ავტომატიანი(ნაწილიI)
07.02.2018, 20:19
-ეს მხოლოდ თამაშია, ნუ გეშინია ჩემო პატარა.. ეს მხოლოდ თამაშია! თამაში.. პატარა, ლოყებ აწითლებულ გოგონას მთელი არსებით უჭერს დასახიჩრებულ ხელებს და ცდილობს მასთან ერთად საკუთარი თავიც დაარწმუნოს იმაში, რომ ეს მხოლოდ თამაშია, თუმცა იცის, იცის, რომ მის ოთხი წლის დასაც კი არ სწამს ამ დიდი სიცრუის, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში არარეალური და დაუჯერებელი ტყუილიც კი ისე გაწყნარებს, თითქოს მართლაც დაჭერობანას თამაშობდნენ ავტომატიანი ბიჭები.. დაორთქლილი ფანჯრიდან მოსჩანს როგორ დარბიან იარაღ აკიდებული ახალგარდა ბიჭები და როგორ ცდილობენ ბავშვები და ქალები მოაშორონ ნანგრევებს.. მოსჩანს პატარა გოგო-ბიჭები, ტანსაცმელ დაფლეთილები, როგორ ცდილობენ სიკვდილს გაექცნენ.. ხან მარჯვნივ გაიქცევიან, ხან მარცხნივ, მაგრამ საითაც არ უნდა წავიდნენ, იციან, სწამთ, რომ რომელიმე მოსახვევში დედას დაინახავენ, მისკენ გაიქცევიან, მოეხვევიან და სიკვდილიც უკან დაიხევს, შეშინებული გაიქცევა დედა-შვილის შემყურე.. თუმცა ეს მხოლოდ რწმენაა, ოცნება, რომელიც არასდროს ახდება.. რეალურად კი, პატარა ბავშვს, რომელიც სიცოცხლეს ეხებს დედის სახით, სიკვდილივით სწრაფად ეწევა ტყვია, რომელიც მის დიდ გულზე კიდევ უფრო დიდია.. ძალას კარგავს, სხეულში ყველაფერი ქვემოთ ექაჩება და ისიც მსუბუქად ენარცხება ძირს.. და სადღაც შორიდან, კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის კივილი ისმის..
-მალე ჩვენც მოვკვდებით, აქაც მოგვაგნებენ და მოვკვდებით, ვერავინ დაგვიცავს.
-გაჩუმდი ელენე!
თვალიდან სიმწრის ცრემლს იწმენდს და საკუთარ თავს დანებების უფლებას არ აძლევს უფროსი და.
ექვს წლამდე ბავშვის ლურჯ თვალებს ამჩნევს ფანჯრიდან და მინების გაწმენდას ხელებით ცდილობს, ანერვიულებული იკვნეტს ტუჩს და გრძნობს რომ ამდენი უბედურების შემყურე, ცრემლებიც აღარ მოდიან...
-ეს უკვე მეტისმეტია!
სკამიდან დგება, თუმცა ეს არც ისეთი მარტივია დაბალი ჭერის გამო.
-რას აკეთებ?
კურტკას იხდის და პატარა დას ხვევს.
-რას აკეთებ?
არ ნებდება ელენე, მოუთმენლად ელის პასუხს..
-აქ იჯექი, არ გაინძრე, არსად წახვიდე, უბრალოდ აქ იჯექი და მეც მალე მოვალ.
-სად მიდიხარ?
შიშისგან თვალები უფართოვდება ბავშვს და ხელს ერთადერთ იმედს, საკუთარ დას უჭერს.
-ვიღაცას ჩვენი დახმარება სჭირდება.
-გააშეშეს და შენ უნდა გააცოცხლო?
-ხო, ჩემო პატარა.
შეშინებულ დას ლოყაზე კოცნის და ვიწრო გასასვლელიდან ძვრება.
მტვრის ბუღში და უამრავ ადამიანში ფეხების კანკალით ეძებს ლურჯ თვალებს და შეამჩნევს თუ არა, მისკენ გარბის, რამდენიმე ავტომატიანი ამჩნევს და ახლა ბავშვთან ერთად, მასაც მისდევენ.
ერთ დროს დიდი და მშვენიერი შენობები თუ სახლები ისე განადგურებულიყო, ერთმანეთისგან ვერც გაარჩევდი.. შენობები კი არა, ადამიანებიც კი აღარ ჰგავდნენ ადამიანებს.. ასეა! ტკივილი, სიმწარე, ომი და სიკვდილი ისე ანადგურებს, აშინებს ადამიანს, რომ საკუთარ თავს ვეღარ ჰგავს.. ვინც კეთილი და მზრუნველი იყო, ის მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს ახლა და ისე უვლის გვერდს თავისი მემამულის გვამს, წარბიც არ ეხრება.. ხოლო ის, ვინც ეგოისტად ითვლებოდა, დაუფიქრებლად
ეფარება ბავშვს, რომელსაც ესვრიან და ტყვია გულ-მკერდს უჭრის.. მისი გმირობა, მისი ფიქრები, აზრები თუ ტკივილი, ყველაფერი ერთად იმარხება მიწაში მის გვამთან ერთად და ისე, რომ მას ტაშს არავინ უკრავს, ხო, არავინ! იმიტომ რომ ეს ასეც უნდა იყოს! იმიტომ რომ სიკეთეა, თავგანწირვაა ყველაფრის საწყისი და ხო, თუ შენ გვერდზე ორსულ ქალს ესვრიან საბედისწერო ტყვიას, თუ შენ გვერდზე კლავენ ექვსი წლის ბავშვს, ვალდებული ხარ გადაარჩინო სიცოცხლე, იმიტომ რომ ის, რომ შენ დაიბადე, მოევლინე ამ ქვეყანას, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ, ვიღაცამ ვიღაც გადაარჩინა, ვიღაცამ ვიღაცისთვის თავი გაწირა..
დაუფიქრებლად მირბის ბავშვისკენ და ისიც კი არ იცის რა უნდა ქნას როცა მასთან მივა..
როგორც იქნა ბავშვს უახლოვდება, ძლივს აკავებს და მის წინ იმუხლება.
-პირდაპირ იარე, სულ მარჯვნივ იარე და სადაც ფიცრებს დაინახავ იქ გაჩერდი, სამჯერ დააკაკუნე! გაიგე? მხოლოდ სამჯერ. ეცადე არავინ გამოგყვევს, ვეცდები ყურადღება გადავატანინო.
ბავშვი იმდენად პატარა და შეშინებულია, სიკეთის არსსაც კი ვერ წვდება, მაგრამ იცის, ხვდება რომ ამ გოგომ მისთვის ბევრი გააკეთა, მადლობის ნიშნად იღიმის.. სხვა მაინც არაფრის გაკეთება შეუძლია და იღიმის, მაშინ, როცა სიკვდილი ყველაზე ახლოს არის..
მისი ღიმილით დაბნეული ანა, გაპარვაში ეხმარება, ჯარისკაცებს კვალს ურევს რომ ბავშვს ვერ გაეკიდნონ და ახლა მარტო აგრძელებს სირბილს თუმცა მალევე ხვდება, რომ აზრი არ აქვს.. მისი დევნით დაიღლებიან, მოსწყინდებათ და შორიდან ესვრიან.. თუ მისი მოკვლა უნდათ, მაინც მოკლავენ და საშველადაც ვერავინ მოვა..
მათკენ ტრიალდება და ხელებს ქვემოთ წევს.. სუსტი სხეული ერთიანად უცახცახებს.. მათკენ მიდის, მტრისკენ მიდის და არც ისეთი აღელვებული...
-რას აკეთბს?
-მგონი გაგიჟდა.
ჯერ თითქოს აღტაცებულები არიან მისი სითამამით, შემდეგ ახსენდებათ, რომ ეს ომია და მნიშვნელობა არ აქვს მოწინააღმდეგე ლამაზია და გაბედული თუ მახინჯი და გაუბედავი, მათი მოვალეობაა სიცოცხლეს გამოასალმონ ის..
-ამას მე მივხედავ, თქვენ იქით წადით, უამრავი ხალხია.
ახალგარდა ბიჭის ბრძანებას ემორჩილებიან და ხუთი ავტგომატიანიდან მხოლოდ ერთი რჩება..
-ვიცი ვინც ხარ, ნუ გეშინია არ მოგკლავ.
გოგონას უახლოვდება და დასაწყნარებლად სახეზე კიდებს ხელს, თან უკან იხედება, როგორც ჩანს არ უნდა რომ ვინმემ შეამჩნიოს.
-გაიქეცი, კლდეზე რომ ახვალ იქ გაჩერდი.
-იმ ადამიანებს არ ვუჯერებ ვინც მოსაკლევად დამსდევენ, თუ ჩემი მოკვლა გინდა, აქვე მომკალი.
-შენი მოკვლა არ მინდა, გაიქეცი სანამ ვინმე შეგვამჩნევს.
-რატომ უნდა დაგიჯერო? შენ ჩემს ხალხს კლავ! შენ ამ პატარა ბავშვის მოკვლაც გინდოდა..
-შენთვისვე სჯობს ის გააკეთო, რასაც გეუბნები.
გოგონა უცნობს, მტერს ემორჩილება და გარბის.. დასაკარგი მაინც არაფერი აქვს.. მხოლოდ თავის დაზე ღელავს, თუმცა იცის, რომ მას მშობლები მაინც ჰყავს და ისინი აუცილებლად მიაგნებენ.. გარბის.. ფეხები არ ემორჩილებიან, ფეხები უკან ექაჩებიან მაგრამ მაინც გარბის.. თითქოს სირბილით ცდილობს გამოსავლის პოვნას, თითქოს სირბილი გადაარჩენს მას, მის დასაც და ყველას ვისაც სიკვდილი ემუქრება.. ძალა აღარ აქვს და განვლილ ცხოვრებას გადაჰყურებს ზემოდან.. ახსენდება დედის ლამაზი, თბილი და ნაზი ხელები, ახსენდება როგორ უხაროდა დედას სიცოცხლე, როგორ უყვარდა ყველა გათენებული დღე, განსაკუთრებით მზიანი, ამ დროს ყოველთვის დღესასწაული იყო მათ სახლში.. თითქოს მზე გარეთ კი არა, იმ ერთ პატარა აგურის სახლში ამოდიოდა.. ანა დედას არასდროს ჰგავდა, ანას მზე დედა იყო და ისიც ჰყოფნიდა ბედნიერებისთვის, ფანჯრიდან შემოსული სინათლე არ ხიბლავდა და არც აფორიაქებას იწვევდა მასში.. ახსენდება დედა რომ დაემშვიდობა, მაშინ ჯერ კიდევ საავადმყოფოში იწვა.. გრძელი თმა საერთოდ გამქრალიყო მისი თავიდან და მხოლოდ ფიქრები დაეტოვებინა.. ნათელი თვალები, რომლებიც ასე უყვარდა ანას, თვალები, რომლებშიც ყოველთვის ხედავდა მზეებს.. ჩამქრალიყო, ჩაშავებულიყო.. აღარ ანათებდნენ.. ანა მაშინ მეორედ მივიდა დედასთან საავადმყოფოში, არავის მიჰყავდა ხოლმე, არ უნდოდათ დედა ასეთი დამახსოვრებოდა, მაგრამ ანამ იცოდა, რომ ადამიანები ისეთები გვამახსოვრდებიან, როგორებიც გვიყვარს და არა ისეთები, როგორებსაც ბოლოს ვხედავთ.. პატარა პალატაში სიკვდილი გამეფებულიყო და შესვლისთანავე იგრძნო ბავშმა, ტუჩები აუცახცახდა და მწოლიარე დედას მოეხვია.. მნიშვნელობა არ ჰქონდა დედა ადრინდელივით ლამაზი იყო, თუ არა.. ანასთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან მისი ჩამკვდარი, ჩაშავებული და ჩამოწელილი თვალები, ანას მაინც უცინოდნენ..
-უჩემოდ მოიწყინე?
იღიმის 30 წლის ჯერ კიდევ ახალგარდა ქალი, ღიმილით აფრთხობს სიკვდილს, რომ კიდევ ცოტახანი აცადოს შვილთან ყოფნა..
-მამა დილით ფანჯრებს არასდროს აღებს..
სლუკუნით ამბობს ბავშვი, ცდილობს დედა დააჯეროს, რომ ის მხოლოდ ამის გამო ტირის..
-მამას არ უყვარს სინათლე, არც შენ გიყვარს.. მაგრამ თუ გეტყვი, რომ ამიერიდან, ყველა სინათლე და ყველა მზის სხივი მე ვიქნები შენთვის, შეგიყვარდება? თუ გეტყვი, რომ ყოველ დილით, როცა ფარდას გადასწევ და ფანჯარს გააღებ, ნიავი, რომელიც შემოვა და სახეე ჟრუანტელს მოგგვრის მე ვიქნები, ისიც ხომ შეგიყვარდება?
-მე შენ მიყვარხარ!
ლაპარაკი გააწყვეტინა ბავშმა დედას.. ბავშმა, რომელმაც ჯერ ისიც კი არ იცოდა რას ნიშნავდა სიყვარული..
-იცი რა არის სიყვარული? სიყვარული საოცარი გრნობაა.. მასზე წმინდა, კარგი და ლამაზი არაფერი არსებობს ამქვეყნად.. ადამიანები შეიძლება მაშინაც კი გიყვარდნენ, როცა შენ გვერდით არ არიან.. მთავარია შენს პატარა, სათუთ გულში გამოუყო ერთი პატარა ადგილი და იცი რა მოხდება მაშინ? ის ადამიანიც იცოცხლებს, იქამდე იცოცხლებს, სანამ შენ იცოცხლებ.. ასე ამარცხებს სიკვდილს სიყვარული და ეს არ მინდა დაივიწყო..
სიტყვა სიკვდილის გაგონებაზე ბავშვს ფეხები და ხელები ერთიანად გაუშეშდა.. იმ დღის მერე, დედა ცოცხალი აღარ უნახავს.. თუმცა ახსოვს მისი გასვენებაც.. ყველა ტიროდა, ყველა მოთქვამდა.. მხოლოდ ანა იჯდა ამაყად, წარბ-შეუხრელი და ღიმილით უყურებდა ცას, მზის სხივები ეთამაშებოდნენ და ეალერსებოდნენ სახეზე ისე, როგორც დედამ იცოდა ხოლმე.. ამის მერე მას მართლა სწამს, რომ კვდები მხოლოდ მაშინ, როცა არავინაა ისეთი, ვინც თავის გულში, გონებაში და ფიქრებში გაგაგრძელებინებს სიცოცხლეს..
ისევ გარბის და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, მას თუ ჰყავს ისეთი ადამიანი, ვინც უკვდავს გახდის.. მერე ელენე ახსენდება, მისი ნახევარდა, ახსენდება მისი დაბადება და ღიმილს ვერ იკავებს, ახსენდება რამხელა სითბო და სიყვარული მოიტანა მან.. გონებაში გადაწყვიტა, რომ მის სიცოცხლეს ელენე გააგძრელებს, რადგან ამ ოთხი წლის ბავშვს მართლაც ისე უყვარს უფროსი და, როგორც ანას უყვარდა დედა..
გარბის და ცდილობს ფიქრები თავიდან მოიშოროს, ახლა კიდევ უფრო ნაკლებად ეშინია სიკვდილის, აცნობიერებს რომ უკვე იმ კლდეზეა, რომელზე ასვლაც მოთხოვეს. ჩერდება, უკან ტრიალდება და მისგან მოშორებით ავტომატიანს ხედავს.
ისევ ფიქრების მორევში ეშვება, ვერ ხვდება რატომ გადაწყვიტა ამ ახალგარდამ კლდეზე გამოასალმოს სიცოცხლეს კიდევ ერთი ადამიანი, როცა თავისუფლად შეეძლო, რომ იქვე მოეკლა.. ცაში იხედება, სინათლე თვალს ჭრის, სახეზე ისევ ეთამაშებიან მზის სხივები და წყნარდება, დედას უღიმის.. ნელ-ნელა ავტომატიანიც უახლოვდება, მის წინ ჩერდება, იარაღს ძირს აგდებს და ბალახებში ჯდება, როგორც ჩანს ბევრი ურბენიათ, ავტომატიანს სუნთქვაც კი უჭირს.
-აქ რატომ მომიყვანე?
სიმყუდროვეს არღვევს ანა.
-შენი მოკვლა არ მინდა და იმიტომ.
-შენ თუ არ მომკლავ, სხვები მომკლავენ, მირჩევნია ეს ახლავე მოხდეს, აღარ მინდა კიდევ ვუყურო როგორ მოკლავთ შენ და შენიანები პატარა ბავშებს, აღარ მინდა ამას ვუყურო!
-არც მე მინდა ვინმეს მოკვლა, არც ჩემიანებს! ეს სისხლში არ გვაქვს! ეს ჩვენი სურვილით არ ხდება! ამას გვაიძულებენ! ამას ჩვენ მოვალეობად ხდიან.. შენ როგორ ფიქრობ, ჩვენს ბიჭებს აქ არ კლავენ? როგორ ფიქრობ სახლში მათაც გულის კანკალით არ ელოდებიან დედები? და შენ გგონია იმ დედას არ უნდა რომ მისი შვილის მაგივრად ის იბრძოდეს აქ.. ის იბრძოდეს და სიცოცხლეც სწორედ მან დაამთავროს ბრძოლის ველზე.. ასეა, ყველას ჰგონია მარტო თავისიანები შავდებიან და იცი რამდენს ხოცავენ შენიანები? თხუთმეტჯერ მარტო მე მესროლეს.. ჩემი ბიჭები ხელში მაკვდებიან..
მათი დიალოგი მონოლოგს ემსგავსება მაგრამ ავტომატიანი მაინც აგრძელებს ლაპარაკს..
-შენ წარმოდგენა მაინც გაქვს რამდენი მეგობარი დავკარგე ამ საშინელ ომში? და შენი აზრით თუ გადავრჩები, ამის მერე ჩემი ცხოვრება გაგრძელდება? ჯობია მოგკლან, ვიდრე ვიღაცის მოკვლა გაიძულონ.. შენ რა იცი.. წარმოდგენაც კი არ გაქვს..
ანა ხმას ვეღარ იღებს, ავტომატიანი მაინც მტერია და იცის, თუ ხმას ამოიღებს, მისი დანუგეშება მოუწევს, ამიტომ სიჩუმეს არჩევს.
ავტომატიანი ხელებს სახეზე იფარებს და აწითლებულ თვალებს იჭ....ტს.
-რატომ გადამარჩინე?
თავს ვეღარ იკავებს ანა, სიჩუმეში თავს უხერხულად გრნობს, ურჩევნია მტერმა ილაპარაკოს..
-შენ ლამზაი ხარ, კეთილი, გაბედული.. შენც ხომ გადაარჩინე, ის პატარა ბავშვი ხომ გადაარჩინე.
-ის ბავშვი ჩემი მტერი არ არის.
-არც შენ ხარ ჩემი მტერი, არც ის ბავშვი იყო ჩემი მტერი.. საერთოდ არავინაა აქ ისეთი, ვისი მოკვლის სურვილიც მაქვს, იმის მოკვლაც კი არ მინდა, ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი მოკლა.. გაგიკვირდება და მკითხავ რატომო, რატომ და იმიტომ რომ მჯერა, ჩვენ ყველა ერთნი ვართ, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, მნიშვნელობა არ აქვს რა ეროვნების, რა სარწმუნოების, რა ფერის.. საერთოდ არაფერს აქვს მნიშვნელობა.. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და სწორედ ეს გვაერთიანებს, თუმცა ცუდია, რომ ამას ყველა ვერ ხვდება, ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ აკმაყოფელებთ თავიანთი ტერიტორიები და უნდათ რომ სხვას წაართვან.. თანაც როგორ წაართვან..
ანა გაოცებულია, ხვდება, რომ ავტომატიანი ისეთი არ არის, როგორიც ეგონა და გული უთბება.
-ყველა შენნაირი რომ იყოს..
ამბობს და მის გვერდით ჯდება.
-აქედან იქამდე უნდა წავიდეთ სანამ ძებნას დამიწყებენ და აქ შენთან ერთად მიპოვიან.
-რომ გაიგონ რომ არ მომკალი და გადამარჩინე რას გიზამენ?
-არ ვიცი.
-ალბათ მოგკლავენ.
-ალბათ.
-გამოდის რომ ჩემთვის თავს წირავ.
-ხო, ეგრე გამოდის.
-არ მინდა რომ ჩემ გამო მოკვდე, შენ უნდა იცოცხლო, შენნაირები ძალიან ცოტანი არიან და შენ მაინც უნდა იყო.. ერთი მაინც..
-არ გეთანხმები, შენც ჩემნაირი ხარ, ოღონდ შენ თვითონაც ვერ გარკვეულხარ ჯერ ამაში.. ბიძგი გჭირდება, ის, რაც ბოლომდე დაგარწმუნებს შენს თავში.. შენ იმ პატარა ბავშვის გამო თავს წირავდი, ეს ზუსტად ის არის, რასაც მე ვაკეთებ, ოღონდ მაშტაბები გაქვს გასაზრდელი.
ავტომატიანი იცინის, ანას ტვინში უჯდება მისი სიტყვები, მოსწონს თუ ისიც ისეთია, როგორიც ავტომატიანია, იმიტომ რომ ავტომატიანი მოსწონს.. თავის თავში და ფიქრებში ირევა.. ბოლოს გადაწყვეტს, რომ მისი ბიძგი, ავტომატიანია..
-როგორმე იქ უნდა მიხვიდე, საიდანაც გამოიქეცი.
-იქ გავივლი თუ არა, მომკლავენ.. შენც ხომ იცი, რომ მომკლავენ..
-იმ გზით წახვალ, რა გზითაც ის ბავშვი წავიდა, მე ბიჭებს შენს საპირისპირო მხარეს გავიტყუებ, ამჯერად მოგიწევს თავგანწირვაზე კი არა, თავის გადარჩენაზე იფიქრო.
-და თუ არ მინდა?
-ის პატარა ბავ|შვი ვინ არის? შენთან ერთად ვხედავ ხოლმე.
-ელენე? ჩემი დაა.. და შენ?
-ხო, მე აქამდეც შემიმჩნევიხარ შენ და |შენი დაც.. რთულია აქ ვინმემ ვერ შეგამჩნიოს.
-არც ისაა მარტივი, ამდენ ხალხში ვინმემ დაგიმახსოვროს.
-შენი დამახსოვრება მარტივია.
ავტომატიანი თავის დიდ და გრძელ თითებს უსმევს სახეზე ანას..
-ისეთი ლამაზი ნაკვთები გაქვს, არამგონია ვინმეს დაავიწყდეს, ადამიანებს მისი ხილვით გამოწვეულ ბედნიერებას და გაოცებას ვერ მოაკლებ, უნდა გადარჩე..
ანასთან აქამდე ასე არავის ულაპარაკია.. და მაინც რა არის სითბო.. ომსაც რომ გავიწყებს..
-ერთად ვერ ვივლით?
-ცოტახანი შეგვიძლია ერთად სიარული, აქ მაინც არავინ არის.
ფეხზე წამოდგნენ, ანა ავტომატიანს გვერდზე დაუდგა.
-ხელი მომკიდე რაა..
ავტომატიანმა ანას ხელი ხელზე ძალიან მაგრად მოკიდა, თავზე აკოცა და თბილად გაუღიმა.
-ნუ გეშინია.
ერთმანეთში ერეოდათ ნაბიჯები და ასე მიუყვებოდნენ გზას..
-სიკვდილის არ მეშინია, ამ ხმების მეშინია.. ამ კივილის, იარაღის გასროლის.. ეს ხმები მაგიჟებს..
-ამ დროს სიმღერებს უნდა მოუსმინო, შეგიძლია იცეკვო კიდეც და დაწყნარდები.
-არამგონია სადმე სიმღერის მოსმენა შევძლო, არაფერი აღარ მაქვს, ყველაფერი ჩემს სახლთან ერთად განადგურდა.
-არა, არაა... მე მაგ სიმღერაზე არ გეუბნები.
ნაბიჯი შეანელა ავტომატიანმა.
-ყველაზე მაგარი სიმღერა ის არის, რაც მხოლოდ შენ გესმის.. ყველაზე მაგარი სიმღრა ის არის, რომლის მელოდიასაც სხვები ვერ გაიგებენ, ის სიმღერა, რომელიც შენს გონებაში იბადება.
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
ავტომატიანი საერთოდ გაჩერდა, ანას წინ დაუდგა.
-მიხვდები.
მისი პატარა ხელი ისევ ხელში მოიქცია და გზა გააგრძელა.
-შენ არაფრის გეშინია?
-კიი, მეშინია რომ ყველა შენნაირი ლამაზი გოგო გაქრება და მხოლოდ მახინჯები დარჩებიან.
ავტომატიანმა გაიცინა, ანასაც გაეღიმა, თუმცა მისგან სერიოზული პასუხის მოსმენა უფრო უნდოდა.
-მეშინია, რომ ისე გავანადგურებთ სამყაროს, ვერ მივხვდებით, რომ ყველაზე ძვირფასს ვკარგავთ.. მეშინია, რომ ადამიანები ვერასდროს მიხვდებიან რომ ყველა მატერიალურზე თუ არამატერიალურზე მაღლა სიყვარული დგას.. ხო, მეშინია, რომ იქამდე გადავშენდებით, სანამ ამას მივხვდებით.
-სიყვარული..
გული აუჩქარდა ანას.
-რა იყო, შეყვარებული ხომ არ ხარ?
ისევ იცინის ავტომატიანი და ანას ისევ ეღიმება.
-არა.
ხმები ნელ-ნელა უფრო იზრდება..
ავტომატიანი ანას შორდება.
-იმედია ხვდები საითაც უნდა წახვიდე.
-კი.
ავტომატიანი ანას შუბლეზ კოცნის.
-კიდევ შეგხვდები?
-მე უკვე მოგკიდე ხელი.. თანაც ხომ იცი, მთავარი სურვილის სიძლიერეაო..
ავტომატიანი იღიმის, ანას აღარც ეღიმება.
-თავს გაუფრთხილდი.
ანა ავტომატიანს მის ნათქვამ სიტყვებს ზურგე აწებებს და მიდის, იქით მიდის, საითაც გადარჩება.. ნახევარი საათის წინ ფიქრობდა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოკვდებოდა თუ არა, ფიქრობდა და უნდოდა კიდეც.. ახლა კი უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა სიცოცხლემ.. ავტომატისნაირ ადამიანს შეხვდა და უნდა მისნაირს კიდევ ბევრს შეხვდეს.. ახლა უფრო ბევრ მნიშვნელობას იძენს სიცოცხლეც და იმ გასროლილი ტყვიების ხმაც..
უკან იხედება, საფრთხეს ვერ ამჩნევს და ეღიმება, ავტგომატიანმა კიდევ ერთრხელ გადაარჩინა.. გული უჩქარდება, სუნთქვა უხშირდება და სამყაროს მთლიანად წყდება, საერთოდ სხვაგან დაფრინავს თავის გონებასთან ერთად. ბედნიერია! გაგიკვირდებათ, როგორ შეძილება ადამიანი ბედნიერი იყოს ომშიო, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ სიყვარული არ გვეკითხება სად ვართ, ვისთან ერთად და როგორ მდგომარეობაში, ის ჩვენგან დაუკითხავად მოდის, ყველა ცარიელ ადგილს გვივსებს და ჩვენც, გრძნობებით გავსებულები, ვბედნიერდებით, ჩვენდაუნებურად..
ანა ახლა უფრო მყარად დგას მიწაზე და შიშის გარეშე მიდის სამალავში, სადაც თავის დასთან ერთად, ცისფერთვალებიანიც ხვდება, მათი დანშახვა კიდევ უფრო აბედნიერებს და ჰაერს ღრმად ისუნთქავს.
-ანაა!!!!!! მთელი ძალით ეხვევა პატარა დიდ დას..
-მეგონა აღარ მოხვიდოდი..
ცრემლებს ვერ იკავებს ელენე.
-შენ აქ მარტო როგორ დაგტოვებდი?
ანა ბავშვებს ეთამაშებოდა, როცა მათი სამალავის კარი გაიღო.
შიშისგან აკანკალებულმა ბავშვებმა გაფართოებული თვალის გუგებით შეხედეს ანას და ხელი ერთმანეთს მოუჭირეს.
ანამ თავი ხელში აიყვანა, რაც არ უნდა ყოფილიყო, მას დანებების უფლება არ ჰქონდა მაშინ, როცა გვერდზე პატარა ბავშვები ეწვნენ.
ვითარება მაშინ გაიმუხტა როცა ვიწრო, ხისგან აშენებულ ქოხში ელენესა და ანას მამა შემოვიდა.
-მამა?!
სახე გაუბრწყინდა ელენეს, თუმცა ეს უფრო გაოცებას ჰგავდა.. ის ხომ აღარ ელოდა.. მამას საერთოდ აღარ ელოდა..
ერთმანეთს მოეხვივნენ, ბავშვებთან არაფერ ცუდზე საუბრობდნენ, მაგრამ როცა დარწმუნდნენ რომ მათ ეძინათ, ლაპარაკი დაიწყეს.
-ყოჩაღ ანა! იმედი მქონდა რომ აქ დამხვდებოდით, რა თქმა უნდა, მქონდა მაგრამ ეს ისეთი სასწაულია.. ყოჩაღ..
-შენი ცოლი სად არის?
-ის უკვე გავუშვი, მე თქვენს წასაყვანად დავბრუნდი.
-წასაყვანად?
სახე აელეწა ანას.
-ხო, ანა, აქედან უნდა გავიქცეთ, სანამ დროა.
-მე არ წამოვალ!
ხმას აუწია ანამ.
-როგორ თუ არ წამოხვალ? შენ რა გგონია, ყველას შეუძლია აქედან წასვლა? იცი რამდენი ვიწვალე ეს რომ მომეხერხებინა?
-არ მითხოვია.
-ანა!!!!!!
-წადი, შენს ცოლთან და შვილთან წადი და ჩემ მაგივრად ეს პატარა ბავშვი წაიყოლე, მას უფრო სჭირდება დახმარება, მე საკუთარ თავს თავად მივხედავ.
-და როგორ ფიქრობ აქ დაგტოვებ? და მე წავალ? აქ სადაც ნებისმიერ წამს შეილება მოგკლან?
-მე აქ მინდა ყოფნა და შენ ვერსად წასვლას დამაძალებ.
-ორსაათში მივდივართ ანა!
-აქედან გავალთ თუ არა, პირველივე ტყვიას შევუვარდები თუ ძალით წამიყვან! დედის სულს გეფიცები თავს ჩემით მოვიკლავ!
-რატომ გინდა აქ დარჩენა ანა??? რატომ?
ანას ხმა აღარ ამოუღია, მამამაც თავი დაანება, მისთვის ანა მთავარი მაინც არ იყო..
ორ საათში წავიდნენ, პატარა ზუკაც წაიყვანეს.. ელენე ანას არ დაემშვიდობა, გაუბრაზდა იმის გამო რომ მასთან ერთად არ წავიდა..
ანა მარტო დარჩა, ძირს დაწვა, ხელები გაშალა და ფიქრი დაიწყო...
ავტომატიანის სახელიც კი არ იცის.. შეიძლება ისე გავიდეს მისი მთელი ცხოვრება, რომ მას ვეღარასდროს შეხვდეს.. ვეღარასდროს მოკიდოს მის დიდ, ძარღვიან და ძლიერ ხელს, თავისი სუსტი ხელები.. შეილება ვეღარასდროს ჩახედოს იმ ლურჯ თვალებს, რომლებიც ზღვასავით სუფთაა, წმინდა.. ახსენდება როგორ შეეხო ავტომატიანი პირველად და სხეულში სითბო ეღვრება.. ‘ნეტავ სად არის? როგორ არის? რას აკეთბს?’ კითხვები არ ასვენებენ ანას და ვერც თვითონ ისვენებს.. ბოლოს გადაწყვეტს, რომ მთავარი ავტომატიანთან დაბრუნება კი არა, მთავარი ის არის, სხვებსაც გააგებინოს და დაანახოს ის, რაც ავტომატიანმა 5 წუთში ასწავლა.. საფრთხის მიუხედავად ფეხზე დგება, რამდენიმე ტანსაცმელს იცმევს ერთად, კართად მიდის, პირჯვარს იწერს და გარეთ გადის..
‘ისიც იმ მტვრიან, სისხლიან, ბინძურ ჰაერს სუნთქავს, რომელსაც მე’.. ფიქრობს თავისთვის და ცდილობს შიში ბოლომდე დაამარცხოს, ნელ-ნელა უფრო მყარად ადგავს ფეხს და თავს სამყაროს განუყრელ ნაწილად გრნობს..
იარაღაკიდებული ბიჭები ისევ დასდევენ ერთმანეთს, ისევ იღვრება სისხლი და ისევ კივის შვილმკვდარი დედა..
ანას ზურგიდან ვიღაც ახალგარდა ეწევა და თავისკენ ატრიალებს.
-მესხიი? აქ რას აკეთბ?
-ნიკა?
გაოცებისგან პირი დააღო ანამ.
-წამოდი იქით წავიდეთ. აქ რას აკეთბ? მამაშენს რატომ არ გაყევი? სულ გაგიჟდი?
-ომს ლაჩრები და მშიშრები გაურბიან, ჭიანჭველისხელა ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავებზე ფიქრობენ.. არც ბრძოლა უნდათ, არც ომის შეჩერება, მთავარია თვითონ გადარჩნენ! მე არც ჭიანჭველა ვარ და არც ლაჩარი, აი, ამიტომ ვარ აქ.
-სისულელეების ლაპარაკს მოეშვი! მოგკლავენ.
-მომკლან, ისე მოვკვდები, სიკვდილის წინ ჩემი თავის მაინც არ შემრცხვება.
-წამოდი, ჩემთან ერთად იყავი, იარაღს და ჟილეტს მოგცემ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: salommes13
ნანახია: 983 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ომის თემა... საოცარია! გული დამესერა...
ისე აღწერ, თითქოს თავს გადაგხდა... ველოდები გაგრძელებას
avatar
0 Spam
2
ძალიან დიდი მადლობა! <3
avatar