განაჩენი: ქერა! (1)
10.04.2016, 19:06


სარკეში საკუთარ ანარეკლს ვათველიერებ... კმაყოფილი ვიკვნეტ ქვედა ტუჩს... გრძელ, ქერა თმას უკან ვიყრი და სარკის წინ   ვტირალდები...

-ერთხელ ერთი ქერა ტყეში მიდიოდა.. უცებ, ორი მამაკაცი  დაესხა თავს.... მაგრამ ტყიდან შავ ნიღბიანი და შავ მომსასხამიანი უცნობი გამოვარდა, ორივე მამაკაცი მაგრად  სცემა და ქერა გადაარჩინა. მერე მიწაზე დიდი Z დაწრა, თან ქერას უთხრა: -ამით, არასოდეს დაგავიწყდება, ვინ გადაგარჩინა!

-ოო, დიდი მადლობა, Zuperman!-აღმოხდა ქერას.

ყოველთვის  ვისმენდი და ახლაც ვისმენ მსგავს ისტორიებს ქერებზე...

მეღიმება... უჩვეულოდ კარგ ხასიათზე ვარ... რატომაც არ ვიქნები რა!

ბინიდა გავდივარ, ტაქსს ვაჩერებ და ვჯდები...

,,მანქანა რაც შეიძლება მალე უნდა ვიყიდო!“-ვფიქრობ და ტელეფონს ჩანთაში ვდებ.ა

შავგრემანი ტაქსის მძღოლის დაჟინებულ მზერას ვამჩნევ და ისევ მეღიმება... მერე მისამართს ვეუბნები და დაძრული მანქანიდან ვათვალიერებ ჩემი საოცნებო და ახლა უკვე ახდენილი ქალაქის ქუჩებს...

მანქანაში Freddie Mercury-სა და  Montserrat Caballé -ეს დუეტი ,,Barcelona“ ჟღერს...

მიყვარს ეს სიმღერა! გულში მეც ვყვები და ისევ მახსენდება ორი თვის  წინ საქართველოში მოსმენილი:

რას აკეთებს ქერა ქალი უდაბნოში?  ქვიშას მტვერსასრუტით წმენდს!

ანდა:

რა განსხვავებაა ქერასა და ნაყინს შორის? არაფერი, ორივე ხელში გადნება!

და ჩემი ბიძაშვილი ბერდოს საფირმო ხუმრობა:

ქერამ ძროხა ,,შტეფსელში“ შეაერთა.... რისთვის? ადუღებული რძისთვის!

ამ დროს რამ გამახსენა?  რას გაუგებ მეხსიერებას....

ხმამაღლა მეცინება... ვხედავ, შავგრემენი  ტაქსის მძღოლი სარკის მეშვეობით მიყურებს და თავს აქნევს.... დარწმუნებული ვარ, ესეც ფიქრობს, რომ ახლა მხოლოდ იმიტომ ვიცინი სრულიად უმიზეზოდ, რომ ქერა ვარ.....

ისევ მახსენდება:

 რატომ აქვს ქერას ცარიელი ბოთლი მაცივარში შედგმული? რადგან აუცილებლად მოვა ვინმე ისეთი, ვისაც არაფრის დალევა არ უნდა....

ოჰ! სულ მეცინებოდა ამ ,,ვითომ“ ხუმრობებზე და ახლა მითუმეტეს...

რა ჩემი ბრალია, თუკი განგებამ და უფრო სწორად კი, ბებიამ, ,,ქალბატონმა ჰერცოგინიამ“ ქერა თმა მიბოძა მემკვიდრეობით?

ტაქსი  უზარმაზარი შენობის წინ ჩერდება... მართალია აქ პირველად ვარ, მაგრამ მაშინვე ვხვდები, რომ დანიშნულების ადგილზე ვარ.... 

 ვიღიმი მენაყინის ღიმილით (როგორც ჩემი ძვირფასი ბიძაშვილი ბერდო მეუბნება ხოლმე... მაგრამ აი, რატომ მენაყინის, ჯერ ვერ დავადგინე), ტაქსის მძღოლს ფულს ვაძლევს და მანქანიდან გადავდივარ....

ჩემს წინ უზარმაზარი შენობაა აღმართული ,,Barcelona Comercio Varejista e Atacadista“...

ესაა  ჩემი ახალი სამსახური.... და ჩემი პირველი დღე სამსახურში...

კმაყოფილი ვიმართები წელში.... ჩანთას უფრო მოხერხებულად ვიჭერ და კიბეებისკენ მივდივარ ტანის რხევით...

ქერა, მზის სხივებზე აბრჭყვიალებულ გრძელ თმას უკან გრაციოზულად ვიყრი და შავ მუხლს ოდნავ აცდენილს კაბას ვისწორებ....

-აუ, რა მაგარი ქალია!-ყურთასმენას ქართულად ნათქვამი სიტყვები სწვდება....

ევრიკა! ქართველები!

მეღიმება... ნაბიჯს ვანელებ და ისაა შეტრიალებასა და გამოლაპარაკებას ვაპირებ, რომ:

-ქერაა!-ისმის განაჩენი...

მომენტალურად ,,ვქრები!...

ღრმად ვისუნთქავ  ბარსელონას ჰაერს .... გუნებაში ირონიულად ვიღიმები, სახეზე კი არაფერს ვიტყობ და კიბეებზე ავდივარ...

,,საშვი“ გამოწერილი მხვდება... ლიფტით ავდივარ მე-6 სართულზე.... ფეხით ავიდოდი, მაგრამ ახლა გაქაფვა იქნება?! ეგეთი ქერაც არ ვარ!...

ხელშეკრულება ერთი თვის წინ გავაფორმე კომპანიის წარმომადგენელთან, როცა ის  გერმანიაში იმყოფებოდა. მუშაობას კი დღეიდან ვიწყებ.

ლიფტიდან გამოსულს კომპანიის გენერალური დირექტორი მხვდება... ოჰოო, რა პატივია!

ზრდილობინად ვუღიმი და ხელს ვართმევ.

მეუბნება, რომ 30  წუთში სათათბირო ოთახში უნდა ვიყო და თანამშრომლების წინაშე წარმადგენს.

მდივანი კაბინეტს მაჩვენებს... კმაყოფილი ვათვალიერებ ოთახს...

მშვენიერია!

30 წუთი მაქვს... ყავის აპარატს მოვკარი დერეფანში თვალი.... ჩანთას მაგიდაზე ვდებ და დერეფანში გავდივარ...

ყავის აპარატთან ორი საკმაოდ წარმოსადეგი მამაკაცი დგას... ვუახლოვდები...

ზრდილობიანად, მისალმების ნიშნად ვიღიმები...

-საბრინამ მითხრა, რომ ესაა ჩვენი ახალი პიარის განყოფილების ხელმძღვანელი.-ამბობს ერთი და თვალს არ მაშორებს.

აჰ, რა თმა უნდა! ეს ის ორია, წეღან კიბეებთან...

ჩვეულ ტაქტიკას მივმართავ... გუნებაში ვხარხარებ, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ....

მეორე თავს მაღლა სწევს.... ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება... შავი დიდი თვალები აქვს, ღრმა, მეტყველი და სხვანაირი... გამჭრიახი, არწივისებური გამოხედვით... გრძელი წამწამები... სიმპატიურია! ვერ დავუკარგავ!

 არწისვისებური მზერიტ მიყურებს... ამ  გამოხედვაზე ჩემდაუნებურად მივლის სხეულზე სიცივის ტალღები და  ტაო მაყრის...

არა, სულ ვამბობ, რომ ქართველებს მაინც განსაკუთრებული შარმი აქვთ... ყველასგან განსხვავებული... თუმცა,  ქართველი კაცი საერთოდ სხვა ფენომენია... ამაზე მერე...

-ჰო, ქერები ადვილად აღწევენ წარმატებას!-ირონიულად მიღიმის და მეორეს თვალს უკრავს.

,,კაი, კაცო!“-გულში ქართულაა ვეპასუხები...

გარეგნულად კი წამწამებს ვაფახულებ, ვოთომ ვერაფერს ვიგებ...

-უკაცრავად, რა ენაზე საუბრობთ?-ვეკითხები ესპანურად.

ქერების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქართველი მამაკაცი მობეზრების ნიშნად ხელებს გულზე იკრეფს...

-ქართულად!- სამაგიეროდ ხალისიანად მპასუხობს მეორე.

-აა.. ქართულად?- ვიბნევი.... ეგ რომელი ენაა?

-ზეზვასი და მზიასი!- უკმეხად, ქართულად მპასუხობს სიმპატიური შავთვალება და ყავას სვამს.

,,რას ვიცინებ თვითონ რომ   ერქვას ზეზვა!“-გულში ვკისკისებ.

საწყლად ვუყურებ მეორეს....

კარგი მსახიობი ვარ!

-საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს.-ღიმილით მიხსნის მეორე.

ეს ბიჭი მომწონს უკვე... დარწმუნებული ვარ, გურიიდან იქნება, ისეთი ხალისიანი და საყვარელია...

აი, ეს მეორე კი , მთის არწივივით რომ იყურება...

-ჯერ ის აუხსენი, სადაა რუსეთი და მერე თურქეთი!-ფიქრს მაწყვეტინებს არწივისებური გამოხედვის პატრონის მიერ ქართულად ნათქვამი სიტყვები.

,,შენ გიჩვენებ სეირს! გაჩვენებ ვინც ვარ!“-გულში ვემუქრები, სახეზე კი ისევ მიამიტურ გამომეტყველებას ვიკრავ... ვითომ არაფერი მესმის...

სავარაუდოდ გურიის წარმომადგენელი ძმაკაცს უბღვერს... ის თვალებს ატრიალებს და კაბინეტისკენ მიდის.

მეორე რჩება და გულწრფელად მიღიმის.

-ბექა.-ხელს მიწვდის.

-ლაილა.-საპასუხოდ ჩემს ხელს ვაგებებ.

ცოტა ხანს ვსაუბრობთ და მერე ისევ კაბინეტში ვბრუნდები.

ამ ორზე ვფიქრობ...

არწივისებური გამოხედვის პატრონისთვის, რა თმქა უნდა, ქერა, ახალგაზრდა გოგო ასეთ პრესტიჟულ ფირმაში ასეთ თანემდებობაზე მხოლოდ ქერა თმის დამსახურებაა და მეტი არაფრის!

დაე, ეგონოს!

,,მაგრად გაგაბითურებ!“-კმაყოფილი ვილოკავ ტუჩებს და სამუშაო მაგიდის წინ, სკამზე ვჯდები.

არადა, რამდენიმე უცხოური ფირმიდან მქონდა შემოთავაზება, მათ შორის ლისაბონიდან და ლონდონიდან, მაგრამ მე რა თქმა უნდა, ჩემი ოცნების ქალაქი ვარჩიე...

გერმანიაში მუშაობა არ მინდოდა, რადგან მინდა ოჯახისგან შორს დავაგროვო გამოცდილება და არა იქ,სადაც ჩემი გვარი თითქმის ყველა კომპანიისთვის ცნობილია....

უნივერსიტეტი მშობლიურ გერმანიაში დავამთავრე, მაგისტრატურა და დოქტორანტურა კი იტალიაში, სადაც მუდამ მესმოდა ჩემი მისამართით ,,ქერა, ქერა, ქერა“....

თუმცა საქართველოდან, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ამ მეტსახელს  უკვე შეჩვეული ვიყავი და რეაქციაც აღარ მქონდა...

ჰო, მართლა, ბერდოს უნდა დავურეკო და მოვახსენო სამსახურის პირველი  შთაბეჭდილებები , თორე მაგის ხისთავიან გამოხტომებს რა აიტანს...

ბერდოს გახსენებაზე ისევ მენაყინის ღიმილით მეღიმება...

ფიქრებიდან კარზე კაკუნს გამოვყავარ... მდივანია და მახსენებს, რომ მელოდებიან...

ქუსლების კაკუნით მივყვები საბრინას....

ყველა უკვე შეკრებილა და მე მელოდებიან...

ღიმილით, მისალმების ნიშნად დამსწრე საზოგადოებას თავს   ვუკრავ და გენერალური დირექტორის გვერდით, თავისუფალ ადგილზე ვჯდები...

-გაიცანით, ლაილა ლევიგი, ჩვენი პიარკომპანიის ხელმღძვანელი...

მერე თანამშრომლების სახელებს,  გვარებსა და თანამედებობეს მითვლის...

ჩემს ყურადღებას მხოლოდ ორი იპყრობს....
ბექა სალუქვაძე, როგორც ვივარაუდე გურიის წარმომადგენელი (ნუ, კარგად ვიცნობ ქართულ ბუნებას)
და:
-ჩვენი კომპანიის მთავარი იურისტი, დავით არდოტელი!
-,,არდოტელი... რა თქმა უნდა! მიხარია მშობლიური ხევსურეთის წარმომადგენლის აქ ნახვა!“- ჩემს გულში დემონი ხარხარებს.
,,ალბიბექ, არდოტელი, ალბიბექ!- თვალს თვალში ვუყრი....
ისევ მამცივნებს....
არა, მაინც რა გამოხედვა აქვს ამ ბიჭს!
ნამდვილი მთის არწივისებური!
-ქერების სწორად შეფასებას გასწავლი!-ვემუქრები და ნამდვილი ქერას ღიმილით ვუღიმი...
მხოლოდ მე ვიცი რა იმალება ამ ღიმილის უკან...

 ♡♡♡

არ მჯერა,,ნს“! :3

თუ რატომ პირველი ქერა, ამას მალე გაიგებთ.... მიყვარხართ მე თქვენ, ძალიან, ძალიან! ♡♡♡♡♡♡



 

 

 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Tamara
ნანახია: 9998 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 11 | რეიტინგი: 3.7/9
სულ კომენტარები: 11
avatar
1 Spam
1
მეორედ ვკითხულობ და მაინც გავიგუდე სიცილით love love
avatar
1 Spam
2
მგონი მეოთხედ თუ მეხუთედ დავიწყე კითხვა biggrin და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მომწონს ♥♥♥
avatar
1 Spam
3
მერამდენედ ვკითხულობ და არ მბეზრდება. ვგიჟდები.❤❤❤
avatar
1 Spam
4
არ არსებობს მეორე ნაწილს ხო არ გეგმავ? biggrin
avatar
0
6
ვნაოთ, ვნახოოთ biggrin biggrin
avatar
0
5
თბილუკებოო, ტკბილუკებოო love love love love უუუზარმაზარი მადლობებიი, გამიხარდა! heart heart heart
avatar
0 Spam
7
wink happy
avatar
0 Spam
8
ყველა მეორედ კითხულობს, მე--პირველად და ძალიან მომეწონა, ჯეჯერობით!
avatar
0 Spam
9
პირველად ვიწყებ ამ ავტორის ისტორიის კითხვას და იმედია ძალიან მომეწონებაა
avatar
0 Spam
11
მოგეეონება ის ისტყვა არ არის, აღფრთოვანდები დამიჯერე, თუმცა უკვე გეცოდინება, გვიან გპასუხობ კომენტარზე❤️
avatar
0 Spam
10
დამიბრუნდა ჩემი უსაყვარლესი მწერლის ნაშრომები, ძალიან დიდი მადლობა თამარ ამისათვის!!!
ყველა ისტორიას შევაგასებ აუცილებლად ❤️
avatar