Endless love (10)
20.04.2018, 21:08
თავი (10)

დილით ხმაურმა გამაღვიძა, რაც ძალიან უცნაურია, რადგან სახლში მარტო მე და სოფი ვართ და არამგონია თავის თავს ელაპარაკებოდეს. საწოლიდან წამოვდექი და სანის მაისურში გამოწყობილი, შიშველი ფეხებით და გაჩეჩილი თმებით ჩავფრატუნდი კიბეებზე. უცბად პატარა არსება გამოქანდა კივილით ჩემკენ და ფეხებზე შემომეკრა. ახლა გავიაზრე რომ ჩემი ტკიპა ნათლული ჩამოსულა. ჩემი პატარა გოჭი. დავიხარე და მთელი ძალით ჩავიკარი გულში:
— ანო, ანოოო როგორ მომენატრეეეე.
— მეც მომენატრე იოიო. აქ როგორ გაჩნდი?
— მამიკომ თქვა გოგოები მარტო არიან იქო, ვინერვულეთ და ჩამოვედით.
— ვაიმე ჩემი ყურადღებიანი ბიჭი. მე ახლა უნდა მოვემზადო და სამსახურში წავიდე, გინდა შენც წაგიყვან.
— კი კი მინდა. შენთან ვიქნები მთელი დღე.- ამასობაში მისაღებში შევედით, სადაც ერმანეთზე გადაკვანძული დემეტრე და სოფი იდგნენ. სიძემ ჩემ დანახვაზე ხელები გაუშვა თავის ცოლს, ჩემკენ წამოვიდა და გადამეხვია.
— რა გჭირს გოგო შენ მალე სულ გაქრები.
— ოო ნუ აზვიადებ ეგეთი გამხდარი არ ვარ.
— ასეთი ვის მოეწონები, დარჩები შინაბერა.
— მაგის დარდი ნუ გექნება შენ.- ჩაიბურტყუნა სოფიმ, რაც დემეს არ გამოპარვია.
— რაო? ვინმე არის და მე არ ვიცი?
— ოოო დაანებე თავი, წავედი მე მოვემზადები სამსახურისთვის. იოც ჩემთან მოდის.
— ოჰ, გამაკვირვე, თბილისიდან აქ ჩამომათრია დედა ანისთანაა და მე აქ დამტოვეთო და მანდ არ გამოგყვება? მე გაგიყვანთ და შენს მანქანას დავიტოვებ, საღამოსაც მე მოგაკითხავთ და გავიდეთ სადმე.
— ოქეეეი. - ზემოთ ავირბინე, მოვწესრიგდი და მალევე უკან დავბრუნდი. სამსახურის შენობაში შესულებს ყველა მე და იოს გვიყურებდა. იო ვერ იტანს უცხოები რომ მოვარდებიან ხოლმე და ლოყაზე ჩქმეტენ, ამიტომ ხელზე ხელი მომიჭირა და მეც ჩემთან ახლოს მოვწიე. ჩემს თანამშრომლებს მგონი ჩემი ეშინიათ, ალბათ მზერის ბრალია, როგორც სანი ამბობს მამის მკვლელი მზერით დავდივარ ხოლმე, მაგრამ უცხო ხალხთან ეგრე ვარ, აი თუ გავიცანი მერე იცოცხლე, ყველაზე გახსნილი და მხიარული ადამიანი ვარ. მოკლედ სად გადავვარდი, ჩემი კაბინეტის კარი შევაღეთ და ჩემს სავარძელზე მოკალათებული ალექსანდრე დაგვხვდა. მე რომ დამინახა წამოდგა, ღიმილით მომიახლოვდა და მთელი ძალით ჩამეხუტა, მაგრამ იოანე ცოცხალი თავით არ მიშვებდა ხელს და როგორც იქნა ალექსანდრეს ყურადღებაც მიიქცია, ოდნავ ჩამომშორდა და ორივეს შემოგვხედა.
— ეს პატარა კაცი ვინ არის?
— პატარა არ ვარ მე და შენ ვინ ხარ? ჩემს ანისთან რა გინდა? - დაბღვერილმა უპასუხა იოანემ. ხოო, ასეთია ჩემი იო ძალიან მესაკუთრეა და ვერ იტანს ჩემ ირგვლივ ხალხს. სოფის რომ კითხოთ, ოღონდ თავისი ანი ყავდეს გვერდით და თავის მშობლებსაც გაყიდდა. ალექსანდრეს მის პასუხზე ჩაეცინა, მაგრამ მალევე შენიღბა, მიხვდა რომ ცეცხლს ეთამაშებოდა.
— რას იტყვი მე და შენ პირისპირ ვისაუბროთ ამ თემაზე? - მის სიმაღლეს გაუთანაბრდა და შესთავაზა.
— კარგი ვისაუბროთ. - სრული სერიოზულობით უპასუხა, მერე ხელზე დამქაჩა და რომ დავიხარე განმიცხადა.
— ანო ჩვენ ვილაპარაკებთ და იქამდე შენ ჩვენი საყვარელი ცხელი შოკოლადი მოიტანე რა. - ლოყაზე მაკოცა და გამიღიმა. გეფიცებით ეს ბავშვი ხანდახან ჩემზე უფროსი მგონია. მეც ვაკოცე, მომღიმარ ალექსანდრეს თვალი ჩავუკარი და ჩემი ბიჭები მარტო დავტოვე ოთახში.

*
ალექსანდრე წარმოუდგენელი სითბოთი ივსებოდა ანიზე ასე მიჯაჭვულ და შეყვარებულ პატარას რომ ხედავდა. მიხვდა რომ ეს პატარა კაცი თავის მხარეზე უნდა გადაებირებინა, თორემ კარგი არაფერი ელოდა. თავის წინ ჩამომჯდარ "კონკურენტს" სერიოზულად შეხედა და დაიწყო:
— ჯერ გაგეცნობი, მე ალექსანდრე მქვია.
— მე იოანე.
— ძალიან კარგი, იოანე, როგორც ვხედავ ანი ძალიან გიყვარს.
— დიახ, ანი საუკეთესო ნათლია და ჩემი საუკეთესო მეგობარია, თან ვაჩე ბიძიამ და მამიკომ ის მე ჩამაბარეს.
— ძალიან კარგია ანის ასე რომ იცავ და მათ სიტყვებს ითვალისწინებ. იცი, მეც მიყვარს ანი და მეც მინდა რომ მის დაცვაში მოგეხმარო. შენ მალე თბილისში წახვალ, მგონი კარგი იქნება აქ თუ ჩემი სახით სანდო ადამიანს დატოვებ ანისთან, თან ანისაც ძალიან გაუხარდება, თუ მე და შენ დავმეგობრდებით. - იოანე, ყურადღებით უსმენდა, ბოლოს უპასუხა.
— იცი რა, თავიდან ძალიან არ მომეწონე, მაგრამ ახლა მომწონხარ. შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები, თან ანის ძალინ მოსწონხარ, რახან შენთან მარტო დამტოვა. - წამოდგნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, სწორედ მაშინ შემოაღო ჭიქებით ხელდამშვენებულმა ანიმ კარი.
შუადღე იყო, იოანეს ანის კაბინეტში, დივანზე ეძინა, ანის კი ლანჩზე გასვლის მაგივრად ამოეტანა საჭმელი და იქვე მიირთმევდა, სწორედ ამ დროს შემოვიდა ალექსანდრეც:
— რას შვრები პატარავ?
— რავი, ვჭამ და ვისვენებ, იოსაც ჩაეძინა. -ალექსანდრემ სავარძლიდან ააყენა, თვითონ დაჯდა და ანი კალთაში ჩაისვა, სხეულზე მჭიდროდ მიიკრა და დაიწყო:
— ისე, ასეთი ძლიერი კონკურენტი თუ მყავდა არ უნდა გეთქვა? - სიცილით ჰკითხა ანის, ანისაც გაეცინა და მძინარე იოანეს შეავლო თვალი:
— ნუ სულელობ რა.
— საერთოდაც არ ვსულელობ, ასე მგონია თუ იოანემ უფლება მომცა, ანუ შენი ოჯახი სიხარულისგან გადაირევა.
— ხო იძახე ეგრე და დემეტრემ, ვაჩემ და ნიკომ სულ გააგიჟეს ეს ბავშვი. მაგათ ხო ჩემ მეტი საქმე არ აქვთ.
— უკაცრავად და დემეტრე ვინღაა? - დაძაბულობა შეეტყო ხმაზე.
— იოს მამა, სოფის ქმარი და ჩემი ახლო მეგობარი, რომელიც ჯგუფის "როგორ დავიცვათ ანი" მნიშვნელოვანი წევრია. - ორივეს გაეცინა ამ უკანასკნელზე და შესვენების დარჩენილი დროც ასე ბედნიერად გაატარეს.

*
ნამდვილად დამღლელი დღე იყო, დღის ბოლოს დემეტრემ მოგვაკითხა სოფისთან ერთად და სავახშმოდ წაგვიყვანა. ძალიან მშვიდ და ლამაზ რესტორანში ვისხედით და საოცრად კარგ დროს ვატარებდით. საპირფარეშოდან ვბრუნდებოდი, როცა ვიღაც მთელი ძალით დამეჯახა.
— აუუ. ცოტა ფრთხილად თუ იქნებით შეიძლება მეორე ხელი მაინც შევინარჩუნო. - ნამდვილად უხეშად გამომივიდა, მაგრამ უკვე გვიანია, თან აშკარად არ გაბრაზებულა მისი ჩაცინებით თუ ვიმსჯელებთ.
— მაპატიეთ, ტელეფონში ვიყურებოდი და ვერ შეგნიშნეთ, ბედმა კი არ დაუშვა, რომ თქვენი სილამაზის უნახავად ჩამევლო.
— კარგი მცდელობა იყო, მაგრამ მგონი არ იმოქმედა. - ისევ იღიმის, ღმერთო აშკარად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.
— მმმ, მომიწევს გამოსწორება. ახლა უნდა დაგტოვო, მაგრამ იმედია ისევ შევხვდებით, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ...
— ანი, ანი მქვია.
— სიასიამოვნო იყო შენი გაცნობა ანი, მე მაქსიმილიანი მქვია, შენთვის უბრალოდ მაქსი.
— ნახვამდის მაქს. - სიმპათიური, მაგრამ უცნაური ბიჭი იყო. მაგიდასთან დავბრუნდი და ჩემებთან ლაპარაკი განვაგრძე. მანქანაში ყოფნისას ტელეფონს რომ დავხედე 30 გამოტოვებული ზარი იყო. ღმერთო ჩემო რამ გააგიჟა ეს ხალხი. აქედან ნახევარი ალექსანდრესგან იყო, ნაწილი ჩემი ძმისგან, ზოგიც ნიკოსგან, დედაჩემისგან. ჯობს დედაჩემით დავიწყო თორემ შეიძლება უკვე FBI-ც კი მეძებს.
— რამ შეგაწუხათ ქალბატონო ლილე?
— ცანცარის დროა ანი? გადამიქანდა გული, სად ხარ დედა?
— დემეს ოჯახობასთან ერთად ვვახშმობდი ნუ ნერვიულობ.
— კარგი ჭკვიანად დე, მამამ მოგიკითხა.
— მეც მომიკითხე და აკოცე ჩემგან.
ესეც ასე დედა დავამშვიდე, ვაჩეს და ნიკოსაც დავურეკე, მათგანაც მოვისმინე ლექცია "როგორ გვანერვიულე, არ გრცხვენია?" სათაურით. ახლა კი დროა ალექსანდრეს დავურეკო, თორემ ალბათ უკვე გაგიჟდა.
— სან... - სიტყვის დასრულებაც არ დამაცადა
— ანი გაგიჟდი? სად ხარ? ხომ არაფერი გჭირს? რატომ არ პასუხობდი. - მის პანიკაზე გამეცინა
— დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, ჩემებთან ერთად ვიყავი სავახშმოდ და ხმა გამორთული მქონდა.
— პატარავ ასე აღარ მოიქცე ძალიან ვინერვიულე.
— კარგი, ხო ძილინებისა.
— ხვალამდე, ტკბილი ძილი. - ტელეფონზე საუბარი დავასრულე და ახლა დემეტრე ჩაირთო:
— ისე ქალბატონო ხვალ ჩვენ მივდივართ და შენ კიდევ შენი გვრიტი არ გამაცანი. - ნიშნისმოგებით გადმომხედა
— არაუშავს, შენმა შვილმა საკმარისად გაიცნო, გაფრთხილების სესიებიც კი ჩაუტარა და დააშინა კიდეც, ასე განუცხადა ვაჩემ და მამაჩემმა მე დამავალეს მისი დაცვაო.
— ყოჩაღ მამას კაცი,რა გინდა, სწორად უთქვამს, მაგრამ მაინც მოუწევს ვაჟბატონს ჩვენთან გასაუბრება.
— კარგი, ხო ნუ იცი ხოლმე, დაილაპარაკებთ აბა რას იზამთ. ხვალ ადრე მიდიხართ ხო?
— ხოო, დილის 5-ზეა ფრენა, შენ სახლშივე დაგემშვიდობებოდით, არც გაგაღვიძებდით, მაგრამ შენი ნათლული ისე არ წამოვა. - მიპასუხა სოფიმ და გამიღიმა.
— ჩემი სიყვარული. ამაღამ ჩემთან დაიძინოს რა. - შევთავაზე მის მშობლებს, ჩემს კალთაში მოთავსებულ იოანეს თავს დავხედე და თმებზე ფერება დავუწყე. ის ღამე იოსთან ჩახუტებულმა გავატარე, როგორ არ მინდა რომ წავიდნენ, დილით კი წელზე სიმძიმემ და კისერში პატარა თითებმა გამაღვიძეს, რაც რა თქმა უნდა იოანეს დამსახურებაა. მთელი ტრაგედია იყო ჩვენი გამომშვიდობება, მაგრამ რას ვიზამ, წავიდნენ და დავრჩი ისევ მარტო ჩემს რეზიდენციაში.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: writer
ნანახია: 844 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar