დაცემული ანგელოზები
21.05.2017, 07:45
-სიჩუმე მახრჩობს,გესმის? ამას ვერ გავუძლებ- ჩამჩურჩულა მან და სულს ისე ნაზად შეეხო თითებით როგორც სჩვევია ხოლმე.
-გეყოფა,სირცხვილია ,ხალხია ირგვლივ - მივუგე მე და ცრემლი საჩქაროდ მოვიწმინდე თვალებიდან არავის რომ არ შეემჩნია ისე.ხშირად გვქონდა ბოლო დროს მე და მას მსგავსი დიალოგი,მოკლე,დარდიანი და მრავლისმთქმელი,ყოველწამს ველაპარაკებოდით ერთმანეთს,მაგრამ ვერ ვარჩევდი,თუ ვინ იყო სინამდვილეში. მიკითხავს კიდეც ვინ ხარ,რა გინდა მეთქი,მაგრამ ის კი სწრედ მაშინ გადაწყვეტდა დუმილს,არადა ზოგჯერ როგორ იცოდა ხოლმე გაუჩერაბლად საუბარაი.მერე როცა მომინდებოდა მისთვის დამეძახა,მომეხმო ჩემთან ღმად ჩავისუნთქავდი თვალებს დავხუჭავდი და ისიც წამიერად მომიახლოვდებოდა,მიტოვებდა სიმშვიდეს და მერე ისევ ქრებოდა...ახლა კი ვეღარ ვესაუბრებით ერთმანეთს.ვამჩნევ როგორ უნდა რაღაც მითხრას,თითქოსდა შიგნიდან მექაჩებაო და ისევ ჩვეული სიმშვიდით მიხმობ მისკენ მაგრამ მე დავიკარგე,იმდენად დავშორდი მას რომ მისი ხმა ჩემამდე აღარ სწვდება.ასე მარტო,დარდიანი და უიმედო მაინც მივუყვები ციცაბო ბილიკებს და ორიოდე სიტყვას ვიმეორებ „უფალო,შემიწყალენ“ ესაა მხოლოდ რაც მახსოვს იმ უამრავი სიტყვიდან,რომებითაც ადრე ასე მონდომებით ვესაუბრებოდი მას.
რამდენიმე დღის წინ გზად ვიღაც შემომხვდა ჩემსავით გაჭირვებით მიუყვებოდა გზას,მითხრა უკვე ხევში გადავარდნას ვაპირებდი წლების დუმილის შემდეგ მისი სუნთქვის ხმა რომ გავიგეო.უხაროდა,ცრემლმორეული ამბობდა „გესმის?თუ მისი სუნთქვის ხმა მესმის ეს იმას ნიშნავს,რომ ცოტათი მაინც მივუახლოვდიო“.მერე ცოტახნით დავისვენეთ და იმ დროის გახსენება დავიწყეთ როცა ასე ახლოს ვიყავით მასთან,ყოველდღე ვხედავდით,ვუსმენდით და ყველაფრისგან დაღლილი საღამოობით მუხლმოყრილი ვიქარვებდით ნაღველს,რათა მეორე დღეს ისევ ისე ლაღად და სუფთად დაგვეწყო ცხოვრება და კიდე ერთ კაშკაშა სხივად შევმატებოდით ცხრათვალა მზეს.მერე ვაღიარე,ვაღიარე რომ სული დავკარგე და ისე ავტირდი,როგორც უსულოს სჩვევია ხოლმე,მეგზურიც იწმენდდა ჰაერის ცრემლებს და მხარზე პატარა, მშვენიერ ხელებს თანაგრძნობით მადებდა.მერე ის წავიდა მისი ბილიკი სხვა გზაზე გრძელდებოდა.და მეც დღემდე მივუყვები ჩემს გზას იმ იმედით,რომ ორესმე მეც შევძლებ მისი გულისცემის გაგონებას,თუნდაც წამით,თუნდაც ერთხელ...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: chanuyvadzemariam
ნანახია: 1088 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar