,თავის მულთან ერთად,რომელიც ნიკუშას ტოლი აღმოჩნდა, ერთმანეთს მალე გაუგეს და ერთმანქანაშიც მოხვდნენ. გვერდებზე ვჩქმეტდი და "თათიას" ვუხსენებდი,მაგრამ მაიგნორებდა და სიცილს განაგრძობდა მარიტასთან ერთად.  ვიფიქრე დედამისი შვილს თავის ქმრის მანქანაში წაიყვანეს-მეთქი,მაგრამ გვერდზე მომისკუპეს და ბიძამისთან ერთად მიშლიდა ნერვებს. ბავშვი ენის ტლიკინით, ბაჩანა კი თავის არსებობით. 
ნინელი და მაკა ნინოს მანქანაში მოთავსდნენ, დარწმუნებული ვიყავი აქტიური თემა იქნებოდა "ბაჩანა-მიმი". ანიკო თავის ქმართან და მის ორ ძმაკაცთან ერთად ჩასკუპდა მანქანაში და ჩვენზე პირველი გავიდა ქალაქიდან. 
ისეთი სურვილით უნდოდა ლაშქრობაში ჩემი წაყვანა,თითქოს კოჯორი არასდროს მენახა. ისეთი დაბღვერილი სახით ვიჯექი მანქანაში,რომ სარკეში მაყურებელ ბაჩანას ძალიან ვახალისებდი, გულში კი ვფიქრობდი ჩემს მაგივრად გზას უყურე-მეთქი. 
-მიმი, უნივერსტიტეტი დაამთავრე? -მოულოდნელად მომიბრუნდა და ინტერესით მკითხა მარიტამ. 
-ბოლო წელია.- უმნიშვნელოდ ვუთხარი,ისე რომ მისკენ არც გამიხედავს. 
-მაგისტრატურას გაივლი?- ვერ ვხდებოდი რატომ იბადებოდნენ ასეთი ცნობისმოყვარე ადამიანები. მე ისეთივარ საკუთარძმას არ დავკითხავ,მაგრამ ეს უცხო ხალხი გამოგკითხავს და ყველაფერს გაიგებს. 
-კი,მაგრამ აქ არა!
-აბა სად?- ააფახულა თვალები. 
-გერმანიაში!
-წარმატებები!- ვიგრძენი,როგორი ირონიით თქვა იარაჯულმა,თან სარკიდან გამომხედა.
-აუ რა კარგია, მეც მინდა...
-რა გინდა? - ბაჩანაზე გაღიზიანებულმა მას ვკითხე უხეშად.
-გერმანიაში სწავლა.
-წადი მერე!
-მიმი, რა გჭირს დღეს? -თვალები უარესად დამიქაჩა ძმამ.
-ძლოხა! - პირი სალაპარაკოდ გახსნილი უეცრად დამიხურა სამი წლის ლაწირააკმა და ადგილას გამახმო, გავღიზიანდი სამივეს გაღრეჭილ სახეებზე, ერთი სული მქონდა ყურებიდან მეთრია ბავშვი და აქეთ-იქით მერახუნებინა კედლებზე.
-აი, ბავშვმაც იცის,რომ დროა გახდე! - დააბერტყვა სიბრძნე უმცროსმა კეშელავამ,ხმა არ გავეცი, დავაიგნორე. მის წამებას სახლისთვის შემოვიტოვებდი, ახლა ენერგია იმაზე მეტად მჭირდებოდა,როგორც არასდროს. ერთდროულად უნდა გამეძლო სამი მაჭანკლისთვის,ტყლარწია ანიკოსთვის თავის ოჯახთან ერთად და რაც მთავარია ბაჩანასთვის,რომლის მოკვლაც მწყუროდა. 
ყველას ჩემს გარდა ბედნიერი და განათებული სახე ჰქონდა, აქეთ-იქით დარბოდნენ კაცები ცეცხლს ანთებდნენ, ქალები ხის მაგიდაზე სუფრას შლიდნენ,თან ნინელის ტრადიციულ წვეტიან ხუმრობებს ისმენდნენ, აი ისეთს ზრდილობის გამო,რომ გიწევს სიცილი. მათი თავი არ მქონდა, შეუმჩნევლად გავქრი იქიდან და ტყეში შევედი. მოურიდებლად ხმამაღლაა ვლანძღავდი ვინც მაღიზიანებდა და ასე ვიწყნარებდი ნერვებს.ბოლოს ვერაფერი გასართობი,რომ ვერ ვნახე, კალიებს ჩავუსაფრდი და დავიჭირე სამიცალი, სამივე შუშის ქილაში მოვათავსე და აღტაცებულმა გავუღიმე.
-ნინო,ნინელი და მაკა! - სახელები უცბად დავარქვი და ღიმილით წავედი იქ სადაც დაბანაკდნენ. ალბათ ერთადერთი გოგო ვიყავი ვისაც მსგავსი რარაცეების არ ეშინოდა. სკოლაში ხან ხოჭოები მიმყავდა, ხანაც უბნიდან მომაკვდავ გველს წავიყვანდი სახლში,იმ იმედით,რომ დედა ახალს და საღსალამათს მიყიდდა,მაგრამ ეს ნატვრა და ოცნება არათუ ბავშვობაში, არამედ ახლაც არ ამიხდა. 
პატარა ქილა ზურგს უკან წავიღე და თამამად დავჯექი მაგიდასთან, იმდენხანს მომიწია ყოფნა მათგან შორს,რომ უკვე მწვადის ნახვრად შეწვაც მოასწრეს. ჩემს პირდაპირ ნიკა იჯდა, ეშმაკურად ჩავიცინე და წარმოვიდგინე მისი სახის გამომეტყველება,როცა კალიებს დაინახავდა. ერთდაერთი მსგავსება რაც გვქონდა ეს ქვეწარმავლების სიყვარული იყო. იარაჯულების გაადასახლების მერე უბანში "ქურად" ჩვენ დავრჩით,მარტო იმიტომ,რომ ყველას დავსდევდით ბაყაყებით ან გაჭყლეტილი გველებით. 
ჩემს გვერდით მაკა იჯდა,მეორე მხარეს მაგიდის თავში თავმომწონედ გაჯგიმული იჯდა ბაჩანა და ირონიული ღიმილით გვიზმერდა. ნინო და ნინელი,როგორც ყოველთვის აქტიურად საუბორობდნენ,თან აღნიშნავდნენ,რომ ხშირად უნდა გვევლო ასეთ სეკრებებზე. ჩავიცინე,თან შუშის ქილა სკამის ბოლოში დავდე,ისე რომ ა რგამოჩენილიყო და მადიანად ჩაკბიჩე ხაჭაპური. 
-უხ, შენ გენაცვალე!- სიცილი ატეხა ნიკამ,მაგრამ არ შევიმჩნიე და ჭამა გავნაგრძე. 
ისე მოულოდნელად მომინდა რაღაც ისეთის გაკეთება,რაც გამახალისებდა,რომ ქილა გავხსენი და გრძელ ფეხზე წავავლე კალიას თითები, ჩუმად დავუსვი კაბის ბოლოზე კალია სადედამთილოს,მაგრამ ჩემს ჯინაზე მაინც და მაინც ბაჩანას მიახტა ფეხებში ჯერ ვერ გაიგო რა იყო,მერე მზერა დაბლა,რომ გააპარა წამხოტა და სკამი უკან გადაუვარდა. სიცილი ვერაფრით შევიკავე გულიანად ავხრხარდი,თან ქილას თავი დავაფარე და ჯიბეში ჩავიდე.
-კალიების ეშინია!- კისკისით ამოვილაპარაკე და ხელი მისკენ გავიშვირე.- ნიკო, კალიების ეშინია! - ვერ ვმალავდი გაოცებას. თითქმის ყველა პირმოღებული მიყურებდა და ფიქრობდა რა აცინებს ამ სულელ გოგოსო,მაგრამ რომელი მიხვდებოდა რას ნიშნავდა ჩემთვის მისი ფობია.
-დაჯექი, გაფრინდა!-ხელი დაუქნია მაკამ შვილს. 
-ამხელა ბიჭს კალიის,როგორ გეშინია?- თამამად დავცინე საჯაროდ და ვინანე,როგორ არ ვიცოდი ბავშვობაში. სრულფასოვნად მოვუღებდი ბოლოს და საერთოდაც აღარ დამჩაგრავდა,მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! 
არშეიმჩნია ჩემი ნათქვამი,ისევ ისეთი ღიმილი აიკრა სახეზე და საერთოდ აღარ იყურებოდა ჩემსკენ.ვერ მოვისვენებდი ისევ,რომ არ ემცინა. ფეხზე წამოვდექი,მანამდე მაგიდის ქვემოდან შეუმჩნევლად ამოვიყვანე კალია ქილიდან,თამამად დავუდექი უკან მაისურის საყელო გამოვუწიე და წამის მეასედში ჩავუგდე. ჯერ ხალხის რეაქცია შევამჩნიე, საბოლოოდ წაეშალა წარმოდგენა ჩემზე მომავალ სადედამთილოს, დედაჩემს სირცხვილისგან ფერი გადაუვიდა, ნიკას ჩემსავით კაკანი აუტყდა, აი ბოლოს კი შევამჩნიე ბაჩანა,რომელიც უკვე ჩემს უკან იყო უკვე და აქეთ-იქით დარბოდა. წამში გადაიძრო ტანიდან შავი მაისური და ზურგზე ხელების რტყმა დაიწყო. მოვკვდებოდი ამაზე,რომ არ მეცინა ამიტომ დავაიგნორე ახლობლები და ისე დავცინოდი,თითქოს საბავშო ბაღის აღსაზრდელი ვიყავი. 
-მიმი!- გაფრთხილებასავით გავიგე ჩემი ძმისგან,მაგრამ სცილში გართულმა ვერც კი გავიგე,როგორ მომხვია მუცელზე ძლიერი ტორი და როგორ ამწია ჰაერში. 
-ვაიმე!- ამოვიკნავლე შიშით და ხელი გავიშვირე ხალხისკენ,მაგრამ ძალით წამათრია და სადაც მეტი ჭინჭარი იყო სწორედ იქ ჩამაგდო. ბევრი ჩემს ადგილას ტირილით მოკვდებოდა,მაგრამ ისე მხიაროდა მისი წყობიდან გამოსვლა,როგორც არაფერი. 

****

-იცი,როგორ მწევის?! - ტირილით მოვმანჭე სახე,თან ცივი საფენი ფეხებზე კარგად გადავფინე. 
-ვაიმე, როგორ ამირიე გოგო ასეთი გეგმა?! - აღტაცებულმა მიყვირა დედამ,თან ხელებს გვერდებზე იტყაპუნებდა. - ეს ვინ გავზარდე?!
-ასეთი გამწარებული დედამისს არახსოვდა მგონი! - ჩუმად ჩაიფხუკუნა ნიკამ,თან დაფუფქულ ფეხებზე ნინოს მარაო დამინიავა. 
-გამწარებული რბილი ნათქვამია! - უარესად წამოენთო. - რა პასუხი გავცე ახლა მაკას?
-სულ არ ჩანდა ნაწყენი, არ გეუბნებოდა არაუშავს ესეც თავისებური სიყვარულის გამოხატვააო?- სიცილი ამიტყდა,თან მაკას გაოცებულ-დაბნეული სახე გავიხსენე. - საიდან მოტიანა,რომ მე და ბაჩანას ერთმანეთი გვიყვარს? 
-გქონდა შანსი,მაგრამ გაუშვი!- თითქოს დედის მხარეს მყოფმა ნიკამ ჩუმი სიცილით თქვა,თან დივანთან იატაკზე ჩამოჯდა,რომ კარგად დაენიავებინა ჩემი გადაოხრებული ფეხები. - შორტმა გაგწირა!
-იცი,როგორ ეზიზღება ეგ ოხრობები?! - ვერ იოკებდა ნერვებს ნინო. 
-კი არ ეზიზღება, ეშინია! - ისევ ავკაკანდი,მაგრამ დედის დაბღვერილ გამომეტყველებაზე სახე შემეცვალა. 
-სადღა ვიპოვი ასეთ ბიჭს კიდე?! 
-ოჰ, ოქროა პირდაპირ! 
-შენ უარგისიც არ შეგიშვებს ოჯახში, საჭმლის გაკეთება შენ არიცი, ჭურჭლის გარეცხვა,სახლის დალაგება,გაუთოვება,გარეცხვა არაფერი არიცი, სამშობიაროში შემიცვალეს შენი თავი,ხომ ვიცი არა! 
-ხო,პროსტა ერთმანეთს ძაან ვგავართ! - სიცილს ვეღარ ვიკავებდი.- ნიკუ, შენ მაინც შემიფასე ჩემი ეშმაკობები!
-უჰ,საზიზღარი ხარ!- აფერისტულად თქვა,თან ჩემსკენ გადმოხიარა და მიჩურჩულა. - კლასი ჩაატარე!
-კეშელავები ასეთები ვართ! - გამოშვერილ ხუთ თითს ჩემი გაშლილი ხელი დავახვედრე,თან ტკივილისგან სახე დავმანჭე. -სად იპოვა ეს ჭინჭრები, რა უნდოდა?
-შენსკენ აღარც გამოუხდავს ისე გაღიზიანდა, კიდევ კარგი მანქანაში ადგილი გვქონდა,თორემ იქ დაგტოვებდა!
-მგონი მიმი შენი გამოწვევა მიიღო და ახლა მიწასთან გაგასწორებს! - ჩაფიქრდა და სიცილით ამოილაპარაკა ძმამ. - მართალს ამბობს დედა, ისეთი სახე ჰქონდა, ვიფიქრე მოგკლავდა.
-იცოედეს ვისთან უნდა დაიჭიროს საქმე! 
____
ბოდიშით ასეთი პატარა თავისთვის, დღეს გადატვირთული დღე მქონდა და ვერაფრით ვერ დავწერე მეტი. ხვალ გავაშანშალებ დიდ და საინტერესო თავს <3 მადლობა,რომ კითხულობთ.
პ.ს ძაან დაღლილივარ და არგადამიკითხავს, ბოდიშით წინასწარ სისულელეები თუ მიწერია <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, გეგმა
ნანახია: 2269 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ამ ისტორიაზე შეყვარებული ვარ! 3o
აი იცი როგორ მახალისებს და რამდენს ნიშნავს ყოველდღიურად ამის წაკითხვა? ძალიან ძალიან ბევრს. რაღაც ნარკოტიკივითაა, რომ მიეჩვევი და სულ მიგიწევს გული. ერთი სული მაქვს დაღამდეს რომ წავიკითხო და დავტკბე. რაც არ უნდა პატარა თავი დადო მაინც მავსებს და იმდენად კარგია, იმდენად სახალისო რომ ესეც საკმარისია სიამოვნებისთვის. 3o 3o 3o
ამ თავს რაც შეეხება, ვააააააიიმეეეეეეეეე!!! :D :D bb bb აი ასეთი რეაქცია მქონდა. ვიჯექი ღამის პირველ საათზე და სულ არ მერიდებოდა რომ ჩემებს ეძინა, მთელ ხმაზე ვიცინოდი. :D
აი ბაჩანა, მორბენალი ბაჩანა რომ წარმოვიდგინე რომელიც ზურგში ხელებს ირტყამს კალიის მოსაცილებლად ეგ საკმარისი იყო სიცილით გავშავებულიყავი crying crying crying crying
ჭინჭრებში რომ გადააგდო ეგ რა მოსატანია საერთოდ? ეფექტურობა და ფურორი იყო მიმის გამოსვლა, ყოჩაღ ჩემს გოგოს like like bb 3o 3o
ბაჩანა ამას ასე არ დატოვებს მაგრამ მომხდარს ხომ ვერ შეცვლის :დდდ
მოკლედ ძალიან გამახალისე რა 3o 3o 3o
avatar
0
2
მადლობის მეტი რა მეთქმის? 3o გეაფერისტო თუ ჩემებურად მოგეფერო?! :დდდ შენ,რო არმყავდე კომენტარის გარეშე დავრჩებოდიხოლმე მარა ისე მიმიჯაჭვაჩემმა მიმიმ და ბაჩუტიმ,რო აღარმაინტერესებს ეგ :D მოკლედ მადლიობა შენა, რაჯობია ტუ გაცინე და იხალისე bb bb 3o 3o 3o
avatar