არეული გეგმა (მეორე ნაწილი) [5]
30.07.2017, 21:30
-მოგენატრე? - გამეცინა ხმამაღლა. - წახვედი და მიმატოვე თხუთმეტი დღის მოყვანილი ცოლი!

-თვრამეტი!- გაეცინა. 

-მეც მომენატრე..-ლოყებ აწითლებულმა ამოვილაპარაკე,თითქოს ვინმე მაიძულებდა ამის თქმასო.

-მალე ჩამოვალ, მთავარია მანდ არ გააგიჟო ჩემი სიძის ნათესავები! 

-კოტე ბაბუმ,რომ დამათვრო იცი? - სიცილი ამიტყდა და ტელეფონში თვალებდაჭყეტილმა გავაგრძელე მონატრებული ქმრის ყურება. 

-მიმი, იმღამეს დამირეკე და სიყვარულს მიხსნიდი და როგორ არ მეცოდინება? - გაეცინა. -კიდევ ბევრჯერ დაგათვრობს და აბა შენ იცი გალოთებული არ დამხვდე მანდ! 

-ბაჩა...-შეპარვით ვთქვი მისი სახელი და ტუჩზე ვიკბინე. 

-შენი ხმის ინტონაციით,თუ ვიმსჯელებთ რაღაც მიქარე და ახლა ცდილობ შემომაპარო! - ირონიულად დამიბრიალა თვალები. 

-სიმთვრალეში,იცი რა ვქენი?- სახე ალეწილმა ვცადე მის ნერვებზე თამაში, გამომივიდა კიდეც სახიდან ფერი გადაუვიდა და ანერვიულებული დაელოდა გაგრძელებას. - შემპირდი,რომ არ დამცინებ! - თითი დავუქნიე და შევამჩნიე,როგორ ამოისუნთქა და გაეღიმა. -უკვე დამცინი! - გაბრაზებულმა დავუბღვირე. 

-კარგი გპირდები!- ხელები ჰაერში ასწია და ისევ გამიღიმა. 

-მარიტას ჩავუხეტე მთვრალი,რომ ვიყავი.... - ჯერ ცოტახანს მიყურა,მერე კი სიცილი ატეხა და აღარ გაჩერდა, გაბრაზებულმა ტელეფონი გავუთიშე და არცერთ შემდეგ ზარს აღარ ვუპასუხე.

ეზოში ისხდნენ და იცინოდნენ, ჩემი იქ არ ყოფნა ვერცერთმა ვერ შეამჩნია, ეკა ჩემს ძმას ეხვეოდა და ისმენდა კოტე ბაბუას მონაყოლ ისტორიებს,თორნიკე მაგიდის თავში ხის პატარა სკამზე იჯდა და ნიკაპით მაგიდას ეყრდნობოდა, მარიტა ბებიამისთან ერთად საღამოს ვახშამს ამზადებდა იქვე ახლოს საზაფხულო სამზარეულოში, უფრო სწორად მარანში,რომელიც სამზარეულოდ ჰქონდათ მოწყობილი. შეუმჩნევლად მიუვახლოვდი და ჩემი ძმის გვერდით დავჯექი, ფეხები ორად მოვკეცე და კოტე ბაბუს საუბარმა მეც ჩამითრია. ყვებოდა თუ,როგორ გაიცნო მარიტა ბებია მეოცე საკუნეებში, თურმე სამჯერ უთხოვია ხელი მისთვის,მაგრამ სამჯერვე უარით გამოუსტუმრებიათ, ბოლოს მოკიდა ხელი ჩვენს მარიტა ბებიას და ნაბადში გახვეულმა ცხენით მოიტაცა თავის მეგობარებთან ერთად. ექვს თვეს არ მიიკარა ქმარი, ეწინაღმდეგებოდა,თუმცა სახლში წასვლას ვერ გაბედავდა, ბოლოს როგორც მარიტამ დააბოლოვა, აღმოჩნდა,რომ ამდენ ჩხუბსა და "ჭიდაობაში" შეუყვარდა არასასურველი ქმარი, კოტე ბაბუ კი ისეთი ამაყი სახით გვიყურებდა სიცილი ვერ შევიკავე. ხანდხან მგონია,რომ ჩვენ ყველაფერი გავაუფერულეთ,ახლა რომელი ბიჭი მოვა და სამჯერ გთხოვს ხელს? - ერთხელ ეტყვი უარს და კარგად იყავი, ერთ გვარიან გინებას გარგუნებს და წავა თავის გზაზე,თუმცა იმას უფრო აქვს ხიბლი მიუწვდომელს,რომ მისწვდები.
ნიკამ ორჯერ მიჩქმიტა და მანიშნა მივხმარებოდი სუფრის გაშლაში,თუმცა ჩემი დახმარება რაში შჭირებოდა, ისედაც ხან უმცროსი მარიტა დარბოდა წინ და ხანაც ეკა,რომელიც თავმომწონედ ალაგებდა მაგიდაზე თეფშებს. უკვე მესამედ,რომ მიჩქმიტა ვინამუსე და მეც მივედი სამზარეულოში,ზრდილობის გულისთვის ჩანგლები წამოვიღე და ეკას მივეცი დასაწყობად.
-დააწყე! - ხელიდან გამოართვა თავის შეყვარებულს და მე მომაჩეჩა. 

-თავის გოგოზე კარგად ზრუნავს! 

-ბევრს ნუ ლაპარაკობ! - ზურგზე ძალით დამარტყა და მანიშნა,რომ გამეგრძელებინა საქმე.

ალბათ ყველას ჰგონია დღეს მაინც არ დალია მიმიმ სასმელი და,როგორც გათხოვილ ქალს შეეფერება, ბოდიშის მოხდით დატოვა მაგიდა და ადრიანად დაწვა დასაძინებლად,მაგრამ ვის უნდა დაელია ისე სიამოვნებით,როგორც მე? მიტოვებული ქალი ვიყავი ბოლოს და ბოლოს, ამიტომ ერთმანეთზე მიყოლბით ვხიე რამოდენიმე ჭიქა და თვალები გადავატრიალე. კადრებად მახსოვს,როგორ ამათრია მეორე სართულზე ჩემთვის საზიზღარმა მარიტამ და საწოლზე დამახეთქა,თან დამეხმარა ამომესუნთქა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო დამეხმარა, მომასულიერა ტაშტი ამომარბენინა და შუბლიდან ოფლი მომწმინდა, ერთი სიტყვით იმ ღამეს მიპატრონა,მომიარა. იმის ფიქრის საშუალებაც არ მქონდა,რომ მეფიქრა "მარიტა კარგი გოგოა-მეთქი" ამიტომ გავითიშე და მზის ამოსვლამდე თვალი არ გავახილე.
წამითაც არ შემცოდებია ჩემი თავი გაღვიძებისას, წინა დღესთან შედარებით ამჯერად საწოლიდანაც ვერ ავდექი,მაგრამ რაც მახსოვს, ეს დადებული პირობა იყო,რომელიც გულისმხობდა,რომ მიმის აღარასდროს აღარ უნდა დაელია კოტე ბაბუს მომაკვდინებელი ჭაჭა! ძილი შევიბრუნე და მკვდარივით გავითიშე იქამდე,სანამ ეზოში ხმამაღალი სიცილის და ყვირილის ხმა არ გავიგე. ზომივით წამოვჯექი საწოლზე და აბურდულ თმაში ხელი შევიცურე, დამშრალი პირი გვერდით დადებული წყლით მოვიყვანე მწყობრში და ფეხზე კი არ ავდექი, არამედ საწოლიდან ხოხვით ჩამოვსრიალდი, თან ბოლოს ძალით დავეხეთქე ხის იატაკზე და სიცილი ავტეხე. ადგომისას პირველი საკუთარ ტელეფონს დავუწყე ძებნა, ამჯერადაც ხომ არ მქონდა ქმრისთვის დარეკილი იმას ვდარდობდი,მაგრამ ჩემს გვერდით საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში მწოლიარე ეკა,რომ დავინახე მივხვდი ამჯერად მორცხვი საცოლის როლი გვერდზე მოისროლა და ჩემსავით გამოტყვრა. კარადა გამოვაღე პირველი ხელში ეკას წითელი სარაფანი მომხვდა,თუმცა აღარ შევაწუხე ჩემი თავი სხვა ტანსაცმლის ძებნაში და ის ჩავიცვი,თან ახლართულ-აბურდული თმა კოსად შევიკარე და კიბეებზე ბარბაცით ჩავედი, გასასვლელი კარი თავით გავაღე და თავ ჩაღუნული წავედი საჭირო ოთახამდე,თუმცა ჩემი სახელის გაგონებისას ადგილას გავჩერდი და თავი თითქოს შენელებული კადრივით გავატრიალე. 

-მიმი! - ისევ დამიძახა და სიცილით გაშალა ხელები. - რა უქენით ჩემს ცოლს? - კოტე ბაბუს გახედა და მასთან ერთად დამცინა. მომენტალურად გათიშული ტვინი ჩავრთე და გავიაზრე,როგორი სანახვი ვიყავი,მაგრამ სტოპ! ნუთუ ორი კვირა მეძინა, ან ჯერ კიდევ ჰალუცინაციები მქონდა,თორემ წინაღამეს ისეთები მელანდებოდა,თითქოს კოკაინი მქონდა შეყნოსილი. - დამუნჯდა კიდეც? - მისი წვეტიანი ხუმრობების თავი საერთოდ არ მქონდა,ისე მიხმობდა ტუალეტი,ლამის ცეკვა იქ დავიწყე,თუმცა მისი ჩახუტება ენაგატლეკილმა ლუკამ დამასწრო, მაგრამ გავიღმე და ბაჩანას სიხარულით შევახტი ისე,რომ ლუკა გვერდზე გავწიე. - ეს უკვე ჩემი მიმია! 

-ასე მალე,რატომ ჩამოხვედი? - გონს მოვედი და გაოცებულმა ვკითხე.

-უკან წავიდე? 

-აუ,რა სასაცილო ხუმრობა იყო, ნწნწ! - გაბრაზებულმა შემოვირტყი წელზე დოინჯი,თან შევამჩნიე მანქანაში ჩემი კუსკუსა ბამი,რომელიც ფანჯარაზე უსვამდა თათებს და ერთ ადგიას ცქმუტავდა. 

-ჩვენებთან გავიარე წყნეთში და წამოვიყვანე!- კარი გაუღო და ძაღლი გამოუშვა, ფეხებზე მომახტა ჩემს გარშემო დაიწყო სიხარულით სირბილი და კრუსუნი. 

-შენზე მეტად გაუხარდა ჩემი დანახვა! - ხელში ავიყვანე და მოვეფერე. 

-შენ უნდა გენახა, მთელი გზა მიღრენდა! - თავზე გადაუსვა ხელი,თუმცა ბამიმ დაუყეფა და გულე მომეკრო. არავის გაკვირვებია, კარგად იცოდა ყველამ,როგორ ეჭვიანობდა ჩემს ქმარზე,ჩემი საყვარელი ძაღლი.

-რატომ ჩამოხვედი-მეთქი? - კითხვა გავუმეორე,თან ძაღლი დავსვი. 

-ლუკაკოს მამიკომ, გამომიშვა აქეთ,თვითონ მოაგვარებს ყველაფერს,შენ შეგიბრალა და ითავა საკუთარ თავზე!- ბავშვს ხელი გადაუსვა და თვალი ჩამიკრა. 

ვერმოგატყუებთ და ვერ გეტყვით,რომ იმ ღამეს ქმრის ალერსი ან მსგავსი,რამ მოვახერხე, ისე დაათრო კოტე ბაბუას ჭაჭამ საერთოდ ვერ მიცნო, ბალიშზე თავი დადო და გაითიშა ჯერ კიდევ საღამოს ათ საათზე, მე პირობა არ დავარღვიე და სასმელი გვერდზე გადავდე,მაგრამ სადარდებელი ქმარი მყავდა,რომელიც ჩემთან ერთად გატარებულ პერიოდში პირველად დათვრა ასე მოკლედ ჩევნი კოტე ბაბუ საოცრად საშიში პიროვნება გამოდგა,რომელიც უკვე გამომეტყველებით მათრობდა.

მეორე დღეს ბაჩანას ბოხმა და საოცრად ხრიწიანმა ხმამ გამაღვიძა, თვალებ ჩაშავებული და განადგურებული მთხოვდა მინერალურ წყალს,ხელი ჩავიქნიე გადავბრუნდი და ძილი ვამჯობინე,მაგრამ ხუთ წუთში წელზე ფეხები მკრა და ძირს გადამაგდო.

-მიშველე!- ცხოველური ხმით მიყვირა და საწოლზე თავი დააგდო. სიცილი ვერ შევიკავე მომაკვდავქმარს ზემოდან დავხედე და მინერალური წყლის მოსატანად კიბეებზე ჩავირბინე,თან ვცდილობდი სახლში მყოფი ყველა გამეღვიძებინა,მარტო,რომ არ მომეწყინა,თორემ ჩემს ქმარს არც ლაპარაკის, არც ალერსის და არც წვეტიანი ხუმრობების თავი არ ჰქონდა, აი მე კი ძილს ვერაფრით შევიბრუნებდი, ამიტომ მჭირდებოდა ვიღაც ვინც დამელაპარაკებოდა.
ეზოში გასულს ლუკა და ეკა დამხვდა ჰამაკში ჩაწოლილები წეროებს თამაშობდნენ, გავუღიმე და ხელი დავუქნიე,მაგრამ მოულოდნელად წონასწორობა დავკარგე და იქვე ღორებისთვის განკუთვნილ ხის დაბალი ღობით შემოსაზღვრულ ჭაობში ჩავეცი, ისე რომ მთელი ღობე  დავანგრიე.ტანზე ამეზილა მთელი ტალახი, ვიგრძენი თითოეული ძვლის ტკაცა-ტკუცი და ჩემი ცხოველური ყვირილი,რომელიც მოულოდნელად აღმომფხრდა პირიდან ტირილთან ერთად. სამ წამში მთელი ოჯახი თავზე მედგა,გარდა ბაჩანასი,თუმცა მისი ხმა ფანჯრიდან მომესმა, საცოდავს ჩემზე მეტად უჭირდა. 

-ვაიმე!- თავში იშენდა ხელებს ჩემი მულის, მული და ისე ტიროდა,თითქოს მისი და ვყოფილიყავი და მოვკვდი,მაგრამ ისე მტკიოდა მთელი სხეული ტირილში ბანს ვაძლევდი.

-რა დაემერთა? - ბოლოს ჩამოგორდა,როგორღაც ბაჩანა და ზემოდან მაყურებელთა ნათესავების სიაში ჩადგა და სახიდან ტალახი მომაშორა. - გეტკინა რამე? 

-არადა არ დაულევია...-მხრები აიჩეჩა ნიკამ. 

-სასწრაფოში დარეკეთ, ტვინის შერყევა არ მიეღო! - წელზე ხელი მომხვია და ამომიყვანა ატალახებული წუმპედან,თან თვითონაც ატალახდა. ქმრის მხარზე თავი ამაყად დავდე და ტირილს მოვუმატე. 

-ჰორიზონტზე ბაჩანას გამოჩენა და მიმის დასახიჩრება ერთია! - წუწუნით თქვა მარიტამ და სახეზე ხელი დამისვა. იმ წამს ცუდად,რომ არ ვყფოილიყავი სიცილით ავი8კლებდი მთელს რაჭას,მაგრამ ბაჩანას გამოჩენის მერე ჩემს ცხოვრებაში იმდენი დამტვრევა-დალეწვა გადამხდა თავს, ასი პროცენით ვეთანხმებოდი პირველად მარიტას.




________

წუხელ ვერ მოვახერხე დადება, შუქი გამითიშეს და მთელი დღე არ ჩამირთეს :დ ბოდიშით დაგივანებისთვის!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, ნაწილი), გეგმა, (მეორე
ნანახია: 1983 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
Ouu ratkbilii taviiko daarogor gamaxare netav I code <3 gamagijeben eseni vereghirssat :dddddddddd veli momdevno tabs tkbilooo <3
avatar