ერთი წუთი (2)
13.01.2017, 03:16

 

 

მანქანაში ხმა არ ამომიღია. ნანუკა ლაპარაკობდა ძირითადად, ხან ტელეფონზე, ხან ირაკლის ეკითხებოდა საერთო ნაცნობებზე და ხან მქონდა ბედნიერება და ფეისბუქში იყო ჩამძვრალი.
- ელენე, რამდენი წლის ხარ? აქამდე რატო არ გიცნობდი? - მკითხა ღიმილით, ირაკლიმ.
- 19-ის... არ ვიცი, არც მახსოვხარ. - ზრდილობის გამო გავუღიმე და ნანუკას დაქაჩული თვალები დავაიგნორე.
ირაკლი გარეგნობით, მართლაც სიმპათიური იყო. თან საშინლად მაბნევდა.


*


- ნანკა,- ჩავეხუტე კერესელიძეს, რომელიც მგონი საუკუნეა არ მინახავს. საუკუნე კი არა, რამოდენიმე დღეა, თუმცა, მგონია რომ საუკუნე გავიდა.
-ელ, - ატირდა, როგორც ყოველთვის. ტიპური გათხოვილი ქალი.
- ძაან ხომ არ გამიბანალურდი, ნანკ? - გამეცინა. ნანკამ მხარზე მიჩქიმტა და ლამის ხორცი ამომაცალა. ნანუკასთან გააბა საუბარი, ჩემთან ანდრო მოვიდა და ისე ჩამეხუტა, მგონი ლავიწის ძვალმა ადგილი შეიცვალა.
- რას ვიფიქრებდი, სიძე თუ გახდებოდი, ჰა? - ჩავილაპარაკე დანანებით. მან წარბი აწია და ეს ორი წელი იმისთვის ვიწვალე, ასეთი შთაბეჭდილება რომ დამეტოვებინაო, მკითხა. გამეცინა. გამახსენდა, ნანკას მის ნახვა რომ ვუშლიდი. ვეუბნებოდი, ყველა გოგოსთან ეგეთი დამოკიდებულება აქვს-თქო, თუმცა ნანკა მაგრძნობინებდა რომ ბოსტნეული ვიყავი და მეუბნებოდა, მე ყველა არ ვარო. მაგრამ მაინც ვცდილობდი ერთმანეთი იშვიათად ენახათ, მანამ მაინც, სანამ ანდროს სიყვარულში არ დავრწმუნდებოდი. სწორედ ამის გამო, ანდრო ჩემი ნებართვის მოპოვებას ცდილობდა, შემდეგ ნანკას ოჯახის, ბოლოს ნანკას, რომელიც ყურებამდე იყო შეყვარებული ანდროზე, თუმცა ცდილობდა ოსტატურად დაემალა.
ნანკ, მე რას გამომაპარებ?

*

- აუ, ვკვდები ისე მშია! - აწუწუნდა ნანუკა. მეც მხარი ავუბი, თუმცა სულ ტყუილად, მხოლოდ ჩვენ ვიყავით ვისაც საჭმელი უფრო სწყუროდა, ვიდრე რომელიმე სიმპათიური ბიჭი.
- არაფერი არ გვაქვს. აი, მოვა, კოტიკო და მოიტანს რაღაცებს. - გვითხრა ნანკამ და ჩვენთან ერთად წამოვიდა სახლისკენ.
- ხო, სად გეცალათ ჭამისთვის. - ჩავილაპარაკე ჩემთვის. ნანკამ დამიბღვირა, ნანუკამ ისეთი კაკანი ატეხა, მთელი სამეზობლო ჩვენ გვიყურებდა, ჭოგრიტით.
- რა დამპალი ხარ, პროსტა! - მითხრა ნანკამ და ქმრისკენ წავიდა.
- მომწონს გოგოებს იუმორის გრძნობა რომ აქვთ! - მომიახლოვდა ირაკლი, მეჩვენება თუ მეფლირტავება?
- კარგია, ჰო. - ჩავილაპარაკე და წასასვლელად მოვემზადე. თუმცა, ირაკლის ხმამ მაიძულა რამოდენიმე წუთით გაჩერება.
- მეჩვენება თუ გამირბიხარ, ელენიკო? - მკითხა და ჩაეცინა. ისე გავბრაზდი რომ... ვინ მისცა უფლება, ასე რომ მელაპარაკება?!
- გეჩვენება. - ცივად ვუპასუხე და სწრაფად შევედი სახლში.
იმის გამო რომ ბათუმში წვიმდა, ვერც ზღვაზე გასვლა მოვახერხეთ. მეც, მთელი დღე, ვიჯექი სახლში და კოტეს არაფრის მთქმელ სახეს ვუყურებდი, რომელიც ტელევიზორში რაღაც იდიოტურ ფილმს უყურებდა.
- ბავშვიკო, დღეს ვსვამთ სიკვდილამდე! - კოტეს მოტანილი სასმელები, მაგიდაზე დააწყო და გამაფრთხილა.
- მოგბეზრდა უკვე ცოლი? - ვკითხე წარბშეკრულმა. ანდრო სასმელში ჩახრჩობით მემუქრებოდა, ნანკასთან თუ კიდევ ვიტყოდი ასეთ რამეს.
- რა იყო, ორსულადაა უკვე? - შევიცხადე მე. ნანკას გულჩვილი ხასიათის გამო.
ანდრო, ჩემი წამებით მოკვლის მუქარას აგრძელებდა.
- აა, ბუნებრივია, ყველა გოგო განიცდის მაგას, კი! - ვუთხარი და გადავიხარხარე.
- ელენე, და ხარ! - თვალი ჩამიკრა ჩუმად მჯდომმა კოტემ და ჩემ პატარა სავარძელში გადმოინაცვლა. ისეთი ვიწრო იყო, რიგ-რიგობით ვსუნთქავდით.
- გამოსცადე უკვე, ელ? - მკითხა ანდრომ და წარბები აათამაშა.
- კოტიკ, უთხარი ამ მოკვდავს რამე!
- გაგახსენო, როგორი გულჩვილი იყავი, პირველად, ნატაშასთან? - ჰკითხა იგივე მზერით. ამის გაგონებაზე, ნანუკას კაკანი ამიტყდა. კოტეც იცინოდა. მხოლოდ ანდრო იდგა გაწითლებული სახით.
- საიდან გახსოვს, ბიჭო?!
გაიხსენეს წარსულის ცოდვები.
- ვითომ არ ახსოვდა... - ჩაილაპარაკა კოტემ ჩუმად, შემდეგ კი მე მიჩურჩულა, - გავანადგურეთ ყველანაირ ასპექტში!


*


- ეს ირაკლი ვინ არის? - ვკითხე ნანკას, ოთახში მხოლოდ ჩვენ სამნი რომ დავრჩით. ნანკას ჩაეცინა.
- რა იყო, რატო მეკითხები?
- ქრუელას ვიღაც ჩაუვარდა გულში! - წაიღიღინა ნანუკამ და სახე სასაცილოდ დამანჭა.
- პროსტა მაინტერესებს, არ შეიძლება? - გავიკვირვე მე.
- ირაკლი გედენიძე, 23 წლის. ანდროს ძმაკაცია, რა... გერმანიაში ცხოვრობს. - მითხრა, მოკლედ ნანკამ. რა თქმა უნდა, არ დამაკმაყოფილა, ამ მცირე ინფორმაციამ, მაგრამ კიდევ რამე რომ მეკითხა, ტყუილად ნერვებს მომიშლიდნენ.
- კაი ტიპია? - ჰკითხა ნანუკამ. რას ნიშნავს მაინც, და რომ გყავს?!
- ნუ, რავი. არ ვიცნობ კარგად, მგონი კი.
- კაი, მორჩა, ვიკითხე უბრალოდ... - სასწრაფოდ შევცვალე თემა. - როდის დაბრუნდებით თბილისში?
- მე საერთოდ არ დავბრუნდები, მაგრამ ჩემებმა ქორწილი აიტეხეს, ანდროს მშობლებსაც უნდათ და მალე ჩამოვალთ.
- ნანუკაც თქვენ ქორწილს გეგმავს, ორი წელია.
- იმიტომ არის ჩემი მეჯვარე! - მითხრა ნიშნისმოგებით.
- ალბათ ქორწილამდე გავგიჟდები... - თქვა ნანუკამ.
- შენ ჩემი ქორწილისთვის ემზადები, ნანკ?
- ვატყობ მალე იქნება... - წარბები ეშმაკურად აათამაშა. მე დავუბღვირე, ჩანაფიქრს რომ მივუხვდი.
- კი, ჯონ სნოუსთან!
გამეცინა.
არა, ჩემი დაა, მაინც!

*

აივანზე ვდგავარ, ყავას ვსვამ და თან ბათუმს ვუყურებ.
ძნელია იმის წარმოდგენა რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გათხოვდა. ადრე, პატარა რომ ვიყავი, ჩვენთან ნათესავი ცხოვრობდა, იმდენად შევეჩვიე რომ მთელი თვე დეპრესიაში ვიყავი, გათხოვებას რომ აპირებდა. ვიცოდი, რომ რაღაც შეიცვლებოდა. ისიც არ მომწონდა, შეყვარებული რომ ჰყავდა. მართალია, ეგოისტი ვარ, მაგრამ როცა ადამიანს ვეჩვევი, გადაჩვევა მიჭირს. დღეს, იმდენად კარგი ურთიერთობა აღარ გვაქვს მე და ნატას, ადრე ნანუკაზე მეტად მიყვარდა... თუმცა, ისიც ვიცი რომ ეს შემთხვევა, სრულიად განსხვავდება ნანკას გათხოვებასთან. ვიცი, რომ ისეთი თავისუფალი ცხოვრება არ გვექნება ორივეს ერთად, მაგრამ მის მთლიანად დათმობას არ ვაპირებ ანდროსთვის!
ჰო, კარგი, მგონი სჯობს ეს იდიოტური ფიქრები შევწვტო და ეს სიმპათიური არსება უფრო ახლოს გავიცნო... არა, ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ მომეწონა! მხიარულია, სულ იღიმის, სიმპათიურიც არის, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს... ჩემი ოცნების თითები არ აქვს! ძალიან დამწყდა გული, როცა ისეთი თითები ვერ შევნიშნე, მე რომ მიყვარს. დიახ, მე ბედი არ მაქვს!
ხომ შეიძლება შევხვდე იდეალურობას?
არა, განა იდეალურს ვითხოვ.
ჩემთვის იდეალურს. ზუსტად ისეთს, მე რომ მინდა.
ალბათ, გაინტერესებთ როგორ მინდა...
სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, თუმცა თითები და ცხვირი ყველაზე მთავარია ბიჭის გარეგნობაში!
მოკლედ, ჩემი ტვინის მინდა!
სულ ჩემ ტვინში უნდა იჯდეს და იცოდეს რა მინდა...
მართალია, ირაკლისთვის ნორმალურად გამარჯობაც არ მაქვს ნათქვამი, მაგრამ მასზე უკვე ზედმეტად მეტს ვფიქრობ და ეს მაშინებს!


*


ისე ძალიან მომინდა ბალი რომ მთელი საღამო ვწუწუნებდი. ხან კოტეს მივადექი თხოვნით, ხან ანდროს და ბოდიშებიც ვუხადე, ჩემთან დუელში რომ წააგო, თუმცა არცერთმა ისურვა ჩემი თხოვნის შერსულება. მეც ვზივარ გაბრაზებული სახით, ხელები გულზე მაქვს დაწყობილი და ხან ერთს ვუყურებ, ხან - მეორეს.
კოტემ, ორსულად ხომ არ ხარ, რა გჭირსო. ისე მომიშალა ნერვები, კინაღამ ბალის ხეზე დავკიდე ფეხები!
- საწყალი შენი ცოლი! - ვუთხარი გაბრაზებულმა და მტრული მზერით შევხედე, არხეინად წამოწოლილ კოტეს.
- ჩემმა ცოლმა ყრდელიც რომ მთხოვოს, მივუტან. შენ - არა! - მიპასუხა მოკლედ და კონკრეტულად.
- ო, როგორ ვერ გიტან! - ჩავისისინე და ლამის ტირილი დავიწყე.
ოთახში გავედი, ანთებულ ტელეფონს დავხედე. მესიჯი უცხო ნომრისგან.
”ირაკლი ვარ, ჩამო რა, საქმე მაქ.”
გაკვირვებულმა, რამოდენიმეჯერ გადავიკითხე. ინსტიქტურად წამოვდექი, მოსაცმელი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი.
რა უნდოდა? ან რა საქმე ჰქონდა?

იქვე იდგა, შავი პარკი ეჭირა ხელში, იღიმოდა როგორც ყოველთვის.
- რა ხდება? - როგორც კი მივუახლოვდი, ვკითხე.
- გამომართვი. - პარკი მომაჩეჩა. - ახლა ადი. - მითხრა ღიმილით.
მეც უსიტყვოდ ამოვედი, ვკვდებოდი ინტერესით, რა იყო პარკში.
ავედი თუ არა, ოთახში შევედი და პარკი გავხსენი.
ბალით იყო სავსე.
სიხარულისგან კინაღამ ვიკივლე.
გამიხარდა მაინც...
ფილმი ჩავრთე და ჭამა დავიწყე.
გაიგო თუ არა, ერთ წუთში გამიჩინა ბევრი ბალი.
ძალიან ტკბილად დამეძინა, იმ დღეს და ეს, ირაკლის დამსახურება იყო.



****

ვაი-მე!
თქვენ არ იცით, როგორ გამახარა კომენტარებმა და თქვენმა აქტიურობამ!
ასე თუ იაქტიურებთ, ყოველ დღე დავდებ, ჯონ სნოუს ვფიცავ!

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself
ნანახია: 1731 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 13 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 13
avatar
1 Spam
1
აუ , აუ , აუ!
საყვარელი ირაკლი!
არ მეყო , კიდე მინდა ;დდდდ
კარგი ხარ , რა.
avatar
0
4
Madlobaa<3333
avatar
1 Spam
2
პ.ს ჯონ სნოუს ვფიცავ!
avatar
0 Spam
3
ირაკლი მომეწონა❤კარგი იყო, იმედია მალე დადებ შემდეგსაც
avatar
0
5
Madloba^^
Male davdeb❤
avatar
1 Spam
6
ირაკლი მომეწონაა ❤
avatar
1 Spam
7
ისე დაიწყე რაღაც ეჭვები გამიჩნდა ამ ირაკლისთან დაკავშირებით და მგონი თანდათანობით ამყარებ ჩემს ეჭვებს... მაგარი ხარ რა... ირაკლი ძაალიან საყვარელია...
avatar
0
8
მადლობა^^❤❤❤
avatar
1 Spam
9
იცოდე, ბანალურებში არ გადახვიდე, თორე კოტიკოს მაგივრად მოგიწევს ბალის ხეზე ფეხებით დაკიდება! happy
მომწონს მე ელენე, მამენტ მგავს „ბოსტნეულობაში“ happy happy
ჰო იცი, რამე რო არ მომეწონოს, თქმა არ მომერიდება,
მარა ჯერ არაფერი მომხდარა ეგეთი მოუწონებელი.... თუ რამე შენიშვნა მექნება კიდო, აქ კი არა, პირადში მოგწერ, არ მიყვარს ეს საჯაროდ განსჯები :დდდდ
ირაკლიტო კარგია,
ელენეს ურჩევნია ჯონ სნოუს შეეშვას.
რა უბედური ვარ, ყველა ჩემს კაცს მართმევენ! გაშშშ!
კაია, კაი. ბევრს არ ლაპარაკობ გრძნობებზზე, მაგრამ არც ივიწყებ. ზომიერად გაქვს ყველაფერი. კითხვა რომ არ გეზარება, ისე წერრრ.
აბა,ჰე!
avatar
0
11
Thnx broo❤
Jonikos vficav, banaluri ariqneba:333
avatar
1 Spam
10
კაი ისტორია ჩანს smile უკვე დამაინტერესა. რა საყვარელია ირაკლიიი smile :)
avatar
0
12
Didi madloba❤❤
avatar
0 Spam
13
ვანგაა ირაკლი? biggrin თუ რა მაფიაა,საიდან გაიგო? biggrin ნუ რა ვიცი.ჯერ კარგად მიდის,ინტრიგა ჩამოაგდო და წავიდა biggrin
avatar