გრძნობამდე (6)
24.06.2017, 17:17

იმის გამო რომ დღეს საქმე საერთოდ არ მქონდა და თან ძალიან ადრე გავიღვიძე, თორნიკეც გავაღვიძე, საბაც და ყველა ვისაც კი ვიცნობდი, გადავწყვიტე ჩამეცვა და თორნიკესთან მივსულიყავი. მართალია, ჯერ ის უნდა მოსულიყო და მერე უნდა წავსულიყავით საბასთან, მაგრამ ისეთი კარგი და სასიამოვნო ამინდი იყო, ეს შანსი ხელიდან ვერ გავუშვი. 
- მგონი რაღაც მჭირს, უკვე ამინდიც მაბედნიერებს! - ჩავილაპარაკე ჩემთვის და კიბეებზე დავეშვი. როგორც ყოველთვის კიბეების თვლაში გართულს, ჩემს პირდაპირ აყუდებული სილუეტი ვერ დავინახე და ისეთი ძალით შევასკდი, ლამის ტირილი დავიწყე ტკივილისგან.
- ვაიმე, მეტკინა! - ამოვთქვი ძლივს და ისეთი თვალებით ავხედე ნაცნობ ქმნილებას, თითქოს მისი ბრალი იყო და არა ჩემი. - უკაცრავა..დ, - ვუთხარი უცებ და ხმის ამოღებაც არ ვაცადე, ისე ავორთქლდი ადგილიდან. ეს ის არის, ვინც მე მგონია?
გუშინ ლიკუნა რომ მაჩვენებდა ფოტოებს, ერთ-ერთია, უეჭველი! ძალიან ჰგავს, ან ტყუპი ჰყავს... ჰმ, საინტერესოა!
გზაში ნენეს დავურეკე და ძალით წავიყვანე თორნიკესთან, მან ნახევრად შიშველმა და თმა აბურძგნულმა გაგვიღო კარი და ეგრევე თვალებზე ავაფარე ხელი ნენეს.
- ჯერ ადრეა შენთვის ეგეთები. - ვუთხარი სიცილით. გაშეშებული იდგა და ამით ვისარგებლე, სწრაფად შევაგდე სახლში და კარს ავეყუდე.
- რა გაჩხუბებთ? ახალგაზრდა ხალხი ხართ, რომ დაბერდებით და ნერვები გაგიფუჭდებათ, ჩხუბი მერეც გეყოფათ. დროზე შერიგდით და წავიდეთ საბასთან! - შევძახე დიდი ოპტიმიზმით და სამზარეულოში გავედი, წყალი რომ დამელია. არადა, არ მინდოდა. უბრალოდ სიკეთე გამოვიჩინე და წყვილი მარტო დავტოვე. მართალია, ნენე რამოდენიმე წუთი ისევ გაშტერებული იდგა და არაფერი ესმოდა, მაგრამ თორნიკე რომ ჩაეხუტა ეგრევე გამოფხიზლდა.
- ვაიმე, შიშველი ტარზანი მეხუტება! - წამოიყვირა უცებ, - და კოცნას მიპირ.. - სიტყვის დასრულებაც არ აცადა, ისე ტარზანივით დაეტაკა! ნუ, რა თაობა მოდის. კიდევ დიდხანს არ გაჩერდებოდნენ, მე რომ არ დამეწყო ფეხების ბაკუნი, მშვიდად ჩახველება ამათმა ვერ გაიგეს...
- ხელის შეშლა არ მინდა მაგრამ წავიდეთ,რა. - ავწუწუნდი და ჩემი წუწუნის მოსმენას, ისევ კომპრომისზე წასვლა ერჩივნათ.
- მარტო რომ წახვიდე, არ გინდა? - გადმომხედა თორნიკემ და თვალებით მანიშნა აორთქლდი აქედანო, მაგრამ ირონიული სიცილით გადავაქნიე თავი და სწრაფად დავსერიოზულდი.
- არა! - გავუღიმე და იქვე მიყრილი ტანსაცმელი ვესროლე. - ჩაიცვი, მერეც მოუწევს შენი ეგეთ ფორმაში ყურება! - აწითლებული ნენეს წამოძახილი და თორნიკეს ეშმაკური წარბების თამაში დავაიგნორე და ტელეფონში ვითომ „საქმე“ გავაგრძელე, არადა იმდენი ხანი ვუყურებდი ეკრანს, ყველგან გამოსახული ფოტო მელანდებოდა.

* * * 

საბასთან რომელ საათზე მივაღწიეთ, არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ გვიანი იყო! რა თქმა უნდა, მაღაზიაშიც შევიარეთ და კოკა-კოლა ვუყიდეთ, მიუხედავად იმისა რომ ლუდი დამაბარა, თან სამჯერ. ისედაც მომაკვდავი და დეპრესიაში მყოფია, კოკა-კოლა უფრო გაამხიარულებს.
- არის აქ ვინმე სულიერი? - ვიყვირე სახლში შევედი თუ არა. - ჩემი საწყალი ბიძაშვილი, მგონი მართლა სუიციდზე დაფიქრდა. - ჩავილაპარაკე და ოთახებში მისი ძებნა დავიწყე. ბოლოს მისაღებში ვიპოვე, მთელი სახლი თავზე ეყარა და რაღაც თამაშს თამაშობდა.
- ღმერთო, მგონი ბიჭებს ტარზანად ცხოვრება სულში აქვთ გამჯდარი! - ვუთხარი ნენეს და ორი ბოთლი კოკა-კოლა მაგიდაზე დავუდე. - აი, შენი ლუდიც. 
- აუ, ეს რა არი? - დაიწუწუნა და თან სვამდა, - ლუდი მინდოდა მე. 
- საბა, უკვე ნერვებს გვიშლი! ან მის ძმას რატო უყურებ საერთოდ? მე რომ ამ ძმებისთვის და ნათესავებისთვის მეყურებინა ისევ მარტო ვიქნებოდი! - ვთქვი თუ არა, სამივემ მე გადმომხედა.
- ისედაც მარტო ხარ. - მითხრა ნენემ. მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ ჰო, დიახ, მე მარტო ვარ.
- ვამშვიდებ და მაცადე! - დავუღინე.
- საბა, დაიკიდე რა, ხო უყვარხარ ანკას? - ამჯერად ნენე ჩაერთო და მის გვერდით დაჯდა.
- ოე, უცხო მოყმე, დამჯდარა და ქვითინებს ქალივით! წაყევი შენც ლონდონში და იქნებ გაგიღიმოს ბედმა და მოხვდე რამე ბანძ უნივერსიტეტში. იცხოვრეთ ერთად! ვინ არის ასეთი მისი ძმა, ერთი გამაგებინა რა!
- მართალს გეუბნება, წადი შენც ბიჭო და ქენი რამე, რა ვიცი.- დამეთანხმა თორნიკე. კიდევ კარგი ეს რომ მეთანხმება ხოლმე, თორემ სულ არ მომისმენდნენ. არა, ისე კრეატიული იდეები კი მაწუხებს.
- ვითომ? - გადმოგვხედა ეჭვის თვალით, სამივემ თავი რომ დავუქნიეთ, პირველად გაეღიმა.
- ეგრე, რა! ვერ გიტან ეგეთი სახით რომ ხარ. - ვუთხარი და ჩავეხუტე, - არ მჯერა, ბიძაშვილი მითხოვდება. - ავქვითინდი აფერისტულად, მაგრამ იმის წარმოდგენა რომ ისე ხშირად ვეღარ ვნახავდი ან უფრო დიდ დროს ანკასთან გაატარებდა, საოცარმა ეგოისტურმა გრძნობამ შემიპყრო ცხოვრებაში პირველად.
- გოგო! - დამიბღვირა, მაგრამ მასსაც გაეცინა. - გოგოს გამო რაებს ვაკეთებ, ბიჭოოო! - წამოიყვირა უცებ. - მარა მევასება. - დაამატა დენდარტყმულივით, ვითომ ანკას ესმოდა მისი ნათქვამი.
- აუ, როგორ მიხარია ვერ წარმოდგენ! - უთხრა ნენემ და მეორე მხრიდან ის ჩაეხუტა.
- ნენე, შენ შეგიძლია ძლიერ, სიმპათიურ, ათლეტურ, მაღალ, ლამაზ, ჭკვიან, მიზანდასახულ, გონიერ ადამიანს ჩაეხუტო და არა მაგ ლიფსიტას! - გაუღიმა თორნიკემ და ბალიშების ომიც დაიწყო.
- უკაცრავად ბიჭებო, მაგრამ მე რაღაც ინფორმაციებს ვფლობ და... თან ნენეც აქ არის, უპირატესობა საბასკენაა. - ვთქვი თუ არა, სამივე მხრიდან იმდენი ბალიში წამოვიდა, სახის მარცხენა მხარე გაწითლებული მქონდა. - დამპლები, პროსტა! - ჩავიდუდღუნე და ბალიშებით აფეთქებულ თმას სწორება დავუწყე. - გაუკეთე ასეთებს სიკეთე, არადა მტრედი ვარ, თეთრი დროშა, მაჭანკალი, ზავი, ხარკი, რა ვიცი! - ვლაპარაკობდი ჩემთვის, თან წყალს ვასხამდი ჭიქაში და მხოლოდ ახლა ამენთო ნათურა ტვინში. გახარებულმა შემოვკარი ტაში და ზურგით მჯდომ საბას ერთი ჭიქა ცივი წყალი გადავასხი.
- მოგკლავ! - და აი ისიც, მხოლოდ მისი ღრიალის ხმა არღვევდა დაძაბულობით გამოწვეულ სიჩუმეს.

* * * 


ჩვენი კაფე, იმდენად მყუდრო და ლამაზი იყო რომ მინდოდა სულ იქ ვყოფილიყავი. შორიდან მოჰკრავდი თუ არა თვალს, ეგრევე გაგიჩნდებოდა იქ შესვლის სურვილი. გარედან ღია ცისფერი იყო, რაც უფრო ჰაეროვანს ხდიდა, თან ბინების ქვემოთ იყო და იფიქრებდი, პატარა კაფეაო, მაგრამ საკმაოდ დიდი სივრცე იყო შიგნით. კედელზე იასამანის ხე მიუყვებოდა, სახლის აივნებშიც შედიოდა, იქ კი მეპატრონე, შუა ხნის ქალი ცხორობდა. იასამანი და სხვა უცხო ყვავილები გარეთ იყო გამოტანილი და ჩაივლიდი თუ არა, ისეთი სურნელი ტრიალებდა რომ რამოდენიმე წუთი მაინც შეჩერდებოდი. გარეთ რამოდენიმე პატარა მაგიდა იდგა, შიგნით კი, ყველაფერი მოხატული იყო, შენც შეგეძლო შენი კვალის დატოვება კედელთან. ირგვლივ სულ ყვავილების სურნელი და საოცარი გაფორმება იყო. ასევე, საკმაოდ დიდი სივრცე და მაგიდები, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით იდგა. ეს გიწყობდა ხელს რომ „შენთვის“ ყოფილიყავი, შენს სამყაროში და ხელი არავის შეეშალა. 
ძალიან განსხვავებული იყო ყველაფერი. ძნელი იყო ამ კაფეს აღმოჩენა, მაგრამ აღმოაჩენდი თუ არა, გაგიჭირდებოდა მისი დათმობა. საოცარი ბედნიერების გრძნობა გეუფლებოდა იქ ყოფნისას, თითქოს სავსე იყავი, მაშინ როცა ცარიელი ხარ.


მე და ნენე, კაფეში შევედით და უკვე შეკრებილი საზოგადოებისკენ დავიძარით. რამოდენიმე ბიჭი, ლიკუნა და ტატა ისხდნენ, სკამები სხვა მაგიდებიდან გადმოეტანათ და საკუთარი კუთხე მოეწყოთ, იქვე ფანჯარასთან.
- გამარჯობა, - მივესალმე ყველას და მკრთალად გავიღიმე. ნენე ყველას იცნობდა და საკმაოდ მეგორბულად ესალმებოდა. იქვე, კუთხეში, ჩემს ადგილას დამჯდარ ბიჭს გავხედე, ალბათ ხვდებით ვინც იყო... ბიჭი, სადარბაზოდან.
არ მესიამოვნა რომ ჩემს ადგილას იჯდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ნუ ვეცადე მაინც. ტუჩის კუთხესთან უცნაური ღიმილი რომ გაეპარა, მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო და შევიშმუშნე.
- ჩემი და, კატო. - წარმაგდინა ლიკუნამ და მის პრინს ღიმილით გადახედა. ცდილობს მომეწონოს.
- მე ვატო, - მითხრა ღიმილით, შევხედე თუ არა, წამში ამოვიცანი ფოტოდან. - მინდოდა შენი გაცნობა, მაგრამ რამდენჯერაც მოვინდომე, სულ გეძინა. - ჩაეცინა და ჩემს აწეულ წარბზე, გადაიხარხარა. ესეც მოუხსენებიათ, ქალბატონებს.
- ჰო არა? - გადავხედე ტატას, რომელმაც მზერა ამარიდა.
- ნიკუშა, - მითხრა ტატას გვერდით მჯდომმა, რა თქმა უნდა, ეს ხომ თვით ნიკუშა ხუციშვილია. - გავიგე, არ მოგწონვართ, იქნებ შევძლოთ წარმოდგენის შეცვლა, - მართალია სიცილით აუბა მხარი ვატოს, მაგრამ პირი ისე დავაღე, ეგრევე მიხვდა სამივე რომ დაერხათ.
- ბერდო, - ამჯერად ადგილის ქურდმა ჩაილაპარაკა, თუმცა არც ისე მხიარული სახე ჰქონდა. - დილით კინაღამ მხარი დამატოვებინე სადარბაზოში , - მათგან განსხვავებით არც გასცინებია, სრული სერიოზულობით მითხრა. ჩავახველე უხერხულობისგან...
- კიდევ რამე ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი, გამახსენეთ, ბარემ აქ ვარ. - ვთქვი შეცვლილი ხმით. ლამის ტირილი დამეწყო. მოიცა, მე ამათ რასაც ვეუბნები, ყველაფერი უნდა თქვან? როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი ხუმრობაში გაატარეს და გაეცინათ. კინაღამ მხარის გარეშე დარჩენილ ბერდოს, არა.
- აქამდე რატო არ გიცნობდით? - მკითხა ნიკუშამ. - მეზობლები ვართ თან!
- მე გიცნობდით. - წამოვიყვირე უცებ.
- ჰოო? საიდან? - დაინტერესდა ვატო, ალბათ ეგონა რომ გოგოებიდან.
- კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვთ. - ამჯერად ჩემი დრო დადგა! ვერ ვიტან როცა ვინმე სიტყვაში "მიგებს".
ამჯერად ბერდოს ჩაეცინა.
- ჩვენ აქ ვართ, ისე... - ჩაილაპარაკა ლიკუნამ და თვალები დამიქაჩა.
- ვიცი, სიცოცხლე. - უთხრა ვატომ და ხელი გადახვია, რა თქმა უნდა, ლიკუნაც დადნა.
- შენ მომავალი ფსიქოლოგი, ხო? - მკითხა ნიკუშამ და ბერდოს გადახედა. მე თავი დავუქნიე და შეკვეთილი ნაყინის ჭამაც დავიწყე.
- აი, ბერდოს ჭირდება კარგი ფსიქოლოგი, რომ გაუგებს ისეთი და მიიღე რა. - მითხრა ფხუკუნით, დანარჩენებიც აყვნენ, მხოლოდ ბერდო მიყურებდა დაბღვერილი.
- ბიჭო ფსიქოლოგი უნდა, ცოლი კი არა. - მხარზე ხელი დაჰკრა ვატომ, - ა, ხო ცოლიც არაა ურიგო. - დაამატა ბოლოს. მხოლოდ მე ვიყურებოდი კითხვის ნიშნებით. ვერ ვხვდებოდი მათ ქარგმებს, ამიტომ მკრთალად ვიღიმოდი და ხმას არ ვიღებდი. 
- თქვენ შიგ ხო არ გაქვთ? - სერიოზული ხმით ჰკითხა გათამამებულ ბიჭებს, ისე თითქოს რამე საინტერესოს ამბობდა. კიდევ კარგი ტელეფონმა დარეკა და საბამ მიხსნა, ასეთი იდიოტური სიტუაციიდან.
- ჰო, საბ. - ვუპასუხე უცებ.
- აუ, კატუშ, ცოლი მოვიყვანე! - ყვიროდა გახარებული. მე ლამის ნაყინი გადამცდა, ნენეს გავხედე.
- რა ქენი? - წამოვიყვირე უცებ. როგორც ჩანს, ჩვენი ნათქვამი ისე გაიგო, როგორც უნდოდა! რა მიკვირს, ახლა ხომ არ გავიცანი?
- რაჭაში ვართ, ჩემებთან და ჩამოდით, რა. - მომაძახა უცებ, - გზა ხო იცი შენ? -მხოლოდ კის თქმა მოვახერხე და ეგრევე გათიშა. ყველა მე მიყურებდა.
- რა მოხდა? - მკითხა ლიკუნამ, - თქვი!
- საბამ ცოლი მოიყვანა. - ვუთხარი აღელვებულმა და სკამზე დავეშვი. 
- ვაიმე, ვიცოდი რომ ეგრე გაიგებდა ჩვენს ნათქვამს, ხისთავიანი! - ამყვა ნენეც, თან ეცინებოდა. მე ანკას ძმა და მშობლები უფრო მაშინებდა.
სიჩუმე, ბერდოს ტელეფონმა დაარღვია. მანაც სწრაფად უპასუხა.
- ჰო.. - უთხრა თუ არა, სწრაფად წამოდგა ფეხზე. - რა თქვი ბიჭო? კაი მოვდივართ! - მიაძახა სწრაფად და გათიშა. ხელებით მაგიდას დაეყრდნო.
- ანკა გაიპარა, ბიჭო. - თქვა თუ არა, მე და ნენე გავშეშდით.
- ვაიმე! - წამოვივყირე უცებ. ჩემი ეს ერთი წამოყვირებაც საკმარისი გახდა რომ სიტუაცია, გასაგებზე გასაგები ყოფილიყო.

--

პ.ს კითხულობს ვინმე?:)

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself | ტეგები: undefined, (6), გრძნობამდე
ნანახია: 1522 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
მე ვკითხულობ და წინა თავზეც დავაფიქსირე ჩემი აზრი.
თუმცა აქაც ვიტყვი, მომწონს ეს ისტორია, რაღაცნაირი შენი ხელწერა კი ეტყობა მაგრამ უფრო მრავალფეროვანია, პერსონაჟებიც ბევრი გყავს. მხიარულები არიან და საინტერესოები ჩემთვის. რაც დადე მაგის მერე მოგყვები და გითხარი კიდევაც ამასწინად. კიდევ უნდა ავღნიშნო რომ როდესაც ახალ ისტორიას იწყებ და პერსონაჟებს არჩევ სულ არიან უბრალოები და ძალიან ლამაზები, ხოდა ძალიან მომწონს ტრადიციას რომ არ ღალატობ :დდ 3o 3o
ისეთ ადგილას დაასრულე რომ ორმაგად მაინტერესებს ახალი თავი. like uu
avatar
0 Spam
2
#ძალიანმოწონებისსმაილიკი
avatar