გრძნობამდე (5)
23.06.2017, 11:43
შოკიდან მხოლოდ მაშინ გამოვედი და აზროვნების უნარიც მაშინ დავიბრუნე, როცა ბოლო ბურგერი ვჭამე და კმაყოფილი წამოვწექი დივანზე. წამითაც არ გამივლია გონებაში ის აზრი რომ შესაძლოა ეს ყველა ბედნიერება, მე მაჩუქეს. თავიდან ვიფიქრე კარი ხომ არ აერიათქო, ან იქნებ ლიკუნას გამოუგზავნეს? არ ვიცი რეალურად რა მოხდა, მაგრამ ჩემი თავი ეგრევე გამოვრიცხე. მიჭირდა იმის დაჯერება რომ შესაძლოა ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ვინმე, მაგრამ გულის აუღიარებელ სიღრმეში, მაინც მინდოდა რომ ყოფილიყო ეს ვინმე და ჩემი დაძინებული ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვაღიარებდი.
არ მახსოვს კიდევ რამდენი ხანი ვიწექი ასე. ფილმიც მალე დასრულდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ასეთ კომედიებზე ძალიან მეცინება, ახლა ღიმილიც კი არ შემეპარა ტუჩის კუთხესთან. არც ვუყურებდი. მთელი გონება ბურგერებზე და ჭიქის წარწერაზე იყო.
სამზარეულოში გავფრატუნდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა. მგონი ნაადრევად დავბერდი, ამ ბოლო დროს ყველაფერი მღლის. სულ მეძინება და მშია. ლიკუნა რომ იყოს, მეტყოდა ორსულად ხარო. მხოლოდ მას შეუძლია ასეთი გენიალური აზრების გადმოფრქვევა, თან ისე თითქოს დედამიწის სიმრგვალეს აზუსტებდეს, მე კიდევ დაწვას ვუპირებდე.
 ისევ მას ველოდები. სანამ მოვიდოდა, სამჯერ დავურეკე. არ მომწონდა გვიანობამდე რომ არ მოდიოდა, თან ამ ბოლო დროს უმატა დაგვიანებებს დასახლიდან ადრე გასვლებს. სულ ასეთი ნერვიული ვიყავი, თან პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და როცა ასე ვარ, ნამუსი მაწუხებს. სულ ჩემს დაკისრებულ დავალებაზე ვფიქრობ და ვნერვიულობ. არ ვიცი, რამდენად კარგი თვისებაა, შენ რომ გაინტერესებს ის და მას შენ -არა.
დივანზე წამოწოლილი, რომ არ ჩამძინებოდა ყავას ვსვამდი, მაგრამ ჩემზე პირიქით მოქმედებს, უფრო მაძინებს. სოციალურ ქსელში დავძვრებოდი, იქნებ რამე საინტერესო მენახა. ვიხილე, უაზრო პოსტები იმის შესახებ თუ რა ძნელია შეყვარებულთან განშორება. ბოლოს ინსტაგრამზე ნინოს პოსტებს ვკითხულობდი. ნინო და ინსტაგრამი გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის.
- ხო, ტატ. - ვუპასუხე ტატას.
- შენ კიდე გძინავს? - გადმოვიდა შეტევაზე.
-  ვიწექი უბრალოდ... რა არის?
- გოგო ყველა ჩვენთან ვართ, კაფეში და გამოდი რა.
განვიხილოთ რამოდენიმე პუნქტი, რის გამოც სახლიდან ვერ გავალ.
პირველი, მეძინება. მეორე, დაღლილი ვარ. მესამე’ც, მეძინება.
- ძაან დაღლილი ვარ, მართლა. არაფრის თავი არ მაქ და მე რომ მანდ მოვალ, დაიკეტება კაფე. - ავუხსენი ვრცლად, ყოველგვარი გაურკვევლობა რომ ამეცილებინა თავიდან.
- ხო, კარგი! - მითხრა წუწუნით და გამითიშა.
ტელეფონი სადღაც მოვისროლე და ბალიშს ჩავეხუტე. ცალი თვალით ტელევიზორს ვუყურებდი. „ძიძა“ პირველი ნაწილი დასრულდა, მეორე დაიწყო რომელიც ბევრად ჯობია პირველს. ცალი თვალით მეძინა, ცალით ვუყურებდი და ვიცინოდი.  მინდოდა, არ მინდოდა, მაინც მეფიქრებოდა ჩემ მუცელში მყოფ ბურგერებზე, ფრიზე, კოკა-კოლაზე და კიდევ უამრავ საჭმელზე.
ამ ფიქრებში ჩამეძინა, მაგრამ იმდენად ფხიზლი ძილი მქონდა რომ ლიკუნა გაუჩერებელი კაკუნი მაინც გავიგე, ჩემდა სამწუხაროდ.
ძლივს ავათრიე სხეული დივანიდან და კარისკენ წავედი.
- ხომ გითხარი, არ მოხვიდე-თქო? - ვუთხარი კართან აწურულს. - შემოდი.
- მეცოდება შენი ქმარი! - დამიბღვირა და ფეხების ბაკუნით შევიდა ოთახში.
- კიდე აქეთ მეწუწუნები? - დავუყვირე მეორე ოთახიდან.
- ესენი რა არი? ვინ მოგიტანა? - ეტყობა სამზარეულოში დაინახა ჩემ მუცელში მყოფი ბურგერების კომპრომანტები.
ფეხების ფრატუნით გავედი სამზარეულოში, კარებს ავეყუდე და გაოგნებული სახით მდგომს თვალების ტრიალით გადავხედე.
- არ ვიცი. კართან დამხვდა!
- რა იცი რომ შენ მოგიტანეს? - მკითხა გაწითლებულმა.
- რა ხდება?!
- მე მომიტანეს და შენ შემიჭამე! - მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ ჩაწვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა, თან ჩემ პირდაღებულ სახეს რომ გადააწყდა, პირზე ხელი აიფარა და კივილი დაიწყო.
- მოიცა, რა თქვი? - ვკითხე ჩუმი ხმით.
- არაფერი, შენია. - მითხრა უცებ და ოთახიდან გავარდა. მეც უკან ავედევნე.
- ვინმე გყავს, ლიკა? არა, კი ვხვდებოდი რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ასეთ რამეს თუ დამიმალავდი, არ მეგონა! - ვეუბნებოდი, ის კი ჩუმად იჯდა, დასჯილი ბავშვივით და ხმას არ იღებდა. - რაო, ვინ გამომიგზავნაო?
- არავინ, - ჩაილაპარაკა ჩუმი ხმით.
- აბა, რატო მითხარი ეგრე? -  ვუყვირე ბოლო ხმაზე! არა, ასე რომ მოქმედებენ ნერვებზე ხმას და ხელებს ვერ ვიმორჩილებ, მინდა მივარდე და ადგილზე მივახრჩო. დამშვიდდი, კატო! მაინც გეტყვის, ნამუსი შეაწუხებს ამ უნამუსოს.
- ვიხუმრე უბრალოდ.. - შეხტა ადგილზე.
- ნუ მასწავლი შენ როდის ხუმრობ და როგორ!
- ხო კარგი... - წამოჯდა დივანზე და მოსაყოლად მოემზადა, - პირველ გამოცდაზე, ქართულზე შენ რომ ვერ წამოდი, იქ გავიცანი. თავის ბიძაშვილს მიაკითხა, ელენეს. ისეთი სიმპათიური იყო რომ თვალს ვერ ვაშორებდი, არა ვაშორებდი მაგრამ ისე ვუყურებდი რომ არ შეემჩნია და მაინც შემამჩნია. გამიცინა, მერე ელენესთან ერთად მოვიდა, ელენემ გაიცანი ჩემი ბიძაშვილი ვატო ხუციშვილიო, დავდნი! ქულა მკითხა ელენემ და რაები შეგხვდაო, არადა გამოსული იყო უკვე გამოცდიდან. მოკლედ, მერე ქუჩაში მხვდებოდა ხოლმე, მივდიოდით სადმე და რომ ვლაპარაკობდით, იცი რა საყვარელია? - თვალები გაუბრწყინდა ლიკას, ასეთი თვალებით საჭმელს არ ვუყურებ და ანუ სერიოზულად არის საქმე. - გუშინ კიდე, ტატასთან და ნენესთან ერთად რომ ვიყავი, ეგ და მისი ძმაკაცები მოვიდნენ, ტატას ნიკუშაც იყო, მაგრამ არც უყურებდნენ ერთმანეთს, გავგიჟდი. ხოდა, ვატომ მკითხა დაც ხო გყავს, ვხედავდი უბანშიო და კითქო ვუპასუხე. დაურეკე მოვიდესო, შემჭამეს, მერე ტატამ დაგირეკა და როგორც ყოველთვის გეძინებოდა. რომ მოსულიყავი გაიცნობდი ყველას. - მეუბნებოდა და თან აქეთ-იქეთ ნერვიულად დააბოტებდა.
- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მე რატომ დამიმალე? - ვკითხე თვალებ დაწვრილებულმა.
- ვაპირებდი თქმას, მაგრამ მერე დაიწყებდი მუქარას, ნინოს ვეტყვიო და გამომძალავდი რამეს! - მითხრა დაბღვერილმა და როგორც ყოველთვის მისი დანაშაული მე გადმომაბრალა. ყოველთვის ასე იცოდა, როცა თვითონ იყო დამნაშავე და ვეჩხუბებოდი, იმდენს ილაპარაკებდა, ბოლოს აქეთ გამომიყვანდა დამნაშავეს და ფეხების ბაკუნით თავის ოთახში გავარდებოდა, კარსაც მიაჯახუნებდა და რამე გველურსაც მოგაძახებდა.
- უი, ეგ კარგი გამახსენე! - ვუთხარი და წარბები ავისმომასწავლებლად ავათამაშე.
- დაიწყო... - თქვა და თვალები გადაატრიალა.
- კაი ტიპები არიან? მოიცა, ტატა და ნიკუშა, რა?
- აუ, კი! მოიცა გაჩვენებ ფოტოებს, - მითხრა და ლეპტოპით ფეისბუქზე შევიდა.
- ვაიმე, მეგობრებში რომ ყავს! - გამეცინა მე.
- თვითონ დამიმატა, იდიოტო! - დამიბღვირა და მისი ფოტო რომ დაინახა, დადნა. - ნახე, რა ბიჭია. - ეკრანს ხელი მიადო და თმაზე გადაუსვა, - ვიცი ხო, მეც მენატრები მაგრამ ჩემი ტირანი და, არ მაძლევს საშუალებას შენთან ვიყო, - ლაპარაკობდა გულდაწყვეტილი და ლამის ცრემლებიც გადმოყარა. თავზე ხელი წამოვარტყი რეალობაში დასაბრუნებლად.
მართლა ისეთი სიმპათიურები იყვნენ ბიჭები ფოტოზე, რომელზე მეთქვა ჯობიათქო, ვერ გადავწყვიტე. ამიტომ ხმას არ ვიღებდი.
- ეს ნიკუშაა? - ვკითხე მარცხნივ მჯდომ ბიჭზე, მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ფოტო ჩვენს კაფეში იყო გადაღებული. ერთ-ერთი სკამზე იყო გადაწოლილი და ირონიულად იღიმოდა, ვატო მის პირდაპირ იჯდა და მის სახეზე იცინოდა, ნიკუშა მარცხნივ იჯდა სერიოზული სახით, ხოლო მეოთხე უკან რაღაცას უყურებდა.
- მიდი, პოსტები ვნახოთ და გეტყვი როგორი ბიჭია. - ვუთხარი და მისი პოსტების კითხვა დავიწყეთ. - გადარჩი ლიკა, კიდევ კარგი ფოტოებზე სიმღერის ლინკი არ აქვს. - ჩამეცინა.
- ხო, არ უყვარს ეგეთები, - თქვა ჯერ კიდევ დამდნარმა, - წავედი ახლა, მეძინება. - ლეპტოპიც თან წაიღო, ეტყობა საიტზე იყო მისი პრინცი.
- მეგრელი აფერისტი, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ოთახში გავედი.

* * *

- თოკ, რა ქნა საბამ? - დავურეკე დილის 9 საათზე თორნიკეს, რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ ეძინებოდა.
- რაზე? - მკითხა კიდევ უფრო ბოხი ხმით.
- გუშინ ხო უნდა ეთქვა ანკასთვის სიმართლე? ანუ ის იდუმალი პრინცი რომ ეგაა, - განვუმარტე ვრცლად. საბასთან რომ დავრეკო, აზრი არ აქვს. თუ ანკამ უთხრა არ მომწონხარო, საშინლად იქნება და ჯავრს ჩემზე იყრის, მერე ვიჩხუბებთ და ა.შ.
- ნენეს უთხარი შემხვდეს და გეტყვი, - წამში მოვიდა ხასიათზე.
- შენ რატო ვერ ეუბნები?
- არ მელაპარაკება!
- ჯერ ერთადაც არ ხართ და უკვე პირველი ჩხუბი? როგორ მოახერხეთ? - გამეცინა.
- აუ, ვიღაც გოგომ მომწერა, ისე გავხსენი საერთოდ არ ვფიქრობდი რას ვკითხულობდი და გაღიმებული რო დამინახა, გაჭედა! - თქვა დამნაშავე ხმით.
- მართალია მერე! ვიღაცამ მოგწერა და რას იღიმები ეკატერინე მეორესავით? ცხენივით გოგო იყო, ხო?
- კატო, ვერ გადამირჩები! - დამიყვირა გაბრაზებულმა, - დამეხმარე თორე საბას გავაფრთხილებ და არც ეგ გეტყვი!
- თუ არ მომიყვები, ნენეს ვეტყვი რომ მასთან სერიოზული ურთიერთობა არ გინდა! ხო იცი, დამიჯერებს მე.
- როგორ ვერ გიტან, შელია!
- მეც მიყვარხარ, ხო იცი.
- ნუ მეაფერისტები, იცოდე ნენეს ეტყვი!
- რას? სერიოზული ურთიერთობებისთვის რომ არ ხარ მზად? - ვკითხე სიცილით, ეს ის მომენტი იყო, ეშმაკის სახე რომ მქონდა!
- ვთიშავ.
- ხო კარგი, მოყევი და ვეტყვი ნენეს. - სხვა გზა არ მქონდა, დავნებდი.
- ბარში ვიყავით, მანდ უნდა ეთქვა ანკასთვის, ძლივს დაიწყო, ლამის მე ვუთხარი.
- შენ ნენესთვის ვერ გითქვამს, რისი მთქმელი იყავი? - ჩავაკვეხე სიტყვა.
- მორჩა, მართლა ვთიშავ. - დამემუქრა, - მოკლედ, ძლივს ამოღერღა მომწონხარ, კი არადა მიყვარხარო და მინდა ერთად ვიყოთო, იმენა მოვკვდი ისე ეუბნებოდა! ანკამ მეც მევასებიო, რა. ხოდა, ამ დროს დაგვადგა მისი ძმა და ძმაკაცები, დაიწყო მორალის კითხვა, ორი წლით მიდის და არ სცალია ჯერ ეგეთი ურთიერთობებისთვის, თუ დაელოდები კიდე შეიძლებაო.  ისედაც სტრესი მქონდა კაციდან მიღებული და ამდენს რომ ვუყურებდი ერთად, კინაღამ მოვკვდი. ეს გაიჭიმა, ძლივს გამოვათრიე, თან ერთი ისეთი თვალებით უყურებდა ლარნაკს, ცოტაც და არ აგვცდებოდა!
- ვაიმე, საწყალი საბა! - საწყალი საბა და მე ამ დროს, ისე ვხარხარებ, მთელ კორპუსს ესმის. - გავიდეთ, რა. იმედია სუიციდზე არ ფიქრობდა.
- გავიდეთ, მარა იცოდე ნენეს ეტყვი!
- ვეტყვი ხო. - ვუთხარი და გავუთიშე.
საბას ნომერი ავკრიბე და ღიმილით დაველოდე როდის აიღებდა.
- როგორ ხარ, საბა? მე და თორნიკე მოვდივართ შენთან, გინდა რამე წამოგიღო? - ვკითხე დინჯად.
- აუ, ლუდი წამოიღეთ რა. - ხმაზე ეტყობა რომ ბევრი დალია და ახლა კვდება.
- კარგი, ორი წლით მივდივარ მაღაზიაში და თუ დამელოდები, შეიძლება ლუდიც წამოგიღო. - ვუთხარი აუღელვებლად და ტელეფონი ყურს მოვაშორე, მისი ღრიალი რომ არ გამეგო.
- გაგანადგურებ, შელია! - მხოლოდ ეს სიტყვები მისწვდა ჩემს ყურთასმენას, მერე გავუთიშე და ღიმილით დავიწყე მომზადება.

 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself | ტეგები: (5), undefined, გრძნობამდე
ნანახია: 1531 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ბოლო ორი თავი არ მქონდა წაკითხული და წავიკითხე დღეს. ძალიან მომეწონა, განსხვავებულია, საინტერესო და შენეული სტილის. ველოდები ახალ თავს uu 3o
avatar
0 Spam
2
კარგია! სიამოვნებით ვკითხულობ და კიდევ კარგი, დასრულებულია და აღარ მიწევს თვეობით ლოდინი... ))))))
avatar