"დიდი ბებიის კვალდაკვალ" (თავგადასავალი იწყება)
11.02.2019, 17:43
სახლში რომ დავბრუნებულიყავი,არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო მომხდარის მიზეზის გარკვევა.ტყეში რომ შევსულიყავი,დავიკარგებოდი,გაურკვევლობაში ავიხლართებოდი და გავართულებდი ისედაც ჩახლართულ სიტუაციას.ყველანაირად გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი.იმდენად იმოქმედა მომხდარმა და იმდენად დამამძიმა აღარ ვიცოდი საით წავსულიყავი.უბრალოდ ვიდექი და უღრანი ტყის უსასრულოდ ჩამთრევ სივრცეს მივშტერებოდი.ნამდვილად არ ვიცოდი ღირდა თუ არა სიტუაციიდან გამოსავალის ძიების დაწყება.წარსულში დაბრუნება მომინდა და სიტუაციის გამოსწორება.უკეთესი იქნებოდა თუ საერთოდ არაფერი მეცოდინებოდა.მადლობა სესილის,რომ ჩემი ცხოვრება ერთ დიდ გაურკვევლობად გადააქცია,რომელმაც ყველანაირი გადარჩენის შანსი თან გაიყოლა,უკვალოდ გააქრო და არაფერი დამიტოვა.გამოვტრიალდი და სახლისკენ დავაპირე წასვლა,თუმცა უღრან ტყეში შესვლის სურვილი არ მაძლევდა ნაბიჯის გადადგმის საშვალებას.თან სახლში მინდოდა იმიტომ,რომ დავისვენებდი და თან ტყეშიც მინდოდა შესვლა.იმედი მქონდა რომ მალევე ვიპოვიდი კითხვებზე პასუხს და ერთიანად ამოვისუნთქებდი.საბოლოოდ მაინც სახლში წავედი.ვგრძნობდი უნდა გავჩერებულიყავი და ცოტახანი დამესვენა ყველაფრისგან.უნდა დამესვენა,თუ არადა ჭკუიდან შევიშლებოდი.
სახლში შესვლისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს სრულიად მარტო ვიყავი.არც დედაჩემი და არც ბებიაჩემი არ არსებობდა იმ მომენტში ჩემს ცხოვრებაში.არადა ვიცოდი,ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ.მარტოობის შეგრძნებამ უფრო გაართულა სიტუაცია.მინდოდა დედაჩემისთვის მომეყოლა ყველაფერი რაც მოხდა,მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი თუ რამდენად ადეკვატური რეაქცია ექნებოდა როდესაც გაიგებდა,რომ დიდი ბებიის დღიური წავიკითხე და ისეთი რაღაცეები გავიგე რაც მისი აზრით არ უნდა გამეგო.სესილის ამბავი,რომ ვიცოდი უარესად დამიმატებდა და მერე არ ვიცი საბოლოოდ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს.ყველაზე მეტად ისეთი ადამიანი მჭირდებოდა ვინც ყველანაირად გამიგებდა,დამეხმარებოდა მიზეზის გარკვევაში და ბოლომდე გამომყვებოდა.მსგავსი ადამიანი კი არ ჩანდა ჰორიზონტზე.
ჩემს ოთახში ვიყავი საწოლზე წამოწოლილი და ვეცადე ყველანაიარად,რომ ნეგატიური ფიქრები განმედევნა ჩემი გონებიდან.ნეგატიური ფიქრების განდევნა უშედეგოდ დასრულდა.საკუთარი თავის გამხნევება არ გამომივიდა და მოთმინების ფიალაც გადამევსო.ისე მომეშალა საკუთარ თავზე ნერვები,რომ ოთახი წამში ბრძოლის ველად გადავაქციე.რაც ხელში მომხვდა ყველაფერი დავლეწე,ნაკუწებად ვაქციე.გამწარებული ვიყავი.არაფერმა არ მიშველა.ბოლოს ცხარე,სიმწრის,ცრემლები წამსკდა თვალებიდან.სულიერად გავნადგურდი,დავიღალე.ისე ვიყავი, საკუთარ თავთან ბრძოლა აღარ შემეძლო.ვეღარ ვეწინააღმდეგებოდი ცხოვრებას.ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ მაქსიმალურად ამერიდებინა თავი ზებუნებრივი სამყაროსთვის.არ გამომივიდა და დავნებდი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: salomebatiashvili
ნანახია: 98 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
avatar
0 Spam
1
ეს რა პატარა თავი იყო happy
avatar
0 Spam
3
ნაწილ-ნაწილ იმიტომ ვდებ რომ ძალიან დიდი თავი გამოდის წერის დროს და ბევრი დრო მიაქვს angry . ერთი თავი 8 გვერდიანია და მაგიტომ გავყავი ახლა სხვა თავს ვწერ.
avatar
0 Spam
2
Zalisn momconsd. Agvianeb da patara tavebsac debb. Au moumate raaa
avatar
0 Spam
4
გასაბრაზებელი არავის არაფერი დაუწერია და ტონის შერჩევა მოგიწევს. მკითხველი თუ გიკომენტარებს და გაქებს ნუ დააკარგვინებ წარმოდგენას თორემ შენს ნაწერს მერე ჩალის ფასიც არ ექნება. თავების სიდიდეს რაც შეეხება ამაზე სამჯერ დიდი თავიც დაუდიათ ხოლმე მაგრამ პრობლემა არ შექმნიათ.
avatar
0 Spam
5
გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებ დიდი თავების დადებას და ვეცადე ამეხსნა სიტუაცია უბრალოდ
avatar
0 Spam
6
ხუთ ნაწილად დავყავი ერთი თავი
avatar
0 Spam
7
ნუ მიაქცევ ნურაფერს ყურადღებას )) დადე როცა მოახერხებ )) შემდეგ თავს დაამატებ თუ არა გპირდები წავიკითხარვ )) მთავარია წერა განაგრძო და დაასრულო ბოლომდე და დროს არაუშავს )) მეც მასე ვარ ორი ტვეა არ დამიმატებია არაფერი smile ძლვს მოვიცლე ეს დღეები იმედია დავამატებ მალე biggrin biggrin
avatar