Endless love (9)
19.04.2018, 20:26
თავი (9)

ალექსანდრე, მეორედ მოსვლა იქნება ამაღამო რომ გეთქვათ იმას უფრო დაიჯერებდა, ვიდრე ღამის სამ საათზე თავისივე კარის ზღურბლზე მდგარი ანის დანახვას, მაგრამ საოცრებებიც ხდება. თავისი ბიძაშვილის ხმის გაგონება და ანის თვალებიდან ცრემლების გადმოცვენა ერთი იყო. ამის დანახვაზე კი თავადაც ცუდად გახდა, პირველად ნახა ცრემლიანი ანი და გულზე თითქოს ხელი მოუჭირეს. ქეთამ შეყვარებული მოიმიზეზა და მარტო დატოვა ანისთან. სავარძელზე ჩამოსვა და თავადაც გვერდით მიუჯდა. მაისურს დაწვდა და გადაიცვა. ანის ცრემლიან თვალებს ვეღარ გაუძლო და თავადვე შეუმშრალა.
— დამშვიდდი ანი და მითხარი რა გატირებს.
— ის გო გო. - ძლივს ამოთქვა და თვლებში სევდა ჩაუდგა.
—ხო, ქეთა, ჩემი ბიძაშვილია. დღეს ჩამოვიდა იტალიიდან და თბილისში წასვლამდე ჩემთან რჩება. - ანის თვალები გაუფართოვდა და ღრმად ამოისუნთქა.
— ალექსანდრე, მე, შენ - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა- მიყვარხარ - ჩაიჩურჩულა და ისევ ცრემლები გადმოყარა. ალექსანდრე გაქვავდა, თავი სიზმარში ეგონა, ვერ წარმოიდგენდა ანისგან ამ სიტყვებს თუ მოისმენდა, თანაც ამაღამ. ლოყებზე ხელები მოკიდა, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა
— რა თქვი? გაიმეორე ანი.
— მე, მართლა არ ვიცი როგორ მოვიქცე. მეშინია, მაგრამ არც ის ვიცი როგორ შევეწინააღმდეგო ამ ყველაფერს. დღეს რომ მელაპარაკე, მივხვდი, რომ მეტი არღარც მე შემეძლო. დავფიქრდი და ნათელი გახდა, რომ ამ აჩქარებულ გულისცემასთან ვერაფერს გავხდებოდი, ვეღარ მოვითმინე და მოვედი. - ალექსანდრეს სახე ღიმილმა გაუპო. დიდი ხნის ნატვრა აისრულა და გულში ძლიერად ჩაიკრა.
— მერე მაგაზე ტირი ჩემო პატარა? შენ არ იცი როგორ მიხარია მაგ გულისცემის მიზეზი რომ მე ვარ და ამაღამ ჩემთან ამ სიტყვების სათქმელად რომ მოხვედი. მეც მიყვარხარ და აღარმინდა ამ ულამაზეს თვალებში ცრემლი კიდევ დავინახო. - თავი ააწვინა, თვალები შეუმშრალა და ორივე თვალზე აკოცა. -ჩემი საოცრება- ჩაილაპარაკა და კვლავ მიიხუტა.
— ასე მგონია გულიდან უზარმაზარი ლოდი მომხსნეს. - ღიმილნარევი ხმით თქვა ანიმ და მჭიდროდ შემოხვია ხელები თავის სიყვარულს.
— ამაღამ ჩემთან რჩები, ახლა ვერსად გაგიშვებ, უბრალოდ არ შემიძლია.
— კარგი, მაგრამ სოფის დავურეკავ, თორემ ინერვიულებს.
— სოფი?
— ჩემი საუკეთესო მეგობარია, გუშინ ღამით ჩამოვიდა.
— მიდი შენ დაურეკე, მე ცხელ შოკოლადს მოვამზადებ. - შუბლზე აკოცა და სამზარეულლში გავიდა, ანიმ კი სოფის გადაურეკა და რაც შეიძლებოდა მოკლედ მოახსენა მომხდარზე. ამასობაში ალექსანდრეც დაბრუნდა ჭიქებით ხელში და გვერდით ჩამოუჯდა ანის.
— არ მეგონა ასე ძალიან თუ გინდოდი თორემ აქამდე როგორ გაწყენინებდი. - სიცილით უთხრა ალექსანდრემ და ცხელი სითხე მოსვა.
— იცინე შენ, სხვას რას ველოდი მეც.
— ხო კაი უცბად ნუ გამწარდები ხოლმე. სერიოზულად, არ ველოდი შენს ხილვას და ამ ყველაფრის მოსმენას, მაგრამ მადლობელი ვარ ასე რომ მოხდა.
— არც მე ველოდი, მაგრამ რა გეგონა რომ მიღრიალე და გამომიშვი, დავწვებოდი და მშვიდად დავიძინებდი?
— არა მაგრამ მეგონა ერთი საუკუნე იფიქრებდი. - ცარიელი ჭიქები მაგიდაზე დადგა და ანი გულზე მიიკრა.
— ახლა რა იქნება? - იკითხა ანიმ და ალექსანდრეს ახედა.
— ახლა მე და შენ ზემოთ ავალთ და დავიძინებთ, უფრო შორეულ მომავალზე კი მოგვიანებით ვიფიქრებთ. ორივესთვის ემოციური დღე იყო და დასვენება გვჭირდება. - ხელი ჩაკიდა და თავის ოთახში შეიყვანა. კარადიდან თავისი მაისური და შორტები გამოიღო და გაუწოდა:
— მაგ კაბაში ვერ მოისვენებ, ესენი ჩაიცვი. - ტანზე მომდგარ, მუხლებამდე სიგრძის კაბაზე მიუთითა. ახლა გაახსენდა ანის რომ ისევ სამსახურის ფორმაში იყო, გამოართვა და სააბაზანოში შევიდა. იქიდან გამოსულს საცვლისამარა მდგარი თვალებგაფართოებული ალექსანდრე დახვდა. საწოლთან მივიდა და ელვის სისწრაფით ჩაწვა, რომ სირცხვილისგან ახურებული ლოყები დაემალა.
— დღეიდან სულ ასე დაიძინებ და იმ ვაჟბატონის მაისურებსაც აღარ გამოიყენებ. - მტკიცედ განუცხადა ანის და თავადაც გვერდით მიუწვა. წელზე ხელი შემოხვია და თავისკენ მიიზიდა, თავი მის თმებში ჩარგო და მისი სურნელით აივსო სხეული. ანიმაც გულზე დაადო თავი და იქვე დაუტოვა კოცნის კვალი. ასე ბედნიერებმა მგონი ცხოვრებაში პირველად დაიძინეს. დღის მშვენიერი დასასრული, რომელიც ამავდროულად მათთვის ახალი დასაწყისის ნიშანია.

დილით ოთახში შემოსულმა შუქმა გააღვიძა. ტანზე დაიხედა და მასზე შემოხვეული, თავისივე ტანსაცმელში გამოწყობილი ანი რომ დაინახა სახე გაებადრა. ერთი ხელით სახეზე დაუწყო ფერება, მეორით კი - თმებზე, ასეთ დილაზე რამდენ ხანს ოცნებობდა და როგორც იქნა აუხდა. ამასობაში ანიმაც გაახილა თვალები, ამოხედა და გაუღიმა:
— დილამშვიდობისა
— დილამშვიდობის ლამაზო.
— არ მინდა ადგომა. - დაიწუწუნა ანიმ და ალექსანდრეს კისერში ჩარგო თავი.
— მერე არ ავდგეთ, უფროსთან მე მოგიგვარებ. - კისერში აკოცა ანის და ზემოდან მოექცა.
— ნუ მემაიმუნები და ტვინს ნუ მირევ. მორჩა ვდგები. - ხელი კრა და აბაზანაში შევარდა, ცოტა ხანში გამოსძახა — სანი მიდი ადექი და ბარემ ყავაც გააკეთე, მე შავი უშაქრო მინდა.
— სანიი? - გაისმა კარს მიღმა ალექსანდრეს ხმა, რომელიც ტანსაცელს იცვამდა და ამ სახელის გაგონებისას სიცილი ვერ შეიკავა.
— ხო რა იყო, არ მოგწონს? თუ გინდა აღარ დაგიძახებ.
— არა უბრალოდ არასდროს არავის ასე არ მოუმართავს, მაგრამ შენ შეგიძლია სანი დამიძახო. - აბაზანიდან გამოსულ, სამსახურისთვის გამზადებულ ანის წელზე ხელი შემოხვია და სამზარეულოში ჩაიყვანა. ერთად ისაუზმეს, ალექდანდრეც გაემზადა და სახლიდან გავიდნენ
— სად მიდიხარ? - კითხა საპირისპირო მხარეს მიმავალ ანის.
—ჩემს მანქანასთან.
— ჩემით წავალთ და მძღოლი სამსახურში მოგიყვანს მოგვიანებით.- მალე სამსახურის წინ გაჩერდა ალექდანდრეს მანქანა, ანიმ კი გადასვლამდე განუცხადა
— სანი იცოდე სამსახურში არაფერს ვიმჩნევთ. არ მჭირდება ზედმეტი მტრები.
— რას ნიშნავს ზედმეტი მტრები ანი რამე ხდება და არ ვიცი?
— არაფერი უბრალოდ არ მინდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ იცოდნენ.
— კარგი ამჯერად იყოს ისე როგორც გინდა, რადგან ეს ყველაფერი ორივესთვის ახალია, მაგრამ ამ თემას დავუბრუნდებით. - ხელზე ეამბორა და მანქანიდან გადმოვიდნენ. შენობაში შესვლისას ალექსანდრემ ინსტიქტურად შემოხვია ანის წელზე ხელი და საკოცნელად უნდა დახრილიყო, როცა ანიმ ხელზე უბრწკინა. კაბინეტში შესვლისას კი ჩანთა მაგიდაზე ხმაურით დადო და დოინჯშემორტყმული მოუბრუნდა ალექსანდრეს, რომელსაც ეს სანახაობა საოცრად ართობდა. ოჰ როგორ მოსწონდა გაცხარებული ანი, თვალებიდან ნაპერწკლებს რომ ყრიდა და სიმშვიდეს მაინც არ კარგავდა.
— ალექსანდრე ერთ წამს რაზე ვთანხმდებით და მეორე წამს როგორ იქცევი? - თვალებში ჩახედა მამაკაცს
— შენს სანის რა დაემართა? - ღიმილით კითხა ალექსანდრემ
— არ ვიცი? იქნებ შენ მითხრა. შენს მანქანაში ხომ არ დარჩა? - ნიშნისმოგებით უპასუხა
— ანი რა გჭირს? - ხმა დაუსერიოზულდა მასაც - მე მეგონა დავასრულეთ დამალობანას თამაში.
— ეგ რა შუაშია? რთული გასაგები რა არის ამაში?
— არ ვიცი მე არ მესმის ცუდი რა არის იმაში, თუ გაიგებენ რომ ჩემი ხარ, მე არ მრცხვენია ჩვენი ერთად ყოფნის და შენ?
— საერთოდ ვერაფერს ხვდები, ჯობს წავიდე და ვიმუშაო - ჩანთას ხელი დაავლო და კაბინეტი დატოვა. ალექსანდრე კი თვის თავზე ბრაზობდა. არა როგორ გააფუჭა ასეთი ლამაზი დილა, მაგრამ თვითონაც მართალი იყო, რა საჭიროა ყველაფრის დამალვა. მთელი დღე ფიქრობდა და მიხვდა რომ ანის დაკარგვად არ უღირდა. უკვე გვიანი იყო და იცოდა ანი მაინც კაბინეტში იქნებოდა, ამიტომ ვახშმითა და უზარმაზარი თაიგულით დაადგა თავზე.
— ლამაზო, გამოსასყიდად მოვედი, ხომ მაპატიებ? - სავარძლიდან წამომდგარ ანის მიუახლოვდა, ხელები გაითავისუფლა და წელზე შემოხვია. ანიმაც თავი მხარზე ჩამოადო და ამოიჩურჩულა:
— არასოდეს გაიფიქრო რომ ჩვენი ერთად ყოფნის მრცხვენია, პირიქით ძალიან ვამაყობ რომ გვერდით მყავხარ, უბრალოდ მირჩევნია ჯერ არაფერი ვთქვათ. - მის კისერში ჩარგო თავი და კოცნის კვალიც დაუტოვა.
— ვიცი პატარავ, მეც არ მიგულისხმია რაც გითხარი, უბრალოდ მინდოდა გეფიქრა. - თავზე აკოცა და გაუღიმა - ახლა კი ვივახშმოთ და უსასრულოდ ვისაუბროთ. - ანიმაც გაუღიმა და მაგიდისკენ წავიდა. დასხდენენ და ერთმანეთის უკეთ გაცნობას შეუდგნენ:
— შენი საყვარელი ფერი? - უცბად იკითხა ალექსანდრემ
— ლურჯი, შენი?
— მმმ, ცისფერი. საყვარელი ტკბილეული?
— არ მიყვარს ტკბილეული, მაგრამ არაქისის კარაქი მიყვარს ტკბილეულში თუ ითვლება და უი შავი შოკოლადი, შენი რომელია?
— სხვათაშორის ჩემიც შავი შოკოლადია. კარგი, სუნამო? მაინტერესებს შენს საოცარ სურნელს რა სძენს ხოლმე მეტ ხიბლს.
— Blumarine anna. ისე უნდა გამოგიტყდე შენი სუნამო იმ წამიდან მაინტერესებს, პირველად ლიფტთან რომ დამეჯახე.
— მართლა? Versace eros-ია ჩემი ფავორიტი. - ასე გაგრძელდა შუა ღამემდე. ისხდნენ კაბინეტში და უსასრულოდ საუბრობდნენ. არც კი გახსენებიათ სახლში წასვლა და მეორე დღის მოვალეობები, მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: writer
ნანახია: 923 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar