დაკარგული შანსი.თავი 2.(დასასრული)
31.08.2018, 20:09
-რისთვის მოხვედი,იმის დასარწმუნებლად ხომ არა ცოცხალია ისევ თუ შენმა ტყუილმა ბოლო მოუღო.ხელი მოკიდა და სარკმელთან მიიყვანა,შეახედა იოანე რამდენიმე აპარატს რომ იყო მიერთებული.
-შეხედე,დატკბი უგრძნობლად წევს.რა გინდა,რისთვის იბრძვი,რას ითხოვ იოანესგან.ამოდენა ტყუილი რამ გათქმევინა,არცერთი კაცი არ გაჩერდება უსიყვარულოდ ქალთან.ნუთუ ვერ მიხვდი იმას,რომ იოანეს მხოლოდ იმისთვის უნდოდი მისი სურვილი დაეკმაყოფილებინა და ამით გინდა დააბა? ვერა,ვერ დააბავ იოანე სულ სხვა ტიპია,ის ძალიან მკაცრია და პირდაპირი.ყველაფერზე იყო წამსვლელი,რომ მართლა გყოლოდა მისგან ბავშვი,შენ ის დღეს სამუდამოდ დაკარგე,ამიტომ აქ აღარ არის შენი ადგილი.წადი,წადი ესმა და სამუდამოდ გაქრი იოანეს ცხოვრებიდან.ტირილით დატოვა საავადმყოფო ესმამ დღეები გადიოდა და ელდარი თუ იყო კომპანიაში,თუ იყო საავადმყოფოში.15 დღის განმავლობაში დღე და ღამე იოანეზე ფიქრობდა და ერთ დილით მისულს ექიმი გაღიმებული შეხვდა.
-გილოცავთ,თქვენი მეგობარი გონს მოვიდა.ელდარიმ სიხარულით სავსემ ხმაურით შეხსნა პალატის კარი და იოანეს წინ დადგა თვალცრემლიანი და თან საყვედურებით დაიწყო მისი მოკითხვა.
-როგორ გაბედე,როგორ შეძელი ეს რომ მე აქ მარტო მტოვებდი.ღმერთმა ერთი სიცოცხლე გაჩუქა 31 წლის წინ და ახლა მეორე დაბადების მოწმობა უნდა შევავსებინო ექიმს,დღეს შენი მეორედ დაბადების დღეა იოანე.ხვდები მაინც როგორ შემაშინე? იოანეს გაეღიმა ელდარის ბუზღუნზე,ხელი აუწია და ხელით ანიშნა ახლოს დამიჯექიო.
-ესმაზე საერთოდ არ მინერვიულებია,ბაიას განცხადება რომ ვნახე ჩემს მაგიდაზე,იმ ქაღალდმა მომიღო ბოლო და იქ გადამეკეტა,რა გავაკეთე აღარც კი მახსოვს.
-შენი ბრალია,ხელი რატომ მოაწერე.
-მაჯობა ჭკუით,გავბრიყვდი.ცარიელ ქაღალდზე მომაწერია ხელი ასე როგორ გავითიშე და არ ვკითხე,ის ქაღალდი რაში ჭირდებოდა.
-ასე მართლა რამ დაგაბრმავა,ახლა სად იქნება,სად უნდა ვეძებოთ.
-არ ვიცი,აზრზე არ ვარ.
-იოანე ესმა იყო მოსული და გავაგდე აქედან.
-კარგი გიქნია,მაგის ატანა აღარ მაქვს.ხო,მართლა ელდარ იმ დღეს საავადმყოფოში წასვლამდე,ჩუმად ყური მოვკარი ვიღაცას ტელეფონზე ეუბნებოდა, ,,მაშინებს მისი მშვიდი საუბარი''-ო
-რა? გინდა მითხრა,ესმა ვინმემ მოაგზავნა შენთან?
-დარწმუნებული ვარ,მოაგზავნა და ის ტყუილიც მან ათქმევინა.არ ვიცი,მაგრამ მე ვფიქრობ აქ მისი მეგობრის ხელი ურევია,ის არის სანახავი და მაგარი მისახედი.
-გავიგებთ,ჩემს მეგობარს დავურეკავ და ვიცი ეს არ შეიძლება,მაგრამ საჭიროა ესმას ტელეფონი შევამოწმოთ.მის ყველა საუბარს და მესიჯებს ამოვიღებთ და გამოვიჭერთ ვინცაა ის ნაბ...ი.
-მიდი დატრიალდი,უნდა გავიგოთ ვინ არის და რა უნდა ჩვენგან.შესაძლებელია მტერი ახლოს გვყავდეს და არ ვიცოდეთ.ელდარს ახალი საფიქრალი მოემატა,მაგრამ მეგობრის დახმარებით ყველაფერი მოაგვარა.დადგა დღე,რომ იოანე საავადმყოფოდან გამოწერეს.სიხარულით მიაქროლებდა მანქანას,მაგრამ სიხარული მალე მწუხარებამ შეცვალა.მოულოდნელად მანქანას წინ პატარა ბიჭმა გადაურბინა და ელდარიმ მოასწრო მანქანის გაჩერება.ორივე შეშინებული იჯდა და მანქანის წინ აკანკალებულ 8 წლამდე ბიჭს შესცქეროდა ორივე.
-მგონი ბრმაა.ჩურჩულით თქვა იოანემ და მანქანიდან გადავიდა.ხელი მოკიდა შეშინებულ ბავშვს დააწყნარა,მოეფერა და შემდეგ შეეკითხა.
-ვერ ხედავ? ბავშვმა უარის ნიშნად თავი გააქნია და სადღაც უსასრულობაში გაიხედა.
-არა უშავს,მისამართი იცი სახლში რომ მიგიყვანო? ბავშვმა მისამართი უთხრა,მანქანის კარი გამოუღო და ბავშვი მის გვერდით დაისვა.ორივე დუმდნენ და ვერაფერს ამბობდნენ შიგა და შიგ კი ბავშვს გადახედავდნენ.
-რა გქვია სახელი. შეეკითხა იოანემ.
-შოთიკო მქვია.
-ქართველი ხარ ტო? გაუხარდა იოანეს.
-კი ქართველი ვარ.ღიმილით უთხრა შოთიკომ.მალე მივიდნენ შოთიკოს ნათქვამ მისამართზე,ბინის წინ ახალგაზრდა ქალი იდგა და ტიროდა,შაკო დაინახა თუ არა გაიქცა ბავშვთან და გულში ჩაიკრა.
-სად იყავი,სად წადი იცი რამდენი ვინერვიულე?
-მაპატიე დედა მინდოდა გამევლო და გზა ამერია.შემდეგ უცხო ძიებმა მომიყვანეს.იცი? ისინიც ქართველები არიან.ქალმა ნამტირალები თვალებით შეხედა ელდარის და იოანეს და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.
-მადლობა,რომ დაეხმარეთ ჩემს შვილს.სახლში შემობრძანდით,გთხოვთ.სახლში შეიყვანა სტუმრები.იოანემ სახლს თვალი მოავლო,ერთი ოთახი იყო სულ და ისიც სარდაფში, სინესტეში და თან ძალიან ვიწროდ.
-მარტო ცხოვრობ?
-არა,მეუღლეც აქ არის.გასულია,სამსახურიდან გაანთავისუფლეს და დღეს გასაუბრებაზე იყო დაბარებული,იქნებ აიყვანონ თორემ ბინის ქირას ვეღარ გადავიხდით.
-შოთიკო დაბადებიდან ასე არის? ძალიან დააინტერესა იოანეს ბავშვის ამბავმა.
-არა,ორი წლის წინ ავარიაში მოვყევით და შოთკომ თავი დაარტყა,ამის შემდეგ ნელა-ნელა თვალში სინათლე ჩაუქრა და 6 თვეა რაც საერთოდ ვეღარ ხედავს.სახლის კარი გაიღო და სახლში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა.იოანემ თვალებგაფართოებული მიჩერებოდა ადრიანად გათეთრებულ მამაკაცს,პირზე ხელი მიიფარა და სიხარულით გამოწვეული ხმა მისივე ხელის გულში ჩაახშო.
-ვერ ვიჯერებ,არ მჯერავს.ნელა ნელა ფეხზე წამოდგა და მასავეთ მოულოდნელობისაგან გაოცებული მამაკაცის წინ დადგა.
-იოანეეე? ღმერთო,რამდენი წელი გავიდა.ნუთუ ეს სიმართლეა და სიზმარი არ არის? მარიამ ეს ის იოანეა ხშირად რომ გიყვებოდი რაღაცეებს მასზე.
-რატომ,რატომ ერთხელ მაინც არ შეეცადე ჩემს მოძებნას ანდრია.ვერ ვიჯერებ,რომ ჩემს წინ დგეხარ თვით ანდრია მინდელი.დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და ანდრამ მოუყვა იოანეს მათი გაჭირვებული ცხოვრება ლონდონში.
-რას საქმიანობდი ძველ სამსახურში.
-იურისტი ვარ,მაგრამ ახლა ყველა სამსახურზე თანახმა ვარ,მტვირთავაც კი ვიმუშავებ,არც დავფიქრდები.იოანე ფეხზე წამოდგა და ღიმილით უთხრა მარიამს.
-ადექი,ჩაალაგე თქვენი ნივთები და გავდივართ,არც მე მაწყენს საღამოს გემრიელი ვახშამი რომ დამხვდეს სახლში,შენ კი შეეშვი გოდებას,გაქვს უკვე სამსახური მაგრამ ერთი პრობლემაა.
-რა პრობლემაა,შეხედა ანდრეამ.
-სამი თვე უნდა იმუშავო გამოსაცდელი დროით.
-ღადაობ,სამი თვე რა ამბავია შე ჩე...ა
-ჰე,ჰე ჰეეე,წამოდით, წამოდით არანაირი გამოსაცდელი დრო არ გჭირდება.იოანემ მეგობარი თავის ოჯახით სახლში წაიყვანა და თან დაამშვიდა ცოლ-ქმარი რომ შოთიკოსაც კარგი მკურნალობით ყველაფერი კარგად ექნებოდა.
    დილიდან გადაუღებლად წვიმდა,სახლიდან გამოვიდა და დაუფიქრებლად დაადგა სოფლისკენ გზას.სულ დასველდა,მაგრამ მაინც მიდიოდა.როგორც ახსოვდა,სახლამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი,არადა უკვე ბინდდებოდა,წვიმაში კი ღამე უკუნი იყო.ტრანსპორტისთვის ლოდინს აზრი არ ჰქონდა,ამიტომ ერთ ადგილზე დგომას სიარული არჩია და ფეხით გაუყვა გზას.იქნებ ვინმე დაგვიანებული მგზავრი გამოჩნდეს და გზად გაიყოლოს,რომ ცოტა მაინც წაწიოს წინ,თუმცა უკვე სულერთიც არის,სულ სველია.მიდიოდა,მიიწევდა წინ და გზა და გზა აკვირდებოდა სახლებს,ეს სოფელი უცხო იყო მისთვის,მხოლოდ ახსნით იცოდა სად უნდა მისულიყო,მართალია მოულოდნელად მიდიოდა,მაგრამ გვიან დაფიქრდა რომ ასე გვიან სტუმრობა შესაძლებელიც იყო არასასიამოვნო ყოფილიყო მასპინძელისთვის.აღარ იცოდა რა ექნა,გაეგრძელებინა გზა თუ დაბრუნებულიყო უკან,მაგრამ მგონი არ უნდა უფალს მისი უკან დაბრუნება,უკან მიიხედა და წვიმაში სუსტი შუქი დაინახა,რომელიც ნელა-ნელა უახლოვდებოდა,ეტყობოდა რომ მძღოლი ფრთხილობდა წვიმაში სიარულს,ისედაც ნელა მომავალმა,სულ შეაჩერა მანქანა და გაკვირვებულმა შეხედა ამ თავსხმა წვიმაში მიმავალ გოგონას და გაუჩერა.
-დაჯექი,წაგიყვან სადაც მიდიხარ.დაიბნა,ახალგაზრდა მამაკაცი რომ დაინახა და მორიდებულად უთხრა.
-მადლობა,მაგრამ სულ სველი ვარ.
-არა უშავს,აქ ვერ დაგტოვებ დაუსახლებელი პუნქტია სულ ცოტა მოშორებით და შეგეშინდება.გოგონამ აღარ გააგრძელა ხვეწნა მუდარა და მორიდებულად დაჯდა,თან ჩუმად შეათვალიერა 29-30 წლის სიმპატური მამაკაცი,რომელიც დაძაბული იჯდა და მთელი დაკვირვებით უცქერდა წინ გზას.
-ცუდი ამინდი დაგემთხვა სოფელში ამოსასვლელად.
-ნამდვილად და როგორ ვერ ვიტან წვიმას.უთხრა გოგონამ.
-რატომ,მე მიყვარს წვიმა ემოციებს გიხსნის და დასვენების საშუალებას გაძლევს.თქვა და გოგონას გაუღიმა,შემდეგ სიგარეტი ამოიღო და გოგონასაც გაუწოდა,მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა,გაკვირვების ნიშნად წარბი აწია მაღლა,გულიანად დაარტყა ნაპასი და გააბოლა,თან გოგონას ცალი თვალით ათვალიერებდა.
-სად ცხოვრობ.
-აქედან კიდევ შორსაა,როგორც ვიცი.
-როგორ,როგორც იცი, არ იცი სად ცხოვრობ? გაუკვირდა და გაკვირვებულმა შეხედა გოგონას.
-სიმართლე გითხრა,არც არასდროს მიცხოვრია აქ.დღეს მომინდა ეს სოფელი მენახა და დღესაც ამინდმა მიმტყუნა.დაიბნა და უფრო გააკვირვა გოგონას საუბარმა,არც თავად ეცნობა,უცხო იყო.
-ის მაინც თუ იცი ვისთან მიდიხარ.
-პაპასთან,მაგრამ არც ის ვიცი ცოცხალია თუ არა.შილაკაძე შამილი.
-შამილი პაპასთან მიდიხარ? შორსაა,ის ხომ ყველაზე შემაღლებულ ბორცვზე ცხოვრობს და უნდა გითხრა აქედან ძალიან შორსაა,თითქმის სოფლის ბოლოში.მოიცა,რატომ არ იცნობ პაპას?
-ეს დიდი ისტორიაა,ძალიან ძველი და მივიწყებული.თქვა სევდიანად.
-მე უფრო ახლოს ვცხოვრობ.გოგონას გახედა და თან ჩაეღიმა.
-მადლობა,სადამდეც მიდიხართ,იქამდე წამოგყვებით და მერე კი წავალ ჩემით.
-მომისმინე,მე ვახო ვარ ლევიძე.საწვავი მითავდება,თორემ ბოლომდე აგიყვანდი.
-არა უშავს,მადლობა აქამდეც რომ მომიყვანეთ.
-სახლში მაქვს საწვავი,ჩავასხამ და აგიყვან ბორცვზე.
-არა,არა მადლობა.
-კარგი რა,ამ წვიმაში სად გაგიშვა.იციან რომ მიდიხარ?
-არა,მოულოდნელად გადავწყვიტე დღეს აქ მოსვლა.უთხრა მორიდებულად.
-ხოდა კარგია,ჩემთან დარჩები და თუ არ იცი გეტყვი,რომ პაპა შამილი აღარ არის ცოცხალი უკვე წლებია და არა მგონია ასეთ ღამეში მოეწონოთ სტუმრობა,იცი? რაღაც სხვანაირი ხალხი არიან,ამბობენ სტუმარი არ უყვართ და არც არავინი სტუმრობს მათ.
-მართლა? ტყუილა ამოვსულვარ.
-არა,რატომ? ერთმანეთს შევხვდით და ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს.ჩემთან დარჩი ამ ღამეს.
-საააად? შეუძლებელია,არადა უკან როგორ დავბრუნდე.
-ნუ გეშინია მარტო ვცხოვრობ.
-მითუმეტეს,ვერ დავრჩები თქვენთან.უთხრა და იგრძნო,რომ გული ამოვარდნას ჰქონდა.ვახოს ეღიმებოდა გოგონას უსაფუძვლო შიშზე და მის რეაქციაზე,რაღაცნაირად მოეწონა ეს ფაქიზი და სუფთა სულის მქონე ადამიანი.
-ასე რამ შეგაშინა,ნუ გეშინია არ ვიკბინები.ამ საუბარში მანქანამ გზიდან გადაუხვია და სულ ცოტა ხანი ჩაბნელებულ ადგილებში იარა,შემდეგ კი ორ სართულიან სახლთან გააჩერა.სახლი ჩაბნელებული იყო,ეტყობოდა სახლში მართლა არავინი არ იყო,რადგან სინათლის სხივი არსაიდან არ გამოდიოდა.ვახო მანქანიდან გადავიდა,ეზოს კარი გააღო და მანქანა ეზოში შეიყვანა.გოგონას მიუბრუუნდა და გაეცინა მის დამფრთხალ თვალებს რომ შეხედა.
-რა გაცინებს,ასეთი სასაცილო ვარ? შეუბღვირა გოგონამ.
-სასაცილო არ ხარ,მაგრამ ისაა სასაცილო ამდენი ხანია მოვდივართ,ვლაპარაკობთ,სახლში მოგიყვანე და სახელი არ მითხარი რა გქვია.ახლა კი გაეცინა თავადაც და გაღიმებულმა უთხრა.
-ბაია,ბაია ბერიძე.
-ძალიან კარგი,მაშ გადავიდეთ ბაია.ვახო გადავიდა და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა,ეგონა ბაია უკან მიყვებოდა,მაგრამ რომ მიიხედა უკან და ბაია ისევ მანქანასთან მდგარი დაინახა დაუფიქრებლად მიაძახა.
-წამოხვალ თუ ამ ცივ ამინდში მხეცების გემრიელი ლუკმა გინდა გახდე.ამის თქმა იყო და სამ ნაბიჯში დაეწია ვახოს,რომელიც თითქმის მისული იყო სახლის კარებთან.სახლში შევიდნენ,უზარმაზარი სახლი იყო შიგნიდან,გემოვნებით მოწყობილი.ყურადღებით ათვალიერებდა სახლს,რომ ვახომ უთხრა.
-გამოიცვალე,არ გაცივდე ტანისამოსს მოგიტან.
-არა,ამას ვერ ვიზამ.
-გაცივდები და მერე უფრო უარესია.ვახომ ქალის ტანისამოსი მიუტანა და თანვე სააბაზანო აჩვენა სადაც იყო.ბაიამ გაკვირვებულმა დახედა ქალის გემოვნებით შერჩეულ ტანისამოს და წარბი ასწია მაღლა,თქმით კი არაფერი უთქვამს.ვახომ შეამჩნია ბაიას გაკვირვებული სახე და ღიმილით უთხრა.
-ცუდი არ იფიქრო,ცოლს არ ვღალატობ მე კარგი და ერთგულებით სავსე ბიჭი ვარ.ტანისამოსი კი ჩემი ბიძაშვილის არის,აქ აქვს რამოდენიმე ხელი,სოფელში რომ ამოდის ხოლმე ხმარობს.
-ცოლიანი ხარ? და სად არის ახლა.
-არა,არა,არა უახლოეს სამ წელიწადში არ ვაპირებ არაფერს და მითუმეტეს დაქორწინებას.უთხრა სიცილით.
-მასხარა ხარ.გაეცინა თავადაც,იდგა ბაია ტანისამოს დასცქეროდა ზემოდან და არ იცოდა რა გაეკეთებინა.ბოლოს დანებდა ბედს და ვახოს მითითებულ სააბაზანოში შევიდა,ცხელი აბაზანა მიიღო და მშრალი ტანისამოსიც ჩაიცვა.ვახოს მსუბუქი ვახშამი მოემზადებინა და ბაიას ელოდა,დარცხვენილმა შეხედა ვახოს და შემდეგ თვალი მაგიდას გადაავლო.სულ სხვა გრძნობა ჰქონდა,თითქოს ამ სახლს ნაცნობი სურნელი ჰქონდა,პირველად გრძნობდა ასე და დაძაბული იყო.ვახომ ხელი მოკიდა და მაგიდასთან მიიყვანა,მიხვდა რომ გოგონას ეშინოდა და შიშის გრძნობა ჰქონდა.
-ბაია მომისმინე და შემომხედე,ჩემი არ შეგეშინდეს რა გთხოვ.გესმის? არასოდეს,არასოდეს ვატკენ არავის და მითუმეტეს ქალს.ახლა დაჯექი და მსუბუქად ვივახშმოთ.
-აქ მარტო ცხოვრობ? როგორც იქნა შეძლო ხმის ამოღება და გაუბედავად კითხა.
-აქ იშვიათად ამოვდიოდი,ახლა კი დროს ვნახავ თუ არა აქ ვარ.აქ დედაჩემის და მამაჩემის ნაფეხურებია,არ მინდა წავშალო ისინი.როცა მოვდივარ ისევ მგონია,რომ დედა შემომეგებება და ნამგზავრით დაღლილს საჩქაროდ მაგიდას გამიშლის.ბავშვურად გავუღიმებ და მეც თბილად მოვეფერები,მაგრამ სამწუხაროდ ეს აღარ მოხდება,ეს მხოლოდ უკვე ჩემი ნატვრაა და მეტი არაფერი.
-ვწუხვარ,ვიცი რას ნიშნავს დედის დაკარგვა.მე სულ პატარამ დავკარგე ის და მენატრება,მენატრება მისი ღიმილი და მოფერება.ტკივილი ბაიამაც ამოიღო გულიდან.
-აქ ბაღი ჰქონდა დედას,ყვავილების ულამაზესი ხეივანი გააშენა.ზაფხულობით
 გამოვდიოდით და დიდი ჟრიამული იყო ეზოში,მამას გარდაცვალების შემდეგ კი აქ გადმოსახლდა ქალაქელი ქალი და რომ მოვდივარ,ისეთი შეგრძნება მაქვს,ვგრძნობ მის აქ ყოფნას,მაგრამ არა მარტო ის, მამასთან ერთად დგას მის გაშენებულ ხეივანში.დაასრულეს ვახშამი და ბაიამ მიალაგა,თეფშები ამორეცხა და შემდეგ ვახოსთან ერთად სალონში გავიდა,მოულოდნელად თბილი ღიმილი მოეფნა სახეზე.ვახოს გაუკვირდა და ინტერესით შეეკითხა.
-რა მოხდა.ბაიამ ვახოს შეხედა და უთხრა.
-მე ვიცნობ ამ ადამიანს,საოცრად თბილი და საყვარელი ადამიანია.
-სამწუხაროდ იყო,აღარ არის.შენ საიდან იცნობდი მას? კითხა გაკვირვებულმა.
-მე მის კომპანიაში ვმუშაობდი,მისი მდივანი ვიყავი.
-მართლა? როდის იყო ეს,რატომ არ მახსოვხარ?
-მას შემდეგ წლები გავიდა,ძალიან ბევრი წლები.მე მაში 19 წლის გოგო ვიყავი.
-რატომ წახვედი კომპანიიდან,რა იყო ამის მიზეზი,გაწყენინა ვინმემ?
-არა,არა სულაც არა.მე ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული და ინგლისში გავაგზავნე ჩემი ფოტოები და მოწონების მხრივ იქ მიმიწვიეს,მეც სიხარულით წავედი და წლები მომიწია იქ გაჩერება.სკოლა 6 თვიანი იყო,მაგრამ მე დავრჩი და ჩემი საყვარელი საქმე უფრო კარგად შევისწავლე და შევიყვარე კიდევ იმაზე მეტად,როგორც მიყვარდა.
-აააააა,გასაგებია.შენ ჩემი ძმაც გეცოდინება,მე თურქეთში ვმუშაობდი იმ წლებში და ამიტომ არ მახსოვხარ.
-არა,არ მახსოვს შენი ძმა ვახო.
-როგორ არ გახსოვს,ის ხომ მამას მაგივრად მუშაობდა.იოანე აი მისი ფოტო,დააკვირდი იქნებ შეიცნო ფოტოთი.ბაიამ შეხედა იოანეს ფოტოს და თვალებში დაუბნელდა,ცრემლი მოაწვა და სუნთქვა შეეკრა. ვახოს შეეშინდა და წყალი მიაწოდა.
-რა მოხდა,ბაია კარგად ხარ?
-კი,კი კარგად ვარ.ეს,ეს მართლა შენი ძმაა?
-29 წელია ვიცნობდი როგორც ჩემს უფროსს ძმას და ახლა თუ შეიცვალა რამე მართლა არ ვიცი.თქვა სიცილით ვახომ და ბაიაც გააცინა.
-მეც ვიცნობ იოანეს.
-იცნობ? როგორ,საიდან.
-მასთან ვმუშაობდი რამოდენიმე თქვე,არა მოგატყუე თითქმის ერთი წელი.
-ბაია გამაკვირვე, რატომ წამოდი იქედან.
-იქ,მასთან ახლოს აღარ იყო ჩემი ადგილი.თქვა ჩუმად.გაოცებული და გაკვირვებული იყო ვახო და ბაიას წინ ჩაიცუცქა.თვალებში შეხედა და გულწრფელად უთხრა.
-რა მოხდა,ბაია შეგიძლია ყველაფერი გულახდილად მითხრა.ბაიამ ცრემლნარევი თვალებით შეხედა ვახოს და უთხრა.
-გილოცავ,მალე ბიძა გახდები.
-ბიძა? იოანე დაქორწინდა?
-ჯერ არა,მაგრამ ალბად მალე დაქორწინდება.
-სულ დავიბენი.ბაია მოეშვი და გასაგებად მითხარი ყველაფერი.ბაიამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და ვახოს ყველაფერი მოუყვა.
-არ მჯერავს,ეს ტყუილია.ასე რომ ყოფილიყო,იოანე არ დამიფიცავდა,დამირეკავდა და ყველაფერს მეტყოდა.
-არ ვიცი,რატომ არ გითხრა,მაგრამ მე იქ ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავდი.ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე დამეტოვებინა როგორც სამსახური,ისე ქვეყანაც.
-ახლა რას აპირებ,სად უნდა იმუშავო.
-ჯერ დავისვენებ და შემდეგ რამეს მოვძებნი.
-მოდი ასე ვქნათ,ნომრები გავცვალოთ.მე ერთ ადგილს ველოდები უნდა განთავისუფლდეს და დაგირეკავ,იმედია უარს არ მეტყვი.
-არ მინდა შეგაწუხო ვახო.გამიჭირდება თქვენს ახლოს ყოფნა,მითუმეტეს მაშინ როცა იოანე დაბრუნდება საქართველოში.
-იოანე ჯერ არ ფიქრობს დაბრუნებას,ორი წელი მაინც დააგვიანდება და მანამდე იყავი ჩემთან ახლოს.ახლა კი წამოდი და დაისვენე.
-ვახო იქ აღარ მივალ და პაპას საფლავზე წამიყვან ხვალ?
-წაგიყვან აუცილებლად,იცი რა კარგი პაპა გყავდა? საოცარი ადამიანი იყო.არ გაუმხილა ბაიას და დასაწოლად იოანეს საძინებელში შეიყვანა.დილით ადრე ადგა,წვიმისაგან გავერანებულ ბაღს შეხედა და გული ეტკინა.ხელით აკრიფა ქარისგან ჩამოტეხილი პატარა უსუსური ყლორტები,წაქცეული ვარდები ფეხზე დააყენა და შემდეგ იოანეს დაურეკა.დილით ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა და გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს,ძმის სახელი წაიკითხა თუ არა შეეშინდა,უცებ წამოდგა საწოლიდან და ტელეფონს უპასუხა შეშინებული ხმით.
-რა ხდება,ვახო როგორ ხარ.
-კარგად ვარ,უბრალოდ მინდოდა გამეგო როდის ჩამოდიხარ,თუ რამე შეიცვალა ჩვენი საუბრის შემდეგ.
-არა,არაფერი არ შეცვლილა.მოვდივარ და შესაძლებელია აღარც დავბრუნდე.მხოლოდ რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და არ ვიცი რამდენ დროს წამართმევს.შენ რა ქენი მანდ,ყველაფერი რიგზეა?
-კი აქ ყველაფერი რიგზეა,მხოლოდ აღარც დედა და უშენობაც ძალიან ძნელია.იო მართლა გადაწყვიტე,რომ აღარ წახვალ და აქ იქნები სულ?
-ვახო რა გითხრა,ადვილი არ არის,ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მიტოვება.სადაც სუნთქავ და სადაც შენი თავი მიგაჩნია ის,ვინც მართლა ხარ.მაგრამ დედას ასე უნდოდა,მაქეთ ამეწყო საქმე და ვეცდები მის სიტყვას ვცე პატივი.
-იოანე შენი ხმა არ მომწონს და ყველაფერი კარგადაა,კარგად ხარ?
-ვახო არ დაგიმალავ და არც შემრცხვება იმის,რომ გითხრა ისევ ვცდილობ გაღიმებას,თუმცა სული დამეღალა უკვე,მაინც არ ნებდება და გულს,სულს და თვით ჩემს თავს,ჩემზე უნდათ გაიმარჯვოს.მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ კარგად ვიყო და დარდმა არ დამაჩოქოს.ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ გადავისვი ხელი აცრემლებულ გულზე და მივხვდი,სისხლი მაინც ბობოქრობს,მას სიცოცხლე სწყურია.ბევრჯერ მიტირია დედას წასვლის შემდეგ და ბალიშიც კი დამისველებია ტირილში,სულიც კი შემხუთვია უჰაერობისაგან და იმ დონეზე მივსულვარ ბედის ირონიას,მეც ირონიით ვუპასუხებთქო,მაგრამ ცუდი რომ გავაკეთო იქ დედა გაიგებს და ვაწყენინებ.გულში ცუდს რომ გავიფიქრებ,მერე იმაზე ვნერვიულობ დედას ვუღალატე და ვატკინეთქო.გადავწყვიტე,რაც არ უნდა ძნელი იყოს და ცხოვრება ძალიანაც რომ გართულდეს,ხელს მაინც არ ჩავიქნევ და როგორც დედას უნდოდა ცხოვრებას ისე გავაკეთებ ყველაფერს.ალბად სამი-ოთხი თვე დამაგვიანდება და მერე ყოველდღე მელოდე,მოვდივარ და გპირდები აწი სულ ერთად ვიქნები.
-გამახარა შენმა გადაწყვეტილებამ,მაგრამ კარგად დაუკვირდი ყველაფერს.
-არ ინერვიულო,აქ ელდარი დარჩება და ანდრია მინდელი გახსოვს? ის არის ჩემი კომპანიის მთავარი იურისტი.სანდო ხალხს ვტოვებ აქ ვახო და დრო და დრო მომიწევს ალბად ჩამოსვლა,ესეც როცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აქ ყოფნა.ახლა კი მანდ უნდა ვიყო,მანდ მინდა მყარად დავდგე ფეხზე და ორივე ერთად ძლიერები ვიქნებით.

-მიხარია ძალიან,მართლა გამახარე,მაგრამ შენი ხმა არ მომწონს.იო წელიწადი და ორი თვე გავიდა დედას გარდაცვალებიდან,ვიცი რომ შენ ძალიან გიჭირს,ჩემზე მეტადაც კი,რადგან შენ ის უკანასკნელ გზაზედაც კი ვერ გააცილე.ამიტომ გთხოვ,სულ რომ გაგათავოს და დაგიმონოს დარდმა,ქანციც რომ აღარ შეგრჩეს,ბრძოლა არ შეწყვიტო.პირველ რიგში,ბრძოლა საჭიროა შენი თავის არსებობისთვის.ბედი ჯერ კიდევ ბევრჯერ დაგვაჩოქებს,ეკლიან გზებსაც ბევრჯერ გავივლით,მაგრამ მაინც უნდა წამოვდგეთ ამაყად და იმედიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ.არ გვაქვს უფლება ცხოვრების ბრძოლაში ფარ-ხმალი დავყაროთ და რომც გვიჭირდეს უნდა გავიღიმოთ,რადგან ჩვენ ერთმანეთის საყრდენი ძალა ვართ ძმაო.მე ველოდები შენს ზარს,იო შენ გელოდები.ძმები ერთმანეთს დაემშვიდობა და შემდეგ სახლისკენ წავიდა,ამჯერადაც თავად  მოამზადა მსუბუქი საუზმე და ბაიას მიუკაკუნა ფრთხილად,ხმა ვერ გაიგონა და ნელა შეაღო საძინებლის კარი და შეხედა ბაიას თავზე გადაეფარებინა საბანი და ისე ეძინა.გაეცინა,ფრთხილად გაწვა საბნის ზემოდან და ნელა-ნელა გადაუწია საბანი და ბაიას შიშით გაფართოებულმა შავმა თვალებმაც გამოანათა.გაეცინა და სიცილით უთხრა.
-შემეშინდა და დაგხედე,მაინტერესებდა თუ სუნთქავდი.ასე როგორ იძინებ,ერთიანად ჩამძვრალი საბანში.ბაიასაც გაეცინა და ჯერ სარკმელში შემოსულ დილას გახედა,დილის ჰაერი შეისუნთქა და ვახოს ღიმილით გადახედა.
-არ ვიცი რომელ საათზე ჩამეძინა,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ არც ის გამიგია როდის გათენდა.
-ადექი,თავი მოიწესრიგე.ვისაუზმოთ,სასაფლაოზე გაგიყვან და მერე თბილიში  მივდივარ,თუ ჭკუით იქნები გაგიყოლებ,თუ არადა წუხელ სადაც გნახე იქ დაგტოვებ.
-არა უშავს,ახლა დილაა და გზას ადვილად გავიგნებ.უთხრა ბაიამ სიცილით ვახოს.
-ხოოოო,ყველას დავაფრთხილებ,რომ არავინ გამოგელაპარაკოს.ადე,ადე გელოდები.
-მე მხოლოდ ჩაის დავლევ,დილით ვერ ვჭამ.
-აბა,აბა ასეთები არ იყოს.ჩვენ ძმები ვართ?
-კარგი ჯანდაბას,ვართ.
-დაკა ხელი მაშინ. უთხრა ვახომ და ხელი გაუწოდა.ბაიამაც სიცილით დაარტყა ხელზე ხელი.
-ასე არ ჯობია? დროზე ადექი,კუჭი ახმაურდება სადაცაა.ვახო გავიდა,ბაიამ ადგა,საწოლი მიალაგა,თავი მოიწესრიგა და დაფიქრებული შევიდა სამზარეულოში სადაც უკვე ვახო ელოდა.
-დაჯექი და მოეშვი ბაია რა გემართება,რაზე ფიქრობ.
-ეს რომ შაკომ გაიგოს,ახლა სად ვარ,ალბად წლების მანძილზე გამომკეტავს ჩემს ოთახში და გარეთ არასდროს არ გამომიშვებს. 
-ვინაა შაკო.კითხა ინტერესით ვახომ.
-შაკო ჩემი სულის ნაწილია,როგორც და-ძმა ისე გავიზარდეთ.დედა და შაკოს დედა კარგი მეგობრები იყვნენ,დედა რომ გარდაიცვალა შაკოს მშობლებმა თავიანთ სახლში წამიყვანეს და ერთად გაგვზარდეს,სამწუხაროდ ისინიც გარდაიცვალნენ რამოდენიმე წლის უკან ავტო ავარიით და ახლა მხოლოდ შაკოღა დამრჩა.
-სამწუხაროა საყვარელი ადამიანის დაკარგვა,მაგრამ შენ ძალიან აზვიადებ შენს დღევანდელ აქ ყოფნას.არავინი არსად არ გამოგკეტავს,თუ სიმართლეს თავიდანვე იტყვი,შენი გულწრფელობით კი ყველა გვერდით დაგიდგება და ბედნიერებასაც იპოვი.
-მართალი ხარ,ხანდახან ვფიქრობ,რომ შემეძლოს წერა აუცილებლად დავწერდი,რომ ადამიანები თავად გაურბიან ბედნიერებას.
-ეს ასეა,მაგრამ იმედი მაქვს ბოლოს სიმართლე გაიმარჯვებს და ბედნიერებაც სიმართლის გვერდით დადგება.ისაუზმა ორივემ და სახლი კარგად რომ მოათვალიერა ვახომ და ყველაფერში დარწმუნდა კარგად ტოვებდა,გარეთ გამოვიდნენ.გეზი პირდაპირ სასაფლაოზე აიღო და ბაია მიიყვანა ჯერ კიდევ უცნობი პაპის საფლავზე.შეხედა თუ არა ცივ ქვაზე დახატულ მოხუცს მის თვალებში დედის თვალები ამოიცნო,საოცარი მსგავსება დაინახა დედას და პაპას შორის და გაეღიმა.ყვავილები დააწყო საფლავზე და უხმოდ გამობრუნდა უკან.ბევრი ისაუბრეს გზაში,ბევრიც იცინეს და თბილიში ჩასვლისას სახლშიც დაპატიჟა,მაგრამ ვახომ იუარა,არ მოეშვა ბაიამ და ვახო თითქმის ძალით შეიყვანა სახლში.შაკო სახლში მისული ბაიას გაბრაზებული შეხვდა,მაგრამ მის გვერდით რომ ვახო დაინახა გაბრაზება გაკვირვებამ შეცვალა და ორივე ერთმანეთს გაფართოვებული თვალებით უცქერდნენ.
-შენ აქ რა გინდა.უთხრა ვახომ შაკოს.
-ამ კითხვის დასმის უფლება მგონი ამ წუთში მე მაქვს,შენ რა გინდა აქ.კითხვა იქით შეუბრუნა შაკომ.ბაია იდგა და ხან ერთს უცქერდა და ხან მეორეს.
-ბაია არ მითხრა,წუხელ ვინც ძმად მიხსენე ეს ხისთავიანია.
-ბაია რა საქმე გაქვს შენ ამ მართლა ხისთავიანთან.
-შეწყვიტეთ და ამიხსენით,საიდან ან როდიდან იცნობთ ერთმანეთს.
-ჩვენ წლებია ერთად ვმუშაობთ.თქვა ორივემ ერთდროულად.
-არ მჯერავს,ვერ ვიჯერებ.თქვა ბაიამ და შაკოს გახედა,თან უთხრა.-დამარტყი ან მიჩქმიტე,რომ დავიჯერო სიზმარში არ ვარ.შაკოს გაეცინა და ხელზე უჩქმიტა,მეორე ხელზე ვახომ უჩქმიტა და ბაიაც აყვირდა.
-ეეეე,მეტკინა.ნატკენ ხელზე ხელი მოისვა და ჯერ კიდევ გაოცებული უცქერდა ორივეს.

-რას მიყურებ,თავად ხომ თქვი უნდა გამოვფხიზლდეო და აჰა,ხომ გამოგაფხიზლე და გუშინ ისე გაძვერი სადღაც არაფერი ახსნა არ დამიტოვე იცი რამდენი ვინერვიულე? ახლა მშია,ჯერ რამე გააკეთე და სასჯელს მერე მოვიფიქრებ.ბაია დატრიალდა და გემრიელი ვახშამი მოამზადა,ვახოს შეეზარა სახლში წასვლა და იმ ღამით იქ დარჩა და უფრო ახლოს და კარგად გაიცნო ბაია,შაკოს კი უკვე იცნობდა წლებია. რამოდენიმე თქვემ ისე გაიარა,ვერ მოახერხა ბაიასთან საუბარი ვახომ ისე იყვნენ საქმეში ჩაფლულები,ერთ დღეს მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს დაგეგმილივით და დიდხანს ისაუბრეს.
-მოდი,გადავდოთ საქმე გვერძე და ცოტა ხნით დაგელაპარაკები.აბა როგორ ხარ,შაკომ მითხრა,რომ მუშაობა დაიწყე.
-კი ვმუშაობ,არ ვარ დიდად აღფრთოვანებული მაგრამ ტყუილად სახლში ყოფნას ასე მირჩევნია.
-ახალს რას მეტყვი,იმის გარდა რომ ვითომ შეიცვალე და იოანეზე აღარ ნერვიულობ.
-არა ვახო.ნერვიულობას მე უკვე თითქმის წელიწადია გავერიდე,ფიქრიც არ მინდა მასზე და რომც მინდოდეს იმდენი საქმე მაქვს,დრო არ მრჩება ფიქრისთვის.ცრემლიც გაშრა,აღარც ვტირივარ.
-ბაია დამიჯერე,დრო მაინც იტოვებს იმ დიდი დოზით მივიწყებულ სიტყვას და გულიც ისევ იგრძნობს იმ დიდ გრძნობას,რაც შენ,შენში ჩაკალი.
-ვახო მონატრება წლებმა მიითვალა,ჩემთვის წელიწდის ყველა დრო ერთნაირია.სითბოს, რომელსაც გულით დავატარებდი,უკვე ქარმა გადაპენტა.ჩემი შინაგანი მე ზაფხულშიც ზამთარივით ცივია.სევდა ტკივილია მხოლოდ,თვალს დავხუჭავ და წარსულის სურათები ჩემთან არიან,მინდა დავივიწყო,მინდა რეალობას გავეყარო,ძალიან ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის.ცრემლი მოერია ბაიას და ვახოს მხარზე ჩამოადო თავი.აცადა ვახომ დაცლილიყო მოწოლილი სევდისგან და შემდეგ უთხრა.
-ცხოვრება რთულია მეგობარო,მაგრამ დაივიწყე ტკივილი და შენს თავს მიეცი ღიმილის უფლება.
-ასეა,სწორედ ღიმილი მალავს მის შიგნით არსებულ ჩემს ტკივილს.მე კი ის მიხარია,რომ შენს მეტი ვერავინი ვერ ხვდება ამ ყველაფერს.გახსოვს? ერთმანეთს რომ შევხვდით პირველად კოკისპირულ წვიმაში,იმ წვიმამ არა და არ შეანელა დენა და ჩემს გულზე დღემდე წვიმს გადაუღებლად.
-გპირდები ბაია ყველაფერი კარგად იქნება,ახლა უნდა წავიდე დიდი დრო არ მაქვს,კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.ვახომ არ უთხრა სიმართლე,არ უთხრა რომ იოანეს ელოდება და როგორც იქნა დადგა ეს დღე,უნდა დახვდეს.მართალია ვახოს უთხრა ერთი წლის წინ რამდენიმე თვეში ჩამოვალო,მაგრამ ვერ მოახერხა,ეს ნანატრი ათი დღე თითქმის წელიწადი გაიწელა,მაგრამ მისი ნათქვამი სიტყვა შეასრულა და მაინც ჩამოვიდა.დგას და დიდი მოლოდინით ელოდება ძმის შეხვედრას და აი,წლების მონატრებული ძმები ერთმანეთს გადაეხვია.მიუხედავად იმისა ძალიან გვიან იყო და გარეთ სიბნელეს მოეცვა ყველაფერი,იოანემ პირდაპირ სასაფლაოზე ისურვა წასვლა.იქვე სასაფლაოსთან ყვავილების მაღაზია ბედად ღია იყო და დედის საყვარელი თეთრი ვარდები იყიდა.ფრთხილად,ძალიან ფრთხილად დააწყო ისინი დედის გულზე და იქვე ჩაიმუხლა აცრემლიანებულმა.
-დედა დავბრუნდი და ისევ მოულოდნელად მოვედი,შენ ხომ გინდოდა რომ აქ ვყოფილიყავი.ჰოდა,აი უკვე აქ ვარ და გპირდები აღარსად არ ვაპირებ წასვლას.დე მენატრები ძალიან,აფთარივით მომიარს ხოლმე შენი მონატრება.ახლა კი აქ ვარ,შენს სურათის წინ თავდახრილი და შენს ღიმილიან სახეს შევსცქერი ცივი ქვიდან რომ მიცქერს.როგორ ძალიან მინდა,ეს ქვა შეირხეს და შენი ხელები მე მომეხვიოს.როგორი ტკბილი დედა მყავდი დე და როგორი მწარე ხარ ახლა.მელაპარაკე დე,ისე მომეფერე როგორც ბავშვობაში.სევდიანი ღიმილით გახედა იქვე მდგარ ვახოს რომელიც შიშისაგან აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით და უთხრა.ერთხელ იცი ვახო საიდუმლო გამანდო დედამ და დამაფიცა არავისთვის არ მეთქვა.ვახომ შეხედა და დაელოდა რას ეტყოდა იოანე.-დედამ მითხრა,ვოცნებობდი ჩემი ღიმილი შენში დამენახაო და როცა გაიზარდე,მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ჩემნაირი ღიმილი შენს სახეზეო.
-დედას ძალიან ვუყვარდით იო.იცი რა იყო მისი უკანასკნელი სიტყვები? თქვენი არ მეშინია,ვიცი რომ კარგი ძმობა გაქვთ და ბოლომდე ასე იქნება,მე კი დადგა დღე ღიმილით წავიდე იქ სადაც თქვენი მამა მელოდება და ამიერიდან ისიც სრულყოფილად შეიგრძნობს ბედნიერებას,რადგან სულ ერთად ვიქნებითო.წასვლისას კი ბოლოს პატიება მთხოვა,მეც და შენც.
-რისთვის,დედას რა უნდა ვაპატიო,რა აქვს საპატიებელი ვახო.ის ხომ საუკეთესო დედა იყო შვილებისთვის და ოჯახისთვის სანიმუშო დიასახლისი.
-სიყვარულისთვის იო.მან პატიება ამ დიდი სიყვარულისთვის ითხოვა,რაც ჩვენში დატოვა.
-სანამ ვიცოცხლებ,ჩემი ცხოვრების გზას დედის წმინდა თვალები გამინათებს,მე ხომ მისი თვალებით დავინახე ეს სამყარო.დედის სახელი ჩვენში ჩვენი სალოცავია ძმაო და ეს მუდამ ასე იქნება.ფეხზე წამოდგა და სურათს ფრთხილად აკოცა,შემდეგ კი ფეხაკრებით დატოვა მყუდრო და იდუმალი ადგილი.ხეები შრიალებდნენ ღამის სიჩუმეში და ლანდებად ჩანდნენ მთვარის შუქზე აქა-იქ დადგმული მარმარილოს ძეგლები.
-ღმერთო,ხვალ ვერ ამოხვიდოდი აქ? ჩქარა წამოდი გასკდა გული.ასე მგონია უკან მომყვებიან ფეხაკრებით ყველა.იოანეს გაეცინა და მოულოდნელად შეჩერდა.
-არ გაინძრე,გესმის?
-რა მესმის,იოანე გინდა გული გამისკდეს?
-ფეხის ხმაა,მგონი მართლა მოგვყებიან.უთხრა და ვახოს სახეს რომ შეხედა უნდოდა გულიანად გაეცინა,მაგრამ ვერ შეძლო ამ ადგილზე სიცილი.
-წამოდი ადამიანო,სადაცაა დავრჩები მეც აქ სამუდამოდ.წინ წავიდა გაბრაზებულმა და იოანემ დაიხარა,ფეხზე შეახო ხელი ვახოს.ვახომ შიშისაგან იმხელა იყვირა სასაფლაოს დარაჯიც კი გააღვიძა.გულზე ხელი მიიდო და იოანეს გახედა,რომელმაც მაინც ვერ შეიკავა თავი და გულიანად ხარხარებდა.სიბრაზისგან ანთებულმა ერთი გემრიელი უთავაზა.
-რა იდიოტი ხარ,ლამის გამიხეთქე გული
-არა,რამ შეგაშინა,განა ადგება რომელიმე და მოგესალმება თუ სახლში წამოგყვება და დაპურებას გთხოვს.
-იო გთხოვ რა წავიდეთ აქედან,მართლა ძალიან მეშინია.შეევედრა ვახომ და იომაც ხელი  გადახვია ძმას და სიცილით წავიდა მანქანისკენ.როგორ მიდის საქმეები,ხომ არ ვინანებ დაბრუნებას.
-არა მგონია ინანო აქ დაბრუნება.შენსკენ რა ხდება,პირადულში.
-არაფერი არც ხდება და ვფიქრობ კიდევ დიდი დრო არ მოხდება.ხდებოდა,მაგრამ გაქრა და აღარაფერი აღარ დარჩა იმ დროიდან.
-მე რატომ არ ვიცი არაფერი,რატომ ერთხელ არ დაგცდა ჩემთან თუ არ მენდობოდი.ქართველი იყო თუ იქაური.ვითომ არაფერი არ იცოდა ვახომ ბაიას შესახებ ისე შეეკითხა.
-ვახო საავადმყოფოში ვიწექი რამოდენიმე კვირა.
-რააააა? სერიოზული იყო რამე? უეცრად დაამუხრუჭა მანქანა ვახომ და იოანეს შეხედა.
-იყო სერიოზული,მაგრამ აღარაფერია საშიში.იოანემ სახლში მისვლისას ვახოს დაჟინებული თხოვნით ყველაფერი მოუყვა,მაგრამ მან მაინც არ გათქვა ბაია და გულში გეგმები დასახა თუ როგორ მოახერხებდა მათ შეხვედრას.ორი დღე ძმებმა დაისვენეს და შემდეგ ერთობლივი ძალით შეუდგნენ მუშაობას.ერთ დღეს ძალიან დაღლილები დაბრუნდნენ და ვახოს ტელეფონი ახმიანდა,იოანემ დახედა და ამოიკითხა ზარის მფლობელი ვიღაც ,,სევდიანი'' იყო.სააბაზანოდან გამოსული ვახოს კი ირონიულად უთხრა.
-რამე ხდება შენს პირადულში და არ გინდა მითხრა არაფერი?
-რატომ ამხელა ირონია შენს სიტყვებში? გაუკვირდა ვახოს იოანეს ირონილი გამოხედვა.
-ვიღაც სევდიანმა დაგირეკა.
-აააა,არაფერი არ ხდება,ის მხოლოდ ჩემი ძალიან ახლო მეგობარია.
-მარტო მეგობარი? და რატომ არის სევდიანი?
-იმიტომ რომ მისმა საყვარელმა ადამიანმა,ერთმა იდიოტმა რომელიც თავის თავზე მეტადაც კი უყვარდა,გადაწყვიტა საყვარელისთვის დაეჯერებინა და მას დათანხმდა შვილი გაეჩინა მასთან.მან კი ვერ აიტანა იმ კახპა ქალის ირონიული ღიმილი,ზედმეტად იგრძნო თავი მათ შორის და გადაწყვიტა საერთოდ გაშორებოდა მის სიახლოვეს.იოანეს სახე შეეცვალა და შუბლი ოფლით დაეცვარა.ფეხზე წამოდგა,გაიარ-გამოიარა და ვახოს უთხრა.
-ვახო მითხარი რა ჰქვია მაგ გოგოს.
-რატომ გაინტერესებს,ნინო ჰქვია და რუსთავიდან არის.რამოდენიმე თვის წინ დაბრუნდა ამერიკიდან.
-დარწმუნებული ხარ,რომ ნინო ჰქვია და ამერიკაში იყო? ეჭვნარევი ხმით შეეკითხა ძმას და თვალებში უცქერდა ვახოს რომლისთვისაც ძალიან ძნელი იყო,ტყუილის თქმის დროს შეეხედა იოანესთვის პირდაპირ თვალებში,მაგრამ თავი მოთოკა და გამოცდას კარგად გაუძლო.
-ტყუილი რატომ უნდა ეთქვა.გაკვირვებულმა შეხედა იოანეს.იოანემ სახეზე მოისვა ორივე ხელები და ისევ სავარძელში ჩაჯდა,ვახომ კი ღიღინით შეაღო მისი საძინებლის კარი და იოანეს რეაქციამ დაარწმუნა,რომ მას ბაია ისევ ისე ძლიერად უყვარდა და ყველგან მოძებნიდა კიდეც.რამოდენიმე წუთში საძინებლიდან გამოსულმა შეხედა იოანე ისევ იქ იჯდა დაფიქრებული და ახლოს მივიდა.
-რამ ჩაგაფიქრა ან რა გაშტერებს,რა ხდება შენს თავს არ მეტყვი?
-არაფერი,არაფერი წავალ დავწვები.
-იოანე რომ შეგეკითხო რაღაც,რაღაც რაც ძალიან მაინტერესებს,სიმართლეს მეტყვი?
-მკითხე რა გაინტერესებს,რა არის შენი მოუსვენრობის მიზეზი.ვიცი,ვხვდები რომ რაღაცას მიმალავ ვახო.
-არაფერს არ გიმალავ,უბრალოდ მაინტერესებს ერთი ნახვით სიყვარულის თუ გჯერავს.
-ვახო სიყვარული ეს ძალიან სერიოზული გრძნობაა,ის არ არის რომელიმე სატელევიზიო შოუ გაიმასხრო,გაიცინო და მორჩეს ამით ყველაფერი.სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა,რომელიც შენშია და შენი ცხოვრებაა.ეს გრძნობა თუ შენს სულში შემოვიდა,ის სამუდამოდ რჩება უკვე ნაპოვნ,მისად დამისებულ გულსა და სულში.ის მთელი ცხოვრება შენთან ერთადაა,გრძნობ მის სიახლოვეს ყველგან და ყოველთვის.არ მეუბნები,მაგრამ თუ შეყვარებული ხარ გაუფრთხილდი სათუთად ამ გრძნობას.კიდევ გაქვს შეკითხვა?
-არა,უკვე გავიგე რაც მინდოდა.არ ამხელ არაფერს არც შენ,მაგრამ მეც ვხვდები რომ შენ ის გოგო ისევ გიყვარს.
-აზრი აღარააქვს მასზე საუბარს,ვწვები ვახო დაღლილი ვარ.
-არ შეჭამ არაფერს?
-არა,არ მშია.იოანე გაეცალა ვახოს და თავის საძინებელში შევიდა,მთელი ღამე ვახოზე და ,,სევდიანის'' ზარზე ფიქრობდა.ვახო კი პირიქით,იოანეს და ბაიას შეხვედრის გეგმებს აწყობდა.
-რა სასტიკი ხარ ცხოვრებავ,აყვარებ ადამიანებს ერთმანეთს და თან ტანჯავ მათ ერთმანეთისგან სიშორით.ვიცი, რომ ჯერ კიდევ გიყვართ ერთმანეთი და ვერცერთმა ვერ გამოუტყდით გრძნობებში ერთმანეთს ისე მოხდა თქვენი დაშორება.დადგა დრო,რომ ამ ტანჯვას ბოლო მოეღოს და ერთმანეთი ნახოთ.უნდა შევხვდე ბაიას და სიმართლე უნდა ვუთხრა,სანამ მართლა დაგიკარგავთ სამუდამოდ ერთმანეთი.მას ხომ სულ სხვაგვარად ჰგონია ყველაფერი.ერთ საღამოს,როცა იოანეს ეგონა ვახო სააბაზანოში იყო მის ტელეფონს დაავლო ხელი და რაღაცას ეძებდა გაფაციცებით,რომ ვახომ გაკვირვებულმა შეხედა და მკაცრად უთხრა.
-რას აკეთებ,რას ეძებ ჩემს ტელეფონში.
-არაფერს,ინტერნეტში მინდოდა შესვლა.მას შემდეგ ვახო ტელეფონს ჯიბით დაატარებდა,ამან კი უფრო გაამძაფრა იოანეს ეჭვები და გადაწყვიტა ეთვალთვალა საკუთარი ჯიუტი ძმისთვის და ერთ საღამოს მათი კომპანიის ახლოს,ერთ პატარა სკვერში ჩუმად მიუახლოვდა მისთვის საინტერესო თემაზე მოსაუბრე წყვილს და ბოლომდე მოისმინა მათი საუბარი
-როგორ ხარ,ისევ ისე იღლები? რატომ ხარ ჯიუტი და არ გინდა ჩემთან იმუშავო.
-არა,მივეჩვიე და უკეთესად ვარ ვახო.შენ რა გქონდა სათქმელი ასე სასწრაფოდ რომ  მთხოვე შეხვედრა.
-ტელეფონში არ გითხარი.ბაია ვეღარ ვუძლებ მის ტანჯვას.
-ვის ტანჯვას,ვერ ვხვდები ვახო ვიზე მეუბნები.შეეკითხა გაკვირვებულმა ვახოს.
-ტელეფონში არ გითხარი,იოანე დაბრუნდა საქართველოში და უკვე ერთად ვმუშაობთ.ბაიას ხმა გაეპარა და რამოდენიმე წუთი ვერაფერი ვერ თქვა,შემდეგ ძალა მოიკრიბა და შეეკითხა.
-როდის,როდის დაბრუნდა.
-ოთხი თვეა უკვე აქ არის.შეხვედრა მინდოდა შენთან და პირდაპირ მინდოდა მეთქვა.ეჭვი აქვს,რომ მე და შენ ვიცნობთ ერთმანეთს.
-როგორ,საიდან,ან მისთვის რა მნიშვნელობა აქვს მე ვის დაველაპარაკები.
-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,მაგრამ ვფიქრობ მან თავად უნდა აგიხსნას ყველაფერი,უნდა იცოდე ნამდვილი მიზეზი,რატომ დაბრუნდა აქ,მაგრამ არა ჩემგან,მისგან.
-არა,არ მინდა შევხვდე.
-მოგიწევს ერთ დღეს მას მოუსმინო.
-არა,არ მინდა გრძნობები ისევ გამიახლდეს.
-დამშვიდდი და მხოლოდ გახსოვდეს,ვინც შენგან წასვლას მოინდომებს,ის ყოველთვის შენზე ნაკლებს მიიღებს.შენ კი ასწიე თავი და გააგრძელე გზა,იარე იქამდე,სანამ გზა შენს კუთვნილ ბედნიერებამდე არ  მიგიყვანს.
-არ ვეძებ ვახო არანაირ ბედნიერებას,რადგან ძალიან დიდი დრო დამჭირდება ისევ მის საპოვნელად.,,დაკარგული შანსი''მეორედ არ ეძლევა ადამიანს.მე კი ეს შანსი პირველად 19 წლის ასაკში დავკარგე ჩემივე პირადი ინტერესებისთვის,შემდეგ კი 27 წლის ასაკში და რას ფიქრობ ორჯერ დაკარგული შანსს უფალი მესამედაც მომცემს? ამიტომ ჩემი ბედნიერება წარსულს ჩაბარდა.თან ის არ წასულა ჩემგან,მე წავედი მისგან.
-არა მგონია მასზე ფიქრში ისევ წლები დაიკარგოს.უცებ წამოხტა ფეხზე ბაია და ვახო და მათ წინ მდგარ იოანეს გაოცებული უცქერდნენ.
-რატომ? რატომ არ დამჭირდება წლები ან თქვენ საიდან იცით მე რა მჭირდება.შეუბღვირა ბაიამ და იოანეს გაეცინა,ვახოს შეხედა და გაბრაზებული ხმით უთხრა.
-შენ მერე მოგივლი,რომ ამდენი ხანი ხვდებოდი,რომ ვხვდებოდი თქვენ ერთმანეთს იცნობდით და სიმართლე მაინც არ მითხარი.ბაიას შეუმჩნევლად კი თვალი ჩაუკრა,შემდეგ კი თავად ბაიას მიუბრუნდა და უთხრა.
-ვიცი,იმიტომ რომ შენი ბედნიერება,ახლა შენს წინ დგას.
-არა,ეს ტყუილია.არ გაბედო და ტყუილი აღარასოდეს აღარ თქვა.
-უნდა ვილაპარაკოთ,მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის ასახსნელი.
-მე არაფერი არ მაქვს ასახსნელი,მითუმეტეს შენთან.
-მე მაქვს ბაია და ნუ გაჯიუტდები,თორემ დაისჯები იცოდე.ვახოს გაეცინა და მიხვდა იქ ის უკვე ზედმეტი იყო,ბაიას დაემშვიდობა თბილად,ორივე ხელები მაღლა ასწია,იოანეს თვალი ჩაუკრა და ამით აგრძნობინა რომ მისი არჩევანი მოსაწონი იყო მისგან.იოანემ ხელი მოკიდა ბაიას და ძალით დასვა იქ სადაც ცოტა ხნის წინ ვახო იჯდა,სიგარეტი ამოიღო გააბოლა და ბაიას შეხედა.ბაია კი გაოცებული უცქერდა.
-როდიდან დაიწყე მოწევა.
-იმ დღიდან,რა დღესაც შენ დატოვე ჩემი კომპანია.
-მე იქ ზედმეტი ვიყავი,არ ჩავთვალე საჭიროდ ჩემი იქ ყოფნა და ასე ჯობდა.
-რატომ არ დამელოდე,რატომ იჩქარე,რატომ არ იფიქრე რას გეტყოდი ბაია.
-აზრი? ჰქონდა კი აზრი? შორიდან მეყურებინა იმ ქალის ბედნიერი თვალებისთვის,რომელმაც თავისი სიეშმაკით მოიგო და მიიღო ის თუ ვინც უნდოდა და რაც უნდოდა?
-ბაია ბედნიერება სულიერი და ემოციური მდგომარეობაა,რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს ადამიანში.ბედნიერება,რომ შეინარჩუნო ყოფიერების პირობებით,ცხოვრების შინაარსიანობით,როცა საკუთარი მიღწევებით ჩვენს მიზანს მივაღწევთ ვმშვიდდებით შიგნიდან.მე კი როგორც შენ ამბობ ჩემი ბედნიერება ორჯერ დავკარგე,შენ მართალი ხარ ,,დაკარგული შანსი''-ის კიდევ პოვნა ძალიან ძნელია.მე კი არ მინდა მესამედ გავუშვა შანსი ხელიდან და სამუდამოდ დაგკარგო.მხოლოდ შენთან მინდა ვიყო ბედნიერი და აი უკვე ამ დიდი ტანჯვის შემდეგ დიდი იმედით ვდგავარ შენს წინაშე.
-ესმა? ბავშვი? იოანე მე არ მინ.............
-ბაია ნუ განიცდი ასე ძალიან იმას რაც არც ყოფილა და არც დავუშვებდი რომ ყოფილიყო.ესმა და ბავშვი არ არსებობენ,ეს ყველაფერი ბლეფი იყო,რომელმაც ლამის იმსხვერპლა ჩემი სიცოცხლე,მის შემდეგ როცა შენი განცხადება ვნახე ჩემს მაგიდაზე.
-შენი სიცოცხლე? რა მოხდა,რა გჭირდა.შეეკითხა თვალცრემლიანმა.
-უკვე კარგად ვარ,გაიარა იმ სულის ტკივილმა მხოლოდ ახლა შენ რომ ხარ ჩემს გვერდით.ბაია დამიჯერე,მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ის იშვიათი მზის სხივი რომელმაც ჩემთვის გამოანათა ღრუბლებიდან და მე ამომეფარა. გახსოვს რომ მითხარი,როგორ ხარ ასე მშვიდადო? მე რა გითხარი ის გახსოვს? გითხარი,რომ ჩემი სიმშვიდე საჭირო იყო იმ მომენტში,რათა არ დამეფრთხო და ასე გამერკვია სიმართლე,სიმართლე რომელიც თავიდანვე ვიცოდი,რომ ეს დიდი ტყუილი იყო და შენ კი იჩქარე და გაქრი ჩემი სიახლოვიდან მაშინ,როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდი.
-იოანე ნუთუ ეს ცხადია?
-რა თქმა უნდა ცხადია,ხედავ? ისევ ვიპოვეთ ერთმანეთი.
-მე არც შენი სიმდიდრე მინდა,არც შენი ტალანტი.მე მინდა ის სიცარიელე ამოვავსო რომელსაც უშენობა დაერქვა.იოანემ ხელი მოხვია ბაიას და გულზე აიკრა,საფეთქელზე მიაწება მისი ცხელი ბაგეები და უთხრა.
-მოდი ერთად ვეძიოთ ერთმანეთში ნამდვილი სულის ნეტარება და სიმშვიდე.
-კიდევ მივცეთ ერთმანეთს შანსი?
-მე ვფიქრობ რომ ..დაკარგული შანსი'' უკვე აღარაა დაკარგული.
-იგივე მინდა გითხრა მეც,მგონი მეც არ ვთვლი დაკარგულად არაფერს.მე ვიპოვე ჩემი ,,დაკარგული შანსი''.
  ბედნიერება სათვალეს ჰგავს.ყველგან ეძებ,ეძებ და ბოლოს აღმოაჩენ,რომ ის ცხვირის წინ გქონია.რაც უფრო ძლიერია სიყვარული,მით უფრო ღრმაა,ეს ხომ არა-მიწიერი გრძნობაა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 369 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar