არეული გეგმა (მეორე ნაწილი) [4]
29.07.2017, 01:21

4

-იხუმრე ხო?- ისტერიული სიცილი ავტეხე,თან სამზარეულოში მასთან ერთად შევედი.

-რატომ?- მაცივრის კარი გააღო და გაკვირვებულმა მკითხა.

-იხუმრე!- საკუთარ თავს იმედი მივეცი და სკამზე მოწყვეტით დავჯექი. 

-არა მიმი, არ ვიხუმრე! - ირონიული სიცილით დამიჯდა წინ,თან წყალი ჭიქაში ჩაისხა და დემონსტრაციულად დალია. - ორი კვირა უჩემოდ ვერ გაძლებ?

-ბაჩამა, ათი დღეც არაა გასული,რაც აქ გადმოვედით და მეუბნები,რომ დასაწვავ ბელგიაში მიბრძანდებიი?- აღშფოთებულმა ვიყვირე.

-რატომაა დასაწვავი? - ნაწყენს სახე შეეშმუშნა. - სხვათაშორის,როგორც თავად ამბობ, ეგ დასაწვავი ბელგია მთელს ცხოვრებას გაგილამაზებს!

-არ მინდა და არც შენ წახვალ არსად! - მაგიდაზე ხელი დავარტყი და ფეხზე ავდექი.

-ოჰ!- სიცილი ატეხა. - როლები გავცვალეთ და არ ვიცი?! - ეჭვით გამაყოლა თვალი.

-რა როლები?- დავიბენი.

-მე ცოლი ვარ და შენ ქმარი,თან ამ ყველაფერს პლუს კიდე მოძალადე ქმარი! 

-მოძალადე? - ავყვირდი- ქმარიი?

-მიმი, მგონი კლიმაქსი ნაადრევად დაგეწყო, რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ სამსახურის გამო მივდივარ და არა საგულაოდ! - ხმა გაუმკაცრდა. 

-მე რა ვაკეთო აქ? წინა წლის ივლისი საოცრად სასიამოვნი იყო,მაგრამ ეს ივლისი საზიზღრობაა! 

-შენ წადი ბავშვებთან ერთად დასასვენებლად..- მხრები აიჩეჩა და მოჩვენებითად გამიღიმა.

-სად? - სიმწრისგან გამეცინა. - სადღაც ტყეში?

-რაჭა ზოგისთვის სამოთხეა ქალბატონო! 

-მარიტასთან და შენს მავნე დის შვილთან ერთად? - ვერ ვწყნარდებოდი. - მეხუმრები?

-მე შემოგთავაზე, თუ არ გინდა აქ დამელოდე! - ფეხზე ადგა და წყლის ბოთლი უკან შედო მაცივარში.- ორი კვირა მალე ჩაივლის.


***


დედაჩემის მანქანაში ვიჯექით ლამის ერთმანეთზე, მშვიდად და კომფორტულად წინა სავარძელზე ეკუნა და საჭესთან ჩემი თავ გასიებული ძმა ისხდნენ, ეს ჩვენ უნდა გვედარდა უკან მჯდომ სამ ადამიანს და უზრდელ ბავშვს,რომელსაც თავი ჩემს კალთაზე ედო, წელი ნიკას ძმაკაცის, თოკოს ფეხებზე,ხოლო ფეხები მამიდამისის კალთაში, პრინციპში ლუკა მეფესავით გვეწვინა და ჩვენ სამი მონა მის განკარგულებაში ვიყავით. ეს ის გამოუვლი მდგომარეობა იყო,რომელიც საერთოდ არმომწონდა,თუმცა ადუღებულ თბილისს ნამდივლად ჯობდა.
ყველაფერი ეს ბაჩანას ორგანიზებით მებოძა, აეროპორტში დამშვიდობებისას მითხრა,რომ "გიჟების რაზმი" უკვე გაფრთხილებული ყავდათ მეორე დღეს შემოევლოთ და მისი უბედური, მარტოდ-მარტოდ დარჩენილი ცოლი თან წაეყოლებინათ რაჭაში, კი ვუთხარი არსად,რომ არ ვაპირებდი წასვლას,თუმცა ღამით გიჟივით ამოვხტი საწოლიდან ატირებული და ქმარზე გაბრაზებულმა ჩანთა სულ სირბილით ჩავალაგე,რომ დილისთვის მომზადება მომესწრო.
წამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ვინანე,რომ გავიგე რაჭამდე რვა საათი უნდა გვევლო,ლამის შუა გზაზე გავაჩერებინე და უკან სირბილით გავიქეცი,თუმცა მარიტას წვეტიანმა ხუმრობებმა იმაზე მეტად გამაგიჟა ვიდრე რვა საათმა.
ყველაფერთან ერთად შევიტყვე,რომ თურმე ჩემი ერთადერთი საუკეთესო დაქალი, ქალბატონი ეკატერინე, არა მარტო ჩემი ძმის შეყვარებული აღმოჩნდა, არამედ ჩემი მულის, მულს დაუდაქალდა და უსირცხვილოდ მიმტკიცებდა,რომ 
მარიტა კარგი გოგოა და მასთან დაახლოება მეც უნდა მეცადა, ხოლო ჩემი ძვირფასი ქმარი მიგზავნიდა ტელეფონზე სურათებს, სადაც ბელგიის ღირშესანიშნაობები იყო, ამან უფრო გამაცოფა, იმის მაგივრად,რომ საქმე ეკეთებინა და ორი კვირის მაგივრად ერთი კვირა გაეტარებინა ჩემთვის საზიზღარ ბელგიაში,რომ მალე ჩამოსულიყო. ისე რა დამიშავა ბელგიამ, ყველაფერში დამნაშავე იყო ბაჩანას კომპანია,რომლის წყალობითაც ფული შემოდიოდა ჩვენს ოჯახში.
ერთი სიტყვით ჩემი მდგომარობა იმაზე ცუდი იყო, ვიდრე ფხუკეთიდან ჩამოსვლისას, ახლა უფლება,რომ მოგეცათ კნუტივით მოვახრჩობდი ჩემი მულის შვილს და მის მამიდას,რომელებიც საოცრად მაღიზიანებდნენ და მიმატებდნენ ნერვებზე.

ჩემი ძვირფასი დედიკო და დედამთილი ერთად ისვენებდნენ წყნეთში, მეც კი შემომთააზეს მათთან ერთად წასვლა,თუმცა შედარებით მსუბუქ ჯოჯოხეთში ვამჯობინე წასვლა, თან ადვილი ასატანი არ იქნებოდა აწ უკვე ორსული დედის ატანა, რომელსაც უფრო გამძაფრებული ექნებოდა მოთხოვნილებები. 
ერთი დიდი ოჯახი ასე დანაწილებულნი ვიყავით ალაგ-ალაგ, ალბათ გაგიკვირდებათ და ნამდვილად ვინატრე ყველას ერთად ყოფნა, იქნებ მარიტას და ლუკას იქ ყოფნა ცოტათი მაინც დაებალანსებინათ.
რვა საათის მერე როგორღაც მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდეც, გადმოვედი მანქანიდან და დაღლილი წელში გავსწორდი.

-შენი ბარგი შენით წამოათრიე! -მხარი გამკრა ძმამ და დიდ ჭიშკარში შევიდა, მადლობა ღმერთს ჯელტმენობის რაღაც დოზა მაინც ჰქონდაშემორჩენილი თორნიკეს, ეს ამხელა ჩანთა ჭიშკრამდე მიმიგორა და იქვე მიაყუდა, თავი სიმწრის სიცილით გადავაქნიე და ჩემით შევიტანე სახლში.
მარიტას ბებია სულ კივილ-წივილით შეგვხვდა, როგორ იხუებდა თავის ძვირფას შვილთაშვილ ლუკას ნეტავი გენახათ, აი დიდი ბაბუა კი ბიჭების გაცნობით დაკავდა, მერე ეკუნას მიუბურნდა და შეათვალიერა,თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოსო. 
-ესაა, ჩვენი ბაჩანას ცოლი? - გაღრეჭილმა თვალი ჩაუკრა ჩემს საუკეთესო დაქალს, სიცილი ვერავინ შეიკავა გულიანად ავხარხარდით, მე კი ხელი ბაუბუასკენ გავსწიე და გავუღიმე,რომელიც უხერხულობიოსგან გაწითლდა. - ვინ არ შემცდარა! - თავი იმართლა და ხელი ჩამომართვა. - კოტე ბაბუა, ეს კი ჩემი ბებერი ცოლი - მარიტა! 

-მიმი!- თავაზიანად გავუღიმე კიდევ ერთხელ გაჭაღარავებულ ზრდილობიან კაცს თავის ცოლთან ერთად,თუმცა გულში თითქმის ათასჯერ წავიკითხე ლოცვა,იმის იმედით,რომ იქნებ ეს მარიტა მაინც ყოფილიყო ნორმალური.

კუჭი ისე მქონდა გამხმარი, სულ დამავიწყდა ჩემი დიეტა ისე გემრიელად მივირთვი, მარიტა ბებიას გამომცხვარი რაჭული ლობიანი ლორით, სოფლის ჭაჭასთან ერთად,რომელმაც იმოქმედა და აღვირახსნილივით ავცეკვდი, პრინციპში არამარტო მე, თითქმის ყველა ვცეკვავდით, მფხილად მყოფი მაპიძლების გარდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ცხოვრებაში პირველად ჩემი ნებით ჩავეხუტე მარიტას, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ სასმლის გამო,თორემ არაფერი მნიშვნელოვანი, მეორე დღეს ისევ შემძულდებოდა.

მოხუც ცოლ-ქმარს ეგონათ,რომ ბაჩანაც ჩამობრძანდებოდა,ამიტომ ერთი ოთახი ჩვენთვის გამზადებული ჰქონდათ,თუმცა ბოდიში მოვუხადე და ახლად გამომცხვარ დაქალებს შევეტენე ოთახში,იმ იმედით,რომ ხელს შევუშლიდი. დიდი სურვილი არ მქონდა ჩემი ერთადერთი დაქალი წაერთვა, ვიღაც მარიტას.

მამლის პირველ ყვილზე წამოვხტი საწოლიდან, გაოფლიანებული,თავგასიებული, ლამის სული მძვრებოდა სხეულიდან, საოცრად ვნანობდი წინა ღამით დალეულ ჭაჭას,რომელმაც თავბედი მაწყევლინა. მეორე სართულის კიბეებზე თავ ჩაღუნული ვიჯექი გაზგასული ლიმონათით ხელში,თან ვოხრავდი და ვოცნებობდი ასე არავის ვენახე,თუმცა მეორე სართულზე გამოსული ნიკას ალეწილი სახის დანახვისას მივხვდი არამარტო მე მიჭირდა.

-დამიტვე!- მკაცრი სახით დამიქნია თითი ერთადერთი გაზიანი სამსლის დანახვისას,რომელიც უკვე უეფექტო იყო.

-გაგვიჩალიჩა, კოტე ბაბუამ! - ვუთხარი,თან ჩემს გვერდით დამჯდარს გავუწოდე ბოთლი.

-მართლა სამაგონი იყო რა! - ხრიალა ხმით მითხრა და მოიყუდა. 

-ნახევარი არ მახოვს გუშინდელი ქეიფიდან...

-ის გემახსოვრება, ბაჩანას,რომ დაურეკე და გალანძღე! - ახარხარდა.

-რაა?- გაოცებულმა ჩავრთე ტელეფონი და დარეკილებში შევედი. -ვაიმე!- დარწმუნებისას სახე უარესაად წამეშალა. 

-ნუ გეშინია, სიყვარულს უხსნიდი! - დამამშვიდა. - თავიდან კი ეჩხუბე ახლი მოყვანილი ცოლი მარტო დამტოვეო,მაგრამ მერე მაინც დატკბი.

-აი ეგ საერთოდ არ მახსოვდა, თუმცა მარიტას,რომ დავეკიდე კისერზე მწარედ მახსოვს! 

-გაჩუმდი, არ გაიგონ!- ფეხზე ხელი გამკრა და თვალები დააბრიალა.

-რავთქვი ცუდი?- შევიცხადე. - ისე,როგორ მოხდა ნინომ არ დაგვირეკა?

-მე დამირეკა, ვუთხარი ყველაფერი რიგზეა-მეთქი.

-ორსულადაა და დავავიწყდით შვილები! - ხუმრობით ვთქვი და გავიცინე,თუმცა ნიკას მოღუშული სახის დანახვისას სახეზე შემახმა სიცილი. - რა იყო არ გიხარია?

-საიდან მოიტანე? - თვალები დაქაჩა

-რავი სახე ისე მოღუშე, ვიფიქრე ეწყინა დედას ამბავი-მეთქი...

-რატო უნდა მეწყინოს ნინოს ახალი ოჯახი?- გაეცინა.- არ მომეწონა შენი უაზრო ხუმრობა!

-შენ ხო აზრიანად ხუმრობ ხოლმე რა, ამ ბახუსზე რას მიშლი ნერვებს?! - მთელი ძალით ჩავარტყი ისედაც გასიებულ თავში და უარესად დავჭყანე,თუმცა ისე მიჩქმიტა ფეხზე ჭკუიდან შემშალა.

-ქაჯო! რას შეგვტენა შენი თავი, შენმა ქმარმა, დასვენება მინდოდა შენგან! 

-აჰ, შეგტენათ? - გავბრაზდი და ხელიდან წავართვი ჩემით მონაპოვარი ლიმონათი. - წავალ დღესვე! 

-რითი წაბრძანდები? - გაეცინა.

-დედას მანქანით! -მტკიცედ ვთქვი.

-ერთხელ ხო დაილეწე თავყბა და მიდი ახლაც! 

-რა ჩემს ჭირად გაგაჩინა დედაჩემმა?! - წუწუნით ამოვილაპარაკე. - იმედია ის ბავშვი მამამის დაემსგავსება და ცოტა წყნარი მაინც იქნება!

-თუ ბევრს არ ილაპარაკებ, საღამოს წაგიყვან მდინარეზე!- თვალი ჩამიკრა და ფეხზე ადგა

-შენი წაყვანა რა ჯანდაბათ მინდა,ჩემით ვერ წავალ,თუ?! -გამეცინა.

-მიმი, ნუ მაიძულებ მოგკლა! 

-ამჯერად რა ვთქვი ცუდი?- გოცებულმა ვიკითხე.

-იცოდე,მთელი ცხოვრება გაგამწარებ და გაგახსენებ მარიტას,რომ ეხვეოდი! - სიცილით დამიქნია ხელი.

-ოჰ, შემაშინა ისედაც მოცილება მინდა შენი მარიტუკასი და ეკას ვეტყვი,რომ ეხტებოდი ქალბატონს! - გავიცინე ბოროტულად. 

-ეგ ხო ტყუილია?! - თვალები გაუფართოვდა.

-მერე რა, მე ბინძური თამაშით ვთამაშობ! - თვალი ჩავუკარი და ფეხზე ავდექი ისევ,რომ დამეძინა.


------
ბოდდიში დაგვანებისთვის!
ხვალეცც იქნება!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, ნაწილი), გეგმა, (მეორე
ნანახია: 2043 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
აუ როგორ მახალისებს ეს ისტორია მაგარი გიჟების ოჯახია რა
avatar
0 Spam
2
Ramdeniixani velodebiduida dzliivs <3 momenatraa esistoriia maledadegtxov <3
avatar
0
3
მადლობააა 3o 3o
avatar