"ეშმაკი" ქუსლებზე [1-დან 4-მდე}
10.04.2016, 19:26
ჩემ ქუჩამდე მისასვლელად მოკლე გზა ვარჩიე და საცობს მოვწყდი, მარჯვენა კუთხეში ჩიხში შევიყვანე ჩემი პორშე , გზას ბოლომდე დავაჭირე ფეხი და ჩიხის ბოლომდე არც შემინელებია სიჩქარე, პორშე ხმაურით მოვაბრუნე კუთხეში და ჩემი უბნის პირველ ჩიხს გავაჭერი, თუმცა სვლა შევანელე, ჯერ კარგად არ ვიცნობდი უბანს, იქნებ და სადმე პატრული აღმოჩენილიყო, ქუჩის ბოლოს თექვსმეტ სართულიან კოსრპუსებისკენ დავიძარი, სანამ მივდიდოდი თვალით თავისუფალი ადგილის ძებნა დავიწყე, ერთი ადგილი, მხოლოდ სტადიონის წინა მხარეს იყო, საკმაოდ შორი მანძილი იყო ჩემი სადარბაზოსგან, თუმცა სანამ ვინმე დამასწრებდა სიჩქარეს ვუმატე და მანქანა შავი ემელის გვერდით გავაჩერე, ჩემი პორშე ემელთან ერთი ციდა ჩანდა.
ხმაურით დავხურე კარები და ცალმხარზე შანელის ჩანთა გადავიკიდე, ჩემი ავანგარდული ქურქის ღილები შევიხსენი გასულ წელს პარიზის რომელიღაც მაღაზიაში მიიქცია ჩემი ყურადღება ვიტრინიდან, რვას ევროდ ვიყიდე ისიც ფასდაკლებით.
მანქანის სახურავიდან ყავის ქილა ხელში ავიღე, ფეხებს ლაბუტენის ფეხსაცმელი მიმშვენებდა, რომელიც საკმაოდ ხმაურობდა და ყურადღებას იქცევდა, კლასიკური შარვლიდან კი სიცივე კარგად შემდიოდა ფეხებზე, რაზეც უარესად მციოდა.
მანქანას საკმაოდ, რომ გავცდი, მერეღა გამახსენდა საქაღალდე, რომელიც მანქანაში დამრჩა და უკან მივბრუნდი, გადაღლილი ძლივს ვიკვალავდი გზას და ერთი სული მქონდა საწოლს ჩავხუტებოდი, უკანა სავარძელზე დაგდებულ შავ საქაღალდეს დავსწვდი და იღლიაში ამოვიჩერი, ხმაურით დავხურე მანქანის კარი და სწრაფი ნაბიჯებით ჩავუყევი ბნელ ქუჩას, ჩემს სადარბაზომდე ორასი მეტრი მაინც იქნებოდა, ამიტომ სანამ იქამდე მივიდოდი საქაღალდე გავხსენი და სურათებს გავეცანი, ლამპიონების შუქზე მიჭირდა დაკვირვება, თუმცა მაინც შევამჩნიე სურათზე არაგემოვნური ყვავილები პატარძლის მაგიდაზე და თავი გადავაქნიე, აი რას ნიშნავს სხვას, რომ ანდობ ენს საქმეს, გაბრაზებულმა დავხურე საქაღალდე და ყავა მოვსვი, გულმა მაინც ვერ გამიძლო და ჩანთიდან ტელეფონი ამოვიიღე, ავკრიბე ნაცნობი ნომერი და დაველოდე როდის გამცემდა ხმას.
-ხო დუსი! - სიცილნარევი ხმით გაჟღერდა მისი ხმა.
-კიდევ დალიე? - გაოცებულმა ვკითხე თან საქაღალდეს ხელი კარგად მოვკიდე.
-არა დუსი! - მის ხმაში ვგრძნობდი სასმელს.
-მაიძულებ სამსახური დაგატოვებინო! - ტონს ავუწიე და მკაცრად ვუთხარი.
-რა გინდა მატილდა? - ხმა გაუმკაცრდა და თავადაც გაბრაზებულმა მკითხა - სამსახური ორი საათის უკან დავასრულე, ამიტომ, თუ მინდა დავლევ და, თუ მინდა ვიცეკვებ! - გაბრაზებულმა მკაცრად მითხრა და გაჩუმდა.
-ჯერ, ერთი! - ამოვისუნთქე და გავნაგრძე - ამის გამო არ გეჩხუბებოდი, და მეორეც - რატომ არის პატარძლის მაგიდაზე იები, როცა მთელი დარბაზი ყვარდებითაა მორთული?
-მოდი ხვალ ვისაუბროთ მაგაზე, არ ვარ მარტო! - კბილებში გამოსცრა და ყურმილი გამითიშა, რამაც უარესად გამაბრაზა და ხელმეორედ დარეკვა გადავწყვიტე, თუმცა მივხვდი, რომ არ ღირდა და თავის ადგილას დავაბრუნე მობილური, პირველი ადამიანი იყო ვისაც ვაძლევდი უფლებას ჩემზე ხმის აწევას, მხოლოდ მას და არავის სხვას!

ფეხი შევდგი, თუ არა სადარბაზოში, მაშინვე აინთო სინათლე და გზა გამინათა, ხმაურით ავიარე კიბეები და ლიფტის ღილაკს ხელი მივაჭირე, თვალი ჭუჭყიან მეტლახს გავაყოლე, თავი უკმაყოფილად გადავაქნიე და დავსახე გეგმა, თუ როგორ გავლანძღავდი ხვალ ქვემოთ მაცხოვრებელ ქალბატონს.
ლიფტში შესვლისთანავე მეთექვსმეტე სართულის ღილაკს ხელი მივაჭირე და სარკეში ჩამოშლილი თმა გავისწორე, იმდენად გადაღლილი სახე მქონდა, რომ მეტყობოდა, როგორ ვიყავი დაღლილი, ზურგით სარკეს მივეყუდე და დავაკვირდი, როგორ ითვლიდა სართულებს ეკრანი და ველოდი, როდის აჩვენებდა 16-ს.
წკაპუნის ხმაზე მივხვდი, რომ ჩემი სართული უახლოვდებოდა და სანამ კარი გაიღებოდა, იქამდე მოვწესრიგდი და გაღებისთანავე გარეთ გავედი,თუმცა მოულოდნელად ვიღაცის გულმკერდს სახით შევასკდი და ინერციით უკან წავედი, თავი ძლივს გავიკავე თან ხელიდან საქაღალდე და სათვალე ჩამომვარდა და იატაკზე დაენარცხა, რამაც მისი დამტვრევა გამოიწვია, მაშინათვე თვალები გაოცებისგან დავაჭყიტე, თუმცა ვერ გავიაზრე, რა მოხდა, უაზროდ ჩამესმოდა ვიღაცეების სიცილის ხმა, რაც უარესად მაღიზიანებდა, მხრებიდან ჩამოვარდნილი ქურქი შევისწორე და თავიზ ევით ავწიე, არანაკლბ გაოცებული მიმზერდა უცნობი, რომელიც ჩემზე ერთი თავით მაღალი იქნებოდა, ხელში მობილური ეჭირა, ყურსასმენები ხელზე ჰქონდა დახვეული და შავი უბრალო პალტოს ღილები შეხსნოდა, შავი პულოვერი ეცვა, შავ ჯინსის შარვალთან ერთად, სახეზე კი შავი რეიბანები ეკეთა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე და მზის ძებნა დავიწყე აქეთ-იქით, ჩემმა სიცილმა დააბნია, შუბლზე ნაოჭები ზევით აეზიდა, ხელი მაგრად მოუჭრია ტელეფონს და ფეხები განზე გასწია.
-ბოდიში! - ბოდიში ისე, მომიხადა, თითქოს არ ჰქონდა მოსახდელიო, ცინიკურად ჩაიცინა და ამათვალიერა თან საღეჭი რეზინი გააღლაჭუნა.
-ბოდიში?! - გაოცებულმა ვიკითხე და დავაჩერდი ჩემს დამსხვრეულ სათვალეს.
-მუხლი ჩოქზე დავდგე? - გაღიზიანებულმა მკითხა და ლიფტისკენ დაიძრა, თუმცა ცოცხალი თავით არ მოვშორდი ლიფტის კარს და მის უკან მდგარ სამ ყმაწვილზე გადავიტანე მზერა, რომელბიც გამუდმებით რაღაცაზე ხარხარებდნენ და ხშირად იყურებოდნენ აქეთ.
-კი! - ცალი ხელით დოინჯი შემოვირტყი წელზე და ირონიულად ვუთხარი. - მაგდენი ზრდილობაც, არ გეყო, რომ საქაღალდე მომაწოდო! - აგდებულად ვუთხარი და ასაღებად დავიხარე, ხელში მაგრად დავიჭირე და გასვლისას მხარი მაგრად გავკარი, თან დავაყოლე - ღმერთო შენ უშველე საქართველოს, ამდენ ლოთებში! - ხმაურით ჩავუარე უაზროდ გაღრეჭილ ყმაწვილებს და ჩემი სახლის კარს გასაღები მოვარგე.
-ბატონო?! - უკან მომეწია მისი სიტყვები, თუმცა ყურადღება აღარმივაქციე და სახლში, შევედი, რკინის კარი ისე მივაჯუხუნე, რომ ვიფიქრე ჩარჩოდან ჩამოვარდებოდა, ჩემს ქცევას მათი გამოხმაურება მოჰყვა, იმხელა ხმაზე შესძახეს გაოცებულებმა ბგერები, რომ სახლშიც გავიგონე.

ამ კორპუსსში სამი თვის უკან გადმოვედი, ჩემი მშობლების სახლი გავყიდე, არ მომწონდა ქუჩა, საკმაოდ ხმაურიანი და სოფლის მსგავსი ადგილი იყო, ამიტომ უპრობლემოდ გავყიდე, მშობლების სიკვდილების შემდეგ და, ორი წლის მანძილზე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობდი ჩემს მეგობართან ერთად, მერე ვიკამათეთ და დავცალკევდით, ამიტომ გადანახული ფულით ბინა აქ შევარჩიე და მალევე გადმოვსახლდი, მეზობლს საერთოდ არ ვიცნობ, თუმცა ლიფტის და სინათლის გადასახდელად პირველ სართულიდან ქალბატონი მადონა ყოველ თვე მაკითხავს.
დაძინებამდე ცხელი შხაპი მივიღე და საწოლში სრულიად სველი შევწექი, ჩემი ოთახის ნახევარი შუშაბანდი იყო, საიდანაც ქალაქის უმშვნიერესი ხედი იშლებოდა, ამიტომ ავარჩიე ბოლო სართული რადგან იმდენად, მომეწონა, რომ სხვაგან არც მიძებნია.

დაღლილს თვალები ისე მიმელულა, ვერც, კი გავიგე, მშვიდად მეძინა, იქამდე, სანამ მაღვიძარის ხმა არ მისწვდა ყურებს, სახეზე ბალიში დავიფარე, იმის იმედით, რომ მაღვიძარას ხმას არგავიგებდი, თუმცა ამაოდ, მაინც ჩამესმოდა წრიპინა ხმა, გაღიზიანებულმა სიმწრით დავარტყი ხელი გამორთვის ღილაკს ხელი და საბანი სახიდან მოვიშორე, სახეზე დაყრილი თმები სულის შებერვით მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი, სანამ ჩავიცვამდი, როგორც ყოველდღიურად ახლაც დილის აერობიკისთვის სიმღერა ჩავრთე და აქეტიურად გავარხიე წელი.

ვარჯიშის დასრულებისთანავე სარკესთან დაახლოებით საათზე მეტი დავყე, ბოლოს საათს, რომ დავხედე და მიხვდვდი, უკვე, რომ მაგვიანდებოდა, ფეხსაცმელში ფეხები ჩავყავი და მხარზე ჩანთა მოვიგდე, ხმაურით გავიარე კოლიდორი და კარის დაკეტვას შევუდგი.

ქუჩაში გასვლა იმდენად არ მესიამოვნა, რომ ვიფიქრე დღეს არ წავიდოდი სახლში, მაგრამ საკუთარ თავს გადავაფიქრებინე და იმ სიცივეში ჩემ მანქანამდე მისასვლელ გზას დავადექი, ძალიან კი არ მინდოდა იმ ბოლოში, გასვლა, თუმცა მანქანის გარეშე სად წავიდოდი?!

მანქანაში სწრაფად ჩავჯექი, სიცივისგან ისე გავიყინე, ორი წამი გონს ვერ მოვდიოდი, მაშინვე ჩავრთე გამათბობელი და ხელები მას მივუშვირე, როგორც, კი გავთბი ძრავი ჩავრთე და უკუსვლით წავედი, მაგრამ ჩემი მზერა სარკეში გადავიტანე, როგორც კი ნაცნობის სხეული დავინახე სადარბაზოდან გამომავალი, სიმწრით ჩამეცინა და სვლა გავაგრძელე, თუმცა მოულოდნელად საჭე რაღაცნაირად მარჯვნივ გადავატრიალე და სწორედ იმ შავ ემელს წამის მეასედში სარკე მოვტეხე, მანქანა მაშინვე გავაჩერე და პირზე შეშინებულმა ხელი ავიფარე, სიგნალიზაციის ხმამ უარესად ამაღელვა და კარი ხმაურით გაავაღე, ძლივს გადმოვედი მანქანიდან, დაზიანებულ ემელს მივუახლოვდი და დავინახე, როგორ წამოვიდა გაბრაზებული ჩემსკენ სწორედ ის ყმაწვილ წუხელ, სათვალე, რომ დამიმტვრია.
-მეღადავები ტო?! - შავი რეიბანი მოკლედ შეჭრილ თმებში ასწია და სიგარეტს ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-მე...მე...- დავიბენი მაშინვე და ფანჯრიდან მაყურებელი ხალხი დავაიგნორე.
-რა „მე,მე“ თხა ხარ? - გაღიზიანებულმა მკითხა და მანქანას მიუახლოვდა. - ვაფშე პრავა ვინ მოგცა?! - მიყვირა შუა ქუჩაში და მანქანას მიუახლოვდა, ისე, რომ მხარი მკრა და გვერდზე გადამაგდო.
-ჯერ, ერთი - პრავა არა! - მართვის მოწმობა და მეორეც - ღმერთს შენთვის კაცობა, რომ გაემეტებინა მადლობელი დავრჩებოდი! - აღრენილმა ვუთხარი და დოინჯი შემოვირტყი წელზე.
-ბატონო?! - სიცილით მობრუნდა ჩემსკენ და ამათვალიერა - ჩემს კაცობაში ეჭვი გეპარება? - წარბაწეულმა მკითხა და ჩემს მოკლება კაბას ალმაცერად შეხედა - აქვე დაგიმტკიცო, თუ გადავინაცვლოდ მანქანაში? - აგდებულად ალაპარაკდა და ცინიკურად ჩაიცინა.
-ფუ! -თითქოს გულის რევის შეგრძნება მქონდა, ისე დავჭყანე სახე - თავხედი, რეგვენი! - აღრენილმა ვთქვი და მანქანის კარი გამოვაღე.
-სად, მიდიხარ? - გაოცებული დადგა ჩემი პრშეს წინ და ხელები გამიშალა.
-მომისმინე საყვარელო! - მანქანიდან გაცეცხლებული წამოვფრინდი - ჩემი სათვალე, ორას ევროდ შევიძინე, შენი მანქანის სარკე კი სადღაც ასორმოცდაათი ლარი დაჯდება, ამიტომ ჩემთან ვალში შენ ხარ, მე კი არა! - გაღიზიანებულმა ვუთხარი და კარისკენ წავედი.
-მეღადავები? - მოულოდნელად მწვდა მკლავში და მისკენ მიმაბრუნა. - შენი ძიშოვკა სათვალე, მაგრად მკი**ა - სიგარეტი კბილებში გაიჩერა და ორივე ხელით ჩემს მკლავებს წაეტანა. - თუ გგონია, რომ დავიჯერებ ორას ევროდ, რომ შეიძინე, ძალიან ცდები, მაგრამ არც შენი ფული მჭირდება ამის გასაკეთებლად! - ხელი გაღიზიანებულმა გამიშვა და უკან მისროლა, ინერციით პორშეს მივენარცხე, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოწვია და მისკენ ისე მალე წავიწიე, რომ ვერც კი გაიაზრა, როგორ მიენარცხა ჩემი ხელის გული ჩემს ლოყას, თავი ოთხმოცდაათი გრადუსით გააბრუნა და პირი გაოცებისგან გააღო, მუშტი მალევე შეკრა და ყელზე ძარღვები დაეჭიმა, წარბები გაოცებულმა ავზიდე, ვიფიქრე დამარტყამდა და ორი ნაბიჯი უკან გადავდგი, თუმცა ჩემს უკან პორშეს კაპოტი, იყო, ამიტომ წასასვლელი არსად მქონდა.
-მომისმინე, ქუსლებზე შემდგარო ეშმაკო, ტყუილად გადამემტერე! - თითი სახესთან დამიქნია, თან ჩემი მოღეღილი მკერდისკენ თვალი გაექცა, სულ დამვიწყებოდა მანქანაში ჩემი მანტო და გარეთ სიცივე, იმდენად ვიყავი ემოციებში, მაგრამ მსიმა მზერამ ჩემში კმაყოფილება გამოწვია, თავად უნდა შეშინებოდა ჩემი!
-სახე ზევით მაქვს! - ცინიკურად ვუთხარი და დოინჯი წელზე შემოვირტყი.
-მიფრთხილდი! - ირონიულად გამიღიმა და მზერა სახეზე გადმოიტანა, მერე კი ემელს მოუარა და შიგნით ჩაჯდა, თვალის დახამხამებაში გაქრა ადგილიდან, კარგად მესმოდა მისი მანქანის ბღულის ხმა, თავი გაბრაზებულმა გადავაქნიე და ჩემი პორშესკენ წავედი, შიგნით ჩავჯექი და არანაკლებ ხმაურით გავაირე ქუჩა, მთავარ გზაზე გავედი და გაზს ფეხი დავაჭირე, შუქნიშნამდე სანამ მივიდოდი ყავა ვიყიდე და შუქნიშანთან მისული გავჩერდი, ყავა მოვსვი და ტელეფონი დასარეკად მოვიმარჯვე.

2

-ვერ დაიჯერებ ვინაა ჩვენი დამკვეთი! - კარი აღფრთოვანებულმა შემომიღო ლუკამ
-თუ, მეტყვი დავიჯერებ.
-მომზადე! - სკამი ხმაურით გამოსწია და შიგ კომფორტულად მოკალათდა, ტუჩებს აცმაცუნებდა, ამ დროს ფიქრებში სიტყვებს ალაგებდა, რა როგორ უნდა ეთქვა, ვიცოდი, რაიმე ისეთს მეტყოდა, რისი გაგებაც ან ძალიან გამახარებდა ან ძალიან დამთგრუნავდა.
-ლუკა! - უკმაყოფილომ მოვიხსენი სათვალე
-შენი, ყოფილი ქმარი! - ემოციებით არსავსემ წამოაყრანტალა.
-ბაქარი? - გაოცებულმა ვიკითხე.
-ხო, დუსი!
-არ მჯერა!
-რა დაჯერება უნდა, ვიღაც ბიზნესმენის შვილი მოჰყავს.
-ბაქარი რაღაცას ხლართავს! - საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ვთქვი და ფანქარი საფეთქელთან მივიდე.
-სხვა გზით ვერ ახერხებს შენს სიახლოვეს ყოფნას. - შავი დალალები სასაცილოდ დაეყარა წითელ ლოყაზე.
-ნეტა მისმა, მომავალმა ცოლმა თუ იცის ჩემს შესახებ? - დაეჭვებულმა უფრო ჩემს თავს ვკითხე და კარგად გავიხსენე ჩვენი ქორწინების პირველი ერთი, წელი, რომელიც მართლაც, რომ შეუდარებელი იყო, თუმცა ბაქარი იმდენად შეუფერებელი და სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა, რომ დროთაგანმავლობაში ერთმანეთი დავკარგეთ, უფროსწორად მან მე დამკარგა. ხუთი წლის უკან მეგობრის დაბადებისდღეზე გავიცანი, თავიდანვე მომეწონა, თუმცა არ შევიმჩნიე, ის ისეთი სერიოზული მომეჩვენა, რომ ვერც კი ვიფიქრებდი ასე, თუ შეიცვლებოდა, ამიტომ ჩვენი სამ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ მე ის ადამიანი არ მიყვარდა, დიდი ხვეწნის შემდეგ, ბოლოს მაინც წამოვედი მისგან, ბაქარი, თითქმის ყოველ დღესასწაულზე ჩემს კარის წინ იდგა რაიმე საჩუქრით ხელში და პატიებას მთხოვდა, თუმცა, მე მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი, ამიტომ ჩემი პასუხი ყოველთვის არა იყო!

-ეჭვიანობ? - ფიქრებიდან, მისმა ორაზროვანმა კითხვამ გამომიყვანა, წარსულში ჩაკარგულმა ვერც კი გავიაზრე ლუკას სიტყვები - დუსი! - სახესთან ხელი ამიქნია და გონს ასე მომიყვანა.
„ვეჭვიანობ? - თავად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, თუმცა ვგრძნობდი, რომ სადღაც, რომელიღაც უჯრედს ეწყინა,მაგრამ არა ისე, რომ ტრაგედია შემექმნა“
-არა!
-სამ საათზე მოვა ხარჯების შესადგენად.
-მის ქორწილს მე ვითავებ! - ჩაფიქრებულმა ვთქვი.
-ნება შენია, სამ საათზე ელოდე დამკვეთს! - არხეინად დატოვა ჩემი კაბინეტი, ისე, რომ სიცილს არ წყვეტდა, იცოდა, როგორ მიშლიდა ნერვებს, თუმცა მაინც არ ჩერდებოდა.
ლუკა პირველად ბაღიდან მახსოვს, გიშერივით შავი დალალები კისერზე ეყარა, ტირილით მოფუზული ტუჩები ერთიანად დასკდომოდა და ხელს გამუდმებით თვალის გარშემო ისტრიალებდა და ბოლო ხმაზე ჯღაოდა : „დედა მინდა“ მაშინ პირველად დასცინეს მასზე ერთი წლით უფროსმა გოგონებმა, რაზეც გაბრაზდი და სწორედ მაშინ ვიჩხუბე პირველად მის გამო, სკოლაშიც ერთ კლაში გვერდი-გვერდ ვისხედით, ლუკა არ გავდა სხვა ბიჭებს, რომლებიც იმ დროისთვის შავ ცხოვრებას ეწეოდა, პირიქით, ძალიან მოსწონდა ცხორვება ნათელ ფერებში, მისი ნახატები ყველა კლასის მერხზე იყო, ხშირად მიწევდა მის გამო სკოლაში ჩხუბი და ქაჯივით ჭიდაობდა, მე უფრო შემეძლო მსგავსი ქცევები ვიდრე მას, ის საკმაოდ ნაზი და სუსტი ადამიანი იყო, იმისათვის, რომ ვინმე ეცემა, მისი ხასიათები ისე ვიცოდი, როგორც საკუთარი, ვიცოდი, როდის რა უხაროდა ან რა სწყინდა, მასზე ისე ვზრუნავდი, როგორც უფროსი და რომელიც არასდროს ჰყავდა, სკოლის დასრულების შემდეგ ერთად ჩავაბარეთ უნივერსიტეტში და დავეუფლეთ ერთ პროფესიას, რის შემდეგაც მასთან ერთად ბიზნესი წამოვიწყე, რომელმაც ნამდვილად გაამართლა, არც კი ვიცი, მის გარეშე რაიმეს თუ შევძლებდი ან შევძლებ.
ბოლო წლებია, კლუბის აქტიური წევრი გახდა, რაც გულისხმობდა, მის ყოველდღიურ სიმთვრალეს, რომელიც ჭკუიდან მშლიდა, იმდენად მექალთანე ადამიანი, იყო, რომ მისი შესაფერისი გოგო ვერ მოიძებნა, ყოველ თვე სხვადასხვა ჰყავდა.

გონს თამუნას კაკუნმა მომიყვანა, მინის მიღმა გაღიმებული იდგა საბუთებით ხელში და ოთახში შემოსვლის ნებას მთხოვდა, თავი დავუქნიე და ვანიშნე შემოსულიყო, მამცნო, რომ სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ჩემი ახალი დამკვეთი ბაქარ ჩიტაური მომაკითხავდა, მართალია, თავადაც გაუკვირდა, ჩემი ყოფილი ქმრის ხსენება, სახეზე შევატყვე, როგორ შეეშინდა მისი სახელის წარმოთქმა, თუმცა ვანიშნე კარი გაეხურა და მაშინ შევეწუხებინე, როცა დამკვეთი მოვიდოდა.

არ გასულა ათი წუთი, რომ დავინახე მინის მიღმა ნაცნობი სხეული, ბაქარი ვერ ვიტყვი, რომ ტანადი და სექსუალური მამაკაცი იყო, თუმცა ჰქონდა თავისებური ხიბლი მის ჩამოსხმულ სხეულს, სიმაღლე არც თუ ისე დიდი ჰქონდა, მაღალ ქულებზე, რომ შევდგებოდი, მასზე ოდნავ მაღალი ვიყავი.
ბროლივით გამჭირვალე თვალები ჰქონდა, თმის უცხო ფერთან ერთად, არც შავი და არც ყავისფერი, რაღაც საუშალო, წარბები საკმარისსზე სქელი და ზევით აჭიმული, ღიმილისას მარჯვენა ლოყაზე ნაჩვრეტი უჩნდებოდა, რაც კარგი ჰქონდა ეს იყო მისი ქათქათა კბილები და სწორზე-სწორი თითები.
-შეიძლება? - მინის კარი ბოლომდე გააღო და ოთახში შემოვიდა.
ფეხზე ჩვეული მმზერით წამოვდექი, არც ვიღიმოდი და არც ვიბღვირებოდი.

-მატილდა დღითიდღე ლამაზდები! - ჩემს სხეულს თვალი ჩააყლო-ააყოლა და ტაში აღფრთოვანეულმა შემოკრა.
-გმადლობ.- კატეგორიულად გადავუხადე მადლობა, თან მის პიჯაკს დავაკვირდი, გუჩი იქნებოდა, არასდროს ჰქონია გემოვნება, ყოველთვის უბრალო სამოსით იმოსებოდა, თუნდაც ლილოში ეყიდა, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
„ალბათ საცოლემ უყიდა“ გავიფიქრე
-როგორც გაიგე, ცოლი მომყავს! - ხელები ერთმანეთში გაასავსავა და ჩემი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მდგარი სკამი გამოსწია, შიგნით უნებართვოდ ჩაჯდა და მაგიდაზე ნახევრად დამჯდრას ამომხედა.
-გავიგე.
-ხომ, იცი შენ ჩემი გემოვნება, აი სწორედ მასეთი ქორწილი მინდა!
-მაპატიე, დაკრძალვის ორგანიზატორი არ ვარ! - ტუჩები ვითომ ნაწყენმა ზევით ავზიდე და ფეხი-ფეხზე აქტიურად გადავიდე.
-რომ არ ვიცოდე შენი ხასიათი, ვიფიქრებდი კაცის ალერსი აკლია-მეთქი! - თავისსავე ხუმრობაზე თავადვე იცინოდა ათ წუთზე მეტ ხანს, ბოლოს ჩემი მზერის შემჩნევისას უხერხულად გაჩუმდა.
-მოკლედ, ჩემი საცოლე ზეგ მოვა, ახლა პარიზშია, რომელიღაც დიზაინერის ფეშენვიკზე, ამიტომ ვერ მოახერხა მოსვლა. - ამიხსნა, თან ვიგრძენი მის სიტყვებში, როგორ ცდილობდა ჩემს ნერვებზე თამაშს, კარგად მინცობდა, მაგრამ ის არ ჰქონდა გათვალისწინებული, რომ დაშორებიდან ორ წელიწადში შესაძლო იყო ჩემი ხასიათების შეცვლა.
-გასაგებია ბაქარ! - მაგიდიდან ჩამოვედი - მაგრამ მე მინდა კონკრეტული სურვილები, შეკვეთები და სია, რომელიც ადგენს სწორედ ხარჯებს. - ვუხსნიდი უკვე მეორედ, პირველად როცა ჩვენს ქორწილს ვიხდიდით, არ გვქონია გრანდიოზული წვეულება, თუმცა არც გავარდნილი.
-არ მოგენატრე? - მოშიშვლებულ ფეხიზ ზედა ნაწილს შეეხო, თან ხელი ჩექმამდე ჩააცურა.
-ბაქარ, საყვარელო! - ირნიული ღიმილით მოვიშორე მისი ხელი ჩემი ფეხიდან და ჩემს სავარძელში ჩავჯექი.
-მე ძალიან, მომენატრე, გამოგივლი ამ საღამოს, დარწმუნებული ვარ ჩემს შემდეგ მამაკაცი არ გყოლია! - თავის სიტყვებში დარწმუნებულმა თქვა, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემს დეკოლტეს, არადა არც ისეთი ამოღებული, იყო რომ დილას სულელი მეზობელი გადამერია და ახლა ჩემი ყოფილი ქმარი.
-ბაქარ, მოდი ძალები მოიკრიბე პირველი ღამისთვის, ასეთ გრანდიოზულ ქორწილს გიმართავ და შენ, რომ იმ ღამეს შეირცხვინო თავი, რაღა აზრი აქვს ქორწილს? - ცინიკური სიცილით გაჟღერდა ჩემი ხმა ოთახში.
-ყოველთვის მაქვს ძალები! -თვალის ჩაკვრით გაარხია სახე.
-არ იცოდე, მაინც, რომ ერთხელ ნახმარი სათამაშოთი აღარ ვთამაშობ!
-როგორი მწარე ხარ! - აუწითლდა ლოყები სიცილისგან - მე წავალ და ჩემს საცოლესთან ერთად მოვალ, თორემ ჩემით არაფერი გამომივა. - ფეხზე დამწუხრებული სახით წამოდგა და კარს მიუახლოვდა, რა თქმა უნდა სიის შესადგენად არ იყო, მოსული, უნდოდა დავეხარბებინე, თუმცა მიხაროდა კიდეც, რომ ჩემი სახლის წინ აღარასდროს დავინახავდი.

შესვენებაზე ოფისის მოპირდაპირე მხარეს, ჩაიხანაში გადავინაცვლე, ჩაის მივირთმევდი კრუასანთან ერთად, თან შანელის ახალ კოლექციას ვეცნობოდი ჟურნალში, ლუკა ყვავილების საყიდლად იყო წასული, როგორღაც გადავაფიქრებინე პატარძლის მაგიდაზე იების დაწყობა, დამკვეთის ქორწილი სულ რაღაც ორ დღეში მოდიოდა, ამიტომ იმაზე მეტი დრო სჭირდებოდა, მოსამზადებლად ვიდრე ეს სხვა დროს, გადატვირთული, ხან სანთლების შესარჩევად იყო მუშებთან ერთად წასული, ხანაც ყვავილების, მე რა მენაღვლებოდა, ჩემი ორი პროექტი აგვისტოს ბოლოს სრულდებოდა, კარგად ჰქონდა თადარიგი დაცული ორივე დამკვეთს, საკმაო დრო მქონდა, იმისათვის, რომ სწორედ ისეთი გამოსულიყო როგორც პატარძალს სურდა.
არხეინად ვფურცლავდი ჟურნალის სრიალა ფურცლებს და ყველა კუთხე კუნჭულს ვაკვირდებოდი, იმდნეად მიმიზიდა სიგამხდრისგან მხრებში მოხრილი გოგონას სხეულზე ასხმულმა საღამოს კაბამ, რომ აღტაცება ძლივს დავმალე, რაც არ უნდა ღირებულიყო, მაინც დაამშვენებდა ჩემს გარდირობს.

საღამო ხანს დაქანცულმა დავკეტე ოფისის მთავარი კარი და დარაჯს მივაბარე გასაღები, თან ღრმად დავამთქნარე და პორშეს ძებნა დავუწყე, სადგომის ბოლოში მხოლოდ ის იდგა, საათი ათს უჩვენებდა, ქუჩაში ისე მციოდა, რომ ქურქშიც კი შემოდიოდა სიცივე.
-ამ ზამთარში ასეთი მოკლე კაბის ჩაცმა, ვის გაუგონია?! - გავკიცხე საკუთარი თავი და პორშეს კარი გავაღე, შიგნით ჩავჯექი, თუ არა გამათბობელი ჩავრთე და ადგილს მოვწყდი, სახლისაკენ მიიჩქაროდა, გული, ერთი სული მქონდა, როდის მოვწესრიგდებოდი და დავწვებოდი დასაძინებლად.
მანქანის სადგომი, ისევ დაკავებული, რომ დამხვდა, ჩემს სადარბაზოსთან გაზს ფეხი დავადგი და ბოლომდე გავაჭერი, სადგომის ბოლოში, სწორედ იქ გავჩერდი, სადაც დილას კამათი, მომივიდა, თუმცა ამჯერად ემელი არ იდგა, არხეინად ჩავიცინე და პორშე იქ დავაყენე სადაც წუხელ ემელი იდგა.
უხმაუროდ დავხურე მანქანის კარი, მხრებზე სწრფად მოვისხი კრემისფერი ქურქი, რომელიც წინა წლის შემოდგომას ვიყიდე მილანში, ჩავიცვი, თუ არა არც დავფიქრებულვარ ისე ვიყიდე, ქურქები ჩემი სუსტი წერტილი, იყო სახლში ყველა ნაირი, ყველა ზომის, სიგრძის და სიგანის ქურქი მქონდა.
მაღალყელიანი „ჯიმი ჩუს“ ჩექმის ქულის წკაპუნის ხმა ყურში ზარივით ჩამესმოდა, დარჩენილ მოტიტვლებულ ფეხებზე კი ცივი ნიავი ისე მიბერავდა,მეგონა ლოლეობი ჩამომეკიდებოდა, მანქანას ხუთი მეტრის რადიუსსში გავცდი, თუ არა გავიგონე მანქანის მკვეთრი მოხვევის ხმა მოსახვევში, არც დააყოვნა, მაშინვე გამოჩნდა კორპუსისა და გზის გასაყარზე ემელმა, სიმღერები ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული და სიჩქარეს არ ანელებდა, მოულოდნელად ჩემს წინ ისე ჩაიქროლა, რომ წვიმისგან დარჩენილ ტლაპოში საბურავი ჩაკრა და ტურტლიანი ტალახი „ჯიმი ჩუსა“ და ქურქს შეესხა, გაოგნებული გავშეშდი ერთ ადგილას, როგორ ჩანს ვერ შევემჩნიე, უზრდელ ყმაწვილს, თუმცა ამაზე მეტად ის უფრო მაღელვებდა, რომ ჩემი საყვარელი კრემის ფერი ქურქი ახლა ტალახის კორიანტელი იყო, თმა ზურგზე გადავიყარე და მანქანისკენ შევბრუნდი, თუმცა მოულოდნელად უკუ სვლით წამოვიდა ემელი და ფეხებთან გამიჩერა, წამის მეასედში ჩამსოწია მინა და ალმაცერად ამათვალიერა.
-გადააყენე მანქანა! - მომეჩვენა, თუ მის ხმაში მბრძანებლობა ჭარბობდა?!
-ბატონო?! - ვიკითხე გაოცებულმა.
-გადააყენე შენი პორშე! - კბილებში გამოსრა და სათვალე მოკლედ შეჭრილ თმებში ასწია.
-რატომ? - გაკვირვებულმა ვიკითხე.
-იმიტომ, რომ ჩემი მანქანა უნდა დავაყენო! - მისი ტონი, იმდენად გამაღიზიანბელი და გამომწვევი, იყო, რომ სურვილი მკლავდა კიდევ ერთხელ მეთავაზა სილა.
-მომსიმინე თავხედო! - გულარილმა წამოვიწყე - შენ გესმის ახლა, „ჯიმი ჩუს“ ხელნაკეთი ჩექმა, რომ ტალახში ამომითხვარე, ტარება ვინ გასწავლა? აქეთ-იქით იყურე, ქინებ ვინმე სადმე დგას, უზრდელო, გაუზრდელო!
-ჯიმი ვინ? - შევამჩნიე, როგორ დამცინა, აგდებული მზერით გადახედა ჩემს ჩექმას და ისევ ზევით ამომხედა.
-„ჯიმი ჩუ!“ - გაღიზიანებულმა ვუღრიალე.
-გამოიყვანე შენი ბებერი პორშე იქიდან, თორემ სულ დუბინკით დაგილეწავ! - უსირცხვილოდ დამემუქრა და მინა ასწია. ვის გაუბედა? - ვკითხე გონებაში საკუთარ თავს და გვერდზე გავიხედ-გამოვიხედე, თან ბებერი-ო! ტვინში ამასხა სისხლმა და ერთიანად ტალახიანი ჩემი სადარბაზოსკენ დავიძარი.
ორმეტრზე მეტი არ მქონდა, გავლილი, რომ უეცრად წამომეწია და გზა გადამიფერხა.
-მიბრუნდი და გადააყენე! - მანქანიდან წამის მეასედში ჩამოვიდა და ჩემს წინ აღმოჩნდა, ზემოდან ეშმაკის თვალებით დამჩერებოდა და თვალებს აბრიალებდა, შიგნიდან, როგორ არ მეშინოდა, მაგრამ გარედან არც არაფერი არ მეტყობოდა უშიშრად ვიდექი ჩემს საქაღალდესთან ერთად და დათხვრილ ქურქს შიგადაშიგ ხელს ვუსვამდი.
-მოქალაქევ, ექიმთან თუ ყოფილხართ? - ვკითხე სრული სერიოზულობით - წამლის დალევა დაგაგვიანდათ და ამიტომ ანერვიულდით, თუ გიჟობის საათები დაგეწყოთ?! - გაღიზიანებულმა მივახალე, ის კი შემსკენ წამოიწია, მხოლოდ ოცი სანტიმეტრი თუ მაშორებდა მის სხეულს, რაც უფრო მაშინებდა, ფეხები ერთმანეთში მეხლართებოდა და უკან ფეხს ვერაფრით ვდგამდი.
-მიბრუნდი და შენი, ნებით გადააყენე მანქანა! - მანტოს ღილები თამამად გაიხსნა, ისე, თითქოს საცემად ხელების კომფორტულად გაშლას აპირებდაო, თუმცა შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ზემოდან დამაკვირდა საღეჭი რეზინის ღლაჭუნით.
-რომ არ მივბრუნდე? - დოინჯი გააქტიურებულად შემოვირტყი ჭუჭყიან ქურქზე
-მიგაბრუნებ!
-გაბედე!
-ახლავე! - ჭკუამ არ დაუშალა, ისე წამავლო მკლავში ხელი და ჩემი პორშისკენ კი არ წამიყვანა, წამაფორთხიალა.
მანქანასთან, როგორც კი მიმიყვანა ხელი მიშვა და იგივე პოზაში დადგა, თუმცა დილისგან შედარებით ამ ჯერად კარგად გაიაზრა ჩემი შემოქნეული ხელის მტევანი, როგორ მიენარცხა მის სიცივისგან აწითლებულ ლოყას.
-პოლიციაში ვრეკავ! - მივხვდი, რომ გაუსაძლისად გავაბრაზე და მობიულრში 112-ი ავკრიბე.

3

-თქვენი სახელი? - ფორმაში გამოწყობილმა პოლიციის თანამშრომლემა ჯერ მე ამათვალიერა ალმაცერად, მერე კი ჩემს გვერდით მდგომი “ავადმყოფი”.
-მატილდა!
-გვარი? - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა ოფიცერმა.
-მელუა. - ვთქვი, ისე, რომ ზედაც არ შემიხედავს გვერდზე მდგომისთვის.
-ასაკი?
-ოცდარვა! - კბილებში გამოვცრაარი.
-გინდათ საჩივრის შეტანა? - მკითხა მთქნარებით.
-რა თქმა უნდა! - ისე შევიცხადე, გეგონება გარაუდლი ყოფილიყოს განაცხადის არ შეტენა.
-კარგი, ახალგაზრდავ თქვენი სახელი, გვარი, ძალიან გთხოვთ ნუ მალოდინებთ ქალბატონი მატილდასავით. - ირნიულად გაიღრიჭა თან იდაყვით მანქანას დაეყრდნო.
-ჰმ, ადამ ლეშკაშელი, ოცდაათი წლის. - ისე თქვა, ჯიბეებიდან ხელები არც ამოუღია, ცინიკური სახით გვაკვირდებოდა ორივეს და საღეჭ რეზინს ააღლაჭუნებდა.
- აღრიცხვაზე აგიყვანთ, მოქალაქე, მელუას ათი მეტრის რადიუსში არ უნდა მიაუხლოვდეთ, გასაგებია? - მკაცრი ხმით მიუბრუნდა მამაკაცს და ფურცელი ხელში მიაჩეჩა.
- ათი მეტრი? - სიცილით თქვა თან საბუთს დახედა. - ნახვამდის! - ზურგი გვაქცია, ორივეს და ემელს მიუახლოვდა. – „ქუსლებზე შემდგარო ეშმაკო“ - მოულოდნელად შეჩერდა და საჩვენებელი თითი სიმწრით აიქნია ჰაერში. - მანქანა გადააყენე! - გაისმა მისი მკაცრი ხმა, რამაც ერთიანად ამაღელვა და პოლიციელს გავხედე საშველად.
-ვერ გაიგეთ, რა გითხარით? - ოფიცერმა ქუდი ოდნავ ზევით ასწია და მხრებში გასწორდა, ადამი უბნიდან ისე გაუჩინარდა დამწვარი საბურავების სუნი დატოვა.

სახლის კარი კმაყოფილმა, თუმცა დაღლილმა შევაღე, მაშინვე ტელეფონს ჩამოვეკიდე და ლუკას ვუამბე სიტყვა-სიტყვით, ვიცოდი, რომ საღამოობით სხვადასხვა რამით იყო დაკავებული ჩემი ძვირფასი მეგობარი, მაგრამ მე მაინც ვურეკავდი ყოველთვის, როცა მჭირდებოდა მასთან საუბარი.

ორ საათამდე პორეკტს ვადგენდი, ვფიქრობდი სად უნდა მეპოვნა ისეთი გრანდიოზული დარბაზი, როგორიც ჩემს დამკვეთს სურდა, თუმცა მე რის მატილდა ვიქნებოდი, რომ არ მეპოვა, თავში ერთმა აზრმა გამიელვა, რომელსაც ხვალ აუცილებლად გავაცნობდი ჩემს დამკვეთ თათიას.

სამის ნახევრისთვის მოვშორდი ჩემს სამუშაო მაგიდას და საძინებლისკენ წავედი.

დილას თავი ისე მძიმედ ავსწიე, მეგონა ნაბახუსევზე ვიყავი, მაგრამ ფაქტი იყო, წუხელ არ მქონდა დაელოული, ცხირი აგურივით მძიმე, რომ მქონდა, მივხვდი - გავცივდი!
წასვლის თავი არ მქონდა სამსახურში, საწოლიდანაც კი ვერ ვდგებოდი, ტუმბოდან ტელეფონი ხელში ავიღე და მეგობარს დავურეკე.

-დღეს ვერ მოვალ, გაუმკლავდები, მარტო ამდენ საქმეს? - ჩემი ხმა, მეც კი ვერ ვიცანი, ისე მქონდა შეცვლილი გაციებისაგან.

-ხოხ! - შეწუხებულმა შესძახა ყურმილში. - კი დუსი, დალიე ჩაი და გამოჯანმრთელდი, საშინელი ხმა გაქვს.
-სულ ასე, რატომ იცი! - ცხვირის მოსახოცად ხელსახოცის შეკვრა მუცელზე დავიდე და ხმაურით მოვიხოცე ცხვირი.
-ფუუუ, დუსი! - ზიზღით ჩამყვირა ყურში - წავედი, თორემ დილიდანვე ნერვებს მომიშლი! - ყურმილი ისე გამითიშა ჩემი პასუხი არ მოისმინა.
საწოლში ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიკოტრიალე, მივხვდი, რომ საწოლში უაზროდ წოლა, ჩემი საქმე არ იყო, არ დავნებდი გაციებას და ისე წამოვდექი ფეხზე ვითომც არაფერიო.
დილას ერთი საათით ადრე ვიღვიძებდი, რომ სათანადოდ მოწესრიგებული მივსულიყავი სამსახურში, ხშირი ყოფილა, შემთხვევა, რომ მაღვიძარას არ დაურეკავს და დაგვიანებით ავმდგარვარ ფეხზე, მაგრამ მაინც ვემზადებოდი, ისე რომ სამსახურში წასვლა არ მეთაკილებოდა.
დღესაც მიწევდა დაგვიანება, რაც იმას ნიშნავდა, რომ დრო ძალიან ცოტა მქონდა, ამიტომ ორმოც წუთში ჩავიცვი თეთრი ავანგარდული პერანგი ლურჯ მოკლე ქურქთან ერთად, შავი კლასიკური სწორი და დავარდნილი შარვალი მაღალ ქუსლიან შავ ფეხსაცმელთან ერთად, თმები ცხენის კუდივით დავიყარე ზურგზე და ელვისებური სისწრაფით გავედი სადარბაზოდან, რადგან მეჩქარებოდა, ათ საათზე სწორედ ის პატარძალი უნდა მოსულიყო, ვის საქორწინო დარბაზს ვეძებდი. ლუკასთვის არ დამირეკავს, ვიფიქრე სიურპრიზს მოვუწყობ ჩემი მისვლით-მეთქი.

ისე გავიარე ორასი მეტრი ჩემი სადარბაზოდან პორშემდე მისასვლეად, ვერც კი გავიგე, მაგრამ მანქანას, რომ მივუახლოვდი, პირი გაოცებისაგან ღია დამრჩა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ხელიდან ჩანთა გამივარდა, მადლობა ღმერთს მხარზე მქონდა გდაკიდული, თორემ ვერ გადავიტანდი შანელის ჩანთის ძირს ტლაპოში დაცემას.
ჩემი პორშეს უკან ჰორიზონტალურად ეყენა ემელი,რაც იმას ნიშნავდა, რომ წასასვლელი არსად მქონდა, წინ მაღალი ბორდიუი იყო, გვერდი-გვერდ კი მანქანები ეყენა, ჩემი პორშეს უკან კი ემელი.
გაოგნებული მივბრუნდი კორპუსისკენ იქნებ, საიდანმე გამოდის-მეთქი, მაგრამ არ ჩანდა, თვალი მაშინ მოვკარი მეთოთხმეტე სართულზე ფარდა რომ გადასწია, ხელში ჭიქა ეჭირა და ირონიულად იღიმოდა, წელს ზემოთ სულ შიშველი იყო, ვიმედოვნებდი, რომ ამის დანახვისას უარესად არ დავაჭყიტავდი თვალებს.
ჩემი მზერის დაჭერისას, მაშინვე ირნოულად ჩაიღიმა, თვალი ჩამიკრა და ფარდა გადასწია. რაც კარგი მქონდა ეს იყო - კარგი ხედვა!

„მიყურე შენ!“ ჩავიბუტბუტე ჩემთვის და ხმაურით ჩავიარე სადარბაზოსთან მისასვლელი გზა, ლიფტის ღილაკს ისე მივარტყი ხელი, რომ შიგნით შევარდა, რამაც უარესად ამაფორიქა და შეშინებულმა ფეხით ავიარე ხუთი სართული, მერე კი დავნებდი შიშს და ლიფტს ავყევი ბოლო სართულამდე.
კარზე ზარის ცემასავით დავაკაკუნე არა - დავაბრახუნე!

-ვინ არის? - იკითხა ხრიწიანი ხმით.
ხმა არ გავეცი, თუმცა საპასუხოდ უარესად დავაბრახუნე.
-სახლში არ ვართ! - მიპასუხა სერიოზული ხმით, იმდენად ვიყავი აფორიაქებული, მისი სიტყვები დავიჯერე და წასასვლელად მოვემზადე, მაგრამ მოულედნად მოვბრუნდი გამწარებული, მესმოდა, როგორ ხარხარებდა, მაშინვე ხელი ავაფარე ჭუჭრუტანას, საიდანაც სავარაუდოდ მიყურებდა.
-ისევ პოლიციაში დავრეკავ! - დავემუქრე თავხედს.
-სახლში შენ მივარდები! - მიყვირა და ისევ ჩაიხითხითა, ტირილით მივეკარი მის კარს და ფეხები მივარტყი, მან კი დრო იხელთა და წამის მეასდში გამოაღო კარი, მე კი ჰოპ - იატაკზე ავღმოშნდი, მის ფეხებთან.
დაახლოებით ათი წუთი ჩამესმოდა მისი სიცილი ზემოდან, ხელში შავი ჭიქა ეჭირა, შიშველ მუცელზე სიცილისგან ხელს იჭერდა და იგუდებოდა, მე კი თავიც არ მქონდა ავმდგარიყავი.

-დიდხანს უნდა იგორაო? - სიცილნარევი ხმით მკითხა და ზემოდან დამხედა, ბოლოს მეც მობეზრდა და ფეხზე სწრაფად წამოვხტი, კარს ჩავსწვდი გასასვლელად, თუმცა, კარი ცხვირწინ მიმიჯახუნა და გასაღებით გადაკეტა.
ნერწყვი ძლივს გადავაგორე სასულეში და უკვე სერიოზულად შეშინებულმა გადავხედე ყმაწვილს, ჩემს მახეში თავადვე გავები!
გასაღები შარვლის ჯიბეში ჩაიგდო და არხეინად შევიდა მისაღებში.
-მოიცა! - უკან ფეხსაცმლის კაკუნით გავეკიდე.
-ტელეფონი მომეცი! - ჭიქა შუშის მაგიდაზე დადგა და ჩემსკენ მობრუნდა, ხელიდან გამომგლიჯა მობილური და ჯიბეში ჩაიგდო. - დღეს ჩემი სტუმარი ხარ! - ისე ცუდად ჩამესმა მისი ხმა, ერთიანად დამაირა ტაომ სხეულში.
-შენი ნერვები არ მაქვს, დამიბრუნე ტელეფონი და კარი გამიღე! - მისკენ წავედი და ფეხები განზე დავდგი, წელზე დოინჯი შემოვირტყი, თან მკაცრად გადავხედე.
-ეგ ფეხსაცმელი გაიხადე, ტვინში მიკაკუნებს! - ყავა ისეთი სახით მოსვა, თითქოს ჩემი სიტყვები არც კი გაეგონოსო.
-შენ ვერ გაიგე რა გითხარი?!
-შენით გაიხდი, თუ მე გაგხადო? - თვალებით ჩემს ფეხსაცმელზე მანიშნა, მაშინვე ფეხიდან გავიძრე საკმაოდ ძვირად ღირებული ფეხსაცმელი, რომელიც დაბადების დღეზე მაჩუქა ლუკამ, მაგრამ წამითაც არ დამნანებია, ისე ვესროლე ჯერ ერთი და მეორე მეორე,
ერთი - პირდაპირ მუცელში მოხვდა,მაგრამ ქუსლი საპირისპირო მხარეს იყო.
მეორე -კი სახეში მოხვდა, შევატყვე როგორ აელეწა მზერა.
მივხვდი, დრო იყო კარი თავით გამენგრია და მაინც გავსულიყავი, თორემ მეორე მსოფლიო ომი მონაგონი იქნებოდა, რომ აფეთქებულიყო, კარში გასული არ ვიყავი ისე წამომეწია და პერანგის საყელოში უკნიდან მწვდა, ზედ დაკიდული შავი ნაჭერი, რომელიც პერანგს მეტ სიალამაზეს სძენდა ისე დაენარცხა ძირს გული თან გაყვა, თავისკენ ასე მხეცურად მიმაბრუნა და კბილების ჭრიალით დაიწყო.
-იმ საფრთხობელას გავხარ, ბებიაჩემი ყვავების დასაფრთხობად ვენახში, რომ დგამს! - კბილებში სიმწრით გამოსცრა.
მივხვდი, ამაზე უარესის თქმა, რომ უნდოდა, თუმცა ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.
-მომესმა? - უფრო საკუთარ თავს ვკითხე და სიმწრით ჩამეღიმა.
-გაცილებით ლამაზი იქნები, ამ შუბების, ძონძების და მსგავსი რაღაცეების გარეშე- შეჩერდა ორ წამიანი პაუზა გააკეთა და გააგრძელა - ანუ შიშველი! - თვალი ჩამიკრა, თან ქურქი მხრებიდან მომხსნა და სავარძელზე ისროლა
-შე, იდიოტო! - ვუღრიალე, თან ქურქი უაკნ დავიბრუნე- ჯერ ერთი, შუბა კი არა - ქურქი!
-ერთი, ჩორტია! - ხელი ჩაიქნია და ხელიდან გამომგლიჯა ისევ.
-მიდი გაიხადე! - სხეულით მაგიდას მიეყრდნო და უკანალზე ხელი შემომცხო, ინსტინქტურად უკან მივბრუნდი და უკვე მესამედ ვუთავაზე სახეში სილა.
-ვინ გგონივარ შენ მე?! - ვკითხე ღრიალით და უკან დავიხიე.
-მიწვევ! - თითი დამიქნია, თან გვერდით გადახრილი ყბა ხელით გაისწორა.

4

-როდის გამიშვებ კი, მაგრამ? - თვალების ბრიალით ვკითხე ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილ ადამს და თავი სავარძელზე გადავდე.

-ჯერ, ვფიქრობ, როგორ დაგსაჯო!

-უკვე საღამოს ექვსი საათია, დიდიხანია დამაგვიანდა სამსახურში, სულ მალე ჩემი მეგობარი მოვა, სახლში, რომ არ მიხილავს მაშინვე პოლიციაში დარეკავს, და შენი აზრით პოლიცია სად მოვა? - ვკითხე ირონიული ხმით და ფეხი-ფეხზე ამაყად გადავიდე.

-მოვიდნენ! - ვითომც არაფერი, ისე მითხრა და ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა.

-ავადმყოფი ხარ?

დააიგნორა ჩემი ნათქვამი და ცოტახანში ჩაფიქრებულმა წამოიწყო საუბარი.

-მოკლედ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე - მისი ხმა ზარივით გაისმა ოთახში - ჩემს მანქანის სიახლოვს და მითუმეტეს ჩემს ადგილას არ გააჩერებ მანქანას! - მეგონა უარეს რამეს მოიფიქრებდა.

-კარგი, კარი გააღე! - ფეხზე გამარჯვებული ღიმილით წამოვდექი, ჯერ კიდევ არ მიცნობდა, სწორედ მის ადგილას დავაყენებდი მანქანას!

-იცოდე, თუ კიდევ დავინახავ შენს პორშეს...

-რას იზამ?! - გავაწყვეტინე სიტყვა ჰაერში დიონჯ შემორტყმულმა

გააზრებაც ვერ მოვასწარი, უეცრად ჩემს წელს ხელებით ჩააფრინდა და კედელზე მთელი სიმწრით მიმახეთქა, პერანგის ქვეშ ხელი შეაცურა და მუცელზე თითები მაგრად მომიჭირა, ვგრძნობდი, როგორ მივლიდა ტანში ჟრუანტელი, მაგრამ ასევე ვგრძნობდი, როგორ მტკიოდა ძვლები, ყურთან ტუჩები მომიტანა და ხრიწიანი ხმით მიჩურჩულა.

-გადაგასახლებ!

ამის თქმიასას თვალები მიმელულა, მაგრამ გონს მოვეგე მისი ჩაცინებისას და მთელი სიმწრით ისევ ვუთავაზე სილა, კართან სწრაფი ნაბიჯებით მივედი და სახელურს დავეკიდე, თან ვლოცულობდი, საპასუხოდ არაფერი ექნა. ბოლოს მომიახლოვდა და უხეშად მკრა ხელი, გასაღები საკეტს მოარგო და ორჯერ გადაატრიალა, რკინის მაღალი კარი, როგორც კი ღია დავიანხე, მაშინვე სწრაფი ნაბიჯებით გავვარდი გარეთ და ქურქი შევისწორე.

-ტელეფონს მე მიტოვებ? - ლიფტში შესვლას ვაპირებდი, რომ ჩემი მობილური მაღლა ასწია, უკმაყოფილო სახით მივბრუნდი, ხელი წავავლე მობილურს და ჩემსკენ გამოვქაჩე, თუმცა არ მაძლევდა, ხელს უჭერდა და ირონიულად მიღიმოდა, ბოლოს ხელი უშვა და ინერციით უკან წავედი, ხელი კედლისთვის, რომ არ მომეკიდა, ისევ წავიქეცოდი მის თვალწინ, გაბრაზებული შევედი ლიფტში და გულში ათასი სალანძღავი სიტყვა ვთქვი მისი მისამართით, პირველი სართულის ღილაკისთვის უნდა მიმეჭირა თითი, მაგრამ მალევე გამოვედი გარეთ, ვაჟბატონი კარს ხურავდა, რომ დამინახა კარი ისევ გააღო და თვალებით მანიშნა, რა მინდოდა.
-მანქანა გადააყენე, უნდა გავიდე. - მშვიდი აუღელვებელი ხმით ვუთხარი, თან მის აწეულ წარბს დავაკვირდი.

-სად მიდიხარ, უკვე ექვსი საათია?! - მკითხა სიცილით.

-ეს უკვე ჩემი საქმეა, შენ მხოლოდ მანქანის გადაადგილებას გთხოვ!

-დამელოდე! - კარი არც დაუხურავს ისე შებრუნდა და ზემოდან სვიტერი გადაიცვა, ჩემთან ერთად ჩავიდა ეზოში და მანქანა უპრობლემოდ გადააყენა, უფრო სწორად „თავის ადგილას“ დააბრუნა.
ელვისებური სისწრაფით გავაჭერი მთავარ გზაზე, თან ჩანთიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე და გავუკიდე, ისე ვნერვიულობდი, რომ რაიმე დამამშვიდებელი მჭირდებოდა, ამიტომ ლუკას სახლის გზას დავადექი, არც გამიფრთხილებია ისე მივდიოდი, ვიცოდი, სახლში ვიღაც ეყოლებოდა, თუმცა აარ მაინტერესებდა.

***

-შოკში ვარ! - პირზე ხელი აიფრა მეგობარმა, თან ვატყობდი, როგორ ეცინებოდა ტუჩის კუთხეში.

-რა არის სასაცილო?!

-ვერ წარმოვიდგენდი, შენ ვინმე კაცი, თუ შეგაშინებდა!

-არ შეუშინებივარ! - მკაცრად ვუყვირე, თან ვისკის ჭიქა პირთან მივიტანე.

-არ გიცნობდე მაინც.

-ლუკა, არ მეცინება-მეთქი! - ისევ ვუყვირე. - შენ, ხომ იცი ასე არ დავნებდები, გავაგიჟებ, ეგ ჯერ კიდევ არ მიცნობს!

-მოდი ახლა დაიძინე და ხვალ გადავწყვიტოთ რა ვუქნათ, ადამ... - დაფიქრებულმა მოიქავა საფეთქელთან - რა თთქვი რა გვარიაო?

-ლეშკაშელი!

-აჰა, გვერიც ზეპირად ახსოვს! - სიცილი ვეღარ შეიკავა და გულიანად ახარხარდა.

-ლუკააა! - ღრიალით ვესროლე თავში ფუმფულა ბალიში

-დაწექი, ახლა შენ დაიძინე, ჩემს ოთახს გითმობ! - ფეხზე წამომაყენა

-შენ მიდიხარ სადმე? - ვკითხე ნახვერად თვალდახუჭულმა

-კლუბში გავალ, მხოლოდ ორი საათით! - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა

-თან წამიყვანე! - ჯიუტად გავჩერდი შუა ოთახში და დოინჯი შემოვირტყი წელზე.

-არა, შენ დაწვები და დაიძინებ!

-ლუკა ქურდაძე! - გაბრაზებულმა ვუბრიალე თვალები.

-არა მატი, არ წაგიყვან! - არიშლიდა თავისას.

-რატომ? - ვკითხე ლამის ტირილით.

-ჯერ ერთი - სიცხე გაქვს, მერე მეორე - გამოძინება გჭირდება. - მითხრა ღიმილით და მოტყუებით ეცადა ჩემს ოთახში შეყვანას.

-კარგი, შენ თუ არ წამიყვან, ჩემით წავალ სხვა კლუბში! - მკლავი ხელიდან გამოვგლიჯე და კარისკენ დავიძარი.

-კარგი ხო! - წამომეწია მისი სიტყვები კარში გასულს და მაშინვე უკან შევბრუნდი.

-აფერისტო! - თვალების ბრიალით მოიმარჯვა ხელში მობილური - ჩემი მანქანა აქ დატოვე, აქ მოგიყვან, ჩემთან დარჩი და დილას წახვალ შენი მანქანით.

-კარგი, მაგრამ ჯერ ჩემთან გავიაროთ, ჩავიცვა წესიერად.

-აუ სანამ შენ ჩაიცვამ! - შუბლზე ხელი ფრთხილად მიირტყა და მკლავზე ხელი გამომსდო.

-მაინც, ჯერ ჩემი სახლი არ უნდა გავიაროთ?! - გადავხედე გაბრაზებულმა და კარში გავედით.
-იცოდე, 15 წუთში მზად თუ არ იქნები, დაგტოვებ სახლში. - თითის ქნევით დამემუქრა, თან ხელი პირველი სართულის ღილაკს მიაჭირა.

რატომღაც ლუკამ მანქანაში ლოდინი ამჯობინა, ჩემი სადარბაზოსწინ გააჩერა მანქანა და სანამ ჩამოვიდოდი იქამდე მანქანაზე მიყრდნობილი მელოდა.
გარდირობიდან ჩემი უსაყვარლესი კაბა ჩამოვიღე, განსხვავებული და ძვირადღირებულიანი კაბა იყო, გულმკერდზე ზოლად ჰქონდა ამოჭრილი, ყელში მობჯენილი და მკლავები გრძელი და კარგად გაშლილი, წელზე მომდგარი და ბოლოში გაშლილი, თუმცა ისეთი მოკლე იყო, ოდნავ დატრიალებდა და ყველაფერი ჩანდა, თუმცა რა მქონდა დასაკარგი, კლუბში ბნელოდა და არც არაფერი გამოჩნდებოდა და თუ გამოჩნდებოდა, არც ეგ იქნებოდა საშიშროება.
თმა ცხენის კუდივით შევიკარი და ჩანთაში ჩავაგდე კოსმეტიკის პატარა ჩანთა, გზაში გავიკეთებდი, მაკიაჟს, თორემ ლუკა არ დამელოდებოდა.
ზემოდან ჩემი ფერებში გაწყობილი ავანგარდული ქურქი ჩავიცვი, ფეხზე მაღალქუსლიანი ლაბუტენები მოვირგე და ქუჩაში გავედი, ჯერ არც ისე გვიან იყო, თორმეტს უჩვენებდა საათი, თუმცა მაინც იყვნენ ეზოში, რამოდენიმე ახალგაზრდა, ჩემს დანახვისას ვიგრძენი, როგორ მომაპყრეს მზერა, იქამდე მიყურებდნენ სანამ მანქანასთან არ მივედი.
-დროზე ჩაჯექი, მანქანაში, რატომღაც მგონია ეს სამი ყმაწვილი სადღაც გადაგათრევს! - კბილებში სიცილით გამოსცრა და ჩემს შიშველ ფეხებს დახედა. - სერიოზულად გაუბრაზებიხარ იმ ლეშკაშელს თუ ვინცაა! - სიცილით გამიღო აუდის კარი და შიგნით ჩაჯდომა მანიშნა, თუმცა ორივეს ყურადღება უბანში შემოსულმა შავმა ემელმა მიიქცია, თვალებით ვანიშნე ისაა-მეთქი, რომ მოულოდნელად ჩაგვიარა და თითქოს დრო გაჩერდაო, ისე კარგად დავიჭირე მისი მზერა, არ მელოდა იქ, გაოცებულმა ამათვალიერა და წამის მეასედში დრო ისევ ამუშავდა და გამეცალა, მაგრამ ვხედავდი სარკიდან, როგორ იყურებოდა, მერე, კი შიგნით ჩავჯექი კმაყოფილი.
-მგონი შენს გამო ისევ ვიცემები. - თავი სიმწრის სიცილით გადააქნია ლუკამ და საჭეს მიუჯდა.
- ნუ მახსენებ! - გაბრაზებულმა ვუთხარი, თან კარგად გავიხსენე, როგორ სცემა პირველად ბაქარიმ, ჩემი შეყვარებული ეგონა და კარგად შეალამაზა, ბოლოს რომ გაიგო ვინც იყო, ჯერ მე მიხადა ბოდიშები, მერე კი ლუკას.

***

კლუბში შესვლითანავე, ვიგრძენი აუარებელი სასმლის სუნი, ხმამაღალი სიმღერის ხმა და სიგარეტის ბოლი, რომელიც ფილტვებში ჩამდიოდა, უკან მივყვებოდი ლუკას და ვცდილობდი არ დავკარგულიყავი.
კლუბის რბილ სავარძელზე ადგილი დავიკავე, როგორც კი ლუკამ ჩვენს საერთო მეგობრებთან მიმიყვანა, დიდი ხანი იყო, რაც არ მყავდნენ ნანახი, სამსახურის გადამკიდე, მხოლოდ ლუკას თუ ვხედავდი, კლუბში მხოლოდ მაშინ დავდიოდი, როცა ბაქარს დავშორდი, მალევე დავანებე სიარულს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დავიწყე ცხოვრება, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეგობრებს იშვიათად ვხედავდი ხოლმე.
-მატი, დაუბრუნდი ძველ ცხოვრებას?! - სიცილით გადამკოცნა თომამ

-ჯერ-ჯერობით ერთი დღით!

-ანუ დღეს დალევ! - სიცილით გამომიწოდა არყის ჭიქა თათიამ და თომას მხარზე თავი მიადო.

-დალევს! - ლუკამ მხარი მკრა და მანიშნა დამელია.

მეც მოვიყუდე პატარა ჭიქა და ერთიანად გადავკარი, ეგრევე გამიცხელდა გულმკერდი, იმდენად მწარე დასალევი, იყო, რომ ლიმნის ნაჭერი ეგრევე პირისკენ გავიქანე და სახე დავჯღანე.

-ვეელქამ თუ ქლაბ! - ხმამაღლა იყვირა თომამ და თავადაც გადაკრა არაყი. მის ნათქვამზე სამივეს გაგვეცინა.

ერთ ჭიქას დაახლოებით თხუტმეტამდე არყის პატარა ჭიქა მიჰყვა, რამაც ჩემი გონება არია და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
თამამად ვცეკვავდი კლუბის შუა გულში და საერთოდ არ მაინტერესებდა გარშემომყოფები, აქტიურად ვყვებოდი მუსიკის რიტმებს და ვაიგნორებდი მამაკაცებს, რომელბსაც ჩემთან ცეკვა სურდათ, ათჯერ მაინც ვუთხარი უარი ჩემს წინ მდგარ შავ თმიან მამაკაცს, რომელიც დაჟინებული მიყურებდა.
ჩემს მეგობრებს კლუბის კუთხეში მდგარ მაგიდასთან ვხედავდი, ისინი ისევ სვამდნენ, მართალია სიბნელის გამო მიჭირდა, ხშირად მათი სახეების დანახვა, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ ისინი იქ იყვნენ და სვხებში არ მეშლებოდნენ, თუმცა ზუსტად ვიცოდი, ლუკას არ დავავიწყდებოდი და უჩემოდ არ წავიდოდა.

ხელი თმაში შევიცურე, რეზინს ხელი მოვკიდე და კულულა თმები ზურგზე დავიყარე, მშვიდ მუსიკაზე თმები ჰაეროვნად გავარხიე და ვიგრძენი, როგორ შემეხო უკინდან ვიღაც წელზე მომჭიდა ხელები , თან თავის სხეულზე ამიკრა და უკინდან შემოაცურა სახე ჩემს ყელში, თმის სურნელი ხარბად შეისუნთქა და ჩემთან ერთად აჰყვა მუისიკის რიტმებს, არ გავბრუნებულვარ უკან, იმდნეად მესიამოვნა უცხო სხეულის შეხება, რომ ტანში ტაომ დამაყარა და ძნელად ამოვუსნთქე, თვალები მივულულე და წარმოვიდგინე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თავში მხოლოდ ჩემი რეგვენი მეზობელი მიტივტივებდა, მის გახსენებისას უნებლიედ ჩაემეცინა და გავიხსენე გაცნობის დღიდან ყველა მომენტი, როგორ შევეჩეხე ლიფტში, როგორ ვუთავაზე პირველად სილა, კადრივით ჩამიარა მოგონებებმა.
გონს მოსული სიმღერის დასრულებისას წამსვე დავუფრთხი ხელიდან და უკან შევბრუნდი, სიბნელეში ძლივს გავარკვიე მისი ნაკვთები, როგორც, კი ამოვიცანი ოფლმა დამასხა და ისევ მთელი სიმწრით მოვუქნიე ხელი, თვალებში მიბნელდებოდა, მაგრამ მის სახეს მაინც ვცნობდი, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მოვბრუნდი, სანამ თვალს მოვეფარებოდი დავინახე როგორ ჩაეღიმა და თვალი ჩამიკრა, ტანში დამაჟრიალა და ლუკას გვერდით მივესვენე.

-წავედით სასწრაფოდ აქედან! - ყურთან ვუჩურჩულე თან დავინახე, როგორ იყურებოდა ჩვენსკენ, აფორიაქეუბულმა ლუკას წელს ხელი მოვხვიე და ზედ ავეკარი, რას ვაკეთებდი? ნუ, თუ მის ეჭვიანობას ვცდილობდი? ხელი მაინც არ გამიშვია, ზემოდან გაკვირვებულმა დამხედა ლუკამ და ჩემს მზერას გააყოლა თვალი.
-გასაგებია! - ჩუმად ჩაიდუდღუნა და ფეხზე წამომაყენა. - შენი პრინცი აი თურმე, რატომ მოგვყვებოდა უკან, თავის შავი ემელით! - ყურთან გახალისებულმა მიჩურჩულა და წელზე ხელი მომხვია.

-მოგვყვებოდა? - გაოცებული დავუსხლტი ხელიდან და ვიკითხე, თანმხობის ნიშნად თავი დამიქნია და გაეცინა. - როგორ გაბედა?! - გაგიჟებულმა ვიღრიალე.

-ვითომ არ გაგიხარდა! - გულიანად ჩაიხითხითა და ჩემი ხელი თავის მხარზე გადაიკიდა. - წავედით ახლა სწოლს ჩავეხუტოთ! - შუბლზე ბავშვივით მაკოცა და კარისკენ წამიყვანა - როგორც ჩანს მეორედ ვიცემები! - თავი უკან მიაბრუნა და მამაკაცის დანახვისას სიცილით მითხრა, მანქანაში ისე ჩამტენა მთელი გვერდები მატკინა.

***

მანქანების ბზულის ხმამ ჩემს ყურებამდეც მოაღწია და ღრმა ძილი დამიფრთხო, სიზმარში სწორედ იმ მომენტს ვხედავდი, როგორ მეკვროდა სხეულზე და ჩემთან ერთად არხევდა სახეულს მუსიკის ხმაზე, მისკენ, რომ მივბრუნდი, სოწრედ მაშინ გამოვფხიზლდი და თავი ისე მძიმედ ავწიე, თითქოს და თავი კი არა ლოდი მქონებოდაო, პირი უწყლობისაგან გამომშორდა და ყელი დამფხაჭნოდა, ხმაურიანად ჩავახველე , თან საწოლზე წამოვჯექი.
-ლუკაა! - ოთახი, რომ არმეცნო მეგობარს ხმამაღლა ჩახლეჩილი ხმით დავუძახე და ფეხები ცივ იატაკზე დავაწყე.
კარი გამოვაღე და ოთახში გავედი.

-თავი მისკდება! - დივანზე ორად მოკეცილ თვალებ დაჭყეტილ ლუკას ვუთხარი და მაცივრამდე მივესვენე. - სახლში უნდა გამიყვანო.

-კიდე?! - ირონიულად გამეკრიჭა და საბანი გადაიხადა.

-ნაბახუსევზე ვარ და სახლში „ნაბეღლავი“ არ გაქვს?! - გაოცებულმა ვიკითხე და კარგად შევათვალიერე მაცივარი იქნებ სადმე ჰქონდა და გამომეპარა-მეთქი.

-ჩემი კორპუსის პირველ სართულზე მაღაზიაა და ჩადი იყიდე. - დამაკვალიანა თან ფეხზე წამოდგა და შავი კულულები მოიქავა. - მე წყალს გადავივლებ.

-არმინდა, წავალ სახლში, მოვწესრიგდები და მოვალ სამსახურში!- გაბრაზებულმა ჩავყავი ფეხები იქვე მიგდებულ ლაბუტენებში და მხრებზე, საკიდზე დაკიდული ქურქი მოვისხი, დაუვარცხნელი თმები პირდპირ შევიკარი კოსად და სახეზე სათვალე გავიკეთე, ვინმე ნაცნობს, რომ არ შევემჩნიე.

-ხო, თან ბაქართან გაქვს შეხვედრა თორმეტზე არ დაგავიწყდეს. - შემახსენა და სააბაზანოს კარი გააღო.

მანქანის მართვა ისე მიჭირდა, მეგონა სადმე ხეს შევასკდებოდი, გზაზე პირველსავე შემხვედრ მაღაზიაში შევედი და „ნაბეღლავი“ ვიყიდე, გამყიდველმა ალმაცერად შემათვალიერა, თან ბოთლი გამომიწოდა, რას არ იფიქრებდა ჩემს დასიებულ სახეზე, მითუმეტეს მინერალურ წყალს ვყიდულობდი, ლოთის შთაბეჭდილება დავტოვე მარჯანიშვილზე რომელიღაც მაღაზიაში და ისევ გზას დავადექი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888
ნანახია: 4967 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 8
avatar
1 Spam
1
საიტზე რო დადე ამის რაღაც ნაწილი მაშინ ვერ წავიკითხე და ახლა გამიხარდა რო დავინახე.❤❤
avatar
0
5
რაჯობია მაგას <3
avatar
1 Spam
2
ძალიან სასიამოვნო დახვეწილი და გააზრებული ისტორიაა
avatar
0
4
მადლობა ქალბატონო მანანა <3 გამეხარდა რომ დარეგისტრირდით <3
avatar
0 Spam
3
მარიამ მეხუთეეც დადეე რა დღეეს
avatar
0
6
არმაქვს დაწერლი sad :დ ხვალ აუცილებლად დავდებ ეს დღეები ვერ მოვვიცალე დასაწერად
avatar
0 Spam
7
არაუშაავს დავიცდიიით :* :* გეპატიებათ მთელ ადმინისტრაციას დაგვიანებები და ვერ დაწერილი ისტორიებიი :* :* *:*
avatar
0 Spam
8
ძაან მაგარია ^^
avatar