არეული გეგმა (მეორე ნაწილი) [7]
31.10.2017, 21:50
ჩემმა ქმარმა ვერ ამოიგდო ტვინიდან საოჯახო ტური თურქეთში. რაჭიდან თბილისამდე მოყოლებული ტვინს მიბურღავდა და ჩემს ტოქსიკოზე უაზრო საფიქრალს მიმატებდა, გასაცოდავებულ, ორ შეშილილ ბავშვზე ორსულ ქალს, საოჯახო ტური მინდოდა თურქეთში? 
ორ კილომეტრზე ვგრძნობდი საჭმლის სუნს და ცუდად ვხდებოდი, აი ახლოს სადმე თუ შევიგრძნობდი რაიმე საჭმის სუნს, შეიძლებოდა იქვე ჩავკეცილიყავი და "მეყოჩაღა". ჭამა ყოველ წამს მინდოდა,მაგრამ ჩემი ბავშვები მსჯიდნენ და არცერთ ლუკმას მშვიდობიანად არ მაჭმევდნენ. ბაჩანა მეორე კვირა მშიერი დადიოდა, მგონი ისევ ნატრულობდა რაჭაში დაბრუნებას. ყველაფერთან ერთად ხმას არ იღებდა, ძალით თუ სურვილით მიღიმოდა და აქეთ მამშვიდებდა ყოველ ჩემს ცუდად ყოფნაზე. პრინციპში ასეც უნდა ყოფილიყო,მაგრამ მისი მოთმინება მაოცებდა.

-რატომ არ მოსწონს მიმის არ ვიცი! - მხრები აიჩეჩა ბაჩანამ და ჩემი მომავალი სარძლოსა და ძმის რეაქციას დაელოდა.

-მაგას არასდროს არაფერი არ მოსწონს! - კბილებში გამოსცრა ნიკამ. - მშვენიერი აზრია, არა? - გადახედა ეკას და ხელი ფეხზე მსუბუქად დაარტყა. 

-კი, მე მომწონს, მარიტა და თორნიკეც ხომ მოვლენ და იმათაც ვკითხოთ, მერე ჩვენებს ვუთხრათ და თუ ყველა თანახმა იქნება წავიდეთ! - ეს,რომ მარტიას პირიდან მომესმინა კიდევ ავიტანდი,მაგრამ ჩემი საუკეთესო დაქალისგან ნამდვილად არ ველოდი ღალატს. 

-ტოქსიკოზი მაქვს-მეთქი არ გესმით? - დივანზე დავენარცხე და ჩემგან შორს გავწიე პიცის თეფში. 

-ფხუკეთში ხო მაინც წახვალ? 

-ნიკა ჩემი ძმა ხარ,თუ ბაჩანასი? - გაბრაზებულმა დავუქაჩე ძმას თვალები. 

-გართობა გვინდა, რაშუაშია და-ძმობა?! - გაეცინა. - შენ უბრალოდ მთელს ოჯახთან ერთად არ გინდა წასვლა...

-არარის ეგრე! - მივხვდი გამომიჭირეს და ვცადე თავი დამეცვა.- წამოვალ სხვაგზა არ მაქვს,მაგრამ სხვის აზრსაც მოვისმენ! 

რას ველოდებოდი, თორნიკე ან მარიტა იტყოდა უარს, თუ რა? პირიქით აიტეხეს ახლავე შევკრიბოთ ნათესაობა და გავაგებინოთო, რის გამოც ბაჩანა უფრო აქტიურად მიპაჭუნებდა თვალებს შორიდან.

-ხოდა, ერთი კარგი სააგენტო ვიცი ხვალვე მივალ და უახლოეს დღეებში დავაგეგმინებ ტურს! - თვალი ჩამიკრა და ლუდი მოსვა შუშის ბოთლიდან. 

***

მეგობრების ყოფნისას და წასვლის შემდეგაც ცუდ ხასიათზე დავდექი, არ ვიცი რატომ,მაგრამ მართლა არ მინდოდა ახლა სადმე წასვლა, პირიქით ზაფხული ყელში მქონდა ამოსული, ახლა თოვლი და ცხელი ჩაი უფრო მომეწონებოდა ქმართან ერთად და არა მთელს სანათესაოსთან ერთად. თუმცა ანტარქტიდაზე ხომ არ წავიდოდით?! თან მთელს ჩემს სამეგობროს და სანათესაოს გართობა და მზე სურდათ. იმ ღამეს ქმარს ზურგი ვაქციე და ისე დავწქეი,მაგრამ ვერ დავიძინე ღამის ორამდე საწოლში ვხვანცალებდი და შევიგრძნობდი საზიზღარი კარტფილის სუნს,რომელსაც სავარაუდოდ ჩემი მეზობელი წვავდა, ხო ზუსტად ღამის ორ საათზე. ავდექი აივნის კარი დავხურე და ისევ დავწექი,მაგრამ ახლა ბაჩანას ჩუმმა,მაგრამ იმ მომენტში გამაღიზიანებელმა ფშვინვამ შემაწუხა, ერთი სიტყვით იმ ღამეს ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ იყო.

-ბაჩანაა....-  მხარზე ვუჯიკე და ვცადე გამეღვიძებინა.

-რა? - ცალი თვალი გაახილა და მომანჭული სახით მკითხა,თან ცდილობდა არ შეემჩნია,რომ გაბრაზდა.

-არ გინდა დედაშენისგან მაბი წამოვიყვანოთ? - სრულიად სერიოზულად ვკითხე.

-მეხუმრები? - ნერვულად გაეცინა. - ახლა ამ დროს?

-ხო, რა იყო მომენატრა! 

-შუა ღამეს? - ახლა უკვე ორივე თვალი გაახილა და საწოლზე წამოჯდა,თან ტელეფონი გაანათა და საათს დახედა. - სამის ნახევარზე ძაღლი,რამ გაგახსნა? - სიბრაზე სიცილში გადაუვიდა.

-ვფიქრობ,რომ ძაღლმა ჩვენთან ერთად უნდა იცხოვროს! - ნაწყენმა დავუწყე თამაში პიჟამოს თასმებს. - ოღონდ არ გეგონოს,რომ ეს ორსულობის ბრალია,მართლა მომენატრა!

-მაინც და მაინც ახლა გინდა ბამი? - სიცილს ვერ იკავებდა,რაც უფრო მძაბავდა, ლამის ტირილი მოვრთე. სინამდვილეში ეს პრობლემა არ მაწუხებდა, უბრალოდ ტირილი მინდოდა,მაგრამ რატომ და რის გულისთვის არვიცოდი, ასეუაზროდ მინდოდა მეღრიალა ბოლო ხმაზე.  -რომ გაგეღვიძებინე და ტორტი გეთქვა ეგ უფრო არ გამიკვირდებოდა,როგორც ბამიმ გამაკვირვა...

-აუ ბაჩანა რა!- მისი სიცილი ალბათ ჩემთვის პიკი იყო და ტირილიც მოვცხე, ბალიშზე თავით დავენარცხე და ტირილი მოვრთე. 

-ვაიმე! - ხმა საოცრად ჩუმად თქვა და თმაში ხელი შემიცურა,თან მეორე ხელით ნიკაპი ამიწია და სახიდან თმები გადამიყარა. - ანიკოც ტიროდა ხოლმე ტყუილ უბრალოდ, ამიტომ არაა ეს ჩემთვის უცხო - ისევ ჩაიღიმა და ისიც ანალოგიურად დაწვა და ცხვირი ცხვირთან მომიტანა. - ახლა ტირილი შეწყვიტე და წავიდეთ დავადგეთ მაკას ბამი წავართვათ! - საწოლიდან წამოხტა და შიშველ ტანზე მაისური გადაიცვა. - ან ყველაზე ნაღდი, სახლში შევიპაროთ და ძაღლი მოვტაცოთ! - სახეზე მომაგდო ჩემი კაბა,რომელიც დაფიქრების გარეშე აარჩია ჩემი საკიდიდან. 

-მარტო წადი რა....- დავიბუზღუნე და ზურგზე დავწექი

-მიმი! - შემომიბღვირასავით. - ჩვენ ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ,მათ შორის ქურდობაც, ადექი!

-მაშინ შაურმაც ვჭამოთ! - ზოზინით გადავიცვი ბაჩანას არჩეული კაბა და ფეხზე ბანცალით წამოვდექი,თან უსწორმასწოროდ შევიკარი აწეწილი კოსა და საძინებლიდან გასულ ქმარს გავყევი. 

-ამ ღამეს შაურმა სად ვიშოვო?! - გაეცინა და მანქანის გასაღები ხელში აიღო,თან გასასვლელი კარი გააღო,თან გზა დამითმო,მაგრამ მოულოდნელად ფეხებზე დამხედა და წარბაწეულმა გარეთ გამომიყარა ჩემი სანდალები. - ფეხშიშველი მოდის სამსული ქალბატონი! - თავი ვითომ გაბრაზებულმა გააქნია და კარი დაკეტა. 

-ბაჩუ! - ლიფტში დამჯერი ბავშვივით შევყევი და შევხედე.

-რა ბაჩუ? - სიცილი აუტყდა. - მე მიმუს დაგიძახებ! 

-ახლა მივბრუნდები!

-კარგი ხო, რა გინდა? - ჩუმად მაინც განაგრძო ფხუკუნი.

-ბარბარე და მიშკა ხომ არ დავარქვათ ბავშვებს?- სრული სერიოზულობით ვიკითხე. 

-რაო? - უარესად გაეცინა. - და საიდან იცი სქესი? 

-მგონია,რო გოგო და ბიჭია!- მტკიცედ ვთქვი.

-ვთქვად და გამართლდა შენი "მგონია",მაგრამ ბარბარე და მიშკა რატო? 

-ბარბარე იმიტომ,რომ შენი სახელი ბ- ასოზე იწყება და მიშკას შენთვითონაც მიხვდები! 

-არცერთი სახელი,რომ არ მომწონს?! - სახე მობრიცა

-არც მე,მაგრამ საინტერესო არაა? -ტუჩები მოვპრუწე.

-ახლა არ ვიცი რას გიზამ! - უარესად დამიცინა და ლოყებზე ხელები მომიჭირა,თან ტუჩებზე მაკოცა. - საიდან შემხვდა ასეთი დებილი ცოლი!

-მაკას და ნინოს ჰკითხე!

****


სასაცილო სანახავი ვიყავით გვერდიდან,როგორ ვიპარებოდით ბაჩანას მშობლიურ სახლში,ისე რომ მისი მშობლები არ გაგვეღვიძებინა,თან სიცილისგან ორივე აწითლებული ფეხის წვერებზე წინმივიწევდით და თან ერთმანეთს ვაჩუმებდით,მაგრამ ბამი იმდენი ხანი არ გვყავდა ნანახი გვიუცხოვა და ყეფა ატეხა.

-ქიცი, ქიცი! - ბაჩანამ ნერვიულად გაუცინა და საყვარელი ხმით დაიხარა მისკენ,მაგრამ ძაღლმა ისე დაუღრინა,ლამის ხელებში ჩამივარდა. ორივე კედელს ავეკარით და ოთახიდან გამოვარდნილ მაკას დავხვდით,რომელსაც სავარაუდოდ ქურდები ვეგონეთ. 

-აქ რა ხდება?! - გაოცებულმა ხალათი შეიკრა და აწეწილი თმა უკან გადაიყარა,თან შუქი აანთო ოთახში. 

-ძაღლის წასაყვანად მოვედით....- დავიჩურჩულეთ ერთ ხმად და ერთმანეთს გადავხედეთ. 

-ახლა, ამ დროს?- გაოცებას ვერ მალავდა დედამთილი. - რამე მოხდა? - ზედმეტად ცუდ ტყუილად მოეჩვენა ჩევნი სიმართლე და შეშინებული დაჯდა სკამზე.- ვინმეა ცუდად? -ხელი შუბლზე მიიდო. -არ დამიმალოთ! - უკვე ლამის გაჰკიოდა. 

-დედა დამშვიდდი!- სიცილს ვერ ვიკავებდით ცოლ-ქმარი.- მართლა ძაღლის წასაყვანად მოვედით.

-ვის ატყუებთ?! - თვალები დააჭყიტა და ხმას უმატა. - ანიკოა ცუდად.თუ ნინო,რახდება?! - დედამთილის ისტერიკაზე სიცილს ვერ ვიკავებდი ჩუმად,მაგრამ მაინც ვიცინოდი,თან სახეზე ხელს ვიფარებდი,რომ არ შევემჩნიე. 

-დედა, არავინაა ცუდად მართლა ძაღლის წასაყვანად ვართ მოსულები! 

-არ მჯერა! - სახიდან ფერი გადაუვიდა და გვანიშნა ონკანიდან წყალი ჩამოგვესხა, მაშინვე ავუვსე ჭიქა და ხელებში მივაწოდე. სხვა რას მოველოდით, ღამის ოთხ საათზე სახლში ჩუმად შემოპარულ შვილს და რძალს,რომ დაინახავ და ამ დროს,რომ ამტკიცებენ ძაღლის წასაყვანად ვართ მოსულებიაო,ცოტა ძნელი დასაჯერებელია,მაგრამ იმდენად სასაცილო სანახავი იყო ქმარს თვალებში ვერ ვუყურებდი,რომ ერთდროუალდ არ აგვეტეხა ხმამაღალი ხარხარი.

-დედა მიმიმ ღამე გაიღვიძა ტირილით......

-რააა?! - თქმაარ აცადა შვილს ისე წამოხტა ფეხზე და თმების პუტვა დაიწყო. - ხომ ვთქვი! 

-დედა, დამაცადე გითხრა! -ხმამაღლა დაუყვირა და სკამზე ძალით დასვა. 

-ტირილით გამაღვიძა და მთხოვა ძაღლი სახლში მოვიყვანოთო, ვერ ვაწყენინე,თან შენი გაღვიძებაც არ გვინდოდა და ჩუმად დავაპირეთ ძაღლის მოტაცება,მაგრამ ვერ გვიცნო სულელმა ძაღლმა!

-სანამ არ დავურეკავ ანიკოს,იქამდე ვერ მოვისვენებ! - ხალათის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა. 

-ამ შუაღამეს რატომ ურეკავ, ისიც არ დააწიოკო!

-აი, არც მარეკინებ! - უფრო დაეჭვდა.

-დარეკოს!- თვალები დავუჭყიტე ქმარს და დედამთილს ვანიშნე დაერეკა. 
ყურზე კანკალით მიიდო მობილური და სანამ უპასუხებდა და გააღვიძებდა ჩემი დედამთილი გათეთრდა და ლამის გონება დაკარგა,როგორც კი შვილის ნამძინარები ხმა გაიგო ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონი გაუთიშა,თან მოუბოდიშა და მოატყუა,თითქოს შემთხვევით დაერეკა. 

-კიდევ კარგი მამაშენი არ იყო სახლში! - ღრენით თქვა და ყეფით გაამსკდარი ძაღლი კალთაში ჩაისვა. - სად უნდა წაიყვანოთ ძაღლი?! 

-სახლში..,-მხრები აიჩეჩა ბაჩანამ.

-თქვენთან საერთოდ არაა შეჩვაეული და რატომ უნდა დატანჯოთ ძაღლი,თან ორსულად ხარ ამის თავი სად გაქვას? -გამჭოლი მზერა მესროლა და ძაღლი უფრო მიიხუტა. 

-ხო,მარა მე მაჩუქა...-დამნაშავე სახით ვთქვი და თავი დავხარე. 

-კიბატონო წაიყვანეთ!- ნაწყენმა ამოიხვნეშა და გაბრაზებულმა გადმოგვხედა. აშკარად ეტყობოდა,რომ ძაღლის გამოშვება საერთოდ არ სურდა,მე კიდევ მართლა არ მქონდა ძაღლის ნერვები,ამიტომ უხერხულად გავუცინე და ქმარს ვანიშნე აღარაფერი ეთქვა. 

-მართალი ხართ, სად მაქ ძაღლის თავი....

-დამაწიოკეთ ქალი არაფრის გამო, შეიძლება ასე?! - გაბრაზებულმა დაგვტუქსა ბავშვებივით მომცინარე ცოლ-ქმარი. 

-წავალთ ჩვენ! - კარისკენ გაიხედა ბაშანამ.

-სად?! - თვალები აენთო.

-შაურმა მინდა მე და იქ უნდა წამიყვანოს! - ამაყად ვთქვი და ტუჩები გავილოკე.

-ამ ღამეს, შაურმა?!

-დედა, უკვე ჩვენთვის დიდიხანია გათენდა! 

-არსად წახვიდეთ, გამოიძახეთ,თქვენ რა გგონიათ მე არ მიყვარს შაურმა? - წარბაწეულმა თქვა,თან ჩაიდანი დაადგა, აი აქ კი ვერცერთმა შევიკავეთ ხმამაღალი სიცილი.

________________

ვიცი ყველაფერი რასაც ჩემზე ფიქრობთ :დ უნამუსო ვარ და ა.
შ მაგრამ ისე დაემთხვა ჯერ ჩემი პრობლემები და მერე მუზის გაქრობა,რომ საშინლად გამიჭირდა ახლა წერა,თუმცა ახლა სულ მალე დავასრულებ ამას და ახალს დავიწყებ :დ უბრალოდ არ შემეძლო ისე დამეტოვებინა ჩემი ბაჩანა და მიმი.
პ.ს არც ის მეწყინება და გამიკვირდება თუ აღარ წაიკითხავთ ღირსი ვარ! 
მაგრამ ბოდიში'თ ასეთი უპასუხისმგებლობისთვის და ვეცდები გამოვსწორდე. 
ხვალ იქნება ახალი თავი <3 მადლობა,რომ მიძლებთ
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888
ნანახია: 1528 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ჰაჰაჰა, მე არ მჭირდება ლოდინი, ყველა თავს ერთად ვკიხლბ, ამიტომაა კარგი დასრლებული ნაწმოებების კითხვა!
avatar
0 Spam
2
თუ კიხულობ ჩემს კომენტარებს ძველ ნაარმოებებზე, მაშინ აქვე გკითხავ, რატომ არ დაასრლე "ილზა"? საკმაოდ საინტერსოდ ვკითხულობდი...
avatar