ბედის ირონია?!
24.04.2016, 14:21
ცხოვრებაში ყველაფერი არ ხდება ისე როგორც ჩვენ გვინდა, ხანდახან გვგონია რომ ცხოვრება გვეთამაშება,
სიგიჟეა.
ან უფრო უარესი.
არ ვიცი რა არის,
ალბათ ბედის ირონია?!
ის რაც ჩემთან ხდება არის რაღაც არანორმალურება.
ხანდახან გგონია გაგიჟდები მაგრამ მერე ისევ ჩვეულებრივად ხარ.
მოდი დავბრუნდეთ დასაწყისში და იქიდან დვიწყოთ ყველაფერი
^^^
როცა ეს ყველაფერი დაიწყო მეცხრე კლასში ვიყავი.
ყველაფერი იმდენად კარგად იყო მეგონა რაღაცეები მესიზმრებოდა.
ყველაფერი ის მქონდა რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს,
ამიტომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,
თუმცა ყველაფერი ბოლომდე კარგად არ ხდება.
სულ მეგობრებთან ერთად ვიყავი
და ერთ დღეს გამოჩნდა ის ვიღაც
ნორმალურად არც მახსოვს როგორ იყო
მახსოვს მხოლოდ ის რომ მოვიდა და არ წავიდა
ლურჯი ჟაკეტით დადიოდა სულ
ჯინსით
და კედებით.
ყველგან იყო
ქუჩაში.
სკოლაში.
პარკში.
სადაც წავიდოდით ყველგან გვხვდებოდა, თავიდან არ ვაქცევდით ყურადღებას მაგრამ მერე მოსაბეზრებელი გახდა.
არ არსებობდა გარეთ გასულს არ შემხვედროდა
არ ვიცოდი ვინ იყო
რა უნდოდა.
^^
ლიზასთან მივედი, ნათიაც იქ იყო
-ნეკა მოხვედი? -გამომძახა სამზარეულოდან ლიზამ
-ხოო -ვუთხარი და წყლის დასალევად შევედი
-გინდა ყავა? -მკითხა მან
-არა იყოს -ვუთხარი და ისევ მისაღებში გავედი
-აუ გოგოებო იცით ვინ შემხვდა? -თითქმის ერთდროულად ვთქვით მე და ნათიამ
-ვინ? -იკითხა ლიზამ
-ლურჯჟაკეტიანი -თქვა ნათიამ
-აუ მეც -ვთქვი და სახე დავმანჭე
ასეთი იყო ჩვენი დიალოგი თვეების მანზილზე.
^^^^^^
ზაფხული იყო.
გამოცდები დაწყებული, ფქტიურად არავის არ ეცალა ჩვენთვის სკოლაში და სიარულიც საშინლად მეზარებოდა
-ნეკა გაიღვიძე -ოთახში შემოვიდა დედა
-აუუ 5 წუთიც რაა -ვთქვი და ისევ დაძინება ვცადე
-ადექი გაგვიანდება აღარ შემომიყვანო -მითხრა და გავიდა
ძლივს ავდექი, ერთი საათი ვეძებდი რა ჩამეცვა, ჯინსი, კედები, თხელი ზედა და ჟაკეტი, საუზმე ვერ მოვასწარი სწრაფად ჩავყარე წიგნები ჩანთაში და სკოლაში წავედი, თან ლიზას გავუარე, იქ მისულებს გვითხრეს რომ მასწავლებელს არ ეცალა და ეზოში ვყოფილიყავით
მე, ლიზა და ნათია იქვე სკამზე დავჯექით,სხვები სადღაც წავიდნენ, ვიცინოდით და რაღაცეებს ვიხსენებდით როცა ჩვენს პირდაპირ სკამზე ის ლურჯ ჟაკეტიანი და კიდევ ერთი ბიჭი დაჯდა, არა ვერც ერთს ვიტანდი და ვერც მეორეს მაშინვე ვიფიქრე როდის ადგებიან-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა მივხვდი ჯობდა ავმდგარიყავი და გავმქრალიყავი.
-მე მირიანი -თქვა ლურჯჟაკეტიანმა მას შემდეგ რაცმეორე ბიჭი წავიდა
-მე ნათია, ეს ლიზა და ეს ნეკა -უთხრა ნათიამ
მერე უბრალოდ გამოცდებზე ვსაურობდით, მერე მისი შესვლის დროც მოვიდა და ჩვენც გაკვეთილზე წავედით, გაკვეთილის შემდეგ ისევ გვიცდებოდა ერთი და ისევ ეზოში ვიყავით, გამოცდიდან გამოვიდა და ისევ ჩვენთან დადგა.
იმ დღეს არ მიფიქრია ადამიანი ასეთი მოსაბეზრებელი თუ შეიძლება იყოს.
^ ^ ^
ყოველ დღე მოდიოდა სკოლაში
ცხელოდა ამიტომ ჩვენ ეზოში ვიყავით
ისიც მოდიოდა და ჩვენთან დგებოდა, მაშინ მხოლოდ გვეცინებოდა მაგრამ მერე მეც და ლიზაც მივხვდით რომ სასაცილო არ იყო.
როგორც იქნა სკოლა დამთავრდა მაგრამ მირიანი როგორც ჩვენ ვუწოდებდით "ლურჯჟაკეტიანი" სულ გვხვდებოდა ისევ, უბრალოდ შეხვედრის ადგილებს სკოლა გამოაკლდა.
როგორც იქნა წავედი და ვეღარ მხვდებოდა და დავისვენე, მაგრამ არც ეს დასვენება გაგრძელდა დიდხანს.
ლიზასთან ვიყავი როცა მითხრა
-აუ ნეკა იცი?
-რა? -ინტერესიანი თვალებით შევხედე მე
-მირიანმა მომწერა გუშინ,ფეისბუქზე და შევწუხდი რა -მითხრა წუწუნით
-აუ რა აუტანელია
-ხოო ძალიან, შენთვის არ მოუწერია? -მკითხა მან
-არ ვიცი ორი დღეა არ შევსულვარ
-მიდი ნახე რა
-კაი ახლავე
შევედი, მოწერილი დამხვდა ნეტავ არ მიმეწერა
არ გამიხსნია სახლში მისვლას დაველოდე
გვიანი იყო სახლში რომ მოვედი და კიდევ უფრო გვიან გამახსენდა მისი მონაწერი
-ნეკა როგორ ხარ?
-კარგად შენ? -მობეზრებულმა დავუბრუნე პასუხი
-არ მეგონა თუ მომწერდი
-ჰო ალბათ ცუდად გეგონა -მხოლოდ ორი წუთი იყო გასული მას შემდეგ რაც ვწერდი და უკვე მზად ვიყავი მომეკლა
მილიონ რაღაცაზე მწერდა,უბრალოდ უაზრო ადამიანი იყო, აუტანელი და ტვინში ვერ ჰქონდა რარაცეები ისე როგორც უნდა ჰქონოდა,
მიკვირს რომ არ გავგიჟდი
უბრალოდ არ მეშვებოდა და მორჩა
შეეძლო მილიარდი სისულელე ეთქვა ისე რომ ამას საერთოდ არ შეეწუხებინა
^^^
-ნეკაა როგორ ხარ? -აი ისევ მოვიდა მოსაბეზრებელი შეტყობინება
-კარგად -დავუბრუნე პასუხი და შევეცდე დღესაც არ მეჩხუბა
-მადლობა მოკითხვისთვის -ვითომ ირონიით მომწერა
-არაფერს
ეს დღეც ჩხუბით დავასრულეთ, არა სერიოზულად აღარ მყოფნიდა ნერვები და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.
უნდა მომეშორებინა მაგრამ როგორ? ლიზა და ნათიაც ვერ იშორებდნენ,
^^^'
ერთხელ გადამეკიდა შენზე მომიყევიო გამაგიჟა, არ გაჩერდა
ვუთხარი გვირილები და იასამნები მიყვარს-მეთქი და თუ მოვახერხე გაჩუქებ მაგრამ ნაგავში გადაყრიო არაფერი მითქვამს გამეცინა, ეს იყო ერთადერთი დღე როცა ერთმანეთი არ დავხოცეთ,
საშინლად გამაღიზიანებელი იყო მთელი მისი არსებობით, უბრალოდ ვლანძღავდი და ითმენდა,არაფერს ამბობდა იცინოდა, სულ მაინტერესებდა ასე ძალიან აკლდა თუ უბრალოდ არამბობდა არაფერს, ფაქტია არ იყო ნორმალური.
^^^
მერე დადგა დრო ურთიერთობა ოდნავ რომ გამოგვისწორდა, უფრო სწორად მე აღარ ვლანძღავდი ვიცოდი რა არანორმალურიც იყო და ვხვდებოდი არაფერს არ ჰქონდა აზრი.
პიკი იყო ის დრო რომ მომწერა გამოცდებზე ჩავიჭერიო, თხუთმეტი წუთი ვიდექი და ვიცინოდი, არა იმიტომ კი არა რომ სასაცილო იყო ან გამიხარდა შემეცოდა მაგრამ ერთხელ ვუთხარი ჩაიჭრები-მეთქი და მაგაზე გამეცინა.
მერე როგორღაც მოვიშორე და არ მწერდა
დავისვენე
დ ა ვ ი ს ვ ე ნ ე !!!
მაგრამ ისევ დაიწყო
უფრო აუტანელი იყო
უფრო მინდოდა მომეკლა.
შეტყობინება გამოვურთე
მეც დავისვენე და ალბათ მანაც.
მაგრამ არ მგონია დაევენა ალბათ რაღაცეებს დალეწავდა შემთხვევით.
ერთი თვის მერე ჩავურთე შეტყობინება და არ ვიცი რატომ.
უფრო აუტანელი იყო.
მთელი ზამთარი და შემოდგომა გამიმწარა
იანვარი იყო.
ერთ დღეს სასინლად ვიჩხუბეთ.
აი ისე,
არც ის აპირებდა რამის მოთმენას
არც მე
იმდენად ვიყავი წყობიდან გამოსული
საკუთარი თავის გაკონტროლება მიჭირდა
ისეთი ვიყავი როგორი ნეკაც არავის არ ახსოვს
მკითხა გინდა შეგეშვაო?
გამეცინა და მერე კიმეთქი
ხოდა მორჩა
მას შემდეგ ისიც კარგადაა და მეც კარგად ვიყავი იმ დღემდე როცა ისევ დაიწყო ეს სიგიჟე.
^^^^^
ისევ დაიწყო.
ისევ იგივე
ისევ ყველგან მხვდებოდა
ოღონდ მირიანი არა სხვა
შავ ქურთუკს ატარებდა
ჯინსს
და ბოტასს
ჩანთაც ჰქონდა.
ყველგან იყო ისევ
ისევ ისე გავიცანი როგორც მირიანი
-მე მირიანი -თქვა და თუ რამე არ დამემართებოდა არ მეგონა
-მე ნეკა, ესენი ნათია და ლიზა
ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი და მაინც დავიწყე.
მირიანის ნაირი იყო ზუსტად
მირიან პირველი
და მირიან მეორე
არ იყვნენ ნორმალურები
და ვგრძნობდი მე ლიზა და ნათიაც აღარ ვიყავით ნორმალურები
ყველაფერი დამთავრდა ისე როგორც მირიან პირველთან.
^^^^
მაგრამ...
საშინელება იყო
ისევ იგივე
ასეთი რამ როგორ არსებობდა?
მეთერთმეტე კლასში ვიყავი უკვე.
როგორ მინდოდა ეს სამი წელი ჩემი ცხოვრებიდან წამეშალა.
ისევ იგივე
ის მათგან განსხვავებით გარეგნობით მაინც იყო კარგი
ტყავის ქურთუკს ატარებდა
ჩანთას
შავ შარვალს
და კედებს
ისევ იგივე
ისევ ისეთი გაცნობა
ბოლო წამამდე მქონდა იმედი რომ ყველაფერი ერქმეოდა მირიანის გარდა
მძულდა უკვე ეს სახელი
-მე ... -დაიწყო ბიჭმა
-მირიანი ხო? -ვკითხე მე და სიკვდილი ვინატრე
-საიდან იცით? -არა ამდენს ვერ გადავიტანდი
-ერთხელ გავიგე ვიღაცამ დაგიძახა და -ვიცრუე და ისევ ვინატრე გავმქალიყავი
ვგრძნობდი რომ აღარ ვიყავი ნორმალური
ვგრძნობდი რომ ნათია და ლიზაც არ იყვნენ კარგად
სიგიჟე იყო ეს ყველაფერი
და გიჟები ვართ ჩვენც ყველანი.
მაგრამ რა არის ეს?
ბედის ირონია?! ...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1239 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar