Endless love (17)
27.04.2018, 20:32
თავი 17

ქორწილამდე დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიე, მე აქედან მითითებებს ვაძლევდი, მათ მოგვარებაში კი ნინა და ლილე მეხმარებოდნენ. დღეში მინიმუმ ათჯერ მირეკავდნენ და მილიონობით კითხვას მაყრიდნენ. ერთი კვირით ადრე ჩამოვედით თბილისში. კაბა და ალექსანდრეს კოსტიუმი ლონდონში ვიყიდეთ. ახლაც ვერ ვიჯერებ რომ ვთხოვდები, არა და რამდენიმე საათში უკვე ალექსანდრეს კანონიერი მეუღლე ვიქნები. უკან გავიხედე და ოთახში შემოსულ, ორ სიმპატიურ ყმაწვილს დავაკვირდი, რომლებიც რა თქმა უბდა ვაჩე და ნიკო იყვნენ. მომიახლოვდნენ და სათითაოდ გადამეხვივნენ.
— ვერ ვიჯერებ რომ ჩემი გაძეძილი და, რომელთანაც მე და ნიკო ომობანას ვთამაშობდით თხოვდება,რა მალე გაიზარდე.
— ჩემთვის მაინც სულ ჩემი ბასასუნა იქნები. - ორივეს თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა, მეც ლამის ავტირდი, მაგრამ ჩემი სახე რომ დაინახეს მაშინვე "მაკიაჟი გაგიფუჭდებაო" შეჰკივლეს. ერთმანეთს ძლიერად ჩავეხუტეთ და ოთახი დავტოვეთ. ჯვრისწერამ და ქორწილმა იდეალურად ჩაიარა. მშობლების ცრემლები, უამრავი მოლოცვა, ცეკვა, სიმღერა და მოკლედ რა აღარ. ჩემი მეჯვარე ქეთა იყო, სანდროსი კი დენი. ახლა ვხვდები დენის სხვა მეჯვარე რატომ ჰყავდა თავის ქორწილში, ეგ მაიმუნი წინასწარ გათვალა. თაიგული სრულიად შემთხვევით გოგონების ჯგუფს უკან მიმავალ ნიკოს ჩაუვარდა ხელში, რითაც ყველა სტუმარი გაამხიარულა და მე და ჩემს ძმას საუკუნო თემა გვაჩუქა, რაზეც შეგვიძლია დავცინოთ. ქორწილიდან პირდაპირ პარიზში გავფრინდით. საოცარი ქალაქია, ისეთი რომანტიკული და ლამაზია. დილაობით მე და სანი ეიფელის კოშკში, ულამაზეს რესტორანში ვსაუზმობდით. ფრანგული კრუასანი, ფინჯანი ყავა, საოცარი ხედი და ცხოვრების თანამგზავრი გვერდით. მერე მთელი დღე ვსეირნობდით და ქალაქს ვათვალიერებდით, საღამოს ვვახშმობდით და ერთმანეთით ვტკბებოდით. ერთ დღეს რატომღაც ლოკოკინა გავსინჯეთ და ორივემ დაუჯერებელი სისწრაფით მოვკურცხლეთ ბურგერების საჭმელად, რაზეც მერე გულიანად ვიცინეთ. ერთი კვირის შემდეგ ჰავაიზე წავედით. მზე, ზღვა, ოქროსფერი ქვიშა. ისეთი შავები ვიყავით, უკვე მზეზე გასვლა სირცხვილი იყო. ოთახში ვიჯექი და საჩუქრებს ვალაგებდი, როცა სანდრო შემოვიდა.
— ეი პატარავ, რას შვრები?
— რავი იმდენი რამეა ვცდილობ თავი მოვუყარო და მოვაწესრიგო. - მოვიდა და წელზე ხელები შემომხვია.
— საყვარელო, ცუდად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს. - შუბლზე ხელი მივადე და ისეთი ცხელი იყო გული გამისკდა- ალექსანდრე იწვი.
— მგონი მართლა ცუდად ვარ, თავბრუ მეხვევა. - საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. მე კიდევ პანიკა დამეწყო, როგორ დავეხმარო, ან რა დაემართა.
— სანი ადექი, მიდი საყვარელო დამეყრდენი სასწრაფოდ საავადმყოფოში მივდივართ. - ქვემოთ ჩავედით, მანქანა სასტუმროს მენეჯერს ვთხოვე და საავადმყოფოში გავაქანე. როგორც აღმოჩნდა მოწამლულია, ერთი ღამით დარჩენა გვირჩიეს თავი რომ დაგვეზღვია.
— სანი ხომ უკეთ ხარ? ვერ ვისვენებ ასეთს რომ გხედავ. - გვერდით ჩამოვუჯექი და თმაზე ფერება დავუწყე.
— ანი ნუ ნერვიულობ, პატარავ კარგად ვარ,ხვალ დავბრუნდებით სასტუმროში. როგორი მშიშარა ყოფილხარ. - ამომხედა და ლოყაზე მიჩქმიტა.
— ნუ ცანცარებ. გული გამისკდა არასდროს ავად შენ არ გამხდარხარ და მეგონა რაღაც სერიოზული იყო.
— მოდი ჩემთან, ახლა რომ არ ჩაგეხუტო სერიოზული ავადმყოფობა მერე ნახე შენ. - ღიმილით მივუწექი გვერდით და თავი მკერდზე დავადე. მეორე დღეს სასტუმროში დავბრუნდით, ჩავბარგდით და თაფლობის თვის ბოლო დღით ვისიამოვნეთ. შემდეგ დღეს ლონდონში დავბრუნდით, ისე მომენატრნენ ჩემი ფუმფულა და საყვარელი ძაღლები. მათაც ისე გაუხარდათ მთელი დღე ჩვენ ირგვლივ დარბოდნენ. საღამოს ევა და დენი გვესტუმრნენ, ჩვენს არყოფნაში მომხდარზე გვიყვებოდნენ და ჩვენი თაფლობის თვის შესახებ გვაყოლებდნენ. აღმოჩნდა რომ ევა ორსულადაა, ისე გამიხარდა. რა მაგარია, დენის და ევას მალე პატარა ეყოლებათ, ერთი წუთით ჩემი და სანდროს თვალები ერთმანეთ შეხვდა და ორივემ იდენტური სხივი დავიანხეთ ერთმანეთის მზერაში. საოცრებაა სიყვარული და ყველაფერი რისი შექმნაც მას შეუძლია.
დასვენება კარგია, მაგრამ ისიც დასრულდა. დღეს სამსახურში ვბრუნდებით, მე სანამ საუზმეს ვამზადებ, სანდრო ემზადება. მაგიდაზე ყავის ფინჯნები დავდგი და სანდროც ჩამოვიდა. კოვზის ასაღებად გავბრუნდი, როცა მოულოდნელად თავბრუ დამეხვა და ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვახერხე. ადგილზე ჩავიკეცებოდი სანდროს რომ არ დავეჭირე
— პატარავ, რა დაგემართა, უცბად გადაფითრდი.
— არ ვიცი, მგონი წინდაუკან სიარულისგან თავბრუ დამეხვა. ჩამოვჯდები და გამივლის.
— მგონი აკლიმატიზაციის ბრალია. მოდი დღეს არ წამოხვოდე სამსახურში, დარჩი და დაისვენე, ხვალიდან გამოხვალ.
— არ იყოს წამოვალ არაფ...
— უარს არ ვისმენ, წავედი მე გავიქეცი. - სწრაფად მაკოცა და სახლიდან გავიდა. ვისაუზმე და სახლი მივალაგე, შუა დღემდე ოთხჯერ დამეხვა თავბრუ და ღებინების შეგრძნებაც მუდმივად მაქვს, ნუთუ? არა ახლავე რომ არ გავარკვიო ჭკუიდან შევიშლები. მაშინვე აფთიაქში ჩავირბინე და ორსულობის ტესტი ვიყიდე. სახლში შესვლისთანავე აბაზანაში შევვარდი და რამდენიმე წუთში სრულიად შოკირებული გამოვედი. დედა ვხდები, ალექსანდრე მამა, პატაარა გვეყოლება. ერთი სული მაქვს სანდრო როდის მოვა, ახალი ამბის სათქმელად ორიგინალური გზა მოვიფიქრე. " დედი შენ არ იცი როგორ გააბედნიერე შენი დედიკო და მამიკო" მუცელზე ხელი დავისვი და ღიმილით ჩავილაპარაკე. საღამომდე დრო ძლივს გავიყვანე, საათები საუკუნეებად მეჩვენებოდნენ და აი როგრც იქნა გაისმა კარებია ჩხაკუნი და სანის ხმა:
— პატარავ, სად ხარ მოვედი. - მისაღებში შემოვიდა და გადამეხვია- თავს როგორ გრძნობ?
— იდეალურად, იმას თუ არ ჩავთვლით რომ მოვიწყნე და მინდა ვითამაშოთ.
— რა ვითამაშოთ? - ყურსასმენები გავუკეთე, მუსიკა ჩავურთე და ვთხოვე ჩემი ტუჩების მოძრაობით გაემეორებინა ჩემი სიტყვები. ხუთ წუთიანი წვალების შემდეგ ძლივს წარმოთქვა " მე მამა გავხდებიო" და რომ გაიაზრა რაც თქვა გიჟივით წამოფრინდა, ხელში ამიტაცა და "მიყვარხარს" ძახილით ჰაერში მატრიალა. ამ დღიდან 9 თვის განმავლობაში მამიკოს სისხლი გავუშრეთ მე და ჩვენმა პატარა გოგონამ. ჩემ მშობიარობაზე სანდრომ ლამის ნერვიულობისგან ფეხები გაფშიკა, მაგრამ იმ მომენტოდან, რაც ხელში ჩვენი პატარა ლილია აიყვანა, მისთვის სამყაროს ცენტრი შეიცვალა. "ამ წამიდან შენ და ჩვენი პატარა ჩემი სამყაროს ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა ხართ, სიცოცხლეს მირჩევნიხართო" ასე ჩამჩურჩულა ჩვენი პატარას გაჩენის წამს.მას მერე ორი წელი გავიდა, ლილია სანდროს დიდი სისუსტეა, რაც თავადაც კარგად ესმის ქალბატონს და მაქსმიალურად იყენებს. იოანე, დენის და ევას შვილ, ნიკოლოზთან ერთად ჩემ ვაჩეს და ნიკოს მაგონებს, სწორედ მათი როლები შეითავსეს ლილიას ცხოვრებაში, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ.
ოთახში პიჟამოებში გამოწყობილი, თმააძეძილი ლილია შემობაჯბაჯდა
— დედიკო დედიკო ჩქალა წავიდეთ თოლე დაგვაგვიანდება და მამას ვეღალ მივუსწლებთ. - ჩლიფინით მომახსენა და კაბაზე დამექაჩა.
— დედიკო მზად არის, ახლა შენ მოგაწესრიგებს და აეროპორტში დროზე მივალთ. ნუ გეშინია, მივუსწრებთ მამიკოს დაბადების დღეს . - ხელში ავიყვანე და აბაზანისკენ ავიღე გეზი, მალევე გავამზადე, ჩვენი ჩემოდნები ავიღე და აეროპორტისკენ გავეშურეთ. ალექსანდრე ამერიკაშია უკვე 2 კვირაა, კომპანიის საქმეებს აგვარებს, ჩვენ კი გადავწყვიტეთ ღამის თორმეტზე ნომერში დავადგეთ და სიურპრიზი გავუკეთოთ, თან ისეთი საჩუქრებით მივდივარ, მგონი ჯობს სასწრაფოც თან გავიყოლო. აეროპორტიდან პირდაპირ მის სასტუმროში წავედით, ოთახის ნომერი წინასწარ ვიცოდი ამიტომ პირდაპირ ავედით, კარებზე დავაკაკუნე და მის უკან მოძრაობის ხმაც გაისმა. კარი გაიღო და ავტომატურად დააღო სანდრომაც გაოცებისგან პირი.
— პატარავ? აქ როგორ აღმოჩნდით.
— სიულპლიზიიიი. - წამოყვირა ლილიამ და მამამისს ფეხებზე შემოეკრა, მანაც მაშინვე ხელში აიტაცა და ლოყები დაუკოცნა, მერე ჩემი ჯერი დადგა. შიგნით რომ შევედით და ლილია საწოლში ჩავაწვინეთ საჩუქრების დრო დადგა, ლილიასგან სამაჯური ვაჩუქე თავისი პატარა პრინცესის ინიციალებით, ჩემგან კი ორსულობის ტესტი მიიღო, რომელიც კოდევ ერთ პატარას გვპირდებოდა. სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა მთელი ძალით ჩამიკრა გულში და თბილად ჩამჩურჩულა:
— დიდი მადლობა რომ არსებობ, გიყვარვარ და ჩემს ცხოვრებაში მუდამ ბედნიერება მოგაქვს.
— დიდი მადლობა რომ გიყვარვარ და შენი ცხოვრების ნაწილად ყოფნის უფლებას მაძლევ. - ჩურჩულითვე ვუპასუხე მეც და თავი მის კისერში ჩავრგე.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: writer
ნანახია: 924 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar