არეული გეგმა [9]
18.06.2017, 23:18
ბურანში ვიყავი კარი,ისე მიჯახუნდა შიშისგან ტანი ოდნავ ზევით წამოვწიე და აჩეჩილი თმებიდან შევამჩნია დედა,რომელსაც ისევგაბრაზებული სახე ჰქონდა. თავი მოწყვეტით დავდე საწოლზე,თან თავზე ზეწარი გადავიფარე,მაგრამ ზეწარის ბოლოებში ხელი წაავლო და გადამხადა.
-როდემდე უნდა იცხოვრო ღორივით?- ძირს დაყრილ ტანსაცმელს იღებდა,თან მლანძღავდა. - აეთრიე,უკვე თორმეტი საათია! 
-სულ გაბრაზებულმა უნდა აირო? -ამოვიწუწუნე.თან ზომბივით წამოვჯექი საწოლზე. 
-აბრძანდი და მოწესრიგდი, საღამოს მაკასთან მივდივართ! - მკაცრად მომიგდო საკიდზე დაკიდული კრემისფერი სარაფანი. 
-სად? - გავიოცე. - აბა მაკა გაბრაზებულიაო? 
-ბოდიშის მოსახდელად მიმყავხარ! 
-ბატონო?!- ამენთო სიწმრით თვალები,თან საცვლების ამარა ფეხზე წამოვხტი დედას გავხედე. - არსად არ ვაპირებ წასვლას! 
-ისე მშვენივრად წამოხვალ! 
-დედა, იაზრებ მაინც რას მთხოვ? -ლამის ტირილი მოვრთე.
-ტონს დაუწიე და ექვსი საათისთვის მზად იყავი! 
-არ წამოვალ! 
-მაშინ დაემშვიდობე ყველაფერს რასაც გიკეთებ! - წელზე დოინჯი შემოირტყა და დამემუქრა. 
-ოჰ, მაინც რას? - გავოცდი. 
-ტვინს ძალა დაატანე და მიხვდები! 
-დედააა! - ამოვიღნავლე და კარში იმედგაცრუებული გავედი. - წამოვალ,მაგრამ ბოდიშს არ მოვუხდი! 
-მოუხდი! 
-დედა,მაგას მირჩევნია მერვე სართულიდან გადავხტე!- ხელი აივნისკენ გავიშვირე,თან გამხიარებულ ნიკას თვალი ავარიდე.
-ბოდიშს მოუხდი, არ მაინტერესებს-მეთქი! 
-არა! - ისევ მტკციედ ვთქვი,თან ონკანი გავაღე და სახე შევუშვირე. იქ წასვლა შემეძლო,მაგრამ ბოდიშს არავითარ შემთხვევაში არ მოუხდიდი,ან რამქონდა საბოდიშო? -გავერთე და ჩემი გართობა უბრალოდ ვერ გაიგეს..
-მირანდა, ნერვებს მიშლი! 
-აღარსად აღარ წამოვალ, ერთხელ და სამუდამოდ შეიგნე,რომ არ მჭირდება მაგ ოჯახთან კონტაქტი. გინდა მაკასთან დაქალობა? - იდაქალე,მაგრამ მე შემეშვი, რაც უფრო ეცდები ჩვენს დაახლოება, იცოდე,რომ მით უფრო გავამწარებ და თავს ცუდად წარმოვაჩენ. - სააბაზანოს კარი გავგლიჯე და უკმაყოფილომ მივახალე. - არ მინდა, არცერთი მათგანის დანახვა, წადი და ედაქალე, მე შემეშვით! 
-გესმის?! - ხელი გვერდებზე დაირტყა,თან ნიკას მიუბრუნდა და აღშფოთებულმა ჰკითხა.- შენთვის  კარგი,რომ მინდა ამიტომ ვაკეთებ ამდენს! 
-ვაიმე! - სიმწრით გავიცინე. - დ ე დ ა! - დავუმარცვლე მერე კი გავნაგრძე. - ოცდასამი წლის ვხვდები აგვისტოში, უფლება მომეცი ვიცხოვრო ისე,როგორც მინდა! 
-როგორ, ღორივით?! 
-ხო,თუნდაც ღორივით! 
-ვის მოეწონები მერე? - ტირილით ჩამოჯდა სავარძლის სახელურზე. 
-ოღონდ ბაჩანა არა და სხვა ვინც გინდა! 
-გუშინ ისე შემრცხვა შენი საქციელის,რომ დღესაც მრცხვენია თვალებში ჩავხედო მაკას. 
-დედა, კარგი თუ მირიგებ მაგ დასაწვავ ბაჩანას,მაშინ შეეგუე იმას,რომ ასე გიჟურად მოვიქცევი ყოველთვის! 
-არ შეშვენის გოგოს, ასეთი ქაჯური გამოხტომები! 
-ნინო,მიხედე შენს თავს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი ხარ და იფიქრე შენს პირად ცხოვრებაზე, მე და ნიკა,როგორმე ვიპოვით იმ ერთადერთს! 
-რაღადროს ჩემი პირადია?! - სიმწრით გაეცინა. 
-ბატონო?!- აღშფოთებული გამოვედი სააბაზანოდან კბილისჯაგრისით ხელში. -ამას მეუბნება ორმოცდახუთი წლის ქალი?
-ჩემი დრო დიდიხანია გავიდა! 
-თვალს, თუ გაახელ და ყველანაირ ყურადღებას საკუთარ თავზე გადაიტან, ჩემზე და ბაჩანაზე ფიქრის დრო არ დაგრჩება, იპოვი იმ ადამიანს,როგორც პირველი ქმარივით არ გაგამწარებს! 
-მიმი, ზედმეტი მოგდის! - ფეხზე წამოხტა,თან ცრემლები მოიწმინდა და ნიკასკენ გააპარა თვალებიი,ალბათ აინტერესებდა რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე, ის კი ჩვეულებრივი გამომეტყველებით იჯდა, ამით ანიშნებდა,რომ წინააღმდეგი არ იყო. ან რატომ უნდა ყოფილიყო?! ყველას სჭირდება თავისი პირადი ცხოვრება. ნინოს ოცდარვაწლის მერე თავი ქალად არ უგრძვნია, მამას წასვლის შემდეგ მარტო დაღცა ორ ბავშვთან ერთად. მას მერე საკუთარ თავზე ფიქრის დრო არ დარჩა, მთელ თავის დროს ჩვენს აღზრდას უთმობდა. თავიდან ლუკა-პურის ფული არ ჰქონდა,მაგრამ მერე სალონში სტილისტად დაიწყო მუშაობა და ასე გაქონდა თავი,თუმცა სალონში მუშაობიდან შვიდწელში საკუთარი სალონი გახსნა და დღემდე ასე გვინახავს, მთელს ოჯახს. არასდროს ჰქონია დრო,რომ ვინმე კაცზე გაემახვილებინა ყურადღება,მაგრამ როცა უკვე დავიზარდეთ შეეძლო ვინმესთან ურთიერთობის დაჭერა,მაგრამ თავისი პირადი ცხოვრების მოწყობის მაგივრად ჯერ ჩემზე გადმოვიდა,მერე კი ნიკას მიადგება. ამიტომაა საჭირო,რომ ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება გააჩნდეს. 

***

საღამოს არ დამაძალა წასვლა, ჩაიცვა და უთქმელად დატოვა სახლი. ზუსტად ვიცოდი ამით მანიშნებდა,რომ იმაზე უფრო გაბრაზებულია ვდირე აქამდე,მაგრამ მესიკვდილებოდა, ისევ მათი სახეების დანახვა. ტელევიზორის წინ დივანზე ვიწქი როგორც ყოველთვის ირიბად, ფეხები საზურგეზე მქონდა შემოლაგებული და გვერდულად  ვუყურებდი ტელევიზორს. მუცელზე პოპკორნით სავსე ღრმა შუშის ჯამი მედო, თან დივანის მეორე მხარეს ჩემს პირდაპირ ნიკა იწვა, იმავე პოზაში,როგორც მე,უბრალოდ მისი ფეხები ჩემს ფეხებზე ეწყო და არხეინად უყურებდა ფილმს ჩემთან ერთად.
-იდეა მომივიდა! - მოულოდნელად ამოილაპარაკა,თან მნიშვნელოვან მომენტზე დაასტოპა და ფეხები გადმოალაგა, წელში გასწორდა,თან ზემოდან დამაკვირდა. 
-ამოღერღე! 
-დედა, ხომ ჩვენს ურთიერთობაში ერევა?-მკითხა სერიოზული გამომეტყვლებით.
-ჩემს! - შევუწსორე. - შენთან ჯერ არ ჰქონია შეხება! 
-ხომ, შეგვეხება მე და თათიას არა? 
-მე მგონი თავიდან მოვიცილე, სავარაუდოდ კი! - გავიცინე და პირისკენ წავიღე მუჭით პოპკორნი,მაგრამ ყელში ჩამეყარა.
-ნუ ღორობ! - სახე დამანჭა ნიკამ,თან დივანიდან პოპკორნი ახიკა. 
-იტყვი შენს დიად იდეას,თუ თავი ჩაგაყოფინო ჯამში?!
-ისე მაშინებ,თითქოს სამაგიეროს გადახადა არ შემეძლოს. - წარბაწეულმა მესროლა ერთი ცალი პოპკორნი.
-ნიკა, უკვე თავს მაბეზრებ, თქვი! 
-ხოდა რას ვამბობდი...-კეფა ჩაფიქრებულმა მოიქავა,იდეა ისევ,რომ გაახსენდა თვალები გაუბრწყინდა. - ჩვენც ჩავერიოთ მის ცხოვრებაში!
-ანუ...- ცოტა შეშინებულმა გავხედე, ვიფიქრე რაიმეს მიარტყა თავი. 
-ანუ, მამინაცვლის ძებნა დავიწყოთ! 
-ჰაჰაჰა! - ამოვიხარხარე დემონსტრაციულად,თან დივანზე გავსწორდი და ძმის სახეს დავაკვირდი, ისეთი სერიოზული სახით მიმზერდა, მივხვდი არ ხუმრობდა. - მე- პასს! -ხელი ჰაერში ავწიე,უარის ნიშნად.
-ვერ ხარ?!- მკლავებზე მომიჭირა ხელები. - შანსი გეძლევა ბაჩანა მოიცილო და უარს ამბობ, შენ რა მართლა გიყვარს?! 
-ვინ? - თავი გავინთავისუფლე და ფეხზე გააფთრებული წამოვხტი. - არშეიძლება ვინმეს ცხოვრებაში ჩაერიო,თუ უნდა თავისით იპოვის!
-ხომ ხედავ,რომ უნდა,მაგრამ ვერ ბედავს! 
-შენი საქმე არაა, ლაწირაკი ნახე რა! 
-დაფიქრდი,შენ წახვალ გათხოვდები, მე ცოლს მოვიყვან და ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ,მაგრამ დედა მარტო დარჩება. არ გეგონოს,რომ თავისით გაბედავს და ნახავს ვინმეს!
-ნიკა, შენ გათხოვება როგორ წარმოგიდენია? - ვკითხე სერიოზულად. - მხივალ ქარხანაში,ეტყვი ასეთი და ასეთი ქმარი მინდაო და გამოგატანენ?
-ბარემ ისიც მომიყევი ბავშვები წეროს,რომ მოყავს!- ირონიულად ამოილაპარაკა. 
-კაარგი,ვთქვათ დაგთანხმდი...ვინ უნდა გააცნო? 
-ჯერ არ ვიცი,მაგრამ მოვიფიქრებ.
-მამაშენზე უარესი კაცი,რომ აღმოჩნდეს რა უნდა ვქნათ? 
-ისე მეუბნები მამაშენიო,თითქოს მარტო ჩემი მამა იყო! - სიმწრით ჩაეცინა. 
-გავიზარდე და არავის მივცემ უფლებას რამე დაუშაოს! 
-აჰ,ჯერ გაურიგებ მერე,რომ არ მოგეწონება ეტყვი "უკაცრავად გაა%%იო" და გააგდებ? - დავცინე ისევ.
-მიმი, ასე სრულიად უცნობს,ხომ არ გაყვება არა? ჯერ გაიცნობს, ჩვენც გავიცნობთ,თან ამასობაში შენზე ფიქრის დროც არ დარჩება! 
-თუ დედა ბედნიერი იქნება,რატომაც არა! - უცერად ამოვილაპარაკე. ნიკას ისე გაუხარდა,თავი ვერ შეიკავა და მომეხვია. -სადმე გაცნობის საიტზე,რომ დავარეგისტრიროთ ჩუმად? - უეცრად მომივიდა იდეა.
-გაგიჟდი?- სიცილი აუტყდა.
-რა იყო, ყველაზე სარფიანი ეგ ვარიანტია! 
-ხო,მაგრამ რომ დავარეგისტრირებთ და ვიღაც შეხვედრას,მოგვთხოვს,როგორ წავიყვანოთ?
-თუ ვიპოვით შესაფერისს,მაშინ ვუთხრათ და ვაიძულოთ წასვლა! 
-და-ძმა გველები!- ხუთი თითი ჰაერში ასწია და ძალით მომიჯახუნა,თან ეშმაკურად ჩავიცინეთ და გეგმა უფრო კარგად დავალაგეთ.

***


საღამოს სახლში გაბრაზებული,მაგრამ მაინც კმაყოფილი დაბრუნდა. არ მიმჩნევდა ზერელედ მელაპარაკებოდა, მარტო ნიკას უყვებოდა მაკას,როგორი ტორტი ჰქონდა გამომცხვარი და როგორ კარგად დახვდნენ ყველაფრის მიუხედავად. ვიცინოდი სხვა რა დამრჩენოდა,თან გუგლში ვეძებდი გაცნობის საიტებს.
-ტორტი გამომატანა მაკამ, გასინჯავთ? - სასხვათაშორისოდ თქვა,თან ფეხზე ადგა. ხმა არ გავეცი, ნიკამ თავი დაუქნია,თან შემსკენ გამოაპარა თვალები და მანიშნა რამე ხომ არ მოვძებნე,მაგრამ თავი გავუქნიე და ისევ გავნაგრძე ძებნა.ყურადღება აღარ მივაქციე გამხიარებულ დედა-შვილს და სამზარეულოდან ჩემს ოთახში გავედი, გულაღმა დავწექი საწოლზე და აღმოვაჩინე შესაფერისი საიტი, დასარეგისტრირებლად ნიკა მჭირდებოდა,ჯერ უნდა მენახებინა და მერე მასთან ერთად უნდა მომეფიქრებინა რას დავწერდი "ჩემს შესახებ" გრაფაში. ფეხზე ავდექი ნიკასთვის უნდა დამეძახა, მაგრამ უეცრად ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა და მის სანახვად ისევ საწოლზე დავჯექი.
"დღეს ბაჩანამ გოგოებთან ერთად დამცინა,მაგრამ მე მაინც მიყვარს" 
ჯერ ვერ გავიაზრე, დიდხნს დავაჩერდი,თვალები მოვიფშვნიტე,ხომ არ მეჩვენება-მეთქი,თუმცა გავაიზრე და ფეხზე წამოვხტი,ზუსტად სიტყვა სიტყვით ჰქონდა გადმოწერილი ვიღაცას ჩემი დღიურიდან წინადადება,რაც ძალიან მაშინებდა. ნომრის გრაფას დავხედე "დაფარული ნომერი" ამოვიკითხე, მოწვეტით დავჯექი საწოლზე და ტირილი მოვრთე, გავიაზრე რამხელა შარში მქონდა თავი გაყოფილი. 
პირველი რაც გავაკეთე, გარდირობი გამოვაღე და რაც პირველი მოხმვდა ის ჩავიცვი. ისეთი ნაბიჯებით დავდიოდი ოთახში,რომ შეიძლებოდა ქვემოდან მეზობელი ამოსულიყო. ტელეფონი შავი შორტის ჯიბეში ჩავიდე და ოთახიდან ქარივით გამოვარდი, არც არაფერი ვთქვი ისე წავედი გასასვლელი კარისკენ. 
-სად მიდიხარ?- გაოცებული გამომეკიდა უკან ნინო. 
-მალე მოვალ!- კბილებში სიწმრით გამოვცარი და კარი გაღების მაგივრად, გავიტანე. კიბეებზე თავქუდმოგლეჯილი ჩავრბოდი. უკვე პირველ სართულს,რომ მივუახლოვდი მერე გავაიზრე,რომ თურმე ლიფტით ჩასვლა შეიძლებოდა,მაგრამ ისეთი აფორიაქებული ვიყავი,რომ ლიფტი კი არა ჩემი თავი მავიწყდებოდა. 

ბაჩანას კორპუსთან მისულმა პირველი რაც გავაკეთე მისი ნომერი ავკრიფე ტელეფონზე და დავურეკე. 
-გისმენთ.- მშვიდი ხმით მიპასუხა.
-მისმენ კი არა,ჩამოთრიე! - ვიღრიალე,ისე ლამის მეხუთე სართლზე დაბლიდან გავაგონე. 
-ვინ ხარ? - დაიბნა. 
-ჩამოეთრიე სადარბაზოსთან გელდოები! - ისევ ვიღრიალე და ყურმილი გავუთიშე. ვერ ვიწყანრებდი ნერვებს წინ და უკან აღვირახსნილივით დავაბოტებდი და ბრაზისგან ხშირად ვილანძღებოდი. ვფიქრობდი,თუ არ ჩამოვიოდდა ავუხტებოდი და ყველას გასაგონად გავლანძღავდი,მაგრამ შორიდან დავლანდე სადარბაზოდან როგორ გამოვიდა ბაჩანას მსგავსი სილუეტი და როგორ მოემართეოდა ჩემსკენ. 
-იდიოტი!- ჩუმად ამოვიდუდღუნე და შევამჩნიე,როგორ გაუკვირდა ჩემი დანახვა. ხუჭუჭა თმები იმაზე აწეწილად ჰქონდა, ვიდრე ჩვეოდა. წითელი ფერის მაისური და შავი სპორტული შარვალი ეცვა, ჯიბეებშიხ ელები ეწყო და მისთვის ჩვეული ირონიული გამომეტყველებით მომიხალოვდა. არც ვაციე და არც ვაცხელე, ხელი გავშალე და მთელი ძალით მოვუქნიე, ისე ხმხმაღლა ჩამესმა ჩემი ხელის მინარცხება მის ლოყაზე,რომ ვიფიქრე ინდრუ კინოში ვარ-მეთქი. 
გაოცებულმა მიიდო სახეზე ხელი და დაქაჩული თვალებით დამაკვირდა. ფაქტი სახეზე იყო ვერ მიხვდა რატომ და რისთვის ჩავარტყი. პირი მოვაღე გასალანძღი სიტყვები,რომ მეთქვა,მაგრამ ხელში მწვდა მომიგრიხა და ზემოდან გველივით ჩამსისინა. 
-მეზიზღება,როცა ქალებს სცემენ,მაგრამ ისე გაგამწარებ ცემა მოგენატრება! - ხელი ზიზღიღ გამიშვა,თან კედელს მთელი ძალით მიმანარცხა. - რა გინდა ახლა ამოღერღე! - ისეთის სახით მითხრა ავიწურე, ეს ამხელა შურისძიების წყურვილი საერთოდ გამიქრა და შიში გამიომარგდა. -მალე!- მიყვირა, მის ყვირლზე შიშით შევხტი და ვინატრე გზაში რამე მომსვლოდა და აქამდე არ მოვსულიყავი. 
-ჩემი დღიური დამიბრუნე....- იმდენად განვხსვადებოდით წუთების უკან მიმი და ახლანდელი,რომ თვითონაც ვერ ვიცანი საკუთარი ხმა. 
-რა დღიური? - ერთდროულად გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა მკითხა,თან სიმწრით გაიცინა. 
-ჩემი დღიური....- დავიბენი,თვალების ცეცება დავიწყე აქეთ-იქით და დავეჭვდი. 
-ახლა კარგად მისმინე!- სახესთან დამიქნია თითი და განაგრძო. - შენი დანახვა და ატანა საერთოდ არ მინდა,მაგრამ ზრდილობის გულისთვის გიტან და არაფრად გაგდებ,შენ კი ფეხებში მებლანდები და ხან რას მაბრალებ, ხან რას! 
-არაფრად მაგდებ?- შიში გადამავიწყდა, სიმწრით ავინთე. - შენ ვინ გგონია შენი თავი? - ხელები გავუშალე. - ბავშვობიდან მეზიზღები და ვერ გიტან, არაფერ არ გაბრალებ,უბრალოდ თვალებში მეჩხირები და შენი მოშორება მინდა! 
-აჰ, შენ გინდა თურმე?- იორნიულად გაიკრიჭა. - სადაც წავალ ყველგან შენ ხარ, სულ ცდილობ ჩემი ყურადღება მიიქციო,ისევე როგორც ბავშვობაში, მაშინაც გსიამოვნებდა,რომ გიყვიროდი და გეჩხუბებოდი! 
-ავადმყოფო! - ისევ მოვუქნიე ხელი,მაგრამ გამიჩერა და მაგრად მომიჭირა მკლავზე. 
-კიდევ ერთხელ დამარტყამ ან ცდი, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგე! 

 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, გეგმა, undefined
ნანახია: 2178 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0
1
დამპალიიიიიიი crying არადა რა ბიჭია crying
მიუხედავად იმისა რომ მიმი მეცოდება, მაინც ბაჩანა! _3 bb
avatar
0
2
მოღალატევ! p ნუთუ შენი კომენტარის ხილვას ვეღირსე?! :D
avatar