ძველი სახლი
21.01.2021, 20:22
დეკემბრის მიწურულის ცივი საღამო,ჯერ ექვსიც არ იყო,მაგრამ უკვე მზის ბოლო სხივებიც გამქრალიყო და თანდათან ბნელდებოდა.გზატკეცილიც,რომელზეც დავითი მიდიოდა თითქმის ცარიელი იყო,აქა იქ თუ შეხვდებოდა ერთი ან ორი მანქანა.მაგრამ უკვე ნახევარი საათი იყო რაც აღარცერთი მანქანა დაუნახავს.ღამით მარტო სიარულის ნადვილად არ ეშინოდა,მაგრამ ახლა უცნაური გრძნობა დაეუფლა.მანქანაში გამათბობელი ჩართული იყო,საკმაოდ თბილოდა,თუმცა სხეულში აუხსნელი სიცივე იგრძნო და თითქოს შიშიც,რომელსაც ვერ ხსნიდა რატომ გრძნობდა.რადიოში მისი საყვარელი სიმღერა დაიწყო,ხმას აუწია და სიჩქარეს ცოტათი მოუმატა,სიმღერას თვითონაც აჰყვა,ასე თავს უფრო მხნედ გრძნობდა ან თავს აჯერებდა,რომ ასე იყო.გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა.ირგვლივ ჩაბურული და ბნელი ტყე იყო,გზა კი ისევ ცარიელი,არავინ დაუნახავს და არაფერი,არც მანქანა,არც გზაზე მიმავალი ადამიანი,რამე ცხოველიც კი არ ჩანდა გზაზე,ამის დანახვამ კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დააყენა,უნდოდა სახლში დროზე მისულიყო,სანამ მთლად დაღამდებოდა.ახალი წელი ახლოვდებოდა და რამდენიმე დღით თავი გაითავისუფლა სამსახურიდან,რომ მშობლებთან წასულიყო.მისი მშობლები ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობდნენ,ამიტომ გზაში რამდენიმე საათი სჭირდებოდა,რომ მათ სახლამდე მიეღწია.უხაროდა,რომ მონატრებულ მშობლებს ნახავდა და მათაც გაახარებდა,თან რამდენიმე დღით დაისვენებდა.ფიქრებში გართული უცებ რაღაც ზუზუნის ხმამ გამოაფხიზლა.ხმა მანქანის რადიოდან მოდიოდა,
-რა ჯანდაბაა_ჩაილაპარაკა მან და სხვა ტალღაზე გადართო,თუმცა ყველგან ერთი და იგივე ხმა ისმოდა,ზუზუნს შრიალის ხმაც დაემატა.
დავითი გაბრაზდა და საერთოდ გამორთო რადიო.რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კი ძრავა გამოირთო,მანქანა გაჩერდა და მამაკაცი ამაოდ ცდილობდა მის დაქოქვას.
-ესღა მაკლდა_წარმოთქვა და მანქანის კარი გააღო,რომ გადასულიყო,იმ იმედით,რომ ვინმე გამოჩნდებოდა და დახმარებას სთხოვდა.
შუა გზაზე იდგა,ირგვლივ იყურებოდა,მაგრამ არავინ სჩანდა.გარეთ ძალიან ციოდა,იმედგაცრუებული დაბრუნდა მანქანაში,იქ შედარებით თბილოდა მაინც.ნახევარი საათი გავიდა,ირგვლივ უკვე ძალიან ბნელოდა,არც ქუჩის განათება იყო სადმე.ტელეფონიც არ იჭერდა,რომ სადმე დაერეკა.გულს ისიც უმძიმებდა,რომ წინ გრძელი,ბნელი და ცივი ღამე ელოდა,რომელიც მარტოს უნდა გაეტარებინა,ირგვლივ არავინ იყო.
შიშისგან შეკრთა,როდესაც მოულოდნელად რადიო თავისით ჩაირთო.ისევ იგივე ზუზუნის და შრიალის ხმა ისმოდა,მაგრამ ახლა ამას ჩურჩულიც ემატებოდა,თუმცაღა სიტყვებს ვერ არჩევდა.იფიქრა,რომ ხარვეზის ბრალი იყო,სასწრაფოდ გამორთო რადიო.შემდეგ მანქანიდან გადავიდა,რადგან საქარე მინიდან მოძრავ ფიგურას მოჰკრა თვალი,სილუეტით ადამიანს გავდა,მისკენ წავიდა,
-უკაცრავად,შეგიძლიათ დამეხმაროთ?_იკითხა დავითმა უცნობის მიმართულებით,მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო.
ფიგურა აქეთ-იქით ქანაობდა ,თუმცა ადგილზე იდგა,არსად მიდიოდა.ხელში რაღაც ეჭირა,მაგრამ ვერ გაარჩია რა იყო,არც მის დაძახილზე რეაგირებდა.დავითი გაჩერდა,რადგან სილუეტმა მისი მიმართულებით იწყო ნელი სვლა.
-აქ რას აკეთებ შვილო?_მოესმა ამ დროს ქალის ხმა უკნიდან
დავითმა უკან მიიხედა.მის მანქანასთან ახლოს ასაკოვანი ქალი იდგა,რომელსაც ხელში ფანარი ეჭირა,შემდეგ ისევ იქითკენ გაიხედა,სადაც ის უცნობი იდგა,მაგრამ მისდა გასაოცრად იქ აღარავინ იყო.კაცი დაიბნა.
-მანქანა გაგიფუჭდა?_ჰკითხა ქალმა
-დიახ,დიახ_უპასუხა დავითმა
-არაუშავსარაუშავს,კარგია რომ დაგინახე_თქვა ქალმა კეთილი ღიმილით-ამ ღამეში აქ ხომ არ დარჩები.წამოდი,აქვეა ჩვენი სახლი,მე და ჩემი მეუღლე ვართ და გათენებამდე ჩვენთან დარჩი
-მადლობთ_თქვა დავითმა-მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ._ის ცოტათი დაძაბული იყო,რადგან არ უნდოდა უცხო ადამიანს ასე გაყოლოდა სადმე
-არა არა,რა შეწუხებაა.თანაც ჩემი მეუღლე ადრე მანქანების სახელოსნოში მუშაობდა,დილით შენ მანქანასაც შეავლებს თვალს.ახლა კი წავიდეთ_თქვა ქალმა
დავითმა უარი ვეღარ თქვა,გაუხარდა კიდეც ,რომ ვიღაც გამოჩნდა ამ ცარიელ გზაზე და ღამის გატერა მარტოს აღარ მოუწევდა,ასე რომ ამ ქალს გაჰყვა.სახლი გზიდან არც თუ ისე შორს იყო,გაუკვირდა კიდეც რომ ვერ შეამჩნია მანამდე.პატარა სახლი იყო,მაგრამ მოვლილი,ფანჯრიდან სინათლე მოჩანდა.შიგნით შევიდნენ,მოხუცი ქალის ქმარიც გულთბილად შეეგება სტუმარს.დავითს დაძაბულობაც მოეხსნა,მათთან ერთად დალია ცხელი ჩაი,ღვეზელიც მიირთვა და დიდხანს ისაუბრეს.მოუცები ძალიან სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ.მათ პატარა ლამაზ სახლშიც სასიამოვნო ატმოსფერო იყო,ისეთი,რომ სიმშვიდე მოგვარა და როგორც კი საწოლში ჩაწვა.მაშინვე ჩაეძინა,თუმცა ძილის წინ გაახსენდა ის სილუეტი,რომელსაც მოხუცი ქალის მოსვლამდე ხედავდა მის წინ და ისიც გაახსენდა თუ რა უცნაურად გაქრა ის.თუმცა დაასკვნა,რომ ალბათ სხვა რამეში აერია,იქ ხომ ბნელოდა და კარგად ვერ გაარჩევდა იყო თუ არა ვინმე ან რამე ნამდვილად.
ახალი გათენებული იყო,როდესაც მამლის ყივილი ჩაესმა,პატარა ფანჯრიდან შემოჭრილმა მზის სხივმა სახეზე სასიამოვნოდ მიანათა მამაკაცს და მაშინვე გამოფხიზლდა.გაუხარდა,რომ წუხანდელი ცივი ღამისგან განსხვავებით დილა მზიანი იყო.წამოდგა,ტანსაცმელი ჩაიცვა და  სამზარეულოში გავიდა.იქ სასიამოვნო სურათი წარმოუდგა თვალწინ,მოხუცი ქალი ბუხრის წინ იჯდა,ტელევიზორს უყურებდა და თან ქსოვდა,მისი ქმარიც იქვე იჯდა,კალთაში თეთრი ფუმფულა კატა ჰყავდა,რომელსაც ეძინა.დავითი მოხუც ცოლ-ქმარს მიესალმა,კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მასპინძლობისთვის ,ძალიან გაუხარდა ისიც,რომ თურმე დილით მოხუც კაცს მისი მანქანა შეეკეთებინა და ახლა უკვე ყველაფერი რიგზე ჰქონდა.
-იქნებ ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყავით_შესთავაზა მოხუცმა კაცმა
-დიდი მადლობა_თავაზიანად უთხრა დავითმა-მაგრამ ჩემი მშობლები ინერვიულებენ,ისედაც გუშინ მელოდნენ.
-რა გაეწყობა.მიხარია რომ გვესტუმრე_თქვა კაცმა-უფრო მეტად კი ის მიხარია,რომ მშვიდობით მიდიხართ,მაგრამ ფრთხილად იყავით ამ გზას ღამით მოერიდეთ._თქვა მან
დავითი მათ დაემშვიდობა და მისი მშობლების სახლისკენ განაგრძო გზა.მშობლებმა მართლაც ძალიან გაიხარეს მისი ნახვით,თთქმის ერთი კვირა მათთან დარჩა და როდესაც ახალი წლის დღესასწაულმაც ჩაიარა უკან გადაწყვიტა დაბრუნება.ისევ იმ გზის გავლა უწევდა,ისევ საღამო იყო,თუმცა ჯერ კიდევ არ ბნელოდა.მოხუცების სახლს რომ მიუახლოდა დავითმა მანქანა შეანელა,გადაწყვიტა თუკი მათ სახლთან დაინახავდა მისალმებოდა.აი,ის ადგილიც გამოჩნდა,სადაც ის სახლი იყო,მაგრამ გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა,როდესაც პატარა ლამაზი სახლის მაგივრად მიტოვებულ ძველ სახლს მოჰკრა თვალი,რომლის ფანჯრებსაც მინები ჩამსხვრეული ჰქონდა და ვერც კი იფიქრებდი,რომ იქ ადრე ვინმე ცხოვრობდა.შიშიგან და გაკვირვებისგან გული აუჩქარდა. მანქანა გააჩერა და ეზოში შევიდა,თვალებს არ უჯერებდა,ვერ გაეგო რა მოხდა,კარგად ახსოვდა ეს სახლი იმ ღამით და დილითაც როგორი იყო,ახლა კი ძველ დანგრევის პირას მყოფ სახლს ხედავდა.სახლში შევიდა.იქ რა თქმა უნდა არავინ იყო.ვერაფერი გაეგო,იქნებ სიზმარი იყოო,ესეც კი გაიფიქრა,მაგრამ იქვე იატაკზე დაგდებულ ღილს მოჰკრა თვალი და კარგად იცნო ღილი,რომელიც მის პერანგზე ჰქონდა,პერანგიც შეიმოწმა და ღილი აშკარად აკლდა.ახლა ერთად რამდენიმე გრძნობა დაეუფლა,შიში,გაკვირვება,გაურკვევლობა.სული შეეხუთა და გარეთ გამოსვლა დააპირა,როდესაც მაგიდაზე მდგომი ძველი რადიო ჩაირთო და ახლა გარკვევით ისმოდა ჩურჩული
-დღეს ვერ გადარჩები,დღეს ვერ გადარჩები_იმეორებდა ხმა რადიოში.
დავითი შიშისგან ადგილზე გაიყინა,მაგრამ დროზე მოვიდა გონს,სახლიდან გამოიქცა და მანქანისკენ წავიდა.ხელებ აკანკალებულმა გააღო და შიგნით ჩაჯდა,სწრაფას მიდიოდა,რომ იმ ადგილს მოშორებოდა,როცა თავი სამშვიდობოს იგრძნო სვლა შეანელა,ცოტათი ამოისუნთქა და მანქანის სარკეში ჩაიხედა.უკანა სავარძელზე მჯდომ ადამიანის სილუეტს მოჰკრა თვალი,რომელიც გაუნძრევლად იჯდა.ამ დროს კი მოესმა იგივე ჩურჩული,რომელიც რადიოში გაიგონა
-დღეს ვერ გადარჩები_ჩაიჩურჩულა უცნობმა
 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 500 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar