არიცი რაგელის როცა გიჟს უყვარდები! ნაწილი 1
22.11.2018, 23:35
-ესმა ადექი, გვაგვიანდება.
-ბარბარე ამიხსენი რამე დაგიშავე?- ვკითხე და თავზე ბალიში გადავიფარე.
-ჩამოთვლა დავიწყო?- დოინჯ შემორტყმულმა იკითხა და სწორედ ამ დროს ვინანე ამ კითხვის დასმა.
-კარგი რა, რა ვეღარ მაპატიე ის შეშინება, აღარ გამახსენდა, ხომ იცი არ გავაკეთებდი- მოჩვენებითი სინანულით ამოვიოხრე და სიცილი ძლივს შევიკავე იმ დღის გახსენებაზე.
-ხო როგორ არა, არც ის იცოდი რომ წყლის მეშინოდა არაა? არც ის ნაყინი საჭმელად რომაა და არა შუა ქუჩაში სახეში შესაზელი, არც ის გიოს სკამი რომ გამოუწიე და მე დამაბრალე იმ იდიოტმა კი შენს მაგივრად ყინულებიანი წყალი მე გადამავლო-გაბრაზებული ხმით ყვებოდა მასთან მიმართებაში ჩადენილი ჩემი დანაშაულების მცირეოდენ ჩამონათვალს. რა ვქნა რამით ხომ უნდა გავირთოთ თავი?
-კიდევ ცოტახანს გააგრძელე ჩამოთვლა რა, ამასობაში მეც გმოვიძინებ.
-დაიმახსოვრე ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაგიხდი სამაგიეროს, ხომ იცი არა?
-ხო როგორც მე გავხდები ბიძინა ივანიშვილის ნათლული.
-ესმა ახლა გესმას ჩემი ნათქვამი თორემ მოვა წყლის შესხმაც-მითხრა და თავსივე ნათქვამის გააზრებაზე სიცილი დაიწყო. მხოლოდ ორ რამეს შეუძლია ჩემი გამოფხიზლება: მაღვიძარას გამაყრუებელ ხმას და ბაბის ასევე გამაყრუებელ სიცილს. ამათ შორის კი განსხვავება ისაა, რომ მაღვიძარას გამორთავ, ხოლო ბაბიმ თუ სიცილი დაიწყო ვერ გააჩუმებ.
-ყოჩაღ, კარგად გალექსე. ისე არ გინდა ახლა გახვიდე ჩემი ოთახიდან, დედაშენს გადაურეკო და გაარკვიო რუსთაველის სისხლი ხომ არ ურევია შენს ძარღვებში?- უკვე გამოფხიძლებულმა ირონიული ხმით ვკითხე ბაბის,
ამ უკანასკნელმა ერთი შემომიბღვირა და მალე გამოდის ძახებით გაიხურა ოთახის კარი.
სანამ მოვემზადები ჩვენზეც გეტყვით მე ესმა წიკლაური ვარ18 წლის, საშვალოზე მაღალი, წაბლიფერი გრძელი თმით, ცისფერი თვალებით, დიდი ტუჩებით, მიუხედავად ამისა ჩემი წუნიობის გამო სულაც არ მომწონს ჩემი გარეგნობა თუმცა ამაზე ბაბისთან სიტყვას ვერ ვძრავ, კარგად მახსოვს ბოლოს ეს რომ ვთქვი ასანთით დამსდევდა ვარცხნილობა უნდა შეგიცვალო მერე გახდები ლამაზიო. ბაბი ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ მასზეც: ბაბი კოჩაძე, 19 წლის, მაღალი, ქერა, მწვანეთვალება, თხელი ტუჩებით და ლამაზი ფორმებით, ხო არ გამომრჩეს დიდი, დიდი თვალებით. ჩემგან განსხვავებით ძალიანაც მოსწონს თავისი გარეგნობა. უნიში ჩაბარების შედეგ ერთად გადავსახლდით, ნუ უფრო სწორად ბაბის შევუსახლდი ბინაში და ახლა ერთად ვიხდით ქირას, მოკლედ სადაც ის იქაც მე.
ბაბის ორი ძმა ჰყავს, მასზე პატარები, 18 და 15 წლის იკა და დათა მაგარი ბავშვები არიან, ჩაბრატებულები ვართ რა. მე და იკაც ხშირად ვთამაშობთ ბაბის ნერვებზე თუმცა შემორიგებისას გვაღატაკებს ტკბილეულის ყიდვით მე ერთი ძმა ყავს სამი წლის ლუკა, ჩემი სიცოცხლეა და როცა სიმართლეს ვამბობ ან ვინმეს სიმართლეში დარწმუნება მჭირდება სულ ლუკას ვიფიცებ. რთულია ბაბი მენდოს, როცა ყოველ მეორე დღეს ოინს ვუწყობ.
არ იფიქროთ ასეთ ოინებს რომ უწყობს როგორღა ედაქალებაო, პირიქით ამით უფორ ვახლოვდებით დებივით ვართ, მეორე კლასიდან ერთად მოვდივართ. მშბლებიც შეეგუვნენ უკვე ჩვენი სიამისტყუპებივით სულ ერთად ყოფნას.
ამასობაში მეც მოვემზადე და ოთახიდან საცვლების ამარა გავედი. იკითხავთ რას მოემზადა აბაო პრინციპში არც არაფერს. სამზარეულოში ჩვეულებისამებრ ბაბი ტრიალებს, კიდევ ერთი მინუსი სამზარეულოში კამიკაძე ვარ, ამიტომ ბაბი ყველანაირად ცდილობს იქაურობას გამაცილოს
-რას გვიმზადებ ბაბუციუს?
-ეგ სახელი სიზმარში ნახე?
-ხო აბა ისე სად მოვიფიქრებდი?-ვკითხე და ენა გამივუყვი.
-ენა რომ არ გქონდეს ყვავები წაგიყვანდნენ- ამოიოხრა და საქმე გააგრძელა.
-ვერ წამიყვანდნენ. ხო ვიცი არ როგორ გიყვარვარ, ვერ დაუთმობდი ჩემს თავს.
-ხო აბაა ისე მიყვარხარ ჩემს გულს შენი ფორმა აქვს- თქვა და დამეჭყანა.
-აუ ყავა მინდა- ადგომა დავაპირე ყავის გასაკეთებლად. ეს რომ ბაბიმ დაინახა ჩემსკენ გამოიქცა.
-არ გაბედო ახლოს მოსვლა არ მინდა ჯერ სიკვდილი მე გაგიკეთებ.
-კარგი ხოო, ოღონდ ტკბილი ხომ იცი არა.
-კაიი.
ამ საუბარში კარზე ხმა გაისმა
-აუ კესო უნდა მოვიდეს შემოგივლითო დამირეკა წეხან. დამავიწყდა მეთქვა მიდი გააღე რა მე არ მცალია- მითხრა ბაბიმ და მუდარით სავსე თვალებით გამომხედა.
ხოო კესოც ჩევნი ბანდის წევრია, კესო ლაბაძე ჩვენი და და მეგობარი 19 წლის, მაღალი, შავგრემანი, შავი თვალებით და თმებით. ოჯახში ეგ და მისი უფროსი ძმა 21 წლის ალექსანდრე იგივე ალექსია. მშობლები, როცა კესო რვა წლის იყო მაშინ გარდაეცვალა.ალექსი მშობლებს საზღვარგარეთ ჰყავდათ გაგზავნილი და დღესაც იქ არის. როცა მშბლები გარდაიცვალნენ ჩემმა მშობლებმა ითავეს კესოს აღზრდა, რადგან ჩემი და კესოს მშობლები ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ასერომ მე კესო და ბაბი სულ ერთად ვიყავით. ალექსზე ბევრი რამ გვსმენია თუცა ნანახი ერთხელ გვყავდა მე და ბაბის.
რომ გავიგე კესო მოდიოდა არც დავინტრესებულვარ რა მეცვა კესოსთან რატომ უნდა შემრცხვენოდა? ასერომ არაფერი მომიცვამს ისე გავემართე კარისკენ და კარი გაღებულიც არ მქონდა ისე გავექანე კესოს ძეხებით ჩასახუტებლად.
-ჩემი კესულია მოსულა, ქალო სად დაგვეკარგე ასე უნდა იქცეოდე ამხელა გოგო? ხომ იცი რათიც უნდა გამოისყიდო დანაშაული ბელი შოკოლადი მინდაა- ვთქვი და ჩავეხუტე თუმცა ვაი ასეთ ჩახუტებას, კლავები რომ ლითონივით მკვრივს შემოვხვიე მერე მივხდი ეს კესო რომ არ იყო და გავშეშდი.
-უკაცრავად ლამაზო კესოსი რა მოგახსენო მაგრამ აი დაკარგვით კი აღარ დავიკარგები მგონი- გავიგონე ბოხი და სასიამოვნო, თუმცა ირონიული ხმა და თავი მისი გულიან ავიღე (ბეჭამდეც ვერ ვწვდებოდი ნორმალურად) რა იდიოტი ხარ ესმა, არ უნდა დააკვირდე ვის ეხუტები? ეგებ ზომბი გიკაკუნებს? ოხ ბაბი მოგკლავ.
ჩემს ფიქრებში ბიჭმა მოძრაობა დაიწყო, მაშინღა მოწვა ტვინმა ნახევრად შიშველი რომ ვიყავი.
-არ გაინძრე შევყვირე უცებ -ბიჭმა გაკვირვებულმა დამხედა-არ მომშორდე ისე შეტრიალდი ან თვალებზე აიფარე ხელი სასწრაფოდ- ბრაზით აღსავსე ხმით შევყვირე.
-მაგაზე მაშინ გეფიქრა გარეთ შიშველი რომ გამორბოდი და უცხოს ეხუტებოდი.
- მაგდენი ლაპარაკის ნაცვლად რომ შეტრიალებულიყავით უბრალოდ არ შეიძლებოდა?
-კი. მაგრამ სხვის დაკრულზე ცეკვას არ ვაპირებ.
-ცეკვა არც მითხოვია ერთი პატარა ილეთის კერძიდ ბრუნის გაკეთება გთხოვე- ვუთხარი ირონიულად, რასაც ბიჭის გაბრაზება მოჰყვა.
-შენს ადგილზე ასე არ ვიჭიკჭიკებდი.
-შეტრიალდი.
-არა.
-კარგი რა გაეწყობა არადა შენზე ვზრუნავდი, ასეთ ქალღმერთს რომ დამინახავ თანაც ნახევრად შიშველს მეშინია გული არ შეგიწუხდეს მეზარება წყლიანი ჭიქით სირბილი შენს მოსასულიერებლად- ვუთხარი გამხიარულებულმა, ხელი გავუშვი და წინ ავესვეტე უცნობმა ჯერ ვერ გააცნობიერა რა მოხდა მერე კი თვალიერება დამიწყო. ოხ რა უტიფარია, ნერვები მომეშალა და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე.
ბაბის გაკვირვებულ სახეს რომ წავაწყდი მაშინ მივხვდი რომ ისუცნობი ჩემს კარზე აკაკუნებდა და არ ვიცოდ რა უნდოდა. ამიტომ ისევ შევტრიალდი და კარი გავაღე.
-ხო და ისა რატომ აკაკუნებდი ჩემს კარზე?
-რატომ და გავიგე ამ სახლში ერთი არსება შიშველი დარბის და კარზე ვინც უკაკუნებს ყველას შიშველი ეხუტებაო .
-ვითიმ ვიხუმრეთო ნიარდენტანელოო?
-ვცადე- მითხრა და ცალყბად ჩაიცინა გაბრაზებულმა კარი ისევ მივუხურე. ამ დროის განმავლობაში ბაბი გაკვირვებული მიყურებდა მე კარს მოვცილდი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. ბაბი კართან მივიდა და გამოაღო.
-გამარჯობა ვინ გნებავთ?
-გაგიმარჯოს, მე ლექსო ჟორჟოლიანი ვარ აქ ჩემს მეგობარ ირაკლი ყანჩაძესთან ვარ- უთხრა დამტკბარი ხმით. იდიოტი თურმე სულ ირონია არ ჰქონია ჩაბუდებული ხმაში, მოიცა ჟორჟოლიანიო? სვანი? არ არსებობს ის იდიოტი უნდა იყოს სვანი და მე არაა, არადა ვგიჟდები სვანებზე და ამ იდიოტის გამო უნდა გადამიყვარდეს? ბედის ირონიაა.
-აჰ გასაგებია მე ბარბარე, ირაკლი ჩვენს ზედა სართულზე ცხოვრობს და ეტყობა აგერიათ.
-კარგით მადლობა.
-არაფრის, კარგად ბრძანდებოდეთ- უთხრა და კარის მიხურვა დააპირა.
-უკაცრავად რაღაც მავიწყდებოდა.
-დიახ გისმენთ -კითხვისნიშნით აღსავსდე თვალები შეანათა ბაბიმ.
-თქვენს ტარზანივით შიშვლად მორბენალ დაქალს გადაეცით არც ისეთი ქალღმერთია როგორც თვითონ ჰგონია უკეთესებიც მინახავს- თქვა და კიბეებს აუყვა.
მოიც ახლა ამან რა თქვაა? მოვკლავ, ჩავქოლავ, გავანადგურებ.
მისი მოკვლის გზებს ვსახავდი ბაბის "ჭიხვინის" ხმა რომ შემომესმა საშნლად ნერვებ მოშლილმა გავხედე თუმცა სულ ტყუილად გაჩუმება არც უფიქრია.
-მგონი ვიღაცამ ჩემს მაგივრად იძია შური-მითხრა და ადგილს მოსწყდა რომ არ დავწეოდი.
ბაბის დევნაში მთელი სახლი შემოვირბინე ,თუმცა დაწევის მიუხედავად ერთმანეთის ცემის თავი ნამდვილად აღარ გვქონდა. ამ დროს ისევ გაისმა კარზე ზარის ხმა, ბაბიმ "გთხოვ გააღეს" თვალებით გადმომხედა, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებდი ამ კვირაში კარის გასაღებად მისვლას. ბაბი მიხვდა სხვა გზა რომ არ ჰქონდა და თვითონ წავიდა კარისკენ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა ,შემდეგ კი ისევ ბაბიმ დაიწყო საუბარი.
-კესო რატომ დგეხარ ლიფტთან და არა კართან?-იკითხა გაოცებული ხმით ბაბიმ.
-მოიცა ესმე სადაა? არ იცოდა რომ მოვდიოდი? ხომ კარგადაა? რატომ არ გამორბის, თავზე რატომ არ მახტება და ჩემი დაგვიანების გამო გამოსასყიდს რატომ არ მთხოვს?-იკითხა ხელების ქნევით კესომ. კარგა ხანია მშვიდობიანად შემოსვლა არ ღირსებია კარში. ბაბიმ ამის გაგონებაზე სიცილის ახალი ტალღა გამოუშვა და როცა მოსულიერება იკადრა კესოს მიუბრუნდა:
-იცი შენთან შეხვედრის რეპეტიცია გაიარა და ახლა გლოვობს- ამჯერად ახარხარდა ბაბი.
-მოიცა რა რეპეტიცია ისევ დანით უნდა დამდგომოდა?-შეშფოთებული სახე მიიღო კესომ. წარსულის გადმონაშითი ამოუტივტივდა მის ეგზოტიკურ გონებას აშკარად.
-ეჰ ნეტა მართლა მკავებოდა დანა- ამოვიკრუტუნე მე და ბოროტულმა ღიმილმა მოიცვა ჩემი სახე, როცა წარმოვიდგინე როგორ ვკუწავდი იმ დინოზავრების უკანასკნელ შთამომავალს.
-ამიხსნით ხალხო და ჯამაათნო რა ხდება?- იკითხა თეატრალურად კესომ.
-ბაბი მოგიყვება მაგის ჭიხვინი მაინც არ დამაცდის მოყოლას.
-მოკლედ რა მოხდა... ყველაფერი ჩაუკაკლა ბაბიმ, გზა და გზა ჩემი შესწორებებით. კესო კი ამ დროს ხან იცინოდა, ხან კი შეიცხადებდა.
-აუ რა მაგარია როგორი ბიჭი იყო? შენ თუარა ჩემთვის დავიტოვებ- აღტაცებულმა კესომ დაახეთქა სიბრძნე.
-რას დაიტოვებ გოგო მაგისნაირი იდიოტი გაკლია კიდევ მე არ გყოფნი ვითომ-შევუბღვირე მე.
-არა რაც გინდა ის თქვი მაგრამ ის ბიჭი შენი ბედია- დაასკვნა ბაბიმ თხრობის დასრულებისთანავე.
-ენა გააჩუმე გოგო არ მინდა ბედმკვდარი ვიყო- დავუყვირე მე.
-რა ბედმკდარი გოგო ანგელოზივით ბიჭია რა მოკლავს იმას?- გადაიხარხარა ბაბიმ.
-რა არა ვინ და ეს ვინ მე რომ ვიქნები მიხვდით ხო? არ ვაპატიებ, დღევანდელი საქციელისთვის აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს-გველურად ჩავისისინე მე.
-შენი ეგეთი დაპირების გამო როგორც მახსოვს ბოლოს ის იდიოტი სანდრო ტრამვატოლოგიურში მოხდა-გადაიხარხარეს გოგონებმა.
-რით ვეღარ დაივიწყეთ ეგ ამბავი ხუთი წლის წინ იყო-სიცილისგან ვერც მე შევიკავე თავი.
-რა დაგვავიწყებს რაც მაგას გაუჩალიჩე , მთელი წელი ხალხს მეტი სალაპარაკო არ ჰქონდა-ისევ გადაიხარხარა კესომ.
-ათასჯერ გავაფრთხილე არ მიყვარხარ შემეშვითქო და ვერ გაიგო, ამიტომ დამსახურებული მიიღო- გამარჯვებულის ხმით ვთქვი მე.
სანდრო ჩხიკვაძე ჩემი ყოფილი კლასელი და თაყვანისმლცემელი. ყოფილი იმიტომ რომ იმ ინციდენტის შემდეგ მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს, იმის შიშით, რომ ისევ არ მეცემა. სულ კუდში დამსდევდა "მიყვარხარს" ძახებით, ათასჯერ გავაფრთხილე თავი დაენებებინა ჩემთვის თუმცა შეუგნებელი აღმოჩნდა. ერთ დღეს მე და ჩემი გოგონები სკოლიდან გამოვდიოდით ბავშვების ხმა რომ მოგვესმა , რომლებიც სკოლის ეზოში შეკრებილიყვნენ. ჩვენც მათკენ გავემართეთ, როცა იქ მივედით დავინახე სანდროს დიდი ვარდების თაიგული როგორ ეკავა ხელში და რაღაცის სათქმოელად ემზადებოდა. ცოტა ხანს ვაცადე სანდროს მაინტერესებდა რას იტყოდა.
-ესმა ვიცი რომ ბევრჯერ გამაფრთხილე, მაგრამ მე მაინც მიყ...
გოგონებს ვუჩურჩულე ამის გამო სამაგიეროს გადავუხდითქო და სანდროსკენ გავიქეცი. სანამ სიტყვას დაასრულებდა იქვე დეკორაციისთვის განკუთნილი წყლით სავსე დოქი იდგა ავიღე და თავზე დავაცალე. გგონიათ ბოროტი ვარ? სულაც არა უბრალოდ ვარდებზე ვგიჟდებ, რა ჩემი ბრალია თუ ცუდად იდგა და მასაც გადაესხა? ეტყობა ყვავილებში ამერია. ამის მიუხედავად სანდრო ,როგორც ჩანს, გაჩუმებას არ აპიებდა ამიტომ ერთ ორი ყბაშიც მოვდი. ეს გახდა მიზეზი მისთვის ექვსკურსიის მოწყობისა ტრამვატოლოგიურში. ამ ისტორიის გახსენებაზე ისევ სამ ხმაში ავხარხარდით.
-უი ქალბატონო ბარბარე ხომ ვერ ამიხსნით დღეს დილით რატომ შემომივარდით ოთახში და გაიძახდით გვაგვიანდება ადექიო?- ვკითხე გაკვირვებულმა ბაბის,როცა გავაცნობიერე რომ დღეს კვირა იყო და ლექციები არ გვქონდა.
-რა ხდება და კესომ დამირეკა ალექსანდრე ჩამოდის მომდევნო კვირას და წვეულება იმართებაო, ამიტომ დღესვე წვიდეთ კაბების საყიდლად თორემ თქვენი ამბავი რომ ვიცი ვერ მოაბამთ თავსო- ჩამოარაკრაკა ბაბიმ.
-რა თქვი ალექსი ჩამოდის?-გახარებულმა წამოვიძახე.
-ხო ესმა ალექსი ჩამოდის, რა გაგიძლებთ თქვენ ერთად-ამოიგმინა კესომ.
-შენ რა გაწუხებს ბაბიმ იკითხის სკაიპში წყვიტავდნენ ერთმანეთს და ახლა ლაივი წარმოიდგინე- გადავიხარხარე მე.
-შენ რაღაც ლექსოს ნახვის შემდეგ ვეღარ ხარ ფორმაში-გადმომწვდა ბაბი.
-ვიბრძენეთო?-ვკითხე გაბრაზებულმა.
-ვცადე- ენა გამომიყო ბაბიმ.
-მაგ დიოზავრების უკანასკნელმა გადმონაშთმა გასწავლა?
-ხომ იცი კარგი მოსწავლე ვარ-გაიჯგიმა ბაბი.
-მერე აგერ ვარ წლებია უკვე და ვერაფერი რატო ვერ შეიგნე ჩემგან?- ისევ გავბრაზდი მე.
-ეტყობა მასწავლებლობა შენი სტილი არ არის- ახარხარდა ბაბი.
-დღეს ყველა ნერვებზე რატო მოქმედებს- თეატრალურად ავღმართე ხელები.
-კარგი გვეყო ახლა წავიდეთ კაბების საყიდლად თორემ ვერ მოვასწრებთ- სიტუაცია განმუხტა კესომ.
სპორტულად გამოვეწყვეთ მაღლები ჩემთვის ჯოჯოხთია. მხოლოდ ბანკეტზე მეცვა მაღალქუსლიანები და ბანკეტის დასრულებისას სად ეყარა კაცმა არ იცის. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შევედით გოგონებს დიდხანს არც დასჭირვებიათ სიარული ორივემ აარჩია თავისთვის სასურველი კაბა.
კესომ დეკოლტიანი გრძელი წითელი კაბა, ღრმა ჭრილით იყიდა. ბაბიმ წვრილი სალტებით,მკერდთან დიდი ჭრილით, ბარხატის გრძელი კაბა ასევე ღრმა ჭრილით. მე კი ამდენ საათიანი ძებნის შემდეგ ისევ ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი და დავინახე "ის". რა იფიქრეთ? კაბა ვიგულისხმე. ვერცხლისფერი, გრძელი, ღრმა ჭრილით, ზურგი საერთოდ არ ჰქონდა მომჯდარი ყელით. ერთ-ერთ კონსულტანტს დავუძახეთ და ჩემი ზომა შევაფუთინეთ. წამოსვას ვაპირებდით ბაბიმ რომ გამაჩერა.
-გაიხედე იქ ვინ არის?- მითხრა ჩურჩულით.
გავიხედე და ვის ვხედავ. იდიოტიზმის განსახიერება, თვით დინოზავრის უკანასკნელი შთამომავალი დგას ოდნავ მოშორებით და აშკარაა ვიღაც გოგოს კერავს, გაგიკვირდებათ და ახერხებს კიდეც.
-მოიცა ეს არის ის ბიჭი დილით რომ ლანძღავდა?-გადაუჩურჩულა კესომ ბაბის.
-გახლავს- მივუბრუნდი მე.
-ვერ ხარ ბიძია შენ, ღმერთი ასეთ სულელ ხალხს რატომ აძლევ ასეთ ბიჭებს? მე რა დაგიშვე მესროლე ერთი ანგელოზივით ბიჭი რაიქნება?-დემოსნტრირებულად აღმართა ხელები ზეცისკენ.
-ხო ესროლე ეგებ გაუსკდეს ის თავი და გაჩუმდეს მერე.- ჩავისისინე მე. თუმცა მალევე მოვედი ხასიათზე ჩემი მზაკვრული გეგმის წარმოდგენისას და გოგოებს გავხედე.
-ახლა რაღას აპირებ - ამოიოხრეს ერთხმად.
-ნახავთ- ვუთხარი და იმ არსებისკენ გავემართე ჩემს ნერვულ სისტემას რომ ანადგურებდა.
-აი თურმე სად ყოფილხარ ძამიკო, იცი მათემ დამირეკა ძალიან გაბრაზებულია. ასე მითხრა წუხანდელი გიჟური სე*სის შემდეგ აღარც კი დაურეკავსო. არ გაბედო და როგორც სხვა ბიჭები მიაგდე ისე არ გაუკეთო მათესაც, ხომ იცი როგორი გულჩვილია- ვუთხარი მკაცრი ხმით, თან გულში ვხარხარებდი მის მიმიკებზე. ჯერ გოგონას გადახედა, რომელიც გაოცებული გვიყურებდა,შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და აი აქ გავითხარე ჩემი ხელით საფლავი. ახლა დამერხაა. ხელი კლავში მომიჭირა და კარისკენ წამოღო, კედელს ამაკრა და წინ დამიდგა.
-თავი ვინ გგონია?- ხმას აუწია ბატონმა.
-ის ხომარა დილას შეურაცყოფა რომ მიაყენე?- ვუთხარი და სახეში მივანათე მზერა. მართლა ამას ვლანძღავდი? იქნებ ბაბის აერია? არა, არა ისაა. აქაამდე რატომ არ დავაკვირდი. კუპრივით შავი თმები,ლურჯი თვალები, სწორი ცხვირი, დიიიდი ტუჩები, მაღალი დაკუნთული სხეულით, ხოო ეტყობა ტვინის მაგივრადაც კუნთი უდევს ტვინს არ აძლევს მუშაობის საშვალებას და სწორედ ამიტომაა ასეთი დაუნი-ვფიქროდი ჩემთვის. აი თურმე რატომ ამბობდა ბაბი შენი ბედიაო. ზუსტად ასეთს აღვწერდი ჩემ საცოდავ საბედოს ნეტა გვიან შემხვდეს გართობა მაინც მოსწროს სწყალმა, თუმცა ჩემი საბედოს აღწერაში ტვინის არქონა ნამდვილად არ იყო ერთ-ერთი პუნქტი.
-მორჩი თვალიერებას?-მკითხა ირონიულად და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-არააა, ჩაცმულ ხალხს ვერ ვათვალიერებ კარგად-ირონიული სახით ავხედე მე.
-აჰ გასაგებია ეტყობა დილითაც ვინმეს შესწავლით იყავი დაკავებული და მაგიტო გამივარდი გარეთ ნახევრად შიშველი-ჩაიცინა მან. რაოო ახლა ამან იფიქრა რომ,რომ. უხ იდიოტი, ღმერთო რა ხეპრეა. ამ ფიქრში ვიყავი ხელი თავისით რომ წავიდა მისი სახის მიმართულებით და მალევე გამაყრუებელი ხმაც გაისმა.
-დაფიქრდი როცა მე მელაპარაკები- ჩავისისინე მე.
გავიგონე როგორ ჩაიბურტყუნა რაღაც თუმცა მე უკვე ჩემ გოგოეთან ვიყავი რომლებიც კითხვისნითშნით აღსავსე თვალებს მანათებდნენ.
- წამოდით სადმე დავჯდეთ, მომშივდა თან მოგიყვები და მერე წავიდეთ სახლში.
კაფეში გოგონებს ყველაფერი ვუამბე, ისინც სიცილით იკუჭებოდნენ. კაფედან სახლში წავედით,უკვე გვიანი იყო ,ათი ხდებოდა, რახან ხვალ უნიში მივდიოდი, მე როგორც ძილის მბრძანებელი მაშინვე დასაძინებლად წავედი, რადგან ვიცოდი დილით ბაბი შვიდ საათზა გამაღვიძებდა, ეს გოგო ზოგჯერ ტირანი მგონია. კოშმარული დღის შემდეგ მორფეოსის სამყაროშიც შემომეჭრა ის არსება თუმცა ნამდვილიად არ გამიღვიძია. არ ვაპირებდი იმ კადრების წაშლას, თუ როგორ მყავდა წიხლქვეშ გაგდებული და ვცემდი, ასეთი კარგი სიზმარი დიდი ხანია არ მინახავს.
დილოთ მხიარულ ნოტაზე ვიყავი როცა ბაბი შემომივარდა ოთხში და მე გაღვიძებული დავხვდი გარეთ გავიდა და ისევ შემოაღო კარი, მერე თვალების ფშვნეტა დაიწყო.
-დავიჯერო ისევ მძინავს?
-კარგი რა წელიწადში ერთხელ სასწაულიც ხომ უნდა მოხდეს -გავეკრიჭე მე.
-გუშინდელის კვალობაზე დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ-მითხრა დაეჭვებით ბაბიმ.
-წუხანდელი სიზმრის მერე ცუდად როგორ უნდა ვიყო- ისევ გავეკრიჭე მე.
-და ასეთი რა ნახე?
-ის იდიოტი.
-მოიცა ლექსო ნახე სიზმარში და კარგ ხასიათზე ხარ?- გაოცებულმა თვალები კინაღამ საწოლზე დამილაგა.
-ნახვით კი ვნახე მაგრამ როგორ და რა ფორმით იყო სიზმარში იმას აქვს მნიშვნელობა.
-რა ფორმითო ისე ამბობ თითქოს შიშველი ნახე... მოიცა მართლა შიშველი იყოო?-ისედაც დიდი თვალები სადაც იყო გუგებს გადმოცდებოდა.
-ნუ სულელობ უბრალოდ ძირს ეგდო და მე ვცემდი- გავეკრიჭე ბედნიერი ხმით.
-ოხ ესმა ძილშიც ძალადობაზე ფიქრობ- გადაატრიალა თვალები ბაბიმ და გარეთ გავიდა.
მე ავდექი მოვემზადე შავი ელასტიკო, ტოპი, ორი ნაწნავი, კეპი თავზე ჯინსის მოსაცმელი და ოთახიდან გავედი.
-ყავა დავლიოთ და გავიდეთ - მითხრა ბაბიმ.
-პირველი ვისი ლექცია გაქვს?
-მაკასი შემიწირავს ეგ ქალი ერთი და იგივე თემას დავყურყუტებთ ორი კვირაა უკვე-ამოიოხრა ბაბიმ.
ხო მართლა ბაბი ფილოლოგიურზე სწავლობს, მასწავლებლობა უნდა გოგოს, ჩემს ხელში გამოუმუშავდა და დაეხვეწა ნერვული სისტემა, მოკლედ მე რომ არ ვყავდე რა.
მე ბიზნესზე ვსწავლობ, კესომ სამხატვრო აკადემიაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და საკმაოდ ყოჩაღადაც გამოსდის. მეც და ბაბიც პირველ კურსზე ვართ.
-კარგი მე დღეს ისეთი არაფერი მაქვს ამიტომ უნის წინ კაფეში დაგელოდები
-კარგი- თქვა და სახლიდან გავედით.
ორმა ლექციამ სრული უაზრობით ჩაიარა, ბაბის კიდევ ერთი ლექცია ჰქონდა, ამიტომ კაფეში ვაპირებდი შესვლას ხმა რომ მომესმა, უკნიდან ვიღაც ჩემს სახელს ყვიროდა. მივტრიალდი და ვის ვხედავ ჩემი გადარეული კლასელები ლუკა, ანი, საბა და თემო. ოო ამათ ნამდვილდ არ ველოდი. ჩემი "სიმპაწიკური" ბიჭები გარეგნობით ვერცერთს დაიწუნებ ნამდვილად ლუკა მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, დაკუნთული. საბა შავგრემანი შავი თვალებით ოდნავ წვერიც მოუზრდია, ასევე დაკუნთული. თემო წაბლისფერი თმებით, ცისფერი თვალებით, ისიც დაკუნთული. მოკლედ ამ ბიჭებს მარტო კუნთები აქვთ ჩემხელა. ანაც ძალიან ლამაზი გოგოა მაღალი, კარედ შეჭრილი წაბლისფერი თმით, სწორი ცხვირით, გიშერივით შავი თვალები და სავსე ტუჩები ასევე სავსე ფორმებით. თემოს დიდი ხანია შევატყვე ანა უყავრს მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაუმხელია. არადა ზურგს უკან რამდენი ბიჭისთვის გაგვირჩევია მის გამო საქმე, ხო რა გიკვირთ გაგვირჩევია, მეც მათთან ერთად დავდიოდი გარჩევებზე. მოკლედ თემო არც თვითონ ეუბნება არც სხვას უშვებს მის სიახლოვეს. არც ანაა გულგრილი მაგრამ საშველი ვერ დააყენეს. მე მივხედავ ისევ თორე დავბერდი და ნათლული არ მყავს.
-სად დაგვეკარგე გოგო ეგ შეგეფერება შენ?- თითქოს გაბრაზებულმა მითხრა საბამ , მაგრამ მაინც გაეღიმა.
-ვაიმე ბავშივებოო-დავიყვირე და მათკენ გავიქეცი წინ თემო მოდიოდა და იმას შევაფრინდი.- როგორ მომნატრებიხართ თქვე გიჟებოო.
-ჩამოდი გოგო რამ გადაგრია ჭამის მეტს არაფერს აკეთებ?-შეყვირა აღშფოთებულმა.
-კი ადამიანის ნაწილებს ვყიდი და თუარ გაჩუმდები შენც აღარ შეგრჩება რაღაცები-დავეტლატე მე.
-კარგი რააა გული არ გაქვს?- ლეკვის თვალებით ამომხედა თემომ.
- დღეს არა ხვალ მექნება გინდა?- უცებ გამახსენდა წინა დღეებში ფეისბუქზე წკითხული პოსტი.
-ოხ ისევ ისეთი თხა ხარ რაა-ხელი ჩაიქნია თემომ.
-ვიციი- გავეკრიჭე მე.
-მიგვიშვი ძმაო რა- დაიყვირა საბამ, ოხ ეს ჩემზე მეტი ცანცარაა.
-მოი ძამია მოი ისევ შენე თვარა ესენი რაის მაქნისები არიენ- ვთქვი კილოთი და ავხარხარდი.
-მართლა რამხელა ხარ გოგო ჭამის მეტს არაფერს აკეთებ?-გაიკვირვა საბამაც.
-ოო ვიცი რომ იტყუებით და ჩადუმდი.- გავებღვირე მე.
-კარგი ხოო.
-ანუკია გოგო როგორ ხარ შენ ამ გიჟების ხელში?- გმახსენდა უცებ ანაც.
-სხვ რა გზა მაქვს ვუძლებ-გამეკრიჭა ანაც.
-ლუკა შენ როგორ ხარ ხალხი ისევ ჭორაობს ჩვენზე თუ გადალახეს ეგ დარტყმაც-გამახსედა როგორ ჭორაობდნენ ჩემზე და ლუკაზე და ისევ ყველას გაგვეცინა.
-არა ძლივს გადალახეს ხანდახან ბებიაჩემი თუ წამომაყვედრებს სად გაუშვი ის ნგელოზივით გოგო რძალი მინდაო- სიცილით გადამეხვია ლუკა.
როგორც უკვე გითხარით ჩემს უმცროს ძმასაც ლუკა ჰქვია და სიმართლეზე სულ მას ვიფიცებ, ასევე გითხარით რომ ხშირად არ ჯერა ბაბის ჩემი ნათქვამი ამიტომ ყოველ მეორე სიტყვაზე ლუკას მაფიცებინებდა.
ერთხელ სკოლის დერეფარში ვიყვით მე და ბაბი და რაღაცაში დასარწუნებლად ლუკას ვიფიცებდი გვერდით მასწავლებლებმა რომ ჩაგვიარეს და გაიგონეს ჩემი ფიცება, მე და ლუკაც ერთმანეთთან ძაან მაგრად ვართ და ბევრს მართლა შეყვარებულები ვეგონეთ, ახლა მასწავლებლებს რომ საბაბი მიეცათ რაღა გააჩუმებდათ და ყველას მოდეს ესმა და ლუკა შეყვარებულები არიანო. ჩვენი ბევრი მტკიცების მიუხედავად არავინ დაგვიჯერა და ჩვენც გავჩუმდით.
-ეჰ რა დრო იყოო- ამოვიოხრე მე.
-აბაა, მაგაზე გამახსენდა კესო და ბაბი სად არიან?-იკითხა საბამ.
-ბაბის ერთი ლექციაღა დარჩა და ველოდები, კესო სასწავლებელშია მივწერ და გამოვა, წამო აქვე კაფეა იქ დავჯდეთ ძველი დრო გავიხსენოთ- გავიცინე მე.
-ძველი დროო და გოგონებიც რომ მოვლენ სიმართლე თუ მოქმედება ხომარ ვითამაშოთ?-იდეა წამოჭრა ლუკამ.
-კაფეში?- ვიკითხე მე.
-ოჰ გაიკვირვა გოგომ, როდის მერე გაწუხებს შენ კაფეში ვითამაშებთ თუ მეტროში?-, გამახსენდა თუ როგორ დაგვქონდა ჩანთით ბოთლი.
-ნუ ეგეც მართალაი- ვთქვი სიცილით მე.
-ვითამაშოთ ოღონდ ამჯერად გავაფართოოთ არეალი და მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ვიძალადებთ დავიღალე ამ თამაშის შემდეგ სახლში სულ გაწუწული ან ხალი ვარცხნილობით ვბრუნდები-წამოიყვირა საბამ. ეტყობა კესოს მიერ შესრულებული დავალება გაახსენდა მოზრდო თმაზე კიკინები რომ გაიკეთა და მთელი დღე ისე დადიოდა.
-კარგი ხო მართალი ხარ-გადავიკისკისეთ ჩვენ.
ამასობაში მეც მივწერე კესოს და "თხუთმეტ წუთში მანდ ვარ თუ დამაგვიანდა ისევ წაიკითხე ეს სმს"_ო არა რა ხანდახან რა ჭკვიანია ეს გოგოც გამეცინა მე. ათ წუთში ბაბისაც უმთავრდებოდა ლექცია ამოტომ კაფეში შევედით და სასმელები და ტორტი შევუკვეთეთ.
-აბა ესმე რა ხდება ახალი შენსკენ?-იკითხა თემომ.
- ვთხოვდებიი-აღტაცებულმა წამოვიძახე მე მეტი დამაჯერებლობისთვის. საბა და ლუკა წვენს სვამდნენ, ეს რომ ვუთხარი ორივეს გადაცდათ.
-მოიცა მართლაა?-შეიცხადა ანამ.
-არა კაცო რა მართლა უბრალოდ შუადღეა უკვე და საბას და ლუკას ძილის დროა ბავშვებს კიდე ძილის წინ ზღაპრებს უკითხავენ ამაზე დიდი ზღაპარი რაღა გინდა?- გდავიკისკისე მე.
-მეც არ გამიკვირდა მეთქი ამ გიჟზე მეტი გიჟიც არსებობს ეს თუ მოყავს ცოლადთქო-გადაიხარახარა საბამ.
-გიჟი ახსენე და კესოც მოვიდაა-კარისკენ გავიხედეთ ყველამ. საიდანაც კესო და ბაბი სიცილით შემოვიდნენ.
-ხაი გაიზ როგორ ხართ- იკითხ კესომ.
-როგორ ხარზე ვეღარ გაქაჩა შენმა ინგლიშმა ხოო?- სიცილით გადაეხვია თემო.
-კარგად ვარ მეც თემო არ იყო ასე დაინტერესებაც საჭირო.-ყურადღება არ მიაქცია თემოს ნათქვამს. ბაბიმაც და კესომაც კოცნა-პროშვნით ჩამოუარეს ყველას, ამ მომენტს ვერ ვიტან.
- აბა რა გეგმები გვაქვს?-წამოიწყო ბაბიმ.
-მოკლედ რა ხდება- თქმა არ დავაცადე არცერთს-გდავწყვიტეთ სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ.
-ოჰო კარგიაა-ხელები გაუხახუნა ბაბიმ ერთმანეთს.
მიმტანს ბოთლი ვთხოვეთ და თამაში დავიწყეთ.
-ლუკას-ს თუ მ?-იკითხა ბოროტული სახით საბამ.
-მოქმედება- ამოიკნავლა ლუკამ.
-კარგი მაშინ დროა მიმტანს ერთი ჭიქა ძმარი ვთხოვოთ- ტაში შემოკრა საბამ.
-მოსიარულე ბოროტება რომ ხარ აქამდეც მაქვს ნათქვამი ხო?-ამოიკრუტუნა ლუკამ.
-კი თან არაერთხელ-გადაიხარხარა საბამ და თან მიმტანს ანიშნა მოსულიყო.
-გისმენთ რას ინებებთ-კეკლუცით იკითხა ახალგაზრდა გოგომ.
საბამ ერთი აათვალიერა, მერე აზრზე მოსასვლელდ ჩაახველა და უთხრა- ერთი ჭიქა ძმარი თუ შეიძლება- არ დააკლო სინაზე ამანაც, ამის დანახვაზე სიცილს ვეღარ ვიკავებდით.
გოგონამ ჩასანიშნად გამზადებული ბლოკნოტიდან თავი მაღლა ასწია და გაკვირვებულმა გადახედა საბას, იმაში დასარწმუნებლად ხომარ მომესმაო, ლუკას სახეს თავლი რომ მოჰკრა, შემდეგ მაგიდაზე დადებულ ბოთლს მიხვდა რაშიც იყო საქმე და სიცილით გაგვეცალა. მალევე დაბრუნდა ძმრიანი ჭიქით ხელდამშვენებული.
-აბა ჩემო ლუკაჩო ჩვენ გაგვიმარჯოს, მე ვერ დავლევ და აბა შენ იცი. რევერანსით გადააწოდა ჭიქა საბამ.
-გადაგიხდი- გამოსცრა კბილებში ლუკამ.
-რას საბანს?მაინც მცხელა ღამე და დამავალებ- შესვენებებით თქვა მოხარხარე საბამ და მიმტანს გადახედა, რომელიც ამის მოსმენაზე აწითლდა. ოხ ესმა გამოუცდელი რომ ხარ მაგის ბრალია რას ვერ მიხვდი ნამიოკი ჩაურტყა- შემომძახა მეორე მემ. ამაზე მეც ავყევი სიცილში სხვებს.
-ღმერთო გდამარჩინე- ამოიგმინა ლუკამ და ერთ ყლუპზე გადაკრა, ჭიქა მოიცილა და მაშინვე წყლიანი ჭიქა მოაყოლა, რომელშიც ყველასგან უჩუმრად მარილი ჩავყარე. ასე ადრე გამიკეთა და ახლა ვიძიე შური. ისიცი ერთი სულის მოთქმით გადაკრა და უფრო მეტად დაიჭყანა.
-ესმა მოგკლავ- დაიგრგვინა ლუკამ.
-აბა შენ იცი გახსოვს რა გითხარი? გადაგიხთითქო ხოდა აი დადგა დროც.- გადავიხარხარე ამჯერად მეცც. ბავშვები რომლებიც აქამდე გაურკვევლობაში იყვნენ ახლა ყველაფერს მიხვდნენ და სიცილში ამყვნენ. ისევ გვგრძელეთ თამაში
საბამ გვერდით მაგიდაზე მჯდომ გოგოს სკამი გამოუწია.
თემოს სიმართლე ათქმევინეს რომ ვიღაც მოსწონდა თუმცა არ დააკონკრეტა.
ანამ თემოს ყელში აკოცა.
ბაბიმ საბას გაულაწუნა ლუკას თხოვნთ.
მე იმ მიმტანისთვის წეხან ვინც მოგვემსახურა ნომერი გამომართმევინეს.
-კარგი ახლა შენი ჯერია, დაატრიალე ესმა.- წამოიყვირა აზარტში შესულმა ბაბიმ.
დავატრიალე და კესო ამოვიდა-ს თუ მ კესუნა?- ვიკითხე გამხიარულებულმა.
-მოქმედება- სუნთქვას ამოაყოლა კესომ და გაინაბა საშინელების მოლოდინში.
-კარგიი მაშინ ვინც პირველი შემოვა და მაგიდასთან დაჯდება, ნუ ბიჭი რათქმაუნდა, მიხვალ და ისტერიკებს მოუწყობ როგორ დამშირდი და რაღაც მსგავსები, დანარჩენი ექსპრონტად მოიფიქრე.-ვთქვი ჩემი წინადადებით აღტაცებულმა და განადგურებული სახით მჯდომ კესოს გადავხედე.
-როგორც ჩანს გავერთობით-ტაში შემოკრეს ბიჭებმა.
-შეკამათებას აზრი არ აქვს ხო?-ბილოჯერ გაიბრძოლ კესომ
-შენი აზრით?- გადავხედე მე და მიხვდა რომ უნდა გაჩუმებულიყო.
-კარგი დაველოდოთ მსხვერპლს-ხელები დავარტყი მაგიდაზე.
ბევრი ცდა არც დაგვჭირვებია ხუთი წუთიც არ იყო გასული კარში ბიჭი შემოდის ვიღაც ქერასთან ერთად თუმცა ძნელი მისახვედრი არაა მისი ჩაცმულობით რომ უბრალო ნაშაა ბიჭის სახეს ვერ ვხედავდი, ისე იდგ მზის სინათლე სახეში ენათებოდა.
-აბა კესო წარმატებები- გაამხნევეს ბიჭებმა.
-აცადე დასხდნენ- წამოვიძახე მე და ახლა კარგად ვხედავდი მაგიდასთან მჯდომ ვიღაცას კი არა ირაკლი ყანჩაძეს, აი ზუსტად ჩემ მეზობელ ირაკლის ის დაუნი რომ ეძებდა. ირაკლი საზღვარგარეთ სწავლობდა ბიზნესმენია, საქართველოში რამოდენიმე კვირის ჩამოსულია, მხიარული ბიჭია გარეგნობასაც ვერ დაუწუნებ მაღალი, წაბლისფერი თმით და შავი თვალებით, ნავარჯისები ტანიც არ დაგვავიწყდეს. მე და ბაბიმ კარგად გავიცანით თუმცა კესოს თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. მე და ბაბიმ ერთმანეთს გადავხედეთ და ჩუმათ ჩავიცინეთ, კესოს კი ხელით ვუბიძგეთ ვითომ არაფელითქო.
(კესო)
როცა კაფეიშ მივედი ბავშვების ნახვა ძალიან გამიხარდა. თამაში რომ დავიწყეთ და ესმას სურვილი უნდა შემესრულებინა ვიცორი რაღაც საშინელებას მთხოვდა, თუმცა სხვა გზა აღარ მქონდა, ვიცოდი აზრს არ შეიცვლიდა. ასე რომ დაველოდე მსხვერპლს. და აი ისიც ვიღაც ბიჭი შემოვიდა მაღალი წაბლისფერი თმით და შავი თვალებით სწორი ცხვირით და დიდი ტუჩებით. თან ქერა გოგო ახლდა ჩაცმულობით მიხვდებოდით ვინც იყო. მეც სხვა გზა არ მქონდა და მაგიდასთან რომ დასხდნნე მათკენ გავემართე, თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა. არა მაინც რა ბიჭიაა დიდი სიამოვნებით დავახრჩობდი კოცნით.
-აი თურმე სად ყოფილხარ შე არამზადა ამასთან მღალატობ?-წამოვიძახე რაც პირველი მომაფიქრდა და გაბრაზებული სახე მივიღე.
-უკაცრავად?- გაკვირვებულმა შემომხედა ბიჭმა და ამათვალიერა. თავხედი.
-უკაცრავად? უკაცრავად? ახლა ვეღარ მცნობ არაა? სახლში რომ დამტოვე ატირებულ ბავშვთან ერთად, მაშინ ხომ მცნობდი კარგად- წამოვიყვირე მე როლში შეჭრილმა და ქერას გადავხედე რომელიც გაოცებული გვიყურებდა და ბრაზი ნელ-ნელა ერეოდა.
-გოგონა მგონი მზეში იარეთ დიდხანს, ექიმის მისამართს მოგცემთ თუ გინდა. ან იქნებ აღარ გავწვალდეთ და პირდაპირ ფსიქიატრთან წაგიყვანოთ არ იდარდოთ ჩემიხარჯებით მიგაცილებთ- ჩაიცინა ირონიულად და კიდევ ერთხელ მომავლო თვალი. მოიცა ამან ახლა გიჟად შემრაცხა?ამ იდიოტს უყურეეთ რა დიდი სიამოვნებით მიგილამაზებდი მაგ ლამაზ სიფათს. ნეტა ლურჯი თუ მოუხდება? ვფიქრობდი ჩემთვის.
-უკვე ფსიქიატრთანაც მგზავნი არაა? ბავშვს ვინღა მოუვლის? იქნებ შენ როცა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იქნები?-ვუთხარი გაცოფებულმა და აღარ ვიცოდი სად გავქცეულიყავი, როცა დავინახე ქერამ როგორ შეასხა სასმელი და გარეთ გაიქცა ბიჭმა კი გაცოფებულმა შემომხედა ფეხზე წამოხტა და ხელში ჩამაფრინდა.
-ვინ ხარ ასეთ სცენებს რომ მიწყობ?- დაიგრგვინა ბიჭმა. აი ახლა უნდა ვთხოვო ღმერთს გადარჩენა, თორემ ვატყობ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე დადგა. იქნებ ვთხოვო გმომშვიდობებისთვის მაინც მომცეს დრო.
ამ დროს დავინახე ესმა და ბაბი რომ წამოვიდნენ ჩვენსკენ. აი სად მეშველა, მგონი გადავრჩი, ესმას ამბავი რომ ვიცი ალბათ მოკლავს ამ საცოდავს. გავიფიქრე ჩემთვოს და ინტერესით გავხედე გოგონებს, რომლებიც მოგვიახლოვდნენ.
-გამარჯობა ირაკლი როგორ ხარ?-იკითხა ესმამ და ბიჭი გადაკოცნა, ბაბიმაც იგივე გაომეორა. ესენი ამ ვაჟბატონს მიესალმნენნ? და თან გადაკოცნეს არ არსებობს ანუ იცნობემ ამ არსებასს?
-გამარჯობა გოგონბო როგორ ხართ?- იკითხა ბიჭმა დამთბარი ხმით და ხელი გამიშვა. ძლივს მეშველა.
-არაგვიშავს კესო შევამჩნიეთ და გადავწყვიტეთ ჩვენი მაგიდისკენ მეგვეპატიჟებინა- თქვა ესმამ. ხო როგორ არაა წეხან მე მქონდა ჩემს თავთან სურვილი.
-აჰჰ ესეიგი კესო არაა?-ჩაიცინა ბიჭმა. ეს ყრუაა? კესოოო და აბა ელპიტე ხოარ მერქმევა.
- ხო კესო - დაუმოწმა ბაბინ.
- კარგი ჩვენ წავალთ- თქვა ესმამ და მაგიდისკენ წამიღეს.
- თქვენ რა ამას იცნობთ?-ვიკითხე ჯერ კიდევ გაცოფებულმა და გაკვირვებულმა.
- კი ჩვენი მეზობელია- ჩამიკაკლა ბაბიმ.მოცა რომელი მეზობელი ცოტახნის წინ რომ ჩამოვიდა ამგენჯს კორპუსში დასახლდა და ესმა რომ იძახდა ჩავუბრატდითო? თანაც აქებდნენ სიმპათიური არისო.ოხ მოგკლავ ესმა ამ ფოქრში ირაკლისკენ გამექცა თვალი დავინახე, როგორ დადო მაგიდაზე ფული და კარში გასვლამდე ჩემსკენ გამოიხედა ეშმაკურად ჩაიცინა და გავიდა.
-იცნობდით და მაინც გამიშვით არაა- შევუბღვირე ესმას.
-კარგი რაა იცი რა საყვარელი ვინმეაა- შემაცოდა თავი ბაბიმ.
-რა საყვარელი გოგო არ გესმოდა მაინც? გიჟად შემრაცხა- წამოვუყვირე მე.
-სიმართლე თუ გინდა მეც გიჟი მეგონებოდი-გადაიხარხარა საბამ.
-ხო რა ჩაუტარეე.- გაეცინა ანასაც.
-არა ნუ ისტერიკა კი გითხრეს მაგრამ ეს ბავშვი სად გაგახსენდა ან ნარკომანობა როგორღა დააბრალე- შეიცხადა ბაბიმ.
-გამწარებული იყო და რაც გაახსენდა ყველაფერი თქვა-მხარი ამიბა ესმამ.
-გამოცდილია ეს- გამეცინა მეც მაღაზიის ინციდენტის გახსენებაზე.
-არა დაო რა დროს სამხატვროა მსახოიბო უნდა ყოფილიყავი გადარიე კაცო. არ მეგონა ამდენს თუ მოიფიქრებდი- ისევ გაიცინა ესმამ.
-შენ რა ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება? არ გაპატიებ გული მომიკალი- ვთქვი და არარსებული ცრემლი მოვიწმინდე.
დრო მალე გავიდა ამდენ სიცილში შემოგვაღამდა კიდეც. რვა საათი იყო რომ დავიშალეთ მე სახლში წავედი და დასვენება გადავწყვიტე. მოვემზადე და დასაძინებლად დავწექი თუმცა ძილი არ მომეკარა. ავდექი, დერეფანს გავუყევი და სახლის ბოლო ოთახში შევედი სადაც ხატვისთვის საჭირო ყველა ნივთი იყო.
დავდექი და ხატვა დავიწყე თავიდან ვერ ვიაზრებდი რას ვხატავსი თუცა ხაზები ერთმანეთს რომ გადაება და გიშერივით შავი თვალები გამოიკვეთა მაშინვე შევწყვიტე ხატვა, ჩემს ოთახში დავბრუნდი და დავიძინე.
(ნიკა)
კაფედან გამოსვლისას ტელეფონი ავიღე და ლაშას დავურეკე, ლაშა ჩემი ბავშვობის მეგობარია და სასტავში ყველაზე ცენცერა.
- ხო სიხარულო, როგორც იქნა გაგახსენდი?-გავიგონე ლაშას ხმა, რომელიც ცდილობდა გოგოსთვის მიებაძა.
- ნუ ხარ პიდა*ასტი და მითხარი სად ხარ- შევუღრინე მე.
- ლექსუნასთან ვარ ბინაში, სად უნდა ვიყო- დაიკნავლა ისევ ქალის ხმით.
- მოვდივარ.- ვუთხარი და გავთიშე და ლექსოს ბინისკენ წავედი. მთელი გზა კესოზე მეფიქრებოდა. მოვხვდი რომ ის სცენა იმიტომ მოაწყო თამაშში წააგო ან ნიძლავი ქონდა მაგრამ მაინც მომეშალა ნერვები, როგორ გაბემა ნარკომანი ეწოდებინა ამ პატარა გოგოს როცა ჩემი სახელის გაგონებაზე ხალხი შიშისგან კანკალებს. დარწმუნებული ვარ ესმა და ბაბიც შემთხვევით არ აღმოჩნდნენ ჩვენთან. ვიცი ესმას ხელი ურევია ამ საქმეში, ოხ რა გიჟია ეს გოგო სამი კვირაა რაც ვიცნიბ და უკვე მივხვდი რა გიჟიცაა. ერთხელ შოკოლადი შევუჭამე და ისე გაბრაზდა მეორე დღეს ჩემთან შემოიპარა ჩემი ოთახის კარზე საღებავით სავსე ბუშტი დაკიდა და შემოსასვლელიდან დაიწყო ყვირილი სასწრაფო საქმრ მაქვს გამოდიო. თავიდან ვიეჭვე ამ დილა ადრეან ესმას რა გააღვიძებდათქო მაგრამ, რომ აღარ შეწყვიტა წამოვდექი და გავედი კარის გაღების თანავე გავიგე რაღაცის ყრუ ხმა და მალევე ვიგრძენი როგორ ჩამოდიოდა საღებავი წვეთ წვეთად იატაკზე. ესმა კი იმდენს იცინოდა უკვე ცუდად იყო. სააბაზანოში გავვარდი თუმცა დაბანამ არ მიშველა მთელი თმა ლურჯი მქონდა ესმა კი სმურფს მეძახდა. მეორე დღეს სალონში წავედი და დავიბრუნე ძველი თმა მაგრამ ის დღე არასდროს დამავიწყდება.ამ ფიქრებში ლექსოს ბინასაც მივადექი და დაუკაკუნებლად შევაღე კარი. ლაშა ლექსოს ეტმასნებოდა ის კი გაბრაზებული ცდილობდა მოეშორებინა.
-აი ჩემი ღვთაებაც მოვიდა.- წამოხტა ლაშა და ჩემსკენ გამოიქცა. ზოგჯერ მართლა მეპარება ეჭვი მის ორიენტაციაში.
-არ მომეკარო გიჩივლებ იცოდე- შევყვირე მე.
- გეყოთ ღლაბუცი და ამოღერღე რამ მოგიშალა ნერვები- თქვა სერიოზული ხმით სვანმა.
-რამ არა ვინ.- დავსერიოზულდი მეც და ტახტზე მათ წინ დავჯექი.
-ოჰოი ეს უკვე მომწონს.- ხელები გაუხახუნა ერთმანეთს ლაშამ.
მივუყევი კესოს ისტერიჩკები და ბიჭეი, თვით ლექსოც კი გადაბჟირებას იყო.
- მოიცა შენ რა ცოლიც გყავს და შვილიც აქ კიდე მე მაბამ? შე უსინდისო როგორ ბედავ- მკაცრი ხმით თქვა ლაშამ და სიცილი აუტყდა.
-გიჟებს რა დალევს - თქვა ლექსომ და გაიცინა.
-რა გაცინებთ ამდენი ადამიანის წინ ნარკომანი მიწოდა- შევუბღვურე მე.
- ეგრე მე შენმა გადარეულმა მეზობელმა პიდა*ასტად შემრაცხა მაგრამ შენც იცინოდი ეს რომ მოგიყევი.- გადაიხარხარა ლექსომ.
-შენ წარმოიდგინე და ზუსტად ჩემი გადარეული მეზობლის მეორე დაქალია ეს კესო და ეჭვი მაქვს ამ საქმეშივ მაგის ხელი ურევია.- ჩავფიქრდი მე.
- აი თურმე რა- წამოიძახა ლექსომ, თითქოს ურთულესი განტოლება ამოხსნა- ახლა გასაგებია ვისგან გადაედო სიგიჟეები. უნდა ვერიდოთ როგოც ჩანს იმ გოგოს ავადმყკფობა გადამდებია.- გადაიხარხარა ლექსომ.
- აგერ ნახავ თუეგ ბავშვი არ მოვარჯულო.- დავიმუქრე მე.
- ბავშვი უძახე და კი ჩაგიტარა.- გადიახარხარა ლექსომ.
- შენ ვიზე რას ამბობ დაგავიწყდა ესმამ მაღაზიაში რაც გაგიჩაალიჩაა- გველურად ჩავიცინე მე. ამის გახსენებაზე ლექსო დასერიოზულდა.
-მაგ ესმას წავატეხავ იმ რკინის რქებს.- დაისისინა ბოლოს.
ლაშამ გვისმინა გვისმინა და ბოლოს ერთიანად ამოხეთქა. სიცილისგან უკვე გალურჯებული იყო. ბოლოს დამშვიდდა, სეროიზული სახე მიიღო, ორივეს გადმოგვხედა და დაასკვნა.
- დარხეული გაქვთ.
ბიჭებიდან გვიან წამოვედი. სახლში ასვლას ვაპირებდი ესმას ბინას რომ გავუარე გვერდი და გადავწყვიტე შევსულიყავი მინდოდა კესოზე მეტი გამეგო.
კარი ბაბიმ გამიღო ეტყობა კაფეში მომხდარი გაახსენდა და სიცილს ძლივს იკავებდა.
-გაიცინე თორე მოვკვდი შენი საცოდაობით- გამეცინა მეც.
ნებართვის მიღებისთანავე გაისმა ბაბის ხარხარი. ამაზე ესმაც დაეშვა მეორე სართულიდან და მე რომ დამინახა მასაც სიცილი აუტყდა.
-ოჰოო ჩვენი დღის მსხვერპლი მოსულა.- გაიცინა ესმამ.
-ვინ იყო ის გიჟი.- ვკითხე და ტახტზე ჩამოვჯექი.
ესმაც გვერდით მიმიჯდა და თავი მოისაწყლა.
-სიმართლე თუ გინდა კესოს ბრალი არაფერი არ არის, სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობდით კესოს ჩემთვის სურვილი უნდა შეესრულებინა. მეც ვთქვი ვინც ახლა შემოვა იმას ისტეკებს მოუწყობთქო და შენ შემოხვედი. შემთხვევითობის მსხვერპლი ხარ სმურფო - გამეკრიჭა ბოლოს.
- ასეც ვიფიქრე, ვიცოდი შენი ხელი რომ ერია.- გამეცინა ჩემი ეჭვი რომ დადასტურდა.- და ვინ არის კესო თქვენი?- ვიკითხე შეპარვით.
- კესო რვა წლის იყო როცა მშობლები ავარიაში დაეღუპა, კესოს უფროსი ძმა ალექსანდრე საზღავრ გარეთ ყავდათ მშობლებს გაგზაბნილი და დღემდე იქ არის. რადგან კესოს არავინ ყავდა, ისეთი ვინც მასზე იზრუნებდა, ჩემმა მშობლენმა გადაწყვიტეს წამოეყვანათ, რადგან ჩემი მშობლები და კესოს მშობლები ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ამიტომ კესო რვა წლის მერე ჩემთან ერთად არის. მე ბაბი და კესო ლაბაძე საუკეთესო მეგობრები ვართ.-გაიჯგიმა ესმა.
ლაბაძის ხსენებაზე თვალები გამოფართოვდა.
- მოიცადე კესო ალექსანდრე ლაბაძის დაა? -ვიკითხე გაოცებულმა.
-ხო იცნობ?- იკითხა ინტერესით.
-საზღავრ გარეთ რომ ვიყავი სასწავლებლად ერთ უნიში ვსწავლობდით. ვიცოდი რომ და ჰყვადა მაგრამ არასდროს მინახავს- გაოცებული ვლაპარაკობდი მე.
- ხო ალექსი არც ჩვენ გვინახავს მხოლოდ სკაიპით ვეკონტაქტებით და ერთხელ იყო ჩამოსული წლების წინ რამდენიმე დღით.- თქვა ესმამ.
- კარგი მე უნდ აწავიდე გვიანია უკვე- ვთქვი დაპროგრამებულმა და წამივედი. კიბეებს ნელა ავუყევი და ფიქრი დავიწყე. გაოცებული ვიყავი რომ ჩემი მეგობრის და იყო კესო. გოგო რომელიც ერთი დანახვით მომეწონა. ტელეფონი ავიღე და ჩემს მარჯვენა ხელს, სანდროს გადავურეკე
- დიახ ბოს- მიპასუხა სანდრომ.
- სანდრო კესო ლაბაძეზე ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება. სად ცხოვრობს რას საქმიანობს, სად დადის, მისი ყოველი ფეხის ნაბიჯი უნდა ვიცოდე.- ვუთხარ და პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავუთიშე.
(ესმა)
მძინარეს რაღაც უცნაური ხმა ჩამესმოდა, ვიფიქრე ძილს გავაგრძელებთქო მაგრამ რომ აღარ გაჩერდა წამოდგომა ვიკადრე. ხმას დავუკვირდი და მაგიდისკენ გავიხედე ოხ ესმა რა ვეღარ ისწავლე კომპიუტერის გამორთვა ძილის წინ, რა იცი რომელ დარტყმულს მოუნდება დილის ცხრა საათზე დარეკვა. ზლაზვნით წამოვდექი და ლეპტოპს ხელი დავავლე ესევ საწოლს მოვუჯექი და ახლაღა დავაკვირდი ეკრანს, რომელზეც ალექსანდრე იყო გამოსახული, ამას რაღა უნდა, ხო მშვიდობაა, სად გავახსენდი ვფიქრობდი ჩემთვის და თან ზარს ვუპასუხე.
-ოჰ როგორც იქნა იკადრე პასუხის გაცემა.-თვალები გადაატირალა ალექსმა.
-კარგი რა ალექს ასე გულთბილად მოკითხვაც არ იყო საჭირო რავიცი არამიშავს, კი კარგი ამინდია, კაი აბა კარგად-გავეკრიჭე მე.
-მოიცა გოგო, რა კარგად საქმე მაქვს.- ოჰოო ეს საინტერესოა ალექსი და ჩემთან საქმეე.
-ჰმმ საინტერესოა.
-მოკლედ საქართველოში ვაფორმებ ერთ-ერთ ბიზნესმენთან ხელშეკრულებას და დასწერებაა აუცილებელი. მე ვერ ვახერხებ ჩამოსვლას ამიტომ შენ უნდა მიშველო, უბრალოდ ჩემი წარმომადგენელი იქნები დანარჩენს იურისტები მიხედავენ შენ ხელს მოაწერ და ესაა. მართლა ძლიან მნიშვნელვანი ხელშეკრულებაა გთხოვ დამეხმარე რა, კესო ვთხოვდი მაგრამ გუშინ მითხრა აკადემიაში გამოფენისთვის ვემზადებიო არ მინდა მოვაცდინო თანაც შენ ასე თუ ისე გამოცდილებაც გაქვს ამ საკითხში.- მუდარანარევი ხმით მეუბნებოდა ალექსი.
-კარგი ხო მაგრამ სანაცვლოდ ჩემთვის ერთი სურვილი გექნება- გავეკრიჭე მე.
-ოღონდ ახლა მიშველე და რაც გინდა იმას გავაკეთებ.- მოეშვა ალე.
-შეხვედრა როდისაა?-დავინტერესდი უცებ.
-თერთმეტის ნახევარზე.
-და სად უნდა მივიდე?
-მძღოლი მოგაკითხავს დათქმულ დროს და თვითონ მიგიყვანს.-გამიცინა ალემ.
-ოჰოო თვითმომსახურებით? საინტერესოა- გამეცინა მეც.
-კარგი წავედი მეჩქარება და აბა შენ იცი გახსოვდეს ამ ხელშეკრულებაზეა ჩემი და ჩემი ბიზნესის ბედი დამოკიდებული.-დაუსერიოზულდა უცებ ხმა.
-გასაგებია ბოს, კბილებით დავიცავ ხელშეკრულებას!-გავეკრიჭე და ხელი შუბლზე მივიდე.
-ოხ არაფერი გეშველება- თავი გააქნია ლექსომ- კარგი წავედი მე შაბათს გნახავ იმედია დამხვდებით სადაქალო აეროპორტში- გაჩერდა უცებ.
-შენ სადაქალო გაინტერესებს თუ ბაბი?- ნიშნისმოგებით ვკითხე მე.
-ოხ ესმა საიდან მოიტან ასეთ სისულელეებს?- ამოიოხრა ალემ, მაგრამ მაინც შევატყე დაბნეულობა სახეზე.
-კაი კაი არ გაწითლდე დაგხვდებით აბა რას ვიზამთ წავედი მოვემზადე შენი და კომპანიის ბედი უნდა გადავარჩინო- გავეკრიჭე და სამან ისევ იტყოდა "ოხ ესმა რა გეშველებაო" გავუთშე.
აბაზანიდან ნახევარ საათში გამოვედი.კლასიკური შავი კაბა, თეთრი მაიკა, და ზედ შავი პიჯაკი მოვიცვი, თმა ცხენის კუდად გავიკეთე ჩანთაში ტელეფონი ჩავაგდე და ოთახიდან გავედი.
ბაბიმ რომ დამინახა ასე გამოწყობილი გაკვირვებულმა შემომხედა.
-რამე ხდება და მე არ ვიცი?
-კეეე ალემ დამირეკა რომელიღაც ფირმასთან ხელშეკრულებას აფორმებს და აუცილებელია იქ ვინმე მისი წარმომადგენელი იყოს ამიტო გადასარჩენად მე მიხმო -გავეკრიჭე მე და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოვჯექი-ყავას გამიკეთებ თუ სხვა ბინის ძებნა დავიყოთ.
-გაგიკეთებ ხო მაინც უსაქმოდ ვარ და თანაც მენანება ეს ბინა დასაწვავად- დამეჭყანა ბაბი.
საათს გავხედე და ეკვე ათი შესრულებულიყო.ბაბიმ ყავა გააკეთა დავლიეთ და ამასობაში ნახევარი საათიც გავიდა. სიგნალის ხმა გავიგონე გარეთ გავიხედე, კორპუსთან შავი მანქანა იდგა. მივხვდი მე მელოდებოდა აბა ახლა ჩემს მეზობელ ლამარას თაყვანისმცემლების მიღების ლიმიტები სამოცდაათს რომ გადაცა მის მერე ამოეწურა. ბაბის დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი. თხუთმეტ წუთიანი მგზავრობის შემდეგ მანქანიდან გადავედი და უზარმაზარი კომპანიის წინ აღმოვჩნდი. მძღოლს გავხედე ხომარ შეეშალა და სხვაგან ხომარ მომიყვანთქო.
-ქალბატონო ესმა იცდამეშვიდე სართულზე აბრძანდით და მდივანი აგიხსნით ყველაფერს.-მითხრა მძღოლმა და წავიდა. რაიყო შე კაი ადამიანო მეტი მაღალზე ვერ ადი? ოცდაშვიდი რა არის ვფიქრობდი და თან ლიფტში შევედი. ოცდამეშვიდე სართულზე რომ ავედი მაგიდასთან მჯდომი საყვარელი წითური თმიანი გოგო დამხვდა.
-გამარჯობა მე ესმა წიკლაური ვარ, აქ თათბირი ტარდება და მე ალექსანდრე ლაბაძის წარმომადგენელი ვარ.-ჩამოვურაკრაკე გოგოს.
გოგონამ ჩემი სიტყვების გაგონებაზე დაბნეული ცისფერი თვალები მომანათა სკითხავი სათვალე შეისწორა და წამოდგა.
-გამარჯობა ქალბატონო ესმა მე ლიზი ხაჩიძე ვარ ბატონი ლექსოს მდივანი კრება საკონფერენციო ოთახში ტარდება დერეფნის ბოლოს მარჯვენა კარი.- გამიღიმა ჟღალმა.
ლექსოს გაგონებაზე ის იდიოტი გამახსენდა თუმცა მალევე გადავიფიქრე, მეეჭვება ისე დაწყევლილიც ვიყო რომ მაინცდამაინც მასთან აფორმებდეს ხელშეკრულებას ალექსი. დერეფანს გავუყევი და დიდ ოთახში აღმოვჩნდი სადაც დიდი ოვალური მაგიდა იდგა ლამაზი სავარძლით, კედელზე უზარმაზარი ეკრანი იყო მიმაგრებული, კედლები კი თეთრად იყო შეღებილი. მაგიდის თავში სავარძელი შეტრილებული იყო აშკარაა დაკავებული იყო თუმცა შემობრუნებას არ ჩქარობდა. კარი ისევ გაიღო და შიგნით სათვალიან, ორმოც წელს გადცილებული, მაღალი კაცი შემოვიდა. უკან მოჰყვა ასევე მაღალი, ჭაღარაშეპარული, დაახლოებით იგივე ასაკის კაცი და კარი მიხურეს. მაგიდას მიუსხდნენ და მეც დასაჯდომად მიმითითეს. როცა ყველა მზად ვიყავით თავში მდგარი სავარძელი გაირხა და შემოტრიალდა. აი ეფექტიც ამას ქვიაა, რა ჯანდაბას აკეთებს ეს დინოზავრების უკანასკნელი შთამომავალი და დიკაბრიოს გარენათესავი აქ? მოიცა რა დიკაბრიო მართლა რა ჯანდაბა უნდა აქ. ვაჟბატონიც მე მიყურებდა აშკარა იყო არ გაჰკვირვებია ჩემი აქ დანახვა. ანუ იცოდა აქ რომ მოვდიოდი? ალექს აგკუწავ, იმ ერთ სურვილს გამოვიყენებ და გთხოვ თავი მოიკლა არ მინდა ციხეში ჩაჯდომა.
- გამარჯობა ქალბატონო ესმა მე ლადო ვარ- თქვა ერთ-ერთმა, როგორც მივხვდი ადვოკატმა-ბატონი ლექსოს ადვოკატი-დაამტკიცა ჩემი მოსაზრება მან.
-მე კი დავითი ბატონი ალექსის ამ შემთხვევაში კი თქვენი ადვოკატი.- თქვა მეორე კაცმაც.-ჩვენ უკვე ყველაფერი გარკვეული გვაქვს, მხარეები შეთანხმებულები არიან და მხოლოდ ხელის მოწერაღა დარჩა- თქვა დავითმა და საბუთები გამომიწოდა. მე თვალი გადავავლე დავრწმუნდი რომ ყველფერი სწირად იყო და ხელი მოვაწერე. ახლა ადვოკატი მაკაკას მიუბრუნდა, მან საბუთები გამოართვა და ადვოკატებს მიუბრუნდა
-გთხოვთ ცოტა ხნით დაგვტოვოთ.- განაცხადა მტკიცე ხმით. ადვიკატებიც უკან მოუხედავად გავიდნენ ოთახიდან.
-ეს რას ნიშნავს?- ვიფეთქე მაშინვე.
- როგორც ვხედავ ჩაცმა გცოდნია- ჩაიცინა გველმა.
-კი ვიცი უბრალოდ განსაკუთრებულ სტუმრებს შიშველი ვხვდები ხოლემ მეტი ეფექტისთვის- დავისისინე მე.
-აჰა ანუ მე განსაკუთრებული ვარ?- ისე გაიცინა ალბათ ეგონა სიტყვაზე დამიჭირა.
-ეგ არ იცოდი? განსაკუთრებული ხარ აბა რა ხარ, ყოველ დღე კიარ მსტუმრობს დინოძავრებს უკანასკნელი გადმონაშთი- გამეცინა მე.
-იცი მგონი ხელის მოწერა გადავიფიქრე- მითხრა გამწარებული ხმით მან.
-რას ნიშნავს გადაიფიქრე ეს ხელშეკრულება ალექსანდრესთვის და მისი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.- წამოვდექი ფეხზე გამწარებული.
-ასე თუარის მაშინ ერთი პირობით დავთანხმდები ხელის მოწერას- თავისი თავით კმაყოფილმა უცებ იპოვა გამოსავალი.
-რა პირობით?- ამოვიგმინე მე.
-ერთი დღე იმუშავებ ჩემთან როგორც მდივანი.- მკაცრი და შეუვალი იყო მისი ხმა. აი ზუსტად ახლა ჭირდება ამას დახმარება.
-მეტი საქმე არ მაქვს შენთან ვიმუშაო და სიცოცხლე გავიმწარო.
-მე შენის იცოცხლის მხოლოდ ერთი დღის, რამდენიმე საათს ვითხოვ, თუ არადა პრობელმა არ მაქვს უბრალოდ მაინტერესებს როგორ ჩახედავ შენს მეგობარს თვალებში როცა დაინახავ როგორ იძიერება მისი კომპანია და კოტრდება.- მის ხმაში ოდნავი სიბრალულიც არ იყო. სხვა რა გზა გაქვს ესმა შენ დაპირდი ალეს რომ მის კომპანიას დაიცავდი ახლა კი დროა პირობა შეასრულო.
-კარგი თანახა ვარ, მაგრამ საღამოს რვაზე უკვე სახლში უნდა ვიყო- განვაცხადე მკაცრად.
-ძალიან კარგი მეტხანს მინც ვერ აგიტანდი- თქვა და ცალყბად ჩაიცინა. ადვოკატებს დაუძახა ხელი მოაწერა, საბუთები თვითონ აიღო და კაბინეტი დავტოვეთ. მე ლიზისთან მიმიყვანა მითხრა ყველაფერს აგიხსნისო და კაბინეტში შევიდა. მე ამოვიოხრე და ლიზის გვერდით მივუჯექი.
-რა ჯოჯოხეთია ნამდვილი ლუციფერია, როგორ უძლბ არ მესმის- ამოვიგმინე და ლიზის გავხედე.
-სულაც არარის ასეთი ძალიან კარგი უფროსია რასაც მის აუტალენ მეგობარზე ვერ ვიტყვით, რომელიც ჩვენსკენ მოემართება- სახე დამანჭა ლიზიმ და ლიფტისკენ გაიხედა. ოჰო აუტანელის არ ვიცი და გარეგნობით ნამდვილად არ ჩამოუვარდება ლექსოს, მაღალი გამხდარი, თუმცა დაკუნთული, აჩეჩილი წაბლისფერი თმებით და ყავისფერი თვალებით სავსე ტუჩებით და სწორი ცხვირით. უჰჰ კაი ბაღანაა გავიფიქრე ჩემთვის და ჩემივე ფიქრებზე გამეციან.
-გამარჯობა ლიზი ბიზი როგორ ხარ?- იკითხა სიცილით.
-გაგიმარჯოთ ბატონო ლაშია, ბატონი ლექსო კაბინეტშია, თავისუფალაი და შეგიძლიათ შეხვიდეთ.- უთხრა ლიზიმ და ბიჭს ახედა.
-ოჰო ლიზი სათვალე შეიცვალეე?-იკითხა დამცინავი ტონით.
-დიახ ბატონო ლაშა შევიცვალე მას შედეგ რაც სიფათში მოგდეთ ხელი გამეკრა და სათვალე ძის გადავარდა, სამწუხაროდ თქვენს სისულელეებს ჩემი სათვალე შეეწირა- უთხრა ასევე დამცინავი ტონით, ბიჭს სახე აელეწა. მათ შემხედვარე სიცილი ამიტყდა.
-შენ ვინ ხარ ლამაზოო?- გადმომხედა ლაშამ.
-ქალბატონი ესმა ბატონი ალექსანდრეს წარმომადგენელია და საღამომდე ბატონი ლექსოს მდივანი.- განუმარტა ლიზიმ.
-მოიცა, რაო რა თქვი რა გქვიაა?- დაიბნა უცებ.
-ესმა ქვია ესმა- უთხრა აშკარად გაღიზიანებულმა ლიზიმ.
-არ არსებობსს, შენ ის სახელგანთქმული ესმა ხარ ლექსოს შიშველი რომ შეახტი, მაღაზიაში კი პიდა*ასტად შერაცხე? შენმა დაქალმა კიდე კესო ქვია მგონი ჩემი მეორე ძმაკაცის ნიკას ცოლად გაასაღა თავი.- გაოცებული შემომციცინებდა ლაშა.
-კი და ისიც გეცოდინება ნიკა როგორ დადიოდა სმურფივით ლურჯი თმებით მთელი დღე და თუარ გამასწრებ აქედან ლურჯ კიარა თმა საერთოდ აღარ შეგრჩება- ჩავიცინე მე.
ლაშამ ეტყობა იფიქრა ამას ჭკუა არ დაუშლისო და დრაკონის კაბიკეტისკენ გაემართა.
-მოიცა რაც იმ იდიოტმა თქვა სიმართლეა?-გაკვირვებულმა შემომხედა ლიზამ.
-კი რაიყო?
-დედააა შენ ვინ ყოფილხარ გოგოოო- გადაიხარხარა ლიზიმ. ძლივსწ არ ვიპოვე ადამიანი, რომლის სიცილიც ყურს არ გამიხვრეტს.
-შენ და ლაშას დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?- ვცადე თემა გადამეტანა.
-უფრსწორად ურთიერთობა საერთოდ არ გვქვს, მის იდოტურ რეპლიკებს თუარ ჩავთვლით ჩემს სათვალეზე- წამოწითლდა და თავი დახარა ლიზიმ.
-ამ საქმესი ექსპერტი არ ვარ, უფროსწორად სიყვარულის საერთოდ არ მჯერა მაგრამ, თუარ ვცდები ლაშა გიყვარს არა?- შევაპარე მე.
-არა რა სისულელეა- წამოიყვირა უცებ.
-კარგად მალავ.
-ვიცი.
-რამდენი ხანია?- ვკითხე ისევ.
-რაც მუშაობა დავიწყე მის მერე, ექვსი თვეა. ამ კომპანიას ბატონი ალეკო მართავდა ლექსოს მამა, მე მასთან ვმუშაობდ ახლა ბატონი ლექსო ჩამოვიდა და მამამისის ადგილი დაიკავა. ლაშა ბატონ ალეკოსთან მაშინ მოვიდა როცა სამსახურში ამიყვანეს საზღვარგარეთიდან რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ალეკოსთან საქმე ქონდა, მე ირონიულად შემომხედა და გევრდი ამიარა . მას შემდეგ ყოველ ჯერზე რაღაც რეპლიკებს მესვრის. გუშინწინ ვეღარ მოვითმინე და სახეში ვუთავაზე, გამწარებული გავარდა. და გუშინ არც კი გამოჩენილა.-დამთავრა ისტორიის მოყოლა ლიზიმ და თავი ჩახარა. რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგიდაზე დადებული ტელეფონის ხმა, რომ გაისმა.
-დიახ ბატონო ლექსო- უპასუხა ლიზიმ
-დიახ ახლავე გადავცემ- უთხრა და გაუთიშა
-ესმა ბატონი ალექსანდრე გიბარებს კაბინეტში შემოვიდესო.
-დაიწყო ჩემი ტანჯვა.-ამოვიოხრე და ზლაზვნით წავედი კაბინეტისკენ.
დავაკაკუნე და შევედი.
(ლექსო)
იკას და და ლაშას წასვლის შემდეგ სახლში მარტო დარჩენილმა დაძინება გადავწყვიტე, თუმცა მალე მობლურის ხმა გაისმა, ეს თუ ისევ ლაშაა მოვკლავ. დავიმუქრე და ეკრანზე არც დამიხედავს ისე ვუპასუხე.
-ვერ წარმოიდგენ რა გავიგე.-წამოიყვირა უცებ იკამ. ეტყობოდა ჯერ კიდევ გაკვირვებული იყო ახალი ამბით.
-განმანათლე- ამოვიდუდღუნე მე.
-იცი კესო ვისი დაა?
-საიდან უნდა ვიცოდე არ მაცადე დაძინება რომ დამსიზმრებოდა და აბა როგორ?- ავიქნიე ხელი.
-ალექსის დაა ბოჭო ალექსის, ჩვენი ალექსის- დაიწყო ყვირილი.
-რაა. მოიცა იმ გიჟის და ეს გიჟია?-წამოვიძახე არანაკლებ გაკვირვებულმა.
-ზუსტად.- ამოიგმინა იკამ.-გახსოვს კესოს და მის სადაქალოს რომ ახსენებდა ნამვილი გიჟები ანიანო? ესმაზე და ბაბიზე ამბობდა.-თქვა და ესმას მიერ მოყოლილი ჩამოარაკრაკა.
-შანსი არაა ანუ ამ ალქაჯსაც იცნობს?- ამოვიოხრე მე.
-იცნობს კიარა როგორც კესო ესმაც დასავით არის მისთვის.-დავიფიცებ ახლა ხელებს ჰაერში იქნევს და ღერი ღერზე ეწევა.
-კრგი ხო დაწყნარდი ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდაც შეიძლება გამოვიყენოთ.-ჩავისისინე უცე გახარებულმა.
-რა ჩვენ სასარგემლოდ გესმის რა გითხარიი? მაგან რომ გაიგოს მაგის და მომწონს ხეზე ფეხებით დამკიდებს და გამატყავებს.-წამოიყვირა უცებ და როცა მიხვდა ზედმეტი წამოროშა მაშინვე გაჩუმდა.
-აჰ ესე იგი მოგწონს არაა- გამოვიჭირე უცებ.
-ნუ როგორც არის, როგორც კი ჩამოვა დაველაპარაკები.- სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები.
-შენი არ ვიცი და აი მე მაგრად გამისწორდა, რაღაცებში შემიძლია ამ ფაქტის გამოყენება, თანაც კარგად მახსოვს ერთი სურვილი რომ აქვს წაგებული, მგონი გამოყენების დრო მოვიდა- გადავიხარხარე მე.
-ახლა რაღა ჯანდაბა მოიფიქრე.-ამოიდუდღუნა იკამ.
-შურისძიების დროა.
-ან შენ მოკლავ იმ გოგოს ან ის მოგკლავს, მეორე ვარიანტი უფრო მართებული მგონია.-გადაიხარხარა იკამ.
-შენ ვის მხარეს ხარ- შევუღრინე მე.
-სიყვარულის- ისევ ახარხარდა ირაკლი.
-სიყავრული კიარა ჩვენ ორს შორის მოციქული არის ტყვია ამიტომ სიყვარული და სისულელეები არ მოქმედებს.-დავისისინე მე.
-როგორც გინდა, დავაი აბა.-მითხრა და გათიშა.
ამ სასიხარულო ამბის შემდეგ რაღა დამაძინებდა მაიტომ ლეპტოპი ავიღე და ალექსს დავურეკე.
-ზდაროვა ძმა რამ გაგახსენა ჩემი თავი- წამიოწყო საუბარი გაკრეჭილმა.
-სურვილის ასრულების დრო მოვიდა და სამსახურში გამოგიძახე- გავეკრიჭე მეც.
-სად ჯანდაბაში გაგახსენდა- ამოიგმინა რაღაც საშინელის მოლოდინში.
-რა მნიშვნელობა აქვს, მოლკედ რა ხდება, გავიგე კესო შენი და ყოფილა, ნუ მე არ ვიცნობ მაგრამ იკამ გაიცნო. სამაგიეროდ მე მისი დაქლი გავიცანი და რქები უნდა წავატეხო ამიაში კი შენი დახმარება მჭირდება.
-რა მისი დაქალი ბაბის არ გაეკარო თორემ გაგატყავედ და შენს თავს მგლებს მივუგდებ.-წამოენთო უცებ.
-რა ბაბი კარგად ხარ მაგ ბუნჩულა გოგოს სად აქვს რქები- გადავიხარხარე უცებ.
-ხო ეგრე გეგონოს შენ.-დამშვიდდა უცებ.
-მე მის ალქაჯ დაქალზე გეუბნები ესმაზე.
-აჰჰ მეც არ ვიფიქრეე რა მოხდა შენ რაღა დაგიშავა-გდაიხარხარაუცებ. მე ყველაფერი მოვუყევი ამაზე კიდე ცოტა უკლდა და ეს ამხელა ბიზნესმენი კაცი მიწაზე იხოხებდა სიცილით.
-მოკლედ ხომ გახსოვს ხლშეკრულება რომ გვაქვს გასაფორმებელი? მინდა ესმა დაარწმუნო რომ ეს ხელშეკრულება შენი ბიზნესისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს და თუ არ გაფორმდა გაკოტრდები. შენს წარმომადგენლად კი ის უნდა მოვიდეს. ხო და კიდევ არ უთხრა ვისთან აფორმებ ხელშეკრულებას თორემ არ დაგთანხმდება წასვალზე.
-მოიცა რაა, რომ გამიგოს მომკალვს.
-რომ არ შეასრულო მე მოგკლავ. თანაც როდის მერე აღარ ასრულებ შენს პირობას? სურვილი დაგავიწყდა?- გავიცინე ბოროტულად.
-კარგი ხოო, ოღონდ ისეთი არაფერი გააკეთო თორემ ვერ გადამირჩები.- დასერიოზულდა უცებ.
-აქეთ უნდა ვილოცო რამე ისეთი თვითონ არ გამიკეთოს- გადავიხარხარე მე. და ყველა დეტალი გავარკვიეთ. ამის შემდეგ მშვიდად დავიძინე მეორე დღის მოლოდინში.
-სამაგიეროს გადაგიხდით ქალბატონო ალქაჯო.-გდავაიხარხარე მე და დავიძინე.
მეორე დღეს ყველაფერი ისე მოხდა როგორც ველოდი, ხელშეკრულების გასაფორმებლად ალქაჯი მოვიდა. უნდა ვაღიარო უხდებოდა საქმიანი იმიჯი. ყოჩაღ ალექს კარგად გიმუშავია, როგორც ჩანს ძალიან დააშინა რადგან პირობებზე ბევრი კინკლავის გარეშე დამთანხმდა. ჰაჰ დღეს გაგაწამებ. ჩავისისინე და კაბინეტში შევედი ესმა კი ლიზისთან გავუშვი იმედია ამ ბუნჩულა გოგოსაც არ გამიგიჟებს.
რამდენიმე წუთში კარები ხმაურით გაიღო და ლაშა შემოვიდა. ოჰჰ დაიწყო.
-არ არსებობსს შენი ხელი ურევია არაა, ახლა რაღა მოიფიქრე მდივნობაზე როგორ დაითანხმე?- აჟიტირებული გადაწვა კედელთან მდგომ ტახტზე.
-ალეს რომ სურვილი ქონდა წაგებული ეგ გამოვიყენე.
-ალექსი რა შუაშია?- გაიკვირვე უცებ. მეც ყველაფერი მოვუყევი.
-ოჰოო ამას არ ველოდი ანუ ჩვენი ალეს და კესოა? მეც არ მიკვირდა მეთქვი ვის გავს ასე გიჟითქო? ეტყობა გენში აქვთ.
-გენში კიარა ხარი ხართან რომ დააბაო ხომ გაგიგია ეგრე დაემართა კესოსაც, აბა რა ეგონა ამ ალქაჯთან ერთად რომ იყო.
-ალქაჯზე გამახსენდა მდივნის გამოცვლაზე არ ფიქრობლბ?-თქვა და ლოყაზე ხელი მოისვა.
-რას ერჩი იმ წყნარ გოგოს არ მესმის.- ამოვიოხრე მე.
-როგორ თუ რას ვერჩი ორი დღე ლოყას ვერ ვგრძნობდი და ნაკაწრებიც კი დამეტყო მაგის კლანჭების გამი.-დასერიოზულდა ლაშა, ოჰო ეს რაღაც ახალია ლაშა და სერიოზულობა.
-ღირსი იყავი რამდენჯერ გაგიმეორო ნუ დასცინი სათვალის გამომეთქი.-შევუბღვირე მე და თან ტელეფონზე დავრეკე რომ ესმა შემოსულიყო.
-დიახ ბატონო ლუციფერ რა გნებავთ?-ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე.
-შენს თავს მომართმევ ლანგრით?-ვკითხე ირონიით.
-სამწუხაროდ არ მემეტება მაგისთვის.- თქვა ვითომ დამწუხრებულმა.
-კარგი მაშინ ყავა და ერთი კოლა ლაშასთვის. ახლავეო და კარი გაიხურა. ახლაღა შევხედე ლაშს რომელსაც მოსულიერება უჭირდა.
- არ გაიგუდო.- დავისისინე მე.
-არა ძმაო შენ სულ სერიოზულ ხარ მაგრამ ამდენად-გადაიხარხარა ლაშამ. მალევე შემოვიდა ალქაჯი ოთახში ყავა და კოლა დატოვა და გავიდა.
კოლა ლაშას ვესროლე ყავას კი მე დავწვდი. მოვსი თუარა უსიამოვმო გემო ვიგრძენი და მალევე ყელიც ამეწვა .
-ესმა მოგკლავ- დავიგრგვინე მაშინვე, როცა მივხვდი ყავაში შაქრის ნაცვლად მარილი ეყარა. ამას კი ლაშას ხარხარი მოყვა.
-გისმენთ ლიციფერ- იკითხა ვითომც არაფერიო.
-ეს რა არის?- ყავაზე მივანიშნე მე.
-ყავა უნდა იყოს- მიპასუხა მხრების ჩეჩვით.
-ხო უნდა იყოს მაგრამ მარილიანია- გავხედე მკვილელი მზერით.
-მერეე?
-მერე ის რომ მე მარილიან ყავას არ ვსვამ.
-მერე მე რას მიყვირი საიდან უნდა მცოდნოდა? ხომ არ დამესიზმრებოდა გეთქვათ და პილპილს ჩავყრიდი.- მითხრა მშვიდი ტონით რაც უფრო მაცოფებდა.
-ეს არსება შემიწირავს- ამოვიგმინე მე- კარგი ჩადი კაფეტერიაში და შაქრიანი ყავა ამომიტანე შაქარი მხოლოდ ორი კოვზი-დავუკონკრეტე მე, კიდევ რამე ოინი რომ არ მოეწყო.
კარგიო და ოთახიდან გავიდა, ლაშა ისევ იგუდებოდა სიცილით.
-თქვენთან კაცი არ მოიწყენს.-სიცილს მაოაყოლა სიტყვები ლაშამ. ესმა მალევე დაბრუნდა ყავით ხელში.
-მაგიდაზე დადე მე ავიღებ-დავებრვირე მე.
-არა იყოს ბარემ მანდ მოგართმევთ- იდუმალი სიცილით გამომხედ და ჩემსკენ წამოვიდა. მაგიდაზე დებდა უკვე, როცა ყავის ჭიქა ამოტრიალდა და მთელი ყავა ჩემს ტანზე აღმოჩნდა.
-უფს შემთხვევით მომივიდა არ მინდოდა მართლა- გამომხედა კატის თვალებით.
-ესმა მათლა მოგკლავ- დავიყვირე გამწარებულმა.- იცოდე კიდევ ერთხელ გააკეთებ მსგავს რამეს და იმ კონტრაქტს ვერ ეღირსები.- წამოვიყვირე გაცოფებულმა. ესმა მალევე გავიდა კაბინეტიდან.
ლაშამ გადმომხედა და იმხელა ხლაზე დაიწყო ხარხარი მგინი ფანჯრები დაიბზარა.
-ხმა ჩაიგდე სანამ მანდ მოვედი- გავხედე მკვლელის მზერით.
-მოიცა რას ამბობდი უნდა გავამწაროო? მგონი გინდოდა გეთქვა თავი უნდა გავიმწაროო-გადაიახრხარა ისევ.
-ღმერთო ასეთი რა დავაშავე იმ ალქაჯს რომ გადავეყარე.-ამოვიოხრე მე და საპირფარეშოში შევედი კიდევ კარგი კაბინეტში ყოველთის მაქვს შარვალ-კოსტუმი ყოველი შემთხვევისთვის და ის ჩავიცვი.
ისევ ტელეფონზე დავრეკე და ესმას დავუძახე.
-ახლა რა გნებავთ ლუციფერო?-თავი შემოყო კარში ალქაჯმა.
-ამ საბუთებს გადახედე და ერთი შეცდომაც არ გამოგეპაროს.-ვუთხარი და ერთი დიდი საბუთების დასტა მივაწოდე, ალქაჯმა ერთი საცოდავად შემომხედა და გვიდა.
- კარგი რაა არ გეცოდებაა შეეშვი.- გადმომხედა ლაშამ.
-მე არ ვიყავი ცოდო ყავა რომ გადამასხაა?-გავხდე დაბღვერილმა და ამჯერად ლიზის დავუზახე, რომ ყავა შემოეტანა. ლიზიც მალევე მოვიდა ყავა მაგიდაზე დადო, ლაშას გადახედა გამწარებულმა და გარეთ გავიდა.
-ერთხელ ამ გოგოსაც წამოუვლის და მაგ ირონიულ სახეს ჩამოგახევს.- ვუთხარი ლაშას სიცილით.
-ნახევარი კი ჩამომახია გუშინწინ და რაღა დარჩა.-გადაიხარხარა ლაშამ.
ესმა ერთ საათში შემოვიდა, საბუთები წინ დამიდო და გასვლა დააპირა. არ მეგონა ასე მალე თუ დამთავრებდა.
-ესმა იციი მგონი ეს მინა გასაწმენდია- ვუთხარი და ოფისისგან ჩემს კაბინეტს რომ ყოფდა მთელ სიგრძეზე არსებულ დიდი მინაზე მივუთითე.
-შენ რა გინდა მინა გავწმინდოო?- გაიოცა ალქაჯმა.
-მიხვედრილი ხარ.-გამეცინა მე.
-არასოდეს.-გაღიზიანება ეტყობოდა ხმაში.
-არც გაძალებ, ხლშეკრულებას გავაუქმებ უბრალოდ.- ვუთხარი გამხიარულებულმა. ალქაჯმა ერთი ამოიოხრა და გავიდა. მალევე დაიწყო მინის წმენდა.
ლაშამ ერთი დაბღვერილმა გადმომხედა მაგრამ სიცლი მაინც ვერ შეიკავა.

ვიცი რომ შეცდომებით არის სავსე ბოდიში ამისთვის. იმედია მოგეწონებათ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: M-morieli
ნანახია: 398 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
avatar
0 Spam
1
წაკითხული მაქვს ეს ისტორია და შეცდომების მიუხედავად მომწონს მაინც. საკმაოდ სახალისოა.
avatar
0 Spam
2
ჰო სხვაგანაც მაქვს დადებული და მიხარია თუ მოგწონს <3
avatar
0 Spam
3
მალე ატვირთე ახალი თავი
avatar
0 Spam
4
ავტირთე უკცე მალე დაამატებს ალვათ ადმინი
avatar
0 Spam
5
ძალიან კარგი და სასიამოვნოდ საკითხავი ისტორიაა ყოჩაღ**
avatar
0 Spam
7
ძალიან დიდი მადლობა <3
avatar
0 Spam
6
სასიამოვნო ისტორიაა.უბრალოდ თხოვნა მაქვს სიტყვა"დაუნი "არ იხმა რო რა.
avatar
0 Spam
8
უკვე დავასრულე ეს ისტორია შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ <3
avatar