ძაფები(2)
02.02.2018, 18:31
თან ორივე მენეჯმენტზე ვსწავლობთ,არა ასეთი დამთხვევები შეუძლებელია.
დღეები გადის,რა თქმა უნდა,არანაირი გამოხმაურება არ მიმიღია.
ასაკის დადგენას ვცდილობ,მაგრამ არ გამოდის.კიდევ ერთხელ ვწერ საძიებო ველში მის სახელსა და გვარს.ახალგაზრდა 20წლის პოეტი...მხვდება თვალში.ოღონდ ეს არა!სწრაფად გადავდივარ სტატიაზე.სადაც კობას ინტერვიუა,2017წლის თარიღით.მე 1996წლის 2ნოემბერს ვარ დაბადებული,ის კი 14სექტემბერს.დაახლოებით 11თვითაა პატარა.ყველაზე მეტად ამის მეშინოდა და აჰა!
გამწარებულო ვწერ ლანას.
-კობა 11თვით პატარაა ჩემზე!
და კიდევ ერთ კოლაჟს ვუგზავნი
-ვაიმე,ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი!ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?
-ოო,არ მინდა პატარა ქმარი!
-შენც ჯერ ასაკზე შეგეხედა!
-არ ეწერა და ახლა ვნახე ინტერვიუ!
-ვეძებთ ახალ ბიჭს!
-მე კობა მინდა!
-რა გიშველო?
-ჯანდაბას დავხუჭავ ასაკზე თვალებს,ერთი მაკლი ვის არ აქვს.
-ხო,თან მაგარი ბიჭია.
-იქნებ დამა ქალები მოწონს!
-ჰა,ჰა შენ და დამა!
საღამოს აეროპორტში ჩექინდება.
მე,რა თქმა უნდა,ვსქრინავ პოსტს და ჩატში ვაგზავნი.
-წავიდა ჩემი ბიჭი!
ნეტავ სად გაფრინდა,ალბათ ისევ გერმანიაში.იქ გადაღებული ფოტოები უდევს.
ჩემი დაქალიც აპირებს მალე იქ წასვლას,გაცვლითი პროგრამით.
-იცოდე,თუ შეგხვდა დაუახლოვდი!
ვარიგებ სალომეს,რომელსაც ტვინი გავიბურღე კობაზე ლაპარაკით.
-ხო,კარგი გავიგე!ამხელა გერმანიაში რაღა მაინც და მაინც მე უნდა შემხვდეს,თან არ ვიცით რომელ ქალაქშია.
-თუ ბედია აუცილებლად შევხვდებით.
-მაგ იმედით იყავი
-ნუ დამცინი.
იქნებ პოეზიის საღამოებზე მივიდე,მაგრამ საქართველოში იშვიათად არის.თან მე თბილისში არ ვცხოვრობ.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა,რა თქმა უნდა,ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდით.ერთ მშვენიერ,არა მე მეგონა,რომ მშვენიერი იყო,დღეს მის ინსტაგრამზე ქორწილის ფოტოები ვნახე.არც კი ვიცოდი შეყვარებული თუ ყავდა.მაშინ მივხვდი ილუზიებით ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და რეალობას უნდა დავბრუნებულიყავი.ეს გოგო ათასი თავით მჯობია.როგორც ჩანს გერმანელია,ყოველშემთხვევაში ქართველს არ ჰგავს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 743 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar