Endless love (2)
12.04.2018, 21:20
თავი 2
შუადღე იყო დენიელმა რომ დამირეკა ოფისის ტელეფონზე:
— ანი, შეგიძლია ჩემს კაბინეტში შემოხვიდე?
— კი როგორ არა, მაგრამ 15 წუთში საბუთებიც მზად მექნება და ბარემ ხელსაც მოაწერდი თუ საჩქარო არაა.
— კარგი, მაშინ რომ მორჩები მერე მოდი.

***
დენიელის კაბინეტთან ვიდექი და უნდა დამეკაკუნებინა კამათის ხმა რომ შემომესმა მეორე მხრიდან. აშკარად დენიელის ხმა იყო, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ ქართულად ლაპარკობდა. გვარი არ აქვს ქართული და არც აქამდე უთქვამს რამე ამის შესახებ.
— კარგი რა ალექსანდრე, შეიძლება სულ ბუზღუნებდე? არაფერი არ მოგწონს, ეგრე როგორ შეიძლება? სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ხარ და ფსიქიკას ინადგურებ. ნწნწნწ.
— ნუ მემაიმუნები დენიელ. ლონდონში გოგო აღარ დარჩა შენ რომ სამსახურში არ მოიყვანე შენივე სასიკეთოდ ისეთი. სხვაზე აღარაფერს ვამბობ კარგი, მაგრამ მარკეტინგი სახუმარო თემა არაა, მანდ მაინც რაზე აიყვანე გრძელფეხება და ჭკუამოკლე კანდიდატი? - ეს ბოხი ხმა სადღაც გამიგია. მოიცა რაო რა მიწოდა ამ თავში ავარდნილმა იდიოტმა ?!
— ეგ უკვე ტყუილია ალე..- აღარ დავაცადე სიტყვის დასრულება და კარებზე დავაკაკუნე. ნაცნობმა ბოხმა ხმამ გაიჟღერა კვლავ. შევედი და რას ვხედავ, ოკეანისფერი ცივი თვალები და ისევ ეს ირონიული გამოხედვა.
— კარგია რომ მოხვედი ანი. მინდოდა შენთვის მეორე უფროსი გამეცნო. -მგონი ვერ ხვდება ქართველი რომ ვარ და ინგლისურად მესაუბრება. პასუხი უნდა გამეცა ე.წ. უფროსმა ქართულად რომ ჩაიბურტყუნა — ყველა სულელს მე რატომ უნდა გავუმკლავდე? - ეს უკვე საკმარისია, ანის ფიცხმა მხარემ გაიღვიძა.
— რამე არ მოგწონთ? იქნებ დაგეხმაროთ ? - ქართულად ვუპასუხე და თან ისეთი მიამიტი სახით ვუყურებდი, რომ ყბა დაუვარდა ერთსაც და მეორესაც. დენიელი გაოცებული მიყურებდა, ბოლოს ძლივს ამოთქვა:
— შენ ქართული საიდან იცი?
— დენიელ მე ქართველი ვარ თუ გვარს დააკვირდები მიხვდები, მაგრამ შენ საიდან იცი?
— მე დედა მყავს ქართველი.
— სხვათაშორის ბატონო ალექსანდრე, მაგ გრძელფეხება და ჭკუამოკლე მარკეტოლოგს უნდა უმადლოდეთ ერთ კვირაში ორი კომპანია რომ დაინტერესდა ჩვენით. აი დენი ეს საბუთები, ხელი მოაწერე და გაატანე შენს მოადგილეს, მე ლანჩზე გავდივარ.

***
— ახლა მოვწვი რომ გვარად დადიანია. აქამდე როგორ ვერ მივხვდი ტო?
— ესღა მაკლდა რა, ისედაც ძლივს ვიტან აქაურობას.
— რა გინდა, ჭკუაზე მოგიყვანს. შენზე უარესია ეგ. მაინც მეგრული გენები აქვს და ერთი ეგ თუ მოგარჯულებს, თან რა ლამაზია.
— შენ რაღაც ძაან აღფრთოვანებული ხომ არ ხარ?
— კაი რას მებღვირები კი არ გართმევ.
— მასხარა ხარ რა.

ჯერ კიდევ დილანდელი შეხვედრის მერე ვერ ივიწყებს იმ ლურჯთვალება ლამაზმანს, ვიღაცას ტელეფონზე რომ ესაუბრებოდა და მთელი ემოციებით უხსნიდა რაღაცას. თან როგორი მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, ალექსანდრეს შარმმაც კი ვერ ჩააქრო მის თვალებში მოგიზგიზე ცეცხლი. თავის თავზე გაბრაზდა, როცა მიხვდა, რომ მისი ქართველობა გულს სხვანაირად მოხვდა. მიხვდა რომ გარეგნობის გარდა მისმა ფიცხმა ხასიათმაც გაიკვალა გზა მისი გონებისკენ და დაეპატრონა მას.

***
სახლში ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი მივედი. ოხ ალექსანდრე, რატომ გადაწყვიტე ახლა გამოჩენილიყავი, შენ გარეშე ხომ რას ამბობ ყველაფერი რიგზე მქონდა შენც რომ არ დამმატებოდი. ცხელ შოკოლადს ვსვამდი, პლედში გახვეული ვიჯექი და ფილმს ვუყურებდი კარზე კაკუნი რომ გავიგონე. საინტერესოა ასე გვიან ვინ უნდა იყოს?! კარები გამოვაღე და ჩემ წინ არც მეტი არც ნაკლები ჩემი ჭკუასუსტი ძმა იდგა. კივილით ავიკელი ყველაფერი, ისე შევაფრინდი ლამის ორივე იატაკზე აღმოვჩნდით.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: writer
ნანახია: 951 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar