არეული გეგმა (მეორე ნაწილი) [3]
17.07.2017, 22:38

-ნუ გეშინია!- მხოლოდ და მხოლოდ მისი აღშფოთებული მზერა მეხატებოდა წინ, დანარჩენს ყველაფერს ბინდი ჰქონდა გადაკრული. ზემოდან დამჩერებოდა,თან ჩემი ხელი თავის ხელში ეჭირა და თვითონ შეშინებული მე მამშვიდებდა. არ ვიცი ღირდა თუ არა ჩემი ცუდად ყოფნა,რომ ბაჩანას რეალური სახე დამენახა,მაგრამ იმდენად მტკიოდა მუცელი საერთოდ არაფერი მინდოდა. ფხუკეთის ერთერთ საავადმყოფოში გადამიყვანეს, ათასი წამლით გამჭყიპეს და თითქოს მიშველესო,მაგრამ კოტეჯში დამრუნებისთანავე ამტკივა მუცელი და ისევ გონება დავკარგე. ბაჩანა სულ გაგიჟდა გინებ-გინებით დარბოდა წინ და უკან და ჩვენს ტუროპერატორს ტელეფონში კარგ სალანძღავ სიტყვებს ესროდა, რა შუაში იყო ის საცოდავი ბიჭი,მაგრამ ისეთი აღშფოთებული და შეშინებული ჩანდა ბაჩანა, ხმას არამარტო ტკივილის გამო, არამედ მისი შიშითაც ვერ ვიღებდი. 

-დავბრუნდეთ თბილისში!- თავის ქალაზე ხელი მოსივა და ანერვიულებულმა მითხრა.

-რაა?- არ ვიცი საიდან მქონდა ჯერ კიდევ ლაპარაკის თავი,მაგრამ შევეწინააღმდეგე და აღშფოთებულმა ვუყვირე.

-შენ იცი რას ნიშნავს მოწამვლა?! - დავინახე,როგორ დაეჭიმა ძარღვები მთელს სხეულზე, ძლივს ამოილაპარაკა და თვალები დამიბრიალა. - ათასჯერ ჩამოვალთ, ან აქ, ან სხვაგან, ახლა თავს ნუ მოაკვლევინებ მაგ კრევეტებს!

-აუუუუ...- ტირილი წამსკდა. - რატომ ვჭამე საერთოდ! - ჩემსთავს ვუბრაზდებოდი და ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს,რომ ჩევენმა თაფლობის თვემ სამ დღეს გასტანა და ისიც უაზროდ.- არ წამოვალ!- ბავშვივით ამოვილაპარაკე. 

-რა გატირებს? - უნებურად გაეცინა. - ისევ ჩამოგიყვან! - თავზე ხელი გადამისვა და გვერდზე მომიწვა. - აბა აქ თუ მოკვდი რა აზრი აქვს? 

-არ მინდა თბილისში! -მტკიცედ ვთქვი და ცოტათი გადავანდომე კიდეც ბაჩანას, რომელსაც ჩემს გვერდით ღამე ნათევს ჩაეძინა, მე კი საკუთარ თავს ვაჯერებდი,რომ არაფერი მტკიოდა და კარგად ვიყავი,მაგრამ ისეთი მაღალი ტემპერატურა მქონდა,რომ კანკალს ვერ ვიჩერებდი. დაახლოებით ღამის სამი საათისკენ გაეღვიძა, თავი მოვიკატუნე თითქოს მეძინა,რომ ისევ არ დაეწყო წასვლაზე ლაპარაკი,მაგრამ მომენტალურად თავი ისე ცუდად ვიგრძენი ტკივილით დავიკვნესე და ოთხათ მოვიკეცე. ალბათ გაუსაძლის მდგომარეობაში,რომ არ ვყოფილიყავი არ დავთანხმდებოდი სახლში წასვლაზე,თუმცა ბოლოს უკვე აქეთ ვეხვეწებოდი სწრაფად წავეყვანე იქიდან. პირველივე რეისზე იყიდა ბილეთი და მეორე დღის საღამოს თბილისში ჩავფრინდით ისე,რომ არავის გავაგებინეთ და პირდაპირ ჩემთან სახლში მივედით. სახლში ნიკა დაგვხვდა ეკასთან ერთად, გაოცებული გვიყურებდა ეკა კარის გაღებისას,ეგონა,რომ ეჩვენებოდა. დარეკვა არცერთს არ გვინდოდა ნათესავებთან,მაგრამ ჩვენი ნება და სურვილი არ იყო. ჩვენი მოლოდინები გამართლდა, დარკევა და ნახევარ საათში დიდედრ-დედამთილის მოსვლა ერთი იყო, თავი ისე ამატკიეს წუწუნ-წიკვინით, ისევ ფხუკეთში სიკვდილი ვინატრე, ვიდრე აქ ასე წამებით მკურნალობა. 
იმ დროს რამე თუ გამეცინებდა არ მეგონა,თუმცა დედაჩემის ნათქვამმა "ორსულად,ხომ არ ხარ?" მეც და ბაჩანათ ერთდროულად აგვახარხარა,მაგრამ მერე დავისაჯე კიდეც და გაუსაძლისი ტკივილების გამო საავადმყოფოში გამაქციეს. არც იქ ყოფილა რამე განსაკუთრებული დამაძინებელი გამიკეთეს და გამთიშეს,მერე კუჭი მეორეჯერ ამომირეცხეს და დილამდე იქ დატოვება გვირჩიეს,თუმცა თავი გავიგიჟე სახლში წამიყვანეთ-მეთქი, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ჩამოსვლა 15დღის მერე იგეგმებოდა,ჩვენი ახალი სახლის რემონტიც ამ ვადით უნდა შემოფარგლულიყო,ამიტომ ღია ცის ქვეშ დავრჩით. დედამთილმა შემოგვთავაზე თავიანთ სახლში წავსულიყავით,თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ცუდად ყოფნაც ჩემს სახლში მინდოდა მარტოს და დაწყნარებულს, ამიტომ ჩემს ძვირფას და სანატრელ სახლს მივუბრუნდით,თუმცა იმ პირობით,თუ ყველა მალე წავიდოდა და ნინო ჩვენთან არ დარჩებოდა. ბაჩანას შევატყე დიდად არ უნდოდა ცოლის სახლში ათი დღის გატარება,თუმცა ვერ შემეწინააღმდეგა და უკან გამომყვა.

***

-რა საწყლები არიან, სამი დღე ჰქონდათ თაფლობის თვე!- იედაში ჩუმად უთხრა შეყვარებულს ნიკამ,თუმცა დივანზე მწოლარემ სამზარაულოდან ნათქვამი სიტყვა მაინც გავიგე და გაოცებულმა თვალები დავქაჩე.

-რა თქვი? - ყვირილზე შემოსულს გაბრაზებული მზერა ვესროლე. 

-ცუდად არის კვდება და მაინც ლაპარაკობს! - უკან შემოყვა ეკა,თან დივნის ბოლოში ჩაჯდა და ჩემი ფეხები მუხლებზე დაიწყო. - ხუმრობს,ხო იცი რა იდიოტიცაა! 

-წეღან კარგად იცინოდი!- სიმწრით გაიცინა და ფანჯრის რაფაზე დაჯდა. 

-რას აკეთებ, გადავარდები!- შეშინებულმა უყვირა და ანიშნა ჩამოსულიყო, ისიც ოდნავ გამოიწია,თუმცა არ ჩამოსულა. - რატომ ჭამე ისე, ის კრევეტები? - ჩაიფხუკუნა.

-მშიოდა და ვჭამე!

-ყველაფერი მუცელში კი არ უნდა ჩაიყარო! - სიცილში აყვა ნიკა. - ბავშვობაშიც მოიწამლა ერთხელ, არ გახსოვს? 

-ამჟავებული საზამთრო,რომ ჭამა?- გონება დაძაბა და ბოლოს სიცილ-კისკისით გაიხსენა. 

-მე რა ვიცოდი მჟავე,თუ იყო!- ფეხი მუცელზე მივარტყი და ვანიშნე აღარ გაეცინა. - ბაჩანას არ უთხრათ!- ორივეს თითის ქნევით დავემუქრე,რამაც უფრო გაახალისა წყვილი.

-მგონი რაც ამჯერზე გადასხმა გაგიკეთეს,იმაზე უფრო ბევრი მაშინ გაგიკეთეს.- მანიშნა ნიკამ,ჩემს დასახიჩრებულ ხელზე, არადა თვითონ რა ენაღვლეობდა, ავიკელი მაშინაც და ახლაც მთელი სამყარო ტირილით, ისე ცუდად ვიყავი ლაპარაკის თავიც არ მქონდა, ვეღარაფერს ვჭამდი და საერთოდ თვალებს ვერ ვახელდი,მხოლოდ ვტიორდი და ცრემლად ვიღვრებოდი. ახლა უფრო მარტივია მოწამლულის დროულად განკურნება,თუმცა იმ დროს საზამთროთი მოწამვლა სერიოზულ დიაგნოზად ითვლებოდა, მახსოვს ნინო უკვე სანთლებს ანთებდა და ღმერთს ეხვეწებოდა გადავერჩინე. გადავრჩი,მაგრამ იმ დღის მერე მკაცრად მიკონტროლებდა რაციონს,თუმცა მაინც ვახერხებდი,იმ აკრძალული საჭმლის ჭამას,რომელიც ნინოს ეგონა,რომ არ ვჭამდი. 

-შენ მაგდენ ტლიკის ჯობია, გვითხრა როდის მოგყავს ცოლად ეკუნა,თორემ სანამ შენ იზრდები, ეს ბერდება!- ორივეს სუსტ წერტილს მივადექი და ახლა მე დავცინოდი მათ.

-ოცი წლის,რომ გავხდები მერე! - მტკიცედ თქვა და ეკას თვალი ჩაუკრა. 

-ორი წელი უნდა ალოდინო?! 

-შენ, შენს სამდღიან თაფლობისთვეს მიხედე! - თვალი სიცილით ჩამიკრა და ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა.


***

საღამოს სანამ ბაჩანა მოვიდოდა,იქამდე გადავედი ჩემს ოთახში და ვცადე დამეძინა,თუმცა არ გამომივიდა სულ ფხუკეთზე მეფიქრებოდა, ვერ ვპატიობდი ჩემს თავს,იმ უაზროდ ნაჭამ კრივეტებს,რომელმაც ყველაფერი ჩამიშალა. ახლა ჩემი საწოლის მაგვირად თეთრ ქვიშაზე უნდა ვწოლილიყავი.
ბაჩანას მოსვლა ბურანში გავიგე, თუმცა არ გავახილე თვალები, დაველოდე სანამ ივახშმებდა და შემოვიდოდა. იქამდე გავიტრუნე,სანამ გვერდზე არ მომიწვა და მუცელზე ხელი არ მომხვია. 
-ჭამე? -ჩუმად დავიჩურჩულე.

-აჰამ...-თანხმობის ნიშნად დაიზმუვლა

-ხვალეც უნდა წახვიდე? - -მისკენ შევბრუნდი და სახეზე თითები დავუსვი. 

-ნწ..- თვალ დახუჭულმა ამოილაპარაკა და ჩემს ხელს აკოცა. - გტკივა კიდე მუცელი? 

-ცოტა,მაგრამ მგონი უკეთ ვარ...

-ჩვენს ბინაში მარტო ავეჯის შეტანა დარჩა, რაც შემეძლო დღეს დავეხმარე ბიჭებს და ავჯესაც ხვალე შეზიდავენ, მერე გადავიდეთ...- ყურთან მიჩურჩულა და გულზე ამიკრა. - აღარც სიცხე გაქვს, არხარ ცხელი!-დააბოლოვა და კისერზე მომაკრო ტუჩები. 

-ხო ყველაფერი ისეაა, როგორც მე ვთხოვე? 

-კი, ნუ ნერვიულობ!



-ბაჩანა, ვიჩქარეთ მგონი არა?- სერიოზული ხმით ვკითხე.

-რა?- თავი ჩემი ყელიდან ამოსწია და გაკვრივებულმა მკითხა. - თუ გინდა ეს ათი დღე აქ დავრჩეთ, არარის პრობლემა..

-არა, ქორწილზე ვთქვი...- უხერხულად გავუცინე და მიხვდი ეს ჩვენი პირველი სერიოზული საუბარი იყო ისეთი,რომელიც შეიძლებოდა აღარ გამეორებულიყო.

-იხუმრე? - სიცილი აუტყდა, თავი გავაქნიე და ვანიშნე აღარ გაეცინა. - რატომ მეკითხები?

-რავიცი,იქნებ ჩვენი თაფლობის თვის ჩაშლით რაღაც ზებუნებრივი ძალა გვანიშნებს,რომ ვიჩქარეთ...-მხრები ავიჩეჩე და მის სიცილზე გავღიზიანდი.

-მიმი, ჩვენ ათასჯერ ვიჩხუბებთ, ვიყვირებთ და დავშორდებით ერთმანეთს,მაგრამ ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით და რატომ ნერვიულობ? ჩვენ ერთმანეთისთვის,რომ არ ვყოფილიყავით, მაშინ მეორედ აღარ შევხვდებოდით ერთმანეთს, აი მაშინ განიშნა შენმა "ზებუნებრივმა ძალამ",რომ უერთმანეთოთ ვეღარ გავძლებთ ასე,რომ შევცდით და ეს რავქენით ტვინი აღარ წამიღო! - დასრულების მერე ტუჩებზე მაკოცა და თვალები დახუჭა.

 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, ნაწილი), გეგმა, (მეორე
ნანახია: 2044 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
რა სიბოროტეა? წინა თავში სპეციალურად დაგვძაბე, გვანერვიულე ვითომ ბაჩანა სხვანაირი გახდა და ა ბატონო აგერ თუ არის სხვანაირი. ♥♥♥ ისევ ისეთი სიყვარულია როგორიც იყო ♡♡♡♡♡ პროსტა შენ წაუგველებ ხოლმე ცოტას და ეგ თემაა რა :დდდ
აბა სულ ტკბილი და სიყვარულით დამდნარი ბაჩანა არ მომეწონება მე! ეს თავი კარგი იყო, ჩამატკბო და რაღაცნაირი დადებითი ემოციები გამოიწვია ჩემში ♥♥
მიყვარს ეს ორი ♥♥♥
avatar
0
2
მადლიობა ჟანუ,გაიხარე 3o love
avatar
0 Spam
3
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ 3o love
avatar