არეული გეგმა (მეორე ნაწილი) [2]
16.07.2017, 21:51
მთელი შვიდი თვის მანძილზე ერთი კითხვა მაწუხებდა: როგორ და რანაირად ვძლებდით ერთად ამდენი ხანი,ისე რომ არცერთხელ არ დავშორებულვართ,თუმცა გვქონდა პატარ-პატარა გაბუტვები, რაღა დასამალია და რაღა თქმა უნდა ძვირფასი ბაჩანა მებუტებოდა, რაც არ უნდა დაეშავებინა დამნაშავე მაინც მე გამოვდიოდი. ჩვენი "შემრიგებელ-შემწყნარებელი",ჩვენივე დედები იყვნენ, უფრო მეტ როლს თამაშობდა ნინო,რომელიც მაინც ახერხებდა ჩემგან და ბაჩანასგან შორს ყოფნისასაც ჩვენ შერიგებას, ვინაიდან და რადგანაც ოთხი თვე ხდებოდა,რაც ჩემი თავი ჩემს ძმას ჩააბარა საპატრონოდ და თვითონ ქმრის სახლში გადაბარგდა. ნიკას გაუხარდა,მაგრამ მე გული დამწყდა აწი სახლის საქმეები ჩემს კისერზე,რომ გადმოდიოდა,თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, როგორც იდეაში გვქონდა ნიკუშა; რეცხავდა, საჭმელს ამზადებდა და სახლსაც ალაგებდა. რატომღაც ბაჩანას არასდროს აწუხებდა ჩემი სიზარმაცე,თუმცა ყოველთვის ცდილობდა რამით მაინც დავესაქმებინე.
 ისეთი უცნაური და განსხვავებული ურთიერთობა გქვონდა,ბანალურადაც კი არ უთხოვია ხელი, ნუ სიმართლეს,თუ ვიტყვი გამოდის,რომ ხელი საერთოდ არ უთხოვია. როგორც თვითონ სჩვევია, მოულოდნელად დამირეკა და მკითხა: "ქორწილი არ გინდა?", იმ წამს სიცილის გარდა სხვა ვერაფერი მომაფიქრდა,ამაზე გაბრაზდა და ყურმილი გამითიშა,თან გაოცებული დამტოვა. არ ვიცი რატომ შეგვიყვარდა ერთმანეთი,ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს,მითუმეტეს,რომ ჩვენი აზრები ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. მე ქორწილი არ მეხალისებოდა, მას კი ღრეობა და ტაში-ტუში უნდოდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქორწილის წინააღმდეგი მხოლოდ მე ვიყავი,ამიტომ ქორწილი შედგა. ბაჩანამ ისე მოილხინა და გამოტყვრა საერთოდ დავავიწყდი,რომ ცოლად მომიყვანა, თქვენ წარმოიდგინეთ და ისიც კი ვიფიქრე,ქორწილი მხოლოდ იმიტომ უნდოდა,რომ ექეიფა და მერე ცოლი ისევ სახლში გაეშვა. ზუსტადაც ამიხდა,იმ ღამეს ჩემი ქმრის საწოლის მაგივრად ჩემი ძველი ბავშვობის საწოლი შემრჩა. მეტი რა უნდოდა ნიკას და ეკას? მეორე დღეს ბახუსში მყოფი შეყვარებულები მე დამცინოდნენ,მაგრამ თავი მარტივად დავიძვრინე. ვთქვი,რომ ყველაფერი მოსახდენი აქ კი არა ჩვენს თაფლობის დღეს მოხდება-მეთქი. 

***

ჩემი ზედმეტად გამომწვევი თეთრეული დილამდე ვერც კი შეამჩნია ბაჩანამ, მხოლოდ მაშინ გაამახვილა ყურადღება,როცა ფეხზე ადგა და იატაკზე დაგდებული საცვალი ფეხებში გამოედო, სიცილით ასწია ზემოთ და ჩემსკენ გამოიშვირა ხელი. მეც მეტი რა მინდოდა? აღარ მივაქციე ყურადღება და მასთან ერთად მეც გავედი სანაპიროზე.

-ბაჩანა, დღეს წავალთ არა ჩასაყვინთად? - ზურგს უკან მივეპარე და ხელები მუცელზე შემოვჭიდე,თან აფერისტულად ვაკოცე კისერზე.

-შენი ძმობილი ზვიგენები უნდა ინახულო, თუ ისე ვერ ძლებ? -წყალში შევიდა,თან მეც შემიყვანა,თუმცა უკან დავქაჩე ადგილას,რომ გაჩერებულიყო. - ჩაყვინთვა უნდა და ცურვა არ იცის! -სიცილით გადააქნია თავი,თან ცალი ხელით მკლავზე დამეჟაჯგურა და წინ მომიქცია. - ნუ გეშინია, არ გაგიშვებ ხელს! -სიცილით დაამტა ჩემი ალეწილი სახის დანახვისას.

-ინსტრუქტორი,ხომ ყავთ არაა?- ტუჩების კანკალით ამოვილაპარაკე.

-ტვინს თუ წამიღებ,წამის მეასედში დაგახრჩობ და დავასვენებ ნინოსაც,მაკასაც, ნიკასაც და ჩემთავსაც! -ყელში ჩამსისინა,თან ტუჩები მომაკრო. 

-აჰ,ამდენ ადამიანს ვაწუხებ?- მწარედ ჩავასე მხარზე ფრჩხილები. 

-ნიკას და მე მაწუხებ,თორემ ნინოს და მაკას უხარიათ ჩვენ გარშემო სირბილი! 

-ნიკას?!- ფეხები წელზე შემოხვიე,წყალში უფრო დაცულად,რომ მეგრძნო თავი. 

-ასე მეც დამახრჩობ! 

-ერთად მოვკვდებით!- თვლი ჩავუკარი და მისი მუცლიდან მის ზურგზე გადავინაცვლე. - წამიყვანე,თორემ დაგახრჩობ!

-აქედან მერე,როგორ გახვალ? - ხელით მანიშნა სანაპიროზე, როგორც კი გავიაზრე რა სიშორეზეც ვიყავი გულმა ორმაგად დამიწყო ცემა, უფრო მაგრად შემოვჭიდე ფეხები,თან ხელები კისერზე მოვხვიე. -მიმი, პანიკის გარეშე ჩამოდი და მშვიდად გაგიყვან! 

-სპეციალურად გამომიყვანე არა?! - ავყვირდი.

-სამი დღეა ჩემი ცოლი ხარ და უკვე თავს მაბეზრებ! - სწრაფად ჩამომაგდო ზურგიდან და ქათამივით გამიყვანა ნაპირზე,თან ძირს დამახეთქა და ქვიშაში ამომსვარა. - მოგიხდება!- ზემოდან დამხედა,თან სანაპიროზე მყოფ უცხოელებს ისეთი სახით გახედა, აშკარად ანიშნა რას გვიყვურებთ-ო. ბრაზით წამოვდექი ფეხზე, ჩემს სხეულზე ატალახებულ ქვიშას ზემოდან დავხედე და დემონსტრიაცილი ნაბიჯებით წავედი ჩვენი კოტეჯისკენ.

ვერაფრით ვერ დავითანხმე ჩასაყვინთად წაყვანაზე. ღორივით გაწვა საწოლზე და ძილი გადაწყვიტა ჯერ არ დაღამებულზე. ისეტიკამ ამიტანა, არა როგორ უნდა შევგუებულიყავი,იმას,რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებს ძილით ატარებდა. არვიცი ის დავსაჯე,თუ უბრალოდ საკუთარი თავი გავართე,მაგრამ ჩავიცვი და მის გარეშე წავედი ქალაქის დასათვალიერებლად ისე,რომ მან ვერც კი გაიგო.
ფხუკეთის იმ ქუჩების დათვალიერება მინდოდა,რომელიც ტურისტებისთვის არ იყო გათვლილი,ამიტომ ერთერთი სოფლის ავტობუსში ჩავჯექი და ისეთი ბედნიერი სახით წავედი,თითქოს ლას-ვეგასში ან პარიზში მივდიოდიო.
იქაური სამზარეულოს გასასინჯად,ერთერთ პატარა რესტორანში შევედი და კრივეტები შევუკვეთე. იქ მყოფი კლიენტები ისე მიყურებდნენ,როგორც ზოოპარკში ზებრას,მათთვის ისეთივე უცხო და გამონაკლისი კლიენტი ვიყავი,როგორც ზესტაფონის ერთერთი სოფლის,რომელიღაც სასადილოში ფერადკანიანი,რომ შევიდეს. ვერ ვიტყვი,რომ ხუთვარსკვლავიანი რესტორანი იყო, სიმართლე,რომ ვთქვა საქართველოში ასეთ ადგილს წამითაც არ გავეკარებოდი,მაგრამ რაღაც ეგზოტიკა მინდოდა.
კრევეტბი დიდი პორციით მომიტანეს თავის სოუსთან ერთად,მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე,ისე როგორც ჩინურ რესტორნებში ჩინელი ოფიციანტები გვესალმებიან. ღრმად ჩავისუნთქე და გავსინჯე,იქამდე ვჭამე სანამ ბოლოს რაღაცნაირმა გემომ არ შემაწუხა,თუმცა ნახევარი უკვე შეჭმული მქონდა. ვიფიქრე ტაილანდური რამე სპეციფიური სანელებელია-მეთქი და აღარ გავაგრძელე ჭამა. ფული დავტოვე და ისევ იმ ავტობუსში დავჯექი,რომელმაც სოფლამდე ჩამიყვანა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,რომ ბაჩანა არ გავაფრთხილე, წარმოდგენაც არ მინდოდა ახლა,როგორ მეძებდა და ნერვიულობდა,მაგრამ უკან დაბრუნებულს ბაჩანა არხეინად დამხვდა. კოტეჯის წინ ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა, ხელში სასმლის ჭიქა ეჭირა და სიამოვნებით წრუპავდა. ნერვებმა ამიტანა გაცეცხლებული მივედი წელზე დოინჯ შემორტყმული და ზემოდან დავაჩერდი.

-ისეთი შეგრძნება მაქვს, შენ კი არა მე ვიყავი დაუკითხავად წასული...- სიცილით ამოილაპარაკა,ისე რომ არც კი შემომხედა. გაბრაზებულმა ხელი მისი სათვალისკენ წავიღე ძალით გამოვგლიჯე და სკამის ორივე სახელურს ხელებით დავეყრდენი ისე,რომ თითქოს გალიაში გამოვამწყვდიეო. 

-იქნებ მოვკვდი? - მთელი სიბრაზით ვთქვი,თან მის იორნიულ გამომეტყველებას თვალი ვერ მოვაცილე. არ ვიცი სადიან და როგორ გამოსდიოდა ასეთი გონის დამკარგველი მზერა,როგორ შეეძლო ერთ წამში ჩემი დაჰიპნოზება და ერთგვარი დამშვიდება. საკუთარ თავს ვაიძულე არ მეფიქრა მის სასწაულ მზერასა და ღიმილზე. 

-ნუ მაცინებ! - ხელი ჩაიქნია,თან წელზე ხელი წამავლო და კალთაში ჩამისვა. - შენი სოფლის სახელი ვერ დავიმახსოვრე,თორემ სად იყავი და რას აკეთებდი ვიცი...

-საიდან? - თვალები დავაჭყიტე.

-სასტუმროს მძღოლმა მიგიყვანა იმ ავტობუსამდე და ლოგიკურად,თუ ვიმსჯელებთ რამე ღირშესანიშნავი იქნებოდა იმ სოფელში და მის სანახავად წახვედი. - მხრები აიჩეჩა.

-არა საჭმელად ვიყავი...- სიცილი ამიტყდა მისი თავდაჯერებულობისგამო.

-აქ საჭმელი აღარ ჰქონდათ,თუ რატომ? - გაკვირვებულმა შემომხედა. 

-გასეირნება მინდოდა უბრალოდ...

-რა ჭამე? - ჩაიფხუკუნა.

-კრივეტები..

-მუცლის მონა ხარ, ემორჩილები ისე,როგორც არავინ არასდროს არავის! - მუცელზე ხელი მომარტყა და გულიანად ახარხარდა. - მე ნუ შემჭამ და რაც გინდა ჭამე!

-ვაიმე ბაჩანა, ასეთი შესანიშნავი,უნიკალური და ძვირფასი იუმორი საიდან გაქვს?! - გაღიზიანებულმა კბილებში გამოვცარი და ფეხზე წამოვხტი. -საერთოდ რატომ გამოგყევი ცოლად! - ფეხი ძალით მივცხე ფეხზე და წუწუნით გავაღე კოტეჯის კარი.

-როგორც წესი ამდროს ქალები ამბობენ; დედაჩემი.ხომ მეუბნებოდა არ გაყვეო, თუმცა მე რა მიკვირს,ჩვენ ყველაფერი განსხვავებულად გვაქვს! - სიცილით შემომყვა და ისევ გაწვა საწოლზე. 

-მართალი ხარ, არავის უთქვამს არ გაყვე იმ დეგენერატსო!

-ხო,გეთანხმები ყველა ჩალიჩობდა ცოლად,რომ გამომყოლოდი,მაგრამ ცდები! - უკმაყოფილო სახით დამიქნია თითი,თან იდაყვებით საწოლს დაეყრდნო და ბალიში ნიკაპ ქვეშ მოიქცია. - მე გეუბნებოდი!

-'ცოლად გამომყევი" ალბათ მაგას ნიშნავს!-ირონიულად ამოვილაპარაკე,თან სარკის წინ დავჯექი, ჩემი სეირნობის გამო სახე ისე მქონდა დამწვარი რაიმე დამატენიანებელი,რომ არ წამესვა მეორე დღეს შავი ფერი მექნებოდა.

-"ცოლად გამომყევი",როდის გითხარი?!

-ბაჩანა, ახლა ავდგები და კისერს მოგიგრეხ! - სარკიდან ბრაზით ვუთხარი და გავნაგრძე ჩემი საქმე. 

იმ საღამოს მნიშვნელოვანი და საინტერესო არაფერი გაგვიკეთებია,როგორც ყოველთვის ვჩხუბობდით, ვკინკლაობდით და ბოლოს მაინც ერთმანეთს ვუცინოდით. ღამე კოტეჯის წინ სანაპიროზე გავატარეთ, თეთრ ქვიშაში ვიჯექით და ორ საოცრებას ვუყურებდით, ერთს- ულამაზეს კრიალა ზურმუხტისფერ ზღვას და მეორეს- ცას,რომელიც უამრავი ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი. 
ბაჩანას ჩემს ფეხებზე ედო თავი,თან ზემოთ იყურებოდა და ჩვეულად რაღაცაზე დამცინოდა,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. თავი პალმის ხეზე მქონდა მიყუდებული და ვერც კი გავიგე,როგორ ჩამთვლიმა. ცივმა და მწარე სილამ გამომაფხიზლა, თვალებ დაჭყეტილი ქმარი მიყურებდა და თან მიცინოდა. წუწუნით გავაქნიე ხელი დაფეხზე ავდექი. 

-ვიძინებ! - მივაძაღე და წუწუნით შევაღე კოტეჯის კარი,თუმცა წამის მეასედში თავბრუ დამეხვა, ფეხები ერთმანეთში ამეხლართა და პატარა კიბეებზე კარტოფილის ტომარასავით გადმოვგორდი. ჩემდა გასაკვირად ბაჩანა წამში აღმოჩნდა ჩემს ზემოდან. შეშინებულმა გადამიკიდა ზურგზე და საწოლზე დამაწვინა. 

-მგონი ჩვენ მართლაც უცნაური წყვილი ვართ, ასე მალე დაფეხმძიმება? - მივხვდი მწარედ დამცინოდა,მაგრამ მისთვის წამითაც ვერ ვიცლიდი,ისე მტკიოდა მუცელი,თითქოს შიგნით ორიათასკაციანი ჯარი დარბოდა წინ და უკანო.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, ნაწილი), გეგმა, (მეორე
ნანახია: 1975 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
Ramden sans velodiiida gveghirsa axali tavii saswaulixaarda dzalian gamaxaree erti bachanas qcevebi at momwons nervebs mishlis ase ROM ikceva gegoneba arc ukvardeso ravici egeti shtabechdileba mrheba daa male Dade ra dzaan nuagvianeb <3
avatar
0
2
მადლობაა შეფასებისთვის 3o ალბათ შევძლებ ხოლმე ყოველდღე დადებას არვიცი, ვეცდები love
avatar
0
3
ბაჩანა აღარ მომწონს!
მისი ქცევიდან გამომდინარე, ვფიქრობ მართლა ძალით მოიყვანა და არ უყვარს;-;
WTF,ბაჩანა?!!
avatar
0
4
უყვარს crying crying crying crying
avatar