ძაფები (6)
04.02.2018, 18:20
მეორე დღეს ერთად ვსეირნობთ,ბუბასთან ერთად.ღრუბლიანი ამინდია,ალბათ იწვიმებს.
-ნახე რა რომანტიკული გარემოა.
იღიმის და თვალებში მიყურებს
-მიყვარს რომანტიკა,მაგრამ ზომიერად!
-ღამე,რომ გაგაღვიძო და სეირნობა შემოგთავაზო უარს მეტყვი?
შენ უარს არაფერზე გეტყვი!
-რატომ მეკითხები?
-არა,ისე!
კოკისპირული წვიმა დაიწყო,კაფეში შევდივართ.მე ყავას ვუკვეთავ,ის ჩაის.ბუბამ მოიწყინა.
-უცნაურია, რომ მოსწონხარ
-რატომ არ უნდა მოვწონდე?
-არა,მაგიტომ არ მითქვამს!უცხოებთან უჭირს ურთიერთობა.ევას ვერ ეწყობოდა
-ევა ვინ არის?
-ჩემი ყოფილი ცოლი
-მწუხვარ,რატომ დაშორდით?
-უბრალოდ ვერ გავუგეთ ერთმანეთს
-გასაგებია
დიდხანს დავრჩით კაფეში,სანამ წვიმამ არ გადაიღო.ბევრ რამეზე ვისაუბრეთ,მის ცხოვრებაზე მიყვებოდა,მი კი თავს ვიკატუნებდი თითქოს არ ვიცოდი.
-ჩემი მშობლები გაშორდნენ,ალბათ ბედის ირონიაა მეც გავშორდი ცოლს.
-არაუშავს,ყველაფერი წინაა.
-ნამდვილად,ვეძებ ჩემს შესაფერის გოგოს.მგონი უკვე ვიპოვე.
ამბობს და თვალებში მიყურებს.
-თუ იპოვე, ეცადე არ დაკარგო!
-მალე წიგნის პრეზენტაცია მექნება,ხომ მოხვალ?
-შევეცდები
-არა,აუცილებლად მოხვალ!
-კარგი,კარგი,რახან არ იშლი!
სახლამდე მაცილებს და მოულოდნელად ტუჩებში მკოცნის
-რა გემრიელი ტუჩები გაქვს!
ვერაფერს ვეუბნები ისე შევდივარ შინ.
გოგოები ჯარისკაცებივით დგანან.
-აბა მოყევი ჩქარა!
ბრძანებას გასცემს ლანა
-ამომასუნთქეთ,ისედაც ცუდად ვარ.
-ცუდად იქნები,ისე გაკოცა!
-თქვენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებთ ადამიანი!
ყველაფერს დეტალურად ვყვები,სხვა გზა მაინც არ მაქვს.
დღე ისე გადის არ მირეკავს,არც სოციალურ ქსელში.როგორც იქნა,ჰანსი ბრუნდება სამსახურიდან,იქნებ მას ვკითხო.
-კობა ავარიაში მოყვა
მეუბნება სალომე
-რაა?როგორ არის?
-არ ვიცი,საავადმყოფიში წავიდეთ.
ექიმი ამბობს,რომ მძიმე მდგომარეობაშია.ჯერ-ჯერობით ვერ ფხიზლდება,24საათში თუ არ გაიღვიძებს,კომაში დარჩება.ამის გააზრებასაც ვერ ვასწრებ,კობას ყოფილ ცოლს,რომ ვხედავ.ჰანს ელაპარაკება.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას,დამშვიდდი
მამშვიდებს სალომე.
-მშვიდად ვარ.
ღამეს ვათენებთ,კობას გამოფხიზლების მოლოდინში.როგორც იქნა,ექთანი გვატყობინებს, რომ პაციეტი გონს მოვიდა.
პალატაში შესვლას ვაპირებ,მაგრამ ევა მასწრებს.გაბრაზებული ვუბრუნდები სკამს,სალომე ჩემს გვერდით ჯდება.
-ორსულადაა
უსიტყვოდ ვდგები და მივდივარ.
-სად გაიქეცი გოგო?კობამ გიკითხა
ოთახში მივარდება სალომე
-თავისი ორსული ცოლი იკითხოს
-კარგი რა ეგ არაფერს ნიშნავს!არ შერიგდებიან!
-შენ რა იცი?
-ვიცი,წადი ახლავე და ინახულე ის კაცი.
-ოო,დამანებე თავი!
სალომე ძალით მაყენებს
-იცოდე გოგოებს მიგიქსევ!
-ო მაგას ვეღარ გავუძლებ!გნებდები!
-ლამაზად ჩაიცვი!
-მე ყოველთვის ლამაზად მაცვია!
კარებზე ვაკაკუნებ.
-შემოდი
-ხომ არ გაგაღვიძე?
ჩემს დანახვაზე იღიმის.
-არა,ძალიან გამიხარდა,რომ მოხვედი
ჩემს ხელს იღებ და თავისაში აქცევს.
-ხო,აქ ვიყავი,უბრალოდ საქმე გამომიჩნდა და წასვლა მომიწია.
ვციდილობ ჩემი საქციელი გავამართლო.
-აბა,რა თქვა ექიმმა?როდის გაგწერენ?
-ჯერ არ ვიცი.
-გავიგე ევა ორსულადაა
-ხო,ჩემს მალე იპოვა ჩემი შემცვლელი
-ანუ ბავშვი შენი არააა?
კობა ისე იცინის,იარები ტკივდება.
-კარგი,გაჩერდი რა ვთქვი სასაცილო?
-მაგიტომ წახვედი?
-რაა?არა!
-შენი თვალები სხვა რამეს ამბობენ!
კობა მალე იძინებს,წამლების გამო დილამდე ეძინება.დილით კაფეტერიაში ჩავდივარ,საუზმეს ვიღებ ორისთვის.ვხედავ პალატიდან ევა გამოდის,გვერდით ისე ჩამიარა ზედაც არ შემოუხედავს.
-აბა როგორ არის ჩვენი პაციენტი?
კობა ცუდ ხასიათზეა.
-რა მოხდა?
-არაფერი,უბრალოდ არ ვარ ხასიათზე.
საჭმელს პირს არ აკარებს
-გინდა ტელევიზორი ჩაგირთო?
-არა,არაფერი არ მინდა!
მემგონი ჩემი დანახვა არ უხარია.
-ხო მართლა შენი ძაღლი მარტოა?
-არა,თანამშრომელი უვლის.
უკმეხად მცემს პასუხს,ამას ძილში რამე დაემართა თუ რა სჭირს?
-კარგი თუ არაფერი გინდა წავალ,საღამოს მოვალ
-ნუ მოხვალ
-რატომ?
-ევას შევურიგდი!
-გასაგებია.
საქართველოში ვბრუნდებით,რა თქმა უნდა,სალომეს გარეშე.ისეთი იმედგაცრუებული ვარ,არაფერის თავი არ მაქვს.ვერ ვხვდები,როგორ შერიგდნენ.მითუმეტეს თუ ევა სხვისგან ელოდება ბავშვს.
ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება,მოგონებებით ვცოცხლობ.
სამსახურში ვარ,როცა მარი მირეკავს.
-გისმენ
-გოგო სად ხარ?
-სამსახურში! სად ვიქნები?
-კობას პოეზიის საღამოზე წამოხვალ?
-ხომ იცი,რომ არა!
-კარგი რა,ხომ დაგპატიჟა მაშინ
-მაშინ ცოლს გაშორებული იყო,არ შემიძლია ახლა მისი ნახვა!ვერ გავუძლებ.
სახლში მივდივარ და ვცდილობ არ ვიფიქრო.
ტელევიზორს ვრთავ და საინფორმაციოს ვუსმენ,კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა.კარზე ზარია,ალბათ მარი მოვიდა.
-რას აკეთებ?
ზედმეტად კარგ ხასიათზეა
-არაფერს,ტელევიზორს ვუყურებ
-ეს შენ
რაღაც წიგნს მაძლევს
-რა არის?
-კობამ გამოგიგზავნა
არც კი ვუყურებ ისე ვდებ მაგიდაზე.
-ყავას დალევ
-არ ნახავ
მანიშნებს წიგნზე.
-ახლა არა!
-ახლა კი კულტურის სიახლეები,დღეს გაიმართა ახალგაზრდა პოეტის,კობა კომახიძის საღამო...
გადართვას ვაპირებ, როცა მას ვხედავ.ის ეტლში ზის.
-მარი ეს რა არის?
-როგორც ჩანს ავარიის გამო ვეღარ დადის.
“მეგონა გავძლებდი უშენოდ,
თურმე არ შემიძლია!
შენზე ვიფიქრებ სამუდამოდ
მაპატიე თუ შეგიძლია”
ვკითხულობ წიგნის პირველ გვერდზე
პ.ს:”ჩემი თვითმფრინავი 9საათზე მიფრინავს!”
საათს ვამოწმებ,დრო ცოტა მაქვს.სასწრაფოდ ვიცვამ ფეხსაცმელებს.
-სად მიდიხარ?
მეკითხება მარიამი
-აეროპორტში!
-მოიცა გაგიყვან.
გზაში საცობია,ღმერთო რომ ვერ მივუსწრო?იქნებ დავრეკო და ვთქვა,რომ თვითმფრინავში ბომბია?ასეც ვიქცევი.
-გაგიჟდი დაგიჭერენ!
-არ მაინტერესებს,მთავარია კობა არ გაფრინდეს!
დანიშნულების ადგილზე 20წუთის დაგვიანებით მივდივართ.კობას ვეძებ,მაგრამ უშედეგოდ!ნუთუ გაფრინდა?
-აქ არის!
მეუბნება მარი.ვუახლოვდები,ის ბუკლეტს კითხულობს,ერთხელ ამომხედა და ისევ კითხვა გააგრძელა.
-დაგაგვიანდა!
-საცობი იყო!
-გაგიმართლა!ფრენა გადადეს.
-ნეტავ რატომ?
ორივე ვიცინით და ერთმანეთს ვეხუტებით.
-რატომ მომატყუე?
-არ მინდოდა შენთვის ტვირთი ვყოფილოყავი!
-სიყვარული ტვირთად ვერ იქცევა!
-ესეიგი გიყვარვარ?
-ოო,ვითომ არ იცი?!
-რა თქმა უნდა ვიცი!ქალის თვალებში სიყვარულს ყოველთვის ვამჩნევ!ახლა ისევ,რომ არ დამენახა შენს თვალებში არ ვიცი რას ვიზამდი.მეც მიყვარხარ!
-მე სულ მეყვარები!ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები!
ვამბობ კატეგორიულად.
-ხოო უხილავი ძაფებით ვართ გადაბმულები!

უხილავი ძაფით არიან გადაბმული ისინი, ვისაც ერთმანეთთან შეხვედრა უწერიათ... ძაფი შეიძლება გაგრძელდეს ან აიბურდოს, მაგრამ არასოდეს გაწყდება!..

დასასრული
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 809 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
რა კარგი იყო ♡
avatar
0 Spam
2
მიხარია თუ კარგი იყო❤️
avatar
0 Spam
3
მართლა კარგია!
avatar