არიცი რაგელის როცა გიჟს უყვარდები! (ნაწილი 3)
26.11.2018, 19:30
დიდხანს ვერც ესმა გაჩერდა და ოთახში შევიდა. ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაუწყო თვალიერება თითქოს იქ ეძებდა პასუხს.
არ ესმოდა ესმას რა გრძნობა აკავშირებდა ლუციფერთან, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა მის სიძლიერეში. სიყვარულს ვერ დაარქმევდა რადგან არ იციოდა რა იყო, არც არასდროს გამოუცდია და ამ წუთამდე დარწმუნებული იყო რომ არც არასდროს გამოცდიდა, მაგრამ ახლა? ახლა ზის ჩაბნელებულ ოთახში, მარტო, ფანჯრის რაფაზე და ფიქრობს იმ ადამიანზე, რომელიც,მისი აზრით, მას ვერ იტანს და მალე სხვა ადამიანის მეორე ნახევარი გახდება.
ლუკას სიტყვებმა დიდი თავსატეხი გაუჩინა ესმას.
თუმცა, როგორც წესი, სწორედ იმას ვერ ვამჩნევთ, რაც ყველაზე აშკარაა. ყველამ იცოდა რა ერქვა იმ კავშირს რაც ესმას და ლექსოს აკავშირებდათ მაგრამ არ იცოდნენ ამ კავშირის საწყისმა და საბოლოო წერტილებმა. მიუხედავად ამისა მუდმივი არაფერია, არც ეს გაურკვევლობა.
ლექსოც არანაკლებ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გაბრაზებული სახლიდან გამოვარდა და უმისამართოდ დაიწყო სიარული. იმაზე ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა თუ სად მიჰყავდა მისივე ფეხებს. ფიქრებში მოფარფატე გონება რეალობას მაშინ დაუბრუნდა, როცა სახლის სიახლოვეს მდებარე ძველ კოშკთან აღმოჩნდა. რამდენჯერ ამოსულა პატარაობისას ლექსო ამ კოშკში და საათობით მჯდარა გაფანტული გონებით როცა რამე აწუხებდა. მისი წუხილი კი პატარაობაში მხოლოდ სათამაშოს დაკარგვა ან მასწავლებელთან კამათი იყო. ამ უკანასკნელის გამო კი ბებია სჯიდა და საათობით მეცადინეობას აიძულებდა. დაღლილი კი ამ კოშკში ამოდიოდა და ბუნების მშვენიერებით ტკბრბოდა.
ახლა? ახლა ძველ პრობლემებთან შედარებით, უფრო რთულ მდგომარეობაში იყო. ლექსო, ადამიანი, რომელიც არასდროს აღიარებდა სიყვარულის ჭეშმარიტებას ზის და ფიქრობს ერთ პატარა გოგოზე, რომელიც პირველი შეხვედრიდან მისი ფიქრების ობიექტია. ყოველთვის, რაზეც არ უნდა გადაიტანოს ყურადღება, რომ ესმაზე არ იფიქროს გონებას სწორედ მისკენ მიჰყავს. ვერაფერს უხერხებს იმ შეგრძნებას რაც მასთან ყოფნის დროს ეუფლება და საკუთარ თავზე კონტროლს აკარგვინებს. ნენსის სიტყვებმა თითქოს ფარდა გადასწიეს და სცენაზე მისი გრძნობები გამოფინეს. იცოდა, თავიდანვე იცოდა ლექსომ, რომ არ იყო ესმა სხვა გოგონებივით ერთ კვირიანი სათამაშო, მაგრამ არ უნდოდა საკუთარ თავთან გამოტყდომა და ახლა სწორედ ამის გამო შეეჯახა მწარე რეალობას.
ბავშვებმა შეამჩნიეს ლექსოს და ესმას გაუჩინარება თუმცა ცდილობდნენ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ,რაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდათ. ყველას გონება ერთად და ცალცალკეც ესმას და ლექსოს დასტრიალებდათ და უფალს მათ გონზე მოსვლას სთხოვდნენ, თუმცა არც მათი გონება იყო მთლად დალაგებული. გვიანობამდე იყვნენ მისაღებ ოთახში და ზოგჯერ საუბრობდნენ ზოგჯერ კი ფიქრებში წასულები ოთახში სიჩუმეს გაამეფებდნენ. უკვე ორი საათი სრულდებოდა ბაბის ჩაძინებოდა კესოს მის გზას გაჰყოლოდა. ნენსიმ წასვლა დააპირა თუმცა ლექსო იქ არ იყო, ამიტომ კავალერობა ლუკამ თავის თავზე აიღო და სახლამდე მიაცილა. მთელი გზა საუბრობდნენ ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, იხსენებდნენ ბავშვობის ამბებს და მხიარულად მივიდნენ ნენსის სახლამდე. ლუკამ დაშორების თანავე თითქოს სიცარიელე იგრძნო. რა უცნაურია არა? ზოგს იმის გასაგებად, რომ შეყვარებულია წლები სჭირდებ, ზოგი კი პირველი დანახვისთანავე ხვდება მისი გრძნობის ჭეშმარიტებას.
ლუკამ იცოდა რომ ნენსი უკვე გულთან ახლოს ჰყავდა და მალევე შეაღებდა მის კარსაც.
ბიჭებმა გოგონები ხელში აიტაცეს და ოთახებში ჩამოარიგეს. ღმერთმა იცის როგორ არ უნდოდათ მათი გაშვება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, იცოდნენ რა ისტერიკებსაც მოუწყობდნენ დილით და წინასწარვე დაუგუბდათ ყურები მათი ხმამაღალი ყვირილის წარმოდგენისას.
ლუკამ ოთახის კარი რომ შეაღო შეშფოთდა ესმა ისევ ფანჯრის რაფაზე იჯდა და ისე იყო ფიქრებში გართული მისი შემოსვლაც ვერ გაიგო,მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან ლუკას შეხება რომ იგრძნო.
-არ გინდა ვისაუბროთ?- დაიჩურჩულა ლუკამ, თითქოს არ უნდოდა იმ სიჩუმის შეწუხება, რომელიც ოთახში დათარეშობდა.
- არა-მოკლედ უპასუხა ესმამ და საწოლისკენ გაემართა.
- ლექსო შეგიყვარდა?- მოუთმენლად კითხა ლუკამ.
-ჩემს გემოვნებაში ეჭვი როდის მერე გეპარება?- ტუჩი აიბზუა მეტი დაამაჯერებლობისთვის ესმამ.
-რომ არ მეპარება ეგაა ზუსტად საქმე- ჩაეცინა ლუკას.
-ლუკა რა გინდაა?- ამოიოხრა ესმამ.
-მინდა სიმართლე მითხრა.
-სიმართლეს გეუბნები იმ არსებას მე კიარა რომელი ჭკვიანი შეიყვარებს?
- ვაიმე ესმა ჯერ ერთი შენ ჭკვიანი არ ხარ, მეორეც ძალიან ბევრი ზუსტად მისნაირს ეძებს, და საერთოდ შენი ნათქვამიდან ორი სიტყვის მაინც თუ გჯერაა?- გადაიხარხარა ლუკამ.
-ჩემს ნერვებზე საშინლად რომ მოქნედებ იცოდიი?
-მმ კიი.-გაიკრიჭა ესმას ხელი დაავლო და საწოლისკენ გააქანა. გოგომაც მოულოდნელობისგან ჯერ წამოიკივლა მერე კი სიცილი დაიწყო.
ამ დროს შემივიდა ლექსოც სახლში და ესმას კივილი რომ შემოესმა დაფეთებული გამოვარდა მისი ოთახისკენ და ოდნავ ღიად დატოვებული კარის ჭრილში შეიჭყიტა და გაცოფებისგან ძარღვები დაებერა მოკისკისე წყვილი რომ დაინახა. კარს მაშინვე მოსცილდა და ოთახში შევარდა და კარი მიიჯახუნა.
-რა რა რა ამბავია?- ფეხზე წამოხტა ძილში წასული ლაშა და ოთახში სირბილი დაიწყო.
- დაეგდე ბიჭო დაიძინე რას ხტუნავ-შეუბღვირა ლექსომ.
-მე მიყვირი და თვითონ კარები შემომინგრიე.
-მგონი დაგავიწყდა, ეს სახლი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ- გაცოფდა ლექსო.
-აუ დაიყენე რა, რას მიძაბავ . რა გითხრა ნენსიმ ასეთი გარეთ რომ გავარდი?- გადავიდა მთავარ თემაზე უკვე გამოფხიზლებული ლაშა.
-შემეშვი თუ ძმა ხარ ისედაც ცუდად ვარ სხვა დროს მოგიყვები.- უთხრა და აბაზანაში შევიდა.
- რა ენაღვლება მე კი გამაღვიძა აქ- დაიდუდღუნა ლაშამ და საწოლს მიაშურა.
დილით ყველა კარგ ხასიათზე იყო ესმას გარდა თუმცა ცდილობდ ეს არავის შეემჩნია. ლექსოც კი ხასიათზე მივიდა ახარებდა თავისი აღმოჩენა გრძნობებთან დაგაკვშირებით, თუმცა ლუკას და ესმას ურთიერთობა მაინც პრობლემას ქმნიდა.
- აბა დღეს რას ვაკეთებთ? მივდივართ ლაშქრობაში ხო?- ხელები შემოკრა კესომ.
- სად მივდივართ გარეთ მაინც არ გაგიხედავს?- გადახედა იკამ.
- რა ხდება?- ჩაერია ბაბი.
- წუხელ საშინლად უწვიმია ყველაფერი ატალახებულია თანაც ისევ მოღრუბლულია მგონი წვიმას აპირებს- გაარკვია სიტუაციაში ყველა ალექსმა.
- კარგით მაშინ სახლში მოვძებნოთ რამე გასართობი- გაიკრიჭა ლუკა.
- კარგი აზრია-ხელი შემოხვია ესმამ.
- კარგით თქვენ რამე მოიფიქრეთ მე ნენსის დავურეკავ გამოვიდეს და ჩვენც შემოგიერთდებით.- თვალი მოავლო ბავშვებს.
-აბა რა ვითამაშოთ?- იკითხა ლუკამ.
-სიმართლე თუ მოქმდედებაზე რა აზრის ხართ?-ტაში შემოკრა ბაბიმ.
-ცუდად მაქვს დაცდილი-ერთ ხმად წამოიძახეს კესომ და იკამ და ერთმანეთს გადახედეს. ამაზე ბავშვებიც ერთ ხმად ახარხარდნენ.
-კარგით ვითამაშოთ.- თქვა ლიზიმაც.
ლამრო ბებოს ცარიელი ბოთლი გამოართვეს და მის გარშემო ყველანი იატაკზე დასხდნენ. ნენსიც მალევე მოვიდა ყველას მიესალმა და ლექსოს გვერდით მოკალათდა.
-სიმართლე თუ მოქმრდება- ჰკითხა იკამ ალექსს.
- მოქმედება.
- ერთი კვირის განმავლობაში ოთახს შენ დაალაგებ.- გაეკრიჭა იკა.
-უსამართლობაა ეგ როგორ-გააპროტესტა ალექსმა.
- ახლა დაასტოპე და ნუ დაიწყებ წიკვინს თუ ძმა ხარ.
- კაი ხო ჯანდაბას- ამოიბუზღუნა ალექსმა და ბოთლი დაატრიალა.
- აბა სიხარულო სიმართლე თუ მოქმედება? - ეშმაკური ღიმილით კითხა ალექსმა ბარბარეს.
- სიმართლე.- ამოილუღლუღა ბაბიმ.
- აჰჰ შენ როგორი უშიშარი ყოფილხარ დავიჯერო დასამალი არაფერი გაქვსს?- სარკაზმით აივსო ალექსი.
- შევამოწმოთ.- ცალყბად გაუღიმა ბაბიმ და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა. დაბნეულმა ალემ აზრების გასაფანტად თავი გააქნია.
-ვინმე გიყვარს?- იკითხა რაც პირველი მოაფიქრდა.
- ოჰ რა ბანალურობაა- ხელი ჩაიქნია ბაბიმ.
- მიპასუხე.
-კი- უტეხად არ აცილებდა თვალს.
-ვინ? - გაცოფდა ალექსი.
ბაბი ალესკენ გადაიხარა, სახე ახლოს მიუტანა და მშვიდი ხმით უთხრა.
- აი ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის სიხარულო.- და უკან აუღელვებლად დაიხია. ალექსი კი კიდევ დიდხანს იქნებოდა გაშეშებული და დაბნეული ლაშას რომ არ ეჯიკა.
-აბა ლუკ სიმართლე თუ მოქმედება?- იკითხა გამხიაეულებულმა ბაბიმ.
- მოქმედება- ამოიგმინა ლუკამ
- იციი მგონი კიკინები დაამშვენებდა შენს ვარცხნილობას- გადაიხარხარა ბაბიმ.- ხო და კიდევ მაკიაჟსა და ქალის ტანსაცმელსაც ნუ დავიშურებთ სიხარულოო- თვალი ჩაუკრა ბაბიმ
-რაა შანსი არაა- ფეხზე წამოიჭრა ლუკა.
-ზუსტადაც რომ არის ლუკიტო მიდი სწრაფად. ესმა წადი დაეხმარე-გადაიხარხარა ისევ ბაბიმ და სხვებიც აიყოლია.
-დაგეტყო შენ ესმასთან დაქალობა.- გაეცინა ლაშასაც.
-გეთანხმები ძმაო- ბეჭზე დაარტყა ხელი იკამაც და ისიც სიცილში აჰყვა.
ლუკა და ესმა ოთახში სიცილით ავიდნენ, უფროსწორად ესმა იცინოდა ლუკა კი დაბღვერილი სახით მიჰყვებოდა, ესმამ რეზინები მოიმარაგა და ლუკას საკმაოდ მოზრდილ ქერა თმაზე ალაგ-ალაგ კიკინები გაუკეთა.
ლიზის კოსმეტიკის ჩანთიდანაც ითხოვა რამდენიმე ნივთი. თვალები შავად შეუღება, ტუში, ლაინერი და ტონალურიც არ დავიწყებია. ლოყები წითლად შეუფერა და წითელივე პომადაც არ დააკლო. მოკლე ჯინსის კაბა ფეხზე ბაბის მაღლები ტანზე კი ესმას ტოპი და მზად იყო. ლუკა სარკეში ჩაუხედავად გავარდა გარეთ შეეშინდა იქვე არ შეწუხებულიყო.
კიბეებზე მაღალქუსლიანების კაკუნით ჩავიდა, რამაც ბიჭების მხრიდან ოვაციები და გამამხნევებელი შეძახილები მოჰყვა. გოგონებს გგონიათ დაეზარათ? არა. აუცილებლად გაამხნევებდნენ ახლა სიცილით რომ არ იგუდებოდნენ და ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ მოსულიერებაში.
-არა სულ შეარცხვინა კაცთა მოდგმა ამან.-ამოიხრიალა ალემ.
-ასეთ ნაშას აქამდე, როგორ არ გიცნობდი- ძლივს მოსულიერდა ლაშა და ისევ სიცილი დაიწყო.
-დაახვიეთ-შეუბღვირა ლუკამ და ბაბის დაუბღვირა.- გადაგიხდი.
-ველოდები კუსკუს- გადაიკისკისა და ესმას დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო.
-ლექსო ბებო კიდე ახალი სტუმარი გვყავს ეს უცნაური გოგო ვინაა?-ოთახში გაფარათოებული თვალებით შემოვიდა ლამრო ბებო.
-გამარჯობა ქალბატონო მე ლუსი ვარ ბაბის შეყვარებული- გაიპრანჭა ლუკა და ბაბის ხელი ჩაკიდა. ამის გაგონებაზე ბავშვები უკვე მიწაზე ხოხოავდნენ.
- რაა?-თვალები ორმაგად გაუფართოვდა ლამროს- არა ბებია არ გეგონოს რამის წინააღმდეგი ვიყო მარა არაფერი გეტყობოდა მასეთი და გამიკვირდა უბრალოდ,მეტი არაფერი კაი წყვილი ხართ შვილო-განმარტა გაოცების მიზეზი უცებ. ბაბიმ კი არ იცოდა სად დამალულიყო. ლუკამ ბაბის გადახედა და მიხვდა უკვე სამაგიერო გადახდილი ჰქონდა ამიტომ გადაწყვიტა ლამრო ბებო სიტუაციაში გაერკვია სანამ ცუდად გახდებოდა.
-ვაიმე ლამრო ბებო გეხუმრეთ ლუკა ვარ მე უბრალოდ თამაშში წავაგე და მაგიტო მაცვია ასე- გაეცინა ლუკასაც.
- ვაიმე დედა თქვენ რა გითხარით კი გამიხეთქეთ გული და აწი რაც გინდათ ის გიქნიათ-ხელი გულზე მიიდო, ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა. ბავშვები კი ისევ ვერ წყვეტდნენ სიცილს.
-ქალს კინაღამ გულის შეტევა დაემართა სულ გააფრინე- ამოიბუზღუნა ბაბიმ.
-მე რა შუაში ვარ შენ მაიძულე ასე ჩაცმა.-გადაიხარხარა ლუკამ.
-კარგით გავაგრძელოთ.- გაეცინა ლექსოსაც.
-მოიცა მე გამოვიცვლი.
- არაფერსაც არ გამოიცვლი დღეს ასე უნდა იყო.- ეშმაკურად ჩაიცინა ისევ ბაბიმ. ლუკამ ვერაფერი უთხრა და საპასუხოდ მხოლოდ დაუბღვირა.
-მე აღარ მინდა თამაში- აბუზღუნდა ესმა-წავალ მე დავიძინებ.
-რა გჭირს ხომ კარგად ხარ?-ანერვიულდა ბაბი. - არა დაღლილი ვარ უბრალოდ,წუხელაც ვერ დავიძინე და ჯობს წამოვწვე.- თავი გაიმართლა ესმამ და ოთახისკენ წავიდა. მას ლუკაც უკან მიყვა.
- ესმა მოიცადე რა.
- რა ხდება ლუკა?
- ლექსოს გამო ხარ ასე არა?-კითხა და ოთახის კარი ხელის ნელი ბიძგით მიხურა.
- ხო. მიზეზსაც ვერ ვხვდები რაში მაინტერესებს ვის მოიყვანს ეგ ტირანი, რაც უნდა ის უქნია.
- შენც კარგად იცი, რომ ძალიანაც გაინტერესებს-გაეცინა ლუკას- იცი გუშინ ნენსიმ რომ თქვა ვქორწინდებითო მეც ვუთხარი რომ ჩვენც ვქორწინდებით- შეაპარა ლუკამ.
-რა ქენიი- წამოიყვირა ესმამ.-თუმცა ისე რატომაც არა? ძალიანაც კარგი აზრია. ისე შენ რატომ უთხარი ეგ არ მითხრა, რომ დაკავებული გოგო მოგეწონა.-გაეცინა ესმას. ამ დროს ლექსომ კართან ჩაიარა და გადაწყვიტა ყური მიეგდო მათი საუბრისთვის.
-არა რა მომეწონა,ნუ კარგი გოგო კი არის მაგრამ.
-კარგი რა რას გამომაპარებ შენ. მოგეწონა სახეზე გაწერია- სახეზე დააკვირდა ესმა.
-ეგრე შენც მოგწონს ლექსო არაა?- დაეჭვებით გადახედა ლუკამ.
- არაფერიც არ მომწონს, ეგ ტირანი ვის უნდა მოეწონოს.-წამოიყვირა ესმამ. -ხო როგორ არა ზუსტად მაგიტო არ ჩამომიყვანე სვანეთში შენი შეყვარებულის როლის სათამაშოდ, რომ ეგ ტირანი,როგორც შენ ეძახი, არ მოგწონს.
-დიახადაც არ მომწონს. ვერ ვიტან და სწორედაც მის გასამწარებლად ჩამოგიყვანე აქ, რადგან ჩემი ბედნიერება გაამწარებდა.- გაკაპასდა ესმა.
ლექსო კი დაჰიპნოზებული მოსცილდა ოთახს და თავის საძინებელში შევიდა. თავიდან გაოცებულს შემდეგ კი გახარებულს სახეზე ფერები გადადიოდა. თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა მხრებიდანო. გაუხარდა, რომ ესმას აღარავინ წაართმევდა. ახლა კი მის მოთვინიერებაზე უნდა ეზრუნა.
ესმამ და ლუკამ კამათის შემდეგ მალევე მიიძინეს ბავშვებმაც მეორე დღისთვის საჭირო ნივთები მოიმარაგეს და ისინიც დასასვენებლად გაემართნენ.
მეორე დილით ყველანი დიდი შემართებით გამოვიდნენ ოთახებიდან და სვანეთის დასალაშქრად გაემართნენ.
პირველი დღისთვის ბევრი არაფერი ჰქონდათ დაგეგმილი. გადაწყვიტეს ერთ უზარმაზარ მთაზე ასულიყვნენ და იქ დაბანაკებულიყვნენ.
დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა შებინდებისას ააღწიეს მთის წვერს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა და შესანიშნავ სანახაობას ქმნიდა. ბავშვებმა კარვები გაშალეს და ფიჩხის მოსაზიდათ ტყეში გაიფანტნენ. ლექსომ განაცხადა სოკოს დავკრეფო და, როგორც სვანეთში გაზრდილს ეს საქმიანობა კარგად უნდა სცოდნოდა,ტყეში გაუჩინარდა. ბევრი სიარულის შემდეგ სოკოც ბევრი შეაგროვა და გამობრუნებას აპირებდა როცა ხის ძირში უცნაური სოკო შეამჩნია და გონებაში ამოუტივტივდა, როგორ აერია ერთხელ სოკოები ერთმანეთში და არასწორი სოკოები დაკრიფა როს გამოც რამდენიმე საათი ჰალუცინაციები აწუხებდა. მაშონვე ესმა ამოუტივტივდა თავში და იფიქრა იმ ტყუილოს გამო სამაგიეროს გადაუხდიდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და უკან გამობრუნდა. თუმცა დიდი ჭოჭმანის შემდეგ ესმაზე გაბრაზებამ მაინც დაჯაბნა და სოკოების კრეფა დაიწყო.
დაკრიფა და კალათში საგულდაგულოდ შეინახა ისე, რომ კარგი სოკოებისგან გაერჩია.
ბავშვებთან დაბრუნებულს ლიზი შემოეგება.
- რა მოგვიტანე ბოსს? -გაეკრიჭა ბავშვური ღიმილით.
-ლიზი სამსახურში არ ვართ და ბოსის დაძახება არ არის საჭირო.
-ვიცი, ვიხუმრე-გაეკრიჭა ისევ და კალათს დასწვდა.- მომეცი მე მივხედავ.-უთხრა და პასუხს აღარ დალოდებია ისე გამოსტაცა ხელიდან კალათი. ლექსომაც ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა ისე ქარიშხალივით დაატყდა თავზე და გაუჩინარდა.
ბავშვებს ფიჩხი მოეზიდათ და კოცონის დასანთებათ ემზადებოდნენ ლექსოც მათ შეუერთდა და ერთ საათში უკვე ყველანი კოცონის გარშემო ისხდნენ.
-ლიზია ლექსოს მოტანილი სოკო სად არის?-იკითხა კესომ სოკოს რომ შეაგვიანდა.
-უი თქმა დამავიწყდა. არ ვარგოდა ის სოკო და გადავყარე.
- რა ქენიი?- ხმა ვერ გააკონტროლა ლექსომ.
-გადავყარე- ამოიკნავლა ლიზიმ. ლექსო მიხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა და ხმას დაუწია.
-ბოდიში უბრალოდ ბევრი ვიწვალე სოკოს მოსატანად დაა-ეს კი თქვა ხმამაღლა მაგრამ გულში ესმას იღბალს ლანძღავდა.
-კარგი არაუშავს დღს სხვა რამით დავნაყდრებით კიდევ კარგი სახლიდან წამოვიღეთ რაღაცეები-გაიკრიჭა ლაშა.
გოგონებმა მალევე გაშალეს პატარა პიკნიკისთვის დამახასიათებელი სუფრა და ბამშვებიც მალევე დანაყრდნენ.
-ახლა რა გავაკეთოთ?- იკითხა ლუკამ.
-მე რაღაც მაქვს- გაიკრიჭა ალექსი და ჩანთიდან ოთხი ბოთლი კონიაკი ამოიღო.
-ოჰოოო ამაზე დიდი საქმე ამ წუთას არაფერია ასე რომ ნუ ხართ უსაქმურები დროზე ჭიქები მოიმარჯვეთ- გამხიარულდა კესო.
ბავშვებიც კესოს ინსტრუქციას მიჰყვნენ და მალე დაიწყო სადღეგრძელოები.
-მეგობრებო არცერთ უბრალო თუ სადღესასწაულო სუფრაზე შეკრებილი საზოგადოება ისე არ იშლება ეს სადღეგრძელო რომ არ ითქვას და მოდით არც ჩვენ დავარღვიოთ ტრადიცია და...- სიტყვა ვერ დაასრულა იკამ.
- აპ აპ აპ ახლა დაასტოპე. არ გვინდა ახლა აქანე სიყვარულობია და მასეთი რაცხაები ალერგიას მაძლევს გადამეტებული სისულელეები.-სახე მოებრიცა ესმას.
- ჯერ ერთი სიყვარული სისულელე არ არის და მეორეც ზუსტად რომ ,,მასეთი რაცხაების'' დროა.-წაკბინა ლექსომ.
-ოჰ შენ რა სიყვარულით დამწვარი ყოფილხარ, ვინმემ წყალი გადაასხით სულ არ დაგვინახშირდეს.- ირონია არ დაიშურა ესმამ.
-გვეყოს და მაცადეთ. ამერია ასეთი სიტყვა მქონდა არადა მოფიქრებული- დანანებით ჩაიქნია ხელი იკამ.
-ხო შენ ისეთი გენიოსი ხარ.-სიცილით თქვა კესომ.
-ზუსტადაც- ცხვირი სასაცილოდ აიბზუა იკამ.
- კარგით რაა ბანალურობაა- არ ცხრებოდა ესმა.
-სწორედ ბანალურობაში იმალება ბევრი ისეთი რამ რაც გვაბედნიერებს.- თვალი ჩაუკრა იკამ და თავისი აზრების დალაგება სცადა-მოდით ბავშვებო იმ წრფელ გრძნობას გაუმარჯოს, რომელსაც შეუძლია ფრთების გარეშე ცამდე აგვიყვანოს და ათას ვარსკვლავს შორის გვაფარფატოს. იმ გრძნობას გაუმარჯოს რომლის განცდის შემდეგ სხვა ყველაფერი გავიწყდება. იმ ადამიანს გაუმარჯოს ვისი დამსახურებითაც გვხვდა წილად ეს პატივი და უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი გამოგვაცდევინა. მართალია სიყვარული ყველაზე დიდი ბანალურობაა მაგრამ სწორედ ეს ბანალურობა გვასულდგმულებს და გვაძლევს სიცოცხლის საშუალებას. სიყვარულს და იმ ერთ ყველაზე საყვარელ ადამიანს გაუმარჯოს.- სიტყვა დაასრულა და თვალი კესოსკენ გააპარა, რომელსაც თავი ჩაეხარა და ფიქრებით შორს წასულიყო.
-ოჰოო აი ეს მესმის- გაეცინა ბაბის.
-მოდი გავაგრძელებ იკას სადღეგრძელოს-ფეხზე წამოიმართა ლექსო, რამაც ესმა გააკვირვა.
-ამანაც სყვარულის სადღეგრძელო უნდა თქვას?-საკუთარ თავს დაუსვა კითხვა.
-რატომაც არა მას ხომ სიგიჟემდე უყვარს ნენსი, რატომ არ უნდა თქვას.- მაშინვე უპასუხა ალტერეგომ და მერამდენედ მოუნდა მისთვის ენა ამოეძრო.
-მიუხდავად იმისა, რომ დიდად არ მეხერხება მსგავს თემებზე საუბარი ვთვლი, რომ მეც უნდა ვთქვა რამე. იკამ სიყვარული და ჩვენი მეორე ნახევრები დალოცა. მეც მინდა შევუერთდე მის სადღეგრძელოს და ყველა თქვენგანს გისურვოთ ამ ღვთიური გრძნობის გამოცდა. მინდა ყველა თქვენგანმა იპოვოთ ის მეორე ნახევარი, რომლის ძებნასაც ზოგი მთელ ცხოვრებას ანდომებს და ვერ პოულობს. ზოგს ცხვირ წინ ჰყავს და ვერ ხედავს, ზოგს კი ჰგონია რომ იპოვა მაგრამ მთელი ცხოვრება დანაკლოსს განიცდის. როცა მის გვერდით დგახარ მთელი არსებით ივსები და ხვდები რომ ის დაკარგული, ის სიცარიელე, რომელსაც ყოველთვის განოცდიდი უკანასკნელ კუნჭულანდე ამოივსო, ხოლო როცა მას შორდები სიცარიელე ორმაგად იზრდება შენში. მინდა იმ გრძნობას გაუმარჯოს რომლის დახმარებითაც ადამიანი ხდები, რომლის მეშვეობითაც ხვდები რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება.ადამიანს, რომელსაც რამდენი უარყოფითი მხარეც არ უნდა ჰქონდეს ჩვენ მხოლოდ დადებითს ვამჩნევთ, მისი სულელური გამოხტომების მიუხედავად მაინც სიგიჟემდე გვიყვარს და არ შეგვიძლია მისი ბავშვური თუ ქაჯური ქცევების გარეშე თუნდაც ერთი დღის გატარება. სხვა რა შემიძლია ვთქვა სიყავრულს და ჩვენს მეორე ნახევრებს გაუმარჯოს.- თქვა და მოუთმენლად გადაკრა სასმელი.
-ვიღაც ყურებამდეა შეყვარებული- წაიღიღნა ნენსიმ.
- ისე ამბობ თოთქოს სხვა უყვარდეს.- გადახედა ესმას.
- რას გულისხმობ?-ვერ მიხვდა ლექსო.
- არაფერი დაივიწყე- ხელი ჩაიქნია ესმამ.
- სიყვარულს გაუმარჯოს. იმ გრძნობას, რომელიც გვაიძულებს ღამეები ვათენოთ, და დღეც ისე ვიაროთ თითქოს სიზმარში ვართ, რომელიც გვაიძულებს ყოველგვარი მანძილის მიუხედავად ფიქრებით მის წინ ვტრიალებდეთ, მისი თვალები წარმოვიდგინოთ და ამ ილუზიის დროსაც მასში ჩავიძიროთ, იმ სიყვარულს გაუმარჯოს რომელიც უთქმელი რჩება და ორივე მხარე ცალ-ცალკე იტანჯება. იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც ყოველგვარ მანძილს გადაგალახინებს, რომ მის სიახლოვეს იყო.- ალექსი უკვე სიტყვებსა ვეღარ აბამდა თავს. საკმაოდ შემთვრალს ემოციები მოსწოლოდა და სადაც იყო ამოხეთქავდა. მაგრამ სანამდეც შეძლებდა გაუძლებდა, გაჩერდებოდა და შეეგუებოდა ამჟამინდელ მის მდგომარეობას. რომ გეკითხათ, რატომ იკავებდა თავს და არ ეუბნებოდა ბაბის თავისი გრძნობების შესახებ ვერ გეტყოდათ. ან იქნებ ვერ კიარა არ იტყოდა? იქნებ გულის სიღრმეში იცოდა ამის მიზეზი? იქნებ ბაბიას პასუხი აშინებდა? იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ ბაბისგან შორს ვერ გაძლებდა, ხოლო თუ გრძნობებში გამოუტყდებოდა და მისგან უარს მიიღებდა ამის შემდეგ სწორედ ეს გზა რჩებოდა. უნდა წასულიყო შორს,იმდენად შორს რომ ბაბის აღარ გადაყროდა, ამას კი ვერ აიტანდა ვერ შეძლებდა, მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ამიტომ ერჩივნა მასთან ახლოს ყოფილიყო თუმდაც შინაგანად დატანჯულიყო.
-კარგით რა ძაან დავიგრუზებით ახლა, ცოტა გავმხიარულდეთ- ფიქრებში გართული ბავშვები ლაშამ გამოაფხიზლა.
-მართალია ლაშა- თქვა ლუკამ და თავის ჩანთას დასწვდა.- ესმა რას იტყვი?- იკითხა და ჩანთიდან გიტარა ამოიღო.
- ეს სადღა იპოვე, რამდენი ხანია არ დამიკრავს- გაეცინა ესმას და გიტარა ხელში მოსინჯა.
-ხო და მაგიტო წამოვიღე ზუსტად მიდი რა ჩემს თავს გაფიცებ დაუკარი- მუდარის გამოსახატავად ყელი გამოიწელა.
-კარგი ხო- გაეცინა ესმას და გიტარა კარგად მოიმარჯვა.
მალევე გააპო ჰაერი "თბილი მთვარე"-ს მელოდიამ და ლიზის ჰარმონიული ხმის მეშვეობით მალე სიმღერაც დაიწყო. ყველა მონუსხული შეჰყურებდა ესმას, რომელიც მომაჯადოებლად უკრავდა, და ლიზის, რომელიც ასევე მომნუსხველად მღეროდა.
- აი ეს მესმის- ტაში შემოკრა ლაშამ სიმღერის დასასრულს.-სხვათაშიროს ლექსოც უკრავს და არა მარტო-გაეცინა მას.
- კაიიი - სიტყვა გაწელა ესმას.
-ხო უკრავს და მღერის კიდეც- ესმას დარწმუნებას ცდილობდა იკაც.
- მგონი ახლა ისტორიული წუთების მომსწრე გავხდები. ლუციფერი გიტარაზე დაუკრავს.- გადაუჩურჩულა ლუკას ესმამ როცა ლექსომ გიტარა გამოართვა და კარგად მოკალათდა. ოო აი ამას უკვე ესმა ნამდვილად აღარ ელოდა. ლექსო ისეთი სიმშვიდით უსვამდა თავის ნატიფ თითებს გიტარის სიმებზე. მოჯადოებული შესცქეროდა და მიუხედავად იმისა, რომ ლექსოს თავისებური ბარიტონი არემარეს ატკბობდა, ერთი სიტყვაც არ გაუგია მისი ნამღერიდან ისეთი გაკვირვებული შეჰყურებდა.
-აოო ყოჩაღ თქვენ- ტაში შემოკრეს ბავშვებმა, როცა ლექსომ სიმღერა დაამთავრა.
- კარგით ახლა. გვიანია უკვე დავიძინოთ რა.-გაიზმორა კესო და ცას ახედა სადაც მალე მზის სხივებიც ამოჭრებოდა. მისი გამოთვლებით ალბათ უკვე ხუთი საათი იქნებოდა. როგორ ვერ შეამჩნიეს უკვე თავზე დაათენდათ.
-ხო მართალი ხარ უკვე ძილის დროცაა- დაეთანხმა ბაბიც და ფეხზე წამოდგნენ.
ყველანი დასაძინებლად გაემართნენ მხოლოდ ლუკა დარჩა გარეთ და კოცონისგან მოშორებით, მოკალათდა და ფიქრებში ისე გაიხლართა ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუჯდა გვერდით ვიღაც.
- რაზე ჩაფიქრდი?-გაისმა გოგონას წკრიალა ხმა.
-ნენსიი? ვერ შეგამჩნიე როდის მოხვედი.- უცებ გამოერკვა ლუკა.
-მივხვდი. ზედმეტად ჩაფიქრებული იყავი.
-ხო. იცის ხოლმე- გაეღიმა ლუკას.
- და რაზე ფიქრობდი.
-ისეთი არაფერია- თავის არიდება სცადა ლუკამ.
-ისეთ არაფერზე ამდენს არ ფიქრობენ ლუკა.-თავს არ ანებებდა ნენსი.
-კარგი ხო ერთ გოგოზე ჩავფიქრდი- უსიამოვნოდ შეიშმუშნა ლუკა.
-ახლა არ მითხრა ამ ხუმრობა ხუმრობაში ესმა ართლა შემიყვარდაო- თვალები დაქაჩა ნენსიმ.
-არა რათქმაუნდა ესმა ჩემთვის დასავითაა.
-აბა ვინ არის?
- არ იცნობ.
-გიყვარს?.
- უცნაურია მაგრამ კი.
-უცნაური რატომ არის?
-ახლახანს გავიცანი.
-მერე რა სიყვარულისთვის დრო უბრალო ილუზიაა. როცა ნამდვილად გიყვარს დროის აღქმის უნარს კარგავ. ხოლო როცა ნამდვილ სიყვარულს ხვდები გგონია რომ უკვე წლებია იცნობ.
-როგორც ჩანს გამოცდილი ხარ ამ საკითხში- ისევ გასცრა ლუკას.
-უფრო წიგნებს დავაბრალებდი- გაიცინა ნენსის.
-ანუ არასდროს გყვარებია?
-არა.
-არც მოგწონებია?.
-კი, მაგრამ იმდენად რომ სიყვარულში გადაზრდილიყო არავინ.
-ცუდია- თავისთვის დაიჩურჩულა ლუკამ, მაგრმა ნენსიმაც გაიგონა.
-კარგი. არ გინდა მითხრა ვინ არის ის გოგო?
-არა.
-ასე მტკიცე უარი რატომ?
- მას არ მოვწონვარ.
-იცის რომ გიყვარს?
- არა, საიდან? ხომ გითხარი ახლახანს გავიცანი.
-მაშინ რა იცი რომ მას არ მოსწონხარ.
-ხო ეგეც მართალია- თქვა ლუკამ და ფეხზე წამოდგა. ღვინისგან გათამამებულმა ნენსის ხელი დაავლო ფეხზე წამოაყენა და ახლოს მიიზიდა.
-ვიცი, რომ სისულელედ შეიძლება ჩათვალო. ისიც ვიცი რომ არასერიოზულად მიიღებ. მხოლოდ რამდენიმე დღეა გიცნობ, მარგამ როგორც შენ თქვი, როცა ნამდვილად შეხვდები შენს მეორე ნახევარს და მონათესავე სულს ისეთი შეგრძნება გექნება, რომ წლებია იცნობ, ზუსტად ასე ვარ მე. მოკლედ მიყვარხარ- ამოიოხრა ლუკამ.
-მოიცა ის გოგო მე ვარ?- გაოცდა ნენსი თითქოს ვერ ხვდებოდა.
- არა რა შენ უბრალოდ რეპეტიცია გავიარე- თითქოს არაფერიო ისე უთხრა და ხელი მოადუნა. მაგრამ, როცა ნენსის გამწარებულ სახეს წააწყდა გაეცინა და ისევ მოუჭირა- აბა რაც აქ ვარ შენს გარდა ლამრო ბებო გავიცანი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და მე დაოჯახებულ ქალებს არ ვეჩალიჩები- გაეკრიჭა ისევ.
-რა იდიოტი ხარ. მაგრამ გაგიმართლა არც მე ვარ შენზე ნაკლები სულელი მეც მიყვარხარ- გადაიხარხადა ნენსიმ და ხელები მოხვია.
-ეგოგო ძლივსს - ამოიგმინა ლუკამ თითქოს ლოდი მოეხსნა მხრებიდან.- ხოდა ახლა მიდი აიკარი გუდა-ნაბადი გავდივართ.
-სად გავდივართ?- გაიოცა ნენსიმ.
-აქვე ეკლესიაა ჯვარი უნდა დავიწეროთ.
- შენ ხოარ გაჟრიალებს?- გაუკვირდა ნენსის.
-არა. მეც მიყვარხარ შენც გიყვარვარ. დარწმუნებული ვარ, რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები ხო და ჯვარს ვიწერთ.
-დედა ორი გიჟი არ შეიძლება ერთად, კარგი ხო წავედით.
რამდენიმე წუთში ორივე ჩანთებ მოკიდებულები გარეთ იდგნენ.
-მოიცა მეჯვარეები გვჭირდება- უცებ გაახსენდა ნენსის.
-ეგ სულ დამავიწყდა მოიცა ესმას რომ არ ვითხრა გამტყავებს და ახლად შეუღლებულს დაგაქვრივებს- ამოიკნავლა ლუკამ.
-ხო მე კიდე ლექსოს უნდა ვუთხრა, მაგრამ ეგენი ვერ იქნებიან მეჯვარეები,ერთ-ერთი უნდა იყოს.
- ესმა შენ გააღვიძე მე ლაშას გავაღვიძებ ეგენი ყველაზე ფხიზლები არიან.
-კარგი ეგრე ჯობს.
-ესმა, ესმა გაიღვიძე ლუკას ქორწილში მეჯვარე არ უნდა იყოო?
- ნენსი ოინების ხასიათზე არ ვარ თავ.. მოიც არაა- ფეხზე წამოხტა ესმა.- რა ქორწილი რის მეჯვარე ხო კარგად ხართ.
-მე და ლუკა ერთად ვართ და ჯვარი უნდა დავიწეროთ. ლუკამ ემსას რომ არ ვუთხრა გამტყვაებსო და ადექი დროზე უნდა გავიპაროთ.
-ესენი გამაგიჟებენ მე.- თავში იტაკა ხელი ესმამ და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.
როცა გარეთ გამივიდნენ ლუკა და ახალ გაღვიძებული ლაშაც გარეთ დახვდნენ.
- შენ ხოარ გახველებს რა ჯვრისწერა რას ბოთაობთ.. მოიცადე შენ ხო იმ ტირანს მიყვები მალე ცოლად?- გაახსენდა ესმას.
- ისაა. რა ქვია.. ეგ ჩვენ მოვიფიქრეთ- გაეკრიჭა ლუკა.
-რააა- წამოენთო ესმა.
-კარგი ახლა მუ დამაქვრივებ არ გავთხოვილვარ ჯერ- გაეკრიჭა ნენსი.
-დღეს გადამირჩი.-შეუბღვირა ლუკას.
-ამათ მთლად წყობრში ვერ აქვთ ტვინი ხოო?- გადაუჩურჩულა ლაშამ ესმას, როცა წასასვლელად მოემზადნენ.
-ტვინი სად აქვთ ჯერ ეგ დავადგინოთ- ამოიოხრა ესმამ და წყვილს უკან გაჰყვა.
როდესაც ეკლესიასთან მივიდნენ დილის წირვა მიმდინარეობდა. წირვას დაესწრნენ შემდეგ კი მამაოსთან მივიდნე და სთხოვეს მათთვის ჯვარი დაეწერათ. მამაო გაიგნრბული შეჰყურებდა შარვლებში და უბრალო მაიკებში გამოწყობილებს და აშკარა იყო ნამდვილად არ ეგონა მთლად დალაგრბული ხალხი. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ მამაო გადმოიბირეს და ჯვარიც დაიწერეს. დიდი ცერემონიის შემდეგ გადაწყვიტეს ისევ ბავშვებთან დაბრუნებულიყვნენ და ყველაფერი მოეყოლათ, შემდეგ კი ისევ ლამრო ბებოსთან წასულიყვნენ. რამდენიმე დღეში კი ქალაქში ჩასულიყვნენ რათა იჯახებისთვის ახლაი ამბავი ემცნოთ.
- წარმომიდგენია მაკა დეიდას სახე ცოლით რომ მიხვალ სახლში- გადაბჟირდა ესმა.
-ხო იმედია ისევ ხუმრობა არ ეგინება- აყვა ლუკაც.
-მოიცა რა ხუმრობა?-დაინტერესდა ლაშა.
-არ იცოდი რომ ლუკას შენამდე ცოლი ჰყავდა?- ხელი გაიშვირა ნენსისკენ.
- რააა?- წამოენთო ნენსი.
-ლუკა არ გითქვამს?- შეიცხადა ნენსიმ-არც ისი იცის ორი წლის ბავშვი რომ გყავსს?-მეტი ეფრქტისთვის პირი დააღო ესმამ.
-იმედია ხუმრობაა ხო? - ხავსს მოეჭიდა ნენსი.
- არა რათქმაუნდა ლუკას მართლა ყავდა ცოლი. ამხელა ქალს ვერ მიყურებ? -შეიცხადა ესმამ და გადაიხარხარა.
- გააჩუმე გოგო ენა. ნორმალურად არც მომიყვანია ჯერ ცოლად და უკვე ნუ დამაშორებ. -შეუბღვირა ლუკამ.
-რა გინდ არ გახსოვს დედაშენს რომ დავადექით და განუცხადე მე და ესმა დავქორწინდითო? ქალმა კინაღამ ინფაქტი მიღო- ისევ გაეცინა ესმას.
- ეგ იმიტომ რომ საბასთან ნიძლავი მქონდა წაგებული. -გაეხინა ლუკაცას.
- ხო. ახლაც მეცინება დედაშენის შეშფოთებულ სახეზე.
- ხო. ბებიაჩემს კი გაუხარდა რა გინდა.- სიცილს ვერ წყვეტდა ისევ ლუკა.
ლაშა და ნენსიც აიყოლიეს სიცილში.
მალევე მიაღწიეს კარვებს, ბავშვები უკვე გაღვიძებულები დახვდნენ და სახეწაშლილები უთავბოლოდ დადიოდნენ.
-რამე დაკარგეთ? რას დაეხეტებით? - ვითომც არაფერიო გაიკვირა ესმამ.
-სად ჯანდაბაში იყავოთ მთელი დილაა გეძებთ. კარვებში არავინ დაგვხვდა რა აღარ ვიფიქრეთ.- წამოენთო ლექსო.
- ამ გიჟებს კითხეთ რატომ მოუნდათ დილის ექვს საათზე ჯვრის დაწერა და ჩვენც რატომ ჩაგვითრიეს. - ხელია იქნია ესმამ.
-მაგენს კიარა შემომაკ... მოიცა რაოო? რა ჯვრის დაწერა ხო კარგად ხართ? - გაოცება ვერ დამალა ლექსომ.
-მეც ეგ კითხვა მაწუხებს მთელი დღეა- ჩაერთო ლაშაც.
-მოკლედ ხალხო მე და ნენსის ერთმანეთი გვიყავარს და ჯვარი დავიწერეთ.- სიტუაციაში გაარკვია საზოგადოება ლუკამ.
რამდენიმე წუთით ყველა შოკურ მდგომარეიბაში იყო.
-მოიცა ნენსი შენ ხომ ლექსოს შეყვარებული ხარ? - გაიკვირვა ბაბიმ.
- ხო და შენ ესმასი? - იკითხა ალექსმაც.
- გაუგებრობა იყო. უბრალოდ ვიხუმრეთ- გაიცინა ნენსიმ.
-ამას მიმალავდი გოგო- გაიცინა ლექსომ და ნენსის გადაეხვია.
-მე ხო ვიცოდი რას ამბიბ- გადაიკისკისა ნენსიმაც.
-კარგით მიკლედ გაირკვა ყველაფერი, ახლა დავბრუნდეთ სახლში ლაშქრობა აღარ გამოგვივა ქალაქში უნდა დავბრუნდეთ და ქორწილისთვის მოვემზადოთ, ოჯახებმაც ხომ უნდა გაიგონ ახალი ამბავი. - გააცნო გეგმა ლუკამ.
- ხო წავედით. -დაეთანხმნენ ბავშვებიც. შუადღეს უკვე სახლში ჩავიდნენ ლამრო ბებოს ახალი ამბავი ძალიან გაუხარდა. გოგონებიც დატრიალდნენ და წყვილის დასალოცად პატარა სუფრა გაშალეს. კარგად მოილხინეს და მეორე დღეს ქალაქისკენ აიღეს გეზი. ესმა და ბაბი ბინაშო დატოვეს და ყველა დაიშალნენ.
ქორწილი ორ კვირაში დათქვეს.
ამ ორმა კვირამ მომზადებაში და ზევით-ქვევით სიარულში განვლო. რადგან ჯვარი უკვე დაწერილი ჰქონდათ მხოლდ ხელს მოაწერდნენ და შემდეგ რესტორანში გადაინაცვლებდნენ. გოგონები დილიდანვე გაწამაწაში იყვნენ. წინასწარ ნაყიდი კაბები ჩაიცვეს სალონებიც მოიარეს და როგორც ყოველთვის გამორჩეულად ლამაზებიც იყვნენ, ყოველ შემთხვევაში ბიჭებს მათი დანახვისას რამდენიმე წუთით გულის ფეთქვა შეუჩერდათ სხვას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ესმა და ლაშა მეჯვარეები იყვნენ. ამიტომ ხელის მოწერის ცერემონიაზე მზესავით მოკაშკაშე პატარძალს, რომელსაც გრძელი ტანზე მომდგარი საპატარძლო კაბა ეცვა, გვერდს უმშვენებდა.
ცერემონამაც შესანიშნავად ჩაირა და დარბაზშიც მალევე გადაინაცვლეს ყველააფერი შესანიშნავად მიდიოდა. ესმამ,ბარბარემ და კესომ თავისი კლასელებიც ნახეს და აწი რაღა მოაწყენდათ. ესმა დაპირებისამებრ ყველანაირად ცდილობდა თემო ანის გვერდიდან არ მოსცილებოდა და გამოდიოდა კიდეც. პატარძლის მაგიდასთან მჯდომი ხშირ-ხშირად სიამოვნებით გადაავლებდა თვალს გარემოს და სიტუაციას ზვერავდა. ალექსი ბაბის ეცეკვებოდა. გოგონა ბევრი წუწუნის შემდეგ მაინც დაითანხმა ალექსმამ და ახლა მის მკლავებში მოქცეული ტანის ნაზი რხევით წყნარ მელოდიას აჰყოლოდნენ.
კესო მაგიდასთან იჯდა და კლასელებთან საუბრით თავს ირთობდა. ბeჭბიც ცალკე რღაცაზე გაცხარებუთ საუბრობდნენ. ესმამ გარემო კიდევ ერთხელ გადაათვალიერა და ინტერესის ობოექტი რომ ვერ დაინახა არ ესიამოვნა. ისევ დაძაბა მხედველობა და საცეკვაო მოედანზე შეკრებილ წყვილებს შორის ლექსოც იპოვა ვიღაც გოგო, რომ ცდილობდა მთელი ტანით მიტმასვნოდა ბიჭს და უკევ ამოსუნთქვის საშუალებასაც აღარ აძლევდა. დაიძაბა, არ ესიამოვნა ამ სცენის დანახვა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ამოიკითხავდით იმ ქალბატონის ჩაცმულობაზე მის ზნეობრივ დონესაც და იმასაც რომ ლექსოს არ სიამოვნებდა მის სიახლოვეს ყოფნა, მაინც არ მოეწონა ეს სიტუაცია. გაბრაზდა, საშინლად გაბრაზდა, სიწითლემ დაუარა მთელ სახეზე. ზრდილობიანად წამოდგა. სხეულის ნაზი მოძრაობით მოუახლოვდა მოცეკვავე წყვილს, ნუ მოცეკვავე რა აქ მხოლოდ ლექსო ცეკავდა გოგოს დანახვისას იფიქრებდით ოდნავი ხელის კვრა და წელში გადატყდება ან მრავლობითი დაჟეჟილობით გაირთხმება მიწაზეო. ესმამ ერთი ჩაიფხუკუნა სახე დაასაერიოზულა და გოგონას მხარზე ხელი დაჰკრა.
-იქნებ დამითმოთ მეწყვილე?- ზრდილობიანად მომართა გოგონას მაგრამ სადაც იყო გადაბჟრდებოდა.
- როგორც ხედავთ ვცეკვათ.- ყურადღებაც არ მიაქცია გოგომ.
-კი როგორ არა ცეკავთ -ირონია არ დაიშურა ესმამ. გოგო მოტრიალდა ესმა აათვალ-ჩაათვალიერა ცხვირი აიბზუა და ვითომც არაფერიო ცეკვა გააგრძელა.
- ლექსო არ ვიცოდი ბებიაშენი ასე ახალგაზრდულად თუ გამოიყურებოდა- ხელით მიუთოთა ქალზე, რომელიც სულ რამდენიმე წლით თუ იქნებოდა მასზე უფროსი, ლექსოს უკვე სიცილის შეკავება ძალიან უჭურდა და რომ არა ამდენი ხალხი სიცილით იხოხებდა.
ამჯერად კი დაიმსახურა ქალის ყურადღება, შეშფოთებული მიუბრუნდა ესმას.
- როგორ მიბედავთ და მის ბებიას მადარებთ.- გაცხარდა ქალი.
-უი უკაცრავად ეტყობა თქვენმა გაჭაღარავებულმა თმამ და მაკიაჟმა შემიყვანა შეცდომაში. წამობრძანდით ერთი არაჩვეულებრივი სალონი ვიცი იქ ასეთ შეცდომებს არ უშვებენ მისამართს დაგიწერთ.- გაუცინა ისევ ესმამ.
-ეს, ეს როგორ გამიბედა- გაცოფდა ქალი და თმის შეთვალიერება დიაწყო.
- საპირფარეშოში დიდი სარკეა იქ მიბრძანდით უკეთ დაინახავთ.-ირონიით გაიცინა გოგომ და გვერდი აუარა, ლექსოსთან მივიდა და ცეჯვა დაიწყო.
- რა სისასტიკეა - ძლივს მოითქვა სული ლექსომ.
- მადლობა არაა საჭირო.
-არც ვაპირებდი მშევნივრად ვცეკვადით თან შვილიშვილების ამბებს ვეკითხებოდი კარგა ხანია მამიდაშვილები არ მინახავს.- ისევ გაიცინა ლექსიმ.
- ხო რათქმაუნდა- სიცილში აყვა ემსაც.
მელოდია დასრულდა და ესმამაც თავისი ადგილი დაიკავა.
- რა უთხარი იმ ქალს ასეთი გიჟივით რომ გავარდა.- გადაუჩურჩულა ნენსიმ. ამ ორ კვირაში ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ და ახლო მეგიბრებიც გახდნენ.
- არაფერი ისეთი ვარცხნილობა შევუქე.- ეშმაკურად გაუღიმა ესმამ.
- ხო როგორ არა- მიუხვდა ნენსიც.
- კარგი ცოტა ხანს ჰაერზე გავალ.-გაუღა ნენსის და აივნისკენ გაემართამ. გარეთ გასულმა სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მოაჯირს დაეყრდნო.
-რაზე ფიქრობ- ზურგს უკან მოესმა ლაშას ხმა.
- არ ვიცი ცოტა არ იყოს დავიღალე.
-თუ აზრების დაწყობა გჭირდება- გვერდით მიუდგა ლაშა.
- ეგეც არის- გაეღიმა ესმას.
-ლექსო გიყვარს არა?
-არ ვიცი.
- ასე რომ არ ყოფილიყო წეხან იმ ქალს არ ჩამოაცილებდი. ნეტავ გენახა რა სახე გქონდა როცა იმ ქალთან ერთად დაინახე.
-უბრალოდ მივხვდი, რომ დახმარება ჭირდებოდა- გაეცინა ესმას.
- კარგი რა ახლა არ თქვა არ მიეჭვიანიაო- ჩაიფრუტუნა ლაშამ.
- არ მიეჭვიანია უბრალოდ გავცოფდი.
- აბა ეჭვიანობა რაღა გგონია?-ჩაეცინა ისევ ლაშას.
- შენ მე რომ მარიგებ ჭკუას თვითონ რას აპირებ? - სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება.
- რას უნდა ვაპირებდე?- ვითომ ვერ მიხვდა ლაშაც.
- იცი რასაც. დიდი ხანია ლიკა გიყვარს დამიჯერე არც ისაა გულგრილი. შეიძლება ამას მე არ უნდ აგეუბნებოდე, მაგრამ იცი მაინც რამდენად სტკენს გულს შენი ირონიული კომენტარები? იცი რამდენი ღამე გაუთენებია ტირილში შენს გამო? არ იცი, არაფერი არ იცი. სხვებს ხედავ როგორ უყვართ ერთმანეთი შენთვის ძვირფასი ადამიანის თვალებში კი ვერ ხედავ შენსკენ მომართულ სიყვარულით სავსე მზერას. აი ამ დროს უშვებ შეცდომას ახლა ჩემთან ხარჯავ დროს, ნაცვლად იმისა ლიზისთან მიხვიდე და ყველაფერი უთხრა.
-იცი რაა მართალი ხარ. -თითქოს სასმელით გადიდგულებულმა გაიღიმა და დარბაზში შევიდა.
დიდი ხანი არ გასულა გარეთ ტელეფონზე მოსაუბრე თემო გამოვიდა.
- ესმაა? დარბაზში მეგონე.-მაშინვე დაასრულა საუბარი ტელეფონზე თემომ.
- არა სუფთა ჰაერზე მომინდა გამოსვლა შიგნით დახუთულობაა. რა სახე გაქვს ხო მშვიდობაა?- ნახევარი ტანით შებრუნდა ბიჭისკენ. -იქნება, იმედია იქნება.- ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი.
- რა ხდება თემო ამიხსენი, ხომ იცი შეგიძლია მენდო.- ნერვიულობა შეეპარა ესმასაც.
- ხომ იცი რამდენი ხანია ანი მიყვარს?
- პირველი კლასიდან- გაიცინა ესმამ.
-ხო თავიდანვე ხვდებოდი- გაეღიმა თემოსაც- მოკლედ აღარ შემიძლია უკვე. ამდენი ხანია მიყვარს და ვერ ვეუბნენი ახლა გაიზარდა, უფრო დამშვენდა, თაყვანისმცელმებიც გამოუჩნდა ადრეც არ აკლდა შენც გახსოვს- ისევ გაეცინა, -მე და ბიჭებს ყოველდღე ვიღაცის ცემა გვიწევს ანის ზურგს უკან. ყოველ ნაბიჯს დაძაბული ვდგამ ვინმე გიჟი არ გამოჩნდეს და ანი არ წამართვას. უკვე ვეღარ ვძლებ მის გარეშე სუნთქვაც მიჭირს.
- რას აპირებ? -თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდა ესმა.
- ძველი ხერხია მაგრამ გამოცდილი, მოტაცებას - დასჯილი ბავშვივით გადახედა თემომ.
- ოჰჰ დაგადგათ საშველი ძლივს. პირველი ბავშვის ნათლია მე ვარ იცოდე. - გაეცინა ესმას.
- მეგონა დამტუქსავდი- ამოისუნთქა თემომ.
-ნორმალური ხარ ამდენი ხანია თქვენს ტანჯვას ვუყურებ. სანთლივით ჩამოდნით რა დატუქსვა აქეთ დაგეხმარები თუგინდა - გაეცინა ესმას.
-არა იყოს ყველაფერი მზადაა უკვე.-თემოსაც გაეღიმა.
- კაი წარმატებები აბა შენ იცი.
- მადლობა წავედი მივხედო საქმეს- ღიმილით გაცილდა აივანს. ესმაც აღარ გაჩერებულა დიდხანს, დარბაზში შევიდა და გართობა გააგრძელა თითქოს არაფერი მომხდარა. მალე პატარძლის მაგიდას აფორიაქებული გოგონები მიუახლობდნენ.
- ბაბი რა სახე გაქვს რა მოხდა?- შეშინდა ესმა.
- ლიზის ვერ ვპოულობთ.
-ჰაერზე გავიდოდა ნუ გეშინია.
- არ არის ყველგან ვეძებეთ.- უპასუხა არანაკლებ ანერვიულებულმა კესომ.
- ლაშა სად არის?- იკითხა ესმამ და პატარძლის მაგიდას გადახედა. მეჯვარე რომ ვერსად დაინახა გონება გაუნათდა და მიხვდა რას ნიშნავდა ლაშას ის სიტყვები ,,იცი რა მართალი ხარ"
- არ ვიცი არსად ჩანს.- ეჭვი დაუმოწმა ბაბიმაც.
- მიკლედ არაფერზე იდარდოთ. მაგას ჯობს მომავალი ორი ქორწილისთვის მზადება დავიწყოთ-გაიცინა ესმამ.
-რას ნიშნავს ორი ქორწილისთვის?- გაუგებრობა სახეზე აღბეჭვდოდა კესოს.
-ლაშას და ლიზის ასევე თემოს და ანის ეშველათ- ტაში შემოკრა ესმამ.
-და ამაში რათამაუნდა შენი ხელი ურევია არა?- გვერდულად გადახედა ბაბიმ. ესმამ თანხმობის ნიშნად წინა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მისალმების მსგავსად დემონსტრირებულად დაუკრა თავი.
-როდის უნდა მოეშვა ამ მაჭანკლობას რაა -ამოიბუზღუნა ბაბიმ.
-რასაა რომკადრებ დაია- შეიცხადა ესმამ. - მე ჩემო ძვირფასო - გულზე მიიდო ხელი ესმამ.- ვცდილობ ამ დიდ და სიყავრულით აღვსილ გზაზე სიარული გავუადვილო მათ ვისაც ეს ჭირდება. თანაც ზოგჯერ საჭიროა ცოტაოდენი ბიძგი, რომ სწორი გზიდანა რ გადაუხვიონ. სიყვარული ესხომ ეკლებით სავსე გზაა- ირონიით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები.
-ვინმე ისეთი რომ გისმენდეს ვინც არ გიცნობს იფიქრებდა რომ სიყვარულის ექსპერტი ხარ- გადაიხარხარა კესომ.
-გამოჩნდება ვინმე ვინც დაგაჯერებს ზუსტადაც მაგ ეკლიანი გზის არსებობას- ნიშნის მოგებით ჩაიცინა ბაბიმ.
-ხო როგორ არა. შენ რა გენაღვლება. შენთვის კი დამოჩნდა ეგეთი უკვე.-გაეცინა ესმას.
-ამოგწიწკნი მაგ ენას- დაუბღვირა ბაბიმ.
-კესო შეგიძლია დღეს ჩვენთან წამოხვიდე?- ყურაღდება არ მიაქცია ბაბის მუქარას ესმამ.
-კარგი ხო ისედაც დიდი ხანი დაგასვენეთ ჩემგან- გაეცინა კესოსაც.
- მაგიტო მიყვარხარ - გადაეხვია ბაბი.
-ანუ მიტო აბოდებ ჩემზე სულ შენთან რომ ვარ ხოო?- გაეკრიჭა ესმა.
- ხო როგორ არა. მეყვარები აბა რა ჯერ იყო და ახალ ბინაში ნორმალურად მოწყობილიც არ ვიყავი, რომ შემომეჭერი და ვეღარ მოგიშორე მერ სულ ნერებს მაწიწკნი. არაფრის კეთება რომ არ იცი მაგაზე აღარაფერს ვამბობ. სამზარეულოში როდის გააკეთე ბოლოს რამე ეგ მაინც თუ გახსოვს?- დაეჭვებით გადახედა ბაბიმ.
-დაგავიწყდა, რომ სამზარეულოში შენ არ მიშვებ?- ნიშნისმოგრბით იკითხა ესმამ.
-იმიტომ რომ მეზარება ახალი სახლის ძებნა- დაეჭყანა ბაბი.
-ეჰჰჰჰ- ამოიოხრა- ჩემზეა ნათქვამი ,,რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო". თავიდანვე არ უნდა გამეთამამებინე- დანანებით ჩაილაპარაკა ესმამ.
- ხო ხო როგორ არა - გადაიხარხარა ბარბარემ.- დაგავიწყდა ჩემზე პატარა რომ ხარ.
-რაღაც თვეებით- ცხვირი აიბზუა ესმამ.
-კარგი ხო რაიყოთ- თავს ძლივს იკავებდა კესო არ ჩაბჟირებულიყო.
-კარგი ხო მოვრჩეთ წავედით ახლა.- წამოიმართა ბაბი.
სტუმრებიც უკვე იშლებოდნენ. სიძე პატარძალი დიდი ხნის გაპარული იყო ქორწილიდა.
ბიჭები გარეთ გასულიყვნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. როცა გოგონები გარეთ გავიდნენ ბიჭები მათკენ გამოემართნენ.
- უკვე მიდეხართ?- წამოიწყო საუბარი იკამ.
-ხო უკვე დაიცალა თითქმის დარბაზი, თანაც დამაწყვიტა ამ პლოკვებმა ფეხები.- სახე მოღრიცა ესმამ.
-რაამ? - ვერ გაერკვა ალექსი.
- ფეხსაცმელები იგულისხმა- გაეცინა კესოს.
-აა ხო .
-აბაა, იმედია ქორწილი მალე იქნება- გაეცინა ესმას.
-რა ქორწილი- ვითომ ვერ მიხვდა იკა.
- რას იკატუნებ თუძმახარ თავს. შენზე ადრე გავიგე - ენა გამოუყო ესმამ.
- აუ ამას ხო ვერაფერს გამოაპარებ ტო -ხელი ჩაიქნია ალემ.
- ნუ დამაეჭვებ შენს მიხვედრილობაში. აქამდე არ იცოდი ეგ? - გადაიხარხარა ესმამ.
- კარგით ხო ახლა გვეყო. წავედით სახლებში ხვალ გავარკვიოთ მაგათი ამბები.- საუბარი დაასრულა ლექსომ და ყველანი დაიშალნენ.
- ვაიმე დედააა მეღირსა სახლიი.- ამოიხრიალა ესმამ და მდივნის საზურგეზე გადაწვა.
- ეგოგო ნორმალურად მოქცევა როდის უნდა ისწავლო?- დაიბუზღუნა ბაბიმ და სავარძელში ჩაეშვა.
-როცა ჭკუა მომემატება- გაეკრიჭა ესმა.
-იმედების გადაწურვაც ასეთი უნდა- ამოიოხრა ბაბიმ.
- ამას უყრე, როგორ გაისლიქა- წარბი აწია ესმამ.
- კარგი მასწავლებელი მყავდა- თვალი ჩაუკრა ბაბიმ.
-ხო მაგაში გეთანხმები- სიტყვა ჩააკვეხა კესომ და სამივემ ისტერიკული სიცილი დაიწყო.
- დავიძინოთ რაა- ამოიგმინა კესომ.
- ხო თორე დილამდე ვერ მივატან.- წამოიზლაზნა ესმა.
ყველანი ოთახებში განაწილდნენ და დასაძინებლად მოემზადნენ, ნუ რამდენად მოახერხეს მომზადება ეგ სხვა თემაა მაგრამ ხო დაიძინეს რაც მთავარია.
ქორწილიდან ერთი კვირის შენდეგ წყვილები დაბრუნდნე. ყველანი ესმასთან და ბარბარესთან შეიკრიბნენ.
-აბა ბატონო ლაშა როგორ მაოხერხეთ ქალბატონი ლიზის მოგერიება?- დაინტერესდა კესო.
-რად უნდოდა გოგო მაგას მოგერიება დამინახა თუარა ჩამადნა ხელებში.- გადაიხარხარა ლაშამ.
-ხო როგორ არა.მე ვიყავი რომ მეხვეწებოდი ხმა გამეციო არაა?- ნიშნის მოგებით გადახედა ლიზიმ.
-ისე კიარ არის აუცილებელი ყველაფერს თუარ ვიტყვით- გადაუჩურჩულა ლაშამ სიცილით.
-მართალია ლაშა. სულარ მაინტერესებს თქვენი ცელქობები ღამით.- გაეცინა ესმას.
-ჰოჰ არადა ნეტა იცოდე რას კარგავ- თვალი ჩაუკრა ლექსომ.
-არ მიზიდავს პორნოგრაფია. - არც მიფიქრია. პროსტა მეეჭვება შენ ვინმემ წაგიყვანოს და ამათგან მაინც გაიგე- სათუთად გაუღიმა ლექსომ თითქოს ასეთ უხერხულ თემაზე კიარა შოკოლადზე საუბრობდნენ.
-ისა და სხვათაშორის ჩვენც აქ ხომ არ ვართ?- ხელი აიქნია იკამ. ესმამ ბავშვებს თვალი მოავლო და ლიზის და ლაშას აწითლებულ სახეებს რომ გადააწყდა სიმწრით ჩაეცინა.
- კარგი. ქორწილი როდის არის?-სიტუაციის განმუხტვა ცადა ბაბიმ.
- ერთ თვეში. გადავწყვიტეთ რახან ერთ დროს მოვიტაცეთ გოგონები ბარემ ქორწილიც ერთად გვექნება- განმარტა თემომ.
-აი ეს მესმისს- გაუხარდა კესოს.
-როგორ ქორწილი გინდათ? თემო მახსვს ამბობდი ტრადიციულ ქორწილს გადავიხდიო- შეეკითხა საბა.
- ხო ლაშასაც ასე უნდოდა ძირითადად ემთხვევა ჩვენი აზრები. ჩოხა-ახალუხი და ამბები რა.
- აუ რას ვიგუგუნებთ.- ტაში შემოკრა საბამ.
- აბაა, უკვე მეორე კლასელი გვიოჯახდება- გაიოცა ბაბიმ.
-ორიც შინაბერა გვრჩება- გაიცინა ლუკამ.
-კაი ერთი საბაა მივხვდით მეორე?- გაიცინა ანიმ.
- რასაა რომკადრებ- მე კიარა ბაბი და ესმა იგულისხმა- თვალი ჩაუკრა საბამ ლუკას.
- პატენტი წურწუმიები ხართ წინასწარმეტყველებაში- ცხვირი აიბზუა ბაბიმ.
- რამე გამოვტოვე?- დაინტერესდა საბა.
- დიახაც.- გაიჯგიმა ბარბარე.
- მაიცა თუ ძმა ხარ შენც თუ ესმასავით გყავს შეყვარებული გაჩუმდე ჯობია აღარ მინდა კაცო ამდენი ქორწილები გავღატაკდი ბავშვი- გაეცინა იკას. ალექსს კი სულაც არ ჰქონდა სახუმაროდ საქმე.
სახე აელეწა, ძარღვები დაებერა და სიწითლემ დაუარა. თავი ძლივს შეიკავა ფეხზე არ წამომხტარიყო და ბოლი ხმაზე არ ეღრიალა.
ბავშვები მალევე დაიშალნენ.
ესმას ინგამ, დედამ, დაურეკა და დიდხანს ისმინა საყვედურები იმის თაობაზე რომ ოჯახი და უმცროსი ძმა სულ გადაავიწყდა ამიტომ მეორე დღესვე წავიდა მათ სანახავად.
მთელი დღე დედასთან და ლუკასთან გაატარა. პატარა ბიჭი იმდენად მონატრებოდა გვერდიდან ვერ იცილებდა. ლუკა კი ასაკის მატებასთან ერთად უფრო ცელქი ხდებოდა. საღამოს გიორგი ,ესმას მამაც, დაბრუნდა სამსახურიდან, ისაუბრეს, ერთმანეთი მოიკითხეს და გადაღლილები დასაძინებლად გაემართნენ. მეორე დღეს ესმა სახლში დაბრუნდა.
ერთი თვე თვალის დახამხამებაში გაილია. ქორწილის დღეც მოახლივდა. ყველანი დიდი ემოციებით და აღფრთოვანებით ელოდნენ ამ დღის დადგომას და იმედები არც გაცრუებიათ.
ბიჭები ტრადიციულ ქართულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები გოგონებს კი გრძელი გაშლილ თეთრი საპატარძლო კაბები ამშვენებდათ. ლაშას და თემოს მეჯვარეებიც, ალექსიც(ლაშას მეჯვარე) და საბაც (თემოს მეჯვარე) ჩიხა-ახალსხში გამოწყობილიყვნენ.
გოგონების მეჯვარეები, ესმა (ლიზას მეჯვარე) და ბარბარე( ანის მეჯვარე) მუხლს ოდნავ აცდენილი მომჯდარი კაბები ეცვათ რომლებიც ჩოხა-ახალუხის აქსესუარებით იყო გაწყობილი.
ჯვარი სამებაში დაიწერეს, ხელიც მოაწერეს.
მწვანედ აბიბინებულ მონდორზე მრგვალი მაგიდები იდგა ერთიც გრძელი მაგიდა. ჰაერში სითბოს სუნს ყვავილების სურნელიც შერეოდა, რომლითაც მაგიდები იყო გაფორმებული. ამ სილამაზით მოჯადოებულები მოაბიჯებდნენ ახლად დაქორწინებულები მეჯვარეებთან ერთად გრძელი მაგიდისკენ. ყველანი მაგიდასთან ისხდნენ სამეგობროდან მხოლოდ ერთი პირი აკლდათ. აკლდათ და როგორც ჩანს მოსვალასაც არ ჩქარობდა.
რამდენიმე წუთში მანქანის ხმაურმა გაჰკვეტა დაბუდებული სიჩუმე. ლამაზ დაბალ ღობესთან, რომლითაც შემოწერილი იყო მექორწილეთა ტერიტორია, მანქანა გაჩერდა. მანქანიდან სწორედ დაგვიანებული მეგობარი გადმოვიდა. ლექსო ჟორჟოლიანმა გადმაბიჯა მანქანიდან და თან მოჰყვა ულამაზესი გოგონა, რომელსაც დიდი სინაზით მოეკიდა მისთვის ხელი და დარცხვენილი მოაბიჯებდა, ამდენ ხალხში, რომელთა ყურადღება მათკენ იყო მიმართული.
ყველას ყურადღება მაგრამ ესმაა, ესმა სხვა იყო. მთელი ტანით აეტანა კანკალს, საშინელ გრძნობას, სახელად ეჭვიანობას მოეცვა მთელი მისი სხეული და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა სად ჰქონდა ამდენი თავშეკავების უნარი ლექსოსთვის ის თეთრი კბილები სათითაოდ არ დაეცალა.მესამედ, უკვე მესამედ ხედავდა ლექსოს სხვა ქალთან და რაც დრო გადიოდა მით უფრო მკვეთრი და ძლიერი იყო ეს შეგრძნება.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: M-morieli
ნანახია: 257 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar