დოლგადური
28.07.2018, 01:48
დოლგადური
დასაწყისი მოგზაურობისა, ახალი მიწისკენ

ქვეყნად,არსებობდა საოცარი სამყარო,რომელსაც დოლგადურს უწოდებდნენ,მის მიწებზე მაცხოვრებელი არსებები.იგი არ იყო ჩვეულებრივი ადგილი და საერთოდაც არ წააგავდა ჩვენს სამყაროს,არამედ პირიქით ჩვენსაზე ბევრად საოცარი,ბევრად ლამაზი გახლდათ.
დოლგადურის მიწებზე ცხოვრობდნენ ისეთი ჯადოსნური არსებები,როგორებიც არიან ულამაზესი ელფები,ბუზღუნა და დაუღალავი,შრომის მოყვარე ჯუჯები,ასევე ადამიანები,რომლებიც მუდამ თავგადასავლებს ეძებდნენ.როგორც ყველა სამყაროში არსებობს ბოროტება და სიკეთე.დოლგადური არ იყო ამით გამონაკლისი და კეთილი არსებების გარდა მასზე ბინადრობნენ ბოროტი,შავი მაგიის მსახურებიც.ეს იყო სამყარო,სადაც სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძოდა,მაგრამ მანამ სანამ ქვეყნად არსებობს სიკეთის ერთი,თუნდაც პატარა ნაპერწკალი იქ სიბნელე ვერ იბატონეს.
-ასევე მინდა გიამბოთ,არაჩვეულებრივ,კეთილ ჯუჯაზე,რომლის ცხოვრებაც სრულიად შეცვლის თითოეული სულიერის ბედისწერას დოლგადურში,მაგრამ მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ყველაფერს თანმიმდევრობით მივჰყვეთ.
-დოლგადურში,კერძოდ ელჰაანის მიწებზე მდებარე მთებში სახლობდნენ ჯუჯები.მათ არ ყავდათ მეფე,ელფებთან და ადამიანებთან განსხვავებით.ისინი იყვნენ დაყოფილი ტომებად და ალჰაანის მიწებზე თითოეულ ტომს თავისი მთა ქონდა სადაც ისინი ცხოვრობდნენ.ყველა ტომს თავისი მართველი ჰყავდა,ანუ ბელადი.არცეთი ტომის მაცხოვრებელს არ ქონდა უფლება გაეყვანა გვირაბი ან მოეპოვებინა რაიმე რესურსი სხვა ჯუჯების მფლობელობაში მდებარე მთიდან.წინააღმდეგ შემთხვევაში,მათშორის გაჩაღდებოდა სისხლიანი ბრძოლა,მაგრამ ასეთი რამ ჯერ არა მომხდარა,ჯუჯებს შორის და დადებულ პირობას არავინ არღვევდა.
-როგორც უკვე გითხარით ჯუჯები არიან შრომის მოყვარე დაუღლელი არსებები.მათი სიმაღლე მეტრა ორმოცდაათს არ აღემატება,მაგრამ სიმაღლის მიუხედავად ძალიან ღონიერები და ჩაფსკვნილი არსებები გახლავთ.სახე და ტანი დაფარული აქვთ უხეში თმით.წვერებს ფეხის თითებამდე იზრდიან,შემდეგ კი იწნავენ.მოღალატე ჯუჯებს,როგორც წესი,წვერის ნაწნავს აჭრიდნენ,რაც დიდ სირცხვილად და დამცირებლად ითვლებოდა.უყვართ ბევრი ბუზღუნი.მათი საკვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს შავი გაუფილტრავი ლუდი,რომელსაც წყალზე ხშირად მიირთმევენ შავ პურთან და შებოლილ თევზთან ერთად.ტანზეც მუდამ ოხშივარის და ოფლის სუნი ასდით,ისინი ხომ თითქმის არ ბანაობენ.-ასე ამბობენ,რასაჭიროა ბანაობა თუკი ხვალ ისევს დავისვრებით?!-ეს იყო მათი მიზეზი არ ბანაობის.სინამდვილეში მათ არ უყვარდათ წყალი და ამჯობინებდნენ , ბანაობაში დრო არ დაეკარგათ,ერჩივნათ ლუდი შეესვათ.ასევე ისინი სხვებთან განსხვავებით არ აშენებდნენ საცხოვრებლად სახლებს.მათ მთის შიგნით ერჩივნათ ცხოვრება,რადგან შიგნით მთაში უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს გარე სამყაროსგან.
ჯუჯებზე უკეთ არავის გამოსდის გვირაბების გათხრა,მთის გულში.ასევე გარდა გვირაბებისა,ჯუჯები ოსტატურად თლიდნენ მთის შიგნით,უხეშად დაფარულ ქვის სივრცეში დარბაზებს,თანაც იმდენად უზარმაზარს და თვალმიუწვდენელს,თავად დრაკონიც კი თავისუფლად იფრენდა შიგნით.რაც უფრო დიდი იქნებოდა მთა მით უფრო დიდებულის და მაღალი დარბაზების გამოთლა შეეძლოთ.მუშაობდნენ დაუღლელად და შეუსვენებლად.მთის გვირაბებიდან მოიპოვებდნენ,ქვანახშირს,რკინას,ვერცხლს,ოქროს,სხვადასხვა სახის ბრჭყვიალა და თვალის მომჭრელ,მოელვარე ქვებს,რომლებიც ძვირად ფასობდნენ ადამიანებთან,ასევე ელფებთანაც.ბუზღუნა ჯუჯები იმდენად გართუები არიან თავიანთ საქმეში,რომ მთის ზევით ამოსასვლელად დრო თითქმის არ რჩებათ.მხოლოდ მაშინ ამოდიან დოლგადურის ზედაპირზე თუ საკვების მარაგი შესავსები გაუხდათ,ან რაიმე ისეთი ნივთები დაჭირდათ,რომელსაც თავად არ ამზადებენ ან არ გააჩნიათ.
-მაგალითად,საკვებს რაც შეეხება.მთის გულში მოსავალს ვერ მოიყვან,ვერც პირუტყვს გაამრავლებ და თუ გინდა,რომ საკვები გქონდეს მაშინ მიწის ზედაპირზე უნდა იმუშაო.აუცილებელია მიწის დამუშავება,ხორბლის დათესვა,იმისათვის,რომ შემდგომში ფრქვილით პური გამოაცხონ,ასევე საჭიროა სიმინდის მოყვანა,რათა მოსავლის აღების შემდგომ შინაურ ცხოველებს საკვები ჰქონდეთ,მაგრამ ამ ყველაფრის კეთებას და მთის ზედაპირზე ყოფნას მათ ერჩივნათ გვირაბები ეთხარათ.რაც შეეხება საკვებს ისინი მეზობელად მდებარეს მაცხოვრებლებთან ადამიანებთან ან ელფებთან ყიდულობდნენ,ოქროს სანაცვლოდ და უკან დატვირთული ეტლებით ბრუნდებოდნენ.გარდა საკვებისა ელფებისგან ყიდულობდნენ,მდიდრულ,ულამაზესად ნაქსოვ ქსოვილებს და სამკურნალო ნაყენებს,სხვადასხვა დაავადებისგან განსაკურნებლად.-გადიოდა წლები და სულ უფრო და უფრო ხშირად სტუმრობდნენ ჯუჯები ელფების და ადამიანების სამფლობელოებს სავაჭროდ,თანაც შენიშნეს,რომ ისინი გულუხვად იხდიდნენ საკვებში და სხვა დანარჩენში ოქროთი.სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა,რომ აეშენებინათ მცირედი დასახლებული სოფლები და ქალაქები ელჰაანის მიწებზე,ჯუჯების მთებთან სიახლოვეს.სავაჭრო ქალაქები მომგებიანი იყო ელფებისთვის და თავად ჯუჯებისთვისაც.ჯუჯებს აღარ მოუწევდათ ხანგძლივი მოგზაურობა სხვა მიწებზე,სავაჭროდ.ისინი უკვე შეძლებდნენ თავიანთ მიწებზე არც თუ ისე შორს მთებიდან,ეყიდათ ყველაფერი რასაც კი მოისურვებდნენ.ხოლო ქალაქში მცხოვრებლებისთვის და მათი მმართველებისთვის იყო კარგი შესაძლებლობა გაეყიდათ რაც შეიძლება მეტი ტავარი,ჯუჯებზე რის სანაცვლოთაც მიიღებდნენ ოქროს და სხვა ძვირფას ქვებსაც კი.
-გადიოდა წლლები.ჯუჯები გვირაბების თხრას კვლავ ძველებურად აგრძელებდნენ.ელჰაანის მიწებზე ადამიანებმა და ელფებმა დაიწყეს ქალაქების აშენება.იმის გამო,რომ მათ შორის კომფლიკტი არ მომხდარიყო-კონკურენციის გამო ვგულისხმობ,ანუ მყიდველები,რომ არ წაერთმიათ ერთმანეთისთვის,დადეს ზავი.ზავი ითვალისწინებდა შეთანხმებას.შეთანხმებაში წერია,რომ ელფების სავაჭრო ქალაქი უნდა აშენებულიყო ელჰაანის მიწებზე ჩრდილოეთში,დიდი მთის მახლობლად,სადაც აზარის ტომი იყო დასახლებული,ხოლო ადამიანების სავაჭრო ქალაქი სამხრეთით,ასევე ელჰაანის მიწაზე,მთასთან ახლოს სახელად ოქროს გულთან,რომელსაც სარი მართავდა.-ალბად მიხვდით თუ რატომ ერქვა მთას ოქროს გული? დიახ თუ თქვენ ფიქრობთ,რომ იმის გამო,რომ შიგნით მყოფი ჯუჯები დიდი რაოდენობით ოქროს მოიპოვებენ,მაშინ თქვენ მართალი ბრძანდებით,ხოლო რაც შეეხება ბრჭყვიალა,მოელვარე ქვებს,დიდ მთაში უფრო ხშირად ხვდებოდნენ ჯუჯები,სწორედ ეს იყო დიდი მთის უპირატესობაც,რადგან ოქროზე ძვირად ბრჭყვიალა ქვები იზიდავს ყველა სურიელ არსებას,მაგალითად როგორებიც არიან ელფები.მხოლოდ ჯუჯების სუსტი მხარე როდი იყო ძვირფასი ქვები.ელფებიც არანაკრლებ მიილტვოდნენ ყველანაირი ბრჭყვიალა საგნებისკენ.ყველაფერს აკეთებდნენ ჯუჯების გულის მოსანადირებლად.თავიანთ საუკეთესო ხმლებსაც კი ამზადებდნენ მათთვის,რათა რაც შეიძლება მეტი მოელვარე ქვებში გადაეცვალათ.ელფებივით ბასრი ხმლების გამოჭედვა არავის შეეძლო,რადგან მხოლოდ გამოჭედვა როდია მთავარი.მათი საიდუმლო მაგიაში იყო,რომლის რიტუალსაც მეტალის გადნობისას ასრულებენ,რის შედეგადაც ყველაზე ბასრი და მყარი საბრძოლო ხმლები იქმნება მათ სამჭედლოებში.-ასე დაარსდა ელჰაანის მიწებზე ორი სავაჭრო ქალაქი.ჩრდილოეთ ელჰანში ელფების მმართველობის ქვეშ მყოფი ქალაქი სახელად,ლასრე,ხოლო სამხრეთ ელჰაანში,ადამიანების მიერ მმართველობაში მყოფი ქალაქი,სახელად კირილიონი.
-ახლა კი მინდა ცოტა რამ გიამბოთ,პატარა მთაზე და მასში მაცხოვრებელ ჯუჯებზე.პატარა მთა ასე უწოდებდნენ მთას,რომელსაც მორინ,ინდართა უკანასკნელი შთამომავალი მართავდა.-თვითონ მთა მდებარეობდა ალჰაანისა და დარინის საზღვრებს შორის.სიდიდით არ გამოირჩეოდა,სწორედ ამიტომაც უწოდებენ პატარა მთას.იყო დრო როდესაც ინდარები ყველაზე მდიდრები იყვნენ მთელს ალჰაანში.მათი გათხრილი გვირაბები ყველაზე ღრმად შედიოდა დოლგადურის გულისკენ.ერთი შეხედვით პატარა მთა,მაგრამ სამაგიეროთ შიგნით იმაზე მეტი ოქრო იყო ვიდრე თვით ოქროს გულის მთაში და იმაზე მეტი ბრჭყვიალა ქვები ვიდრე,დიდ მთაში.ყველამ იცოდა პატარა მთის შესახებ.მთელ დოლგადურიდან ჩადიოდნენ ელფები და ადამიანები მათთან ქვების შესაძენად,მაგრამ უკვე 400 წელზე მეტი გავიდა რაც რკინის მეტი ძვირფასი არაფერი მოუპოვებიათ პატარა მთის ჯუჯებს.მხოლოდ წინაპრებისგან გადმოცემული ისტორიები ახსოვთ თუ როგორი დიადი და შეძლებული იყო ინდართა,პატარა მთა.-ნამდვილად ძალზედ რთულ დროში ერგო წვრილად,მმართველის ტვირთვის ზიდვა,აარონს.იგი სულ რაღაც 16 წლის იყო როცა მამამისმა ირონმა მიატოვა.ამბობენ ირონმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პატარა მთა,სხვა მთების მოსაძებნად,რომელიც უკეთესი იქნებოდა ჯუჯებისთვის,სადაც ისინი შეძლებდნენ,ახალი გვირაბების გათრას,ძვირფასი ქვების და ოქროს მოპოვებას იმისთვის,რომ ხელახლა დაებრუნებინათ ძველი დიდება,რათა არ ყოფილიყვნენ ყველაზე ღარიბები,სურდა,რომ დაეხწია თავი ამ ყველაფრისგან,მაგრამ უკვე 11 წელია რაც მისი კვალი გაუჩინარდა.ამბობენ,რომ ბოლოს იგი ჩრდილოეთში შავ ტბასთან ნახეს ელფებმა,ხოლო მის მერე კვალი ქრება და მასზე ახალი,არავის არაფერი გაუგონია.-თერთმეტი წელი ელოდებოდნენ,ჯუჯები ირონს,ფიქრობნენ და ჰქონდათ იმედი,რომ იგი დაბრუნდებოდა და წაიყვანდა ახალი მთისკენ,მთისკენ,რომელიც მათი ახალი სახლი გახდებოდა.სადაც შეძლებდნენ აუხდენელი ოცნებების ასრულებას.-რაც შეეხება აარონის დედას, იგი მშობიარობას გადაყვა.განადგურებული ირონი თავად ზრდიდა,ვაჟს.
ათი წლის იყო აარონი როდესაც პირველად მამამისთან ერთად დაიწყო გვირაბების თხრა.ირონი ცდილობდა ყველანაირი ცოდნა გადაეცა მისთვის.ასწავლა თუ როგორ უნდა გაეთხარა გვირაბები,როგორ უნდა გაემაგრებინა კედლები და რაც ყველაზე მთავარია თუ როგორ უნდა გამოთალოს უზარმაზარი დარბაზები მთის გულში ისე,რომ არასდროს ჩამოიშალოს და იდგეს მყარად სანამ კაცობრიობა იარსებებს.-და აი როგორც უკვე გითხარით 16 წლის ასაკში მიატოვა აარონი მამამისმა.როგორც მმართველი ყველაფერს ცდილობდა,იმისათვის,რომ გამოეყვანა სიღარიბიდან თავისი ხალხი.11 წელი ფარხმალი არ დაუყრია და აგრძელებდა სხვა ჯუჯებთან ერთად გვირაბების თხრას.მისი შემხედვარე ჯუჯებიც არ კარგავდნენ იმედს.ახალგაზრდას თვალებში ხედავდნენ სინათლეს,რომელიც აუცილებლად იხსნის მათ გასაჭირისგან,სინათლეს,რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტია რაც გაუჩინარდა,პატარა მთის გვირაბებიდან.
-დოლგადურის პირველი სინათლის წელთ აღრიცხვით 5690 წლის 2 აპრილი იყო.ალჰაანის მიწებს გაზაფხულის თბილი მზე დაჰყურებდა და ათბობდა მთის ზედაპირებს.მწვანე მინდვრები გადაჰფენოდა არემარეს.ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და საამურად მღეროდნენ მათივე ენაზე,რომელიც მხოლოდ ელფებს ესმოდათ.ლასრე და კირილიონი ყვაოდა.სულ უფრო და უფრო მეტი სახლები შენდებოდა ორივე ქალაში.ოქროს გულის მთიდან ჯუჯების ხარხარი და მოქეიფე როხროხა ხმები ისმოდა.ლუდით და საკვებით გატენილი ეტლები მიმოდიოდნენ ჯუჯების მთებში გარდა ერთი მთისა,სადაც უკვე რკინის მოპოვებაც კი გართულდა.-დიახ დიახ პატარა მთაზე მაქვს საუბარი. ზამთრიდან მოყოლებული თითქმის რკინაც გაუჩინარდა შახტებში.-საგონებელში ჩავარდნილი აარონი იჯდა თავის მოსასვენებელ დარბაზში და ფიქრობდა თუ რა ექნა.ლოცულობდა მამამისის დაბრუნებაზე.თან თავის თავს ეკითხებოდა თუ რატომ არ დაბრუნდა მამამისი უკან.დრო და დრო დარბაზში შემოსასვლელს გასცქეროდა იმის იმედით ,რომ ირონს დაინახავდა,რომელიც ეტყოდა-შვილო მე დავბრუნდი.ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება!-მაგრამ შემოსასვლელში არავინ იდგა.დარდით დაღონებულს ქვის ტახტზე შემომჯდარს ჩასძინებოდა რა დროსაც ვიღაცის ხმა ჩაესმა ყურებში.-აარონ ჩემო მბრძანებელო-რამოდენიმეჯერ გამეორებით ესმოდა მას მისი სახელის შეძახილი,რა დროსაც გაიღვიძა და დაინახა,რომ ტახტზე ჩაძინებოდა და მის გვერდით ბილი მდგომიარე აღვიძებდა მას.
-აარონ ჩემო მბრძანებელო,ბოდიშ გიხდით,რომ გაღვიძებთ,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა-დაასრულა ბილმა საუბარი და დაელოდა თუ როდის გამოფხიზლდებოდა აარონი.
-რა ხდება ბილ?რატომ გამაღვიძე?-შეეკითხა აარონი ბილს.
-არ შეგაწუხებდით აუცილებელი,რომ არ ყოფილიყო,ჩემო მბრძანებელო.ჩვენი ხალხი იმედ გაცრუებულები არიან.ისინი ორ ნაწილად გაიყვნენ.მათ ნახევარს სურს,რომ დატოვოს პატარა მთა და ჩრდილოეთში ლარსეს ტომს შეუერთდნენ.-წამით შეისვენა ბილმა და ბოლოს დააყოლა-როგორ მოვიქცეთ მბრძანებელო?
-აარონს თვალები გაუფართოვდა.სიბრაზისგან გაცხარებულმა ფეხზე წამოდგა და შეჰყვირა-მინდა,რომ ყველა ჯუჯა უკლებლივ შეკრიბო დიდ დარბაზში.და არავინ დატოვოს მთა სანამ მე არ მივცემ უფლებას.
-როგორც მიბრძანებთ მბრძანებელო-დაბალი ხმით მიუგო აარონს და დატოვა მისი მოსასვენებელი დარბაზი,რის შემდეგაც გაემართა აბუნტებულ ჯუჯებთან რათა შეეკრიბა ყველანი დიდი დარბაზში.ერთ საათში,პატარა მთის ყველა მაცხოვრებელი ჯუჯა შეიკრიბა დიდ დარბაზში.დარბაზი,რომელიც მთის გულში იყო გამოთლილი დიდიხნის წინათ,ინდარების მიერ,მაგრამ ის არ ყოფილა ყველაზე დიდი ალჰაანის მიწებზე მდებარე მთებში,რადგან თავად მთის სიმცირე არ აძლევდა საშვალებას ჯუჯებს,რომ გამოეთალათ უფრო დიდი.
-დარბაზი სიმაღლეში 20 მეტრა იქნებოდა ხოლო სიგრძე სიგანეში 40 მეტრი.დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან,გვირაბები გადიოდა სხვადასხვა დარბაზებში.ზოგიერთ გვირაბს სამჭედლომდე მიგიყვანდათ,ზოგიც საცავთან,შემდგომ სხვადასხვა ოთახებში სადაც თავად ჯუჯები ცხოვრობდნენ.ჯუჯბის გვირაბები,ყოველთვის ობობის ქსელივით ახლართულად არის გაყვანილი.მხოლოდ მათ თუ შეუძლიათ შიგნით გზის გაკვალა,სხვა დანარჩენი არსება ალბად მთელი ცხოვრება ვერ გაიკვლევს გზას თუ საით არის გასასვლელი.დიდი დარბაზის ჩრდილოეთით კი 5 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა გრძელი ქვის ლოდებზე გამოთლილი კიბის საფეხურები რომელსაც ინდარების საგვარეულო ტახტამდე მივყავართ.ტახტი ასევე დიდი ქვისგან არის გამოთლილი.იმისათვის,რომ კომფორტულად მოთავსდეს ინდარის წარმომადგენელი,ზედ დათვის ტყავი იყო გადაფენილი,ხელის დასაყრდნობებზე ასევე დათვის თათების ტყავი,რომელზედაც მისი ბლაგვი,მაგრამ გრძელი კლანჭები ეკიდა,ხოლო უკან,ზურგის მისაყრდნობელის თავზე დათვის თავის ფიტული იყო დამაგრებული.დარბაზის ირგვლივ ჭერიდან იატაკამდე ეშვებოდა უზარმაზარი ქვის სვეტები.ყველა სვეტზე მიმაგრებული იყო ჩირაღდნები.ასევე გვირაბის კედლები გახვრეტილი იყო თავად მთის ზედაპირამდე საიდანაც სინათლე შემოდიაოდა და ზეციურ ულამაზეს სვეტებად ეცემოდნენ.დიდი დარბაის სამხრეთით,მხოლოდ ერთი გვირაბი გადიოდა,რომელსაც ინდარების საცხოვრებელ დარბაზებსა და ოთახებში მივყავართ.ადრე ყველა ოთახი სავსე იყო და სიცოცხლე ბუდობდა,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი ინდარიღაა დარჩენილი.რაც შეეხება მთის მთავარ შემოსასვლელს, კარიპჭეს იგი უფრო დაბლა მთის დასაწყისშია განთავსებული და ყველა გვირაბიდან ერთდება გზა შემოსასვლელ დარბაზამდე.
-ეხლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს,განსაცდელში ჩავარდნილ ბელადს ტომისა ინდართა,ირონის ვაჟს,აარონს.როგორც კი ყველანი შეკრიბა ბილმა,დიდ დარბაზში,აარონმა დატოვა თავისი მოსასვენებელი ოთახი და დიდ დარბაზში შეკრებილი ჯუჯებისკენ გაეშურა,სადაც მის საგვარეულო ტახტზე მოკალათდა.
-გავიგე,რომ ჩემი ღალატი განუზრახავს ზოგიერთებს-ხმამაღალი ტონით ყველას გასაგონად შეჰყვირა აარონმა.-ირგვლი ჯუჯების სახე,შიშმა მოიცვა.თითქოს ვერ ბედავდნენ,ბელადის წინააღმდეგ ხმის ამოღებას.წუთიერი დუმილი ჩამოვარდა.აარონი იჯდა და უცდიდა,როდის ამოიღებდნენ ხმას და განუცხადებდნენ,მთის დატოვებაზე ამბავს,რათა შეუერთდნენ სხვა მთის ტომის ხალხს.
-აარონი ტახტიდან ადგომას,აპირებდა და თავის ოთახში წასვლას ,ფიქრობდა,რომ ჯუჯებმა გადაიფიქრეს,სხვა ტომებთან შეერთება,რა დროსაც უეცრად სანამ ტახტიდან წამოდგებოდა აარონი,სრული დუმილი,რომელიც რამოდენიმე წუთის განმავლობაში სუფევდა ჯუჯებით სასვსე დიდ დარბაზში,დაირღვა.-დიახ აარონ,ირონის ვაჟო.მე და კიდევ სხვა ჯუჯებმა,გადავწყვიტეთ შევუერთდეთ ჩრდილოეთის ჯუჯებს დიდი მთის წარმომადგენლებს-წამოიძახა დარბაზის ბოლოდან ერთ-ერთმა ჯუჯამ,რომელიც საერთოდ არ ჩანდა დარბაზის ბოლოსში.
-რომელი ხარ?მომიახლოვდი,მსურს,რომ ჩემმა თვალებმა გიხილოს.-შესძახა თახტზე მჯდარმა აარონმა.მაშინათვე დარბაზში მყოფი ჯუჯები,რომლებიც ქაოსურად იდგნენ მორინის წინაშე,წამებში გაიწ გამოიწიეს და დერეფანი შექმნეს,რომლის ბოლოშიც,თეთრწვერებიანი,სადღაც 60 წლის ჯუჯა გამოჩნდა,რომელმაც შექმნილ დერეფანს გაუყვა და აარონთან ახლოს,ტახტამდე ასასვლელ საფეხურებთან გაჩერდა
.-ეს მე გახლავართ,გურონი.მიზინდორის საგვარეულოდან.-როხროხა ხმით მიუგო აარონს,თეთრწვერა ჯუჯამ.
-მის დანახვაზე,აარონი ფეხზე წამოდგა,წამებში წარბები შეკრა და თვალები აენთო-მიზინდორიიი! -ხმამაღლა წამოიყვირა გაბრაზებულმა აარონმა-მიზინდორები?თქვენ ის არ ხართ,რომლებიც ჩემმა ბაბუამ შეგიფარათ,როდესაც აღმოსავლეთის ძლიერმა მიწისძვრამ,თქვენი მთა სრულიად გაანადგურა?-იკითხა აარონმა და პასუხს დაელოდა გურონისგან.
-დიახ,სწორეს ბრძანებთ!-დაეთანხმა თეთრ წვერა.
-ესეიგი,მადლობის მაგიერია,ჩემივე ხალხის ჩემს წინააღმდეგ აბუნტება?-ხელახლა ჩაეკითხა აარონი,ამჯერზე დაწყნარებული ტონით,მაგრამ სიბრაზე სახეზე მაინც ეტყობოდა,წარბები ისევ ძველებურად შეჰკვროდა.
-თქვენით და თქვენი ოჯახის დიდათ მადლობლები ვართ,მაგრამ უკვე შეუძლებელია,ამ მთაში ცხოვრება.-უპასუხა გურონმა,შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო-უკვე თვეზე მეტი გავიდა რაც მაღაროები საერთოდ დაცარიელდა.ჩვენი ერთადერთი შემოსავალი რითაც თავს ვირჩენდით და საკვების შეძენას ვცდილობდით,რკინა იყო.ახლა კი ისიც აღარ არის,ხოლო ის რკინა რასაც საცავში ვინახავთ სულ მალე გამოგველევა და მერე რაღას ვიზამთ? შიმშილით დავიხოცებით.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ დავტოვოთ მთა და შევუერთდეთ ჩრდილოეთის ჯუჯების ტომებს.
-აარონს,თეთრწვერას,ამ სიტყვების გაგონებაზე წარბები გაეხსნა,ხვდებოდა,რომ სიმართლეს ამბობდა ჯუჯა იმის შესახებ,რომ მაღაროები დაცარიელდა,რომ უკვე რკინის მოპოვებაც კი გართულდა,მაგრამ ვერ პატიობდა,რომ მის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება,მასთან შეთანხმების გარეშე აპირებდნენ,მთების დატოვებას,რომ არა ბილი ისინი ალბად ჩუმად დატოვებდნენ მთას,ისე,რომ არაფერს შეატყობინებდნენ აარონს.
-ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ არ დავუშვა ჩემი ხალხის დაღუპვა-ყველას გასაგონათ შესძახა აარონმა.ირგვლივ შესცქეროდან ჯუჯების დაღონებულ სახეებს,ხვდებოდა,რომ უკვე ყველანაირი იმედები გადაწურული ჰქონდათ.-აუცილებლად გამოვნახავ გზას,რომელიც გამოგვიყვანს ამ გაჭირვებიდან.მინდა,რომ მენდოთ.ნუ წახვალთ ჩრდილოეთში.-
-ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ ირონის ვაჟო-მაშინათვე დაუყოლა თეთრ წვერამ-მოგვეცი ნება წავიდეთ,ჩვენი გზით ხოლო ის ვისაც მოუნდება თქვენთან დარჩენა დარჩეს.-ჩაიბუტბუტა გურონმა.
-ამ სიტყვებზე აარონმა ხელახლა მიაპყრო მზერა,გურონს და თვალი თვალში გაუყარა-ვფიცავ წინაპრებს,ღირსი ხარ სახრჩობელაზე დაკიდვის,მაგრამ ღმერთი დიდია და სულ მალე მიხვდები,შენც და ყველა ის ჯუჯა,რომლებიც შენთან ერთად წამოვლენ.-დარბაზში შესასვლელი გვირაბებიდან ცივმა ნიავმა დაუბერა,გარშემო ანთებული ჩირაღდნებზე ცეცხლი შეირხა,თითქოს მთის ხვრელებიდან,საიდანაც მზის სინათლის სვეტები ეცემოდა გაუჩინარდნენ.შემდგომ აარონმა მზერა უკვე ხალხისკენ მიაპყოდა,ყველას გასაგონად განაგრძო.-დაე დაგვტოვონ,მათ ვისაც ჩვენთან ყოფნა არ სურს.მოგცემთ ნებას გაჰყვეთ,გურონს,მიზანდორის შთამომავალს,რომლებიც ერთ დროს ჩემმა წინაპრებმა ოჯახის წევრად მიიღო და გაუღო კარი სახლისა სადაც,დააპურე ისინი და მისცეს ყველაფერი რაც მათ აღარ გააჩნდათ.ყველა ვინც მას გაჰყვება ჩაითვლება მოღალატეებად და არასდროს მიეცემათ,საშუალება ჩვენს ოჯახში დაბრუნებისა.მოვა დრო და ჟამი როცა მოგინდებათ ჩვენთან დაბრუნება,მაგრამ უკვე გვიანი იქნება.-ამ სიტყვებით დაასრულა აარონმა თავსი საუბარი და მისგან მარჯვნივ მდგარ ბილს უბრძანა,გაეღო დაცვას კარები და ხელი არ შეეშალათ არცეთი ჯუჯისთვის,რომლებიც მთის დატოვებას დააპირებდა,რის შემდეგაც თავის მოსასვენებელ ოთახისკენ გაემართა.
-ბილიც მაშინათვე შეუდგა დავალებული ბრძანების შესრულებას.უბრძანა დაცვას გაეხსნა მთიდან გასასვლელი კარიბჭე.თავად აქცევდა ყურადღებას,რომ დანარჩენ ჯუჯებში კომფლიკტი არ გამწვავებულიყო,რადგან აარონის მომხრე ერთგულ ჯუჯებსაც არ მოსწონდათ დანარჩენი ჯუჯების გადაწყვეტილება.ყველამ ვინც გადაწყვიტა გურონთან ერთად წასვლა,აკრიფეს პირადი ნივთები და გასამგზავრებლად მოემზადნენ.რამოდენიმე საათში გურონმა და ორი ათასზე მეტმა ჯუჯამ,რაც ჯუჯების,სრული რაოდენობის ნახევარზე მეტს აღემატებოდა,დატოვეს პატარა მთა და ჩრდილოეთით გაეშურნენ.
-მთა დაცარიელდა.დანარჩენი ჯუჯები,სევდამ მოიცვა.გვირაბებს აღარავინ აღარ თხრიდა.სამჭედლოებიდან აღარ გამოდიოდა ჩაქუჩების,რახარუხის ხმა,აღარც გახურებული რკინის სითბო იგრძნობო.ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა,თითქოს ყველაფერი დასრულდა.მხოლოდ მცირე ნიავის სტვენა ისმოდა,უსულოდ მიტოვებული მაღაროებდან,თითქოს მთა მომაკვდავად სუნთქავდა და სადაც არის სულს დალევდა.
-ბილი,მოწყენილი გამომეტყველებით გაეშურა,აარონის ოთახისკენ,რათა ეცნობებინა,რომ გურონმა და მისმა მიმდევრებმა დატოვეს მთა.როდესაც ბილი შევა აარონთან შენიშნავს აარონს,კედელთან მდგარს სადაც,მამამისის პორტრეტი იყო დაკიდული და დაბალი სევდიანი ხმით,მოახსენებს.
-ჩემო ბრძანებელო,გურონმა,სხვა დანარჩენ ჯუჯებთან ერთად დატოვეს,ჩვენი მთა.ყველაფერი ისე გავაკეთე,როგორც თქვენ მიბრძანეთ.
-მოიწი ჩემთან.ჩემო ერთგულო მეგობარო.-მიუგო აარონმა ბილს.ბილიც ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ორივენი ერთად შესცქეროდნენ,ირონის პორტრეტს.
-როგორ ფიქრობ,ჩემო მეგობარო.შეძლო მამაჩემმა,ჩვენთვის ახალი საცხოვრებელის მოძებვნა?-ჰკითხა,აარონმა ბილს.ბილს ცოტა არ იყოს და გაუკვირდა.ვერ ხვდებოდა რატომ დაუსვე ესთი უცნაური შეკითხვა მას.თანაც,რომ მოეძებნა,ხომ დაბრუნდებოდა ხალხის წასაყვანად ირონი პატარა მთაში.-არ ვიცი მბრძანებელო.-მოკლედ უპასუხა ბილმა.-ეხლა რას ვაპირებთ?ჯუჯები იმედ გაცრუებულები არიან.რაღაც უნდა მოვიფიქროთ.-შეეკითხა ბილი.
-მართალი ხარ.-დაეთანხმაა აარონი.-მამაჩემის კვალს უნდა გავყვეთ.შეიძლება მას არ გამოუვიდა,მაგრამ ჩვენ გამოგვივა.
-ვინ ჩვენ?რას გულისხმობთ მბრძანებელო?-ჩაეკითხა კიდევ უფრო დაბნეული ბილი.
-მარტო მედაშენ არა ბილ.მინდა,რომ დანარჩენი რკინისგან დაამზადოთ ხმლები,შემდეგ წაიღო ისინი,ქალაქ კირილიონში სადაც გადაცვლი მათ საკვებში და ცხენებში.მოგზაურობისთვის უნდა მოვემზადოთ.
-კი მაგრამ,ყველანი მივდივართ?
-კი ჩემო მეგობარო,ამჯერად ყველანი ერთად დავტოვებთ პატარა მთას.-ღიმილით უპასუხა ბილს და ხელი მხარზე გადახვია-და კიდევ ბილ,მინდა,რომ ეხლავე აცნობო ყველას,მოგზაურობის შესახებ.ყველანი მზად უნდა იყვნენ.ახლავე შეუდექით მზადებას და ხმლების გამოჭედვას.-ბილი გაოგნებული შესცქეროდა არონის მომღიმარე სახეს.აკვირდებოდა და ვერ ხვდებოდა თუ რა უხაროდა მას.ფიქრობდა ალბად,არ უნდა,რომ მის სახეზე მოწყენოლობა შეეამჩნიონ,რადგან ისედაც ყველანი,დაღონებულები და იმედ გაცრუებულები არიან.-თითქოს ბილსაც გადაედო,აარონისგან ღიმილი.მის თვალებშიც აენთო იმედის შუქი.
როგორც მიბრძანებთ ჩემო მბრძანებელო.ყველაფერი ისე იქნება.-და მაშინათვე სწრაფი ნაბიჯებით,მომღიმარი სახით დატოვა აარონის ოთახი.ყველა მჭედდელს უბრძანა გადაედნოთ რკინები და გამოეჭედათ ხმლები.ხელახლა აგიზგიზდა სამჭედლოებში ქვანახშირის ცეცხლი.ისევ ძველებურად დაუბერა თბილმა ნიავმა,მაგრამ ეს იყო უკანასკნელი სუნთქვა მთისა,რომელსაც სულ მალე,მისი მაცხოვრებლები დატოვებდნენ.ბილი დადიო დარბაზებში და გვირაბებში.ყველა ჯუჯას აფრთხილებდა,მოგზაურობისთვის მომზადებულიყვნენ,გაემზადებინათ ყველაფერი რისი წაღებაც შესაძლებელი იქნებოდა.ყველანი ხვდებოდნენ,რომ მთაში დარჩენა აღარ შეიძლებოდა,იცოდნენ ისიც,რომ გურონი და სხვა დანარჩენები სწორად მოიქცნე,რომ დატოვეს პატარა მთა,მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ,რომ არ უნდა გაეტეხათ ფიცი.ფიცი,რომელიც ყველამ,ვინც კი პატარა მთაში ცხოვრობდა,შეჰფიცეს ინდარების გვარს,რომ ერთგულნი იქნებოდნენ მისი და არ დატოვებდნენ,მთას მანამ სანამ,ინდარები იქნებოდნენ მმართველები პატარა მთისა.
-როგორც,აარონმა ბრძანა,ჯუჯებმა გამოჭედეს უკანასკნელად,პატარა მთაში,ხმლები.შემდგომ შეახვიეს ნაჭრებში და ორთვალაზე დატვირთეს. ორთვალა,რომელზეც ცხენის მაგივრად თავად ჯუჯები იყვნენ ჩაბმულები. ბილი,თავის ორ მეგობრებთან ერთად,ჰოდრიდთან და დრიდთან ერთად გაემართა ქალაქ კირილიონისკენ.სწორედ ჰოდრიდი და დრიდი იყვნენ ჩაბმულები ორთვალში.ისინი ძალზედ ღონიერები,მაგრამ ცოტათი უჭკუოები იყვნენ, თანაც ტყუპები.ერთმანეთს სულელურ აზრებში არ ჩამოუვარდებოდნენ. მხოლოდ ოხუნჯობდნენ და ეშაყირებოდნენ ერთმანეთ.-მოკლედ,რომ ვთქვათ,მათთან ადამიანი ვერ მოიწყენდა,რადგან ყოველ ნაბიჟზე,რაიმე სასაცილოს ან იზამდნენ.
-ერთი საათი იქნებოდა გასული,მას შემდეგ რაც პატარა მთა დატოვეს და სამხრეთით აიღეს გეზი,კირილიონის მიმართულებით.შუადღის მზის მცხუნვარე სხივები ანათებდა,ბილის და მის ორ მეგობარს,რომლებიც ორთვალას მიაგორებდნენ.სიცხის მიუხედავათ დაღლილობა ჯერ მაინც არ შეტყობოდათ სახეზე.თანაც მთელი გზა გაუთავებლად ლაყბობდნენ.იხსენებდნენ თუ როგორ,შეაშინეს ცხონებული ბებია ბავშვობაში,რომელიც ლამის გადაჰყვა მათ ხუმრობას.ასევე გეგმავდნენ მოეფიქრებინათ ტყუილი,თუ როგორ გაესაღებინათ თავიანთი ხმლები,ელფებისაში.მიუხედავათ იმისა,რომ ხმლებზე ამოტვიფრულია მჭედლის სახელი და ადგილი თუ სად,გამოიჭედა იგი. ბილიც, მომღიმარი სახით,მიჰყვებოდა ნელი ნაბიჯებით და თან უსმენდა თავის მეგობრებს, რომლებსაც თვალდახუჭული ენდობოდა.ალბათ იმიტომ,რომ რაც არ უნდა ეცადათ ტყუილის თქმა არ გამოსდიოდათ,თანაც ბილი მათაც ძალიან უყვარდათ.არაერთხელ დახმარებია მათ,როდესაც პრობლემები ჰქონიათ პატარა მთაში ჯუჯებთან.როდესაც შემთხვევით აფუჭებდნენ რაიმეს,ან უბრალოდ ნერვებს უშლიდნენ,თავიანთი ხუმრობებით მაცხოვრებლებს.-ერთხელ ისეთი რამ ჩაიდინეს,რომ ჯუჯებმა კინაღამ სახრჩობელაზე ჩამოკიდეს.როდესაც გვირაბების გათხრით დაღლილი ჯუჯები,შესვენებაზე შეიკრიბნენ სამხარზე,ლუდის დალევა მოისურვეს.სანამ რაიმეს მიირთმევდნენ მანამდე ყოველთვის ლუდით იწყებდნენ.დასასვენებელ ოთახებში ყოველთვის იყო ლუდის უზარმაზარი,მუხის კასრები.-ხოდა რისი თქმა მინდოდა.სანამ ჯუჯები შეიკრიბებოდნენ, დასასვენებელ დარბაზში,მანამდე ჰოდრიდმა და ბოდრიდმა გადაწყვიტეს გაეშაყირათ ჯუჯები და ლუდით სავსე კასრებში,ჩაყარეს ელფებთან ნაყიდი ბალახი,რომელსაც იყენებდნენ კუჭში შეკრულობისას.ჩაყარეს თუ არა მაშინათვე ერთერთი მაგიდის ქვეშ დაიმალნენ და დაელოდნენ თუ როდის მიირთმევდნენ ჯუჯები ლუდს,რათა შემდგომ სანახაობით ეხარხარათ.მათთვის ხომ ეს ყველაფერი უბრალოდ ხუმრობა იყო.სამხარზე მოსული ჯუჯები,ჩამოჯდნენ მაგიდებთან,ქალმა ჯუჯებმა დაიწყეს,დაღლილი კაცებისთვის ლუდის ჩამოსხმა და მირთმევა.ჯუჯებიც მაშინათვე ეტაფნენ ლუდის კათხებს და ერთ ყლუპად შესვეს,შემდგომ მაგიდაზე სუფრაც გაიშალა შებოლილი თევზი და შავი პური მოიტანეს,რაზეც ლუდის დალევის მადა უფრო გაუძლიერდათ,მაგრამ სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ,სამ კათხაზე მეტის შესმა ვერ მოასწრეს,რა დროსაც მაგიდასთან მჯდომმა ერთ-ერთმა ჯუჯამ ჰაერი გააფუჭა,თანაც ხმამაღლა.-მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ.-ახარხარებული ჯუჯები შესცქეროდნენ და ომახიანად იცინოდნენ,საწყალ ჯუჯაზე,რომელსაც ერთი სული ჰქონდა საპირფარეშომდე მიეხწია.მაგიდიდან გადავარდნილი წამებში წამოხტა და ხმა ამოუღებლად გაიქცა საპირფარეშოს მიმართულებით.დანარჩენები ისე ხმამაღლა იცინოდნენ,რომ არც კი ესმოდათ მაგიდის ქვეშ მათსავით გადახარხარებული ჰოდრიდისა და ბოდრიდის ხმა, თორემ მაშინათვე მიხვდებოდნენ თუ რაც ხდებოდა.ერთი წუთი არ იყო გასული,თითქმის უკვე აღარ იცინოდა არავინ რა დროსაც,კიდევ ერთი ჯუჯა მოიკუნჩხა და ასევე გააფუჭა ჰაერი,თანაც წინა გმირთან შედარებით უფრო ხმამაღლა და კიდევ უფრო საგძნობელი სუნით.საპირფარეშოში გაქცევაც კი არ ქონდა დაწყებული როდესაც კიდევ ერთი ჯუჯა მოიკუნცხა და მუცელზე ხელის დადებით ყვიროდა-ჩემი მუცელი.ვიღაცამ მოგვწამლა.-ყვირილი არ დაემთავრებინა საწყალ ჯუჯას,როდესაც,თანმიმდევრობით აწკმუტუნდნენ მუცლის ტკივილით დანარჩენი ჯუჯები.ირგვლივ მათი კვნესა ისმოდა,რა დროსაც მაგიდის ქვემოდან გაიგონეს ხარხარის ხმა.მაშინათვე ტკივილისგან,გაცოფებულმა ჯუჯებმა შეიხედეს მაგიდის ქვეშ და დაინახეს თუ როგორ იცინოდა ორი ერთნაირი შეხედულების ჯუჯები.-ერთეთმა ჯუჯამ ეტყობოდა,რომ მათ უკვე იცნობდა ხმამაღლა წამოიყვირა-ჰოდრიდ და ბოდრიდდდ...,იცოდეთ ვერ გადამირჩებით.-როგორც ჩანს ეს სახელები მაათთვის არ იყო უცხო და დანარჩენებიც ჰოდრიდს და ბოდრიდს გაჰყვიროდნენ.სურდათ დაეჭირათ ისინი მაგრამ იმდენად აწუხებდათ მუცლის ტკივილი,რომ ადგილიდან განძრევასაც ვერ ახერხებდნენ,მხოლოდ ცდილობდნენ,როგორმე მიეხწიათ საპირფარეშომდე.ჰოდრიდი და ბოდრიდიც როგორც იქნა მიხვდნენ,რომ მათ სახელებს გაჰყვიროდნენ და დრო იყო გაქცეულიყვნენ.გამოძვრნენ თუ არა მაგიდიდან სხვა დარბაზში გაქცევას აპირებდნენ,რა დროსაც ბილმა ორივეს ყურებში სწვდა და დაიჭირა.
-აბა ამჯერად რა დააშავეთ თქვენ მაიმუნებო?-იკითხა ბილმა
-მე არაფერი დამიშავებია ბიძია ბილ, ყველაფერი ჰოდრიდის ბრალია-იუარა ბოდრიდმა და თავის ტყუპისცალს დააბრალა ყველაფერი.
-შენ გაიძვერა,მოდი აქ!-სწვდა თმებში,გაბრაზებული ბოდრიდი.-შენ არ მითხარი ჩავყაროთო?-ასევე დაიწყო გადაბრალება ბოდრიდმა,ჰოდრიდზე,რა დროსაც გაბრაზებულმა ბილმა,ორივე ძლიერ დაქაჩა ყურებზე და ჰაერში ასწია ისინი.ტკივილით აკვნესებულებმა დაიწყეს,ბოდიშების ხდა.პირობას დებდნენ,რომ აღარასდროს მოიქცეოდნენ ცუდად.რათქმაუნდა მათი არავის სჯეროდათ მიუხედავათ აცრემლიანებული თვალებისა და საცოდავად მოკრუსუნე ხმისა.
-ეხლავე მომწყდით თავიდა-შეჰყვირა ბილმა-იცოდეთ მეორეჯერ თუ კიდევ განმეორდება მსგავსი,რამ ჩემი ხელით გადაგცემთ,თქვენი საქციელებით გამწარებულ ჯუჯებს და სამუდამოდ გაგაძევებენ ჩვენი მთიდან.-დაამთავრა თუ არა საუბარი ბილმა მაშინათვე გაუშვა ხელები და ძირში დაეწყვიტნენ,წამებში წამოდგნენ და გაუჩინარდნენ.დიდიხნით ვერ ივიწყებდნენ ჯუჯები მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.ბუზღუნებდნენ ერთმანეთში,რომ გასაგდები იყვნენ მათი მთიდან.რომ არა ბილი ასეც მოხდებოდა.გადიოდა დღეები,თვეები,წლები და ჰოდრიდი და ბოდრიდი წამოიზარდნენ.ბილმა შეამჩნია თუ როგორი ღონიერები იყვნენ,ორივენი.თავიანთი ხუმრობებისთვის,რომ ნაკლები დრო დარჩენოდათ, თანაც ჯუჯებს არ უყვარდათ უსაქმურობა,ბილმა მათ სამუშაო შესთავაზა და მთაში შემოსასვლელი კარიბჭის,მცველებად დანიშნა.შეასწავლა საბრძოლო ხელოვნება.ყოველთვის ხუმრობა კი უყვართ,მაგრამ ბრძოლა მართლაც,რომ სხვა ჯუჯებთან შედარებით უკეთ გამოსდიოდათ,თანაც ძალაც ხელს უწყობდათ.ასე ამოიყენა ბილმა,ორივენი გვერდით.ტყუპებს ბავშვობიდან,დიდი მორიდება და პატივისცემა გააჩნდათ ბილის მიმართ,რის გამოც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ, მას.
-სამ დღეში ბილი და ტყუპები კირილიონს მიადგნენ.შევიდნენ თუ არა ქალაქში,მაშინათვე შეუდგნენ,ხმლების გაყიდვას.ტყუპები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ-მობრძანდით.შეიძინეთ უმაღლესი ხარისის ხმლები.-რამოდენიმე საათშიც კლიენთიც გამოჩნდა.უცნაური შეხედულების ადამიანი,რომელსაც კაპიშონი ჰქონდა შემოფარებული და სახეს უფარავდა.გამარჯობათ ჯუჯებო.-მიესალმა უცნობი მამაკაცი.ტყუპებიც წამებში,მის წინ აღმოჩდნენ და ხმლების ჩვენება დაიწყეს-აი ბატონო თავად ნახეთ,უმაღლესი ხარისხია,მასზე ბასრს ვერაფერს და მყარს ვერაფერს ნახავთ-ბილმა ტყუპებს,ცივი გამომეტყველებით შეხედა.ტყუპები მაშინათვე გაჩუმდნენ,რის შემდეგაც საუბარში ბილი ჩაერთო-სჯობს მე დაგელაპარაკოთ ბატონო.-ბრძანა ბილმა
-რა გსურთ ამ ხმლების სანაცვლოდ?-შეეკითხა ბილს უცნობი მამაკაცი.
-ვისურვებდით ოქროს,მაგრამ ასევე შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ შებოლილი, საკვებით სავსე ორთვალა და რამოდენიმე პონი,ჩემო ბატონო.თქვენი გადასაწყვეტია-მიუგო ბილმა.
-როგორც ჩანს ორივეს გაგვიმართლა-სიცილით უპასუხა უცნობმა მამაკაცმა-შემიძლია ცხენები და საკვები შემოგთავაზოთ.სწორედ,რომ საკვებს ვყიდი,ჯუჯებზე ოქროს სანაცვლოდ,მაგრამ ამჯერად,თქვენმა ხმლებმა მიმიზიდეს.
-რაკი შევთახმდით,მაშინ ნუ დავაყოვნებთ,რადგან უკან დიდი გზა გვაქვს გასავლელი.-ბილმა თავაზიანი ტონით,ბრძანა.
-როგორც ისურვებთ.ჩემი ეტლები ქალაქის გასასვლელში დგანან.ახლავე წავიდეთ თქვენ ორთვალას მე დავიტოვებ ხმლებით,ხოლო ჩემს ოთხთვალას საკვებით დატვირთულს,მასში გაბმული ორი ცხენით წაიყვანთ ხოლო,კიდევ ცალკე დამატები ორ პონს გაიყოლებთ.-შესთავაზა უცნობმა მამაკაცმა,რაზეც ბილი დაეთანხმა და ქალაქის გასასვლელისკენ გაემართნენ.ტყუპებმა ორთვალა მიაგორეს იმ ადგილას სადაც მამაკაცმი მიუთითა, შემდეგ უცნობმა მამაკაცმა ოთხთვალა,თავისივე ცხენებით და კიდევ ორი პონი მიუყვანა,რომლებიც იქვე მახლობლად იდგნენ.გახარებული ბილმა ტყუპებს უბრძანა პონებზე შემომჯდარიყვნენ თავად კი ოთხთვალაზე მოკალათდა.წასვლის წილნ უცნობმამაკაცს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა.რაზეც მამაკაცმაც მადლობით უპასუხა.
-ბილი და ტყუპები ახლა უკვე უფრო სწრაფად გადაადგილდებოდნენ.სულ რაღაც ორ დღეში ისინი,სახლში დაბრუნდნენ.სახლში,რომელიც სულ მალე სამუდამოდ უნდა დაეტოვებინათ.კარისბჭის მცველებმა ბილის დანახვის თანავე,აცნობეს აარონს მისი გამოჩენა.აარონმაც მაშინათვე გასცა ბრძანება,შეკრებილიყვნენ მთის გარეთ.ყველანი მზად იყვნენ და სულ მალე დაახლოებით ერთ საათში ყველა ჯუჯა,პატარა მთის გარეთ იდგა.დანარჩენი საკვები რაც გააჩნდათ,ბილის გამგზავრებამდე,ორთვალაზე შეაწყეს და ნაყიდი პონები,რომელზედაც ჰოდრიდი და ბოდრიდი იჯდნენ შეუმბეს.მთის წინ სადაც ჯუჯები იდგნენ ეგდო დიდი ლოდი,რომელზედაც აარონი აძვრა რათა უკანასკნელად შეეხედა მისი, სახლისთვის.ადგილისთვის სადაც დაიბადა და გაიზარდა.მაშთან ერთად ირგვლივ მდგომი ჯუჯებიც შესცქეროდნენ,აცრემლებული თვალებით.წუთიერი დუმილის შემდეგ აარონი შეტრიალდა თავისი ხალხისკენ და სიტყვის სათქმელად მოემზადა.-ჩემო ერთგულნო მეგობრებო.მინდა,რომ გწამდეთ და გჯეროდეთ,რომ წინ უკეთესი მომავალი გველოდება.მიუხედავათ იმისა,რომ ჩვენმა თანამოძმეებმა, გვიღალატეს ფარხმალი არ უნდა დავყაროთ.-შესცქეროდნენ ქვის ლოდზე მდგარ აარონს,ჯუჯები და რაღაც არაბუნებრივს,ხედავდნენ,მასში.არ იცოდნენ თუ რატომ სჯეროდათ ესე ძლიერად მისი,მაგრამ სწამდათ,თითქოს მის თვალებში კითხულობდნენ,რომ აუცილებლად შეძლებდა ახალი სახლის მოძებნას,თავისი ხალხისთვის.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 221 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar