არიცი რაგელის როცა გიჟს უყვარდები! (ნაწილი 2)
24.11.2018, 23:09
(ესმა)

მთელმა დღემ ტანჯვაში გაიარა რაც კი გასაკეთებელი იყო და არიყო ყველაფერს მავალებდა, ასეთი აუტანელია არსება რასდროს მენახა. თუმცა ამ ყველაფერს დადებითი მხარეც ჰქონდა ლიზი გავიცანი და მალევე დავმეგობრდით, ალეს საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზეც დავპატიჟე და შემპირდა მოვალო. რვა საათი რომ შესრულდა მის კაბინეტში შევედი.
-როგორც ხედავ დრო ამოიწურა, ახლა კი დამიბრუნე ხელშეკრულება.- მივახალე შესვლისთნავე.
-ხო რათქმაუნდა- მითხრა და ხელშეკრულება გამომიწოდა,-იციი მე და ალექსანდრე დიდი ხანია ვმეგობრობთ- ჩაიცინა ეშმაკურად.ოოო რაღაც ცუდს მიგრძნობს გული.
-ხო. გუში გავიგე რომ შენი დაქალის მისი დაა და შენც გიცნობს ამიტომ დახმარება ვთხოვე, თავიდან კი იყო უარზე მაგრამ მერე სურვილი ჰქონდა წაგებული და ის გამოვიყენე. მას უნდა დაერწმუნებინე, რომ დღეს აქ მოსულიყავი და მისი წარმომადგენელი ყოფილიყავი, ასევე ისიც უნდა ეთქვა, რომ ეს ხელშეკრულება მისი ბოზნესისთვის მნიშვნეოვანი იყო- თავისი თავით კმაყოფილი იცინოდა ის და თან სიტუაციაში მარკვევდა.ასე არა ესეიგი ალექსანდრეც მონაწილეობდა ამ თამაშში. ოჰჰ როგორ გაგპუტავ ალექსს არ იცი.
-ამისთვის გადაგიხდი დამიჯერე ინანებ ამ ყველაფერის- ვუთხარი და გარეთ გამოვედი.
სახლში მისულმა ალექსს გადავურეკე და გამოვლანძღე მერე გოგონებს მოვუყევ ყველაფერი და სიცილით გაიგუდნენ. ალემ ბევრი ბოდიშები მიხადა ისიც მითხრა სურვილი მქონდა წაგებული თორემ არ გავაკეთებდიო, სიმართლე რომ ვთქვა არც გავბრაზებულვარ უბრალოდ ცოტა ვაწუწუნე, მაგრმ სამაგიეროს მაინც გადავუხდიდი.
მთელმა კვირამ უაზროდ ჩაიარა მალე მოვიდა შაბათიც და დადგა დრო თვით ალექანდრე ლაბაძის ნახვის პატივი დაგვდებოდა. ორ საათზე მე კესო და ბაბი აეროპორტში წავედით. თხუთმეტ წუთიანი ლოდინის შემდეგ დავინახეთ, როგორ ჩამოდიოდა კიბეებზე მაღალი სილუეტი, დიდი ტუჩებით, სწორი ცხვირით და დაკუნთული სხეულით,ოდნვ მოზრდილი თმა წინ ჩამოყროდა, მწვანე თვალებს კი აქეთ-იქით აცეცებდა და ჩვენ გვეძებდა.
მალევე შეგვამჩნია და ჩვენსკენ ღიმილით გამოემართა. ოჰ რა ბიჭიაა გემოვნება კი გქონია ბაბი. კესომაც არ დაყოვნა და მისკენ გაიქცა, მეც მას მივბაძე და ორივე ალექსს "შევახტით" ბიჭიც სიცილით გვეხუტებოდა, ჩვენი ფერებით რომ იჯერა გული მერე ბაბის მიუბრუნდა რომელიც ბიჭს თვალს ვარ აშორებდა და ადგილიდან არ დაძრულიყო.
-მორჩი თვალიერებას?-დამცინავად იკითხა ალემ.
-დიდი ვერაფელი ხარ შენი თვალიერება რომ მომინდეს. უბრალოდ უკეთესს გელოდი და იმედგაცრუებული ვარ.-არ დააკლო ბაბიმ. ყოჩაღ ჩემი სლოკაა. გამეცინა მათ კინკლავზე.
- გვეყო. საღამოსთვის უნად მოვემზადოთ არ დაგავიწყდეთ-სიტუაცია განმუხტა კესომ. ტაქსი გამოვიძახეთ მე და ბაბი ჩვენ ბინსთან ჩამოვედით კესომ გვითხრა ცოტა ხანს დავისვენებ და მალე გამოვალო თან კაბაც წამოსაღები ჰქონდა.
მე სახლში ავედი ლიზის მივწერე რომ ჩვენთან გამოსულიყო და აქ მომზადებულიყო ჩვენთან ერთად. ისიც დამთანხმდა და ნახევარ სათში ჩვენთან იყო. კესოც მოვიდა.
-გოგონებო გაიცანით ეს ლიზია მე რომ გეუბნებოდით ჩვენნაირი გიჟიათქო.-ვუთხარი ბაბის და კესოს, ხელით კი ლიზიზე მივანიშნე- ესენი კი ბაბი და კესოა ჩემი დები მალე შეეწყობი- გავეკრიჭე ლიზის.
გოგონებმა მალე გაუგეს ერთმანეთს. ჩვენი შერჩეული კაბები გადმოვალაგეთ და ლიზის ვკითხეთ რას იცვანთქო მან კი კლასიკური შარვალი და მაიკა აგვიფრიარა. მე, ბაბიმ და კესომ ერთმანეთს გადავხედეთ ლიზის ხელი დავავლეთ და ბაბის ოთახში შევაგდეთ. ბაბის საღამოს კაბების კოლექცია ჰქონდა მგონი და ძებნა დავიწყეთ მალევე ვიპოვეთ ჩვენი მოსაწონი კაბა: წინ საკმაოდ მოკლე უკან გრძელი და გაშლილი ზურგი საერთოდ არ ჰქონდა და მკერდთანაც საკმაოდ დიდი ჭრილით.
-არაა შანსი არაა ამას არ ჩავიცვამ.-მტკიცედ განაცხადა ლიზიმ.
-როგორც გავიგე ალექსი ლაშას ძმაკაციცა და დარწმუნებული ვარ ისიც იქნება წვეულებაზე არ გინდა ისე გააოცო რომ აზროვნების უნარი დაეკარგოსს?- ვკითხე ეშმაკური ღიმილით ლიზის . მიხვდა სხვა გზა რომ არ ექნებოდა და დაგვთანხმდა. მალევე გამოვეწყევთ სასურველ კაბებში, გოგონებმა არ დამანებეს ბალეტკებით წმოსვლა მაიტომ იძულებული გავხდი მაღლები ჩამეცვა. ყეველანი არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდით. ვიკას თავის შავი კაბა მოერგო და თმა გაეშალა, ბაბის წითელ კაბაზე თმა ლამაზად ჩაეწნა და ძალიან უხდებოდა. მე ჩემს ვერცხლისფერ კაბაზე თმა კოსად გავიკეთე. ახლა კი ლიზის ველოდებოდით. მალე ოთხის კარი გაიღო და ვიღაც გოგო გამოვიდა, მოიცა სად გაქრა ლიზიი? ეს ანგელოზივით გოგო ვინაა?
-ოჰოო ამას არ ველოდიი- ვთქვი და ერთი დავფშტვინე. გოგონებს ჩემს საქციელზე ხარხარი აუვარათ.
ლიზის სწორ და წვრილ ფეხებს ძალიან უხდებოდა ლურჯი,მოკლე კაბა, სათვალეც არ ეკეთა, თავისი გრძელი წითელი თმა ჩაეწნა და დიდი ნაწნავი წინ გადმოეგდო.
-მოკლედ ანგელოზები ვართ რაა-განვაცხადე და გარეთ გამოვედით. ტაქსი გამოვიძახეთ და ალეს სახლს მივადექით. მანქანიდან გადმოვედით გოგონები ერთად დავდექით და შიგნით შევედით.
-ახლა კი შევუდექი ჩემი გეგმის განხორციელებას, ლექსო ჟორჟოლიანს უნდა ვანანო- განვუცხადე გოგონებს და ალექსისკენ გავემართე.
ალექსსთან მივედი და გადავეხვიე გოგონებიმაც მომბაძეს. თვალი გარემოს მოვავლე და დავინახე იკა, ლაშა თვით ლუციფერიც იქ იყო. ლაშა თვალს ვერ აცილებდა ლიზის როგორც ჩანს გეგმა წარმატებით ხორციელდება, მოიცადეთ ეს მზერა მეცნობაა იკაც ჩუმად გადახედავს ხოლმე კესოს ოჰო ესმა კუპიდონი ხარ რაა.
კარგი ახლა ამას ჯობს შურისძიებაზე ვიფიქროთ, ამის გახსენებაზე ალექსისკენ გავემართე და გვერდით გავიყვანე.
- ესმა რა ხდება?-იკითხა ჩემი საქციელისგან გაკვირვებულმა.
-უნდა დამეხმარო- ამოვიკნავლე მე.
-რამე პრობლემა გაქვს?- უცებ დასერიოზულდა ალექსიც.
-კი ალე მოსიარულე, აყლაყუდა, ჯმუხი პრობლემა მაქვს.-შევაცოდე თავი.
- აჰ ლექსო გინდოდა გეთქვა- გაიცინა მდგომარეობაში გარკვეულმა.
- ხო ეგ ლუციფერია ჩემი პრობლემა ზუსტად და ამის მოგვარებაში შენ უნდა დამეხმარო.- განვუცხადე მტკიცედ.
- ესმა ნუ გამრევთ თქვენს საქმეში, ხომ ხედავ, ლექსოს რომ დავეხმარე მთელი კვირა ბოდიშს გიხდიდი.- ამოიგმინა ალექსმა.
-მაგისთვის მაინც გადაგიხდი სამაგიეროს-ჩავიდუდღუნე მე.-მოკლედ სურვილი რომ მაქვს ერთი შენთან ხომ გახსოვს? შესრულების დრო დადგა.
-ოხ ღმერთო რა ერთნაირად აზროვნებთ- ხელები აღმართა ჰაერში ალემ.
- ნუ მადარებ იმ პრიმატს და მომისმინე- შევუბღვირე შეურაცყოფილმა.- მოკლედ უნდა ეცადო ჩვენი სასტავი დღეს შენთან დარჩეს,ნუ ამას დიდი მონდომება არც ჭირდება და მთავარი. საღამომდე ათი ტარაკანა მესაჭიროება.- გავუხახუნე ხელები ერთმანეთს. ოხ ესმა რა ბოროტი ხარ ზოგჯერ.
- რაა, რა ტარაკანა გოგო ლექსო ვერ იტანს მსგავს რამეებს.
-ოჰ კაი კაცოოო- ვუთხარი კილოთი- ტარაკნები არ ევასება და გველს კი უძლებს- ავიბზუე ცხვირი.
- რა გველს გოგო რას სულელობ.
- აბა სარკეში რომ იყურება დილაობით ვის ხედავს შენი აზრით იქ- შევუბღვირე მე.
-ღმერთო შენ მიშველე- ამოიგმინა ალემ.
- მიდი მიდი მოაგვარე შენ ეგ საქმე ასე თორმეტისთვის .- ვუთხარი და გოგონებისკენ გავემართე.
ამასობაში გოგონები მიმოფანტულიყვნენ.
ბაბისთან მივედი, რომელსაც სასმელი ეკავა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
- რას შვები დაო ერთობიი?
- უჰ კი ხომ ხედავ ფეხზე ვეღარ ვდგევარ გართობით ისე დავიღალე- ჩაიცინა ბაბიმ.
- ხო მე კიდე გართობით კიარა ფეხსაცმელების გამო ვეღარ ვდგევარ ფეხზე- ახლაღა დავხედე ფეხსაცმელებს, აი თურმე რა მაწუხებდა ამდენი ხანი.
- ქალი ხარ თუ ქაჯი ვერ გავიგე მაღლები შენ არ გიყვარს, მაკიაჟს შენ არ იკეთე, კაბას შენ არ იცვამ მოკლე ან ძალიან ჩახსნილი თუ არ იქნა - ამოიგმინა ბაბიმ.
- მე ჩემს კეტებსა და შორტებშიც მშვენივრად ვგრძნობ თავს- შევუღრინე ბაბის. ბარის მაგიდასთან ჩამოვჯექი და ფეხსაცმელები გავიხადე.
-სულ გახდაზე როგორ ფიქრობ-მომესმა ბოხი ბარიტონი. იცინე სანამ დრო გაქვს გადავიხარხარე გულში და ლუციუსს მოვუბრუნდი.
-ხო ახლა ვაპირებდი ვინმესთვის თავში გამექანებინა და აი გამოჩნდი კიდეც.- გავიცინე მე.
- ვოუუ კრასოტკა რა ლამაზი ხარ- გავიგონე ლაშას ხმაც და ლუციფერს უკნიდან ამოუდგა.
- მადლობა ლაშა- გავუცინე და აგადავკოცნე.
- ოჰო ესმა ძალიან ლამაზი ხარ, თურმე კაბის ჩაცმაც გცოდნია სულ კეტებით და შარვლით რომ მოძრაობ.- გვერდში ამომიდგა იკა.
- ხო და ხანაც სულ შიშველი-დამცინავად თქვა ლუციფერმა.
- დავიჯერო იმხელა შთაბეჭდილება მოვახდინე შენზე, რომ ვეღარ ივიწყებ მაგ შემთხვევას? - გადავხედე და იკას მივესალმე.
-აბა რა ჩემმა ტვინმა დიდი დარტყმა მიიღო, თვით ალქაჯი ვნახე პრველად და ისიც შიშველი.
-შენ თუ ქალი შიშველი არ გინახავს მე ნუ დამაბრალებ. და ნურც ტვინის ტრამვას მომაწერ მე, რაც არ გაქვს იმის ტრამვას ვერ მიიღებ არ იცოდი? - შევიცხადე უცებ.
-შენთავზე გაქვს გამოცდილი აშკარად- ჩაიცინა ლუციფერმა. ამას შევარჩენდი ახლა კესო და ლიზი რომ არ მოსულიყვნენ?.
- გოგო სად დადიხართ თქვენ? - შეიცხადა კესომ.
-გამარჯობა არ იცი? თუ მარტო ისტერიკების მოწყობა გეხერხება? - წაკბინა იკამ.
-საიდან ისმის ეს კოღოს ბზუილიი? არადა ამ პერიოდში ასე არ უნდა იყვნენ მომრავლებულები- თავის თავს ელაპარაკებოდა კესო, რასაც ჩვენი ხითხითი მოჰყვა იკა კი გაცოფებული სახით უყურებდა.
- ისა და ბავშვი სახლში მარტო დატოვე ცოლო? - ჩაეკითხა უცებ იკა.
- რომ გაინტერესებდეს თვითონ ნახავდი- მიაძახა კესომ. ვინმეს რომ ენახა და არ ცოდნოდა რა ხდებოდა კარგი ცოლ-ქმარი ეგონებოდათ ეს წყვილი. და აი ასეთიც, ვიკას უკან ალე დაადგა და ამათ საუბარს გაკვირვებული უსმენდა.
- რა ჯანდაბაზე ლაპარაკობთ რა ბავშვი რა ცოლი ხო კარგად ხართ?- გაცოფებული გადახედა მოჩხუბარ წყვილს.
- არაფერიც არ ხდება იდიოტია ვიღაც, და საერთოდ ქვეწარმავლებს როდის მერე უშვებ წვეულებებზე?- კითხვა შეუბრუნა კესომ.
- კესოო- ხმა გაუმკაცრდა ალეს- იკა ჩემი მეგობარია. გახსოვს რომ გეუბნებოდი ჩემთან ერთად სამი ქართველი სწავლობსთქო? იკა ლექსო და ლაშა იყვნენ ის სამნი.-აუხსნა სიტუაცია ალემ. ამ საუბარში სულარ მიმიქცევია ყურადღება ლიზისთვის რომელსაც ლაშა თვალს არ აცილებდა. გარემო მოვათვალიერე და ერთ მაგიდასთან მჯდომი ძალიან სიმპატიური ბიჭი დავინახე რომელიც ასევე ლიზის უყურებდა. მოკლედ ეს გოგო დღეს ყურადღების ეპიცენტრშია. ამ ფიქრში ვიყავი როცა ის სიმპო ლიზისკენ დაიძრა.
-ლიზი ვაიმე ვერ წარმოიდგენ რა სიმპო ბიჭი მოემართება შენსკენ, დარწმუნებული ვარ საცეკვაოდ გაგიწვევს და არ გავიგო უარი უთხრა.- ვუჯიკე ლიზის და ჩუმად ჩამოვარაკრაკე.
- კარგი რა ესმა გოგონების მეტი რა არის აქ, ჩემთან რა...
- გამარჯობა ღვთაება მე დავით ცნობილაძე ვარ ალექსის ბიზნეს პარტნიორი შეიძლება გეცეკვოთ? -სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ლიზის როცა ის სიმპო მოვიდა.
- სწორედ ახლა ამბობდა ლიზი, რომ ცეკვა უნდოდა- უცებ ჩავერიე მათ საუბარში და ლიზის ხელით ვუბიძგე გაჰყოლოდა.
მალევე გაისმა ვალსის მელოდია და ლიზიც მოცეკვავეთა ჯგუფს შეუერთდა სიმპათიურ მეწყვილესთან ერთად. ამ დროსი განმავლობაში ლაშას მიმიკებს ვაკვირდებოდი და ნათლად შეიძლებოდა მის სახეზე გაბრაზების ამოკითხვა. ხელები შეკრა და დაკუნთულ კლავებზე ვენები დაეტყო. შუა ცეკვის დროს ლაშამ ვეღარ მოითმინა და ლიზისკენ გაემართა დავინახე როგორ დაიძაბა ლიზი როცა მათკენ მიმავალი ლაშა დაინახა.
-შეიძლება მეწყვილე მოგტაცოთ?- იკითხა ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით და ლიზის წელზე ხელი შეუცურა.
-რათქმაუნდა- დაიბნა დავითი და წყვილს გაეცალა.
ლაშამ ლიზა ახლოს მიიზიდა წელზე ხელები ძლიერად მოჰხვია და აიძულა ცეკვაში აჰყოლოდა.
- ალე გახსოვს როგორ დაგვცინოდი მე , კესოს და ბაბის სამეჯლისო ცეკვებზე რომ დავდიოდით?- ყურადღება ახლა ჩემს ირგვლის შეკრებილ სასტავზე გადავიტანე.
- გინდოდა გეთქვა შენ დადიოდი მე და კესოს კი დაგვათრევდი აბა მარტო ხომ არ ივლიდი- გაიმეორა ჩემი სიტყვები ბაბიმ.
-კი მახსივს მერე?- ყურადღება არ მიაქცია ბაბის.
- მერე ის თუ გახსოვს, რომ გეუბნებოდი შენი ჩამოსვლისას უნდა შევუბეროთთქო?- გადავხედე ალეს.
-რა დამავიწყებდა ყოველ დარეკვაზე იმეორებდი- სახე დაბრიცა ალემ.
-მორჩა გაგებუტე არ ვიცეკვებ შენთან- მოჩვენებით გავბრაზდ მე- იკაიე ბიჭოუუ გევიგე შენე გცოდნია აქანე მანჭვა გრეხვები და ხოარ დავბზუალდეთ ერთიი? - გადავხედე ახლა იკას და ვეცადე კილოთი მეთქვა, მაგრამ მგონი ზედმეტი მომივიდა,რასაც ყველას ერთდროული ხარხარი მოჰყვა და უკვე სულს ვეღარ ითქვამდნენ.
-აუ ჩემი ბებიაჩემი გამახსენდა უცებ- თქვა იკამ და არარსებული ცრემლი მოიწმინდა.
-ოოო გამოხვალ თუ რას იზამ?- დავიწყე ცქმუტვა.
- კარგი ხოო წამოდი- მითხრა და ჩემსკენ გამოემართამ.
- აქ დაასტიპეთ ვის საპატივცემულოდაა ეს წვეულება შემახსენეთ? ამ უკანონო მიშენებას რატო ეცეკვები მე აქ არ ვარ? - გაოცდა უცებ ალე და ხელი იკასკენ გაიშვირა.
-შენ ენას კბილს როცა დააჭერ მაშინ გეცეკვები ახლა შენ დას ეცეკვე- ვუთხარი და მიცეკვავეებისკენ გავემართე. მალევე წამივიდნენ ალე და კესოც და ცეკვა დავიწყეთ. ნუ უფროსწორად დაიწყეს მე იკას ჩამოვადე მხარზე თავი და მელი მიძრაობით ვაყოლებდით ტანს მელოდიას.
-აბა ჩემო იკაა მოუყევი პაპას.-ვუთხარი იკას თავაუღებლად.
- რა უნდა მოგიყვე ესმა? -გაიკვირვა უცებ.
-ოო რას ისულელებ თავს თუძმახარ. არ იცი რომ ვერაფერს გამომაპარებ? ამოღერღა ახლა რა გეგმები გაქვს კესოსთან დაკავშირებით.- იკამ ჯერ გაოცებული ჩამომხედა მერე როცა მიხვდა ვერაფელს გამომაპარებდა ამოიოხრა.
- უნდა მოვარჯულო.- მიპასუხა მოკლედ. კაი კაცო ასე დაკონკრეტებაც არ მითხოვია.
- გაგიჭირდება ხოიცი ჩემი სკოლა აქვს დამთავრებული სულ ათებზე- გამეცინა მე.
-ვიცი და ხანდახან შენი მოკვლა მინდება მაგის გამო- ჩაისისინა უცებ.
- აუ იცი გადამინდა შენთან ცეკვა. ალესაც ეწყინება, რომ არ ვეცეკვო- შევაპარე უცებ და იქვე მოცეკვავე წყვილს მივუბრუნდი.
-კესო ქალოო დამითმე შენი ბედოვლათი ძამია რაიქნებაა- ვუთხარი სიცილით და პასუხს არც დავლოდებივარ ისე დავავლე ხელი ალეს და ცეკვა დავიწყე. იკამაც არ დააყოვნა და კესოს დაწვდა საცეკვაოდ.
- მეჩვენება თუ ამათთან რაღაც ხდება? -იკითხა ალემ. ჩემი ჭკვიანი რაა.
- შენს ჯანმრთელობაში ეჭვი გეპარება?- ავხედე მე.მანაც დაბნეულმა თავი გამიქნია არაო.-ხოდა მაშინ არ გეჩვენება- გავუცინე მე.
- არადა კარგი ბიჭია იკა-დანანებით თქვა ალემ.
- ხო მეც მეცოდება მაგის ნერვები.- ამოვიოხრე მეც. ამასობაში ბაბის და ლუციფერსაც დაუწყიათ ცეკვა. ცოტახანში კი ჩვენსკენ გამოემართნენ.
- პარტნიორს ხომ არ დამითმობდიი? - იკითხა ლუციფერმა.
- რატომაც არააა - გაიცინა ალემ.
მე მიკეთებ ამაას? გველი გამიზრდია უბეში. კი ვიუარე, მაგრამ ვინ მომისმინა. დიდი სამბით გადაულოცა ალემ ჩემი თავი, თვითონ კი ბაბი მოიქცია ტორებში,აი თურმე რა მაფიაა აქ, ეე ლუციუს კუბიდონის თანამდებოდას მახევ მგონი და ახლა სიფათსაც აგახევ. ფიქრებში გართულს ვიღაცის ტორი ვიგრძენი წელზე, ნუ ვიღაცის რა ამ ნიარდენტანელის იყო.
-სულაც არ მსიამოვნებს შენი ტორები ჩემს სხეულზე-შევუღრინე უცებ.
- ეგ ახალია? ბოლოს ასე ახლოს როცა ვიყავით მთხოვდი არ გავწეულიყავი- ოხ ისევ ეს ირონია.
-მაშინ შიშველი ვიყავი- შევუბღვირე მე.
-არც ახლა ხარ მთლად კარგ ფორმაში- მითხრა და ლმაცერად ააყლა თვალი ჩემს ჩახსნილს და უზურგი კაბას.
- შენ არავინ გეკითხება. - შევუბღვირე და მელოდიაც დასრულდა. უკვე გაცლას ვაპირებდი,როცა ახალმა მელოდიამ მიიქცია ჩემი ყურადღება.არ არსებობს ტანგოო. ვგიჟდები ამ სიმღერაზე. თვალებით ალეს დავუწყე ძებნა აბა ამ ტირანს ამის ცეკვა სად ეცოდინება. თუმცა ალე უკვე დაკავებული იყო. სხვებსაც გადავხედე და სიცილი ძლივს შევიკავე. ალეს, ლაშას და იკას გოგონები ცალი ხელით დაეჭირათ. გოგონები კი სახეზევე ეტყობოდათ ამ ფაქტით ნამდბილად არ იყვნენ გახარებულები. მეც გადადგმული ნაბიჯი უკან დავაბრუნე და ახლა მივხვდი რომ მეც და ეს ტირანიც იგივე სიტუაციაში ვიყავით. საცეკავო ტერიტორია ხალხისგან გათავისუფლდა და წრედ შეკრებილიყვნენ ჩვენს ირგვლივ, მელოდია კი არავის ელოდებოდა და ისევ მიიკვლევდა გზას. როგორც ჩანს ყველა მიხვდა რომ ახლა ვეღარ გაჩერდებოდნე და მელოდიას ტანი ავაყოლეთ. ყველა ერთი ემოციით და ჟინით ვაკეთებდით ერთნაირ ილეთებს და ისეთ სინქრონს ვქმნიდით დადგმული გოგონებოდათ. მთელი ემოციებით ვცეკვავდით,მელოდიაც უსასრულოდ იწელებოდა. როგორც ჩანს ამ ერთხელ შევცდი ტირანი უბადლო მოცეკვავეა,თუმცა ჩემამდე მაინც ვერ მოდის. მელოდია დასრულდა და ოთხი წყვილი ერთ პოზაში, ვასრულებთ ცეკვას. ოვაციებისა და ტაშის ხმა არ წყდება ჩვენ კი გათანგულები ბარის მაგოდისკენ მივიწევთ.
ამ მაღლებზე რა ჯანდაბამ გაცეკვა ესმა. რომ გეუბნებიან გიჟი ხარო გწყინს და აბა ეს რაარის.
- არააა აქედან ვერ ამფხიკავთ ვერცერთი- დავიღმუვლე ბარის მაგიდასთან მისულმა და სავარძელში ჩავესვენე.
- ვერც მე- ერთხმად თქვეს გოგონებმა და გვერდით მომისხდნენ. მთელი წვეულების განმავლობაში ბარიდან ვადევნებდით თვალს, როგორ დადიოდნენ ბიჭები და უღიმღამოდ როგორ ესალმებოდნენ სტუმრებს და ბიზნესპარტნიორებს. რვა საათზე დაწყებული წვეულება თორმეტზე უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ბიჭებიც ჩვენ შემოგვიერთდნენ.
- აბა რას ვშვებით?- იკითხა ალემ.
- რაღა უნდა ვქნად სად გვაქვს მაგის თავი- გამეცინა მე.
- კარგი ხო მაშინ მეორე სართულზე ოთახები მზადაა და დავიძინოთ აღარც მე არ მაქვს არაფრის თავი- ამოიგმინა ალემ და მე გადმომხედა, თან თვალით მანიშნა გამოიდო.
-კარგი ხო მეეჭვება ვინმეს წასვლის თავი ჰქონდეს ამიტო ავიბარგეთ ახლა და წავედით მორფეოსს ვესტუმროთ. რამდენი ხანია ნორმალურად არ მინახავს - ვთქვი მე და ოთახისკენ წავედი. ოთახების ნაკლებობას არ განვიცდიდით ამიტომ ყველა ცალცალკე ოთქხში მოვთქვსდით. ალეს წყალობოთ ტირანი ჩემი ითახის პრიდაპირ დაბინავდა. ყველა თავის ოთახში რომ შეიკეტა ალე ჩემს ოთხში შემოვიდა.
- აჰა შენი ტარაკნები- დაბღვერილმა მითხრა და მოზრდილი ყუთი მომაწოხა.
-მადლობ და რა მაინტერესებს ეს ლიციფერი დილით ადრე იღვიძებს?
- თუ დააცდი ნორმალურდ ძილს მთელი დღე არ ადგება.
-ეჰ ცოდი სამწუხაროა რომ გადამიმტერა თორემ ხომ იძინებდა ახლა მშვიდათ-ამოვიოხრე დანანებით- კარგი ახლა ხო წადი დაიძინე.
-ესმა იქნებ მაინც გადაიფიქრო- შემევედრა ალე.
- მაგაზე მაშინ ეფიქრა მთელი დღე რომ მამუშავა.- შევუბღვირე და ყუთი საწოლის გვერდით დავდე მე კი საწოლზე დავემხვე. ალემ ხელი ჩაიქნია და გავიდა. მეც დასაძინებლად მოვემზადე საათი შვიდზე დავაყენე და დავიძინე.
ბუძელნიკის გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა. რა უბედურებაა ხუთი წუთიც არ მძინებია მგონი, არააა მოიცა შვიდია უკვე. კაი ხო ავიტან ადრე გაღვიძებას. ნამდვილად ღირს ამად. მოვემზადე ჩავიცვი წინა დღეს სახლიდან წამოღებული შარვალი და ტოპი. ყუთს ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი. პირდაპირ შევიჭერი ლუციფერის ოთახში,ოჰ რა ტკბილად გძინავს მოიცა ცოტახანს. გადავიხარხარე გულში მის საწოლთან მივედი,და საწოლის ბოლოში ყუთი ამოვატრიალე. მალევე გადმოცვივდნენ ტარაკნები და საწოლზე დაიწყეს სირბილი. ოუ ლუციფერ მგონია აწი მუმია უნდა დაგიძახო. ხელი ავიფარე ხმამაღლა რომ არ გამცინებოდა და გარეთ გამოვედი. ჩემს ოთახში ჩუმად შევიპარე და ძილი გავაგრძელე თუმცა ისევ არ დამცალდა.
ამჯერად ლიციფერის, უკაცრავად შემეშალა, მუმიის სასიამოვნო ღრიალი შემომესმა და სიცილი ძლის შევიკავე.
- შენი ნახელავია არაა, მართლა ალქაჯი ხარ სად ჯანდაბაში ნახე ეს ტარაკნები გაგიჟდიი - შემომივარდა ნახევრად შიშველი და გამწარებული მუმია.
-შენ გააკეთე არაა.
- არა რა მე მეზობელი იყო აშკარად-გავეკრიჭე მე.
- მე შენ გაჩვენებ მეზობელს.-მითხრა და ზურგზე მომიგდო.
-ოუუ მე კრავი ხომ არ გგონივარ ახლავე დამსვი.
- რა კრავი მასეთი საყავრელი და უცოდველი რომ იყო დამშვიდდებოდა დედამიწა.
- მოკეტე და დამსვი ახლავე.
- არაფერსაც არ დაგსვამ და ჯობს გაჩუმდე. რათქმაუნდა ყვირილი არ შემიწყვეტია, აი ჩემს ხმას სხვა პლანეტებზე მცხოვრები ამოუცნობი ობიექტებიც კი გაიგებდნენ, როცა დავინახე და ამასთანავე გავაცნობიერე, რომ აუზისკენ მივყავდი.
-იდიოტო დამსვი ცურვა არ ვიცი- შევაცოდე თავი, მაგრამ გაგივა? . მართლა ლუციფერია ეს უნამუსო მგონი.
-ხო რათქმაუნდა დაგიჯერე.
- გეუბნები არ ვიცითქო ველურო-ტყიურო-მუტანტოოო.
-ნუ წიოკობ მაინც ვერ შემაცოდებ თავს ალქაჯო.
-მაგასაც ვნახავ.-დავემუქრე გულში. სიტყვა დასრულებული არ მქონდა ტანზე ცივი სითხე რომ ვიგრძენი და წუთით სუნთქვაც შემიწყდა. ახლა ჩემი დროა. თავიდან ფართხალი დავიწყე მერე კი ერთბაშად მოვდუნდი და ფსკერისკენ წავედი. თვალები ოდნავ გახელილი მქონდა და ვხედავდო როგორი დაედო შეშინებული თაგვის ფერი გორილას და წყალში ისკუპა.
-ესმა, ესმა გამოფხიზლდი გთხოვ.-მთხოვდა, როცა წყლიდან ამომიყვანა და აუზის კიდესთან მიმასვენა. ამასობაში ბავშვებიც მოგვიახლოვდნენ.
-რა ხდება ხომ მშვიდობაა-მოვარდა ალე.
-წყალში ჩავაგდე მეგონა ცურვა იცოდა. - ამოიკნავლა ლუციუსმა .
გოგონებმა კარგად იცოდნენ რომ ცურვა მშვენივრად ვიცოდი მაგრამ ალბათ ჩემს ჩანაფიქრს მიხვდნენ და ხმა არ ამოიღეს.
- მერე მიდი ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარე- თქვა ბარბარემ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავდი მივხვდი, როგორ უჭირდა სიცილის შეკავება.
- ხო მართალი ხარ.- ისევ შეშინებული ხმით გადმოიხარა გორილა ჩემსკენ.
- არ მომეკაროო. -წამოვიყვირე მე.
-შენ რა მომატყუე- გაოგნებულმა შემომხედა ლუციფერმა.
- მართლა გეგონა რომ ცურვა არ ვიცოდი?- შევიცხადე მე.- ვაიმე ვიმე მოდით და ახიკეთ ეს თვალები რა- ვანიშნე არარსებულ თვალებზე რომელიც ფიქტიურად გორილას საკუთრებას წარმოადგენდა.
-ოხ ესმა მართლა ალქაჯი ხარ.- ფეხზე წამოიმართა ეს ტყიური და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი.
- აბა ოქში აქედან.- დავუცაცხანე და ხელით ვანიშნე გაწეულიყო.
-ერთხელაც თავს ვერ შევიკავებ და კაცობრიობას შენგან გავათავისუფლებ.
-დაველოდები მაგ დღეს.- გავეკრიჭე და ისე წავედი სახლისკენ ეჭვი მაქვს თეძოები ვიღრძე.
მალევე გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი სადაც უკვე ყველა შეკრებილიყო.
- აბა გოგოებო მიდით რა დატრიალდით მოსამსახურეები ორისთვის მოვლენ და მანამდე სულს გავაცხებ შიმშილისგან.- ამოიკრუსუნა ალემ.
-ხო მიდით მიდით გოგოებო.-მხარი ავუბი ალეს.
-ხო შენ თვითონ არ იკადრო.- გამოყო კუმ ფეხი.
- არა კიარ მეზარება მაგრამ ახალი მოსახლეა მაინც ალე და ასე უცებ სახლის გამოცვლა არ მინდა მოუწიოს- გავეკრიჭე ალეს და სავარძელში ჩავესვენე.
გოგონები სამზარეულოში გავიდნენ.
-რაო ლაშ გევასა ლიზი?- თვალი ჩავუკარი ლაშას,რომელიც სამზარეულოსკენ მიმავალ ლიზას თვალს ვერ აცილებდა.
- ჰაა? რაა?- გადმომხედა ლაშამ.
- რა და მწერები დაფრინავენ პირო დამუწე.- გადავიხარხარე მე.
-ოოო კაი რა.- ხელი აიქნია ლაშამ.
-როდის უნდა უთხრა?- თავს არ ვანებებ ისევ.
- რა უნდა ვუთხრა?
- რა და გეი რომ ხარ. რა უნდა უთხრა ადამიანო, ის რომ გუყვარს.- ხელი დემონსტრირებულად მივირტყი შუბლზე.
- ნუ სულელობ მიყვარს არა ის.- ხელი აიქნია ლაშამაც.
- მე მატყუებ?- ხელით მივითითე საკუთარ თავზე.
-შეეშვი ადამიანს გოგო რა მანიაკი ხარ- სიცილით მითხრა იკამ.
- შენ ხმა არ გაქვს ამოსაღები კესოს როდის უნდა უთხრა?- გადავხედე დაბღვერილმა.
- რა ვუთხრა გოგო გაგიჟდი?- შეიცხადა იკამაც.
-როცა უნდათ კარგი მსახიობები არიან- ცხვირი ავიბზუე მე.
-ოხ ესმა ესმა- ამოიგმინა ალემაც . ამას რაღა უნდა, ეს ამათზე ვარესია.
-შენს საერთოდ იყუჩე. წლებია ბაბი გიყვარს და თქმას ვერ მოაბი-შევუბღვირე ალესაც და ხელები გადავაჯვარედინე.
- აუ შენი თავი მანახა შეყვარებული როცა იქნები და დავინახავ მერე თუ იჭიკჭიკებ ეგრე- შემომიბღვირა ალემ.
-მართალი ხარ ალე მე არ ვიჭიკჭიკებ პირდაპირ საქმეზე გადავალ.- გავეკრიჭე.
- ანუ?- გადმომხედეს ბიჭებმა.
- ანუ აიღე წაიღე რაა - გადავიხარხარე მე.
-და აზრს არ ეკითხები? მეეჭვება ვინმეს შეუყვარდეს შენისთანა ალქაჯი.-გადმომხედა ირონიით ლუციფერმა.
-მომხედე ძმაო მე ხო მიყვარს, ხოდა გადაწყდა მოვიტაცებ ერთი ორი დღე ჩავკეტავ სადმე და მერე მშობლებც აღარ მიიღებენ ორი დღე სხვაგან გათეულს- ხელები შემოვკარი ერთმანეთს. ჩემი აზრით კმაყოფილმა.
- ვერ ხარ შვილო.-ამოიოხრა ვითომ დამწუხრებულმა ლუციფერმა.
-ვინაა შენი შვილი შენხელა მეზობლები მყავს - შევუბღვირე მე.
-მზადაა ყველაფერი, მოდით- გამოგვძახეს გოგონებმა. ყველა ჭამით ვიყავით გართული როცა ლაშამ წამოიძახა.
-ბავშვებო მაგრი აზრი მაქვს.
-განგვანათლე- წაკბინა ლიზიმ.
- მოკლედ უკვე ზაფხულია, მალე ქალაქსაც ბუღი აუვა და აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდება, ამიტომ სვანეთში ხომ არ წავსულიყავით?
-ვაიმე სვანეთი მაგაირიააა, აუ კი რააა, სულ მინდოდა სვანეთში წასვლა- ემოციებს ვეღარ ვფარავდი მე.
-უჰ სვანეთი უყვარს გოგოს და სვანს ვერ მიტანს- შემომიბღვირა მუტანტმა.
-გამონაკლისებიც არსებობენ- გადავხედე მე.
- კარგი გვეყო როდის წავიდეთ?-სიტუაცია განმუხტა იკამ.
-ერთ კვირაში გვეცლება მე და ბაბის, ფინალურები გავქვს ჯერ-ვუთხარი სიხარულით.
-ხო ერთ კვირაში ჩვენს საქმეებსაც მოვაგვარებთ და ეგაა- თქვა იკამ.
-ანუ გადაწდა ერთ კვირაში მივდივართ.- დაასკვნა ბაბიმ.
ერთი კვირა მალე გავიდა ფინალურებიც მშვიდობიანად ჩავატარეთ და ახლა სამ მანქანაში გადანაწილებულები სვანეთის გზას ვადგავართ. მთელი გზა ფანჯრიდან თავ გადაწეული ვაკვირდებოდი ამ შესანიშნავ ბუნებას და თვალიც კი ვეღარ ახერხებდა აღქმას იმდენად მშვენიერი იყო. დიდ ხნიანი მგზავრობის შემდეგ უკვე საღამო იყო, როცა მივაღწიეთ ერთ დიდ ეზოს, რომელიც მწვანეში იყო ჩაფლული და ამ სიმწვანესთან პატარა კოხტა სახლი საოცარ კონტრასტს ქმნიდა. სახლის უკან უზარმაზარი სვანური კოშკი იდგა. ვგიჟდები სვანეთზე და რა ვქნა. როგორც კი მანქანები ეზოში შევიდნენ სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა და მანქანიდან ახლახანს გადმოსული მაკაკასკენ გაემართა.
-დედა შვილო მეჩვენები თუ რაია მართლა შენახარ ლექსო?-ხელებ გაშლილი მიუახლოვდა ქალი.
-ხო ბებია მე ვარ -გაეციანა მუტანტსაც. ვერ მივხვდი რა ხდებდოდა და გაკვირვებულმა გადავხედე გვერდით მდგარ იკას.
- ეს სახლი ლექსოსია ეს ქალიც ლექსოს ბებიაა.- გამარკვია უცებ. მოიცა რაოო ამ ტირანის სახლში წამოვეიდ ჩემივე ინიციატივით? ესმა რატო ფეხები არ მოგტყდა? არა არა ფეხები რომ მოგტყდომოდა სვანეთს ვერ ნახავდი. კარგი ხო სვანეთის გამო წავალ ამ დათმობაზეც ჯანდაბას.
- დედა ბებია ესენი ვინები არიენ არ უნდა გამაცნო კაცოო- ჩვენ გადმოგვხედა ქალმა, მას შემდეგ, რაც შვილიშვილის ფერებით გული იჯერა.
-კარგი ბებია, ბავშვებო ეს ბებიაჩემია ლამარა ეს კიდე ლაშაა, ისედაც იცნობ, ეს ლიზია - უთხრა და ჩვენთვის უცნობ ენაზე დააყოლა რაღაც- იკასაც იცნობ ეს კესოა- ამის თქმის დროსაც ისევ ის ისტყვები გაიმეორა- ეს ლექსოა, კესოს ძმა, ეს ბარბარეა- ისევ ის უცხო სიტყვები. -ხო ეს კიდევ ალქა... ეს კიდევ ესმაა- უთხრა და თუ წინა ჯერზე ერთიდაიგივე რამეს ეუბნებოდა უცხო ენაზე ამჯერად სულ სხვა რამ უთხრა და ქალის კომენტარიც იმავე ენაზე გაისმა.
- დედა შველო რა კაი ბოვში ხარ შენ გენაცვალე მე- როცა საუბარს მორჩნენ მაშინვე გადამეხვაი ქალი და თბიალად ჩამიხუტა.
- გამარჯობა ქალბატონო ლამარა, ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა- დავითბე ხმა მეც.
-რას ქვია ქალბატონო ლამარა, ლამრო ბებო დამიძახე თუ გინდა მარტო ლამრო, როგორც გაგიხარდება შვილო, მაგრამ ქალბატინი არ გვიგონო, რაღა დროს ჩემი ქალბატონობაა ცალი ფეხი სამარეში მაქ.- ხელი აიქნია ქალმა.
- რას ბრძანებთ მშვენივრად გამოიყურებით- გავაპროტესტე მე.
-ბებო თომა ბაბუ სად არის?- საუბარსაც რომ არ გაცდის რა ეს მართლა და მართლა მუტანტი.
- სად იქნება ბებია გორაზე წევიდა ცხენების მოსაყვანად. მალე მოვა ალბათ. დედა აქ რო დაგაყენეთ სულ გამოვჩერჩეტდი ამ სიბერეში წამოით ბებია დეისვენეთ მე ხაჭაპირებს დავაცხობ- სახლისკენ გაგვიძღვა მოხუცი.
მეორე სართულზე ყველა მოვთავსდით მე და ლიზი ერთ ოთახში, ბაბი და კესო ერთად, იკა და ალე ერთად, ლაშა და მუტანტი ერათად. ტანსაცმელები ამოვალაგეთ და მალევე გავიგონეთ ლამრო ბებოს ხმაც.
-ჩამოით შვილებო ხაჭაპური გამოვაცხვე გამისინჯეთ ერთი.
ყველანი ქვევით ჩავედით.
-ლამრო ბებო ოქროს ხელები გაქვთ უგემრიელესია- ვუთხარი როცა მესამე ნაჭერ ხაჭაპურს დავწვდი.
- ჭამე ბებია ჭამე აბა იმგენს რა უბედურება აცოცხლებთ ტელევიზორში ბალახს რო იკირკნებიენ.- დანანებით გააქნია თავი.
- ბალახი კიარა სალათია ბებია ის - გადაიხარხარა ლაშამ.
- რაცხაა ბალახს კი გავს და.-თავი იმართლა ქალმა.
- რატომ არის მერე ცუდი ფიგურას უფრთხილდებიან, აბა ამ ალქაჯს სულ არ ადარდებს ფიგურა და მაგიტომაც არის გადაფუებული- თქვა გორილამ. ამაან ახლა ჩემზე თქვა ესს?
- ვინაა შვილო გადაფუებული გვერდიდან რომ შეხედო ვერ დაინახავ ისეა გამხდარი. ჭამე ბებია ნუ მიაქცევ ამ გიჟებს ყურადღებას.- გამამხნევა ქალმა.
მეც ისე ვიყავი გართული ჭამაში პასუხის გაცემაც დამეზარა.
ყურადღება კარის ხმაურით გაღებამ გადაგვატანინა, კარში გაჭაღარავებული თბილი გამოხედვის მქონე მოხუცი კაცი იდგა, რომელსაც ამ მაკაკასნაირი თვალები ჰქონდა. ალბათ ეს არის თომა ბაბუ.
- რა ამბავია ქალო? - შეშინებულმა იკითხა შემოსვლისთანავე.
-რა ამბავია და შენმა შვილიშვილმა გვიკადრა.- გახარებულმა უთხრა ქალმა.
- ლექსო ჩამოვიდა?- სიხარულის ნოტები შეერია ხმაში კაცს.
- ხო ბაბუა ჩამოვედი და მეგობრებიც ჩამოგიყვანე.-მისკენ გაემართა ლუციფერი და ჩახუტების შემდეგ ხელით ჩვენზე ანიშნა.
-მეგობრები კაია ბაბუა მარა ერთი ცოლი როის უნდა ჩამეიყვანო შვილოო?- კითხა ინტერესით შვილიშვილს.
- მაგისთანა ტირანი იარაღის ძალით თუ მიიყვანს ვინმეს საკურთხეველთან, თორე თავის ნებით მაგას ვინ გამოყვება -გადავიხარხარე მე და ბავშვებიც და მოხუცებიც ავიყოლიე. მხოლოდ გორილა იდგა დაბღვერილი.
-იგივე შემიძლია ვთქვა შენზეც.
- მე კი მეშველა შენ იკითხე თორე- არ ვიცი საიდან მოვიფიქრე მაგრამ მონდოდა ჩამედუმებინა.
- ანუუ?- კითხვის ნიშნით სავსე თვალებით გადმომხედეს ბავშვებმა.
- გუშინ ლუკამ სიყვარული ამიხსნა- ისევ წამოვაყრანტალე მე და გოგოებს ბიჭებისგან უჩუმრად თვალი ჩავუკარი.
-ჩვენმა ლუკამმ? ვიცოდი აი ხომ გეუბნებოდი- ამყვა კესოც.
-აღარ არის საინტერესო შენი პირადის განხილვა.-შემომიბღვირა ლუციფერმა და ისევ დაიწყო ბავშვების გაცნობა ამჯერად ბაბუსთვის. ისევ ერთი და იმავე წინადადებას იმეორებდა წყვილების გაცნობისას მაგრამ როცა ჯერი ჩემზე მოვიდა აღარაფერი უთქვამს უცხო ენაზე.
-კარგით ბაშვებო უკვე გვიანია დაღლილებიც ვართ მე წავალ დავიძინებ და ხვალ შევუდგეთ სვანეთის დალაშქვრას.- წამოვდექი მე. სხვებიც დასაძინრბლად წამოვიდნენ. მუტანტი, ლაშა და ალე ქვევით დარჩნენ სანამ ოთახში შევიდოდი იკა გავაჩერე.
- იკკ თუ იცი ლუციფერი თმის საშრობს იყენებს?- მუდარით სავსე თვალები მივანათე იკას.
- ძირითადად როცა სადმე ეჩქარება მაშინ მაგრამ ისედაც ხმარობს. - მითხრა დაეჭვებულმა.
-კარგი მადლობა დიდი- ვუთხარი გახარებულმა. ისევ პირველ სართულზე დავბრუნდი და სამზარეულოში შევიპარე. ლამრო ბებო მაგიდას ალაგებდა მაგიდაზე, ჯამში ფქვილი იყო მეც მისკენ გავემართე ჭიქა ავიღე ფქვილი შიგნით ჩავყარე და მუტანტის ოთახისკენ გავემართე. ჩუმად შევიპარე აბაზანაში და ფენის ძებნა დავიწყე. ალილუია, დიდი გათხრების შემდეგ ვიპოვე კიდეც. გავხსენი და ერთი ჭიქა ფქვილი შიგნით ჩავყარე თავი ისევ დავახურე და ოთახიდან გამოვედი.
ჩემს ოთახში შევედი სადაც ლიზი უკვე დასაძინებლად მოკალათებულიყო.
- რა გააფუჭე? - დაეჭვებულმა მკითხა.
-ვანგა ხარ?- გავოცდი მე.
- არა სახეზე გაწერია- გადაიკისკისა ლიზიმ.
- თუ გაგვიმართლა ხვალ დილით გაიგებ - გადავიხარხარე ბოროტულად.-აბა შენ და ლაშა რას შვრებით?- საწოლს მივაშურე მეც.
- ისევ იგივე და მგონი ახლა უფრო მიშლის ნერვებს. გახსოვს ის კაცი საცეკვაოდ რომ გამიწვია დავითი. ეგ იყო ჩვენს კომპანიაში მოსული და ლაშამ მაშინ გაგვიარა გვერდი, როცა ლექსოს ადგილ-სამყოფელს მეკითხებოდა. არ ვიცი რა იფიქა მაგრმა მას შემდეგ აკვიატებული ჰყავს და ყოველ მეორე წინადადებაში იმ კაცს ახსენებს.- ამოიოხრა ლიზიმ.
-ეჭვიანობს ალბათ- გადავიხარხარე მე.
- ეჭვიანობს არა ის. ეგ კიარა ლუკა ვინ არის? არა იმას კი მივხვდი, რომ მოიტყუე მაგრამ- გაეცინა ლიზისაც.
-ჩემი ძველი მეგობარია, კლასელები ვართ, სკოლაში ყველას შეყვარებულები ვეგონეთ და ახლაც მაგიტომ გამახსენდა. ბატონ ლუციფერსაც თუ შეყვარებულები ვეგონებით არაფერი დაშავდება - ბოროტულად გადავიხარხარე მე.
-ოხ ესმა ესმა მტერი ჩავარდეს შენს ყბაში.-დანანებით ამოილაპარაკა სიზმრებში წასულმა ლიზიმ. დაღლილობამ მალე თავისი ქნა და მორფეოსთან ყავის დასალევად გავემართე.
დილით მზის სხივრბს ვგრძნობ თვალებზე და ძალაუნებურად მეღვიძება. ლიზის ტკბილად ეძინა და გადავწყვიტე არ გამეღვიძებინა, დილით სვანეთი ყველაზე ლამაზია, ამიტომ გადავწყვიტე რომ გარეთ გავსულიყავი სუფთა ჰაერზე და მზის ამოსვლისთვის მეყურებინა. ავდექი, ტანზე ჩავიცვი და ეზოში ფეხაკრებით ჩავედი, იქვე ჰამაკი იყო, იქ ჩამოვჯექი. თვალს ვერ ვაცილებდი მთის ქედიდან როგორ იწვერებოდა მზის სხივები და ნელ ნელა ნათლად ჩნდებოდა მზე.
- ვერ დეიძინე ბებია?- მომესმა ქალის თბილი ხმა.
- ლამრო ბებოო? ასე ადრე რატომ ადექით.
- რაც თავი მახსოვს სვანეთში ვცხოვრობ შვილო, აქ სიცოცხლე მზის პირველი სხივის ამოისვლის თანავე იწყებს ჩქეფას.-თბილად გამიღიმა ქალმა და გვერდით მომიჯდა.
- არაჩვეულებრივი ადგილია, ყოველთვის მინდოდა სვანეგში წამოსვლა აქ ისეთი თავისუფლებაა, როცა აქ ჩამოვედი მეგონა ფრთები შევისხი. ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ძველებური ხიბლი, ყველაზე მეტად მსგავსი ადგილი გვიყვება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე- ჩემს ფიქრებში წასული ვსაუბრობდი მე.
-გეთანხმები შვილო, ადამიანები მაშინ ხვდებიენ რამის მნიშვნელობას, როცა კარგავენ. სვანეთში მცხოვრები ხალხის უმეტესობა ვერ ხვდება რამდენად მშვენიერია ეს ადგილი. მათი თვალი შეჩვეულია სახლიდან გამოსვლის თანავე შეეჩეხოს ბუმბერაზ მთებს, მზის ამოსვლას. ისინი არ აფასებენ ამ მშვენიერებას.- ამოიოხრა ქალმა.
- გეთანხმები ბებო ადამიანები თითქოს დაბრმავებულები არიან და თვალს მხოლოდ მაშინ ახელენ, როცა მისთვის ძვირფას მოსცილდებიან.
- იცი არ გავხარ სხვებს- გადმომხედა ქალმა- თითქოს ყველაზე ცანცარა და ლაღი ხარ, თუმცა სინამდვილეში ბევრ რამეს ხედავ და გტკივა, შენი სიცილის უკან ვინ იცის რა იმალება.
-მე ვიცი ლამრო ბებო ჩემი სიცილის უკან ხარხარი იმალება- ხასიათზე მოვედი უცებ- თუმცა გეთანხმები რეალურ მე არავინ იცის როგორია, მათ შორის არც მე.
-კეთილი გოგო ხარ ბებო, ჩემი ლექსოსნაირი- სახეზე მომეფერა ქალი.
- არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენი ლექსო ტირანი, ურჩხული და ლუციფერია- გავეკრიჭე მე.
-არადა შენს გარდა ყველა მიქებს- გაეცინა ქალს- საინტერესოა, ლექსომაც იგივე მითხრა შენზე, ოღონდ ლუციფერის მაგივრად ალქაჯი გიწოდა- გადაიხარხარა ქალს.
-რაა ეს როდის თქვა?- აღვშფოთდი მე.
- როცა თქვენს თავს მაცნობდა- დანაშაულში გამოჭერილივით ამოიჩურჩულა ქალმა.
- სხვებზედაც ეგ გითხრათ მაშინ?
- არა შვილო მათზე მითხრა, რომ ერთმანეთი უყვართ თუმცა არ უმხელენ ერთმანეთს.
- და თქვენ რა უპასუხეთ ჩემზე რომ ის თქვა?- გამახსენდა რომ მხოლოდ მაშინ გამოელაპარაკა სვანურად ქალი, როცა ჩემზე რაღაც უთხრა იმ ტირანმა.
-რომ შესაფერისი წყვილი ხართ.- გადაიხარხარა ქალმა.
-ხო აბა რა ან მე მოვკლავ ან ის მომკლავს- ამივიდუდღუნე მე.
- ყველაზე დიდი სიყვარული ჩხუბით იწყება ბებო დაიმახსოვრე.- თბილად გამიღიმა ქალმა.- კაი ახლა შევიდეთ სახლში ბოვშებიც გეიღვიძებენ აწი- თბილად მომითათუნა ხელი და წამოდგა. მეც თავი დავუქნიე და შევედით.
მისაღებ ოთახში ტახტზე ჩამოვჯექი და ბავშვების ჩამოსვლას დაველოდე. მალევე გავიგე კიბის ჭრაჭუნი და ახლად გაღვიძებული ტირანი დავინახე. მმმ მგონი აცივდა, არა მგონი კიარა მართლა აცივდა აბა რატომ შემაკანკალაა? აწი დილაობით თბილად ჩავიცვამ.
- ოჰ მეგონა მითი იყო, რომ ალქაჯებს ღამით არ სძინავთო- დამინახა თუარა მაშინვე თბილად მომესალმა.
- ტირანული მმართველობა დიდი ხანია გადავარდა მოდიდან არ გინდა შენც მას გაჰყვე?
-არა მადლიბა იყოს.- გამეკრიჭა და ჩემს წინ ჩამოჯდა. მოცა კაცო სახეზე გამახსენდა ამას ახლა თეთრი თმა და ფქვილის ნიღაბი არ უნდა ქონდეს? ახლაღა გამახსენდა ჩემი ნამოქმედარი.
-სველი თმით სიარული რომ არ შეიძლება არ გსმენია მაგაზე? - ვკითხე უცებ.
- როდის მერე ზრუნავ ჩემზე? - გაოცება დაეტყო სახეზე.
- წუხანდელს მერე -გამეცინა ჩემს ნამოქმედარზე.- სხვები სად არიან? -უცებ გადავიტანე საუბარი სხვა თემაზე.
-ალბათ სძინავთ ლაშა აბაზანაში იყო თმის გაშრობას აპირებდა.
- რააა- ფეხზე წამივხტი მე.
-ხო რაიყო რა ვთქი უცნაური.-შეიცხადა უცებ.
- ვაიმე დედააა- უცებ გავვარდი მეორე სართულზე რომ ლაშა შემეჩერებინა თუმცა სულ ტყუილად მესამე კიბეზე მედგა ფეხი ლაშას ყვირილი რომ შემომესმა და კარის გამონგრევის ხმაც მომესმა.
- რომელმა ნიჭირემა გააკეთა ესს- წამოიყვირა უცებ და პირველ სართულზე დაეშვა. მის ყვირილზა სხვებიც გამოვარდნენ ოთახებიდან და ლაშა რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახეს ჯერ გაოცდნენ მერე კი ისთი ხარხარის ტალღა წამოვიდა კიდევ კარგი ზამთარი არ არის თორემ ზვავი არ აგვცდებოდა.
ლიზიმ და კესომ ტელეფონები წამში ამოიღეს ჯობიდან და ეს შესანიშნავი წამიც დააფიქსირეს. მეც ვერ შევიკავე თავი და ავჭიხვინდი. -გეკითხებით რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრამეთქი?-ისევ იკითხა გაცოფებულმა ლაშამ. ნუ ხმაზე ეტყობოდა გაცოფებული იყო თორემ იმ სისქეზე ედო სახეზეც და თმაზეც ფქვილი მიმიკებს ნამდვილად ვერ გაარჩევდი.
- შენი აზრით ვინ იქნებოდა? -უცებ დასერიოზულდა ლუციფერი და მე გადმომხედა.
-ესმა შენ? რა დაგიშავე გოგო ასეთი- ამოიკნავლა ლაშამ.
-იცი ლაშ შემთხვევითი მსხვერპლი ხარ, ლუციფერისთვის იყო ეგ ხაფანგი და შემთხვევით შენ გაები, არ მინდოდა გეფიცები- შრეკის კატის თვალები მივიღე უცებ. ამასობაში ლამრო ბებოც გამოვიდა სამზარეულოდან და ლაშას რომ შეხედა უცებ გადაქანდა.
- ვაომე დედა ისე დავბერდი მოჩვენებები დამეწყო უკვე- ამოიოხრა ქალმა.
- არა ბებო ფქვილი შეეყარა უბრალოდ ლაშას- სიცილს ამოაყოლა კესომ.
- ხო ხო სულ შემთხვევით- ამოიბლუყუნა ლაშამ.
- კარგი რა ბოდიში არ მინდოდა ხომ გითხარი არაა.
-მოიცა ის ოინი ჩემთვის იყო განკუთვნილი?- ახლა ტირანმა შემომიბღვირა .
- ხო აბა ამგენს რას ვერჩი?- გავიოცე მე.
- და გამახსენე მე რას მერჩი?
- შენ რომ არსებობ ეგეც ნერვების მომშლემია-შევუბღვირე მე.
-აღარ გეყოფათ? აქ მსხვერპლი მე ვარ- ამოიღრინა ლაშამ.
- კარგი ხო დაწყნარდი შედი აბაზანაში და გადაივლე წყალი რად უნდა მაგას ამდენი ყუყუნი- შეუბღვირა ლიზიმ.
- ამას უყურეთ ერთი შენ რა გენაღვლება მოჩვენებასავით თეთრი კი არ ხარ სახეზეც და თმაზეც.- არ დააკლო ბღვერა ლაშამაც.
-მერე დაიბანე და აღარც შენ იქნები- ამოიგმინა ლიზამ.
- მე უკეთესი აზრი მაქვს- ხელი მრავლისმეტყველად აწია ლაშამ და სამზარეულოსკენ გაემართა საიდანაც ჯამით ხელში დაბრუნდა და ლიზისკენ გაემართა.
-მოცა რას აკეთებ- უკან დაიხია ლიზიმ.
- არაფერს, ვნახოთ ახლა როგორ იჭიკჭიკებ- უთხრა და თავზე გადააცალა ფქვილით სავსე ჯამი.
-შენ სულ გაგიჟდიი- დაიყვირა ლიზიმ, რომელიც ლაშასგან განსხვავებით არამარტო სახე და თმა ქონდა თეთრი არამედ ტანზეც და არაფრით ჩამოუვარდებოდა მოჩვენებას, კიდევ კარგი ღამე არ არის.
-არა დიდი ხანია უბრალოდ დროდა დრო ვამჟღავნებ ჩემს სიგიჟეებს ნელნელა რომ შეეჩვიოთ.-ირინიის ზღვა გადმოაფრქვია ლაშამ.
- ჩემი ხელით დაგახრჩობ გეფიცები- წამოიყვირა გაწიწმატებულმა ლიზიმ და ლაშასკენ გაემართა, რომელიც ადგილს თვალის დახამხამებაში მოსწყდა და გარეთ გაიქცა.
- ცოტა ჩქარა ჩამომეძინა- გადმოძახა ლიზის და სიჩქარეს უმატა გამწარებული ლიზის დანახვისას.
- მე შენ გიჩვენებ -წამოიძახა ლიზიმ და ლაშას გაეკიდა.
ბევრი სირბილის შემდეგ ლაშა ცხოველების სადგომისკენ გაიქცა იფიქრა ლიზის ცხოველების შეეშინდება და გაჩერდებაო. ამ ფიქრში იყო როცა ფეხი დაუსტა და ღორების მიერ გაკეთებულ ტალახიან გუბეში ჩავარდა. ლიზა ლაშას უახლოვდებოდა, როცა ის ტალახში ჩავარდა, სირბილი შეანელა და ლაშას წინ დადგა.სიცილისგან უკვე ცუდად იყო, როცა თავი ვეღარ შეიკავა და ლაშას გვერდით ადგილი დაიკავა. ჩვენც მალევე მივედოთ და ამ სცენას რომ წავაწყდით უკვე ადგილს ვეღარ ვპოულობდით, ყველა მინდორზე ვხოხავდით სიცილით. ლამრო ბებოც მოვიდა და სიცილში აგვყვა, მაგრამ მალევე გაჩერდა და სახლისკენ წავიდა. ჩვენ ისევ ვერ ვჩერდებოდით. მალევე დაბრუნდა ლამრო ბებო, რაღაცას მალავდა ზურგს უკან თუმცა იმდენად ვიყავი გადართული ლაშას და ლიზის მდგომარეობით რომ ყურადღება აღარ მიმიქცევია. მაგრამ ეს მალე შეუძლებელი გახდა, რადგან ზურგზე წყლის დიდი ჭავლი ვიგრზენი და ამჯერად ლაშას და ლიზის ხარხარი.
- ვინც დასცინის სხვასაო, ხომ გაგიგიათ? - გადაიხარხარა ქალმა და შლანგი ახლა სხვებს მიუშვირა. რამდენიმე წუთში ჩვენ გაწუწულები ხოლო ლიზი და ლაშა გაფქვილულ-გატალახიანებულები ვიდექით ,მაგრამ მერე ლამრო ბებომ მოიფიქრა და ამჯერად წყლის ჭავრი მათზე გადაიტანა და მალევე ჩემოერეცხათ ტალახიც და ფქვილიც.
-აბაა ამ სიცხეში ხომ გაგრილდით?- მოგვიახლოვდა თომა ბაბუც სიცილით.
- კი ლამრო ბებოს დამსახურებით სიცხე სულ აღარ გვაწუხებს-ამოვიზმუვლეთ ერთხმად.
- ამ ჩემმა ცოლმა კიდე რა ვეღარ ისწავლა ჭკუა რაც ბაღნობაში იყო ისეთი ცანცარა დარჩა- ხელი ჩაიქნია კაცმა.
-ანუ ჩვენც არ უნდა გვქონდეს შენი დაჭკვიანების იმედი?- ხელი ჩემსკენ გამოიშვირა ტირანმა.
-ოჰო მგონი წყალმა შენს თავში არსებული სიცარიელე შეავსო- ნიშნის მოგებით გადავხედე მე.
- ხო აი შენ კი ისევ უტვინო ხარ.-დამიღრინა ლუციფერმა.
- კარგით შევიდეთ სახლში გაცივდებით- ლამრო ბებოს ხმამ გაგვაწყვეტინა კამათი. ყველა სახლში შევედით, ოთახებში ავედით და მივწესრიგდით.
-აი თურმე რატომ იყავი კარგ ხასიათზე გუშინ არაა- გადაიხარზარა ლიზიმ აბაზანიდან გამოსვლისას.
-მეც ეგრე გახარებული ვიქნებოდი ის ფენი ლაშას კიარა, იმ ლუციფერს რომ გამოეყენებინა- ამოვიდუდღუნე მე.
- ხო გეთანხმები მაშინ შენ გადაგაყრიდნენ ფქვილს, შენ ჩავარდებოდი ტალახიან გუბელაში და შენ ჩამოგბანდნენ წყლის ჭავლით, ნუ პრინციპში ბოლო ისედაც დაგემართა- ისევ გადიახარხარა ლიზიმ.
-მგონია, რომ ლაშას უყვარხარ- წამოვიძახე მე.
-მგონი ზედმეტად დიდი დოზით შეგასხა ლამრო ბებომ წყალი- სიმწრით გაეცინა ლიზის.
- არა მართლა გეუბნები მგონაი, რომ უყვარხარ, იცი როგორ გიყურებდა იმ დღეს სხვას რომ ეცეკვებოდი? მაგიტო მოვიდა და მოგაშირა ის ბიჭი, რომ თქვი სულ მის სახელს მიხსენებსო იეჭვიანა და მაგიტო. ვერ ხვდებიი?
- როდის მერე გახდი სიყვარულის ექსპერტი? - გადაიხარხარა ლიზიმ.
- წინა ცხოვრებაში კუპიდონი ვიყავი- გამეცინა მეც.
- კარგი რა, რომ ვუყვარდე სულ არ მეჩხუბებოდა.
-რომ უყვარხარ ზუსტად მაგიტო გეჩხუბება.
- მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ შენ და ლექსოს სიგიჟემდე გიყვართ ერმანეთი.- გამეკრიჭა ლიზი. ამას მგონი ზედმეტი კბილები აქვს.
-ჩვენ სხვა შემთხვევა ავართ -ამოვიბუზღუნე მე.
- ხო, როგორ არა- გგაიცინა ლიზიმ და ოთახიდან გავიდა.
ისე რომ დავუფიქრდე კარგი წყვილი ვიქნებოდით მე ალქაჯი ის ლუციფერი, არა ოყოს არ მომბეზრებია ჯერ სიცოცხლე.
- აუ ბავშვებო მდინარეზე წავიდეთ რაა- დაიწყო წუწუნი კესომ, როცა ყველა ისევ მისაღებში შევიკრიბეთ.
- აუ ხო რაა- აყვა ბაბიც.
- ბარბარე დაგავიწყდა თუ წყლის აღარ გეშინია?- ეჭვით გადავხედე ბაბის.
-არ დამვიწყებია უბრალოდ მომინდა- დაიმანჭა უცებ.
- კარგით ხო წავიდეთ ყველა გადით მოემზადეთ- ტაში შემოკრა იკამ.
-ურაა-წამოვიყვირეთ და ოთახებში გავვარდით.
ნახევარ საათში ყველა მომზადებული მისაღებში იყვნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ. გოგონებიც და ბიჭებიც შორტებში გამოწყობილიყვნენ. თხუთმეტ წუთში კი მდინარეს მიუახლოვდნენ სადაც ახლახგაზრდებს უკვე მოეყარათ თავი და ერთობოდნენ.
- მეჩვენება თუ ეს ნენსია? - გაოცებულმა გადაულაპარაკა ლექსომ ლაშას.
- არა არ გეჩვენება აშკარად ეგაა- უთხრა და მაღალ, გამხდარ გოგონას გადახედა, რომელსაც თავისი ქერა თმა კარედ შეეჭრა და შავ თვალებს აქეთ- იქით აცეცებდა.
-ნენსიი- წამოიყვირა უცებ ლექსომ და გოგონასკენ გაიქცა. ეს საქციელი ბავშვებს არ გამოჰპარვიათ მათ შორის არც ესმას და უსიამოვნოდ გასცრა.
- მოიცა მეჩვენები თუ შენ ხარ, არა არ მეჩვენები- უთხრა და გადაეხვია თან მის გარშემო შეკრებილ ახალგაზრდებს მოავლო თვალი და ესმას გამჭოლი მზერაც დააფიქსირა. -ის გოგო ისე მიყურებს, როგორც მგელი კრავს, მშიერიაა?- უჩურჩულა ლექსოსო.
- ვიზე ამბობ? - გაიოცა ლექსომაც.
- აი ქერა ცისფერთვალება გოგოზე.
-აა ეგ ალქაჯი, ვერ მიტაანს ალბათ ეწყინა ასე გახარებული, რომ მნახა- ამოიდუდღუნა ბიჭმა.
-რაღაც მეეჭვება ვერ გიტანდეს მგონი უფრო ეჭვიანობს- ჩაეცინა ნენსის.
-შეყვარებული ყავს.
-მასთან ერთად გინახავს? რატომღაც მეეჭვება.
- მოდი დავაკვირდეთ მის რეაქციებს, ჩემი შეყვარებულის როლზე დაგამტკიცე- გადაიხარხარა ლექსომ.
- კარგი სიხარულოო- უთხრა და სიცილით ლოყაზე დააკვდა, რამაც ესმას დაბღვერილი სახის მიღება გამოიწვია.
-ნენსი გოგოო რამდენი ხანია არ მინახიხარ სად დაიკარგე ერთი? აღარც მკადრულობ რაა-ვითომ ეწყინა ლაშას.
- კარგი რა ლაშუკი ხომ იცი მეპატიება- გაეცინა ნენსის.
-ბავშვებო გაიცანით ნენსი ჩემი შეყვარებული, სხვა დროს ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეცნო ახლახანს ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან.- თქვა და ნენსის ხელი გადახვია. ბავშვენი გაოცებულეი უყურებდნენ წყვილს, ესმამ პირი დააღო და მოკუმვას ვეღარ ახერხებდა.
ლექსომ ბიჭებს გოგონებისგან უჩუმრად თვალი ჩაუკრა, რაც მიანიშნებდა რომ იტყუებოდა და თამაშში აჰყოლოდნენ.
-პრივეტ ნენსი როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ-გადაეხვია იკა.
-გამარჯობა ნენსი დიდი ხანია შენი გაცნობა მინდა ლექსო სულ შენზე საუბრობდა მე ალექსი ვარ- ხელი გაუწოდა ალექსმაც.
-გამარჯობაა მეც ხშირად მიყვებოდა ლექსო შენზე- გაუღიმა გიგომ.
-მე ლიზი ვარ ლექსოს მდივანი-ხელი გაუწოდა ლიზიმ.
- და მეგობარიც- გაუღიმა ლექსომ. ნენსიმაც გულთბილი ღიმილით ჩამოართვა ხელი.
- მე ბარბარე ვარ, შეგიძლია ბაბი დამიძახო, სასიამოვნოა შენი გაცნობა-გაუღიმა ბარბარემ.
- ჩემთვისაც.
- მე კესო ვარ, შეგიძლია კესო დამიძახო- გაეკრიჭა კესო.
- სასიამოვნოა- გაუცინა ნენსიმ.
- ესმა- ამოიდუდღუნა ესმამ და ხელი გაუწოდა.
- ნენსი- თბილად გაუღიმა გოგონამ. ესმას ძალიან უნდოდა გაბრაზებულიყო მაგრამ იმხელა სითბო მოდიოდა მისგან ძალაუნებურად გაეღიმა.
- აბა რას ვშვრებით გავგრილდეთ-გაიღიმა ნენსიმ და ბავშვებს მდინარისკენ გაუძღვა .ესმაც მათ გაჰყვა წყალში ჩასვლას აპირებდა როცა ბაბიმ დაუძახა ლუკა გირეკავსო და ისიც უცებ მივარდა ტელეფონს.
- გრძნობ როცა დახმარება მჭირდება?-გაეღიმა ესმას.
- აქამდე არ იცოდი? მეწყინება იცოდე- გაიბუსა ლუკა.
-კარგი ხო არ გინდა. მითხარი აბა რატომ დამირეკე?
- სად დამეკარგე რამდენი ხანია არ მინახიხარ ვიფიქრე გავალთ სადმეთქო- გახალისდა უცებ.
-მე სვანეთში ვარ ლუკიტო.
- რაა ვინ აგიხდინა ოცნებაა-გაეცინა ისევ.
- ერთმა ხისთავიანმა არ იცნობ. ისე არ გინდა ჩამოხვიდე თანაც ვთქვი რომ ჩემი შეყვარებული ხარ ასერომ მჭირდები- დაიმანჭა ესმა.
- ახლა ვინღა გადაგეკიდა- ამოიოხრა ლუკამ.
- არა ამჯერად არავინ უბრალოდ ერთი იდიოტი მიშლიდა ნერვებს და სხვა გზა არ მქონდა, ხომ ჩამოხვალ?- მუდარა შეერია ხმაში.
- კარგი ხო ისევ მე თუ გიშველი.- გაეცინა ლუკას- თანაც სვანეთს მოვინახოლებ.
- მიყვარხარრ, ჯიგარი ვინმე ხარ ხოიცი შენ- გაიკრიჭა ესმა,თითქოს დაინახავდა.
-კაი მიდი გკოცნი საღამოს გესტუმრები.
- მეც გკოცნი და გელოდები.- გაუთიშა ესმამ და ბავშვებს შეუერთდა.
- ბარბი ფრთხილად არ დაიხრჩო ეგრე ღრმადაც ნუ შეხვალ წყალში- გაუძახა მოცურავე ალექსმა ბაბის, რომელიც ნაპირთან იჯდა და წყალში ფეხებს ათამაშებდა.
-ასე ძალიანაც ნუ დარობ ჩემზე ნაოჭები გაგიჩნდება.-გადასძახა ბაბიმ და თავისი საქმოანობა განაგრძო.
- სამაგიეროდ ყვირილის დროს ეჭიმებათ სახეო ასე გავიგე გინდა ვცადოთ? -იკითხა ალემ და თანდათან ნაპირს უახლოვდებოდა.
-არც კი გაიფიქრო გესმისს- შეკივლა ბაბიმ და წამოდგომა დააპირა. ალემ დრო იხელთა და ბაბის ხელი წაავლო.
-უფც გამეფიქრა- გაეკრიჭა და წყალში ღრმად შესვლა განაგრძო.
-არ გაბედო, არა გთხოვ,ოღონდ წყალში არა, გეხვეწებიი-არემარეს აყრუებდა მისი კივილი.-გთხოვ რა რასაც გინდ აიმას გავაკეთებ ოღონდ ნაპირთან გავიდეთ გთხოვ- ამოიკნავლა ძალაგამოცლილმა.
- კარგი ხო რა მშიშარა ხარ.- გატყდა უცებ მიბუზული ბაბის დანახვისას.
- ძლივს. ახლა იკადრე და გამიყვანე ნაპირზე- დაუბღვირა ბაბიმ.
-ოჰ დავბრუნდით?-ალმაცერად გადახედა ალექსმაც.
- არსად წავსულვარ ველურო, დამაბრუნე ნაპირზე ჩქარა და ასე ნუ მეტმასნები ცხელა- შეუბღვირა ისევ.
- რა ცხელა ყინულივით წყალია- გაოცდა ალე.
- ალბათ შენ გაქვს სიცხე, მე რავიცი დამაბრუნე დროზე და ნუ მეტმასნები წურბელასავით.-არ დაუთმო ბაბიმ.
-შენ მითხარი სურვილს შეგისრულებო-შეახსენა თავისივე ნათქვამი ბაბის.
-გადავიფოქრე. გამიყვანე მიდი.
- სანამ არ მაკოცებ არ გაგიყან- ცალყბად გაიცინა ალემ.
- რააა- გაოცდა ბაბი და ხელი უჯიკა, ალე ამ ქცევას არ მოელოდა და ხელი გაეშვა. ბაბიმ მერეღა გააცნობიერა რა გააკეთა უკვე ჩაძირვა და ავტომატურად ხელების ქნევა რომ დაიწყო. ალეც მალევე მოეგო გონს და ბაბი ზევით ამოიყვანა.
-ბაბი როგორ ხარ,ხომ კარგად ხარ, ამოიღე გოგო ხმა ნუ გადამრევ-ხმას ვერ იმორჩილებდა ალექსი.
- შენ სულ გაგიჟდი? შე შე იდიოტო შე კრეტინო, დაუნი ხარ ამხელა კაცი, სად გაქვს ტვინი იდიოტო.-კივილი დაიწყო მაშინვე.
-ეგ ორჯერ გაიმეორე- გაეკრიჭა ვითომც არაფერიო.
- ახლავეს გამოყვანე ნეპირზე და თავიდან მომწყდი შენ კრეტინების ხელმწიფევ- შეკივლა ბაბიმ.
- ოო ხელმწიფობა კარგიააა, აა კრეტინების, ო ეგ უკვე ცუდია- თავისთვის ბურტყუნებდა ალექსი და ბაბის ნაპირისკენ მიაპოწიალებდა.
-დებილი- გაიღრინა ბაბიმ და ნაპირზე ჩამოჯდა.
საღმოს როცა უკვე ცოტა აცივდა და მზეც იმდენ სითბოს აღარ გამოსცემდა მიხვდნენ, რომ აღარ იყო ბანაობის დრო და სახლისკენ გაემართნენ.
- ნენსი წამიდი ჩვენთან რა გაერთობი თან-გაეკრიჭა ლექსო და გოგოს ხელი გადახვია.
- კარგი აზრია ისე, მაგრამ სახლში შენ გამაცილებ -გადახედა და თვალი ჩაუკრა ლექსოს.
- აბა რას ვიზამ ჩემო სიცოცხლე.-გაეკრიჭა ლექსო და ლოყაზე უჩქმიტა.
- ოჰჰ ამდენი სიყვარული ალერგიას მაძლევს-ამოიგმიმა ესმამ და წინ წავიდა.
როცა ეზოში შევიდნენ თვალში მაშივე მოხვდათ უცხო მანქანა, რომელიც ეზოში ეყენა. ჭიშკრის ხმაზე კი სახლიდან მაღალი სილუეტი გამოვიდა.
-ლუკააა-წამოიყვირა ესმამ და ბიჭისკენ გაიქცა, ლუკამაც არ დააყოვნა და ესმას გადაეხვია.
- მომენატრე-ამოიბუზღუნა ესმალ და უფრო მიეკრო.
- მეც ჩემო ლამაზო- უთხრა და უფრო მჭიდროდ მოხვია ხელი თან ცხვირი მის თმებში ჩარგო-ის მაღალი ცისფერთვალება ბიჭია იდიოტიო რომ ამბობდი?- კითხა თავაუღებლად.
- ხო საიდან მიხვდი- უჩირჩულა ესმამ.
- ისე მიყურებს როგორც შენ შოკოლადს, ჩემი შემუსვრა უნდა- ამოიფხუკუნა ლუკამ.
-ოჰ კაი რა ვერ მიტანს და ალბათ არ მოეწონა ასე რომ გამიხარდა შენი ჩამოსვლა.- ამოიდუდღუნა მან.
-ხოო მე კი მგონია რომ მოწონხარ და ეჭვიანობს- ჩაფიქრდა ლუკა.
-შეყვარებული ყავს,მის გვერდით რომ მაღალი ქერა გოგო დგას ეგაა- ბრაზით თქვა ესმამ.
- ხოო არადა ეგ გოგო ისე მიყურებს მეგონა ვევასე -გაიკრიჭა ლუკა და ესმას მოცილდა.
- გამარჯობა გოგონებო არ მოგენატრეთ?-ხელები გაშალა ლუკამ და ბაბის და კესოს გადახედა. გოგონებიც აღარ გაჩერებულან და მაშინვე გადაეხვივნენ.
- ლუკკ მოგვენატრე ჩვენც.
-ხო როგორ არა მაგიტო არ მნახულობთ ყოველ დღე- ვითომ გაბრაზდა ლუკა.
- ზუსტადაც ყოველ დღე რომ გნახოთ მერე ვეღარ მოგვენატრები- გადაიკისკისა კესომ.
- მაიმუნო- დაუბღვირა ლუკამ დ აახლა ბიჭებს გადახედა.
-გამარჯობა მე ლუკა ვარ ესმას შეყავრებული- ხელი გაუწოდა ალექსს.
- გამარჯობა მე კესოს ძმა- ხელი ჩამოართვა ალექსმაც.
- ამ შენ ის არ ხარ საზღვარ გარეთ რომ სწავლობდი? მე გოგონების კლასელი ვარ კესო და გოგონები შენზე ხშირად მესაუბრებოდნენ.
- სასიამოვნოა- გაეღიმა ალექსს.
-მე ბაბის და ესმას მეზობელი ვარ. კაფედან გემახსოვრები მგონი შენც იყავი არა მაშინ?- გაეცინ იკას და კესოს გადახედა.
-კი მახსოვხაე მიხარია რომ გაგიცანი, აღიარე მაგრად გაგიჩალიჩა-გადიახარხარა ლუკამ.
-გეთანხმები გამიქცია გოგო არადა რა ნაშა იყოო- დანანებით ამოთქვა იკამ.
- ოჰ ჩაგიგდე ერთი დღე,დიდი ამბავი საწოლი მაინც დაისვენებდა ერთი დღით- ჩაიცინა კესომ.
- იმედები უნდა გაგიცრუო, ეგ კი გამოქციე მაგრამ უკეთესი ვიპოვე- ალმაცერად გადახედა იკამ და კესოს სახეს დააკვირდა რომელიც მაშინვე დაიჭყანა.
-მე ლაშა ვარ ამათი ძმაკაცი გოგონები ახალი გაცნობილი მყავს მაგრამ უკვე ვიცი ვის რა შეუძლია, ბოდიში მაგრამ საღოლ ძმაო მაგარი გაძლება გაქვს ამ გიჟს რომ უძლებ- გაიცინა ლაშას.
- რა ვქნათ სიყვარული ბრმააო-გაეცინა ლუკასაც და ესმა გვერდიდან აიხუტა.
-ლექსო-დაძარღვული ხელი გაუწოდა ლექოსომ.
- ლუკა.- მოლკედ უპასუხა მანაც.
- გამარჯობაა მე ნენსი ვარ ლექსოს შეყვარებული- უთხრა და თვალი ჩაუკრა ანიშნა მიგიხვდიო. რამაც ლუკას ჩაცინება გამოიწვია.
-სასიამოვნოა მე ლუკა ესმას შეყვარებული- მანაც ჩაუკრა თვალი.
-მე ლიზი,სასიამოვნოა- ხელი გაუწოდა ლიზიმაც.
-ჩემთვისაც- გაუღიმა ლუკამ და ესმა უკეთ აიკრა ტანზე.
-კარგით შევიდეთ სახლში ლამრო ბებო რამეს გაგვიკეთებდა.სიჩუმე დაარღვია იკამ.
- ლუ შენ სად იძინებ?- კითხა სახლში შესულმა ესმამ.
- შენთან. რა არ მიმიღებ? - ვითომ იწყინა ლუკამ.
-კი როგორ არა მაგრამ ჩემთან ლიზის ძინავს.
- არაუშავს ლიზი ჩვენთანაც კარგად მოთავსდება,არა ლიზიი?- საუბარში ჩაერია ბაბი და ლიზის თვალი ჩაუკრა.
-კი რატომაც არა.
-კარგი მაშინ გადაწყვეტილია.
-კარგი.- გადაეხვია ესმა.
-აბა ბოვშებო მოით, იმედია მოგეწონებათ. ეს ლამაზი გოგო ვინაა ბებია?-კითხა ქალმა ლექსოს.
- ნენსია ბებო ჩემი შეყვარებული,- უთხრა ლექსომ და სვანურად დაამატა- მართლა კიარა უბრალოდ ესმას ვაეჭვიანებო.-გაუცინა ბიჭმა.
-რა საყვარელი გოგოა ბებო თბილად მიიღო ლამრომ.
- მადლობა- მოთბა ნენსიც.
-წამოდით ახლა ჭამეთ მთელი დღეა აქეთ-იქეთ დადიხართ სახლში არ ჩერდებით და როცხა მოხვალთ ჭამეთ მაინც.
-კარგი ბებო მოგვშივდა მაინც-გაეკრიჭა ესმა.
-აბა ჰე ჩქარა.- ყველას მაგიდისკენ უჯიკა. ვახშმობის მერე ყველა მისაღებში ჩამოჯდა.
- აბა ხვალ რას ვაკეთებთ?-იკითხა ლაშამ.
- აუ მე მაქვს ერთი იდეა.- წამოიძახა ესმამ.
-განგვანათლე- შეუბღვირა ლექსომ.
- რამდენიმე დღიან ლაშქრობაში წასვლაზე რას იტყვით?-იმტერესით გადაავლო თვალი ბავშვებს.
- ნამდვილად კარგი აზრია. თანაც კარვებიც წამოღებული გვაქვს.-ტაში შემოკრა ბაბიმ.
-ნენსი ხომ წამოხვალ? - ხელი გადახვია ლექსომ.
- თუ მიმიღებთ- გაიკრიჭა ნენსი.
- აბა რას ვიზამთ- თავზე აკოცა ლექსომ.
-ცოტახანს ჰაერზე გავალ რა- ახედა ნენსიმ ლექსოს.
- გამოგყვე?- მზრუნველი სახით გადახედა ლექსომ.
- არა იყოს- უთხრა და გარეთ გავიდა.
ცოტა ხანში ლუკაც წამოდგა და გარეთ გავიიდა.
- სუფთა ჰაერზე გამოდი?- იკითხა ლუკამ როცა ნენსის მოუახლოვდა.
- როგორც ხედავ- არც კი მოუხედავს ისე უპასუხა ნენსიმ.
- ასე უცებ მოგბეზრდა მსახიობობა?-გაეცინა ლუკას.
- კიარ მომბეზრდა სულელებივით იქცევიან ერთმანეთი უყვართ და ყველანაირად ცდილობენ დამალონ არადა ამ დროს ამჟღავნებენ ზუსტად- ამოიოხრა ნენსიმ.
-გეთანხმები მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია ასერომ უნდა გავაგრძელოთ.
-გეთანხმები. იმედია თავადაც მიხვდებიან.
სახლში ახალი გეგმით დაბრუნდნე და მეწყვილეებს გვერდით მიუსხდნენ.
- ნენსის რა უნდოდა?- გადაუჩურჩულა ესმამა.
- არაფერი უკეთ გავიცანით ერთმანეთი და იცი რა მითხრა?- გაოცებული ხმით იკითხა ლუკამ.
- ასეთი რა თქვა?- იკითხა დაინტრიგებულმა.
- მე და ლექსო მალე დავქორწინდებითო- ჩაეცინა ლუკას.
-რაოო- ხმა ვეღარ გააკონტროლა ესმამ და ფეხზე წამოხტა და ბავშვების გაოცებაც გამოიწვია. მალევე მიხვდა თავის ქმედებას, ნერვიულად ჩაიცინა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
- ხო რაიყო ასე რამტომ შეიცხადე?-ვითომ ვერ მიხვდა ლუკა.
- აა არა არაფერი უბრალოდ, უბრალოდ მოულოდნელი იყო- ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
-შენ და ლუკა რაზე საუბრობდით?- გადაუჩურჩულა ლექსომ ნენსის.
-ისეთი არაფერი უბრალოდ ერთმანეთი გავიცანით თან ვსაუბრობდით როგორ გაიცვნეს მან და ესმამ ერთმანეთი და იცი რაა? მგონი მართალი ხარ, ესმას მართლაც უყვარს ლუკა- ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბილა ნენსის სახეზე.
- აზრი რამ შეგაცვლევინა?- ეწყინა ლექსოს.
-ქორწილმა.
- რა ქორწილმა?- დაინტერესდა ლექსო.
-ლუკამ მითხრა რომ ის და ესმა მალე იქორწინებენ,-თქვა და ლუკას, სხვებისგან შეუმჩნევლად, თვალი ჩაუკრა.
-შეუძლებელია-წამოიყვირა ლექსომ და სახლიდან გავარდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: M-morieli
ნანახია: 312 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
avatar
0 Spam
1
სრულად რომ ატვირთო არ გინდა?
avatar
0 Spam
2
ვცადე მაგრმ არ აიტვირთა sad
avatar
0 Spam
3
უი რა ცუდია. არაუშავს. საღამოს დადებ ახალ თავს?
avatar
0 Spam
4
დღეს დავამატებ ახალთავს <3
avatar
0 Spam
5
აუ მალე რა
avatar
0 Spam
6
დავამატე მესამე თავიც და დასასრულიც და ატვირთავს ადმინი ალბათ
avatar
0 Spam
7
კარგი ❤
avatar