"დიდი ბებიის კვალდაკვალ" (ნაწილი პირველი)
25.01.2019, 16:38
იმ ამბავის შემდეგ რამოდენიმე წელი გავიდა.ჩემი ცხოვრება მრავალფეროვნებით მოცული არ ყოფილა ამ ხნის განმავლობაში,რადგან როგორც ყველა თინეიჯერი გოგო,მეც გავუყევი უბრალოების გზას და ამ გზამ იმედგაცრუების უსაზღვრო მდინარეში ჩამიყვანა.ამ მდინარიდან ამოსვლა კი არც ისე ადვილი აღმოჩნდა.ვინც მეგონა რომ ნამდვილი მეგობარი იყო,ყველამ ზურგი შემაქცია.დამპირდნენ,რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემ გვერდით იქნებოდნენ და არ მიმატოვებდნენ,მაგრამ დროთა განმავლობაში მათი დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.მე მათ მივენდე და ჩემი ნდობა ბოროტად გამოიყენეს,რასაც ნამდვილად არ ველოდი.თავიდან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება.ვბრაზობდი რომ ადვილად მივენდე და შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში.ამის შემდეგ გული ამიცრუვდა ადამიანებზე და ზოგადად მეგობრობაზე.ვცდილობდი მაქსიმალურად ამერიდებინა თავი ადამიანებთან კონტაქტს,თუმცა სასწაული მოხდა.გამოჩნდა ადამიანი,რომელმაც სრულიად შემიცვალა წარმოდგენა მეგობრობაზე.მან გამოიჩინა ის სითბო და ყურადღება,რაც აქამდე არავის გამოუჩენია ჩემ მიმართ.მეგონა ვეღარავის მივენდობოდი,იმდენად გამწარებული ვიყავი,თუმცა ნათანი სულ სხვანაირი იყო.როგორი იდეალური გარეგნობაც ჰქონდა ისეთი იდეალური ხასიათების მქონე ადამიანი გახლდათ.მაკვირვებდა თუ როგორ ინარჩუნებდა სიმშვიდეს და წონასწორობას ნებისმიერ სიტუაციაში.ყოველთვის აუღელვებელი და დინჯი ლაპარაკი იცოდა,მაგრამ ამავდროულად პოზიტივს ასხივებდა.ჩვენი ურთიერთობა იყო თავისუფალი,ლაღი და ემოციური.ჩვენ შორის არ არსებობდა დაპრკოლებები,რაც ხელს შეგვიშლიდა ერთად დროის გატარებაში.მინდა ავღნიშნო,რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი,ვინც გამიგო და მიმიღო ისეთი როგორიც ვიყავი.იცოდა ჩემი წარმომავლობის შესახებ და ზედმეტს ისეთს არაფერს ამბობდა რომ მწყენოდა.თვითონ კი დიდად არ მიყვებოდა თავის თავზე არაფერს და არც დამიძალებია.ასეთი იდეალური,ზღაპრული ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა...
ერთ დღესსაც ნათანი ისე გაუჩინარდა ჩემი ცხოვრებიდან,რომ წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს.არც კოლეჯში მინახავს იმის მერე.ყველაზე მოულოდნელი და უცნაური ჩემს ცხოვრებაში მისი გამოჩენა და შემდეგ გაუჩინარება იყო.ვეცადე ყველანაირად გამეგო წასვლის მიზეზი,მაგრამ არც ტელეფონზე იყო მიუწვდომელი და საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალა.ისევ დავუბრუნდი იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის ულევ მდინარეს და შეუჩერებლად ვტივტივებდი ზედაპირზე.აღარ ვიცოდი რა მექნა,რომ როგორმე საკუთარი თავი ხელში ამეყვანა.ყოველი დღე აუტანელი იყო ჩემთვის.ვეღარ ვუძლებდი ყოველდღიურობას.დავიღალე...ეს ყველაფერი გაგრძელდა იქამდე,სანამ ძველი სარდაფის კარებთან არ გავჩერდი.არასდროს დავინტერესებულვარ ამ სარდაფით,რადგან არავინ იყენებდა.ამ დღეს კი რატომღაც სიახლის აღმოჩენის სურვილმა მძლია და შევაღე სარდაფის კარები.მეგონა ისეთი არეულობა დამხვდებოდა,რომ ვინანებდი საკუთარ გადაწყვეტილებას.სარდაფის მაგივრად დალაგებულ,ხელშეუხებელ ოთახში აღმოვჩნდი.
ფანჯარასთან ძველებური ხის საწერი მაგიდა იდგა,გვერდს კი წიგნების კომოდი უმშვენებდა,რომელიც სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის წიგნებით იყო სავსე.მოპირდაპირე მხარეს კი კედელი ესაზღვრებოდა,ძველი გაზეთის ნაგლეჯებითა და სურათებით გადავსებული.ჩემი პირველი საკვლევი ობიეტქი მაგიდა გახლდათ.მივუახლოვდი და ძველებური ტყავის დღიური იდო გადაშლილი და კიდევ რამოდენიმე დოკუმენტი,რომლებიც წარწერებითა და კითხვის ნიშნებით აეჭრელებინათ.დავხედე დოკუმენტს და ზედ ნახატები იყო გამოსახული.მაღალი ადამიანები ეხატა,მაგრამ ადამიანებიც არ იყვნენ.მათი ჩაცმულობის სტილი არ ჰგავდა ადამიანისას..მშვილდ-ისრები ეჭირათ და წაწვეტებული ყურები ჰქონდათ...უფრო დამაინტრიგებელი აღმოჩნდა ის ჰიპოთეზები რაც წავიკითხე - " მითი თუ რეალობა?", "არიან თუ არა ადამიანები?". გავაგრძელე კითხვა და მეტად საინტერესო სტატიას წავაწყდი - " ბოლოს 1145 წლის ოქტომბერს იქნა შემჩნეული ადამიანის მსგავსი არსება ინგლისის მიუვალ ტყეებში". დასამტკიცებლად იყვნენ თუ არა ადამიანები,მოყვანილი იყო ამონარიდი გერმანული მითოლოგიიდან - "როგორც გერმანული მითოლოგია მოგვითხრობს, "ელფები" იყვნენ ადამიანის მსგავსი არსებები,რომლებიც ფლობდნენ მაგიას და ზებუნებრივი სილამაზით გამოირჩეოდნენ." - და ზუსტად ამ დროს იფეთქა გონებაში მოგონებამ.ბებიაჩემმა მომიყვა ერთხელ ლეგენდა ელფებზე.
სესილი ისე გადმოსცემდა ხოლმე მათ ისტორიებს,რომ ვერ ვუძლებდი ცდინებას და დავმოგზაურობდი მასთან ერთად ელფების ზღაპრულ სამყაროში.
ელფები იყვნენ არსებები,ადამიანების მსგავსნი,თუმცა მათ აღენიშნებოდათ ის თვისებები რომლებიც მეტყველებდნენ მათ ზებუნებრიობაზე.ისინი ცხოვრობდნენ მიუვალ ტყეებში,სადაც ვერანაირი ცოცხალი არსება შეძლებდა მიახლოებას.მათი მმართველობის სისტემა ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა დანარჩენი მმართველობებისგან.ასევე განსხვავდებოდნენ თავიანთი კულტურით,ჩაცმულობით ( რაზეც საუკუნის ზეგავლენა იგრძნობოდა),აღნაგობითა და სილამაზით.ჰქონდათ იარაღების თავისებური დამუშავების და გამოყენების ტექნიკა და დახვეწილი საბრძოლო ხელოვნება.ამით შეიძლება ვივარაუდოთ,რომ ისინი ძალიან მოქნილებიც იყვნენ.ელფები იყვნენ იმ კატეგორიის ზებუნებრივი არსებები,რომელთა დამორჩილება ვერცერთმა ზებუნებრივმა ძალამ ვერ შეძლო.
დიდ ბებიას ნამდვილად საინტერესო საკვლევი ობიეტქი აურჩევია.როგორც დღიურში ამოვიკითხე,ცდილობდა გაერკვია ელფების წარმომავლობა და მიზეზი თუ რატომ იყვნენ ისინი სხვა ზებუნებრივი არსებებისგან შედარებით ასეთი გამორჩეულები.წასულა ინგლისსში პასუხების საძებნად.ინგლისის მიუვალი ტყეები წითელი მარკერით იყო შემოხაზული.მიუხედავად ასეთი დაჟინებული კვლევისა და გამწარებული ძიებისა,ვერაფერს მიაგნო.გადავჩხრიკე დღიური იმ იმედით რომ ხესჩასაჭიდ სამხილს აღმოვაჩენდი.კროფტების რეზიდენციაში დაბრუნების და საქმის დახურვის მეტი ვერაფერი ამოვიკითხე.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: salomebatiashvili
ნანახია: 185 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
ნამდვილად საინტერესო ისტორია ჩანს. კარგი იქნება თუ დაასრულებ და შუაში არ შეწყვეტ წერას. იმდენი გაწყვეტილი ისტორია დაგროვდა უკვე.
avatar
0 Spam
2
სხვათაშორის ერთ-ერთი მოთხრობაა რომლის ბოლომდე დაწერას ვაპირებ
avatar
0 Spam
3
მაშ ძალიან კარგი. მომდევნო ნაწილს მალე ატვირთავ?
avatar
0 Spam
4
კი დღეს
avatar