არეული გეგმა (მეორე ნაწილი) [1]
13.07.2017, 01:15
-გააჩერე!- ვიყვირე ბოლო ხმაზე.
-რა მოხდა?- გაოცებულმა გამომხედა  მაკამ. 
-პასპორტები დამრჩა!- ჩანთაში ხელის ფათური გავნაგრძე,იმ იმედით,რომ შეიძლება ვცდებოდი.
-რაა?-სათვალე ოდნავ ჩამოსწია და თვალების ბრიალით გამომხედა წინა სავარძლიდან. - ნორმალური ხარ?!
-რა ჩემი ბრალია?- წუწუნი დავიწყე. - დილიდან მოგინდა ჩემოდნის გადალაგ-გადმოლაგება.
-მე მაბრალებს ხედავთ? - სიწმრით გაეცინა,თან დედას და სიდედრს ნიშნის მოგებით ჰკითხა.
-თქვენი ქორწინების მეორე დღეა და უკვე ჩხუბობთ? - თავი სიცილით გადააქნია ნინომ და მანქანა უკან მიაბრუნა
-სწრაფად ნინუშ,თორემ არანაირი ფხუკეთი არ ეღირსება, ავიყვან წყნეთში და იქ გაატარებს თაფლობის თვეს.
-ბაჩუკი, მარტო ჩემი თაფლობის თვეა?- აღშფოთებულმა ვიყვირე. - შეგეძლო შენც გაგენძრია ტვინი და გაგხსენებოდა პასორტები!
-გეყოთ ახლა!- დედამთილმა ორივეს გასაგონად თქვა,თან მანიშნა მანქანიდან გადავსულიყავი. ცეცხლების ყრით ავირბინე კიბეები და სახლში უკმაყოფილო სახით შევედი. ტუმბოზე დადებულ ფურცლებს შორის საბუთების პაპკას დავუწყე ძებნა,თუმცა ვერ ვიპოვე ვერცერთი პასპორტი. ტირილით ჩამოვჯექი დივანზე და ტვინს ძალა დავატანე სად შეიძლებოდა დამედო საბუთები, ბოლოს ისევ ჩანთაში დავიწყე ძებნა და შევამჩნიე,რომ ჩანთის უკანა ჯიბეში მედო ორი ერთნაირი პასორტი. ისტერიული სიცილი ამიტყდა, სირბილით ჩავირბინე ისევ კიბეები და მანქანაში უხმოდ დავჯექი,თან დედას ვანიშნე გზა გაეგრძელებინა, როგორ ვიტყოდი ჩანთაში მედო საბუთები და უკან უაზროდ დაგაბრუნეთ-მეთქი? გავისუსე და ქმრის საყვედურებს მორჩილი ცოლივით ვუსმენდი,თან საერთოდ არ ვლაპარაკობდი, არათუ რაიმე საწინააღმდეგო სიტყვის თქმა. ერთი პირი დაეჭვდა სარკიდან სამჯერ გამომხედა, ალბათ დარწმუნდა,რომ ნამდვილად მე ვიჯექი მის უკან. 
აეროპორტის შესასვლელთან ვინ არ იდგა ის უნდა გნეახა,თორემ ლამის მთელი ჩემი სამეზობლო, ნინოს სადაქალო და ბაჩანას საძმაკაცო დაგვხვდა,თან ისეთი სახეების იდგნენ, თითქოს ომში გვაცილებდნენო. პირველი ვინც შემოგვეგება ეს მარიტა იყო,რომლის "დალოცვაც" საერთოდ არ მინდოდა,მაგრამ მოჩვენებითად გავუღიმე და მოვიშორე, მერე მომტირალ ეკას მოვეხვიე ჩემს ძმასთან ერთად,რომელიც თავის შეყვარებულზე იცინოდა.
არცერთი სიტყვა არ გამიგია, ისე გავატარე აეროპორტში დარჩენილი ოცი წუთი. აი ჩემი ქმარი კი აქტიურად საუბრობდა თავის მეგობარ-ნათესაობასთან ერთად და ჩემს შესახებ საერთოდ დავიწყებული ჰქონდა, არადა რა იცოდა,როგორ მეშინოდა ფრენის, თვითონ რა ენაღვლებოდა, პირველი ფრენა არ იყო მისთვის, მე კი ყველა რელიგიის ლოცვა წარმოვთქვი,სანამ საბოლოოდ დავამშვიდობეთ ნათესავებს. წასვლის წინ ხელმკლავი გამომსდო დედამ და კუთხეში გამიყვანა. ვერ მიხვდვი რატომ ჰქონდა ასეთი ანთებული მზერა, გაოცებული დავაკვირდი დედას.
-წუხელ ჩემოდანში რაც დაგჭირდება ყველაფერი ჩაგიწყვე.
-რა?- გავოგნდი, თან გავბრაზდი ჩემს ჩალაგებულ ჩანთას რა დაუწუნა-მეთქი, არადა პირველად ისეთი მონდომებით ვკეცდი თითოეულ ტანსაცმელს, რომ არასდროს არ მქონდა სხვა დროს გაკეთებული.
-თეთრეული,რომელიც გედო ამოვიღე და ჩემი ნაყიდი ჩაგიდე...- გამიცინა უხერხული სიცილით.
-რა თქვი?- ისტერიკამ ამიტანა.
-მასეთი თეთრეული ბებიაჩემს ეცვა ადრეულ წლებში, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა და პირველ ღამეს წესიერი თეთრეული გჭირდება! - გვერდზე სიცილით მიჩქმიტა და თვალი ჩამიკრა.
-დედააა!- გაოცებულ-გაოგნებული ხმით ვუყვირე შუაგულ აეროპორტში და ხალხის ყურადღება მივიქციე,მათ შორის ჩვენი გამცილებლებისაც. - აქამდე,რატომ არ მითხარი?
-იმიტომ,რომ ამოალაგებდი...
-აჰ,ანუ ისეთი საშინელებაა,რომ ამოვალაგებდი არა?- წელზე კბილების ჭრიალით შემოვირტყი ხელი და იმედგაცრუებლმა გავხედე ბარგს,რომელიც უკვე თვითფრინავისკენ "მიემგზავრებოდა". - იმედია არც ისეთი პიკანტურია,რომ ჩაცმა შემრცხვეს?! -იმედით ვკითხე დედას.
-არა!- ისეთი სახით გააქნია თავი, ყველაფერი სახეზე ეწერა. 
ყველაფერ ბედნიერებასთან ერთად ეს პრობლემაც დამემატა და საერთოდ აღმაფრთოვანა, დღეისთვის საბოლოო ჩახუტებისას ყურში ჩურჩულით დამარიგა,როგორ და რანაირად უნდა მოვქცეულიყავი, უარესად გაბრაზებულმა უხეშად გავიწე და ქმარს გვერდით შეშინებული ბავშვივით ამოვუდექი. 
თვალს სანამ მოვეფარებოდით,იქამდე მიქნევდა ნინო ხელს და პირის მოძრაობით რაღაცას მელაპარაკებოდა ჩუმად,რა მიხვედრა უნდოდა,ისევ თავისას აგრძელებდა, უკმაყოფილო სახით მივაწოდე ბორტგამცილებელს პასორტი და კანკალით გადავინაცვლე თვითფრინავის ტრაპისკენ.

ჩვენი ადგილები ფანჯარასთან აღმოჩნდა, ბაჩანამ დამითმო და მანიშნა დავმჯდარიყავი,მაგრამ თავი გავუქნიე, არადა ხომ იცოდა,რომ ფანჯარასთან ჯდომაზე მეტად არაფერი მიყვარდა. მისი ნათქვამი "გეშინია?" ისე მომხვდა გულზე, აფერისტული ღიმილით გავუღიმე და ლოცვით დავიკავე ფანჯარასთან ადგილი,ისე რომ არცერთხელ არ გამიბრუნებია თავი ფანჯრისკენ. რა თქმა უნდა, ჩემს შიშებს მარტივად მიხვდა,უბრალოდ არ შეიმჩნია და სიამოვნებით განაგრძო ყურება ჩემი წამებისთვის. 
ფანჯარას ჩამოვაფარე ფარდა და კმაყოფილმა გავიღიმე,თან წარმოვიდგინე,რომ ავტობუსში ვიჯექი. ისტერიული ღიმილით გავიხედე ბაჩანასკენ და მხოლოდ მაშინ შევნიშნე მის გვერდით მჯდარი ქალბატონი,რომელიც თვალში მომხვდა და წნევა ამიწია. ისეთი ფორმები ჰქონდა, მიდოდა,თუ არა მე ქალს "მეყურებინებოდა",აი ჩემი ბაჩანა კი პირღია მიაშტერდა ქალის ორ "მთას", ვერ ვიტყვი,რომ არ მოსწონებია ჩვენს სავარძლის მეზობელს ჩემი ქმრის ყურადღება, ტუტუცური ღიმილით გაუღიმა და უფრო მოიღერა ყელი. სიმწრის ღიმილით ვუჩქმიტე ხელზე ბაჩანას და გამოვაფხიზლე.
-რა?- ისეთი სახით მკითხა,ორი წამი დამაფიქრა კდიეც რამე,ხომ არ შემეშალა და ტყუილად დავსაჯე.
-ეგ ქალი, ფხუკეთში არ გეყოლება! - ჩურჩულით ვუთხარი ყურთან და ამით ყველაფერს ვანიშნე,მერე ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭე.

***
თვითფრინავის აფრენა და დაფრენა ჩემთვის იმხელა ტკივილი იყო,რომ ორჯერვე ქაღალდის ცელოფანში "ვიყოჩაღე", ბაჩანამ ორჯერვე დამცინა,რის გამოც ორმაგად ვიყავი მასზე გაბრაზებული.
აეროპორტიდან გამოსვლისთანავე დაგვხდა წინასწარ შეკვეთილი მაქნანა და სასტუმრომდე მიგვიყვანა. ფოიეში შესვლისთანავე დამტვერული ტაილანდური აქცენტით მოგვესალმნენ ინგლისურად ორი კონსულტანტი,ხოლო ერთერთმა მიგვიყვანა იმ ლეგენდარულ კოტეჯამდე, რომლის დანსახვისას აღფრთოვანებულმა განვუცხადე ბაჩანას,რომ აქ მინდოდა თაფლობის თვის გატარება, იმდენად მესასწაულებოდა ეკრანიდან,რომ ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ასეთი არარეულური სამოთხე,თუ აღმოჩნდებოდა. კოტეჯი ბამბუკის ხით აგებული იყო,ორი ოთახით და უცნაური სააბაზანოთი,რომელიც გარეთ იყო განლაგბული, სახლის უკანა მხარეს კი ისეთი ხედი იშლებოდა გაოცებისგან ორივე ცოლ-ქმარს პირი ჩამოგვივარდა. თეთრი ქვიშა, ზურმუხტისფერი ზღვა, მწვანე მაღალი პალმები და რაც მთავარია სიმშვიდე,რომელსაც არც ჩინელი ტურისტი გირღვევს და არც სომეხი დამსვენებელი,როგორც ეს ბათუმში ხდება. ერთ პაწაწუნა კუნძულზე ექვსი ასეთი კოტეჯი იდგა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს საიდაც კატერით გადაადგილების გარეშე ვერ მოხვდებოდი, მთავარი სასტუმროს შენობაც იდგა, სადაც უფრო ეკონმიური ხალხი ისვენებდა, აი ჩვენ კი ეკონომია საერთოდ დაგვავიწყდა, რა მენაღვლეობდა ყველაფერს ჩემი ქმრის ხარჯით ავანაზღაურებდით.
საღამოს ვახშამი ჩვენი კოტეჯის უკანა მხარეს სანთლებითა და სხვა ათასნაირი სასიამოვნო დეკორაციებით მოგვიწვეს, იმდენად მსიამოვნებდა,რომ მეგონა სიზმარში ვიყავი. 
-ესეც შენი ფხუკეთი! - კმაყოფილმა ამოლიაპარაკა,თან კოქტეილი მოსვა.
-ოჰ, არ თქვა,რომ არ მოგწონს! 
-ვთქვი სადმე? - წარბაწეულმა გამომხედა. 
-ხვალ მთელ ფხუკეთს მოვივლით!- აღტაცებით შემოვკარი ტაში.
-ოპ,ოპ!- ხელი ჰაერში ამიწია. -აქ დასასვენებლად ჩამოვედი და არა წინ და უკან ბატივით სიარულისთვის. 
-მოიცა, არაფერი არ უნდა ვნახოთ? - აღშოფთებულმა წამოვიყვირე. 
-კი,ოღონდ ხვალიდანვე არა!
-სულ თხუტმეტი დღე უნდა ვიყოთ და...
-მიმი, ჯერ ახლა გახდი ჩემი ცოლი და უკვე წუწუნებ! 
-ანუ ხმა არ ამოვიღო?- გულზე გადავიჯვარედინე ხელები და გაბრაზებულმა გავხედე. - კარგი!
-მიმი! - სიცილით დამიძახა,თან სკამზე გადაწვა.- არ გეძინება? - მოულოდნელად ის მკითხა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
-მეე?- გაოცებულმა ამოვილაპარაკე,თითქოს რაღაც სასწაული მაკადრაო. -არა!
-კარგი,ისე მაინც დავწვეთ...-მივხვდი მიმიხვდა შიშებს და თვალებ ანთებულმა ეშმაკურად გამიცინა. 
-აქ ჩამოვედით და უნდა დავიძინოთ? - გადაბნელებულ ცისფრად მნათობ ზღვას გადავხედე და მივხვდი,რომ სისულელე ვთქვი.-მიდი, შენ დაიძინე და მეც მოვალ...
-მგონი თავს მარიდებ!- პირდაპირ მომახალა და წარბები ამითამაშა. 
-რატომ? - ვითომ ვერ მივხვდი.
-ძალიან სასაცილო ხარ!-სიცილით ადგა ფეხზე და მკლავზე წამავლო ხელი,თან ფეხზე ამაყენა და ძალით წამიყვანა კოტეჯამდე. -დღეს ისე დავიძინოთ!- თვალი ჩამიკრა და მაისური ტანიდან გაიძრო.
-არა...- ჩემდა უნებურად წამომცდა, არც უაზროდ ძილი მაწყობდა ქორწინების პირველ ღამეს და თან მეშინოდა,როგორც არასდროს,მაგრამ ვერ დავუშვებდი ასეთი დღის შიშის გამო გამამეფუჭებინა.
-არაა?- უფრო დამცინავი გაუხდა მზერა. 
-მოვალ ახლავე!- ურხერულად გავუცინე,თან ჩანთა ცალმხარეს გადავიკდე და გარეთ სააბაზანოში შევედი. 
-რა გჭირს მიმი?!- საკუთარ თავს სარკეში აღშფოთებულმა ვკითხე,თან სამეჯერ ჩავისუნთქე და პატარა ტყავის ჩანთა გავხსენი, არადა ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მე და ეკა სპეციალურად ვარჩევდით ამ დღისთვის თეთრეულს, მართალია დიდად არ მოსწონებია ჩემი არჩეული ყავისფერი ბიკინი და ლიფი,თუმცა ვერც შემეწინააღმდეგა,მაგრამ რათქმა უნდა ნინოს უნდა ჩაეშალა ჩემთვის ყველაფერი. ჩემი ყავისფერი თეთრეულის ნაცვლად მუქი შინდისფერი ბადისმაგვარი თეთრეული შემრჩა, სადანაც ყველაფერი ილანდებოდა. - ფუუ!- აწითლებულმა საკუთარ გამომეტყველებას სარკეში მორცხვად შევხედე და მივხვდი,რომ გათხოვება ძალიან რთული საქმე ყოფილა, ასე ერთბაშად ჩემი სითამამე გამიქრო და გამიჩინა ქალიშვილი გოგოს უაზრო კომპლექსები.



____________

ჰაით! 
იმედია მოგეწონებათ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, ნაწილი), გეგმა, (მეორე
ნანახია: 2143 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
ვაიმე ჩემი კუსკუსები და სიყვარულები ♥♥♥♥♥
აი როგორ მომენატრნენ და გამიხარდნენ ხომ იცი? ♡♡
ბაჩანა ისევ ფორმაშია ♥♥♥ როგორ მიყვარს ეს ოხერი. :დ
ახლა ვფიქრობდი, ხოდა მეორე ნაწილში ბაჩანას მხარეს ვარ :D
მიმის და ნინოს დიალოგზე ავყირავდი :დდდ ბებიაჩემს ეცვა ადრეულ წლებშიო :დდდდ
ისევ ისეთი განცდა და ისეთი სიამოვნება გამოიწვია როგორსაც იწვევდა თითოეული თავის დადების განმავლობაში ♥♥ ეს მაკლდა, ოღონდ მართლა და რაღაცნაირად სიამოვნების შეგრძნება მაქვს. ნიკა მომენატრა თავისი კომენტარებით :დდდ
შენ კიდევ სასწაული ხარ ამდენი მონდომების და ენერგიულობის გამო, და კიდევ იმის რომ სულ მახარებ. ♥♥♥
avatar
0
2
მადლობა ჟანუ 3o 3o მახარებს შენი პოემა კომენტარევი სულ <3მაადლობა დიდი 3o 3o 3o 3o
avatar
0 Spam
3
აუ როგორ გამიხარდა მეორე ნაწილი ბაჩუტი და მირანდა ამათი ოჯახი რა უნდა იყოს არ ვიცი თუ არ შემოაკვდათ ერთმანეთი ))))ნინოც მაგარი გიჟია რა როგორ არიგებს შვილს და დაჟე თეთრეულიც კი შეურჩია აი დედა :)))
avatar