არეული გეგმა (მეორე ნაწილი) [6]
01.08.2017, 20:26

ჯობდა არ გამეღვიძა, ან ისევ მოეცათ დამაძინებელი,რომ არ დამენახა ყველა ჩემი ნათესავი ჩემს დანგრეულ პალატაში, სადაც ადგილი არ იყო და ლამის ერთმანეთზე ისხდნენ,მაგრამ მთავარია,ხომ იყვნენ და დამტიროდნენ,როგორც მომაკვდავს არა?!  პალატის კუთხეში ფანჯრის რაფაზე იჯდა ბაჩანა და იღიმოდა, რა აღიმებდა კაცმა არ იცის,მაგრამ მის დანახვისას ცოტა მოვდუნდი და მომტირალ დედა-დედამთილს თვალი გავაყოლე. უკვე ისე მყავდა დაშინებული ორივე,რომ ერთი უბრალო ფეხის გადაბრუნება და ორივეს ისტერიკა იწყებოდა. 

-რატომ გააგებინეთ? - მკლავზე ხელი მწარედ მოვუჭირე ეკას და ღრენით გადავავლე თვალი სანათესაოს. 

-ტვინის შერყევა მიიღე და არ უნდა დაგვერეკა? - გაოცებულმა სიმწრით მიჩურჩულა. 

-არა! - ხმამაღლა დავიყვირე და ჩემსკენ მობრუნებულ "გიჟების რაზმს"  მოჩვენებითად გავუღიმე -კისერი,რომ მომეტეხა მაშინ უნდა დაგერეკა და არა უბრალო ტვინის შერყევაზე, ან რა უბედურებაა, ვინ შემოუშვა ამდენი ადამიანი პალატაში?

-დათო დაემუქრა ექიმებს....- შეშინებულმა გაიღიმა. - არ უჩხუბია, ნუ ღელავ! 

-სახლში,როდის გამწერენ? - ყველას გასაგონად ვიკითხე და საწოლზე წამოვჯექი,მაგრამ ეკა დამეტაკა და ადგილას დამაბრუნა.- მგონი კისერი მოვიტეხე და მიმალავთ! 

-დღეს საღამოს გაგწერენ, უბრალოდ არ ადგე! 

-რატომ?- შევიცხადე,თან ქმარს გადავხედე საშველად,რომელიც ისე იღრიჭებოდა,თითქოს ტვინის შერყევა კი არა ჯეკპოტი მოვიგე.

-არ ვიცი შენ,რატომ ვერ შეამჩნიე ამდენი დღე,მაგრამ ექიმმა თქვა,რომ ორსულად ხარ! - ყურებამდე გამეკრიჭა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა, სიმართლე,რომ გითხრათ მისი რეაქცია საერთოდ ვერ გავიგე, რა ეგონა ავდგებოდი და წიხლებს დავუშენდი,თუ? პირველი რაც გონებაში მომივიდა, ეს მუცელის შეთვალიერება იყო. ჩემთან ერთად მთელი ოჯახი აკვირდებოდა ჩემს რეაქციას, ქცევას და გამოხტომას,მაგრამ ბაჩანას გავხედე და ისტერიულად გავუცინე. 

-მეღადავებით? - თავი ვერ შევიკავე. 

-არა, უკვე ორი დღეა ჩემს ჯერ არ დაბადებულ შვილებს კოტე ბაბუს ჭაჭას ასმევ, მისი ღორების წუმპეში გორაობ და მიკვირს,როგორ გადარჩით საერთოდ! - სიცილით გადააქნია თავი.

-დედასავით ამტანები არიან! - ნიკამ დააგვირვგვინა ცოლ-ქმრის საუბარი და მთელს სანათესაოსთან ერთად ახარხარდა.

-შვილებს? - გაოცებულმა წამოვიყვირე. 

-ეკამ არასწორად გითხრა, სამსული ხარ! - თვალი ჩამიკრა ნიკამ და ხელი გადახვია ეკას.

-მალადეც სიძეს! - მოულოდნელად სიცილის დროს ალაპარაკდა დათო და მთელი ნათესაობის ყურადღება მიიქცია, არამარტო მე, არამედ მთელი ოჯახი ვერ მივხვდით რა იგულისხმა ჩემმა მამობილმა,სანამ არ გაგვიმარტა. - პირველივე ჯერზე,რომ ივაჟკაცა..- ლოყებ აწითლებულმა ამოილაპარაკა და ნინოს მუშტიც იგემა მხარზე,თითქოს თვითონ რამე ჭკვიანურს აკეთებდეს ხოლმე.

ჩემი ორსულობის შესახებ მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომისას გავიაზრე,მთელი სამი საათის მანძილზე ვცდილობდი დამეჯერებინა,რომ სიმართლეს მოუბნებოდნენ,მაგრამ იმდენად დაშინებული ვიყავი გონებამდე მიტანა ძალიან მიჭირდა,მაგრამ მომწონდა მთელი სანათესაოს ზრუნვა ჩემდამი. 
ორ მანქნაში 11 ადამიანი გადავნაწილდით ისე,რომ ორსული დედა-შვილი არავის შევეწუხებინეთ,მაგრამ ყველაზე მეტად მაინტერესებდა კოტე ბაბუას და მარიტა ბებიას რეაქცია,როცა მთელ სანათესაოს ერთად დაკომპლექტებულს გვიხილავდნენ სახლში დაბრუნებისას, ალბათ საცოდავ მოხუცებს ერთი სული ექნებათ ჩვენი სახლში გასტუმრების. 
ჩემი მოლოდინები არ გამართლდა, ისეთი ჟრიამულით შეხვდნენ უფროს საზოგადოებას ჩემს შესახებ საერთოდ დაავიწყდათ. ვგრძნობდი საღამოს ვახშმის დროს, რამდენი გამოტყვრებოდა, მითუმეტეს,რომ თვით მათი შვილიშვილის ცოლი ჩამობრძანდა. ისე დახვდნენ ანიკოს,თითქოს პრინცესა ყოფილიყოო, ერთი ზედმეტი თეფშიც კი არ ააწევინეს, ისე გაშალეს სუფრა ჩემმა უბედურმა მომავალმა რძალმა და მარიტამ, უკვე იმდენჯერ უწევდათ ერთად სუფრის გაშლა საერთოდ აღარ ვეჭვიანობდი, მათი დადაქალება უკვე მოლავებათ მიმაჩნდა ამდენი ჭურჭულის რეცხვის და სუფრის გაშლის შემდეგ. 
მე როგორც ავადმყოფმა და ამავდროიულად ორსულმა ქალმა სუფრა მალევე დავტოვე და ჩემს საწოლში ჩავეწქი, რაღა თქმა უნდა ქმართან ერთად, უბრალოდ უფლებას არ მივცემდი დღეს საღამოსაც დაელია, მკაცრად დავემუქრე, ან გაყრა ან ჩემთან ერთად ძილი, როგორც აღმოჩნდა ჭკვიანი ქმარი მყოლია.

-მეგონა ასეთ მოკლე დროში ვერ იგებდნენ ორსულობის შესახებ...- გულაღმა გადაწვა,თან მარჯვენა ხელით თმაზე დამიწყო თამაში. 

-ფხუკეთში წასვლა გადაიდო...- დამწუხრებულმა ვთქვი და ამოვიხვნეშე. 

-მთელი ოჯახი თურქეთში,რომ წავიდეთ რა აზრის ხარ? - ღიმილით გადმომხედა. 

-ბაჩა, იმედი მაქვს იხუმრე!- გაოცებულმა დავაჭყიტე თვალები.

-არა, რატო? - გაიკვირვა. - ტურს მე დავგეგმავ და რა ჯობია ყველა ერთად,რომ ვიქნებით? 

-ბაჩანა, მგონი სიცხე გაქვს! - შუბლზე ხელი დავადე და მისკენ გადავბრუნდი. -მთელი ოჯახობა ჯერ მარტო რაჭაში მყოფნის, ახლა თურქეთში გვარბენინე გიჟებივით,ხან საავადმყოფოში და ხანაც სასტუმროში. 

-როგორც არ უნდა ეცადო მათ მოშორებას,მაინც ვერ მოიშორებ იმიტომ,რომ შენი ნათესავები არიან! - ცხვირზე ხელი დამკრა,თან ზეწრის ქვემოდ ხელი შეაცურა და მუცელზე გაშლილი ხუთი თითი მომადო. გონებაში სალანძღავი სიტყვები გაეფანტა, გაოცებულმა ჩავაყოლე მზერა მის ხელს ჩემს მუცელზე და სუნთქვა შევიკარი, თან მრცხვენოდა თვალებში ჩამეხედა ქმრისთვის,თითქოს რაიმე მქონდა დაშავებულიო. - ორი სახელი გვაქვს მოსაფიქრებელი...- შუბლზე მაკოცა და გამიცინა. საერთოდ დამავიწყდა, ფხუკეთი, თურქეთი და რაჭაც იმდენად დამატკბო ქმრის თბილმა სიტყვებმა და მოქცევამ,მაგრამ იმდენად მეუცხოვა მორცხვად მოვიკუნტე ერთ ადგილას და თვალები დავმალე,რომ არ შემეხედა,თან გავიაზრე ორი ერთნაირი ბაჩანა და მიმი, სრული კატასტროფა,რომელიც უკვე სიგიჟემდე მიყვარდა.

***

ძილი ყვირილმა, კივილმა და წივილმა დამიფრთხო, მართალია მსუბუქი ტვინის შერყევა მქონდა მიღებული,მაგრამ ყვირილის ხმამ საერთოდ ჭკუიდან შემშალა, გვერდით საწოლის მხარეს ხელი დავარტყი და ვიგრძენი,რომ არავინ იყო, მაშინვე დამავიწყდა ტვინის შერყევა და სახსრების ტკივილი, ელვისებური სისწრაფით ჩავიცვი ტანზე და კიბეებზე დავეშვი, ორი დღის უკან დამტვრეული ორსული ქალბატონი. ეზოში გასვლისთანავე დავინახე ბაჩანას ხხელებში ვიღაც უცხო კაცი, რომელსაც დათოს პერანგზე ჰქონდა "კლანჭები" ჩასობილი და ცდილობდა თავისკენ მიებრუნებინა,მაგრამ დათოს სულ სხვა ადამიანი ჰყავდა მოქცეული ხელებში და მთელი ძალით უბრახუნებდა. ჩემს ძმას და როგორც თვითონ ამბობდა საუკეთესო მებრძოლ თოკოს ერთი ადამიანი ეჯდა ზემოდან და გემრიელად ურახუნებდა ორივეს ერთი დარტყმით. ყველაზე კატასტროფა სანახავი იყო, ეკა, მაკა, ნინო და მარიტები ბოლო ხმაზე,რომ წიოდნენ და უცხო კაცებს ჭურჭლის ტილოთი სცემდნენ. ორი წამით, ვიფიქრე ჩემს წარმოსახვაში ხდებოდა ეს ყველაფერი,თუმცა როგორცკი ჩემი ქმრისკენ დავინახე მოქნეული მუშტი მაშინვე წითელი ამენთო. შეუმჩნევლად მივედი ეზოში მდგარ ონკანთან წყლის მილი შევუერთე, ბოლომდე მოვვუშვი და პირდაპირ ცხელ ადგილას მივუშვირე. მხოლოდ "ვაიმე" მესმოდა, ყველა ერთდროულად ყვიროდნენ და გაწუწულ-გალუმპულები ჩემსკენ მობრუნდნენ, რაც პირველი გონებაში მომაფქირდა, ეს ღიმილი და გაქცევა იყო,მაგრამ მხოლოდ გავიღიმე და იმედი მივეცი საკუთარ თავს,რომ ჩემი ქმარი იქ იყო და არავინ არაფერს მიზამდა. 

***
-რა გაჩხუბებდათ? - მოთიმება გადაწურულმა ხმამაღლა ვიკითხე ყველას გასაგონად და მაგიდის თავში დავჯექი. - ბაჩანა,როგორც მახსოვს შენ ჩემს გვერდით იწექი და აქ,როგორ აღმოჩნდი?! 

-მეზობლებმა, ხმაურობთო და მთვრალ გამოშტერებულებს მეტი რაღა უნდოდათ, ატყდა ერთი ამბავი! - ტირილით თქვა ნინომ და დასისხლიანებულ შვილის ძმაკაცს სპირტიანი ბამბა დაუსვა სახეზე, ნიკას კი მარცხენა ხელით მარაოს უნიავებდა ჰაერი,რომ მისწვდომოდა.

-ერთი გადაჭრილი ვანდამი, მეორე მსუქანი შვარცნეგერი! - თავი გადავაქნიე ჩემი ძმის და მისი მეგობრის დანახვისას. მეტი რა მინდოდა ახალი დაცინვის თემა მქონდა, ისე იყვნენ ნაცემები ერთი ცოცხალი ადგილი არ ჰქონდათ. 

-დათო, შენი ბრალია! - ატირდა ნინო ისევ. - მიგეხედა უკან, როგორ სცემდა ის მუტრუკი ჩემს ბიჭებს! 

-არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა ნინო! - ხელი დაუსვა მძახალს მაკამ. თვითონ რა ენაღვლებოდა, ბაჩანას მხოლოდ ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, აი ჩემი ძმა და თორნიკე მოსიარულე მკვდრებს გავდნენ. 

-დათო ყველაზე მოზვავებულ კაცს ერკინებოდა დედა! - სიცილი ავტეხე. - უკან,რომ მოეხედა, ჩემს ქმარსაც და შენს ქმარსაც გათიშავდა, აი მერე შენს უბედურ შვილს და მის ძმაკაცს საერთოდ ვეღარ ვიცნობდით! - დავიცავი მამობილი.

-მასე მიცნობ? - ეწყინასავით ბაჩანას. 

-ჩემი ჯეკი ჩანი! - გულიანად ავხარხარდით,მხოლოდ ცოლ-ქმარი დანარჩენი გვიყურებდნენ და ერთი სული ჰქონდათ მოვეგუდეთ.

 

 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: არეული, undefined, ნაწილი), გეგმა, (მეორე
ნანახია: 2267 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
Eseni ertad iyvnenukve?? O..o mgonigamomrcha:DDD mokledkaia daavelidebishemdeg taavs meti Mimi DA bachanaminda *.*
avatar
0
2
კიი ფხუკეთში :D მმადლობაა 3o 3o
avatar
0 Spam
3
მარიამ აი მართლა კაი ხანია ასეფი ისტორია არ დაგიწერია, აუ რანდენი ვიცინე განსაკუთრებით ცემის ფაქტზე :)))) ყველა კარგად აფრენს რა :))) მეჩვენება რონ ბაჩანას თითქოს არ უყვარს მიმი, ძალიამ ინდეფერენტული პერსონაჟი გყავს დაათბე ცოტა ქენი რამე რავიცი :)):*
avatar
0 Spam
4
სად დაიკარგე? აღარ აგრძელებ?
avatar