ჩუმი კივილი III
07.09.2017, 02:41
უკვე სამი დღე გავიდა, დღეს ლუკასის დაკრძალვაა. ჰო ის ჩემ გადასარჩენად დაიღუპა, ალბათ დღეს საავადმყოფოდანაც გამწერენ. მთელი ამ დროის განმავლობაში მეთი გვერდიდან არ მომშორებია. მსუბუქი დამწვრობები მაქვს, მაგრამ სახეზე ნაიარევი მაინც დამრჩება, რომელიც მუდამ შემახსენებს, რომ ლუკასი ჩემ გამო დაიღუპა. ახლა არ შემიძლია ვიფიქრო მეთზე, არც ლიზზე, მხოლოდ იმ ღამეზე ვფიქრობ. ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს რა მოხდა, ხანძარი რამ გამოიწვია, ვფიქრობ ეს შემთხვევეით არ მომხდარა და ამას გავარკვევ კიდეც.
ლიზმა ტანსაცმელი მომიტანა, ის შავი კაბა, რომელიც დედას დაკრძალვაზე მეცვა.
-გაბი დაგეხმარო? ჩემკენ მოიწია ლიზა.
-ნინა, გთხოვ ნინა დამიძახე, აღარ მინდა გაბის მეძახდეთ, ეს ლუკასის მოფიქრებული იყო, რომ გაბი ვყოფილიყავი, ის აღარ არის, ამიტომ აღარც გაბი არსებობს. ემოციებს ავყევი და გაბრაზებული სააბაზანოში შევედი.
საავადნყოფოდან ისე გავედით ლიზას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, აღარც მეთი ამბობდა რამეს.
ლუკასის სახლს მივუახლოვდით, სახლის გარშემო უამრავი ადამიანი იყო, ყველა შავებში ჩაცმული, დანაღვლიანებული სახეებით იყვნენ, თუმცა გულწრფელად მგლოვიარე სულ რამდენიმე იქნებოდა.
სასაფლაოზე მისულს მთხოვეს, გამოსამშვიდობებელი სიტყვა მეთქვა, რომელიც არც კი მომიმზადებია.
-ინსტინქტებს და გულს მიენდე გა... ნინა. გულში გავიფიქრე და წამოვდექი. მეთმა თავი დამიქნნია თითქოს და მამხნევებდა, მე თვალი ავარიდე და ჩემი ადგილი დავიკავე.
მე ნინა ვარ, ლუკასი გაბის მეძახდა, რადგან ჩვენი საყვარელი ფილმის მსახიობს მამსგავსებდა, რომელსაც გაბი ერქვა. მას შემდეგ ყველა ამ სახელს მიწოდებს. მერვე კლაასში რომ ვიყავით, სახეზე მუწუკები მქონდა, მრცხვენოდა სიარული, სახის გამოჩენა, სკოლაში მისვლაც არ მინდოდა. ლუკასმა კი მითხრა, -ჰეი, გაბი, ნინა, გოგონავ, რაც გინდა ის უწოდე საკუთარ თავს, გარდა მახინჯისა. ყველაფერი გარეგნობით არ განისაზღვრება, თუმცა შენ? შენ გარეგნულადაც ისეთივე მშვენიერი ხარ, როგორც შინაგანდო. სისულელედ გეჩვენებათ ალბათ, ბავშვური მოგონება, მაგრამ ეს ერთ-ერთი იყო იმათგან, რაც ლუკასმა შემაგნებინა, ჩემ სიჯიუტესაც ეგუებოდა. მას არ უყვარდა ყალბი ადამიანები, მაპატიეთ, მაგრამ აქ მყოფთაგან თითო-ოროლა თუ იცნობდა ლუკასს, დანარჩენები თქვენი ყალბი მწუხარებით, უბრალოდ მის ხსოვნას შეურაცხყოფთ. მაპატიეთ პირდაპირობისთვის , მაგრამ ესეც ლუკასმა მასწავლა.- ვსაუბრობდი და თან ცრემლებად ვიღვრებოდი.- ამ ადამიანმა მე სიცოცხლე მაჩუქა, ის მე შემეწირა, მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს, რომ ის ახლა 10 ფუტით ქვევითაა, ცივ მიწაში, მისი სხეული იხრწნება, მისი სახე, მისი ლამაზი სახე აღარ მდამხვდება დილაობით ჩემ კაფესთან და აღარ მომესალმება მისი მრავლისმეტყველი ღიმილით. მას სიცოცხლე უყვარდა, სიცილი უყვარდა, გართობაც უყვარდა... იგი იყო საუკეთესო შვილი, ძმა, მეგობარი და მრჩეველი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ. ლუკას ახლა თუ ჩემი გესმის გპირდები, რომ ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ. და ჰო, დღეს, ლუკასთან ერთად გაბისაც ვემშვიდობებით. არ არის ლუკასი, არც იქნება გაბი. მადლობა ყურადღებისთვის.
ჩემ ადგილას დავბრუნდი, ლოცვასაც მოვუსმინე და ლუკასს მიწა მივაყარე. როგორი მტკივნეულია კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვა...
სახლში მარტო წავედი, ცოტა სუფთა ჰჰაერი და მარტო ყოფნა მჭირდებოდა. იმ პარკში მივედი სადაც მასთან ერთად დავდიოდი, და მთელი ხმით დავიყვირე, ხმამაღლა ვტიროდი, თავს მარტოდ ვგრძნობდი, თითქოს გულის ნაწილი ამომაცალეს, მოულოდნელად ძლიერი ჩახუტება ვიგრძენი, მისი სუნამო მეცნო... ეს მეთი იყო, იგი მეხუტებოდა, ძლიერად და იცით?! მან ჩემში იმედის ნაპერწკალი გააღვიძა, იმედის სიყვარულისა, ამიტომ მეც ძლიერად მოვხვიე ხელები, თავი გულზე დავადე, და ავტირდი... მე ამ იმედს ჩავებღაუჭე...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: gaby
ნანახია: 790 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar