ერთი წუთი (3)
14.01.2017, 03:29


ნანუკას რომ ვუთხარი, ჯერ წუწუნი დაიწყო, მეც მინდოდაო, შემდეგ ირაკლის მაგარ ტიპობაზე დაიწყო ლაპარაკი და აღარ გაჩერდა! ვინანე კიდეც, საერთოდ რომ ვუთხარი.
მეც მომწონდა ირაკლი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მომწონდა... ხომ არის ხოლმე, ადამიანს რომ დაინახავ და მოგეწონება, მასთან კარგად გრძნობ თავს, თავისუფლად...მეც ასე ვიყავი ირაკლისთან.

დილით, ოთახიდან რომ გავედი, ირაკლი და მისი და იყვნენ. როგორც ჩანს, დღეს ჩამოვიდა. ირაკლის დას ვიცნობდი, მაგრამ არ ვიცოდი თუ და-ძმა იყვნენ.
- ვა, ნინი? - გავიკვირვე მე და დიდიხნის უნახავ კლასელს გადავეხვიე. ნინი რომ გადმოვიდა, მე-11 კლასში ვიყავი, ამიტომ კარგად დაახლოება ვერც მოვასწარით, გადატვირთული გრაფიკის გამო.
- ირაკლი რომ მითხრა, ელენე მახარაძეო, ისე გამიხარდა... - კისკისი დაიწყო ნინიმ და მის ძმას ალმაცერად გადახედა. მეც შევხედე ირაკლის, მაგრამ მალევე მოვარიდე მზერა. მაინც დაბნეული ვიყავი, გუშინდელის გამო.
- მე მეგონა გერმანიაში იყავი...
- ვიყავი რამოდენიმე თვე, მაგრამ ჩამოვედი, რა. ვერ ვჩერდები დიდხანს უცხო ქვეყნებში. - მითხრა და დივანზე დაჯდა. - აუ, ერთი წუთი, მოვალ. - თქვა უცებ და რომელიღაც ოთახისკენ წავიდა. ვიცოდი რომ ნინის ძმა ჰყავდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, ეს ძმა ირაკლი გედენიძე თუ აღმოჩნდებოდა.
- პატარაა არა, თბილისი, ელენე? - დაბალი ხმით მკითხა. აშკარად რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული. ფიქრებით სულ სხვაგან იყო, ეტყობოდა თვალებზე.
მეკითხებოდა და უცნაურად იღიმოდა.
- ძალიან, ირაკლი. - ვუთხარი და მზერა ავარიდე. უკვე რამოდენიმე წუთია ვუყურებ და სულაც არ მინდა, იფიქროს რომ მომწონს.
- რას შვრები, აბა? - თავი გააქნია და თვალებში ჩამაშტერდა. აღარ ფიქრობდა. მიყურებდა უბრალოდ...
- დანარჩენები სად არიან? - ბანალური პასუხისგან თავი შევიკავე და კითხვა შევცვალე.
- კოტე მაღაზიაში წავიდა და ნანუკაც გაყვა, ანდრო და ნანკა ოთახში. - მიპასუხა რამოდენიმე წამის შემდეგ. დანარჩენი დრო, ირონიული ღიმილით მიყურებდა და ვერ მივხვდი რატომ. ალბათ, ფიქრობს რომ თავს ვარიდებ...
- მოვედით. - მგონი, პირველად გამიხარდა ნანუკას ხმის გაგება!
მაინც, და არის, ხომ გესმით, არა?
უკვე მესამედ გადამარჩინა.

სწრაფად წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. საშინლად მშიოდა!

*

კოტემ განაცხადა, დღეს თბილისში წასვლა მეზარებაო და მგონი მოგვიწევს კიდევ ერთი დღით დარჩენა.
გაგიჟდება თიკა!
და გავგიჟდები მე, დაბნეულობისგან.
ირაკლი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ჩემ მიმართ და სულაც არ მინდა, ასე იყოს. ყველა ხვდება ამას და ნერვები მეშლება. კოტე ისეთი სახით მიყურებს, სადაცაა მივიდე და მოვკლა! ამჯერად იუმორის გრძნობა ჩემზე მოაწვა და ანდროს შეეშვა.

- ელ, ერთი წუთი მოდი, რა. - ნინი მეძახდა. მეც ტელევიზორთან მსხდომ საზოგადოებას გადავხედე, შემდეგ კი, ნინის ოთახში შევედი.
კარი დაკეტა და საწოლზე ჩამოჯდა.
- რა ხდება?
- აუ, რაღაც უნდა გთხოვო, რა.. - მითხრა და საცოდავი თვალებით შემომხედა.
- თქვი. - გამეცინა მის სახეზე.
- ანუ, დღეს ბათუმში ჩამოვიდა ჩემი შეყვარებული... ხოდა, ირაკლის არ მოსწონს ვატო, მისი ძველი ძმაკაცია და რაღაც მოხდა... რომ ვუთხრა, ვატოს სანახავად მივდივარ-თქო, არ გამიშვებს და იქნებ შენ უთხრა? - ჩემი გაფართოვებული თვალები რომ დაინახა, უცებ გამარკვია სიტუაციაში. - ანუ, ის კი არ უთხრა, ვატოს ნახვა უნდა-თქო, უთხარი ვითომ სადმე მივდივართ, რა... დაგიჯერებს შენ. - არ ვიცი, რატომ იყო დარწმუნებული ჩემ შესაძლებლობებში, მაგრამ ისეთი იმედიანი თვალებით მიყურებდა, უარი ვეღარ ვუთხარი.
ძალიან გავბრაზდი ირაკლიზე, მის დას მისი ძმაკაცის ნახვის უფლებას რომ არ აძლევდა. ან საერთოდ რა წესია? როგორ მაღიზიანებს ასეთი ტიპის ბიჭები!

ნანუკამ და ნანკამ მომზადება დაიწყო, მეც ჩავიცვი და ოთახიდან გავედი თუ არა, გამოვაცხადე მივდივართ-თქო.
- გაგიყვანთ მე. - წამოდგა ირაკლი. მე თვალები ავატრიალე! ეს დაცვის წაყვანა, რა ჯანდაბაა?!
- ვაიმე, ირაკლი, ვიცით გზები! - დავუბღვიღე.
- ელენე, გაგიყვანთ-მეთქი. - გაიმეორა იგივე ტონით.
- იქნებ რისთვის მივდივართ? ყველაფერი უნდა გაიგოთ? - უკვე საშინლად მეშლებოდა ნერვები ირაკლიზე. ანდრო ვერ მეწინააღმდეგებოდა, იცოდა ჩემი ხასიათი და ისიც იცოდა რომ მაინც წავიდოდით.
- ხო, აი, რისთვის მიდიხართ? - მკითხა კოტემ. აშკარად ხალისობდა ჩვენ ჩხუბზე.
- ირაკლი, ნუ დაიწყებ! საქმე გვაქვს. - გავაფრთხილე და ისიც დამნებდა.
- ჰო, კარგი, მალე მოდით. - მითხრა და ნინის მანქანის გასაღები მისცა.

*

ნინი ვატოსთან ერთად წავიდა. მე, ნანკა და ნანუკა კაფეში შევედით, ნინის დაბრუნებამდე.
- ეგ ბიჭი, მგონი ცოტა ვერაა! - დაასკვნა ნანუკამ, მაგრამ არ შემიძლია არ დავეთანხმო.
- კაი, რას ერჩი, კაი ტიპია. - თქვა ნანკამ.
- ძმაკაცს და მის დას თუ ერთმანეთი შეუყვარდათ, ტეხავს? - გავიკვირვე მე. მართლა მიკვირდა, ირაკლის დამოკიდებულება, მაგრამ ამის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებდი. - ქორწილს უეჭველი იხდით, ხო? - სწრაფად შევცვალე თემა. ნანუკას თვალები აენთო სიხარულით. მაინც არ მესმის, რატომ უყვარს ქორწილები და დაბადების დღეები, ან თუნდაც კლუბები. მე სიმშვიდე მირჩევნია, ვიდრე ისეთი მთვრალი ხალხის ყურება, ერთმანეთს რომ ვერ ცნობენ.
- კი, უეჭველი. ანდროს დედამ აიჩება, თან მაკოს ამბავიც ხომ იცით. - გაეცინა დედამისის გახსენებაზე. მაკო და თიკა ერთად იყვნენ სასწაულები! უყვართ მოდა, ტანსაცმელი, სალონი, მუდამ წესრიგში ყოფნა, თავის მოვლა, საზოგადოება და ყველაფერი მაღალ დონეზე!
როგორც ჩანს, ნანუკა თიკას დაემსაგვა ასეთ საკითხებში, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვით...
- რამდენი საქმე მაქვს, ბოლო და ბოლოს მეჯვარე ვარ! - თქვა ნიშნის მოგებით. - კაბის ფერი გადავწყვიტე, უეჭველი წითელი იქნება მაგრამ როგორი არ ვიცი... ლამის თავი გამისკდეს, ამაზე ფიქრით!
- მეც იმდენს ვფიქრობ, ლამის გავგიჟდე. ანდრო ყველაფერს მოაგვარებს მაგრამ კაბა? აი, როგორი ავარჩიო არ ვიცი. არადა, რაღაც უცხო მინდა... - აწუწუნდა ნანკაც.
ყველა ასეთ დღეში იყო, მხოლოდ მე ვიყავი მშვიდად. ქორწილამდე ორი დღით ადრე, გავალ მაღაზიაში და რამე უბრალო, ლამაზ კაბას ვიყიდი. არადა როგორ ვერ ვიტან მაღაზიებში ბოდიალს!

ერთი საათი ვიჯექით კაფეში და 10ჯერ მაინც დარეკა, სამივემ ცალ-ცალკე. ირაკლი რომ ჩემი ქმარი იყოს, შეიძლება მოვკლა! როგორ მაღიზიანებს ასეთი ადამიანები, ყოველი ფეხის ნაბიჯი რომ აინტერესებთ, მაგრამ რა ვქნა რომ სხვა დადებითი თვისებებიც აქვს?!

ნინი კაფეში გაბადრული შემოვიდა.
- ძალიან დიდი მადლობა, გოგოებო. - გვითხრა სამივეს.
- კაი, რა მადლობა. წავიდეთ, ჰო? - ჰკითხა ნანკამ. ახლა ნინი სადმე უკაცრიელ ადგილას რომ წაგეყვანა, არ შეგეწინააღმდეგებოდა, ისეთი სახით იყო. შემშურდა კიდეც, მისი ბედნიერების. მაგრამ ოხ, ეს ირაკლი, ყველაფერს აფუჭებს!

- ვატოს უნდა რომ ირაკლის დაელაპარაკოს. - მითხრა ნინიმ, კაფიდან რომ გამოვდიოდით.
- სწორი გადაწყვეტილებაა, უნდა გაარკვიონ. - აქამდეც უნდა დალაპარაკებოდა.
- ჰო, მაგრამ მეშინია, დარწმუნებული ვარ, საშინელი რეაქცია ექნება.
- კარგი, რა... ექნება და დამშვიდდება! მთავარია ბედნიერი იყო და იმის გამო, რომ ვატო ირაკლის ძმაკაცია, იმას არ ნიშნავს რომ რამეს აშავებ. - დავამშვიდე აღელვებული, მაგრამ მაინც ბედნიერი ნინი.
- მართალი ხარ. მადლობა, ელენე. - მითხრა და საჭესთან დაჯდა.
გამეღიმა.
გამიხარდა რომ ვიღაცას მაინც დავეხმარე და ვიღაც მაინც არის ბედნიერი.

*

თბილისში მეორე დღეს დავბრუნდით. ნანკა და ანდრო დარჩნენ და ალბათ ქორწილის გამო, მალე დაბრუნდებიან.
მე და ნანუკა კოტეს მანქანით წამოვედით.
სამი დღე გავიდა, ირაკლიზე არაფერი გამიგია. ნორმალურად არც მინახავს, წამოსვლის დღეს. მაგრამ როგორც გავიგე, ვატო ირაკლისთან მივიდა და დაელაპარაკა. თავიდან საშინელი რეაქცია ჰქონდა, თუმცა ბოლოს, რაღაც ძალამ უბიძგა გამოფხიზლებისკენ და აპატია. თუმცა, საპატიებელი არც არაფერი იყო. ეს ირაკლი თვლიდა რომ ვატომ და ნინიმ რაღაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.

ნანუკა, რომელსაც ბიჭებზე მეტად კაბები და მსგავსი სისულელეები აინტერესებდა, თიკასთან ერთად დადიოდა და ქორწილისთვის კაბას არჩევდა. თიკას ხან რომელი კაბის ფოტოებს მიგზავნიდა, ხან რომელის. მაგრამ არცერთი არ მომწონდა. ჩემი და დედაჩემის გემოვნება, საერთოდ არ ემთხვევა. მას უფრო მდიდრული და რაღაც განსაკუთრებული კაბები უყვარს, მე - უბრალო.

*

ოთახში ვიჯექი და ფეისბუქში ვიღაცებს ვათვალიერებდი, რადგან საქმე არ მქონდა. ტელეფონმის ხმა გავიგე და ინსტიქტურად ვუპასუხე.
- ელე, ჩამო რა, შენ სახლთან ვარ. - ირაკლის ხმა რომ გავიგე, მოულოდნელობისგან შევხტი. მაგრამ დაბნეულობა არ შევიმჩნიე.
- მოხდა რამე?
გამიკვირდა მეოთხე დღეს, მისი ხმის გაგება.
- არაფერი. პროსტა, რა... გავიაროთ. - ჩაეცინა.
- კაი. - ვუთხარი და გავუთიშე. მარათონული სისწრაფით წამოვხტი და ტანსაცმელი ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და ქვემოთ ჩავედი. მანქანაში იჯდა და მიყურებდა.
მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი.
- როგორ ხარ? - ისე მკითხა, ვითომ დიდი ხნის მეგობრები ვიყოთ.
- კარგად, შენ?
- რავი... - ჩაილაპარაკა. - გავიდეთ რა, სადმე.
- სად?
- სად გინდა? ვაფშე გავისეირნოთ.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მაინც ვერ გაიგე რატომ მოვიდა.
მთაწმინდაზე ავედით. მანქანა იქვე გააჩერა და გადმოვიდა. მეც გადმოვედი და ბილიკს გავუყევით.
- რა ჩუმად ხარ, რა გჭირს? - ეცინებოდა ჩემ რეაქციებზე. არადა, ბათუმში, ნანკასთან ერთად, ენას არ ვაჩერებდი.
- რა ვილაპარაკო? - მეც გამეცინა.
- კაი, მაშინ მე ვილაპარაკებ. ესეიგი, მაგრად მომენატრე და ვიფიქრე ვნახავ-თქო. - ამიხსნა ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი. - აუ, ისე მაგრად მშია და წავიდეთ სადმე რესტორანში. - ეტყობა სულ არ შიოდა, უბრალოდ ჩემი კუჭის ამბავი გაახსენდა და ჩათვალა რომ გამიხარდებოდა.
- ღამეა, გავსუქდები. - გამეცინა მისი სახე რომ დავინახე.
- კაი, რა, ისედაც სუსტი ხარ. მიდი, არ გამიტეხო.
რა კეთილი ხარ, ირაკლი გედენიძე!
ვერაფერი გავიგე ამ ბიჭის. არც ჩვენი ურთიერთობის სახელი ვიცი. ვერც ვკითხავ, ცოტა ზედმეტი იქნება ჩემი მხრიდა, ამ სიტუაციაში.
მეგობრები ვართ? არ ვართ?
შეყვარებულები ვართ? რა თქმა უნდა, არ ვართ!
ზედმეტად ნაცნობები და ძალიან უცნობები?!
შეიძლება...
ჩვენ არასოდეს დაგვიწყია გულახდილი საუბრები, მეგობრები რომ ვყოფილიყავით.
ჩვენ არასოდეს გვითქვამს ერთმანეთისთვის მიყვარხარ, შეყვარებულები რომ ვყოფილიყავით.
მაგრამ, გვაქვს მოკლე დიალოგები და უცნაური ქცევები, რაც ჩვენ ზედმეტად ნაცნობობას და ძალიან უცნობობას ადასტურებს,
ვერ ვიტყვი რომ ეს მომწონს.
არც იმის თქმა შემიძლია რომ ეს არ მომწონს.
ისიც კი არ ვიცი, ირაკლი რას ფიქრობს ჩემზე, ან მე რას ვფიქრობ ირაკლიზე.
მაგნიტის მსგავსი პოლუსები ვართ და პირიქით...
ანუ,
არც ვიზიდავთ და არც განვიზიდავთ.

***
კიდევ, ვაი-მე!
თქვენ არ იცით როგორ მახარებს ერთი კომენტარიც კი!
ძალიან დიდი მადლობა!
პირობას ვასრულებ და ყოველ დღე ვდებ.
ველი შეფასებას... <33
და ჰო, მეოთხე თავი შედარებით დიდი და საინტერესო იქნება. ^^
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself
ნანახია: 1837 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
avatar
1 Spam
1
ძალიან საყვარელი ირაკლი და იმედია მალე აწყობათ ურთიეეთობა
avatar
0
4
vnaxot :3 <3
avatar
1 Spam
2
ვერ ვხვდები, რატო თქვი ეს თავი არ იქნება მნიშვნელოვანიო
ძაანაც მნიშვნელოვანია ასეთი მომენტები
მაგრამ რაღაცებში ირაკლი არ მომწონს.
რაღაცებში მომწონს სითბოს და სიტკბოს გარდა.
არ ვიტყოდი მისნაირზე უარს
კაია, კაი, ბრო! მეტი რა გითხრა?!
ველოდები შემდეგ გრანდიოზულ თავს
avatar
0
5
thnx tess <3
avatar
1 Spam
3
ისტორას რომ მორჩები მერე ჩემთან გამოუშვი ირაკლი biggrin biggrin biggrin
avatar
0
6
shen gyavdes biggrin <3
avatar
0 Spam
7
უტუტუ biggrin საღოლ იკუშ
avatar