"ჩემი ცხოვრების სიგიჟე" (სრულად)
10.04.2016, 21:47
ყოველთვის "ზაფხულის გოგო" ვიყავი, სიგიჟემდე მიყვარდა ის და დღემდე ასეა,ყველანაირად ჩემი იყო ეს სეზონი გვირილებით დაწყებული ჩემი დაბადების დღით დამთავრებული,ორივე უზომოდ მიყვარს,ხო წვიმაც მიყვარს,საერთოდ ძალიან უხასიათო და აუტანელი ვარ თუმცა გიჟობებიც მახასიათებს,ორი მეგობარი მყავდა და დარწმუნებული ვარ ისინი ყოველთვის ჩემთან იქნებიან, ჩემი თაკო და ეკა, ორი ჩემნაირი,მაგრამ ჩემზე მხიარული,ჩემზე უფრო გიჟები რამდენად არიან არვიცი?! ალბათ არ არიან მაგრამ მე ვაგიჟებ,ჩემი უზომოდ აუტანელი ხასიათის გამო მაინც ვფიქრობ რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ამიტანონ ალბათ ამიტომაცაა რომ 12 წელია ვმეგობრობთ,ისინი 25 წლისები არიან მე მათზე ერთი წლით უფროსი ვარ,
წვიმა არცერთს არ უყვარს მაგრამ ამის თქმას ვინ გამიბედავს? წვიმა არ ყოფილა ჯერ ხელი რომ არ მომეკიდა მათთვის და ქუჩაში არ გვეწანწალა, მერე სულ ვცივდები მე და მივლიან გოგოები.
ყველგან ერთად დავდივართ, გარეგნობითაც მშვენიერი გოგოები ვართ ბევრს კი რჩება ჩვენზე თვალები მაგრამმმ!!!
ეკა ადვოკატია,თაკო ჟურნალისტი, მე ეკონომისტი და ამავე დროს ბლოგერიც ვარ,მოცლილობის დროს მოთხრობების მსგავს რაღაცეებსაც ვწერ,ისე ჩემთვის,ყველას უზომოდ გვიყვარს ჩვენი საქმე, ხშირ შემთხვევაში დროც არ გვაქვს მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სამსახურის შემდეგ ჯერ ერთმანეთს ვნახულობთ და მერე მივდივართ სახლებში ან საერთოდ არ მივდივართ. შვებულებასაც ერთად ვატარებთ ნაცნობები.
თაკოს და ეკას შეყვარებულები ჰყავთ გეგა და ნიკა, ორივე ძალიან საყვარელია და ორივეს უზომოდ ვუყვარვარ. ისე სიმართლე რომ ვთქვა უბრალოდ ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი რომელიც ჩემს "შესანიშნავ" ხასიათს აიტანს და მე გამიძლებს ამიტომ ვარ მარტო და არც მაწუხებს, მყავდა ადრე ერთი მაგრამ არც ისე დიდხანს გაგრძელდა ეს ურთიერთობა და ახლა რომ ვფიქრობ არც იყო საჭირო შესანიშნავად ვგრძნობ თავს, ახლა ჩემი გოგოები ბიჭების სანახავად არიან მეკიდევ ვზივარ თსკოდ სახლში ყავის ფინჯნით და "თავით კომპიუტერში"
ველოდები როდის მოვლენ მაგრამ მგონი დიდხანს მომიწევს ლოდინი მე კი აზრზე არ ვარ რა ვაკეთო, ისე მისი კომპიუტერი რომ გამოვიყენო და რამე დავწერო მგონი არაფერს მეტყვის,მომეცა საშუალება და დიდი ხნის წინანდელ იდეას განვახორციელებ დავჯექი და დავიწყე წერა მაგრამ ვინ რას დაგაცდის? ახლა მოუნდა ვიღაცას მოსვლა ზუსტად თხუთმეტი წუთის შემდეგ ისეთი ბრახუნი ატეხა ვიღაცამ კარებზე სირბილით გავიქეცი კარისკენ გავაღე და ქალბატონი ეკა სხვა ვინ იქნებოდა
-რა ქენით შენ და გეგამ? -ისე საყვარლად ვკითხე ჩემი თავი შემიყვარდა
-უფ რავიცი ვერაა რა -არა რაც თავი მახსოვს სულ ამას მპასუხობს
-რაგინდა რასერჩი მშვენიერი ბიჭია? -და მე სულ ვიცავ
-ხოდა გყავდეს -ძალიან გაბრაზებულია არა უნდა დავაჯინო და დეტალურად მოვაყოლო ყველაფერი
- არმინდა მე, მოყვები ახლა რაგააკეთა თუ დავურეკო და თვითონ ვკითხო?
-ხო კარგი კარგი, ჩემი სამსახურის მეგობრები სადღაც მიდიან მეც დამპატიჟეს და არ მომყვება ახლა გაუჩნდა ყველაფერი საქმე - არა ვერაა ესგოგო იმედია ტირილს არდაიწყებს
- იქნებ მართლა არ სცალია, მე წამოგყვები არგინდა? -მეც მაკლია
-ნუ იცავ სულ! და შენი წამოყოლა რად მინდა - რაღაც ძალიან აგრესიული გახდა
-ხო კარგი დაწყნარდი ახლა
ეკა ძლივს დააწყნარე, ის იყო ჩემს საქმეს მივუბრუნდი ისევ დარეკა ზარი ვიღაცამ მაგრამ ის არ ადგა და ისევ მე მომიწია კარის გაღება თაკო მოვიდა
-რა იყო გოგო მესამე მსოფლიო ომი იწყება თუ რა ხდება რას ჩამოიღე კარი? - გავუცინე მე
მაგრამ მგონი მას სულ არ ეცინებოდა ჩამეხუტა და ატირდა -ამას მაინც რა დაემართა ღმერთო მიშველე რა მოხდება...
-ოუუ თააკ ასე გაგიხარდა ჩემი ნახვა რომ ტირი კიდეც? -მშვენიერ ხასიათზე ვარ დღეს ნეტავ რა მიხარია?
-მორჩი ცანცარს რაა ნიკას ვეჩხუბე -ძლივს ამოიზლუქუნა და უკვე ჩემი "რკინის ნერვები" აღარ იყო რკინის, საშინლად გავბრაზდი
-რაუბედურება გჭირთ ან ერთს,ან მეორეს?! იტირეთ და იყავით შენ რაღა სისულელეზე ეჩხუბე, იჯექით და აწყნარეთ ერთმანეთი - არა მართლა ძალიან გავბრაზდი იქეთ ეკა ზლუქუნებს,აქეთ თაკო, ახლა უკეთ ვხვდები რა ბედნიერებაა შეყვარებული რომ არ მყავს ოთხი იდიოტი,სიამოვნებით დავხოცავ ყველას.!
თაკოს თავი ეკას მუხლებზე ედო და ტიროდა,მე ვიჯექი და ვწერდი მაგრამ ბოლოს გულმა არ მომითმინდა მივედი და თმაზე მოფერება დავუწყე
^^^^^
თაკო და ნიკასთან
-----
-თაკო რაღაც უნდა გითხრა -ვერ ლაპარაკობს
-რა მოხდა? -გაუღიმა მან
-იციი? -ცუდადაა,თვალები ჩაწითლებული აქვს, ფეხზე დგომა უჭირს,სიყვებს ვერ ამბობს
-კარგი ნუ მაშინებ -ისევ უღიმის
-მივდივარ - თქვა და ამ ერთ სიტყვას ამოაყოლა ყველაფერი ცოტაც და წაიქცევა
-კი მაგრამ სად რატომ? -თავის გაკონტროლება უჭირს თაკოს
-თაკო გთხოვ დაწყნარდი
-ნუ მთხოვ ნურაფერს
- რატომ არ გინდა გაიგო რომ ვერ დავრჩები
-კარგი წადი
- და შენ?
-რა მე?
-უჩემოდ გაძლებ? -არა კითხვების დასმაში მაგარია ნიკაც რაა
- რომ გითხრა კიმეთქი დაიჯერებ?
- არა
-აბა რაღას მეკითხები
-არვიცი, არაფერი არვიცი არც ის უშენოდ იქ როგორ უნდა ვიყო
- შეეგუები დამშვიდდი - რაღაც ზედმეტად წყნარად ლაპარაკობს
-სერიოზულად ამბობ ამას? -გაუკვირდა ნიკას
-მოდი თავი მოვიტყუოთ და ჩავთვალოთ რომ ასე იქნება
-არ გინდა რა
-აბა დავჯდეთ შენ ამერიკაში,მე აქ და ვიგლოვოთ? რადგან მიდიხარ უნდა გავძლოთ -გაბრაზდა თაკო
- ხომ დამელოდები?
-შენი აზრით?
-კი
-ხოდა აღარ მკითხო... სახლში წამიყვანე რაა
თაკოს სახლამდე ისე მივიდნენ ხმა არცერთს ამოუღია, გადასვლისაც უბრალოდ ძალიან ძალიან მაგრად ჩაეხუტა ნიკა და აკოცა
-ხომ არ დაგავიწყდება რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ? - ნიკა რომაა აი ეგეთი ბიჭიი მე არ ვიცი,ყველაზე თბილი და კარგია
- არა ნიკა, მეც მიყვარხარ -ისევ ჩაეხუტა
-როდის მიდიხარ?
-სამ დღეში
- კარგი წავედი მე და გნახავ ხვალ -ისევ ჩაეხუტა თაკო
ნიკამ უყურა როგორ შევიდა სახლში მერე კი წავიდა თუმცა მისი გული იქ დატოვა, იმაზე მეტად უჭირდა ვიდრე თაკოს.
^^^^^^^^^^^^^
თაკოს არ უტირია,მიუხედავად იმისა თავის შეკავება უჭირდა, რა ექნა არ შეეძლო ნიკასთვის კიდევ უფრო რთული ყოფილიყო წასვლა,იცოდა რამდენად აუცილებელი იყო ეს მისთვის და საკუთარი ბედნიერების გამო ამას ვერ აუკრძალავდა,თანაც მისი გოგოები მასთან იყვნენ და ამას გადაატანინებდნენ....ბოლო წუთებამდე იკავებდა ცრემლებს მაგრამ ჩემი დანახვისას ვეღარ შეძლო ჩამეხუტა და ატირდა
-ჩემო ლამაზო მომიყვები რა მოხდა? -ვკითხე მე
-მიდის მია,ჩემი ნიკა მიდის და მე დარჩენასაც კი ვერ ვთხოვ -როგორ ტირის.
-სად? -გამიკვირდა
-ამერიკაში და ექვსი თვე მის გარეშე მომიწევს ყოფნა -ღმერთო როგორ დავაწყნარო?
- ჩვენ სულ შენთან ვიქნებით,შენთავსვფიცავარ არ გაგრძნობინებ რომ აქ არაა
- მადლიბა მია მაგრამ მისგარეშე მხიარული აღარ ვიქნები - ცოდოა
- მორჩი ეხლა ვითომ დეპრესიას და ისტერიკებს, ხო და საერთოდ არ მაინტერესებს შენთან გადმივდივარ -გავიცინე
-მართლა გადმოხვალ? -გაეღიმა
-აბა რას ვიზამ -ლოყაზე ვაკოცე და თმები ავუჩეჩე
-მიყვარხარ
-მეც ჩემო გოგო, ადექი ახლა და სასმელი მოიტანე სამივემ დავლიოთ
-რამეს აღვნიშნავთ -პირველად ამოიღო ხმა ეკამ
-რა უნდა აღვნიშნო თქვენს ხელში? სულ ტირიხართ იქნებ სასმელმა მაინც გიშველოთ -გავიცინე მე
- კარგი ახლავე ადგა ის და სამზარეულოსკენ გაეშურა
მთელი ღამე ვსვამდით, თანაც ჩემი ერთ ჭიქიანობა რომ ვიცი,ფეხზე ვერ ვდგებოდი,კიდევ კარგი მეორე დღეს შაბათი იყო.
წვიმდა,ჩვენ ვიჯექით ხალიჩაზე და ვსვამდით, არვიცი ბოლოს რომ დავითვალე 10 ჭიქა იყო მეტს ვერვთვლიდი რავიცი ალბათ სიმთვრალის ბრალი იყო ჩემი პაწაწინა ჭიქა ავიღე ხელებს შორის მოვიქციე და ფეხზე ავდექი მაგრამ ვერ ვიდექი ვიქცეოდი,ხან ერთი მაშველებდა ხელს ხან მეორე, საბოლოოდ დავჯექი და ისე "გამოვედი სიტყვით"
- ჩემო ლამაზებო, ხომ იცით როგორ მიყვარხართ და როგორი საუკეთესო მინდა თქვენთვის და ორივეს ისეთი ბიჭები გყავთ უკეთესს უბრალოდ ვერ ვნახავ,
ეკა აი გეგა რომაა,ვგიჟდები ისე მიყვარს,ყველაზე კარგია,ყველაზე თბილი და ყველაზე ყურადღებიანი,შენნაირია,შენ რომ უყვარხარ ისე რავიცი, ამიტომ გაუფრთხილდი და სისულელეების გამო არ ღირს ჩხუბი.
თაკო ნიკაზეე? ნიკაზე არვიცი რავთქვა,გიჟია,არაა ნორმალური,ისე უყვარხარ რას გააკეთდბს უკვე ვეღარ ვხვდვბი,უბრალოდ იმდენი სიგიჟე გააკეთა, არანორმალურად უყვარხარ,შენ ვერშეიყვარებ ისე ვერასდროს როგორც ის, სულ სხვანაირია,სხვანაირად კარგია, აფრენს მაგრამ უხდება გაფრენაც, ახლაც აქ რომ ვზივარ მისი მორიგი სიგიჟის მოლოდინში ვარ ხოდა არ დაკარგო რა,ყველაზე კარგია - არა მთელი დღე ხომ მომიშალეს ნერვები მაგრამ მაინც მიყვარს ეს ოთხი იდიოტი და რა გავაკეთო
ბოლოს მახსოვს ვიჯექით და ყველა ვტიროდით,თენდებოდა, 8 საათი იყო კარი რომ გაიღო,ჩვენ ამდენი სასმლისგან თვალებს ძლივს ვახელდით, ვიღაცეები რიგ-რიგობით შემოდიოდნენ და ვარდები შემოჰქონდათ ერთი მივიდა თაკოსთან შავი ვარდი,წერილი და პატარა კოლოფი გადასცა, ბოლოს კი ვიღაც შემოვიდა წერილი და უზარმაზარი გვირილების თაიგული მომცა
მერე კი გავიდა და კარი გაიკეტა,
წერილი გავხსენი ნიკასგან იყო " მია ვიცი ახლა მასთან ხარ და აწყნარებ,ვიცი ვარდებს რომ დაინახავდი შენი სიფრიფანა გვირილები მოგინდებოდა და არ მაპატიებდი ამიტომ შენც მოგიტანეს,გთხოვ არ მიატოვო რა და მასთან იყავი...
მიყვარხარ"
ალბათ სიმთვრალის ბრალი იყო თორემ რა ჯანდაბა მატირებდა არ ვარ ნორმალური.
ახლა თაკომ გახსნა წერილი თან კითხულობდა თან ტიროდა რომ აღარ გაჩერდა გამოვართვი და კითხვა დავიწყე ნეტავ არ წამეკითხა მასზე უარესად მე ვტიროდი ეკა? მას ეძინა,არც არაფერუ გაუგია და ბედნიერია....
" თაკოო.ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ, ვიცი ახლა ზიხარ ტირი და გოგოები გაწყნარებენ, არ იტირო რა გთხოვ, ხო კიდევ მაპატიე რომ მოგატყუე,რადგან ამას კითხულობ ესეიგი მე უკვე წავედი, ვიცი როგორი რთულია ორივესთვის ჩემი წასვლა ამიტომ ასე ჯობდა, 6 თვის შემდეგ რომ ჩამოვალ სულ შენთან ვიქნები,გპირდები ერთი წამითაც არ დაგტოვებ...
მიყვარხარ...
ხო კიდევ იმედია ბეჭედი მოგეწონება?! ცოლად გამომყვები?
ნახე როგორი საყვარელი ვარ ექვსი თვე გაქვს მოსაფიქრებლად, არაფერი არ მითხრა სანამ არ მნახავ და გთხოვ არ იტირო რა!"
-მეტის წაკითხვა არ შემეძლო,ჩემი მოსაცმელი ავიღე, თაიგულიდან რამდენიმე გვირილა ამოვაძრე და გარეთ გავედი,სად მივდიოდი აზრზე არ ვიყავი მაგრამ მივდიოდი, მეცოდებოდა ჩემი თაკო,როგორ უნდა მეყურებინა მისი თვალებითვის რომლებიც აღარ იღიმოდნენ და ბედნიერებას არ ასხივებდნენ,დიდხანს ვიარე მერე მივხვდი რომ მისი ასე მარტო დატოვება არ ღირდა თანაც ეკა გეგასთან მიდიოდა ამიტომ სწრაფად დავბრუნდი უკან, თაკო ისევ ისე იჯდა როგორც დავტოვე მაგრამ იმ განსხვავებით რომ ის ულამაზესი ბეჭედი მის ლამაზ თითებზე ბრწყინავდა,ეკა კი უკვე წასულიყო, ხელი მოვკიდე,ოთახში შევიყვანე და მალევე ჩაეძინა, მე ფრთხილად გამოვიხურე კარი და სახლი დავალაგე, ვარდები იმდენი იყო ვერ ვხვდებოდი სად წამეღო,სახლში რომ ვეღარ დავატიე აივანზეც გავიტანე..
თაკო აღარ გამიღვიძებია, მოსაცმელი და ტელეფონი ავიღე და სახლში წავედი, ჩემოდანი ძლივს ვიპოვნე,კარადა რომ გამოვაღე რაც ხელში მომხვდა ყველაფერი ჩავაწყე,პატარა ჩანთაში ჩემი განუყოფელი ნაწილები ანუ რვეულები და კომპიუტერი ჩავდე, რეკორდულ დროში ჩავალაგე რაც იმას ნიშნავს რომ რაღაც დამრჩა მაგრამ ახლა ამის დრო არ მქონდა,თანაც სხვა ქალაქში ხომ არ მივდიოდი ნებისმიერ დროს წავიდოდი ჩემს სახლში, ძლივს ჩავათრიე ჩემოდნები, ძლივს მივედი მის სახლამდე და ძლივს ავათრიე კიბეებზე, კარი რასაც ქვია ჩამოვიღე ნეტავ რამ დააძინა ასე ძალიან გავგიჟდები ახლა ნახევარი საათის მანძილზე გაუჩერებლად ვრეკავდი მის მობილურზე და კარზე ვაბრახუნებდი გავგიჟდი ბოლოს კარი გაიღო და თმააწეწილი,გამოშტერებული სახით გამოვიდა,ისეთი საყვარელი იყო ჩემს ტვინში დალაგებული მისი მოკვლის გეგმა სწრაფად დავივიწყე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე,მიყვარს და რა გავაკეთო?
ეკამ სულ დაგვივიწყა მაგრამ ჩვენც ძალიან კარგად ვერთობით,რა ვიცი რა იყო ამ ივნისში ამდენი წვიმა მაგრამ მთელი კვირა წვიმდა, ყოველ საღამოს წვიმდა და მეც თაკოს ხელს ჩავკიდებდი და ყოველდღე სამსახურის შემდეგ ძალიან დიდხანს ვსეირნობდით.
ყველაფერი იმაზე კარგად იყო ვიდრე წარმოვიდგენდი, ალბათ ჩემი დამსახურებაც იყო თაკო რომ ვერ იწყენდა, უხასიათო კი ვიყავი მაგრამ ჩემი სიგიჟე მყოფნიდა მის გასამხიარულებლად ხოდა ეს ორი არანორმალური ერთად რას არ ვაკეთებდით, ეკა? გეგასთან და მისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მთელი კვირა სადღაც იყო წასული და ჩვენ არც ვახსოდით ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა და პირდაპირ თაკოსთან მივიდა ხოდა მე რა გამაჩერებდა სანამ კარიდან მისაღებსმდე შემოვიდა უკვე მოვასწარი მისი გალანძღვა, თაკო მთელი ცხოვრება ამაზე მეჩხუბებოდა ნუ იცი ასეო, მაგრამ არასდროს ვუსმენდი, ძალიან მომენატრა ჩემი პატარა და მყუდრო ბინა ამიტომ როგორცკი ეკა დავინახე მოსული მაშინვე იქ გავიქეცი, არა საკუთარი სახლი მაინც სხვაა, თაკოსთან ხომ რასაც მინდა იმას ვაკეთებ,ის სახლიც მგონი ჩემი უფროა ვიდრე მისი,რამეს რომ კარგავს მე მეკითხება შენ გეცოდინებაო, ცოტა ხანს კიდევ დავრჩი მერე რამდენიმე ნივთი ავიღე და მასთან წავედი...
იქ მისულმა ადრე დავიძინე რაღაც არ ვიყავი კარგად, დილით რომ გავიღვიძე სიცხე მქონდა, 38 და 2,მთელი კვირა წვიმაში რომ დავდიოდი და ვსველდებოდი,გავცივდი, ასამსახურში არ წავსულვარ,თკო ძალით გავაგდე,რა უნდა მეკეთებინა მთელი დღე?აღარ შემეძლო,ჩემი კომპიუტერი ავიღე და ფეისბუქი შევამოწმე არაფერი ხდებოდა, მერე სკაიპში შევედი,ვიფიქრე იქნებ ჩემი და იყოს და დაველაპარაკები,ისედაც საუკუნეა არ მილაპარაკიამეთქი,ჩემი და არა მაგრამ ნიკა იყო, ორი საათი მელაპარაკა, და ალბათ 153716481830140-ჯერ მკითხა თაკოზე ბოლოს ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა,ამიტომ კომპიუტერი გამოვრთე და დავიძინე, რომ გავიღვიძე საწოლთან გოგოები ისხდნენ,ბევრი შოკოლადებით და წამლების პარკით,4 დღე სახლში გავატარე,ძლივს გამოვჯანმრთელდი, დავბრუნდი სამსახურში არ მიხაროდა მაგრამ რას ვიზამდი, ვნატრობდი სწრაფად გასულიყო ერთი თვე აი მერე კიი,მერე ჩენ შვებულებას ავიღებდით და ძალიან მაგრად გავერთობოდით,უბრალოდ ის ვიცოდი რომ წინა წლის მსგავსად იქ ნიკას და გეგას არ დავინახავდი, მართალია ნიკა არ იქნებოდა მაგრამ გეგას მოშორება არ იყო იოლი საქმე...
ეს ერთი თვე ზედმეტად მოსაწყენი იყო, თაკო კი არა ხანდახან მეც ვტიროდი ყოველ საღამოს, ის ისე კარგად იყო ტირილი კი არა მოწყენილიც არ მინახავს...
მთელი თვის მანძილზე ერთდ ვიყავით, ეკა ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან და გვიყვებოდა რაღაცეებს,მერე გეგა გამოუვლიდა და სწრაფად მიდიოდა, სულ ვეჩხუბებოდით რომ ჩვენთვის ვერ იცლიდა მაგრამ სინამდვილეში ძალიან გვიხაროდა მისი ბედნიერება...
თაკო ყოველ საღამოს სკაიპით ელაპარაკებოდა ნიკას, როგორც კი შევატყობდი ხმაზე რომ ტირილის პირას მივიდოდა ან ხასიათი უფუჭდებოდა სწრაფად მივირბენდი კომპიუტერთან და ჩემს სისულელეებს ვიწყებდი, ნიკასაც ვამხუარულებდი და მასაც მიუხედავად იმისა საერთოდ არ ვიყავი ამის ხასიაზე,სულ ვაცინებდი, ნიკა მეუბნებოდა შენ რომ არ მყავდე არ ვიცი რა მეშველება ყველაზე კარგი მყავხარო,რა ვქნა ორივე იმდენად მიყვარს მათი მოწყენილი სახის დანახვა არ შემიძლია, გეგაც სულ მეუბნებოდა ასეთი მხიარული თუ გახდებოდი ნიკას აქამდე გავუშვებდი ამერიკაშიო, ხან ეკასთან და გეგასთან ერთად ვიყავით მე და თაკო, ხან ნიკას მეგობრებთან, ხან მარტო, ყოველთვის სადღაც დამყავდა რომ არ მოეწყინა და არ ეგრძნო ნიკა მის გვერდით არ იყო, როცა სადმე ვერ მივდიოდით მის ავანზე ვიჯექით,ყავას ვსვამდით, ნაყინს ან შოკოლადს ვჭამდით და ბავშვობას ვიხსენებდით...
როგორც იქნა გავიდა ერთო თვე და დავისვენეთ, 29 ივლისი იყო, ყოველ წელს ამ დროს მივდიოდით დასასვენებლად, სადმე არ ჰქონდა მნიშვნელობა მთავარია ერთად ვიყავით...
გვიანი იყო, წვიმდა, მე თაკო და ეკა , თაკოს აივანზე ვისხედით და ყავას ვსვამდით, ვფიქრობდით და ვერ ვიფიქრებდით სად შეიძლებოდა წავსულიყავით, ბოლოს უფრო ჩემთვის ვთქვი ვიდრე იმათთვის ეჰჰ ნეტავ ახლა ნიცაში წამიყვანა-მეთქი, ვთქვი თუ არა ერთდროულად მკითხეს
-რა თქვი? გაიმეორე?
- ნიცაში მინდა მეთქი, - რა ვქნა ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ამ ქალაქზე,აკვიატებად მქონდა ქცეული
-აი ყველაზე მაგარი ხარ რაა -კივილით ჩამეხუტა ორივე მე კი გაკვირვებული ვუყურებდი და ვერ გამეგო ამის მიზეზი
-რა გაგიხარდათ კი მაგრამ?
-ძალიან მაგარი რაღაც თქვი და ის
- ანუ ნიცაში მივდივართ -რა ბედნიერებაა
-ანუ
-ვაიმე ჩემი მთელი ცხოვრების ოცნებაა ეგ ქალაქი- აი რაგავაკეთო ახლა სიხარულით? მეშვიდე სართულის აივნიდან ხომ არ გადავხტე?
- გვიხარია თუ გაგახარეთ _რა საყვარლები არიან
- კარგი ესე იგი მივდივართ მაგრამ ერთი პირობით! -ხო აბა მე პირობების გარეშე არსად არ დავდივარ
-რა პირობით _გაკვირვებული სახით მკითხა ეკამ
-მე იქ გეგას და მის ძმაკაცებს არ ავიტან,მარტო მინდა დასვენება -გამოვაცხადე და დავინახე როგორ შეეცვალა სახე ეკას
-და წინა წელს თუ იყო? -აშკარად ეწყინა
-წინა წელს ნიკაც იყო მაგრამ წელს არაა - ვთქვი ისევ მე, თაკოს ხმა არ ამოუღია
- კარგი რა გეგას გარეშე იქ რა ვაკეთო? - შემომაკვდება ეს, მე არა და ის გადაფრინდება მგონი აივნიდან
- მოიცა და მე ნიკას გარეშე რას ვაკეთებ? - სახეზე ეტყობოდა თაკოს რომ ეკა შემოაკვდებოდა
- ოო კარგით რა მე არსად არ წამოვალ მის გარეშე
- კარგი დარჩი და სადმე წაგიყვანს სალაშქროდ მის ძმაკაცებთან ერთად - თაკომ ეს უთხრა და იმხელა ხმაზე გავიცინე გვერდითა აივანზე ბიჭები გამოვიდნენ და გამომხედეს
- აუ კარგი ხო თქვენი ხათრით - არა რაღაც არ მომწონს ამის დათანხმება,რაღაცას ხლართავს მგონი, არა ისე მეც მაგარი ვარ აზრებში
-იეს -ფეხზე ავდექი და ყავის გასაკეთებლად შევედი
- ეგრეც ნუ გიხარია -მომაძახა ეკამ
რომ დავბრუნდი ისეთი სახეები ჰქონდათ, აშკარა იყო ორ წუთში ჩხუბი მოასწრეს და ერთმანეთის დახოცვას აპირებდნენ
- რა მოხდა რაღა დაგემართათ? იმდენს იზამთ ბავშვობის ოცნებას ავისრულებ და მარტო წავალ ნიცაში - ისეთი სახით გამოაცხადე სცილი აუტყდათ
- და ერთი მიზეზი მაინც მითხარით რატომ არ უნდა წამოვიდეს გეგა? რადგან ნიკა არაა? - ისევ არ ჩერდება ეს ადამიანი აი რა გავაკეთო? თან ვატყობ თაკო როგორ თანდათან იწყენს
- ბევრის დასახელება შემიძლია მაგრამ ერთს გეტყვი და მერე ან დარჩები ან ხმას არ გავიგებ - არა მოოვკლავ
- მიდი აბა -არა ეს სულ გააგიჟა იმ გეგამ
- წინა წელს მაგასთან და მაგის ძმაკაცებთან ერთად რომ ვიყავი იმიტომ ვერ ამოვყავი თავი წყლიდან ჩამახრჩვეს და გამიმწარეს მთელი ზაფხული, თქვენ რა გენაღვლებოდათ იწექით და სიცილით უყურებდით ჩემს ტანჯვას - და ცრემლის მოწმენდის იმიტაცია გვაკეთე
- კარგი გნებდები
ცოტა ხანს კიდევ ვიჯექით,მერე ეკამ თქვა მივდივარო მეც ავდექი და გავყევი ვუთხარი რომ მასთან საქმე მქონდა, კიბეებზე რომ ჩავედით მკითხა რა მინდოდა მეც ველაპარაკე იმაზე რომ თაკოსთან სწორად არ იქცევა, რომ ისედაც ცუდადაა ის და ცოტა ზედმეტი მოსდის მერე ბოდიში მომიხადა და თქვა რომ ამას არასდრო აღარ იზამს, გეგას სანახავად გავყევი, პარკში ვიჯექით,გეგამ სადღაც გაიყვანა და მარტო დავრჩი და ჰოი ბედნიერებავ ისეთი ვიღაც მოვიდა ჩემთან
- ვაა მია? - 2 წელია არ მინახავს ღმერთო როგორი აუტანელი და ამაზრზენია
-საბა? აქ საიდან? - ისე გავიკვირვე ვითომ გამიხარდა, ღმერთს ათასჯერ შევთხოვე მალე მოსულიყო ის ორი თორემ რა ვიცი რა მოხდებოდა
საბა ჩემი თაყვანისმცემელი იყო, თუ ვუყვარდი ნუ მოკლედ რაღაცა მსგავსი, 14 წლის ვიყავი რომ გავიცანი და იმის მერე მგონი ათმა ადამიანმა სცემა მაგრამ აფრენს,იმდენად რომ მაინც არ მშორდება, ბოლოს ნიკამ სცემა მაგრამ აი ახლა აქ მოვიდა
- რავი დაგინახეე და მოვედიი
- ააა
-წამოდი სადმე წავიდეთ - აუ ამას ვის გადავეყარე
-არა იყოს მეგობრებთან ერთად ვარ - სად ჯანდაბაში არიან ხომ ვამბობ უნდა გადამეგდო ეკა იმ აივნიდან მაგრამ,...
- აბა მეგობრები? ვერავის ვხედავ რატომღაც? - მეშინია
- მოვლენ სადღაც გავიდნენ და -მოდით რა ტირილის პირას ვარ მისული
- არ მაინტერესებს შენ ჩემთან ერთად წამოხვალ
-არა-მეთქი მეგობრებს დაველოდები -ვგრძნობ რომ მაკანკალებს
ის იყო ხელი მომკიდა და სადღაც მიმათრევდა რომ გეგას ხმა გავიგონე ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი ისე აღმოჩნდა საბა ჩემს ფეხებთან, გეგამ ძალიან სცემა ვერ გავაჩერეთ მერე უთხრა ისევ შეგვხდებიო და სახლამდე მიმაცილა...
ალბათ დაავიწყდა ნიკამ რა გაუკეთა არ მეგონა იმის მერე თუ კიდევ მომეკარებოდა ისე იყო ორი თვე ფეხზე ვერ დგებოდა,აი რავქნა გიჟია და მეშინია მე მაგის სიგიჟის კიდევ კარგ გეგა მოვიდა თორემ არცკი ვიცი რა მოხდებოდა, იმედია ნიცამდე მშვიდად ჩავაღწევ და იქაც ვინმე იდიოტს არ გადავეყრები, სახლში მისულმა მალევე დავიძინე რადგან დილით საყიდლებზე მივდიოდით..
^^^^^^^^
არაფერია იმაზე სასიამოვნო როცა აცნობიერებ რომ შენი ბავშვობის უდიდეს ოცნებას ისრულებ, როცა ხვდები რომ სულ რამდენიმე წუთიც და შენი ოცნების ადგილას იქნები შენს ორ უძვირფასეს და უსაყვარლეს ადამიანთან ერთად..
აეროპორტიდან რომ გამოვედი ვერ გეტყვით რა ვიგრძენი,სულ ვიცოდი ეს ქალაქი ულამაზესი რომ იყო მაგრამ ასეთსაც არ ველოდი, მართლა სხვა პლანეტა,სხვა სამყარო იყო ნიცა, აეროპორტიდან სასტუმრომდე ისე ვათვალიერებდი ყველაფერს თვალები მეტკინა, სასტუმროც იმდენად ლამაზი იყო ემოციების დამალვა აღარ შემეძლო.
სასტუმრო? სასტუმროზე გავგიჟდი, ულამაზესი,რაღაც არაამქვეყნიურია ეს ქალაქი, აქ ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი, თაკო და ეკაც გაგიჟდნენ, რამდენიმე წუთში შეუყვარდათ ეს ქალაქი, ყველაფერი ზედმეტად კარგი იყო, მეშინოდა რომ ვერ წავიდოდი და ამ სილამაზის დატოვებას ვერ შევძლებდი რადგან აქ ყველაფერი ზედმეტად ჩემი იყო, როგორ ვისვენებდით და ვერთობოდით? ფანტასტიურად, 26 წლის ვარ და ასე კარგად ჯერ არ დამისვენია...
ერთ საღამოს რესტორანში წავედით და გადავწყვიტეთ დაგველია, ბევრი დავლიეთ ზედმეტად, იმდენი უკვე აზროვნების თავი რომ აღარ გვქონდა ისე...ის დღე გამახსენდა ნიკა რომ ამერიკაში წავიდა და თაკოსთან სახლში ვსვამდით, ახლაც ასე ვისხედით არანორმალურად მთვრალი სამი ერთმანეთზე სულელი გოგო და ვტიროდით
- თაკოო დაწყნარდი რა - ვამშვიდებდი და მასზე მეტად მე ვტიროდი
- კარგი რა არმინდა - ტირილით მითხრა
-გთხოვ რა - ეკამაც უთხრა მაგრამ უფრო ატირდა
2 თვეა ნიკა წასულია და მე ესეთი თაკო არ მინახავს, არ უტირია, სულ მხიარული იყო ალბათ სიმთვრალის ბრალი იყო თუ რა ვიცი რის?
- თაკო რაღაც უნდა გითხრა - გამოვაცხადე მე
- მიდი თქვი -და გაღიმება სცადა
- აი ახლა აქედან რომ საქართველოში დავბრუნდებით, 4 დღეა აქ ვართ, 10 დღე დაგვრჩა ხოდა შენ ზუსტად ათი დღის შემდეგ ჩახვალ ნიკასთან
- რაა? სერიოზულად -გაიკვირვა
- ისე კარგი აზრია - ამყვა ეკაც
- და იქ რომ ჩავალ რა გავაკეთო? -არა კითხვების დასმაში საოცრება მყავს
- აი მე რა ვიცი უბრალოდ ჩახვალ ნახავ და წამოხვალ - გავუღიმე მაგრამ მგონი დაჭყანულ კატას უფრო ვგავდი
- კარგი ოღონდ ერთი პირობით -მოიცა მოიცა? ამას შეყვარებულთან ვუშვებ და კიდევ აქეთ მიყენებს პირობებს?
- რა პირობით? -ჰკითხა ეკამ
- რა დაა, აი აქედან რომ გავალთ, პირველივე შემხვედრ ბიჭთან მივა და აკოცებს, ცხოვრებაში ბიჭისთვის რომ არ აქვს ნაკოცნი - და ისეთი სიცილი ატეხეს ყველამ მათ შეხედა, მე მენიუ ავიფარე სახეზე
- ჰა თანახმა ხარ? -მკითხა ეკამ
-და რატომ არ უნდავიყო? - გონება კი კივის "არა-ს!" მაგრამ ამათ ხომ არ ვალაპარაკებ
- გავიდეთ ახლა? - მკითხა თაკომ
- წამო წამო, მოსაცმელი ავიღე და ავდექი
- ოუუ ჩვენი მია ნახეთ რაა -იცინოდა ეკა
-მორჩით ჩემს დაცინვას და გამომყევით- გარეთ გავედი, უკვე გვიან იყო წესიერად ვერც ვხედავდი მერე მათ გავხედე და ვუთხარი
- მიდი შეარჩიეთ ვის ვაკოცო და არაა პრობლემა
იცინოდნენ, მეგონა ამას გადავურჩებოდი მაგრამ..
ისე მოდი ვაღიარებ და ვიტყვი რომ ნიცაში ყოველთვის სიგიჟეების კეთება მინდოდა ხოდა აი მივიღე სიგიჟე,თანაც რა მოხდა, სულ ხომ არ ვიქნები ასეთ ადგილას, თანაც ხვალ არ ვნახო, მერე რა მოხდა თუ ერთით მეტი ადამიანი იფიქრებს რომ გიჟი ვარ, მერე რა, ჩემი ნაცნობების უმეტესობა ასე თვლის, მე გასახსენებლად მექნება, ამათ გავაჩუმებ,თან თაკო ამერიკაში წავა, ისე ამერიკა მეც მინდა ხომ არ გავყვე? ამ ფიქრებში ვიყავი გართული ეკას ხმა რომ გავიგე
-მია აი იმ ბიჭს ხედავ? -მანიშნა ქუჩის მეორე მხარეს მდგომ ბიჭზე რომელიც ზურგით იდგა
- აჰამ კი მერე? -ისე გავიკვირვე თითქოს არ ვიცოდი რა უნდა მექნა
-მიხვალ და აკოცებ -თქვა თაკომ
კარგი ახლავე, თქვენ აქ დამელოდეთ და მიყურეთ, გავიცინე მე, თმა გავისწორე და სწრაფად გადავირბინე გზაზე,მშვენიერია კინაღამ მანქანა დამეჯახა, ასევე სწრაფად მივედი "ვიღაცასთან" , ისევ შეტრიალებული იყო, მე მხარზე ხელი დავადე რომ მობრუნებულიყო, გაკვირვებულმა შემომხედა და ღმერთო რა ღიმილი ჰქონდა, და მის მწვანე თვალებზე არაფერს ვამბობ,კინაღამ იქვე დავდნი, რომ არ მეკოცნა და უკან გავბრუნეულიყავი 1.ჩემს თავს არ ვაპატიებდი და 2. გოგოებს ამაზე არ დავაცინინებდი მთელი ცხოვრება
- გოგონა გნებავთ რამე? -მკითხა და ისევ გამიღიმა
- დიახ -ვუპასუხე და მეც გავუღიმე
რა გინდას თვალებით შემომხედა, მე კი ფეხის წვერებზე ავიწიე და ვაკოცე, მერე ძალიან სწრაფად მოვშორდი და გავიქეცი, ქუჩა რომ გადავირბინე დავინახე როგორი თვალებით შემომხედა და გამეცინა, გოგოებთან რომ მივედი კმაყოფილი სახით იდგნენ და მიყურებდნენ, მერე კი "შენ რა მაგარი ყოფილხარ"-ს ძახილით წავედით სასტუმროში, ისინი არ ვიცი მაგრამ მე მისვლისთანავე ჩამეძინა
ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, ან შეიძლება არც იყო ჩეულებრივი არ ვიცი, იმ სიგიჟის შემდეგ არაფერი არ ვიცი, ხომ არავინ არ იყო ის ბიჭი ჩემთვის, ნორმალურად მისი სახეც არ მინახავს მაგრამ მაინც ყველა ფერი იყო, მგონი ყველაზე რთულია იცოდე რომ ვერ ნახავ, იმაზე ფიქრი რომ ოდესმე ნახავ უბრალოდ პარადოქსია და მეტი არაფერი, მაგრამ მე ზედმეტად მეოცნებე ვარ ამიტომ მაინც მაქვს იმედი, არა იმედი არა!უფრო ოცნება რომ ერთხელ ისევ ვნახავ, ხო რავიცი არვიცი ასეთი უცნაური ვარ,კი მეფიქრება მაგრამ გოგოებისთვის არაფერი მითქვამს ან რას ვეტყოდი
"იცით? ვიღაცას რომ ვაკოცე მისი ნახვა მინდა" ზედმეტად სისულელეა, ამდენი სიგიჟეც არ შეიძლება, ჯობს დავწყნარდე და აქ წესიერად გავერთო, ისედაც ერთი კვირა დამრჩა... მერე უბრალოდ წავალ და ჩემი გულის ნახევარს აქ დავტოვებ, უნახავად მიყვარდა ეს ქალაქი და აქედან წასვლის შემდეგ რა მეშველება რავიცი, ის იმდენად ჩემი იყო, აქ ყველაფერი მაბედნიერებდა, დილით რომ ვიღვიძებდი და თვალებს ვახელდი უკვე მიხაროდა ცხოვრება და წავლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი...
მეორე დღეს "ჩვენს კაფეში" ვიჯექით, ხო აქ იმდენ დროს ვატარებთ ფაქტიურად ჩვენია, გოგოებმა ყავა შეუკვეთეს მე ფორთოხლის წვენი, ისინი ბიჭებზე ფიქრობდნენ, მე არაფერზე თან ყველაფერზე,არც ისინი ამბობდნენ რამეს არც მე, მათ არ მოსწონდათ მე კი, მიუხედავად იმისა ეს ორი ჩემთვის ყველა და ყველაფერზე ძვირფასი იყო ხანდახან ძალიან მინდოდა მარტოობა, აი ახლაც, უბრალოდ ავდექი,არაფერი მითქვამს ქუჩაში გავედი და სადღაც მივდიოდი მაგრამ არ ვიცი სად, მათ არაფერი უთქვამთ, იმაზე უკეთ მიცნობენ ვიდრე მე თვითონ საკუთარ თავს, დიდხანს ვიბოდიალე უაზროდ მერე კი ისევ იქ დავბრუნდი, მაგიდასთან დავჯექი, არც ახლა უთქვამთ რამე, ალბათ იმიტომ რომ იციან რა სისულელე წამოვლები მაქვს ხანდახან
- ხვალ რა ვქნათ - ვიკითხე მე
-რავი საყიდლებზე გავიდეთ და მერე აქმოვიდეთ - თქვა თაკომ
- აუუ აქ ხო ისედაც სულ ვართ -თქვა ეკამ
-აბა რა ვქნათ რაც სანახავი უყო უკვე ვნახეთ -უპასუხა ისევ
- კარგით მოვიფიქრებ რამ... - და ლაპარაკი ვეღარ გავაგრძელე არა უბრალოდ არ არსებობს მოჩვენებები მჭირს აუ რადავაშავე
საშინელებაა, მომასულიერეთ კაფის კარი იღება და ორი ერთმანეთზე სიმპატიური ბიჭი შემოდის, სახეზე შევხედე და მიშველეთ გეგა და ბექა, მათ გამო წამოვედი და აქაც მნახეს
შემოსულები არ იყვნენ ეკა რომ გაიქცა და ჩაეხუტა მე და თაკომ კი მეტყველების უნარი დავკარგეთ და დარწმუნებული ვარ ჩემსავით გონებაში მათი მოკვლის გეგმა დასახა
-არააა? - ერთად ვთქვით
- კი კი კი რამაგარია - ყვიროდა ეკა რომელიც ყველაზე მალე შეომაკვდება
-თქვენ აქ საიდან? -ისეთი ხმით ვკითხე მგონი ფეხით წავლენ საქართველოში
- რავი ვისვენებთ -თქვა გეგამ
- და ნიცის გარდა ადგილი ვერ ნახეთ? მოჰკიდე შენს სიხარულს ხელი და წადით - რა აგრესიული ვარ! ისე მართალია თაკო რომ ამბობს მწარე ენა გაქვსო ისეთები ვუთხარი გაშტერებული მიყურებდნენ ნუთუ ეს შენ ხარო, მაგრამ მე ვიყავი აბა თაკო რას ეტყოდა, ბევრი ვიჩხუბეთ მაგრამ საბოლოოდ ასე თუ ისე მოვგვარდით , ვისხედით და რაღაცეებს ვუყვებოდით ერთმანეთს კარი რომ გაიღო, ვიღაც ბიჭი შემოვიდა და ჩვენს მაგიდასთან დაჯდა
- გაიცანით! ეს სანდროა ჩემი მეგობარი - თქვა გეგამ
შევხედე და ფერები გადამივიდა ღმერთო მიშველე არა? არ არსებობს, კი მინდოდა მისი ისევ ნახვა მაგრამ ახლა ჩემი თავი სერიოზულად შემეცოდა, ამხელა ქალაქში რაღა ქართველი ვიპოვნე და რაღა მაინცდამაინც გეგას ძმაკაცი აუუ, სახეზე მენიუ ავიფარე მაგრამ რას მიშველიდა, იმ იდიოტმა გეგამ მომაცალა ახლა რავქნა თავი ჩანთაში ჩავყავი მაგრამ ეს ეკამ წამართვა სად წავიდე, მაგიდის ქვეშრომ შევძვრე? ჰმ მგონი არ ღირს იქიდანაც გამომიყვანენ გმირულად უნდა ვიდგე თავი ავწიე და შევხედე, ვაიმე თვალები და ღიმილი არა ახლა გმირობის დრო არაა ჯობს გავიქცე
-რა ჯანდაბა გჭირს? - მკითხა თაკომ
- რა მჭირს და... შენი ბრალია რაც მჭირს
- რა? -გაუკირდა
-ხო შენი და დალევის - მიხვდება თუ მოყვე? ფუ მოვკლავ ორივეს
- ააა ხო ისა ვაიმე აჰაჰა - რა აცინებს ვაიმე, აუ ეს სანდროც ისე მიყურებს მგონი ალაპარაკდება და გეგას დაცინვას ვერ გადავიტან
აი უკვე დაიწყო მოყოლა ღმერთო მიშველე
დაასრულა თუ არა გეგამ და ბექამ ისეთ სიცილი დაიწყეს სიკვდილი მომინდა
- რაა ეს მართლა გაკეთე?- სულს ვერ ითქვამდა გეგა
- ხო რატომაც არა -ამაყად გამოვაცხადე
-ვაუ მაგარი ხარ - ისევ იცინიან, მე კი ეკას ვაიძულე მოეყოლა ეს რატომ გავაკეთე,როგორც იქნა მორჩნენ სიცილს რა ბედნიერებაა
- აი რომ ჩამოვედი თორემ ვინ იცის კიდევ რამდენ სიგიჟეს ჩაიდენდით - თქვა გეგამ
- კარგი არ გინდა ახლა -უთხრა ეკამ
ბევრი ვიცინეთ, მერე სასტუმროში მივედით, ყველაფრის მიუხედავად საშინლად მრცხვენოდა გეგასი და მისი მეგობრისაც,არა მაინც მიკვირს რაღა იმ სანდრო თუ ვიღაცას ვაკოცე,სხვა რანაირად ვერ ვიპოვნე,ჩამეძინა, რომ გავიღვიძე გვიანი იყო,სწრაფად ჩავიცვი თხელი ლიმნისფერი სარაფანი, ჟაკეტი მოვიხურე, თმა უბრალოდ შევიკარიდა გარეთ გავედი, დიდხანს ვისეირნე და ბოლოს იქ დავდექი სადაც სანდროს ვაკოცე, ზურგით ვიდექი, ზუსტად ისე როგორც ის მაშინ, ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ვიღაც
-მია? -შეშინებული შემოვტრიალდი, ის იდგა, ცოტა ხანს ვერაფერი ვთქვი მერე კი ისეთი ხმით ვკითხე არ მგონია რამე გაეგო
-სანდრო შე.. ენ?
-კი მე ვარ -მითხრა და ისე გამიღიმა მე რომ მაგიჟებდა
-მოხდა რამე? - ვკითე ოდნავ უკეთესი ხმით
-კი რაღაც მინდა - თქვა და ისევ გაიღიმა
-რა? ვკითხე და გავუღიმე მაგრამ ეჭვი მაქვს გაღიმების გარდა ყველაფერი გავაკეთე
ეს ვუთხარი თუ არა მაკოცა,შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე მაგარი გრძნობა იყო რაც კი ოდესმე განმიცდია,მინდოდა დრო გაჩერებულიყო და სულ ასე ვყოფილიყავი მაგრამ სად მაქვს მაგის ბედი მე, ცოტა ხანში მომშორდა, ერთხელ გამიღიმა და წავიდა,კიდევ დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად მერე კი წავედი და დილამდე ვიარე,არ ვიცოდი რა მჭირდა ან ვიცოდი და არ ვაღიარებდი არ ვიცი...
რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი აქ უფრო ვრწმუნდებოდი იმაში რომ ჩემი ბედნიერების ადგილი იყო.
ძალიან ხშირად ვნახულობდი სანდროს, თითქმის სულ ერთად ვიყავით, კარგი ურთიერთობა გვქონდა, მიყვარდა და ვუყვარდი-მეთქი ვერ ვიტყვი, სისულელეა, თუმცა ისიც მართალია რომ ორ კოცნას ისე არ ჩაუვლია და მეგობრები არ ვიყავით, ნუ მე მომწონდასავით და მას არ ვიცი ალბათ მასაც, ბევრჯერ ყოფილა საღამოს მარტო რომ გავიდოდი სასეირნოდ შემხვედრია და ერთად გვიბოდიალია დილამდე, ხელჩაკიდებულებს, სულელური სიცილით,მგონი გოგოებიც ხვდებოდნენ და რაღაცეებს მეკითხებოდნენ მე კი არ ვიცოდი რა მეთქვა, მეგონა ვატყუებდი,მეგონა რაღაცას არ ვამბობდი მაგრამ რომ ვფიქრდებოდი არაფერს არ ვმალავდი ან რა იყო დასამალი, პრინციპში არც არაფერი ხდებოდა, ძალიან არეული ვიყავი მე თვითონ არ ვიცოდი რა მინდოდა და რას ვაპირებდი რაღაც სხვანაირად ვგრძნობდი თავს...
ეკა ბედნიერი იყო, სულ იღიმოდა, მათ შემხედვარე თაკოს თვალზე ცრემლი ადგებოდა და მეცოდებოდა ჩემი ნება რომ ყოფილიყო გავყრიდი მათ აი ამიტომ არ მინდოდა გეგა აქ მაგრამ ვინ მისმენდა ან მიჯერებდა? არც არავინ.
ახლა სამი დღის გამო არაფერს ვეტყოდი და დასვენებას არ ჩავამწარებდი მაგრამ თბილისში რომ ჩავიდოდით იქ მოვუვლიდი ამ ორს...
ჩვენს წასვლამდე სამი დღე იყო დარჩენილი იმ საღამოს ექვსივე ბარში ვიჯექით, ბევრი დავლიეთ, ან როდის არ ვსვამთ ბევრს ჩვენ ყველა ერთად, აი იმდენი დავლიეთ აზროვნების უნარი აღარ გაგვაჩნდ არცერთს
- აუ იდეაა მაქვს - თქვა გეგამ
-აუ რა? - ფეხზე ძლივს ადგა ეკა და ისე ჰკითხა
- რა დაა მოდი დავქორწინდეთ - არა ამ წინადადებამ მთვრალიც კი შოკში ჩამაგდო
- აუ რა მაგარია - გიჟია ეს
- ხო ძალიან - აყვნენ თაკო და ბექაც არა ვერ არიან რა
- კარგით რა ხო არ გაგიჟდით მთვრალები ხართ - გამოვედი სიტყვით მე და თან სანდროს ვანიშნე ამყევი თორემ მოგკლავმეთქი მასაც გაეღიმა და თქვა რომ ახლა არ ღირდა მაგრამ გიჟია ეს ორი და რა გავაკეთო?
- გახდები ჩემი ცოლი? - ისევ აგრეძელებს გეგა
- კიი - რა აღტაცებული სახით ამბობს არ შემიძლია ეს ადამიანი
- რამაგარია - ეს თქვა და ჩაეხუტა
ვქორწინდებით ვსო მორჩა,- აი რაგავაკეთო? არარიან კარგად.
დაქორწინდნენ მართლა, მეც ღიმილიანი სახით ჩავეხუტე რადგან მივხვდი ჩემი სიტყვები და აზრები აქ ზედმეტი იყო, მისი ბედნიერი სახის დანახვა მთელ სამყაროდ მიღირდა, ამიტომ აზრი არ ქონდა იმას მე რას ვიფიქრებდი მთავარი ახლა მათი ბედნიერება იყო, დაქორწინდნენ, ეკას მეჯვარე თაკო იყო, გეგასი ბექა, ძალიან საყვარლები იყვნენ,მებედნიერებოდა მათი ასე დანახვა, ისინი ბარში მიდიოდნენ ისევ, მე სანდროს გავხედე და რატომღც ტირილი მომინდა, ალბათ ისევ სიმთვრალის ბრალი იყო რადგან ფხიზელი არსდროს ვტიროდი...
ნაბიჯარეული დაბუყევი ნახევრად განათებულ ქუჩას, თან ვტიროდი, უკან ნაბიჯების ხმა მესმოდა ვიცოდი ის იყო ამიტომ არ შემშინებია, რომ დამეწია ხელი მომხვია და ძალიან დიდხანს ვიარეთ ასე ჩუმად...
ვტიროდი და არვიცოდი რა მატირებდა ბოლოს ისევ მან დაარღვია ეს აუტანელი სიჩუმე
- მია რა დაგემართა?
- არ ვიცი - ვუთხარი მე
- ნუ ტირი რა - და ისე გამიღიმა მე რომ მიყვარდა
- ვერ ვჩერდები - გავიცინე მე
-რატომ? - მკითხა ღიმილით და უფრო მეტად მომხვია ხელი
- არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ დღეს ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანი დაქროწინდა, ისინი არიან ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტად მიშლიან ნერვებს და რომელთა მოკვლაც ყველაზე მეტად მინდა მაგრამ ამავე დროს ყველა და ყველაფერზე მეტად მიყვარს
- აუ რა საყვარელი ხარ მეც მინდა შენნაირი მეგობარი- მითხრა და გამიღიმა
რა ღიმილი ჰქონდა აღარ შემეძლო მართლა, რომ ვუყურებდი ვერც კი გეტყვით რა მემართებოდა, მთელი ღამე დავდიოდით ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, ბოლოს ისე ვიყავით ამდენი სასმლისაგან ხან ის მაშველებდა ხელს რომ არ წავქცეულიყავი ხან მე, რაღაცნაირად იმ ღამეს ვიგრძენი რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო და გულის სიღრმეში გამიხარდა.
-ძალიან ლმაზი ხარ -მითხრა და უფრო მეტად მომხვია ხელი
-მადლობ - გავუღიმე
-კიდევ საყვარელი ხარ -ისევ მიღიმის
'-მართლა ? -გაიკვირვე მე
-რა არა? -აუღელვებლად საუბრობდა
-რავიცი ალბათ კი, პირველი ადამიანი ხარ ვინც ეს მითხრა-რა მალაპარაკებს
-არ მგონია -ისევ ისეთი ხმით ამბობს
- რატომ ? -ვკითხე მე
- ისეთი ხარ შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდი -მითხრა და იმ თვალებით შემომხედა მე რომ ძალიან მაბნევდა
-ხო რა ვიცი -ძლივს ამივიღე ხმა
ჩამეხუტა.
-შენზე მომიყვები? -მკითხა ისევ მან
-რა გაინტერესებს ?
- ყველაფერი -მითხრა და ისევ გაიღიმა
-კარგი დავიწყებ -გავიცინე, მასაც გაეცინა და ხელი შემაშველა რომ არ წავქცეულიყავი
-რა მქვია და ვინ ვარ იცი, მეგობრებს იცნობ, მყავს ერთი პატარა და რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და მშობლებიც მასთან არიან ახლა,პროფესიით ეკონომისტი, მიყვარს წვიმა, წერა და გვირილები, კიდევ იასამანი -როგორც იქნა დავამთავრე
- ხო ისა ახლა შენ მომიყევი -ვუთხარი მე
-სანდრო,28 წლის, მყავს 17 წლის და, მაქვს საკუთარი ტურისტული კომპანია,გეგას გარდა მყავს კიდევ რამდენიმე მეგობარი გაგაცნობ მერე
- კარგი -გაუაზრებლად ვუპასუხე,იმ მომენტში წესიერად ვერც კი გავიაზრე მისი სიტყვები
-ესე იგი გვირილები ხო? -მკითხა მან
-კი ვგიჟდები -ვუთხარი და წარმოვიდგინე რა სახე მექნებოდა
-და წერა?
-კი -ვთქვი მე
-რას წერ? -მკითხა ისევ
-რა ვიცი ისე უბრალოდ
-წამაკითხებ? -გამიღიმა
-არ ვიცი - არა ახლა ის მინდა ამან ჩემი ნაწერი ნახოს?
-ანუ კი -თქვა მან
-მე ხომ არ დაგთანხმებივარ
- მაინც მანახებ
- კარგი - დავეთანხმე რა მექნა , მაგრამ მე ახლა ის მინდა ამან ჩემი ნიჭიერება გაიგოს და კიდევ უფრო დარწმუნდეს ჩემს სიგიჟეში?
-რაღაცას გკითხავ რა? -მითხრა ისევ მან
-გისმენ -გავუღიმე
-შენ ყოველთვის ისეთი გიჟი ხარ როგორც მაშინ? -
- არა მაშინ მთვრალი ვიყავი -გავიცინე მე
-ანუ მთვრალი აფრენ? -არა ხომ ვამბობ ის ორი დამღუპავს მე
-არა! -გავბრაზდი მე
- აბა ისე უბრალოდ მოხვედი და მაკოცე? - რაღაც არანორმალურად გადაიხარხარა
-ოო ხომ თქვა ეკამ რატომაც გავაკეთე - ნაწყენი ხმით ვთქვი მე
-და გათხოვდიო რომ ეთქვათ გათხოვდებოდი? -ისევ გაიცინა
-არა -თითქმის ვიკივლე
-კარგი მოვრჩი თორემ მომკლავ -ისევ უაზროდ გაიცინა
-არ მოგკლავ -გავბრაზდი ისევ
-კარგი დაწყნარდი -თქვა და ჩამეხუტა
-გამიშვი რა- ვუყვირე ისევ
-ნუ ბრაზდები კარგი რაა
-ჩემს კეთილ გულს უმადლოდე -გავიცინე
-კარგი -გაეღიმა მას
მერე მახსოვს ადამიანებს ვაჩერებდით და სურათებს ვაღებინებდით,მახსოვს რაღაცეებს ვლაპარაკობდით მაგრამ არ მახსოვს რა ვილაპარაკეთ,იმედს ვიტოვებ სისულელე არაფერი თორემ მის დაცინვას რა აიტანს.
მთელი ღამე დავდიოდით, სასტუმროში რომ მივედი უკვე თენდებოდა, ნომრამდე მიმაცილა, ჩამეხუტა მაკოცა და წავიდა,ოთახში შევედი დიდხანს ვიდექი უაზროდ გაშეშებული და ამ ღამეზე ვფირობდი, დავწექი და ვერაფრით მოვისვენე,სულ მასზე მეფიქრებოდა და აზრზე არ ვიყავი რა მჭირდა,ვერ დავიძინე, თხელი ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გავედი, მის ოთახთან მივედი გავჩერდი ღირდა კი შესვლა? ბოლოს მაინც დავაკაკუნე, ცოტა ხანში კარი წელს ზემოთ შიშველმა,ნახევრად დახუჭული თვალებით გამიღო, ახლა რა უნდა მექნა?! ეს რა შარიანი არსება ვარ,ვერაფერი მოვიფქრე და სანამ გაოგნებული სახით იდგა სწრაფად ვაკოცე და გავიქეცი, დავინახე როგორ გაეღიმა და კარი დაკეტა, მე კი ჩემს ოთახში შევირბინე და დავიძინე
^^^
დილით რომ გავიღვიძე,სწრაფად ჩავიცვი შორტი და თხელი ზედა, თმა უბრალოდ შევიკარი და გარეთ გავედი, კარი გავაღე თუ არა ყველა ფერი დამემართა, ყველანაირი ემოცია გამომესახა სახეზე.
იქ ძალიან დიდი გვირილების თაიგული იდო,ავიღე და ოთახში შევბრუნდი,კონვერტიც ვნახე,გავხსენი და ერთი ფოტო დამხვდა მე და სანდრო ვიყავით, საშინლად მთვრალები, იმდენად რომ ერთმანეთისთვის ხელი რომ გაგვეშვა მართლა დავეცემოდით, ვიჯექი ოთახში და უაზროდ ვიცინოდი არ ვიცოდი რისი ბრალი იყო ალბათ ჩემი სიგიჟის, ბედნიერების ან არვიცი რის...
^^^^^
მერე საქართველოში დავბრუნდით თაკო კი ამერიკაში გავუშვით
^^^^^^^^
ჩამოვიდა ჩემი გოგო, აეროპორტში დავხვდით მე და სანდრო, ეკა გეგას გაჰყვა რაღაც საქმეზე და არ ეცალა, ისეთი ბედნიერი თვალები ჰქონდა მეც მიხაროდა, მეც მეშველა და მარტო აღარ ვიყავი, საღამოობით სანდრო მოდიოდა, მერე მიდიოდა, ხან მივყვებოდი, ხან უბრალოდ სახლშ ვრჩებოდი,აივანზე თაკოსთან და ფურცლებთან ერთად, რაღაცნაირად ვიყავით, არც მას უთქვამს მიყვარხარო არც მე, უბრალოდ მოვიდოდა,მნახავდა, თბილად მექცეოდა და მიდიოდა, რაღაცნაირად მყოფნიდა, ჩემი ცხოვრების სიგიჟე იყო სანდრო, ზუსტად ჩემნაირი იყო ოღოდ უფრო ნორმალური...
17 ოქტომბერს ჩამოდიოდა ნიკა, ყველა ერთად აეროპორტში დავხვდით, მისი ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი ბევრად უკეთესად იყო, ყველა ბედნიერი ვისხედით და ვსაუბრობდით,ან ვსვამდით ან ნიკა უკეთებდა სიურპრიზებს თაკოს და იმით ვიყავი ბედნიერი.
25 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე იყო, აზრზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა, ჩემი სახლი არც მახსოვდა,მაინც თაკოსთან ვიყავი, აივანზე ვიჯექით, ღამის თორმეტ საათს აკლდა წუთები, სულ არ მიხაროდა დაბადებისდღე,27 წლის გავხდი, მათ აიტეხეს და ჩემთან წავედით, მერე მითხრეს რომ ავსულიყავი სახლში ისინი ნიკა და გეგას დაელოდებოდნენ და მოვიდოდნენ, კი ვუთხარი რომ ამოსულიყვნენ და ისინიც ამოვიდოდნენ მაგრამ არაო,მეც ავედი სახლს მაინც მივალაგებდი თორემ ისეთ დღეში მქონდა დატოვებული ვინმეს რომ ენახა სირცხვილი იყო, სანამ კარს გავარებდი საათს დავხედე პირველის ათი წუთი იყო, გასაღები ამოვიღე ჩანთიდან და კარი გავაღე, გავაღე და კინაღამ გული წამივიდა, შუქი რომ ავანთე ცუდად გავხდი, მთელი სახლი გვირილებით იყო სავსე და დიდ კედელზე მე და სანდროს სურათი იყო, აი ის მაშინ რომ მივირბინე და ვაკოცე მაგრამ საიდან გაჩნდა აზრზე არ ვიყავი,ან ვინ გადაიღო,ვტიროდი, თან ვიცინოდი,პატარა კოლოფი იდო გავხსენი და იქ პატარა ლამაზი ბეჭედი ბრწყინავდა, ფურელიც იდო", ახლა ნურაფერს მეტყვი უბრალოდ ეს შეინახე და როცა უნდა მითხრა პასუხი მე თვითონ მოვალ შენთან" ეწერა იქ,მერე წერილი დამხვდა იმ ადგილის მისამართით სადაც უნდა მივსულიყავი,მეც გვირილები იმდენი რამდენიც შემეძლო ავიღე და იქ მივედი, ტირილით შევედი და ყველას სათითაოდ ჩავეხუტე, სანდრო არ იყო,მეტკინა ან უფრო მეწყინა, მაგრამ არ შემიმჩნევია, ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, გვიან მოვიდა უხმოდ მომკიდა ხელი და გამიყვანა
- გილოცავ -მითხრა და ჩამეხუტა
-მადლობ -გავუღიმე
მერე ისევ ჩუმად მივდიოდით
-ის შენ გამიკეთე სახლში? -ვკითხე მე
- კი -გამიცინა და მაკოცა
-მოდი აქ დავჯდეთ -ისევ მითხრა მან და სკამზე მიმითითა
დავჯექით, თმებზე მეფერებოდა და ჩუმად იყო, მერე ლაპარაკი დაიწო
-იციი რაღაც მაქვს სათქმელი -თქვა და ისე შემომხედა მე რომ მიყვარდა
-გისმენ -გავიცინე მე
- მიკლედ ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ უბრალოდ ძალიან მიყვარხარ - გონება მხოლოდ ერთ სიტყვას გაჰკიოდა და წამდაუწუმ ყურებში ჩამესმოდა აი ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მქონდა, მერე შეყვარებულები ვიყავით, ყველაფერი ძალიან ძალიან კარგად იყო, ზედმეტად ბედნიერი ვიყავით სამივე, თაკო და ნიკას იანვარში ჰქონდათ ქორწილი, 13-ში, ულამაზესი იყო თაკო , აი რომ იტყვიან ბრწყინავდა, მე მეჯვარე ვიყავი, ისე სიმართლე რომ ვთქვათ არც მე გამოვიყურებოდი ცუდად, მერე თაკო და ნიკა პარიზში გავუშვით, ეკა და გეგა სახლში წავიდნენ და დავრჩით მე და სანდრო გარეთ, მერე ჩემთან წამოვიდა, ცუდ ხასიათზე ვიყავი, მთელი ღამე ხალიჩაზე ვიჯექით, ვსვამდით და უაზროდ ვლაპარაკობდით, ეჰ ვინ იცის რა ვიბოდიალე იმედია ცუდი არაფერი, რომ გავიღვიძე საღამო იყო ჩემს საწოლში ვიწექი, ავდექი და მისი ძებნა დავიწყე დივანზე ეძინა საწყლად, თავი მისკდებოდა მერე შხაპი მივიღე გამოვედი და ისევ ეძინა, საჭმელი მოვამზადე და რომ მოვრჩი გაიღვიძა, ის დღეც ერთად გავატარეთ და წავიდა...
მერე ფაქტიურად ეკასტან ვცხოვრობდი და გეგას სიცოცხლეს ვუმწარებდი, სულ მეუბნებოდა "ადრე არ მეყოფოდი ახლა აქ მინდა შენი თავიო? " და მეც უფრო ვამწარებდი
^^^^
30 იანვარს ჩამოვიდნენ, მათთან ვიყავთ ყველა მერე გვიან დავიშალეთ და სახლებში წავედით.
1 თებერვალი იყო,ბიჭები სადღაც იყვნენ, ჩვენ კი მარისთან ვიჯექით და რაღაცეებს ვიხსენებდით, ხვალ მისი დაბადების დღე იყო და უხაროდა.
- აუ გოგოებოო - თქვა ეკამ ღიმილიანი სახით
-ხო რა ქენი? -უთხრა თაკომ
-კი მინდოდა პირველად გეგას გაეგო მაგრამ ვერ ვითმენ და უნდა გითხრათ თქვენ
- მიდი თქვი რა დროს გეგაა - გამეცინა
- დეიდები გახდებით - თქვა და შემოგვხედა
-რაა? ვაიმე რამაგარიაა ვიკივლეთ ორივემ და ეკას ჩავეხუტეთ, უბრალოდ ვკიოდით ვიცინოდით და ბედნიერები ვიყავით, ძალიან გამიხარდა, მართლა საკუთარი დებივით მიყვარდა ერთიც და მეორეც მასზე ბედნიერი მე ვიყავი მგონი.
-აუ ის გახსოვთ? თქვა თაკომ
-რა? -ვკითხეთ ორივემ ერთად
-ეკას დაბადების დღეზე, ერთხელ გეგამ რომ ვერ მოიფიქრა რა ეჩუქებინა და საჩუქრის შესაფუთ ლეტშმოხვეული რომ მოვიდა? - ეს თქვა თუ არა სიცილი აგვიტყდა
- აუუ რანაირი იყო -გამეცინა მე
- ხო აბა მარტო თქვენს ნიკა და სანდროს კი არ შეუძლიათ სიგიჟეების კეთება ჩემი გეგაც აფრენს -გაეცინა ისევ
-აუ ნეტავ ხვალ რას გაჩუქებს? -ვკითხეთ მე და თაკომ და ერთმანეთს გადავხედეთ
-რავიცი ალბათ ისევ ბანტს დაიმაგრებს და მოვა -გაეცინა და მე უფრო გამეცინა რადგან წინა დღის დიოლოგი გამხსენდა
^^
თაკოსთან ვიყავით გეგამ რომ გამიყვანა და მითხრა
- აუ მია?
-რა? -ვუთხარი მე
-ეკას დაბადების დღეზე რა ვაჩუქო? -გამეცინა
-ცოლი შენია და მე რას მეკითხები
-აუ ვერ ვიფიქრებ -ისე შემომხედა შემეცოდა
-რავიცი შემოიხვიე ლენტი და მოდი
გაეცინა, მეც, ამით დამთავრდა ალბათ მართლა ასე იზამს
^^^
თორმეტს აკლდა წუთები კარი რომ გაიღო და ბიჭები ტორტით, სადღესასწაულო ქუდებითა და ყვავილებით რომ შემოვიდნენ, გეგას შევხედე და ცუდად გავხდი მართლა ბანტი ჰქონდა შემოხვეული, სიცილისგან ფეხზე ვერ ავდექი, მერე აკოცა ჩაეხუტა და პატარა კოლოფი გაუწოდა გულის ფორმის კულონი იყო, იხსნებოდა და შიგნით მათი ქორწილის ფოტო იყო, გამეღიმა, ეკამ მხოლოდ ეს არის? სახით შეხედა და აი მერე მართლა შემშურდა მარისი, აივანზე გაიყვანა, ეზოში "მიყვარხარ" ენთო და კიდევ იქ მანქანა იდგა, აი ისეთი ეკა რომ წლებია ოცნებობს, გამიხარდა, უბედნიერესი იყო..
_________________________________
აი ასე ვიყავით ისინ სულ სიურპრიზებს აწყობდნენ, ჩვენ კი უაზროდ ბედნიერები ვიყავით, ზაფხული მალე მოვიდა, საღამო იყო ვიძინებდი კარზე ზარი რომ დარეკეს ზუტად ვიცოდი სანდრო იყო ამიტომ სწრაფად გავაღე შემოვიდა და ყვავილები მომიტანა,
-მია აი მოვედი და ახლა უნდა მითხრა გახდები ჩემი ცოლი? -მკითხა და გამიღიმა
- კი -ვუთხარი დაუფიქრებლად, თუმცა დაფიქრება არც მინდოდა ოქტომბერში უკვე ნაფიქრი მქონდა ამაზე და აი მერე ორი ბილეთი გამომიწოდა ვენეციაში, ფრენა 4 საათზე იყო, მოვასწრებდი, კარადა გავაღე და რაც ხელში მომხვდა ჩავაწყე მერე კი უბრალოდ წავედით მე მას ჩემი "ცხოვრების სიგიჟე" ვუწოდე
დასასრული !!!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 2527 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
მიყვარს მე ეს სიგიჟე.❤❤❤
avatar
0 Spam
2
ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე ნიჭიერი მყავდი ❤ ვამაყობ შენით ❤ იდეალური ისტორიაა (ნუროგორიიქნება აბა ჩემიდაქალიროწერს ) ❤❤ თან მე მეკუთვნის და ყველაზე მეტად ეს მიხარია ❤ აი საერთოდ ყველაზე კარგი ხარ შენ ❤ ვგიჟდები შენზე და შენს განუმეორებელ ისტორიებზე ❤ ჩემიშუგაბეიბიხარ ❤❤❤
avatar