გრძნობამდე (10 - დასასრული)
02.07.2017, 12:17

  თეთრი, სქელი ფურცლის შემდეგ, ჩემთვის უცნობი შავ-თეთრი ფოტო იყო, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული. წვიმდა, გაჩერებასთან ვიდექი, მხოლოდ სახე და წვიმისგან დასველებული თმები იყო დაფიქსირებული. ფოტო იმდენად ახლოდან იყო გადაღებული, გამიკვირდა ჩუმად როგორ გადაიღებდა..?
ფოტოს ქვემოთ, შავი, ნაბეჭდი ასოებით დაწერილი წინადადება, ჩემდა უნებურად გაკვირვებას ღიმილით მიცვილს.
First. – a little devil in your angel eyes.
მეორე გვერდი, ისევ ჩემი სურათი. ყველაფერი მუქად არის, ჩემ გარდა. ამ დროს, უნივერსიტეტიდან, ჩემს კაფეში მივდივარ.
Sunshine. Colorful
ეწერა ფერადი, ნაბეჭდი ასოებით, ფოტოს ქვემოთ.
მესამე გვერდი. ისევ მე, ისევ წვიმა. ფოტო კვლავ გაჩერებასთან, ამჯერად პროფილში ვდგავარ, თმა აწეული მაქვს, ამიტომ ამ ფოტოში გამოკვეთილად ჩანს კისერი, ლავიწის ძვალი და მარცხენა სახის ნაკვთები.
I need kisses your neck. Open your eyes, open your eyes, little.“
წარწერაზე სუნთქვა მეკვრება. თითქოს მთელი დედამიწა ჩერდება, წამში კი მთელი ძალით იწყებს ბრუნავს, ოღონდ ჩემ გონებაში.
მეოთხე გვერდი. ვიცინი. გამოკვეთილად ჩანს ფოსოები ლოყებზე. ფოტო ისეთი ბუნებრივი იყო, ვინმე იფიქრებდა, მთელი დღე ასეთი ფოტოს გადაღებას ცდილობდაო.
Laugh. Face. Lips. Best things in the world.“
სიმწრით მეცინება. ტუჩებს გამეტებით ვაჭერ კბილებს, ცოტაც და ამეტირება. ყველაზე მეტად ის მაბნევს, ის მიბინდავს გონებას რომ ეს ყველაფერი... ბერდომ გააკეთა!
ინიციალებზეც ეტყობა. სხვა არავინ მყავს. სხვა ამას ვერ გააკეთებდა.
ფოტოები, ეს იმდენად გამოხატავდა ჩემ მდგომარეობას, იმდენად იყო შემოღწეული ჩემში რომ ცუდად მხდიდა! არ მეგონა თუ უბრალო სურათიდან, ადამიანი სხვის სულიერ მდგომარეობას დაინახავდა.
მეხუთე ფოტო. ჩვენი კაფე.
იმ ადგილას ვზივარ, რომელიც ბერდომ მიისაკუთრა. მარტო ვარ, წიგნს ვკითხულობ და უცნაურად ვიღიმი. ისე, თითქოს მეც იმ წიგნში ვარ და იმ პერსონაჟების გვერდით ვდგავარ, რომლებიც ჩემ გაღიმებას ახერხებენ.
Maybe now we aren't together, but palaces when we spend our time, still reminds me everything about us. Je t'aime
მეექვსე ფოტო. თმები სახეზე მაქვს ჩამოყრილი, თვალები დახუჭული მაქვს და ჩემი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, წვიმას იწყებს. ეს ის დღეა, უნივერსიტეტიდან გამოსულმა საბასთან წასვლა რომ გადავწყვიტე, ცუდი ამინდის გამო.
just, open your eyes and you will see me
ამჯერად ხმამაღლა წავიკითხე და გარხეულ ფარდას, შეშინებულმა ავხედე.
ჩემ წინ არც მეტი, არც ნაკლები ბერდო, ამ იდეის ავტორი იდგა და უცნაურად იღიმოდა ჩემს შეშინებულ თვალებზე.
- იდეაში, მინაბული თვალები უნდა გქონოდა, მაგრამ ეგეც წავა, რა. - მითხრა ირონიულად. მის ირონიას არასდროს კარგავს, როგორი მომენტიც არ უნდა იყოს. კოპებ შეკრულმა ავხედე და ალბომს ისე ჩავებღაუჭე, თითქოს მისი წართმევა განიზრახა. დაბნეულმა ავახამხამე წამწამები. ფეხზე ავდექი და მასთან ახლოს მივედი. ვერ გამეგო რა ხდებოდა. არა, ისეთი სულელი ნამდვილად არ ვიყავი რომ მეფიქრა, უმიზეზოდ გააკეთა-თქო, მაგრამ რატომ? იმდენად დაბნეული ვიყავი, სათქმელსაც ვერ ვუყრიდი თავს.
- დაბადების დღეს გილოცავ, კატო. - მითხრა და სწრაფი მოძრაობით, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია, მეორე ხელი წელზე მომხვია და ტუჩთან ახლოს მაკოცა. ისედაც დაბნეული, ამან უფრო დამაბნია. თვითონ აშკარად ხალისობდა ჩემს რეაქციებზე.
- სულ ასე ჩუმად თუ იქნები, ვიფიქრებ ურთიერთობის კიდევ უფრო დასერიოზულებაზე, - მითხრა ეშმაკური ღიმილით და ამჯერად ტუჩები ქვემოთ, კისერთან ჩააცოცა. - ნება მომეცით, ჩემი სურვილი ავისრულო.
- აბა, არ შეიცვალოო, რომ მითხარი? - გავახსენე ნახევარი საათის წინ ნათქვამი სიტყვები. მას ჩაეცინა, მიხვდა ჩემი სიტყვების შინაარსს.
რაღაცის თქმას აპირებდა, კარი რომ შემოანგრიეს. ზოგი დაბადების დღის სიმღერას მღეროდა, ზოგი ბერდოს საყვედურობდა, იმიტომ გამოგიშვით ქვემოთ უნდა ჩამოგეყვანაო. თვალები ცრემლებით ამევსო, როცა ტორტით ხელში და დაბადების დღის ქუდით საბა დავინახე, ყველა ქუდებით იყო და ყველა მღეროდა. ისტერიული სიცილი დამეწყო, ვერ ვჩერდებოდი და ვერც ცრემლებს ვაჩერებდი. ჩემი მარჯვენა ხელი, ბერდოს ეკავა და თითქოს, ემოციებს ვუზიარებდი, ისეთი გრძნობა მქონდა. მთელი გულით ვიღიმოდი და ხელს არ ვუშვებდი.
- არ მჯერა. - წამოვიძახე მე, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემ თავს ხდებოდა. რომ ახლა აქ ვიყავით ყველა და ჩემი დაბადების დღე ახსოვდათ. ყველაზე საოცარი, ორიგინალური და განსხვავებული საჩუქარი უკვე მივიღე, მაგრამ არც ეს ჩამოუვარდებოდა რამით. საბას ჩავეხუტე, კინაღამ ტორტი გავაგდებინე, ამის გამო ლიკუნა ჩაირთო, ტორტის ჭამა რომ მინდა, მაშინ გაგისკდება სიყვარულის ბუშტიო. ჯუჯღუნის მიუხედავად, მაინც თბილად მომილოცა, ისე რომ ამეტირა. მისი თქმის გარეშეც ვიცოდი რომ საუკეთესო ვიყავი, მაგრამ ამას სხვა რომ გეუბნება, მაინც უფრო მაგარი სიხარულია!
ცოტაც და ბედნიერებისგან გავსკდებოდი, ჩემი ხმის ამოღების დრო იყო უკვე, მე კიდევ ემოციური შოკი მქონდა და ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი. ჯერ ბერდოს მოულოდნელი საუბარი, საჩუქარი, აღიარება, შემდეგ საშინელი იმედგაცრუების შემდეგ, ამათი ასეთი მოლოცვა. ნამდვილად შოკი მქონდა და ამის განაწილებაში, ბერდოს ხელი ძალიან მეხმარებოდა.
- არ ვიცი, რა ვთქვა, მართლა! - ამოვიდგი ენა და ხელით ცრემლებით სავსე თვალები დავინიავე, თითქოს უკან ვაბრუნებდი. - მადლობა, ძალიან მიყვარხართ! - ვთქვი და ისევ ავბღავლდი.
- ემოციურობა კაია, მაგრამ ხელი დამეღალა, კუჭი გამიხმა და ეს სანთლებიც დადნა. ან ჩააქრე, ან დავჭრათ. - ამოიწუწუნა საბამ და თორნიკეც აყვა, გვშია ხალხო. ბოლომდე ვის გაახარებენ, ესენი. წარბ აწეულმა დაქაჩული თვალებით გადავხედე და ვანიშნე, მაცადეთ თორე ეს ტორტი სხვა მიმართულებით წამოვა-თქო.
-თქვენ ვის გაახარებთ და შეარგებთ ბოლომდე. - ვუთხარი ორივეს და სანთლები ჩავაქრე, თუმცა სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა.


* * *

- ეს ტორტი და ამბები, საიდან? - ვკითხე ნენეს, რომელიც ჩემთან ერთად აივანზე იდგა. დანარჩენები სასმელს ამზადებდნენ, ლიკუნა და ტატა ტორტს ჭრიდა, ან უფრო ანადგურებდა...
- ყველაფერი მოფიქრებული იყო. - მითხრა სიცილით, - საბასთან რომ წუწუნებდი, სადმე ქალაქგარეთ მინდა დაბადების დღის გადახდა, მეგობრებთან ერთადო.
- მაგას ვწუწუნებდი იცი როდის? - ვკითხე და სიცილი დავიწყე. ღმერთო, საბა? არ მჯერა რომ ჩემ გამო ასეთი რამე გააკეთა, - აუუ, როგორ მიხარია! - დავიღმუვლე ისევ და აივანზე გამოსულ ანკას გავუცინე.
- მოგვარდნენ, ხო? - ვკითხე ანკას. ასე თუ ისე, ვიცოდი რომ მოგვარდნენ, მაგრამ მაინც ვიკითხე, იმიტომ რომ კოკაც იქ იყო. სხვათაშორის, რომ გავიცანი, არ გავდა ისეთ ქუჩის ტიპს, როგორიც მეგონა.
- კი, - მითხრა ბედნიერი ხმით. - უი, ნენე, თორნიკემ ცუდად ვარ და შემოვიდესო, - გადასცა თორნიკეს სიტყვები, ნენემ თვალები დაჭყიტა.
- რა სჭირს? - იკითხა შეშინებული ხმით, ნახევარი ტანით უკვე გარეთ იყო.
- ხელოვნური სუნთქვა სჭირდება, ალბათ... - ვუთხარი ირონიულად, ანკას გაეცინა, ნენემ დამიღრინა და ოთახიდან გავიდა.

* * *

 ჩემ გვერდით, ბერდო იჯდა. ხელს არ მიშვებდა. გადმომხედავდა ზოგჯერ. მაბნევდა ეს გაურკვევლობა, სწრაფად მინდოდა მასთან ლაპარაკი. მინდოდა ყველაფერი გამერკვია, მაგრამ ეს გაურკვევლობაც მომწონდა.
მეც ბევრი დავლიე, საბა ისე იყო, ბოლოს თავისი მეზობლის სადღეგრძელოს ამბობდა.
- მოდი, ამ ჭიქით, მადონას გაუმარჯოს! სიცოცხლე რომ გამიმწარა, დღეში ასჯერ იმას რომ მეკითხება, ცოლი არ მოგყავსო? - თქვა და დალია.
- აღარ მახსოვს სადღეგრძელოები, ვსო, - გამოაცხადა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა, ნენეს ხელს არ უშვებდა, ისე გავიდა გარეთ და ისიც გაიყოლა. დანარჩენებმა გააგრძელეს დალევა, ბერდომ მანიშნა გამომყევიო და ჩვენც გავედით.

- წამო რა, - მითხრა და ჰამაკისკენ წავიდა, დაჯდა და მეც მასთან ახლოს დამსვა. - დარწმუნებული ვარ, კითხვები გაწუხებს.
- ხო.
- სანამ დაიწყებ, მე აგიხსნი. - მელაპარაკებოდა, თან ჩემ თმებში დაატარებდა ხელებს. - კაფეში დაგინახე პირველად, წიგნს კითხულობდი. იმდენად შეპყრობილი იყავი, გვერდით როგორ ჩავიარე, ვერც დაინახე. მეორედ, უბანში, ნიკუშასთან. შენ და ლიკა რომ გამოდით, თავიდან მეგონა ნიკუშა შენზე ამბობდა, მომწონსო. მას შემდეგ შენზე ფიქრი შევწყვიტე, - მითხრა და სიმწრით გაეცინა, - კაფეში, შენ გარდა ყველა რომ ვიყავით, იქ გავიგე რომ ლიკაზე ამბობდა ნიკუშა. ტატამ დაგირეკა, შენ წუწუნებდი, მშიაო და მაკდონალდსის საჭმელები გამოგიგზავნე, უბრალოდ იმასაც ვერ მიხვდი რომ შენი იყო, - აქ უკვე ხმამაღლა გაეცინა. - ამის გამო, შენი გამწარება მინდოდა და გამომივიდა კიდეც! - თქვა კმაყოფილი ღიმილით და მსუბუქად ჩამეხუტა.
- ამ... - ამოვილუღლუღე დაბნეულმა.
- თემატური პასუხი იყო, - ჩაეცინა. - მომწონხარ, რა. მომწონს შენთან ლაპარაკი, მომწონხარ შენ და მგონი მიყვარხარ კიდეც.
- მეც მომწონხარ... - გავთამამდი მისი პასუხის შემდეგ.
- ვიცი, - გაეცინა და ლოყაზე ხელი მომიჭირა.
- აუჰჰ... - ამოვიგმინე და ნატკენი ადგილი დავიზილე. - არ მიკვირს რომ მოგწონვარ, როგორ შეიძლება მე არ მოგეწონო? - სასმელიც თავისას შვებოდა, მისი აღიარებაც და მისი ხელიც, ჩემ წელზე. - იცოდე, ნერვები არ მომიშალო, თორე დაგშორდები! - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე.
- ხო, არა? - ჩაეცინა.
- მომეწონა საჩუქარი. მომეწონა კი არა, ყველაზე მაგარი იყო! - ვთქვი აღტაცებულმა, - გრძნობამდეც, როგორი ჩვენებური სიტყვაა. - ვუთხარი და ჰამაკში გავწექი.
- ჰო, ჩვენებური.
- მგონი არ ვიცვლები... - ჩავილაპარაკე ჩუმად.
- არც უნდა შეიცვალო, - მიჩურჩულა და ისე შეეხო ჩემ ტუჩებს, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ერთი ხელი წელზე შემიცურა, მეორე თმაში და მკოცნიდა მთელი გრძნობით.

გრძნობამდე, ყველაფერი სხვანაირად იყო და მეც სხვანაირი ვიყავი.
გრძნობამდე, მხოლოდ მე დავდიოდი იმ კაფეში, როცა მარტოობა მინდოდა.
გრძნობამდე, ეგოისტობა მიპყრობდა, როცა ისიც „Je t'aime“ -ს ისაკუთრებდა.
გრძნობამდე, მეგონა რომ ჩემი გრძნობა ცალმხრივი იყო.
გრძნობის შემდეგ, ყველა’ფერი, ყველაფერი შეიცვალა.


ასე არ სრულდება ისტორია. ეს მხოლოდ ამბის დასასრულია.

 

* * * * 

ვინც წაიკითხა, ან წაიკითხავს, მინდა თქვენი აზრი დაწეროთ. მოგეწონათ თუ არა. :) <3 

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself | ტეგები: undefined, დასასრული), (10, გრძნობამდე
ნანახია: 2050 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
1 Spam
1
ყველაზე საყვარელი ისტორია <3
ბერდო და კატო შემიყვარდნენ <3
avatar
0
2
აქაც მადლობა, ნათელ!! 3o _3
avatar
0 Spam
3
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია და რაც მთავარია, დასრულებლის წაკითხვა მომიწია, ამიტომ ორმაგად ვისიამოვნე!...
avatar