"დიდი ბებიის კვალდაკვალ" (პირველი ნაწილის გაგრძელება)
30.01.2019, 17:36
ძალიან საინტერესო და გაურკვეველი თეორიებით სავსე ოთახი იყო.თუ არ დავტოვებდი სარდაფს,უფრო მეტის გაგების სურვილს ვეღარ შევეწინააღმდეგებოდი და დიდი ბებიის მიერ დაწყებულ კვლევას უფრო დეტალურად შევისწავლიდი.მერე კი წავიდოდი სიმართლის გასაგებად.ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი აღარ ჰქონდა,როდესაც სარდაფის კარები გამოვიხურე და იქაურობას მოვშორდი.ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვიყავი და რეალობის აღქმა გამიჭირდა.იმ სარდაფში შესვლა მინდოდა და გარკვევა მართლა არსებობდნენ ელფები თუ არა,თუმცა მეორე მე ამის საშვალებას არ მაძლევდა.მიიჩნევდა რომ რაც ლარას დღიურში ეწერა,უბრალოდ წარსულის ნაწილი იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა აწმყოსთან.მერე როგორც იქნა დავეთანხმე ჩემს მეორე მეს და შევეცადე დავწყნარებულიყავი.
-"თუ ლარას არ გაუმართლა,არამგონია მივაგნო ელფების კვალს"-მეთქი ვფიქრობდი და თავს ვიმხნევებდი,რომ როგორმე დამევიწყებინა ყველაფერი რაც მოხდა სარდაფიდან გამოსვლამდე.საკუთარი თავის გამხნევების გარდა,მინდა ვაღიარო,ყველაფერი გამომდიოდა...არც ისე დიდხანს გაგრძელდა გამხნევება.გადავეშვი იმედგაცრუების უფსკრულში და წამითაც არ მიფიქრია იქიდან დაბრუნებაზე.იმედგაცრუება ერთი იყო,ხოლო ელფების პოვნისა და ახალი აღმოჩენების სურვილი მეორე.უფსკრულში ჩავარდნამ ორი ალტერნატიული რეალობა დამანახა- ერთ ალტერნატიულ რეალობაში, ერთფეროვნებით,უფერული დღეებით და არაფრისმომცემი ცხოვრებით მომიწევდა გზის გაგრძელება.მეორეში კი ბევრად საინტერესო მომენტებითა და ამაღელვებელი თავგადასავლებით გადავსებული დღეები მელოდა.გამომწვევად მიქნევდა ხელს ელფების მომაჯადოვებელი სამყარო და ბევრ სიახლეს მპირდებოდა.რამდენადაც მაცდური ჩანდა ეს ყველაფერი,იმდენად სახიფათო იყო,გული მირგძნობდა.
ერთ მომენტში ყველაფრისთვის მზად ვიყავი,ოღონდ საკუთარი სურვილი დამეოკებინა და მიმეღო ის რაც მინდოდა,მაგრამ როგორც კი რეალობას დავუბრუნდი და ტვინმა მთელი მიღებული ინფორმაცია გადაამუშავა,ეგრევე ეჭვი შემეპარა საკუთარ შესაძლებლობებში.არ ვიყავი დარწმუნებული იმაში,რომ უეჭველი გამიმართლებდა და კვლევის დაწყებიდანვე ეგრევე შედეგს მივაღწევდი.ორ ალტერნატიულ რეალობას შორის გავიჭედე და აღარ ვიცოდი რომელ მხარეს წავსულიყავი.ნამდვილად ძნელი აღმოჩნდა იმ ნაბიჯების გადადგმა,რაც დიდმა ბებიამ უკვე გააკეთა.ჩემთან შედარებით ის უფრო გაბედული იყო,მამაცი და იმდენად უშიშარი,რომ ამხელა რისკზე მიდიოდა.ნამდვილად, ზოგს ყოფნის გამბედაობა თვალი გაუსწოროს სიკვდილის შიშს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის,რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.მე კიდევ არ მეყო გამბედაობა. არ ვიყავი იმ კატეგორიის ადამიანი,რომელიც ადვილად რისკავდა.არ ვიყავი ის კროფტი,რომელიც აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი.
ჩემს დაძაბულობასთან ერთად ამინდიც დაძაბულიყო.მოიღრუბლა და წვიმა დაიწყო.უფრო დავმძიმდი.თითქოს უიმედობა მექაჩებოდა ქვემოთ და წელში გასწორების საშუალებას არ მაძლევდა.გამახსენდა ის დრო,როდესაც ნათანი იყო ჩემ გვერდით და არ მაძლევდა უფლებას რომ მომეწყინა.არ ვიცი რანაირად,მაგრამ ყოველთვის ახერხებდა ჩემ გაღიმებას. ზუსტად იმ დროს გაუჩინარდა,როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი გვერდით დგომა და ეს ფაქტი მახრჩობდა. ცოტაც და გამგუდავდა უკვე ისე მიჭერდა და მაწვებოდა ყელზე.აუტანელი გახდა სახლში ყოფნა.ავიღე ქურთუკი და გარეთ გავედი წვიმაში.ვიფიქრე წვიმამ მაინც მიშველოს-მეთქი,თუმცა შევცდი.უფრო გამოკვეთა და გაამძაფრა სულში ქარბუქივით ამოვარდნილი მწუხარება.გავუყევი მოღუშულ,არაფრისმთქმელ ქუჩას და შევეცადე არაფერზე მეფიქრა,ისედაც ვეღარ იტევდა ჩემი გონება ქაოტურად მოძრავ და დამამძიმებელ აზრებსა თუ მოგონებებს.მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა.მეგონა თუ ვიყვირებდი ემოციებისგან დავიცლებოდი და მომეშვებოდა.რამე უნდა გამეკეთებინა, თორემ ჭკუიდან შევიშლებოდი.
ქუჩის კუთხეში ბარს მოვკარი თვალი და ეგრევე იქითკენ წავედი.შევედი,სწრაფად მივუახლოვდი დახლს და ყველაზე მძიმე დასალევი რაც ჰქონდათ ის შევუკვეთე.ბარმენმა გაკვირვებულმა შემომხედა,ალბათ იფიქრა თავს იკლავსო...თუმცა დიდად არ მაინტერესებდა მისი რეაქცია,უბრალოდ მინდოდა რაც შეიძლება მალე მიმეღო საკმაო ოდენობის ალკოჰოლი,რათა ყურადღება აღარ გამემახვილებინა შემაწუხებელ ფიქრებზე.როგორც იქნა მოვიდა ჩემი შეკვეთა და ერთი ჭიქა მომენტალურად მოვიყუდე,გადავკარი და სასიამოვნოდ ლიმონიც მივაყოლე.ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს,სასმელმა ყველანაირი ცუდი რაც მაწუხებდა,ერთიანად ჩაიტანა.არ დავაყოვნე და მეორე ჭიქაც მივაყოლე და იმდენად მესიამოვნა რომ თავისუფლების შეგრძნება გვიანობამდე გაგრძელდა.
დილით თავის ტკივილი რომ არა,არც ვაპირებდი გაღვიძებას.თვალები მეხუჭებოდა,ადგომაც მეზარებოდა,მაგრამ ეს ყველაფერი წამში შეიცვალა.რაღაც ამოუცნობ ცივ ობიექტს შევეხე.შეხებას გაურკვეველი ჩხაკუნის ხმაც მოჰყვა და ქვემოთ რომ დავიხედე დიდ ხის ყუთში ვიწექი.სხვადასხვა სასროლი იარაღებით იყო გადავსებული.მოულოდნელობისგან შეშინებული ფორთხვით გადმოვძვერი ყუთიდან.წამოვდექი და ოთახი რომ შევათვალიერე,მერე მივხვდი სადაც ვიმყოფებოდი - საკუთარი სახლის სხვენში.ეს სხვენიც სარდაფივით შეუსწავლელი იყო და იმასთან შედარებით მიულაგებელიც.რაც კი ცივი და სასროლი იარაღი არსებობდა დედამიწის ზურგზე,ყველა ამ სხვენში იყო ერთად გამოფენილი.ჩასვლას ვაპირებდი სხვენიდან,როდესაც კედელზე დაკიდებულმა მშვილდ-ისარმა მიიქცია ჩემი ყურადღება. გაგიკვირდებათ და ყველაზე გამოკვეთილ ადგილას იყო,შეუხედავად ვერ ჩაუვლიდი რაც არ უნდა გეცადა.მივუახლოვდი და ქვემოთ წარწერაც ჰქონდა - "პერუ,2018 წელი" გავუყევი კედელს და სხვადასხვა ადგილას,სხვადასხვა წელს ნაპოვნი იარაღების კოლექციას წავაწყდი...დავეჭვდი კიდევაც ეს სხვენი იარაღებისგან ხო არ არის გაკეთებული-მეთქი. მოვწყდი გამოფენას და ჩემს ოთახში ჩავედი.ეგრევე გავიხადე ტანსაცმელი და შხაპის მისაღებად შევედი აბაზანაში.თითქოს არაფერი მინახავს.კმაყოფილი გამოვედი,ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოს ვეწვიე.გემრიელადაც წავიხემსე,აუღელვებლად ვიყავი და არანაირი სურვილი არ მქონდა იმისა,რომ ვინმეს ან რამეს ხასიათი გაეფუჭებინა.
ცოტახანი ვიბოდიალე სახლში,დროის გასაყვანად და როდესაც სახლიდან გასვლა დავაპირე ზუსტად მაშინ გავიგე სხვენიდან ხმა.იარაღების დავარდნის ხმას მივამსგავსე და არ მომეწონა.ცოტათი კი შემეშინდა,მაგრამ მაინც გადავწყვიტე ავსულიყავი და მენახა თუ რა იყო ხმაურის მიზეზი.ავედი და იმაზე უარესი მდგომარეობა დამხვდა ვიდრე იყო. თითქმის ყველაფერი ძირს ეყარა და სხვენის ფანჯარა საეჭვოდ იყო ღია.მივუახლოვდი და გავიხედე.ბუმბერაზი მთებისა და უღრანი ტყის მეტი ისეთი ვერავინ და ვერაფერი შევნიშნე.მერე სხვენი შევათვალიერე,ყველაფერი ისევ იქ იყო,არაფერი წაუღიათ.უბრალოდ აურიეს იქაურობა და ძირს რაღაც კონვერტი დატოვეს,მოოქროვილი კანტებით გაწყობილი..ისეთი იყო სხვა დანარჩენი რაღაცებისგან თვალში საცემად კაშკაშებდა.ავიღე,გავხსენი კონვერტი და ჩემდა გასაკვირად ლათინურად ეწერა ფურცელზე რაღაც.გადათარგმნა გამიჭირდა.თანაც ბოლოს ძახილისნიშნები იყო გამოკვეთილად მიყოლებული...თუ ძახილის ნიშნებით ვიმსჯელებდი,წინადადება მუქარის ან გაფრთხილების შინაარსის მატარებელი უნდა ყოფილიყო.შეიძლება მუქარის და გაფრთხილების შემცველიც ყოფილიყო. დღე ნამდვილად საინტერესოდ დაიწყო-მეთქი და წერილთან ერთად დავტოვე სახლი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: salomebatiashvili
ნანახია: 106 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
avatar
0 Spam
1
აუ რა საინტერესო ადგილას გაწყვიტე რა
avatar
0 Spam
2
დავტოვე ინტრიგა და წავედი biggrin
avatar
0 Spam
3
მალეეე
avatar
0 Spam
4
დღეს იქნება
avatar
0 Spam
5
არ დააგვიანო
avatar