ერთი წუთი (1)
12.01.2017, 18:06

 

 

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა უნდა დალაგებულიყო, ან პირიქით...
აირია, ერთ წუთში და არეულად დალაგენული დარჩა სამუდამოდ.


***


- გაიღვიძე, ელენე! გაიღვიძე! - ნანუკას ხმა ექოსავით ჩამესმის, ვცდილობ თვალები გავახილო, მაგრამ ისე მეძინება რომ არ შემიძლია.
- ღმერთო, როგორ არ მოგბეზრდა “სამეფო კარის თამაშები?” - მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა. დილის ოთხ საათამზე ვუყურებდი და ალბათ ახლა 10 საათიც არ იქნება.
ნანუკა დაუღალავად აგრძელებდა მისთვის სასიამოვნო პროცესს, რომელსაც გაღვიძება ჰქვია!
- იდიოტო! მე და ჯონი ქორწილზე ვლაპარაკობდით, შენ კიდე დამადექი ყვავივით! რა გინდოდა? სულ ჩემ გაუბედურებაზე როგორ ფიქრობ?! - ახლა გამახსენდა ჩემი სიზმარი, სადაც მე და ჯონი ჩვენს ქორწილზე ვლაპარაკობდით, ისიც გადაწყვეტილი მქონდა, როგორ კაბას ჩავიცვამდი. მაგრამ საშინელი არსება, რომელსაც ჩემი და ჰქვია, რა თქმა უნდა, არ გამახარებს! დარწმუნებული ვარ, ჯოფრის ცოლობა არ ასცდება, თუ ასე გააგრძელებს!
- ნამდვილი ვანგა ხარ, ელენიკო! საიდან მიხვდი ქორწილზე? - მკითხა სიცილით. მე თვალები დავჭყიტე, ნუთუ მართლა ვთხოვდები? სად არის ჯონი? კაბა?
- რა? - გავიოცე მე.
- შენი ძვირფასი და მეტად მესაიდუმლე დაქალი, გათხოვდააა. - გაიწელა ნანუკა და კივილი დაიწყო, მოსალოდნელი სიამოვნებისგან, რომელიც ქორწილში ელოდება. ისეთი აღფრთოვანებული ლაპარაკობდა, თითქოს თვითონ გათხოვდა... მოიცა, ნანკა გათხოვდა? ნანკა? ნანკა კერესელიძე? ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნანკა?
- რა თქვი? - ვიკივლე და ისე სწრაფად წამოვფრინდი, წონასწორობა ვერ შევიკავე და იატაკზე დავენარცხე. მთელი ჩემი ცხოვრება ილუზია ყოფილა, სულ ტყულად მეგონა რომ ნანუკა დამეხმარებოდა... ზურგზე დამაჯდა და ნანკას საიდუმლო ამბავის შესახებ დაიწყო ლაპარაკი.
- ორი საათი გირეკავდა ნანკა. ისე მკვდარივით გეძინა რომ ვერაფერი გაიგე. ნუ, მერე მე შემოვედი და მესიჯი დამხვდა, გავთხოვდიო, გოგო! მას შემდეგ ოთახებში დავდივარ და ვცდილობ კაბის დიზაინზე ვიფიქრო, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ამ ინტერნეტშიც ხომ ვერაფერს ნახავ ნორმალურს! შენი აზრით წითელი კაბა კარგი იქნება? ისეც არ მინდა რომ ნანკა დავჩრდილო...
- ვაიმე, გაჩერდი და გადი ოთახიდან! - სასოწარკვეთილმა ამოვიგმინე და გაგდების მცდელობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცდელობად დარჩა...
როგორ მაღიზიანებს ბედნიერი ნანუკა, რომელიც ენას არ აჩერებს!
ჯერ ისიც ვერ გამიაზრებია ნორმალურად რომ ნანკა გათხოვდა.



*

ნანკა კერესელიძე ძალიან ადრე გავიცანი, არც მახსოვს როდის, მაგრამ ბავშვი ვიყავი. ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და რა თქმა უნდა, სულ ვჩხუბობდით. ცნობილი ფრაზა “მე შენზე უფროსი ვარ და როგორ მიბედავ!” ყოველთვის ძალაში იყო. მანამ მაინც, სანამ ცოტათი არ გავიზარდეთ. ახლა გვეცინება იმ სისულელეებზე, მაგრამ ღმერთმა იცის, რამდენჯერ გვიტირია, იმის გამო რომ არცერთი არ ვთმობდით. მე ჩემი სიმართლე მქონდა, ნანკას - თავისი.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და გამოვიარეთ ის კრიტიკული პერიოდი, რომელსაც ბავშვობა ერქვა. გადავლახეთ სიშორის ბარიერი, მაშინ როცა, ნანკა გერმანიაში იყო ორი წლით. გადავიტანეთ ძალიან ბევრი რამ და მოვედით აქამდე. ახლა კი, საწოლზე წამოწოლილი, მეასედ ვკითხულობ მის გამოგზავნილ მესიჯს და არ ვიცი, როგორი რეაქცია მქონდეს. გამიხარდეს, გავბრაზდე, სიხარულით ცეკვა დავიწყო, თუ თმები დავიგლიჯო! მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი ნანკა გათხოვდა! რომ არ ვიცნობდე, მის აწ უკვე ქმარს, ნამდვილად ცუდი... არა, საშინელი რეაქცია მექნებოდა, მაგრამ მათი ორ წლიან ბოდიალს, თავი მოება და ანდრო ხუციშვილის კანონიერი ცოლი გახდა ნანკა კერესელიძე.

ნანკამ ანდრო რომ შენიშნა, სკოლას ამთავრებდა და ისე მოხდა რომ ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. ანდრო ნანკაზე უფროსი იყო ერთი წლით, ამიტომ ხშირად ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ნანკა როგორც ამბობს, ანდრო დაინახა თუ არა, ეგრევე გულში ჩაუვარდა და იმის შემდეგ ასე გრძელდება...
ნანკა სასწაული გოგო იყო ყოველთვის, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვით! ბავშვობაში, მასთან ერთად რომ მივდიოდი, თავი ბოსტნეული მეგონა. ნანკაზე ყველა გიჟდებოდა, თუმცა ყოველთვის თავს იფასებდა; ანდროს შემთხვევაშიც კი.
ანდრო... ყველა გოგოსთვის სასურველი ბიჭი იყო!
უხდებოდნენ ნანკა და ანდრო!

*



- ელენე, როგორ ხართ? - გაისმა ნანკას დედის, მაკოს ხმა. - ნანკას ვურეკავდი და არ იღებდა, კიდევ შენთან არის ხომ? - მეკითხება გამხიარულებული ტონით. მე დაბნეული ვაცეცებ თვალებს, ჯერ ნანკას გათხოვებით გამოწვეული შოკიდან არ ვარ გამოსული და ახლა ტყუილის თქმაც მომიწევს. ნანუკა ხელების უაზრო ქნევით მანიშნებს გაურკვეველ რაღაცას, მაგრამ ვერ ვხვდები რას. ვცდილობ გავაჩუმო, თან მაკოს ისე ვალაპარაკო, რომ ჩემგან ვერაფერი გაიგოს.
- ამ... კი, ჩემთან არის, სააბაზანოშია და არ ესმის ალბათ. - ძლივს ამოვიბლუკუნე რამოდენიმე სიტყვა, თუმცა რამდენად დამაჯერებლად გამომივიდა არ ვიცი...
- არ ისმის კარგად შენი ხმა... რომ გამოვიდა, უთხარი დამირეკოს, ელენე. - მეუბნება და ჩემ ჩუმ ხმას, ტელეფონს აბრალებს. ჩემგან დადებით პასუხს რომ იღებს, თიშავს.
ესღა მაკლდა!
- მგონი გადავრჩით... - ჩავილაპარაკე, აღელვებულმა ნანუკამ ამოისუნთქა და ჩემთან ერთად გამოვიდა ოთახიდან.
ოთახიდან გავდივართ და ტელევიზორთან მჯდომ თიკას, ახალ ამბავს ვეუბნებით. რომელსაც უკვე ტელეფონი აქვს მომარჯვებული, მაკოსთან დასარეკად და მისალოცად. თუმცა, დროულად ვაჩერებ და სიტუაციას ვუხსნი. ძალიან მაინტერესებს, როდემდე უნდა მოვატყუო, ან რამდენი ხანი გაჩერდება კიდევ სააბაზანოში ნანკა!
- ასე როგორ შეიძლება, დედიკო? - მიწყდება თიკო. არც მე მსიამოვნებს რომ ვატყუებ და წარმოდგენაც არ მინდა, რა რეაქცია ექნება რომ გაიგებს მოვატყუე, თუმცა სანამ ნანკას არ დაველაპარაკები, ვერავის ვერაფერს ვეტყვი.
- დედა! - ვუბღვერ მე და დივანზე გაწოლილ მოხითხითე ნანუკას, მტრული მზერით ვუყურებ!



*

- ელეე, - ყვირის ნანკა, აშკარად ბედნიერი ხმით.
- მოგკლავ, ნანკა კერესელიძე, შენც და იმ შენ აწ უკვე ქმარს! - ვეუბნები გაბრაზებული ხმით, თუმცა მაინც მიხარია და თავს ვერ ვიკავებ რომ არ მივულოცო, - აუ, დამპლები ხართ, რა! მართლა ძალიან გამიხარდა. - ვტირი ბოლო ხმაზე და თან გული სითბოთი მევსება, ამათ ბედნიერებას რომ წარმოვიდგენ.
- ახლა მეც ვიტირებ იცოდე! - გამაფრთხილა. აშკარად მომზადებული იყო მუქარის შესასრულებლად.
- ბავშვიკო, ცოლს ნუ ამიტირებ! - ანდროს გამხიარულებული ხმა რომ მესმის, ეგრევე ვწყვეტ ტირილს, - ნუ გშურს ელენიკო ნანკას, ყველას ვერ გაუმართლებს და ჩემნაირი ქმარი ვერ შეხვდება! - შეიფერა ანდრომ.
- ნანკა, ქმარს მიხედე, არ მგონია, ნაადრევად დაქვრივების პერსპექტივამ მოგხიბლოს... - ნიშნის მოგებით ვეუბნები და ამჯერად მე ვიცინი!

- მეც დამალაპარაკე, ნანკა, - მიკივის ნანუკა და სწრაფად მორბის ჩემკენ. მე თვალებს ვატრიალებ და ნანკას ვაფრთხილებ რომ შეუძლია ტელეფონი მანამ მოაშოროს ყურს, ვიდრე ნანუკას კივილს გაიგებს.
- ვაიმე, ნანკ, გილოცავ, აი ხო იცი, როგორ გამიხარდა? აი, შოკში ვიყავი რომ გავიგე! - ოთახს სწრაფად ვტოვებ, თუმცა მისი ხმა, როგორც ყოველთვის მთელ ბინაში ისმის. როგორ მაბეზრებს თავს, თუმცა რას ვიზამ, და არის, ხომ არ გადავაგდებ, არა?- ვინ მაგდებინებს თორემ სიამოვნებით!
- აუ, მართლა? ისე, რა პონტია ეგრე? ვეტყვი ამ უჟმურს და წამოვალთ! - ოთახში რომ შევდივარ, რა თქმა უნდა, ნანუკას ხმა ისმის.
სად მივდივართ?
- მიდი, მოემზადე რა, მალე. ნანკასთან და ანდროსთან მივდივართ. - მაფრთხილებს ნანუკა და თან თავის ოთახში გადის, პატარა ჩანთაში თავის ნივთებს დებს.
- რა გვინდა ნანკასთან? - ვეკითხები ჯერ კიდევ გაკვირვებული.
- რამდენს ლაპარაკობ, ხოლმე? კოტე მოვა და წავალთ, ნანკამ ყველა უნდა იყოთ აქ საღამოს, თორე მაგრად გამიტყდებაო! - მიხსნის სიტუაციას. მეც ოთახში გავდივარ და ნივთებს ვდებ.
- ხვალ დავბრუნდებით, ხო? - ვეკითხები მეორე ოთახიდან.
- ხო.
- ხვალ თუ დავბრუნდებით, ამდენი ტანსაცმელი რათ გინდა? - ვეკითხები გაკვირვებული, თუმცა იქნებ ესეც გათხოვებას აპირებს? ჩაალაგოს! რა ვიცი, რა ხდება.
მე ძალიან ცოტა ნივთებს ვდებ, კოტეს მოსვლამდე ვემზადები და თიკასაც ვაფრთხილებ რომ დღეს არ ვიქნებით. ისიც წუწუნებს, კობას მოსვლამდე რა ვაკეთო, მარტოო. თუმცა ნანუკა ამშვიდებს.

- ნანკამ მითხრა, მაკოს დაურეკოს და მასთან იყოსო, ვუთხარი და ცოტა აღელვებულიაო. - და აი, ჩემმა გმირმა დამ, შესაფერისი საქმე გამოუძებნა. ზუსტად შესაფერისი! ისიც სწრაფად რეკავს მაკოსთან, ჯერ ულოცავს, თან ამშვიდებს და შემდეგ თავისთან იბარებს ქორწილის ამბებზე.
- მოვიდა, კოტე? - ვეკითხები ნანუკას.
- მალე მოვა. მიდი რა, სანამ მოვა ყავა გამიკეთე.
პირველი შემთხვევაა, მორჩილად რომ ვდგები და მის სურვილს ვასრულებ, იმიტომ რომ ჩემი სურვილი უფრო დიდი იყო!


*


პირველ სართულზე ჩავდივართ, ნანუკა რა თქმა უნდა, აგვიანებს. უნდა მოვემზადოო, მაგრამ მთელი ერთი საათი რას აკეთებდა რომ კითხოთ, ვერ გიპასუხებთ.
კოტეს მანქანას რომ ვხედავ, არც ვუყურებ ვინ ზის, ისე ვაღებ კარს და ვჯვდები.
- ვა, კოტიკ, რას შვრები? - ვეუბნები სიცილით.
- კოტე უკვე წავიდა, მე გამომიშვა, გოგოები წამოიყვანეო. - უცებ ბრუნდება ჩემკენ ვიღაც უცნობი ბიჭი. - ირაკლი. - მიღიმის უცნაურად.
- ... ელენე. - ვპასუხობ რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ და ჩემ გვერდით მჯდომ ნანუკას, გაკვირვებული ვუყურებ.
- მე ნანუკა. - არ იბნევა.
- სასიამოვნოა, წავიდეთ, ხო? - გვეკითხება და დადებით პასუხს რომ იღებს, სწრაფად გადის ეზოდან.



****

მოკლედ, ეს ის არის რაც თქვენ გგონიათ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ :დ

სულ სხვა 'მაფია' ტრიალებს და იმედია მოგეწონებათ <3 :დ

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself
ნანახია: 2029 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 15 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 15
avatar
1 Spam
1
ძალიან მაგარი გოგო რომ ხარ ისედაც იცი(ალბათ) მაგრამ ის არ იცი როგორ გამახარე ახალი ისტორიია რომ დაიწყე... წარმატებები და ველი შემდეგს...
avatar
0
3
tamtaa,madloba <3 <3
avatar
1 Spam
2
მეც ბოსტნეული მგონია ხოლმე ჩემი თავი მეგობრებთან ერთად როცა ვარ
avatar
0
4
me2 biggrin
avatar
1 Spam
5
კარგი იყო მომეწონა❤ველოდები შემდეგს
avatar
1 Spam
6
ეს ის არის რაც მე მგონია?
მგონი, ხო happy
ერთ წუთში წავიკითხე ზუსტად!
კარრრრრრრრრრგია. <3
ველოდები შემდეგს და იმედია, არ დამემსგავსები და ნამუსს არ დაივიწყებ happy
სხვა, პერსონაჟებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა შემილია გარდა იმისა, რომ ჯონ სნოუ ჩემი საქმროა და არა ელენესი, ასე რომ, გადაეცი ტყუილად ნუ ოცნებობს თეთრ კაბაზე:)))) არავის დავუთმობ! <3
კაია, კაი!
ირაკლიც კაი სახელია happy
avatar
0
8
სკოლის დაწყებამდე, ნამუსიანი ვარ!
ელენეს გადაეცი და შენც დაიმახსოვრე რომ ჯონი დაკავებულია:))))
avatar
1 Spam
7
კარგი იყო , მომეწონა <3
avatar
0
9
მადლობა <333
avatar
1 Spam
10
ძალიან ძალიან კარგია,
ოჰჰ ნანუკა და ოჰჰ ეს დები რაა,
ჩემი და მეგონა, ზუსტად ეგეთი ნანუკაა biggrin biggrin biggrin
avatar
0
11
Sheni da,nanuka,dzaan mevaseba^^
Madlobaa<333
avatar
1 Spam
12
sainweresoa ❤
avatar
0
13
Madlobaa❤
avatar
0 Spam
14
კაი იყო დაწყება..წავედი ახლა მეორეს წავიკითხავ biggrin პირველი შემთხვევაა ბიჭი არ მივისაკუთრე ისე biggrin ლიკასთან "ბოის" თავი არ მაქ biggrin
avatar
0 Spam
15
კაი იყო დაწყება..წავედი ახლა მეორეს წავიკითხავ biggrin პირველი შემთხვევაა ბიჭი არ მივისაკუთრე ისე biggrin ლიკასთან "ბოის" თავი არ მაქ biggrin
avatar