არიცი რაგელის როცა გიჟს უყვარდები! (დასასრული )
26.11.2018, 19:35
ბარბარემ ესმას მდგომარეობა შეამჩნია, ჩაეცინა მაგრამ მალევე დასერიოზულდა. იცოდა, იცნობდა ესმას და დარწმუნებული იყო გამიზნულად თუ არა ძალაუნრბურად მაინც ჩაიდენდა რამე საშინელებას. ესმას ხელში ჩაეჭოდა და ყურთან მუიტანა სახე.
-აქედანვე მეცოდება შენი მომავალი ქმარი.
- ჩემ მომავალ ქმარს წინ უყურებ და იმასაც ხედავ ვიღაც მშვრნიერი გოგონასთვის როგორ ჩაუკიდია ხელი და მანამ არ გაუშვებს ახლა სანამ არ მოვტეხავ ხელებს-გაუაზრებლად გამოცრა კბილებში. - რა თქვიი?- შეიცხადა ბაბიმ და ესმა ხელზე დაექაჩა.
- არა არაფერი- გამოერკვა ესმა.
-სახლში როცა მივალთ სალაპარაკო გვაქვს.-უჩვეულოდ გაუმკაცრდა ხმა ბაბის.
-კარგი-ამოიკნავლა ესმამ და ისევ მოახლოებულ წყვილს გაუსწორა მზერა.
-მივესალმები სიძე-პატარძალს და მეჯვარეებს- უჩვრულოდ გამხიარულდა ლექსო, როდესაც ესმას სახეს წააწყდა. სახეზევე აღბეჭვდოდა მისი ეჭვიანობა.
-ბარო ძმა- გადაეხვია ლაშა.
-ვინც არ იცნობთ,გთხოვთ მიესალმოთ მისი აღმატებულება ნია, ჩემი ბიძაშვილი- დააყოლა ბოლოს და ესმას თვალი გაუსწორა, რომელსაც მაშივე დაეტყო ცვლილება.
- მერამდენედ უნდა დავწყევლო ამ მაღალქუსლიანების მომგონი? აღარ შემიძლია უჰჰ- ამოიგმინა ესმამ და სახლში შეალაჯა.
-ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ჩაცმა მოგიწევს- გაეკრიჭა კესო და ესმას შეჰყვა.
- ფეხსაცმელები კიარა დროზე დაფქვი.- შეუღრინა ბაბიმ.
-რაა?- გაიოცა ესმამ.
- იცი რაც. რას ნიშნავდა შენი გაცოფებული სახე ლექსოს და ნიას დანახვისას?- განუმარტა ბაბიმ.
-ხო მეც მაინტერესებს- ჩაერია კესო.
-შენც შეამჩნიე ხო?- გადახედა ბაბიმ.
-მე კიარა ყველამ შეამჩნია მგონი.
-უბრალოდ ფეხსაცმელმა მომიჭირა და სახე მაგიტო მქონდა დამანჭული კარგით რა.- გააპროტესტა ესმამ.
-ხო როგორ არა და მაინც და მაინც მათი დანახვისას მოგიჭირა ფეხსაცმელმა ხო?- გაეცინა ბაბის.
-ბოდიში შენთან წინასწარ უნდა შევთანხმებოდი ფეხსაცმელს როდის ეტკინა ჩემთვის ფეხი- ცხვირი აიბზუა ესმამ.
- ვაიმე თუქალიხარ რაა, მართალია ძილის დროა უკვე მაგრამ ზღაპრების ასაკიდან კარგა ხანია გამოვედი.- ხელი ჩაიქნია ბაბიმ და სავარძელში მიესვენა.
-მიდი რა თქვი როდის იყო შენ რამესი გრცხვენოდა- მოთაფვლა დაუწყო კესომ.
-ანუ ფარული ზრახვების გამომჟღავნების საღამოა?-გადაიკისკისა ემამ.
-რატომაც არა- ჩეცინა ბაბის.
- კაი მიდით ყავა გააკეთეთ და დავიწყოთ. ბაბიმ ყავა გააკეთა და გოგონებს შეუერთდა. ესმამ ყავის წრუპვა დაიწყო, იქნებ გადაავიწყდეთ გოგონებსო. გოგონები კიდევ მის სახეს შესცქეროდნენ და ელოდნენ როდის იკადრებდა ხმის ამოღებას.
- აღარ ამოღერღავ?- ნერვები მოეშალა ბაბის.
- ვაიმე რა დღეში გაქვს ნერვებიი- დანანებით ჩაილაპარაკა ესმამ.
- გოგოო- შეუბღვირა კესომ.
- კარგით ხო რაიყოთ. -ხელები აწია დანებების ნიშნად.- რა გაინტერესებთ?
-იცი რაც- ისევ შეუბღვირა ბაბიმ.
-პასუხი ისედაც ხომ იცი?
-შენგან მინდა მოსმენა- თავდაჯერებული ღიმილი აიკრა ბაბიმ სახეზე. ესმამ გაუგებარი ბგერები ამოუშვა ღრენის ნიშნად.
-ლუციფერი მიყვარს.
-ბუუნდოვნად მახსოვს- საჩვენებელი თითი მიიტანა საფეთქელთან ბაბიმ, თითქოს შორეულ წარსულში იხედებოდა.-ვიღაც ამბობდა სიყვარულია და მსგავსი სისულელეების არ მჯერაო.
-ოოო ამოანთხიე ხო მიდი ერთად- შეუბღვირა ესმამ.
- გაები გოგონიი- გაეცინა კესოს.
-ვინ გაება საკითხავია ამის ამბავი რომ ვიცი- გადაიხარხარა ბაბიმ.
- აუ ჩემი ამას ხო სიცილი ვერ ვასწავლე- ამოიდუდღუნა ესმამ.
-შენ კიდე ჟარგონების გარეშე საუბარი- არ დააკლო ბაბიმ.
- კარგით ხო მოვრჩეთ.- გააჩუმა კესომ იერიშზე გადასასვლელად მომზადებული ესმა.
- კარგი აბა თქვენ როდის უნდა აღიაროთ? კესი აშკარაა იკა მოგწონს, ქალბატონო შენ კიდევ ამ ქალბატონს რომ უპირებ რძლობას?- ორივეს მაგივრად თქვა ესმამ.
- გეფიცები არ ვიქნები მკაცრი მული-გაეკრიჭა კესო, რასაც ბაბის შეფაკლული ლოყები მოჰყვა.
- კი გიპირებს ვის მიყავს თორე-გადაიკისკისა ესმამ.
-შენ ვიზე რას ამბობ, რაო გადაიქცა შენი ლუციფერი პრინცად და დავისახეთ სამომავლო მიზნები?- გაცინა ბაბიმ.
-მე მიზნები მანამდეც მქონდა მაგასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა რომ ახლა მიზნები შეიცვალა დასასრული მაინც ერთნაირი აქვს.- თქვა და დაფიქრებულ გოგონებს გადახედა.- ისედაც უნდა მომეკლა და ახლა ცოლი რომ ვიქნები მაგის თვითონ მოიკლავს თავს-გადაბჟირდა თავისივე ფიქრებზე ესმა.
-ოჰ ცოლი გახდებიოო. ვის მიყავხარ მერე?- ძლივს ამოთქვა მოსულიერებულმა კესომ.
- მერე ვინ თქვა წაყვანა მჭირდებაო? აქეთ მომყავს.- განაცხადა თვით კმაყოფილმა.
-ვერ გავიგე?- დაიბნა კესო.
-ხვალ გეტყვი ახლა მეძინება.
ყველანი დაიშალნენ და დასაძინებლად გაემართნენ. ესმამ წინასწარ იცოდა რასაც გააკეთებდა ეს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ახლა გოგონებიც იგივეს გაკეთებაზე უნდა დაეთანხმებინა მანამდე კი ალექსს და იკას უნდა დალაპარაკებოდა.
მეორე დღეს პირველი იყო დაწყებული, როცა გაიღვიძა. მოემზადა. იკას და ალექსს დაურეკა და შესახვედრად სხვადასხვა კაფეში დაიბარა.
-პრივეტ ესმა რა ხდება?- იკითხა იკამ როცა კაფეში შევიდა.
-დაჯექი, რაღაც მაინტერესებს და მაგიტო დაგიბარე- განმარტა ესმამ.
-სერიოზული ესმა? ეს რაღაც ახალია ხო მშვიდობაა ტო? მაშინებ ასეთი- გაეცინა იკას.
- კი კი როგორ არა უბრალოდ მაინტერესებს კესო გიყავრს?- პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ყბაში შოკოლადის ტორტი გაიქანა, რომელიც იკას მოსვლამდე შეუკვეთა.
-რატომ მეკითხები?- დაიბნა იკა.
-მე მიყვარს და არ მევასება ჩემსას რომ ეხებიან- ზედმეტად სერიოზული ხმით თქვა ესმამ და იკას მარცვალივით დაბნეულ სახეს რომ გადააწყდა სიცილი ვეღარ შეიკავა.- კაი ხო რაიყო ეგეთობის რა მეტყობა, მაინტერესებს უბრალოდ- უთხრა, როცა სული მოითქვა.
-გამიხეთქე გოგო გული. შენი გამოსწორება არ იქნება.-ხელი ჩაიქნია იაკმ.
- ეგ ვიცი, შენ კითხვაზე მიპასუხე- უდარდელად უთხრა ესმამ.
-კი-თავი ჩახარა იაკმ.
-იმდენად რომ მთელი ცხოვრება აიტან?- დაეჭვებით გადახედა ესმამ.
-იმისი იქეთაც-ჩაეცინა იკას.
-აი ეს მესმის. კარგი გასაგები. თქვენი პასუხი მიღებულია- საქმიანი ხმა მიიღო და ფეხზე წამოდგა- ფული შენ გადაიხადე, აბა კარგად- თვალი ჩაუკრა ესმამ და კაფე დატოვა.
- ბარო ალექს როგორ ხარ?- გაკრეჭიკი სახით შევიდა მეორე კაფეში ესმა.
-მე კარგად ვარ, მაგრამ აქ რატომ დამიბარე?.
- რაღაც მაინტერესებდა.- გაეკრიჭა ესმა და მიმტანს ისევ შოკოლადის ტორტის შეუკვეთა წასაღებად.
-ეს რაღაც ახალია- ჩაეცინა ალექსს.
-მოკლედ. დიდი ხანია ვიცი მაგრამ შენგან მინდა მოვისმინო. ბარბარე გიყვარს?
-რატომ გაინტერესებს?
-სამუდამოდ ჩემთან მინდა დავიტოვო სახლი რომ არ გადავწვა- ჩაიქირქილა ესმამ.-მიპასუხე.
-ისდაც ხომ იცი პასუხი? რათქმაუნდა მიყვარს.
-იმდენად, რომ სიცოცხლის ბოლომდე გაუძლებ?
- რა გაძლება მაგას უნდა შენ გიტანს დედამიწა და მე ვეღარ ავიტან მაგას? - გადაიხარხარა ალექსმა.
- პირდაპირ ჩამოსალეწად მიწვევს შენი კბილები- დაეჯღანა ესმა.
-კარგი ხო-დაშოშმინდა ალექსიც.
-სერიოზულად. შეძლებ მთელი ცხოვრება აიტანო და გიყვარდეს?
- შემიძლია სიცოცხლის ბოლომდე ავიტანო, მიყვარდეს, ერქვას ჩემი მეუღლე და ჩემი შვილების დედა.-კატეგორიული იყო ალეს ხმა.
-ფუ რა ბანალურობაა ამერია გული- ამოიგმინა ესმამ.
-ბანალურობა იქნებოდა ამას ბარბარეს რომ ვეუბნებოდე და არა შენ. მაინც რაში გაინტერესებს? - გაეცინა ალექსს.
-გადავამოწმე მაინც - ეშმაკურად ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა. აბა შენ იცი. ხო ტორტის ფული შენ გადაიხადე,გაეკრიჭა ტორტს ხელი დაავლო და სახლში გამოემართა.
- სად დადიხარ გოგო შენ- შემოეგება ბარბარე.
-ტორტი მომინდა და საყიდლად გავედი- გაეტრიჭა ესმა და ტორტი მაცივარში შედგა.
-ლექსოს სერიოზული საეჭვიანი აქვს შოკოლადზე- გადაიხაეხარა ბაბიმ.
-სადაც მე გოგონებზე ვეჭვიანობ ეგ რა მოსატანია-ცხვირი აიბზუა ესმამ.
საღამოს გიგონები ისევ შეიკრიბნენ და ესმას რაც გადაურჩა იმ ტორტის ჭამა დაიწყეს.
-აუ გოგონებო რაღაც მივიფიქრე- წამოიწყო შეპარული ხმით ლაპარაკი ესმამ.- წინასწარ გაფრთხილებთ ამას უთქვენოდაც გავაკეთებ, მაგრმა, როგორც სამი მუშკეტერი "ყველგან და ყოველთვის,, მინდა ამ საქმეშიც ჩემთან ერთად იყოთ- გამოვიდა სიტყვით.
-გული ცუდს მიგრძნობს-დემონსტრირებულად მიიფარა ხელი გულზე ბაბიმ.
-რატომღაც მეც ეგრე ვარ- სავარძელს მიეყრდნო კესო.
-მოკლედ. გახსოვთ ალბათ სულ ვამბობდი, თუ მოხდა სასწაუკი და ვინმე შემიყვარდა არავის დაველოდები და მოვიტაცებთქო...
-ოო არაა,- სიტყვა გააწყვეტინა ბარბარეს გმინვამ.
-გაგიჟდი გოგოო? ლექსო მოიტაცე?- შეყვირა კესომ.
-დამასრულებინეთ- შეუბღვირა ესმამ- ვიცი ხუმრობიდ იღრბდით, მაგრამ ზოგჯერ მეც სერიოზულად ვლაპარაკობ. გადავწყვიტე რაც არ უნდა სულელური იყოს ლუციფერი მოვიტაცო და ჩემთან ერთად თქვენც იტაცებთ იკას და ალეს- თავისი აზრით აღფრთოვანებულმა შემოკრა ტაში. და გოგონების რეაქციას დაელოდა, რომლებსაც გაოგნებისგან ყბა ჩამოვარდნოდათ.
-შენ ხოარ გახველებს გოგო?- გამოერკვა ბაბი.
-არა ამ სიცხეში რა გამაციებდა- გაეკრიჭა ესმა.
-აბა საწოლიდან გადმივარდი?- შეუბღვირა კესომ.
- აუ ხალხი ნუ ხართ ასეთ ბანალურები და უფანტაზიოებიი. ხომ იცით რომ გიყვართ აშკარაა მათაც უყვარხართ, ასერომ ხვალ ვდგებით და ვიტაცებთ ბიჭებს.
-შანსი არაა- გააპროტესტა კესომ.
-ანუ გადაწყვიტეთ მარტო დამტოვოთ? ამდენი რამ გადაგვიტანია ერთად და ამ სერიოზულ მომენტში აპირებთ ჩემს მიტოვებას?- თავი მოისაწყლა ესმამ.
-უარს აზრი არ აქვს ხო?- დანებდა ბაბი.
-ბოლოს მაინც ჩემი გამაქვს და რატო მაწუწუნებთ ხოლმე არ მესმის- ხელები აიქნია ესმამ და გახარებული გადაეხვია გოგონებს.
- რას ვაპირებთ? -არანაკლებ გაწამებული ხმა ქონდა კესოს.
-მოკლედ მოტყუებით მიგვყავს ბიჭები შენთან ბარბარე, რაჭაში ბებიაშენი რომ ცხოვრობდა ადრე ის სახლი ხო ცარიელია ახლა და აი იქ.
-აი რატომ არ უნდა გააცნო შენს დაქალს ყველა შენი ნათესავი.- ამოიდუდღუნა ბაბიმ.
-აწი გაითვალისწინე- დააიმედა დაქალი კესომ.
ესმამ ტელეფონი მოიმარჯვა და იკას დაურეკა.
- ალო იკაკო როგორ ხარ?
- რა იკაკო ტო კაი რა.-განაწყენდა იკა.
- კაი ხო. რა მინდოდა მეთქვა ხვალ ჩემი და კესოს მანქანით მივდივართ ბარბარესთან რაჭაში. ალეს და ლუციფერს უთხარი. ჩვენ გამოგივლით და მოემზადეთ.
-აღარც გვეკითხები გვცალია თუ არაა- ვითომ განაწყენდა იკა.
-ვიცი რომ ჩემთვის მოიცლი ჩემო ერთადერთო- გაინაზა ესმა და კესოს სახეს დააკვირდა, რომელიც ისეთი სახით უყურებდა გეგონებოდათ მოკვლას უპირებსი.
-კარგი ხო გელოდებით ხვალ.-გაეცინა იკას და გაუთიშა.
-ისა და შენ სად გყავს ერთი მანქანა გამახსენე?- გაეცინა ბარბარეს.
ესმამ ჩაიღიმა ტელეფონი მოიმარჯვა და მამამისს დაურეკა. ცოტა სუაბრის შემდეგ ესმამ მადლიბა გადაუხადა და კმაყოფილი სახით შებრუნდა გოგონებისკენ.
-თხუთმეტ წუთში გარაჟში იქნება- გაეკრიჭა ესმა.
-როცა მგინია რომ ამოიწურა შენი ფანტაზია სწორედ მაშინ ამოგიფრინდება მაგ თავში ახალი სისულელე- გადიაკისკისა ბარბარემ.
-ფანტაზიის უშრეტი წყარო ვარ, თქვენსავით მუდო კიარა.- ენა გამოუყო ესმამ.
-რაიოო- კილოთ წამოიყვირეს ბარბარემ და კესმომ და ესმას დასაჭერად გამოემართნენ.
ბევრი სირბილის შენდეგ საწოლზე გაშოტილები ელოდნენ ახალ დღეს და დიდი ალბათობით ახალი ცხოვრების დასაბამს.
მეორე დღეს გოგონებმა ბიჭებს გაუარეს მანქანებში გადანაწილდნენ და რაჭისკენ გაემართნენ. სახლში მისულები პირველი გოგონები გადმოვიდნენ. ბიჭები სახლში შეიპატიჟეს სახლი მიალაგეს და ბიჭებს ოთახი უჩვენეს. ყველანი ერთ ოთახში შეუშვეს როცა შესულები დაიგულეს კართან აიტუზნენ კარი დემონსტრირებულად შეაღეს, ესმა წინ წავიდა და დიდი თეატრალურობით განაცხადა.
-როგორც ხედავთ ახლა ჩვენ ვიმყოფებით რაჭაში კონკრეტუად კი თქვენ სამნი ახლა იმყოფებით ოთახში, რომელიც აქ ყოფნის განმავლობაში თქვენი საცხოვრებელი იქნება. ხოლო აქ ყოფნა განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ხანი დაგჭირდებათ თქვენ ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხის გასაცემად.
-ვერაფერი გავიგე- გაოცებული იყო იკა.
- მოკლედ ადრე ვთქვი, რომ როცა ვინმე შენიყვარდებოდა არ დამაინტერესებდა მისი აზრი და მოვიტაცებდი. ამაში გოგონიებიც ავიყოლიე და დღეს აქ ხართ- ტაში შემოკრა ესმამ.
-ანუუ?- ბოლომდე მაინც ვერ გამოერკვა ალექსი.
-ვაიმე რამ შეგაყვარა გოგოო ეს, არაუშავს მეორე ქმარს მე აგარჩევინებ - გადახედა ბაბის.
-მოიცა ანუ გიყვარვარ?- გაიოცა ალემ.
-აუ ეს ელამიც ყოფილა- ამოიოხრა ესმამ- ამდენ ხანს მაგას ვერ ხვდებოდი-შეუბღვირა ისევ.
-და შენ მე გიყვარვარ?- გამოერკვა იკა და კესოს გადახედა.
-მოოცა მე რას მიწუნებ?- შეიცხადა ესმამ.
-რააა?- გაოცდა იკაც.
-კარგი ხო არ შეწყუხდე, ვიხუმრე. ჩემ ქმრადაც არ გაგიმეტებ არაფერი დაგიშავებია ეგეთი.-გაიცინა ესმამ.
- და რა გამოდის, ალქაჯს მე ვუყვარვარ?- თითქოს თავის თავს ეკითხებოდა ლექსო.
-კიარ მიყვარხარ დებილი ხარ და უნდა მოგხედო- შეუბღვირა ესმამ.-მოკლედ თქვენ დაფიქრდით, ნაჭამები ხართ ხვალ დილით შემოვალთ ჩვენ და პასუხი თუ გექნებათ, რათქმაუნდა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, გამოგიშვებთ, თუ არა და გირჩევთ ოთახში კარგად მოეწყოთ- გაუცინა ბიჭებს ესმამ.
-და რა იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი?- ტრადიციული ირონია არც ამჯერად დაიშურა ლექსომ.
-ჩვენს ქმრობაზე თნხმობის თქმა რათქმაუნდა- გაეკრიჭა ისევ, გოგონები კარებში გაატარა და კარი გარედან ჩაკეტა.
-ხომ ვამბობ ალქაჯიათქო- გადახედა ბიჭებს ლექსომ.
-რა ჩაგვიტარეს აზრზე ხარ ტო?- სიმწრით ჩაეცინა ალექსს.
-ეგ კიარა სად გამოვყოთ თავი გოგოებმა მოგვიტაცესთქო- გადაიხარხარა იკამ.
-იქნებ ხუმრობენ?- ბოლო იმედს მოებღაუჭა ალე.
-ალქაჯისგან არ იქნება გასაკვირი მაგრმა ბარბარე და კესო არ დათანხმდებოდნენ ასეთ ხუმრობას- დაასკვნა ლექსომ- შარში ვართ.
-მოიცა რა ისედაც ვაპირებდით სიყვარულის ახსნას და რა აზრი აქვს?- ხელი აიქნია იკამ.
-ანუ ვთანხმდებით?- ამოიკნავლა ლექსომ.
- ისეთ სახეს ნუ იღებ თითქოს რამეს გაძალებდეთ, ჩვენთან არ გაგივა ეგ კარგად ვიცით რომ გიყვარს, ეს ესმაა შენზე გიჟი თორე ცოტა ხანში აქეთ მოიტაცებდი- ირონიით ჩაიცინა ალემ.
-ხო მარგამ...
- არავითარი მაგრამ ამ ოთახში ყურყუტს არ ვაპირებ. მაგრმა ისე ძმაო მაგარი გაძლება კი მოგიწევს ასეთი გიჟის სახლში ყოლას მეხუმრები შენ?-გააჩუმა იკამ.
- ნუ იტყვი- დაეთანხმა ალე.
- რას იზამენ?- ნერვიულად დააბოტებდა კესო.
-რა უნდა ქნან მადლობა უნდა უხადონ ღმერთს ასეთმა ანგელოზივით გოგოებმა რომ დავდეთ პატივი და ჩვენი ქმრობა ვარგუნეთ- გაიჯგიმა ესმა.
-უკვე გითხარი რომ მეცოდება ლექსო?-ამოიოხრა ბარბარემ.
-ლაშას ქორწილის მერე მაგას იძახი- ცხვირი აიბზუა ესმამ.
-აუ არ უნდა გვექნა ასე რა- ამოიკრუტუნა კესომ.
- ხო და დარჩებოდი შინაბერა- შეუბღვირა ესმამ.
-ეს ჩვენზე კიარ ზრუნავდა თავის თავს მიხედა ძლივს გამოჩნდა ვიღაც გიჟი ამას რომ მოეწონა და დაავლო ხელი, თორე ჩვენ ძაან ვადარდებდით- დაიდუდღუნა ბარბარემ.
- შენ მე გული მომიკალი- არარსებული ცრემლი მოიწმინდა ესმამ და გადაიკისკისა.
-არაფერი გეშველება.-ხელი ჩაიქნიეს კესომ და ბარბარემ.
-ვიცი- გაიკრიჭა ესმა.
მეორე დღეს თორმეტს გადაცილებული იყო ოთახში რომ შეაკითხეს ბიჭებს,
-აბააა რა გადაწყვიტეთ.- ტაში შემოკრა ესმამ.
-ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ ოთახში ძილი გაგვიჭირდება, ამიტომ თანახმა ვართ.-განაცხადა ირონიით ლექსომ.
ალე სავარძლიდან წამოდგა და ბარბარეს მოუახლობდა.
-დიდი ხანია ისედაც გულში ვიკლავდი ამ გრძნობას, მაგრამ არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავძლებდი. ამ გიჟმა უბრალოდ დააჩქარა მოვლენები-ესმასკენ გაიშვირა ხელი- მაგრამ ბოლოს მეც ვეღარ გავუძლებდი და ყველაფერს გეტყოდი, ჩემთვის უარიც რომ გეთქვა სათქმელს ვიტყოდი და ამ ტანჯვისგან გავთავისუფლდებოდი. ვიცი მშიშარასავით ვიქცეოდი. წლებია მიყვარხარ და ვერ გეუბნებოდი, უბრალოდ შენი დაკარგვის მეშინოდა, მეშინოდა უარი არ გეთქვა ჩემთვის. მეშინოდა ის ურთიერთობაც არ დამეკარგა რაც აქამდე გვქონდა. ვერ გადავიტანდი, გეფიცები ვერ ავიტანდი რომ მცოდნოდა ჩემზე გაბრაზებული იყავი და ჩემთან მეგობრობაც აღარ გინდოდა. მაგრამ ახლა... მაპატიე. წლებია შენით ვარსებობ. პატარა იყავი და ალბათ ეს იყო პრობლემა. თოთხმეტი წლის ასაკში შენთვის ადრე იყო სიყვარულობანას თამაში. გახსოვს რამდენიმე დღით რომ ვიყავი ჩამოსული? იმ ოთხ დღეში მოახერხე და სამუდამოდ ჩაბეჭდე შენი სახე ჩემს გულში, ოთხი დღე დაგჭირდა ჩემი გულის ხელში ჩასაგდებად, ოთხი დღე დაგჭირდა შენი ჰაერი ჩემი გამხდარიყო. მას შემდეგ დღე არ გასულა სიზმარში არ მენახე. დღე არ გასულა ლანდად არ დამყოლოდი ყველგან. მიყვარხარ.- ბოლო სიტყვრბი დაიჩურჩულა ალექსმა და ბარბარეს დააელოდა რომელიც ცრემლად იღვრებოდა.
- მეც მიყვარხარ- ამოიჩურჩულა ბარბარემ და თავი დახარა. ალე სიხარულისგან ადგილზე ცქმუტავდა. ბარბარეს თავი ააწევინა და შუბლზე აკოცა.
-ამერია გული- დაიბღვირა ესმა.
იკაც წამოიმართა და კესოსკენ წავიდა.
-ვაიმე ახლა შენც არ დაიწყო რაა რომანწიკა ამათიც გვყოფნის- წამოიყვირა ესმამ და ხელით ჩაფსკვნილ ალეზე და ბარბარეზე ანიშნა.
-სულ ცოტა- გაეკრიჭა იკა- მოკლედ რესტორანში იმ სცენის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი გამეგო შენზე. მალევე გაირკვა რომ ალეს და იყავი. მისი ჩამოსვლისთვის გამართულ წვეულებაზე ცეკვის დროს მივხვდი რომ ჩემში რაღაც არაორდინალურს იწვევდი, რომელიც არანაირ კანონებს არ ექვემდებარებოდა. ვათენებდი და ვაღამებდი შენზე ფიქრში მაშინ, როცა უამრავი ქალი მყავდა და მეორე დღეს არცერთის სახე არ მახსოვდა. ღამე და შემდგომში დღეც მოსვენებას აღარ მაძლევდა შენზე ფიქრი და შენი აჩრდილი. მოკლედ არ ვიცი ახლა რას ვამბობ მაგრამ ფაქტია მიყვარხარ.-გაეკრიჭა და თითქოს განაჩენს ელოდებოდა კესო კი ჯალათი ყოფილიყო.
-მეც მიყვარხარ- გაეცინა კესოს და ხელები მოხვია.
-ვაიმე გეხვეწები ახლა არ დაიწყო ასეთი სისულელეები თორე გადავიფიქრებ შენს ქმრად მოყვანას.- შეუბღვირა ესმამ.
- ასეთებზე არ ვხარჯავ დროს- ჩაეცინა ლექსოს და ინერციით გამოემართა ესმასკენ და ეძგერა.
-ველური ხარ- შეუბღვირა ესმამ როცა ლექსო მოშორდა.
-ალქაჯო.
-ლუციფერო.
-ვაიმე ხალხო გეყოფათ.-გამოენთო ბარბარე.
-მიყვარხარ- ტუჩებთან დაუჩურჩულა ლექსომ.
-მიყვარხარ- ისევე უპასუხე ესმამ და ამჯერად თვითონ დააკვდა ტუჩებზე.
მეორე დღესვე გაემართნენ რაჭის პატარა ეკლესიაში სადაც ადრე, როცა გოგონები დასასვენებლად ბარბარეს ბებიასთან ჩამოდიოდნენ,ხშირად დადიოდნენ. თან ორი თანატოლი და ძველი ნაცნობები, გიო და სალო, გაიყოლეს მეჯვარეებად.
გოგონებს გრძელი თეთრი სარაფნები ეცვათ სხვადასხვა ყვავილებით გაწყობილი. ხოლო ბიჭებს ჯინსის შარვლები და მაიკები. ჯვარი მორიგეობით დაიწერეს რადგან ესმა ბარბარეს მეჯვარე უნდა ყოფილიყო იკა კი ალესი.
კესოს მეჯვარე სალო იყო იკასი ლექსო. ხოლო ესმასი და ლექსოსი სალო და გიო.
ქალაქში დაბრუნებულებმა მალევე გადაიხადეს პატარა ქორწილიც და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ გოგონები ერთმანეთის გარეშე მაინც ვერ გაძლებდნენ და ყოველ დღე ხან ერთთან იქნებოდნენ, ხან მეორესთან და ხან მესამესთან, ამიტომ ერთი დიდი სახლი იყიდეს ქალაქისგან ოდნავ მოშირებით და სამივე წყვილი ერთ სახლში დასახლდნენ.
-გოგონებო ფეხმძიმედ ვარრ- ყვირილით გამოვარდა სააბაზანოდან ბარბარე.
-შეენც?-შეიცხადა ესმამ.
-რა მეც?- გაუკვირდა ბაბის.
-ახლა მეუბნებოდა კესო იგივეს.
-რააა?- წამოიკივლა ბარბარემ და კესოსკენ გაექანა.
-ვაიმე არ არსებობს, მაგარია ეე- ტაში შემოკრა ესმამ.
-აუუ მარწყვი მინდა- დაიწუწუნა ბაბიმ.
- მე შოკოლადი- ცხვირი შეჭმუხნა კესიმ.
- მე ტუალეტი- წამოიყვირა ესმამ და აბაზანისკენ გავარდა.
- ამას რაღა ჭირს?- გაიკვირვა კესომ.
-მგონი იგივე რაც ჩვენ- თვალი ჩაუკრა ბაბიმ.
- აბაა ბიჭებს როგორ ვახაროთ ეს ამბავი? -გამოვიდა ესმა აბაზანიდან ისე თქვა ორსულობის ტესტისთვის თვალი არ მიუშორებია.
- აუ რა მაგარიააა- წამიიყვირეს გოგონებმა და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
საღამოს ბიჭები სამსახურიდან დაბრუნდნენ, როცა სახლში შემოვიდნენ გოგონები მდივანზე იჯდნენ და სხვადასხვა ტკბილეულით პირგამოტენილები მულტფილმებს უყურებდნენ.
-ვერ გამოხვედით ხო ბავშვობის ასაკიდან?- გაეცინა ლექსოს და ესმასკენ ჩასახუტებლად გაიწია.
-ეს რა სუნამო გასხია საშინელი სუნი აქვს- ცხვირი აიბზუა ესმამ და ლექსი გვერდით გაწია.
-ხომ მოგწონდა?- დაიბნა ბიჭი.
-ახლა აღარ მომწონს.
-ოჰ რა პრეტენზიული ხარ ქალბატონო. - გაეცინა ალეს და ისიც ბარბარესკენ გაიწია.
-შენ რა მოწევა დაიწყე?- რა სუნია?
-რა მოწევა ბაბი? როდის იყი ვეწეოდი?- შეიცხადა ალემ.
-აბა რატო გაქვს ასეთი სუნი?.
- რა პრეტენზიული ცოლები გყავთ-გაეცინა იკას და ამჯერად ის გაიწია კესოსკენ.
-რა სუნია შამპუნი გამოიცვალე?
-სულ ამ შამპუნს ვხმარობ რაგჭირთ ტოო. რა პრეტენზუილები ხართ-შეშფოთება გამოესახა იკას.
-ცხრა თვის განმავლობაში ასეთი პრეტენზიულები უნდა აგვიტანოთ- გაეცინათ გოგოებს.
-მოიცა ანუ...
-ანუ თქვენ...
-სამივეე??
დაბნეულობისგან აღარ იცოდნენ რას ამობობდნენ ბიჭები. გოგონებმა თვალები გადაატრიალეს და სინქრონში წამოიყვირეს.
-ფეხმძიმედ ვართ.
ბიჭები ჯერ გაოცდნენ მერე კი გიჟებივით მიცვივდნენ ცოლებს და მთრლი ძალით ჩაიკრეს გულში.

ორი წლის შემდეგ.

ბიჭები მისაღებში ისხდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ ოთახიდან შეშფოთებული ორი იდენტური პატარა გოგო და ბიჭი რომ გამოვიდა. ალეს შეეშინდა და მაშინვრ ფეხზე წამოდგა.
- ნია, ანდრეა რა მოხდა?- ხმაში შიში შეპარვოდა მამას.
- მამიტო ესმა დეიდამ გვითქლა ლო თენ და ბიდიები დედიტომ და დეიდებმა მოგიტათეს.- ემოციებით უხსნიდა ნია.
-მერე თქვენ რატო შეშინდით.-გაეცინა ალეს.
-მამა გოგოები ხო ალ იტათებენ ბიწებს? პილიქით ქო ალის ეგ?- საქმიანად იქნევდა ანდრეა პატარა ხელებს.
-გოგოები არა მაგრამ დეიდაშენი ალქაჯაი- მამა-შვილის საუბარში ჩაერია ლექსო.
-მამა ალქაზი ლა ალის?- დაინტერესდა ნია.
-რომ გაიზრდები მიხვდები- გაუცინა ალემ.
-ხო და ასე, როცა შეგიყვარდება არ უნდა დაელოდო სხვას აიღე წაიღე- უხსნიდა ესმა ბავშვებს და თან ოთახიდან გამოდიდნენ.
-შენს შესაძლებლობებს მემკვდირეობით გადასცემ შვილს ხო- გაეცინა ლექსოს.
-რაც ვიცი ვერ დამიკარგავ- გაეცინა ესმას დ აქმარს გვერდით მიუჯდა.
- მოდი ნათია მამასთან- გაიცინა ლექსომ პატარა ქერა ბავშვს.
-მამიტო მე ლო დიდი გავიზდები იცი ლა უნდა ვქნა?- კალთაში მოკალათდა ნათია
- რა უნდა ქნას ჩემმა ანგელოზმა?- დაინტერესდა ლექსო.
- ლოცა ვინმე ცემიკალდება უდა მოვიტაცო.-დიდი სიხარულით წარმოთქვა პატარამ.
-დედაშენის ხელობაა- გაეცინა ლექსოს და სხვებიც აიყოლია.
-მამა მშია- წამოიკრუტუნა დამიანემ.
-დედა სად არის დამი- იკითხა იკამ.
- აბადანაშია - არ დააყოვნა პასუხიც პატარამ.
-ხო კესო თავს ცუდად გრძნობდა დღეს რაღაც- ჩაერია ბარბარე.
-წამოდი მე გაჭმევ დღეს - გაუცინა იკამ და ფეხზე წამოდგა.
- დღესაც და მომავალი ცხრა თვეც. ჩემთვის დატვირთვა არ შეიძლება დაა- ოთახიდან გამოვიდა კესო.
-მოიცა რაა ფეხმძიმედ ხაარ?- სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა.
-ეგრე გამოდის- გაეცინა კესოს იკას დაბნრულ სახეზე.
-ჩემი ცხოვრება ხარ.- წამოიყვირა იკამ და კესო ხელში აიტაცა.
-ჩვენ რას ვაპირებთ? ბარბარეს და ალეს ტყუპები ყავთ, კესო და იკა მეორეს ელოდება. ნათიას და ან ძმა არ უნდა?- უჩურჩულა ლექსომ ესმას.
-იყოჩაღე და ტყუპებით გადავუჯოკროთ - გაეცინა ესმას.

დასასრული
იმედია ისიამოვნეთ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: M-morieli
ნანახია: 245 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar