გრძნობამდე (4)
19.06.2017, 13:19


- ნენეჩკამ იცის მთავარი საიდუმლო, რასაც მე და კატუშა ვფლობთ? - წარბები სასაცილოდ აათამაშა, ყურებთან წითელი რქებიც გამოესახა და მზაკვრული მზერაც არ დავიწყებია შელიას, თორნიკეს შესაშინებლად.
თორნიკე წამით დაფიქრდა, ნამდვილად არ უნდოდა ის ამბავი გაეგო გოგოს, რომელსაც თავი უნდა მოაწონოს და ამის გამო, ღირს საბას სურვილებიც შესრულება. თუმცა, იმის მაგივრად რომ საწყალი თვალებით შეეხედა, ისეთი სიცილი ატეხა, მე და საბამ ერთმანეთს გადავხედეთ.
ნუთუ გულახდილი საუბრებიც ჰქონდათ უკვე და ნენემ ამის შესახებ არაფერი მითხრა? ვერ გადამირჩება!
- ისა... ანკამ იცის შენი და ერთი სიმპათიური ბიჭის წარუმატებელი ლავ სთორის შესახებ..? აი, კარგად რომ მიიბეგვე. - ეცინებოდა თორნიკეს, თან დაბღვერილ საბას გამარჯვებულის მზერით უყურებდა, მაგრამ ორივესთვის ადრეა ბედნიერება და გამარჯვება. - თან ისე მოვუყვები... გავაბუქებ! ხო იცი, ვიცნობ ანკას და მე უფრო დამიჯერებს, ვიდრე გაურკვეველი ორიენტაციის მორიგ იდიოტ თაყვანისმცემელს. - კიდევ უფრო აღიზიანებდა, ამიტომ ჯობდა ჩემი „თეთრი დროშაც“ ჩამეგდო.
- თოკ, ისე საინტერესოდ ყვები, ნამდვილად არ მინდა რომ შეგაწყვეტინო, მაგრამ შენს ადგილზე რომ ვიყო ერთ დეტალს გავითვალისწინებდი, - ვუთხარი კმაყოფილი ღიმილით. - საბა, ჩემი ბიძაშვილია. ნენე, ჩემი მეგობარი. თან მეც აქ ვარ, შეიძლება ვინმესთან რამე წამომცდეს, რა ვიცი, აბა! უი, სამი დეტალი ყოფილა. - წამში შეეცვალა მზერა და საბასავით დაბღვერილი დაჯდა, საბას თვალი ჩავუკარი და ორივეს ვანიშნე რომ მხოლოდ ჩემს იმედად არიან!
- იმენა ბიძაშვილზე ბიძაშვილი ხარ, კატუს! - მითხრა საბამ და მის კალთაში ერთი ხელის მოსმით „გადამიტანა“.
- ეს ნეპოტიზმი დაგვღუპავს. - ამოიოხრა თორნიკემ, რომელსაც აწყობილი გეგმები, ჩემი წყალობით, წყალში ჩაეყარა.
- საბ, რა მინდა გთხოვო... - ავხედე ორჯერ უფრო გადიდებული თვალებით. რა თქმა უნდა, ჩემი ეს ქმედება, მისთვის გასაგებზე გასაგები იყო. თვალები აატრიალა და მობეზრებული გამომეტყველებით გადმომხედა.
- ეს ნათესაობა დაგვღუპავს, რა! - თქვა და აფხუკუნებულ თორნიკეს ბალიში ესროლა.
- ამბობენ საქართველოში გველები არის გავრცელებულიო, მაგრამ ანაკონდას, პითონს და კობრას დივანზე წამოგორებულს თუ ვნახავდი, არ მეგონა! - შემოვარდა საბას ძმაკაცი და ასევე ჩხუბში დაზარალებულზე დაზარალებული ილია მეტრეველი. - ამჯერად ვის ცხოვრებას ანგრევთ? - გადმოგვხედა ინდიფერენტული სახით მჯდომ საზოგადოებას.
- ერთმანეთის. - უპასუხა ბალიშაფარებულმა თორნიკემ, მეორე რომ აეცილებინა და ბოლო სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა მტრისთვის.

* * *

მოგეხსენებათ რომ საბა ჩემი ბიძაშვილია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ბავშვობაში სულ ერთად ვიყავით და ყოველთვის ნაშვილები მეგონა. როცა ვთამაშობდით და გამაბრაზებდა, კედელზე თავსაც სიამოვნებით ვარტყმევინებდი და მრავალ ასეთ საშინელებას კმაყოფილი ღიმილით ვუკეთებდი. მაგრამ სკოლის პერიოდში, ყველაფერი შეიცვალა. რატომღაც „გამოეღვიძა“ და თუ გავაბრაზებდი, ორმაგად უარესს რამეს მიკეთებდა. რაც შეეხება საბას ამბავს. კლუბში ვიყავით, თორნიკე და რამოდენიმე ძმაკაციც იყო, ამ დროს ვიღაც ბიჭი მოვიდა, საბას გვერდით დაჯდა და საალერსო სიტყვების თქმა დაუწყო. მთვრალი საბა გაგიჟდა, იქვე ერის დამცველებიც იყვნენ, რომლებსაც საბა და ის ბიჭი გეი წყვილი ეგონათ და ვინ ვის სცემდა და ვინ ვის იცავდა ვერ გაიგებდი. ერთი კვირა საავადმყოფოში გაატარა, ყოველ დღე მივდიოდი და ნერვებს ვუშლიდი, არა როგორ გინდა რომ არ დასცინო? თან იმ ბიჭმა თავანი წააგო, უნდა მისულიყო რომელიმესთან და სიყვარული აეხსნა, ეს არც საბამ იცოდა და არც ერის დამცველებმა, ამიტომ ყველა მაგრად მიიბეგვა.

* * *
მეტროში ჩავდივარ. წვიმამ გადაიღო, ამიტომ სახლში ფეხით წამოვედი. არსად არ მეჩქარება. კიდევ კარგი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეყუჟულმა, ყველაფრის სწავლა მოვასწარი და ისე წამოვედი. გამოდის, შემიძლია თავს უფლება მივცე და სახლში მისულმა, ჩანთა სადღაც მოვისროლო, დივანზე დავეგდო, ვჭამო ძალიან ბევრი და ვუყურო იმას, რაც მე მინდა და არა ლიკას!
მატარებელს ველოდები... უამრავი ადამიანი ირევა ირგვლივ. მიყვარს აქ ყოფნა, მიყვარს მეტროს სუნი და ბევრი ადამიანი, რომლებსაც ყოველთვის ეჩქარებათ, მიუხედავად იმისა, ეჩქარებათ თუ არა.
მართალია, ის არ მომწონს რომ ერთმანეთს კლავენ ადგილის გამო, თუმცა მაინც კარგია!
ჩემ ფიქრებში გართულს, არაფრის ხმა არ მესმის. მხოლოდ მოახლოვებულ ნაბიჯებს ვგრძნობ, მაგრამ უკან არ ვიხედები. ჩვეულებრივი მომენტია, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ იმდენად მკვეთრათ, მაგრამ თითქოს ბუნდოვნად მესმის ნაბიჯების ხმა, რომ მინდა მივიხედო. რამოდენიმე წამში წყდება ეს ხმა და მეც ვმშვიდდები. თვალებს ვხუჭავ, მაგრამ უეცრად რაღაც განათებას ვგრძნობ შავ, დახუჭულ თვალებში და სწრაფად ვიხედები უკან, თუმცა არაფერია. ზუსტად ორ წამში, მატარებელიც ჩერდება და ადგილს ვიკავებ. მგონი სულ გა-ვა-ფრი-ნე!

* * *



სახლში შესულს, ტელეფონზე ჩამოკიდებული ლიკუნა მხვდება.
- ხო დედა, კარგი, ვიცი! კაი, წავედი. - ინდიფერენტული სახით საუბრობს, ბოლოს გაღიზიანებული თიშავს ტელეფონს და ხმა გათიშულ ტელევიზორს უყურებს. როგორც ჩანს, უსიამოვნო თემაზე საუბრობდნენ. არც მიკვირს, ნინოს მხოლოდ საყვედურები ახსოვს.
ვერ ვიტყვი რომ ცუდი დედაა, მაგრამ არც იმდენად კარგია, როგორიც უნდა იყოს. ისე გავიზარდეთ მე და ლიკა რომ ერთი თბილი სიტყვა არ უთქვამს, არც იმით ინტერესდებოდა ვისთან ვმეგობრობდით და ძირითადად სულ ცუდ ხასიათზე იყო. რაღაც მხრივ, ეს თვისება მომწონდა მასში, მაგრამ ყველაზე მეტად ის მძულდა რომ სულ აინტერესებდა რას ფიქრობს სხვა. თუმცა, ორივეს ძალიან გვიყვარდა, ზედმეტადაც კი, მაგრამ როცა გიყვარს, უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის.

- რა მოხდა? - ვკითხე ლიკუნას და ჩანთა სადღაც მოვისროლე.
- მორიგი ლექცია იმის შესახებ რომ სახლი კარგად უნდა დავალაგო! - ჩაეცინა ირონიულად.
- მოიცა, სახლი რომ არაა კარგად დალაგებული, საიდან გაიგო? - გამეცინა. არადა, ორივეს გვიყვარდა სისუფთავე. ნამდვილი გიჟი ვიყავი მეც და ლიკუნაც, როცა დივანზე დადებულ ტანსაცმელების გორას წავაწყდებოდით.
- გუშინ შენი ძვირფასი ნათლია იყო მოსული. შემოწმებაზე გამოუშვა ალბათ. -თქვა და დივანზე გაწვა.
- ნანა რომ აფრენდა ვიცოდი, მაგრამ ეგეთი გასულიც თუ იყო, არ მეგონა.
სამზარეულოში გავედი, ისე მშიოდა შეიძლება ტიტანად გადავქცეულიყავი და ადამიანი მეჭამა, ან ცხიმებით და კალორიებით სავსე მწვადი. - საჭმელი როგორც ყოველთვის, არაფერია! - ვთქვი აღფრთოვანებულმა და დაბღვერილმა გავხედე კედელს. - რა ვჭამო მე? - ვკითხე გაღიზიანებულმა.
მაცივართან ერთ საათიანი დგომა, იმით დასრულდა რომ ფეხები გამეყინა, ამიტომ ისევ ყველი, კიტრი და ლორის ნაჭრები გამოვიღე. კარადიდან პური და ტოსტების მზადება დავიწყე. ექსპერიმენტები ყოველთვის მიყვარდა. მართალია ერთ-ერთი საშინლად დასრულდა, მშიერიც დავრჩი და კვერცხის და პურის გარეშეც, მაგრამ ჭკუა ვისწავლე რომ ჩემი საქმე არაა ექსპერიმენტები. ამიტომ დიდი ხნის აღმოჩენილი „კერძის“ მზადება დავიწყე. დიდი მონდომებით და ძალისხმევით გავთალე კიტრი, თუმცა კიტრზე მეტი კანი დამრჩა. დავჭერი წვრილად და პურს დავადე, ლორთან და ყველთან ერთად, შემდეგ ისევ პური დავადე და ტოსტერში შევდე.
- ლიკა, ჩადი რა კოკა-კოლა ამოიტანე. - ვუთხარი ტელეფონში ჩამძვრალს და ყურებამდე გაღიმებულს. - აუ, მიდი რა, საჭმელს ვაკეთებ, - როგორც კი მისხმა ყურმა აღიქვა ნათქვამი, უკვე მაღაზიაშიც იყო და ამოჰქონდა კიდეც. ჩვენი გრძნობები საჭმელის მიმართ უფრო დიდია, ვიდრე ადამიანების.
ტელევიზორთან გავედი და ფილმს ვეძებდი, ყოველთვის მაღიზიანებს ფილმის მოძებნის მომენტი, იმდენი დრო მიაქვს! თან ჩემ გემოვნებაში უნდა ჯდებოდეს აღწერით, რეიტინგით და პოსტერით! დიდხნიანი ძებნის შემდეგ, აღმოვაჩინე „ძიძა“ და კმაყოფილმა ჩავრთე. მხოლოდ ახლა გამახსენდა ტოსტერი, ტოსტები, აორთქლებული ლიკუნა და კუჭის ხმა, რომელიც ყველაზე მტკივნეული მელოდიით მეუბნება რომ სრული იდიოტი ვარ!
სამზარეულოში გავრბივარ, ნეტა რისი იმედი მაქვს, გაშავებულ ტოსტებს გადავარჩენ..? სწრაფად ვრთავ ტოსტერს და შავ პურებს ვუყურებ, რომლებიც მაინც მიმზიდველად მიცქერენ.
ტელეფონს გაღიზიანებული ვიღებ და ლიკუნასთან ვრეკავ.
- სად ჯანდაბაში ხარ? - ვყვირი განწირული ხმით.
- აუ, კნაცნობი შემხვდა და გავედით, რა. - მეუბნება ისეთი ხმით, ვითომ არაფერი! ვინ ნაცნობი შეხვდა ისეთი რომ ჭამაზე უარი თქვა? - რომ წამოვალ წამოგიღებ მთელ მაღაზიას თუ გინდა, -მითხრა გაკრეჭილმა და სწრაფად გამითიშა, ჩემი ყვირილი რომ არ გაეგო.
ცოტაც და ცრემლებს გადმოვყრიდი, ჩემი საშინელი ბედის გამო. დივანზე ჩამოვჯექი, თავი დავდე და ავზლუქუნდი.
- საჭმელი-არა. სასმელი-არა. არაფერი-არა. არავინ-არა. და მპლე ბი! - ვთქვი და ტელევიზორს გავხედე, როგორც ჩანს მარტო მე არ ვიყავი ცუდად. შემთხვევით ძიძაც იტანჯებოდა, საზიზღარი ბავშვის გამო. მე კიდევ, ლიკუნას გამო.
- ალო, დედა, მშია. - დავურეკე ნინოს, - ჩამოდი, რა! - ამ დროს განსაკუთრებით მენატრება მისი საოცრად გემრიელი საჭმელები. რაც ნინო წავიდა, მას შემდეგ 5-6 კილო მაინც დავიკელი, მეტი თუ არა.
- გააფრინე, ხო? - მეკითხება ჩურჩულით, - ქასთინგზე ვარ, მოდელებს ვარჩევთ, რა საჭმელი აგიტყდა?
- რა გენაღვლება, შენი შვილი შიმშილით კვდება, შენ კიდე მოდელებს არჩევ, რატო არა! იმედია ფეხები დაელეწებათ. - ვუთხარი და გავუთიშე.
- ალო, მამა, მშია! პიცა გამომიგზავნე რა. - ამჯერად მამას დავურეკე, იმ იმედით რომ დამამშვიდებდა და როგორც ასეთ შემთხვევებში იცის, ყველაზე დიდ პიცას მიყიდდა, თუმცა ახლა გამახსენდა რომ ის აქ არ ცხოვრობს. - ჩამოდი და ისე.
- კატო, დედაშენს დაურეკე, მე რა ვიცი. - მითხრა ფრზა, რომელსაც დაბადებიდან მეუბნება და თითქმის დამაზეპირებინა. მოკლედ, რაც არ უნდა მეთხოვა, ფულის გარდა, ყოველთვის ასე მპასუხობდა;
„- მამა, ჩემი ლეპტოპი სად არის?
- კატო, დედაშენს კითხე.
- მამა, ტელეფონი სად არის ხომ არ იცი?
- დედაშენს კითხე, კატო!
- მამა, ლიკუნა სად არის?
- კატო-მეთქი, კითხე დედაშენს!
და ამ დროს, ლეპტოპი მის გვერდით არის, ტელეფონიც დივანზე დევს, ლიკუნაც მის გვერდით „დევს“.“

ამ ფიქრებში გართულს, ვიღაცამ ზარი დარეკა, მეგონა ლიკა იყო, ამიტომ მოვემზადე ჩხუბისთვის, ფეხების ბაკუნით წავედი კარისკენ და ყურებიდან ბოლიც გავუშვი.
თვალები გადავატრიალე და კარი გავაღე, თუმცა კართან დადებული მაკდონალდსის საჭმელების გარდა, არაფერი დამხვდა.
თვალებგაბრწყინებულმა ავიღე, აქეთ-იქეთ გავიხედე, ფანჯრიდანაც გავიხედე, იქნებ ვინმე დამენახა, თუმცა არავინ იყო. მხოლოდ კოკა-კოლის ჭიქაზე იყო აღნიშნული
  “B”.

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself | ტეგები: (4), undefined, გრძნობამდე
ნანახია: 1705 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar