"დიდი ბებიის კვალდაკვალ" (ერთი ნაბიჯით ახლოს)
02.02.2019, 19:42
დღევანდელი მომხდარის დასავიწყებლად კოლეჯში წავედი.ბიბლიოთეკაში ვიყავი და საშინაო დავალებას ვწერდი,ოღონდ ყურადღება გადამეტანა და მეტი არაფერი მინდოდა.გაუთვიცნობიერებლად დავდე წერილი მაგიდაზე,თანაც ისე რომ სხვა უეჭველი შეამჩნევდა,მაგრამ მე ვცდილობდი წამითაც არ შევხებოდი იმ წერილს.ვიფიქრე მეშველა-მეთქი,მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა,როდესაც ჩემი ცნობისმოყვარე ჯგუფელი,სარა მოვიდა და წერილი ააფრიალა ჰაერში.გაკვირვებულმა შეათვალიერა კონვერტის გარეკანი და მერე სიცილით მკითხა -
-იდუმალი თაყვანისმცემელი?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მის ასეთ რეაქვიაზე გავიცინე.
-მართალი ხარ.სასიყვარულო წერილის კონვერტს არ ჰგავს-ჩემ წინ დაჯდა და განაგრძო კონვერტის თვალიერება,იქამდე სანამ ორივესთვის უცხო და ამავდროულად საინტერესო ლოგო არ იპოვნა.მერე ისე გამომხედა თითქოს იცნო ეს ლოგო.
-რა იყო? -დავეჭვდი.
-იცი ეს ლოგო რისია?
გულმა სხვაგვარად დამიწყო ცემა და ცოტა არ იყოს ავფორიაქდი.
-არა არ ვიცი..და შენ? - გამიკვირდა, მე როგორ ვერ შევამჩნიე ლოგო-მეთქი.
არც მე- მიპასუხა და გაეცინა გულიანად.
მომეშვა.კიდევ კარგი გაიცინა,თორემ ფიქრები ისეთი რაღაცისკენ გამექცა,სიმართლე რომ აღმოჩენილიყო ალბათ კი არა გავგიჟდებოდი.
-და რა წერია შიგნით?- არ ცხრებოდა სარა.
-არ ვიცი. რაღაც ლათინურად-რომ ავხედე თვალები ისე უპრწყინავდა,უარი ვერ ვუთხარი წაკითხვაზე.
გახსნა კონვერტი,ამოაძვრინა წერილი და გაკვირებულმა თვალები გააფართოვა.
-რა წერია?-გამახსენდა რომ .სარამ ლათინური ჩემზე უკეთესად იცოდა.
-ვიღაც სიკვდილით გემუქრება თუ ლარას კვლევის გაგრძელებას დააპირებ.გირჩევენ რომ თავი შორს დაიჭირო.
თავიდან კარგად ვერ გავიაზრე წერილში დაწერილი მუქარა.ნამდვილად დამაბნეველი აღმოჩნდა,რადგან მეგონა რომ ვიღაც მეთამაშებოდა და შეშინებას ცდილობდა,მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ ვიღაც მოკვლით მემუქრებოდა.
ვერც იმას მივხვდი რა შუაში იყო ლარას კვლევა და შემდეგ მე რა შუაში ვიყავი ამ ყველაფერთან...
დავიწყე ფიქრი იმაზე თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ წერილის ავტორი.რადგანაც ლარა ახსენეს ესეიგი ის ვიღაც იცნობდა ლარას და იცოდა მისი საქმეების შესახებ.უფრო თუ ჩავუღრმავდებოდი ამ საკითხს მაინც ვერ გავიგებდი უცნობის ვინაობას,ამიტომ რა ფაქტებიც ვიცოდი იქიდან გამომდინარე შევეცადე დასკვნის გამოტანას.გამახსენდა რომ ლარას ჰყავდა მოწინააღმდეგეები,რომლებიც კვალდაკვალ დაჰყვებოდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისთვის.ვიცოდი რომ ლარას დღიურში ეწერა თავისი მოწინააღმდეგეების შესახებ.იმისათვის რომ გამეგო ვინები იყვნენ აუცილებლად სახლში უნდა წავსულიყავი.დრო კიდევ უაზროდ გაიწელა და ასე ხდებოდა ყოველთვის,როდესაც დაჟინებით მინდოდა რაღაც.
როდესაც შესაფერისი მომენტი ჩამივარდა ხელში,ეგრევე სახლში წავედი.ეგრევე შევედი სარდაფში და დღიურში დავიწყე სასურველი ინფორმაციის ჩიჩქვნა.როგორც ლარა წერდა,არსებობდა ასეთი დაჯგუფება,რომლებიც თავიანთ თავს "სამებას" უწოდებდა.სულ სამნი იყვნენ და ბინძური საქმეებითაც იყვნენ დაკავებული.მათი ინტერესი ყოველთვის ძვირფასი და ძვირადღირებული ნივთების მოპარვა და შემდეგ ამ ნივთების თავიანთ სასიკეთოდ გამოყენება იყო.ცდილობდნენ ეს ყველაფერი ისე გაეკეთებინათ,რომ არავის არაფერი ეეჭვა და შესაფერისი მსხვერპლიც ამოირჩიეს - ერთ-ერთი თვალსაჩინო და ცნობილი მკვლევარი,ლარას მამა,რიჩარდ კროფტი.მისი საშვალებით ყველანაირ ძვირფასს ნივთთან ჰქონდათ შეხება და როდესაც ამოწურეს რესურსები იმისა რომ მკვლევარი გამოეყენებინათ,ასეთი განაჩენი გამოუტანეს-დასაჯეს რიჩარდ კროფტი იმისათვის,რომ მან მათ მიერ მოთხოვნილ დავალებაზე უარი თქვა.იმ დონემდე მიიყვანეს,რომ ბოლოს გამწარებულმა რიჩარდმა თავი მოიკლა.ლარამ კი შური იძია "სამებაზე". საბოლოოდ გაანადგურა ეს დაჯგუფება.
აქედან გამომდინარე გამოვრიცხე ის ფაქტი რომ "სამებისგან" იყო ეს წერილი.იმაზე მეტად ჩახლართული აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი.დაძაბულმა დავტოვე სარდაფი და მისაღებ ოთახში გავედი,ტახტზე დავჯექი და შევეცადე დავწყნარებულიყავი.ვიჯექი და მისაღებ ოთახს ვათვალიერებდი,არ ვიცი რატომ,მაგრამ თითქოს პასუხებს ვეძებდი და მისაღებ ოთახში იყო.მისაღებ ოთახში ვერაფერი ვიპოვე ხელჩასაჭიდი პასუხი,რაც დამაწყნარებდა ცოტახნით მაინც.ბოლოს ავიყვანე საკუთარი თავი ხელში.მივხვდი რომ ნერვიულობით და ფიქრით გამოსავალზე ვერ გამოვასწორებდი სიტუაციას.აუცილებლად უნდა მემოქმედა ამიტომაც გადავწყვიტე გამერკვია თუ რატომ იყო წერილი მაინც და მაინც ლათინურ ენაზე დაწერილი.შეეძლოთ ადამიანური ენით მოეწერათ და აეხსნათ სიტუაცია,მაგრამ არა რატომღაც ლათინური ენა არჩიეს,ალბათ იფიქრეს უფრო ეფექტური იქნება და იქნებ შეეშინდესო...ლათინური ენა დიდად არ მხიბლავდა,რადგან ჩემში ისეთ ასოციაციას იწვევდა,თითქოს ჯადოქრების ენა იყო უფრო მეტად ვიდრე ადამიანების.რადგანაც არ მიმაჩნდა ადამიანების სალაპარაკო ენად ლათინური,ვიფიქრე იქნებ წიგნებში ვიპოვო პასუხი მეთქი და დავიწყე ზებუნებრივ არსებებზე კითხვა.სწორი იქნებოდა თუ ზებუნებრივს დავუკავშირებდი ლათინურს.წიგნში დიდად ვერაფერი ვიპოვე.ძირითადად აღწერითი პარაგრაფებით იყო გადავსებული.ლათინური ენის გარდა სხვა ყველანაირი ვატიანტი ამოვიკითხე რაც კი შეიძლებოდა რომ არსებულიყო ზებუნებრივ არსებებს შორის სასაუბრო ენა.ეტყობოდა კიდევაც რომ განსაკუთრებული და შეუცნობადი ენა იყო ზებუნებრივ არსებებს შორისაც კი.
მერე გამახსენდა სარამ ლოგო რომ მაჩვენა,იქნებ წიგნში ეხატოს სადმე და იმის მიხედვით ვიპოვო-მეთქი.წერილის ასაღებად დავბრუნდი მისაღებ ოთახში და იქ აღარ დამხვდა სადაც დავტოვე.დავუწყე ძებნა და ვერ ვიპოვე.გამოვშტერდი.
შეშის ტკაცუნის ხმა გავიგე.ბუხარში ცეცხლი ენთო და წერილი იწვოდა შიგნით.ამაზე უფრო გამოვშტერდი.არადა არ მახსოვს რომ ცეცხლი დამენთო სანამ სარდაფში გავიდოდი.დავეჭვდი და სახლის შემოწმება დავიწყე.კარებიდან არავინ შემოსულა.სამზარეულოში არანაირი შემოპარვის კვალი არ ჩანდა.მისაღებში კიდევ ყველა ფანჯარა დაკეტილი იყო. მოკლედ ყველა კუთხე-კუნჭული შემოვიარე და დავათვალიერე,ისეთი ვერავინ და ვერაფერი დავინახე.ბოლოს ჩემი ოთახიდან რომ გამოვდიოდი ვიღაც მაღალი ადამიანის ფიგურას მოვკარი თვალი სხვენისკენ ავარდა და გაუჩინარდა.
აღფრთოვანებული დავრჩი იმ ვიღაცის სწრაფად შემოპარვის,ჩუმად მოქმედების და შემდეგ ისევ სწრაფად აორთქლების ტექნიკით.დავინტერესდი და ჩემი ოთახის ფანჯრიდან გავიხედე გარეთ.თავიდან არავინ ჩანდა,მერე კი შევამჩნიე თუ როგორ გარბოდა ის ვიღაც უღრანი ტყისკენ.არ დავაყოვნე და გარეთ გავედი იმ იმედით რომ დავეწეოდი და შემოპარვის მიზეზსს გავიგებდი,მაგრამ სანამ მე ტყემდე მივაღწიე ის უკვე აღარ ჩანდა.ტყეს რომ მივუახლოვდი უკვალოდ გამქრალიყო.არ ვიცოდი რა მექნა, დავრჩენილიყავი და ჩემით გამერკვია წერილის ამბავი თუ გავყოლოდი და მისგან გამეგო ყველაფერი.გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი და გავჩერდი...
სრულიად უცხო და ამოუცნობი,უღრანი ტყის წინ ვიდექი.ჩემ წინ იმდენად უსასრულო და გაუვალი სივრცე იყო გადაშლილი,რომ შევსულიყავი,ვიცოდი,იქიდან ვეღარ გამოვიდოდი...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: salomebatiashvili
ნანახია: 123 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
avatar
0 Spam
1
ვაახ
avatar
0 Spam
2
?
avatar
0 Spam
3
სად ხარ ქალო ამდენ ხანს
avatar
0 Spam
4
რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი smile
avatar
0 Spam
5
მალე დადებ?
avatar
0 Spam
6
კი
avatar
0 Spam
7
სად არის ახალი თავი?
avatar
0 Spam
8
წერის პროცესში ვარ და დაიდება ამ დღეებში biggrin
avatar