დიდი ბებიის კვალდაკვალ (სხვა სამყარო-გაგრძელება)
03.12.2019, 16:28
კიდევ ერთი თავსატეხი გამიჩინა ნათანის დაბრუნებამ.ჯერ ისედაც ხო ყველაფერი დალაგებული მქონდა ცხოვრებაში და ახლა ზუსტად ეს მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.გამოსავალის ძიებაში უფრო ავირიე და საკუთარ ფიქრებსა და დასკვნებში ავიხლართე.სარასაც გადაეწურა ყველანაირი ვარიანტი იმისა თუ რატომ შეიძლებოდა რომ მაინც და მაინც ახლა გამოჩენილიყო იდუმალებით მოცული ნათანი და ბოლოს ასეთი რამ მოვიფიქრეთ.
-მოდი პატარა გამოძიება ჩავატაროთ.მიეცი შანსი რომ დაგელაპარაკოს და გაიგებ საბოლოოდ რა უნდა.-თვალები გაუპრწყინდა სარას და მეც როგორც იქნა მომეშვა.
-ხო მაგრამ ახლა სად ვეძებო?-ამოვიოხრე ისე თითქოს მთელი კოლეჯის დაგაჩხრეკვა მომიწევდა ნათანი რომ მეპოვნა და რაც კი სათქმელი ჰქონდა პირიდან ამომეძრო...
-თუ ლაპარაკი უნდა თვითონ მოგძებნის-დაამატა ბოლოს სარამ და დავტოვეთ საპირფარეშო.
არადა დილით რა კარგი ამინდი იყო და რა მალე შეიცვალა..მოიღრუბლა და მოიქუშა ცა,ისე თითქოს სადაცაა იწვიმებსო და მართლაც კოკისპირული წვიმა წამოვიდა.ვიდექი დერეფნის ფანჯარასთან და მოღუშულ გარემოს გავჰყურებდი.იმდენად ლამაზი სანახაობა გადაიშალა ჩემს თვალწინ,ვერ ვშორდებოდი ფანჯარას.სარამ ვეღარ მოითმინდა და მუჯლუგუნით გამაგდო წინ.
-წვიმას კი ნუ უყურებ.საქმეს მიხედე გირჩევნია!-თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-მგონი არანაირი აზრი არ აქვს?-დარწმუნებული არ ვიყავი საკუთარ სიტყვებში.ვეცადე დამაჯერებლად მეთქვა,მაგრამ არ გამომივიდა.
სარამ ისეთი სახით გამომხედა.ვიფიქრე ახლა რაღაცას ჩამარტყავს თავში-მეთქი,თუმცა გადავურცი მის მრისხანებას და შვებისგან ამოვისუნთქე.მართალი იყო სარა.ნათანის მოძებნვას აზრი ნამდვილად არ ჰქონდა.თანაც კოლეჯის შენობა ისეთი დიდი და უსასრულო იყო,რომ დამეწყო კაი ხანი ვერ მოვრჩებოდი შენობის შემოვლას.თანაც ძალიან დამღლელად მომეჩვენა ჩემი თავდაპირველი იდეა.ამიტომ გავჩერდი და შესაფერისს მომენტს დაველოდე.იმედი იმისა რომ ნათანი იმ დღეს გამოჩნდებოდა ,მზის ჩასვლასთან ერთად მიიწურა.წვიმის შემდეგ როგორც იქნა მზემ გამოანათა,მაგრამ ვაი მაგ გამონათებას.საღამოვდებოდა და კოლეჯში გაჩერებასაც აღარ ჰქონდა აზრი.
-წავედით..ხო გითხარი აზრი არ აქვს მეთქი!- დავავდე ჩანთას ხელი და სარასთან ერთად დავტოვე კოლეჯის შენობა.
გავედი თუ არა ისევ გაწვიმდა.სასიამოვნო შეგრძნების მომნიჭებელი აღმოჩნდა ცივი წვეთების შეხება.თანაც იმდენად რომ წარსულის მოგონებებიდან ყველაზე ღრმად შენახული მოგონების ელფერმა იფეთქა.
-და აი ჩვენი იდუმალებით მოცული ბიჭი!-სპეციალურად ხმამაღლა თქვა სარამ,როდესაც ჩვენკენ მომავალი ნათანი დაინახა,თან თავისებური ირონიაც ჩააქსოვა ნათქვამში.-წავედი და ხვალ გნახავ - გადამკოცნა და ნათანთან მარტო დამტოვა.
ვუყურებდი ნათანს და მინდოდა ყველაფერი რაც კი აქამდე მქონდა დაგროვებული სათქმელი,მიმეხალა და სახლში წავსულიყავი.რატომღაც დავდუმდი და დაველოდე თუ როდის გადმოდგამდა ის პირველ ნაბიჯს.მომიახლოვდა და უკვე მივხვდი რის თქვასაც აპირებდა..
-ბოდ..-გავაწყვეტინე.დაჟინებული მზერა ვსტყორცნე და ცივად ვუთხარი.
-თუ აქ საბოდიშოდ ხარ მოსული..აზრი არ აქვს.მაინც ტყუილად უნდა დაიხარჯო.მოულოდნელად რომ წახვედი და არაფერი მითხარი თუ რატომ მიდიოდი,ახლა ასე არ მოგიწევდა ყოფნა და ბოდიშების ხდა.-ძალიან სერიოზული ვიყავი იმასთან შედარებით,პირველად რომ დავინახე და ვცანცარებდი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: salomebatiashvili
ნანახია: 131 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar