გასეირნება
11.09.2018, 01:41
ზუსტად ღამის 3 საათი იყო, როცა მეგობარს გამოვემშვიდობე და თბილისის შუაგულში ავღმოჩნდი. ზაფხულის თბილი ქარი უბერავდა და უკვე დრო იყო... ერთი ადამიანიც კი არ გაიჭაჭანებდა ისე დაცარიელებულიყო თბილისი. თუმცაღა მდუმარება ძველმა ტრამვაიმ დააღვია რომელიც არსაიდან გაჩნდა, აშკარა იყო რომ შევიშალე ან ზედმეტი ღვინოსგან ჰალუცინაციები დამეწყო...
ტრამვაი სწორედ ჩემ წინ გაჩერდა და თითქოს მხოლოდღა მე მელოდა. გაოცებული დავინტერესდი და ავედი...
გადავხედე მთელ ტრამვაის. ალაგ-ალაგ ხალხი მსხდარიყო და ყველას ყურადღება რაღაცისკენ გაფანტულიყო. ერთ კაცს მივუჯექი...
საინტერესო პიროვნება იყო მაღალი, გაზრდილი ულვაშები ლამის ნიკაპამდე ჩამოწოლილიყო. ნაღვლიანი თვალები ქონდა...
შავი პიჯაკი, დაკუჭული შარვალი და ჭუჭყიანი ტუფლები ეცვა. ხელები გაშავებული ჰქონოდა სახატავი ფანქრისგან და დავინახე, რომ ფურცელზე რაღაცას ხატავდა.
ინტერესმა მაინც თავისი ჰქნა და ამალაპარაკა ამ კაცთან.
-როგორ მოგწონთ შუაღამის თბილისი?-ვკითხე დაუყონებლივ. მანაც არ დაიზარა და მიპასუხა:
-მოწყენილობაა, თბილისს მზის სხივები ბევრად შეჰშვენის ვიდრე მთვარის თეთრი შუქი.-ბოხი და ღრმა ხმა ჰქონდა. აშკარად კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა და წუთიერი დუმილის შემდეგ დასძინა:
-თბილისი ეს მხიარულების, ჭამისა და სმის, გართობისა და საოცარი დიაცების ქალაქია.
მისმა ასეთმა კრიტიკამ სულაც არ გამაკვირვა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. შემდეგ სკამის ქვემოდან უზარმაზარი ჩემოდანი ამოაძვრინა, გახსნა და რაღაც ნახატი შიგ ჩადო. თვალი მოვკარი რომ ეს ჩემოდანი კიდევ სხვა ფერწერული ნახატებით იყო სავსე...
-მხატვარი ბრძანდებით?-ვიკითხე.
მან კი გამიცინა და დამიდასტურა თავის დაქნევით. ცოტა გავთამამდი და ვთხოვე ნახატები ეჩვენებინა, დიდად არ გაჰხარებია ჩემი ასეთი თხოვნის შესრულება, მაგრამ მაინც შემისრულა და ნახატები გადმომილაგა. ნახატები იმდენად ფერწერული და პატრიოტული იყო, რომ ნიკო ფიროსმანის გეგონებოდათ.
შემდეგ თვალი მოვკარი "მეთევზეს", "აქტრისა მარგარიტას", "ფუნიკულიორს"... ყველა იგი ისეთი ოსტატობით იყო შექმნილი, რომ ორიგინალი გეგონებოდათ. მეც ვუთხარი:
-აშკარად ნიკო ფიროსმანის მოყვარული ბრძანდებით-თქო.
როგორც შევატყვე ჩემი თანამოსაუბრე, ვერ მიხვდა რასაც ვამბობდი და უბრალოდ გამიღიმა.
ტრამვაი გაჩერდა და მითხრა რომ ის აქ უნდა ჩამოსულიყო. ადგა, მძღოლს რაღაც უცნაური ფული მისცა და ჩავიდა...
გამუდმებით იმ კაცზე ვფიქრობდი და ვერაფრით ვერ ვისვენებდი სანამ თავში ერთმა აზრმა არ გამიელვა... მაგრამ არა ეს შეუძლებელი იყო... იგი ხომ... 1918 წელს გარდაიცვალა... სწორედ ერთი საუკუნის წინათ... თან ეს უცნაური ტრამვაიც... ბოლოს შვწყვიტე ამაზე ფიქრი და ტრამვაიდანაც ჩამოვედი. ჩემდა გასაკვირვად მძღოლმა ფული არ გამომართვა და უბრალოდ შემიღრინა. საათს დავხედე და ზუსტად 03:15 იყო. მტკვრის სანაპიროსთან ავღმოჩნდი, სადაც ერთი კაცი წამომჯდარა და გამუდმებით რაღაცას სწერდა... თან ბუტბუტებდა-წარვედ წყლის პირს... ნაცნობ ადგილს განსასვენებლად.... ვინამე ცრემლით...
უცბად შემამჩნია და უხერხულობა იგრძნო, მაგრამ ისე მოიქცა ვითომ ვერც დამინახა. ბოლოს წაილუღლუღა:
-როგორ ფიქრობთ რა არის პოეზია?
ამ უეცარმა კითხვამ გამაოგნა და გამახსენდა ტერენტი გრანელის სიტყვები: "მე პოეზიამ მაგრძნობინა რომ სადღაც შორს მაინც არის უკვდავების ცისფერი მხარე სადაც დაფრინავს ჩემი სული"...
მეც ეს მოვუყვანე ციტატად რომ პეზია ეს ცალკე სამყარო იყო.
-კარგი სიტყვებია...
-რა თქმა უნდა, ეს ხომ ტერენტი გრანელია...
-სამწუხაროდ ამ სახელით არავის ვიცნობ.
გამიკვირდა, როგორ თუ ტერენტი არ იცოდა. შემდეგ ვკითხე:
-რას წერთ?
-საიდუმლო ანდერძს.- მითხრა მან.
და სტროფების კითხვა დაიწყო, რომელიც ჯერ არ დაელაგებინა.
აღშბოთებისგან შევკივლე:
-ეს ლექსი ხომ ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკუთვნის?!
-ასეა.- მითხრა მან. გაურკვევლობისგან დამეკითხა:
-ჩემი სახელი საიდან გაიგეთ.
აქ თავზარი დამეცა და ვუთხარი, რომ ვითომ გაზეთში სადღაც ამოვიკითხე და სწრაფად გავეცალე აქაურობას რადგან ვხვდებოდი რომ რაღაც რიგზე არ იყო.
გავიხსენე მისი ჩაცმულობა, მოვლილი თმები რომელზეც დიდებული შლაპა ჩამოეფხატა და ლამის გავგიჟდი... შეუძლებელია... ეს ლექსი 1837 წელს... ბოლოს გზა აბნეულმა კიდევ ერთ კაცს წავაწყდი, იგი მეტად მოხუცებული იყო და წვერები წამოეზარდა. ისიც რაღაცას წერდა და გონებაში გავიფიქრე: ეს გალაკტიონი ხომ არ იქნება? ჩავიცინე და ჩემმა სულელმა გონებამ ფიქრი შეწყვიტა ამაზე.
-რა ლამაზი კაბა გაცვიათ ქალბატონო.
გაისმა ხმა და უცბად შევკრთი, როცა გამომხედა მე იგი ვიცანი... ეს ხომ... ნამდვილად გალაკტიონი იყო...
-მადლობთ ბატონო ტაბიძე...
ცოტა არიყოს გაუკვირდა, მაგრამ მითხრა, რომ მასთან მივსულიყავი და მეც ასე მოვიქეცი.
-ამ ღამეს, ასეთ პატარა გოგოს რამ გამოგიყვანათ თბილისის შუა გულში?
-მე... ტრამვაიმ მომიყვანა...
თვალი მოვკარი მის რვეულს, რომელზეც დიდი შრიფტით ამოვიკითხე: " ეფემერა".
აღარაფერი უთქვამს და წამით დაფიქრდა. ერთმა აზრმა გამიელვა თავში. გამახსენდა რომ ჩემს ოთახში ახალი დაწერილი პოემა მედო და გვერძე კი დიდებული ადამიანი მეჯდა. ეს უდიდესი შანსი იყო...
-თქვენ მწერალი ბრძანდებით არა?
-დიახ, დიახ, ნამდვილად ასეა.- მიპასუხა.
-მაშ, მე დიდად გამიმართლა თქვენნაირ კაცთან შეხვედრისთვის.
-...
-რა არის პოეზია?
დაფიქრდა. ბოლოს როცა აზრი ჩამოაყალი თქვა:
-პოეზია ეს არის-მარტოსული ადამიანის თავშესაფარი, სხვა სამყაროს ილუზია, სადაც ყოველი სიტყვების ერთობა გარდაიქმნება განძად, განძად რომელიც წილ ხვდება ჩვენს შვილებს.
-გასაოცარია...
-თქვენ? თქვენ ახალგაზრდა გოგონავ, გიყვართ წერა?
-ოჰ, რა თქმა უნდა... ეს ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა.
-საინტერესოა.
და თავში სადღაც გამიელვა ფრაზამ: "ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო".
-რა მშვენიერია მთვარის შუქი... მიყვარს თბილისი ასეთ დროს...
-ჰო, ჩვენი დედაქალაქი მართლაც, რომ ლამაზი ადგილია ახალგაზრდებისთვის...
-რატომაა ცხოვრება ასეთი უცნაური?
-მართალი გითხრათ ქალბატონო, არ ვიცი, მაგრამ სწორედ ეს უცნაურობა ჰმატებს მის მშვენიერებასა და სირთულეს. მე უბრალო კაცი ვარ, ცხოვრებისგან არც თუ ისე დიდად დასაჩუქრებული და ვიცი რასაც გულისხმობთ. ეს ერთგვარი გაურკვეველი სეისმური ტალღააა, რომელსაც ვერავინ იმორჩილებს და ვერავინ იწინასწარმეტყველებს მის სვლას. არის კი რაღაცები, რაც ამ სამყაროს არ შეესადაგება და გარბის ამ ჩარჩოებიდან, ასეთია მაგალითად: ხელოვნება და პოეზია, როცა ადამიანი დათრგუნულია ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმით, იგი თავისუფლებას სწორედ აქ პოულობს და ამიტომაა იგი ამდენად უცნაური და ღირსეული. სწორედ ყოველ ლექსში თუ ნახატში, რომელსაც ჩვენ თქვენ გიქმნით დამალულია ჭეშმარიტება, თქვენი მოვალეობაა კი იპოვოთ იგი და სულიერად მშვიდად იცხოვროთ. ჩვენ გასწავლით, გაჩვენებთ საწუთროს სირთულეებს, ბრბოს ფსიქოლოგიას, ბოროტებასა და სიკეთეს... და ასე განუწვეტლივ... ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენი დაწერილი ლექსი თუ ნახატი, ეს თქვენი ხმაა, რომელსაც შთამომავლობას გადაცემთ და ეს აისახება მომავლის შედეგზე. ამიტომაა პოეზია ამდენად ძვირფასი....
ვეღარაფერი ვთქვი და აცრემლებულმა თვალები გავახილე და გადავხედე არე-მარეს ეს ჩემი ოთახი იყო...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lizamiminoshvili02
ნანახია: 254 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar