ძაფები(4)
04.02.2018, 01:26
-აბა მოგეწონა კობა?
მეკითხება მარი დიდი აღტაცებით
-კობა აღარ მიხსენოთ,სალომე უნდა მოვკლა რას წამათრია იქ!
-რა მოხდა კი მაგრა?
-რა რა მოხდა?ცოლი ყავს!
-ეე საიდან გაიგე?
-ვაიმე ეგ რამდენი ხანია,ინსტაგრამზე უდევს ფოტოები,რამდენი ხანია მაგის გვერდზე აღარ შევსულვარ!
-აუ,გეთქვა და აღარ წაგიყვანდით!
სადაცაა იტირებს სალომე.
-ხო კარგი,რაც იყო იყო!დღეიდან კობას ხსენება აკრძალულია!
-ჰანს ვეტყვი ვინმე გიპოვის!
ჩემს მოთაფვლას ცდილობს სალომე.
-დამანებეთ რა თავი!
ვდგები და ლექტოპში ფილმს ვრთავ,გოგოებიც ჩუმდებიან.
ღამეს კობაზე ფიქრში ვატარებ.მოუსვენრად ვარ და ვერ ვიძინებ.ვდგები და ჩაის ვაკეთებ.ტელეფონში მუსიკებს ვრთავ.სპეციალურად არ შევდივარ სოციალურ ქსელებში,ვიცი ვერ გავუძლებ და მის გვერდს ვნახავ.
სამსახურში თვალებდასიებული,ფეხზე ძლივს ვდგავარ.კიდევ კარგი მენეჯერი არ არის,თორემ შენიშვნას მომცემდა.კარი იღება და კიდევ ერთი მომხმარებელი შემოდის.არა,ეს ჩვეულებრივი მომხმარებელი კი არა კობააა!ჩემს კოლეგასთან მიდის და ანაბართან დაკავშირებით ეკითხება,ეს გოგო ახალია და ჯერ ყველაფერი არ იცის.მე მიყურებს აშკარად უნდა,რომ დავეხმარო.მე კი ეს საშინლად არ მინდა!
-ერთ წლიანი ანაბარი გვაქვს,ლარზე წლიური 10%,დოლარზე-7%.
კობა გაოცებული მიყურებს,უკვირს ასე უცებ რატომ ჩავერიე საუბარში.აშკარად ვერ მიცნო!
-და როგორ უნდა გავხსნა?
-რიგის ნომერი აიღეთ და ოპერატორი დაგეხმარებათ!
-კარგი.
ნომერს იღებს და სკამზე ჯდება.მაქსიმალურად ვცდილობ არ შევხედო,საბედნიეროდ კლიენტები შემოდიან და მათ ვეხმარები.თუმცა კობას მზარას მაინც ვგრძნობ.
დიდხანს არ უწევს ლოდინი,ვხედავ შავ მერსედესში როგორ ჯდება.
საღამოს გოგოები პიცერიაში მივდივართ.
-შენ რა გჭირს რატო არ იღებ ხმას?
მეკითხება მარი,როცა ჩემ მოწყენილ სახეს ამჩნევს
-დღეს კობა ვნახე!
-რაა?სად?
ყვირიან ერთდროულად
-სად ვნახავდი?სამსახურში,ანაბარი გახსნა!
-ანუ აწი ხშირად ნახავ?
თვალს მიკრავს ლანა.
-ოო საერთოდ არ მინდა მისი ნახვა,თან რად უნდა მაგას ყოველდღე ბანკში სიარული?
-ხანდახან მაინც ხომ მოვა?
იხტიბარს არ იტეხს ლანა.
-მოვა და დავხვდები, რა ვქნა ახლა?როცა საჭირო იყო მაშინ ვერ შევხვდით და ახლა რომ არ მინდა ყოველდღე მხვდება!რა უბედურებაა?
-ბედია რა გეუბნები!
გადაჭრით ამბობს ლანა,მე კი მკვლელი თვალებით ვუყურებ.
-გეყოთ ახლა,ბედი რო ყოფილიყო სხვას არ მოიყვანდა ცოლად.კარგი სალომე შენს ქორწილზე ვილაპარაკოთ!
-ჯერ ადრეა!
-ვაიმე გოგო,შენი ქორწილია თუ ჩემი,მგონი მე უფრო მიზარია!კაბა ნახე?ან დიზაინი თუ შეარჩიე დარბაზის?
-არა!
-გცემ იცოდე!
-ყველანი ერთხმად ვიცინით!
ორი ტიპი შემოდის და ჩვენს გვერდით მდგარ მაგიდასთან სხდებიან.ერთი ზურგით ზის,მეორეს შევხედე,საიდანღაც მეცნობა,მაგრამ ვერ ვიხსენებ.არადა სახეების კარგად ვიმახსოვრებ.
ჩვენ ჭორაობას ვაგრძელებთ,მიმტანი მათ მაგიდას უახლოვდება.
-რას ინებებთ
-ორი პიცა და...
ეს კობას ხმაა,სადაცაა გული წამივა.ის რა უკან დამყვება?მიმტანი მიდის,ჩემი და კობას თვალები ერთმანეთს წამიერად ხვდებიან.
-არ წავიდეთ?
-ჯერ არ მოუტანიათ პიცა სად მიდიხარ?
კითხულობს გაკვირვებული მარიამი.მინდა ვანიშნო რომ ის აქ არის.ვაიფაის ვართავ და ჩატში ვწერ.ყველა ჩუმადაა!
-ნუ მიაქცევ ყურადღებას.
მეუბნება სალომე.პრინციპში მართალია,ვიღიმი და მხიარულებას ვაგრძელებთ.მის აქ ყოფნას, რა თქმა უნდა,ისევ ვგრძნობ,მაგრამ არ ვიმჩნევ.ჩვენი ხმაურით აშკარად ვიქცევთ ყურადღებას,რამდენჯერმე გადმოგვხედა.ბოლოს,როგორც იქნა მივდივართ და ჩემს ტანჯვასაც ბოლო ეღება.ყოველ შემთხვევაში დღეს!
დღეები ჩვეულებრივად გადის,დღეს ჩემი დაბადების დღეა!საღამოს გოგოები ვქეიფობთ ჩემთან.არასდროს მიყვარდა ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა.უბრალოდ ტორტს გავჭრით და ეგაა.
-აბა ჩაიფიქრე სურვილი!
ბოლო წლები სულ კობას გაცნობას ვოცნებობდი,ახლა დროა რაღაც სხვა ვისურვო.არც კი ვიცი რა მინდა!უკეთესი სამსახური?გათხოვება?ჯანმრთელობა?ბედნიერება?”ჩემს ნამდვილ სიყვარულს შევხვდე!”ვფიქრობ ბოლოს და სანთლებს ვაქრობ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 846 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar