არეული გეგმა (მეორე ნაწილი) [8] დასასრული
02.11.2017, 21:53

-მიმი, გუშინ მართლა მაკასთან იყავით? - მარიტამ თვალები დაახამხამა და ეკას თვალი ჩაუკრა, თუმცა ვერ მივხვდი რატომ.

-ხო, რა იყო?- გაკვირვებულმა ვიკითხე,თან ჭიქებში ყავა დავასხი.

-არაფერი...-მხრები აიჩეჩა ეშმაკური სიცილით. - უთხარით თურქეთზე? 

-ვუთხრით.

-ხო, მე ანიკომ დამირეკა და მახარა. - თმები კოსად შეიკრა,თან ყავა მოსვა და ღიმილით გააგრძელა. - ფაქტიურად ყველამ ყვლაფერი იცის და დღეს ანიკოსთან უნდა შევიკრიბოთ. 

-ხო, ეგეც ვიცი! - გავუღიმე მოჩვენებითად,თან ტელეფონში ჩავიხედე. 

-არ გიხარია წამოსვლა? - დაეჭვებით მკითხა. 

-მიხარია, მიხარია....

-ისე ამოიხვნეშე, მგონი საერთოდ არ გიხარია.- ნაწყენმა თქვა ეკამ. 

-უბრალოდ არ ვიცი ამ ბოლო დროს რატომ არაფერი მიხარია. - საკუთარ ხმას ვერ ვუჯერებდი,ნუთუ ჩემთვის საზიზღარი მარიტას წინ გულახდილ საუბარს ვიწყებდი ჩემს დაქალთან ერთად, რომელიც მარიტამ მგონი საბოლოოდ წამართვა. -წუხელ ტირილით გავათენე და სანამ ბაჩანა არ გავაღვიძე იქამდე ვერ მოვისვენე, მგონი რაღაცაშია საქმე...

-ვაიმე, რა სასაცილო ხარ! - გადაიხარხარა მარიტამ. - ორსულობამ იცის, ანიკოც ეგრე იყო ხოლმე.

-მე არ მაინტერებს ანიკო და ლალიკო, უბრალოდ მგონი ჩემი ქმარიც მაღიზიანებს...

-მემგონი ეგეთი რაღაც ხდება, დედაჩემი ამბობდა შეიძლება ორსულობის დროს ქმარი შეგზიზღდესო!- დაეჭვებით თქვა ეკამ.

-არა, არ მეზიზღება! - თვალები დავქაჩე. - უბრალოდ როცა აქამდე მისი სუნი მიყვარდა ახლა მაღიზიანებს, როგორც კი კარს გააღებს ეგრევე ვიძაბები და ძნელად ვსუნთქავ. - ცრემლებიც კი გადმოვყარე და ისე გავასწორე მიწასთან ქმარი.

-არაუშავს, ცხრათვის მერე გადაგივლის! - ერთხმად გაეიცინეს.

-რავიცი, იქნებ მერეც არ გადამიაროს,თან ზოგჯერ ისე მიყვარს ლამის გავგიჟდე, მაგრამ ზოგჯერ სურვილი მიჩნდება საწოლიდან გადავაგდო...


ალბათ მათთვის სასაცილო სანახავი ვიყავი,მაგრამ მართლა ქაოსი ხდებოდა ჩემს გონებაში, საერთოდ არ ვიცოდი რა მინდოდა, რას ვითხოვდი ან ჩემი ქმრისგან ან საკუთარი თავისგან,როცა არაჩვეულებრივი იდეა ჰქონდა მოფიქრებული, მთელი ოჯახი ერთად შეგვკრიბა და გვაჩუქა თურქეთში საგზური,მაგრამ  მე მაინც უკმაყოფილო ვიყავი და ყველას და ყველაფერს ვუბღვიროდი, მაშინაც კი როცა ჩემს მულთან ვისხედით მთელი ოჯახი და ვახშმობდით. გვერდიდან ისეთი ცუდი სანახავი ვიყავი ალბათ, უმაკიაჟო უბრალო თეთრ მაისურსა და ჯინსებში,მაგრამ არავინ არაფერს იმჩნევდა,თუმცა ყველა ყველაფერს ხვდებოდა,რომ მე არაფერი არ მიხაროდა. თუმცა ერთადერთი ორსული არ ვიყავი კოლექტივში, მაგრამ მაინც და მაინც მე მჭირდა ერთდროულად ტოქსიკოზი და "ქმრის სიძულვილი", ვერაფრით ვეგუებდი იმ ფაქტს,რომ ყველაფერი ცუდი მე უნდა დამმართნოდა.

მულმა სპეციალურად ჩემთვის შოკოლადის ტორი გამოაცხო და ყველაზე დიდი ნაჭერი მე დამიდო,მე კი მივხვდი,რომ ჩემი გახარება უნდოდა,მაგრამ ტორტის სუნი ისე მაწუხებდა ძლივს ვიკავებდი,თავს უნიტაზს,რომ არ ჩავხუტებოდი,ამიტომ ქმარს თვალები დავუბრიალე და ვანიშნე ჩემი ტორტიც შეეჭამა იქამდე, სანამ თავის და სამზარეულოში ოჯახისთვის ხაჭაპურს აცხელებდა. 
ბაჩანა ჩემსკენ გადმოიწია და ყურთან მომიტანა ტუჩები,თან ჩუმი მშვიდი ხმით მკითხა.
-ცუდად ხარ? 

-ცოტა...

-გინდა წავიდეთ? - თმა ყურზე გადამიწია და სერიოზული ტონით მკითხა.

-არა, სახლში რაღა უნდა ვაკეთოთ? - სწრაფად ვიუარე და მულის ოთახში შემოსვლისთანავე ხელში დავიკავე ნახევრად შეჭმული ტორტი,თითქოს მე შევჭამეო.

-მიმი, ბავშვების სახელები ხომ არ მოგიფიქრებიათ? - თამამად მკითხა მამინაცვალმა და ცოლს ხელი მკლავზე დაადო და გაგვიღიმა ცოლ-ქმარს. 

-კი!- მაშინვე ამენთო თვალები და ამჯერად ქმარს სიყვარულით სავსე თვალებით გადავხედე. 

-ბარბარე და მიშკა! - უკმაყოფილო სახით დამასწრო თქმა ბაჩანამ,რომელიც იმ მომენტში უკვე მძულდა. 

-ბარბარე? - თვალები გადმოკარკლა ნინომ და მუცელზე ხელი მიიდო. - რა ბარბარე? - აღშფოთდა. 

-ხო რა არ მოგწონს?- შევცბი და ქმარს გადავხედე,იმის მიედით,რომ მანიშნებდა რაიმეს არასწორად ხომ არ ვამბობდი.

-ბარბარეს მე ვარქმევ! - სრული ბედნიერებისთვის დედაჩემის დაპირისპირებაღა მაკლდა.

-რა იცი,რომ გოგოა?- და აი დაიწყო ორი ორსულის დედა-შვილის დაპირისპირება.

-ვიცი!- მტკიცედ თქვა- შენ რა იცი,რომ გოგო და ბიჭია?- არ დამაკლო.

-სხვა სახელი დაარქვით, უთხარი დათო!- ვცადე თავი დამეცვა.

-ესღა გვაკლდა!- გაიცინა ნიკამ და მთელი სანათესაო აიყოლია. - ორივემ ბარბარე დაარქვით..

-საერთოდ მე თუ მკითხავთ, ბარბარე არ მომწონს...- ქმარმა მომენტალურად გამყიდა. - არ ვიცი,რატომ მაგრამ მგონია ჩვენს გოგოს,თუ საერთოდ გოგო იქნება რომელიმე, ლიზა უნდა ერქვას, ბიჭს - მათე! 

-მოდი ჯერ სქესი გაიგეთ და მერე შეთანხმდით, ერთმა ერთს დაარქვით და მეორემ მეორეს, ეს ხომ არარის ერთი ბავშვი, ორი ტყუპი გეყოლებათ და თავისუფლებაც მეტი გაქვთ! - მულმა ყველა ერთხმად გაგვაჩუმა და ძმას თვალი ჩაუკრა.

-მართალი ხარ...- არვიცი რატომ დავეთანხმე,მაგრამ მაინც გამაჩუმეს. არ ვიცი,რატომ მოქმედებდა ორსულობა ასე ჩემზე.


მთელს ოჯახს მოეწონა ბაჩანას იდეა და ბედნირებმა ლამის ცეკვა დაიწყეს,მაგრამ ბევრს თურქეთი არ მოეწონა, სხვა ქვეყანა ავარჩიოთო, რამაც უფრო უარესად გამაღიზიანა, ერთი სიტყვით ძლივს ვიჯექი იქ და ძლივს ვისმენდი მათ ლაპარაკს, ძილის და მოსვენების გარდა არაფერი მინდოდა,ამიტომ ბაჩანას ვთხოვე,რომ სახლში წავსულიყავით, ისიც უპრობლემოდ დამთანხმდა და სახლში უხმოდ მიმიყვანა. საწოლში ტანსაცმლიანად დავწექი და ჩემს ბალიშს ჩავეხუტე ,თან ვცადე ქმრის ყურადღება არ მიმექცია,მაგრამ როგორ გინდა ბაჩანას გამოაპარო რამე? 
თავიდან უხმოდ დაწვა ჩემს გვერდით და ხელი გადამხვია,თან მეორე ხელით თმაზე დამიწყო თამაში და ისე ალაპარაკდა,თითქოს არაფერი შეემჩნიაო. 

-თუ გინდა მე და შენ სადმე სხვაგან წავიდეთ, ან სულაც აქ დავრჩეთ და ესენი გავუშვათ სადმე! 

-არა, წამოვალ...

-მიმი, არ მინდა შენთვის ტანჯვა იყოს სადმე წასვლა, მითუმეტეს თუ ყველა დანარჩენი კარგად იქნება და შენ ცუდად.

-ბაჩანა, ორსულობის ბრალია ყვეალფერი,თორე წამოსვლა მინდა როგორ არ მინდა!

-რას გულისხომბ?- ვერ მიხვდა.

-არ ვიცი, როგორც გოგოები ამბობენ რამდენიმე თვე ასე უხასიათოდ ვიქნები.რა ჩემი ბრალია არაფერი,რომ არ მიხარია? 

-ჯობდა მე გამეჩინა ბავშვები ვიდრე შენ!- გაეცინა. - ეს ხუმრობა იქით იყოს და ყველა გრძნობს,რომ არ გიხარია მათთან ერთად ყოფნა, არადა ვიცი,რომ მათ გარეშე არ შეგიძლია ყოფნა. - თითქოს იმ წამს ჩემს გულში ჩაიხედაო და ყველაფერი წაიკითხაო, არადა რეალურად ხომ მასეიყო, უბრალოდ მე მათ გარეშე ცხოვრება არ შემეძლო,მაგრამ რატომღაც მაინც ხელს ვკრავდი.

-მგონი ტოქსიკოზმა ჭკუიდან გადამიყვანა! 

-ხო, ვერაფერს ჭამ და რა გეგონა? - ისევ ჩაიცინა,თუმცა მეც ამიყოლია. - მოკლედ ვრჩებით,თუ მივდივართ? 

-ფხუკეთში წავიდეთ მე და შენ...

-ვაიმე!- ახარხარდა, არ მოელოდა ასეთი რაკურისთ შებრუნებას ყველაფრის. - სამი დღე თურქეთში გავატაროთ და მერე იქდან გადავფრინდეთ შენს ფხუკეთში! 

-მართლა? - იმხელა ხმაზე ვიყვირე ალბათ ჩემი მეზობელი საწოლში შეხტა.

-როგორ აგენთო თვალები, მაიმუნი გოგო ხარ, მაინც არ დაიშალე ფხუკეთი არა? 

-ჩანთას შენ ჩაალაგებ,ხომ? - ეშმაკურად გავუცინე,თან ლოყებზე ხელი მოვუჭირე და გამობურცულ ტუჩებზე ვაკოცე.

-ეჰ! - ამოიხვნეშა სიცილით და მანიშნა,რომ ყველაფერს იზამდა.- გაგხადო? - შარვალზე დამხედა,თან წამოდგა და ზემოდან დამაკვირდა.

-თუ გამხდი კი...

-ჩემი ორსული გოგო! - სიცილით გამიხსნა შარვლის ზონარი და გამხადა.  - მეც,რომ ცუდად ვიქნები,ხომ გამხდი ხოლმე? 

-ნუ ხარ დამპალი! - მსუბუქად დავარტყი და უკვე შიშველი შევძვერი საბნის ქვეშ.

- მოდი ბიჭს სახელს მე დავარქმევ, გოგოს შენ! - ჩემს გვერდით მოკალათდა და ხელი ისევ წელზე მომხვია

-რა იცი,რომ ორი გოგო არ გვეყოლება ან ორი ბიჭი?

-ხოდა, თითო ბიჭის და გოგო სახელი გვაქვს მოსაფიქრებელი! 

-თარაშზე რას იტყვი? - სერიოზული ხმით ვიკითხე.

-ნორმალური ხარ? - გულიანად ახარხარდა. - ტრისტანი ბარემ!

-ტრისტანი რა შუაშია? - გავბრაზდი. 

-არც თარაშია შუაში! - ცხვირზე ორი ხელით მომიჭირა და ტუჩებზე მაკოცა.

-მემგონი მე და შენ ცხრათვემდე ერთმანეთს დავხოცავთ! - განაჩენივით ვთქვი და ჯერ კიდევ შეუმჩნეველ მუცელზე ხელი მოვიკიდე.

-არამარტო ცხრა თვე, მე ვფიქრობ მთელი ცხოვრება მე და შენ კატა და ძაღლივით ვიქნებით,მაგრამ არაშუავს თავიდნვე შევაჩვიოთ ჩვენი ბავშვები,რომ გიჟებთან ერთად, მოუწევთ ცხოვრება! - თვალი ჩამიკრა და ხმაურით მაკოცა ლოყაზე,თან თავი ბალიშზე დადო და მშვიდად მოხუჭა თვალები ღიმილნარევი გამომეტყველებით. არ ვიცი ფხუკეთის ხსენებამ შეცვალა ჩემი "ქმრის ვითომ ზიზღი",მაგრამ საცორად მინდოდა ის მომღიმარე სახე სიხარულსიგან და ბედნიერებისგან "მომეგლიჯა".
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888
ნანახია: 1756 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
სულ ავღნიშნავ ხოლმე ესეთი მხიარული და სახალისო ისტორია დიდი ხანია არ დაგიწერია:)) თითქოს უფრო მეტი მინდოდა დასასრულშ მაგრამ ალბათ მათი შესაფერისი დასასრული ჰქონდა, ამდენმა გიჟმა და მხიარულმა ადამიანმა სად მოიყარა თავი :)) კარგი იყო რა
avatar
0
2
ნესიკო დიდი მადლობაა happy smile
avatar