გრძნობამდე (8)
01.07.2017, 19:32

ცხოვრება ხანმოკლეა. მართალია, ეს ძალიან ბანალურად ჟღერს. მაგრამ იმდენად ხანმოკლეა რომ დაშვებული შეცდომების გააზრებას და გამოსწორებასაც ვერ ვასწრებთ.
კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობის რამოდენიმე პერიოდი. მათი გახსენებისას, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ეს რამოდენიმე დღის წინ მოხდა და არა - წლის.
როცა ვიხსენებ იმ კონკრეტულ მომენტს, რომელიც ან ძალიან მაბედნიერებდა, ან პირიქით და იმდენად კარგად მახსოვს ყოველი დეტალი, თითქოს დღეს მოხდა, თუმცა არ მახსოვს მომხდარის შემდგომი დღეები, რომელიც უინტერესო იყო.
მახსოვს, მე და ლიკუნა მივდიოდით მაღაზიაში, ნინომ ფული მოგვცა და ჩიფსები უნდა გვეყიდა. მე დიდ და მაღალ გოგოებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, როდის გავიზრდები?! ალბათ ამას საუკუნე დასჭირდება! არ მასვენებდა ეს კითხვა, მინდა სწრაფად გამეგო როგორი ვიქნებოდი, მართლაც მეგონა რომ საუკუნე დასჭირდებოდა ამის გაგებას, მაგრამ ეს ისე მალე მოხდა გააზრება და საკუთარი თავის შეთვალიერებაც ვერ მოვასწარი. აღარ მინდა ასეთმა ფიქრებმა ჩემი გონება შეიპყროს, ისე როგორც ბავშვობაში. აღარ მინდა იმაზე ფიქრი, როგორი ვიქნები მერე, როცა კიდევ ერთხელ შევიცვლები და დავბერდები. მინდა ჩემმა ტვინმა მხოლოდ ეს წინადადება აღიქვას; - იცი, რა? არ მაინტერესებს როგორი ვიქნები მერე, მინდა ეს დღეები არასდროს დასრულდეს.

* * *
- სახლში არ გავივლი? - წამოვიძახე, როცა მივხვდი რომ მათ მანქანას უკან მივყვებოდით, ისინი კი რაჭისკენ მიდიოდნენ.
გადმომხედა, ღრმად და ავის მომასწავლებლად ჩაისუნთქა და მშვიდად მიპასუხა;
- არა!

მაღიზიანებდა ასეთი ტიპის ადამიანები. ისე იქცევიან, თითქოს რამე დავუშავე. თუმცა, მეც ასე ვიქცევი როცა ერთი შეხედვით ადამიანს არ მოწონების იარლიყს ვაკრგავ. ვითომ, არ მოვწონვარ? არადა, როგორი სიმპათიურია; ნაცრისფერი თვალები, თხელი ტუჩები და სწორი, ჩემზე ბევრად კარგი ცხვირი. მაგრამ ყველაზე მეტად წარბები მომწონს, თვალის ჭრილთან ერთად, რომელიც იაპონელის გარეგნობას სძენს.
- ყველასთან ასეთი ხარ თუ მხოლოდ ჩემთან? - წამოვროშე ის რაც გონებაში მიტრიალებდა. სულ ასე ვიცი, შეიძლება სხვა რაღაცის თქმა მინდოდეს, სხვა რამეზე ვფიქრობდე და ის ვთქვა, რაზეც ვფიქრობ. ჩემი ხმის გაგონებაზე, მე თვითონ შევხტი. ვინ მეკითხებოდა? მართალია ნინო რომ მეუბნება, ენას ვერ აჩერებო.
- მხოლოდ შენთან, - გადმომხედა დამცინავი ღიმილით. აშკარად გაამხიარულა ჩემმა კითხვამ და პირველად ვხედავ გაღიმებულს. როცა ღიმილის, თვალები კიდევ უფრო ეჭუტება და თითქოს უცინის.

- ფრანგულ კაფეში ხშირად დადიხარ? - ვერ მივხვდი მეხუმრა თუ სერიოზულად მითხრა, ამიტომ როგორც ოპტიმისტმა, მისი პასუხი ხუმრობაში გავატარე და გათამამებულმა მივაყარე კითხვები.
- კი, - მითხრა იმავე ტონით, როგორც წეღან. არ მინდოდა ამ პასუხის მოსმენა. ეგოისტურმა გრძნობამ შემომიტია. სულ მგონია რომ მხოლოდ ჩემია ის კაფე და როცა ვინმე შემოდის, ბოღმა ყელთან მაწვება.

- კაფე ფრანგულია, მოგეხსენება ფრანგების უმეტესობა რომანტიკოსია, თან სახელით „Je t'aime“ ჰქვია და შენ მანდ რა გინდა? - ვკითხე თვალებ მოჭუტულმა.
- ყველა ფსიქოლოგია შენნაირი მოძალადეა? - მკითხა სიცილით, - იქნებ რომანტიკოსი ვარ მეც.
- არ გავხარ რომანტიკოსს! - არ დავნებდი მეც.
- არც შენ გავხარ, კატო. - თვალი ჩამიკრა ნიშნისმოგებით.
- მე გოგო ვარ! - წამოვროშე მორიგი სისულელე.
- ანუ ვთანხმდებით იმაზე რომ გენდერული თანასწორობა სისულელეა? - კიდევ უფრო გამხიარულდა ჩემ იდიოტურ პასუხზე.
„ რა იდიოტი ვარ“ მხოლოდ ეს წინადადება მიტრიალებდა გონებაში.

- ეს უბრალოდ ვთქვი... ისე... ვფიქრობ რომ გენდერული თანასწორობა იდიოტობაა. - ისევე როგორც ჩემი პასუხი, მინდოდა ამის დამატება მაგრამ თავი შევიკავე. - შეიძლება გარკვეულ საკითხებზე იყოს კაცი და ქალი თანასწორი, მაგრამ როგორც ასეთი, მე არ მინდა რომ არსებობდეს. თუ კაცი ღალატობს ცოლს და ამბობენ რომ მაშინ ცოლმაც უღალატოსო, ეს ცოლ-ქმარის ურთიერთ უპატივცემულობაა და არა გენდერული უთანასწორობა.
- დღევანდელი ფემინისტთა დაჯგუფება, რომლებსა მოძალადე კაცებისგან ქალის დაცვა ევალებათ, ორიენტირებული არიან როგორ გაავრცელონ გენდერული თანასწორობა. თუ კაცი ცოლს სცემს და ცოლი არაფერს ეუბნება, ეს მათი შეგნება და განათლებაა, ამას თანასოწორობა ვერ უშველის, - გააგრძელა ჩემი ნათქვამი და ისე მოულოდნელად წამოვიწყეთ ამ თემაზე ლაპარაკი, არ მჯეროდა რომ ჩემ გვერდით ის ბერდო იჯდა.
- ნორმალური ოჯახებში, სადაც ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, ყოველთვის იარსებებს გენდერული თანასწორობა. ვფიქრობ, ამ სიტყვის სინონიმი გაგებაა. თუ ქმარს ცოლი უყვარს, მაშინ ის საჭმელსაც გააკეთებს, სახლსაც დაალაგებს და თუ ცოლს პატივს არ სცემს, მაშინ ის ჩვეულებრივი მოძალადეა, რომელიც არაა ღირსი ჰყავდეს ცოლი. თუ ქალი ორსულად არის და ადის ტრანსპორტში, მას აუცილებლად დაუთმობენ ადგილს და თუ არ დაუთმობენ, ეს მათი გაუნათლებლობა და ზრდილობაა. შეიძლება გულის სიღრმეში ვინმე ფიქრობდეს რომ გენდერული თანასწორობა კარგია და შეამცირებს ძალადობას, მაგრამ როცა კაცი გზას დაუთმობს, ადგილს ან კარს გაუღებს, დარწმუნებული ვარ ეს ესიამოვნება და ის უფრო გააღიზიანებს რომ ამას აღარ გააკეთებს.

- მართალი ხარ, - მომიჭრა მოკლედ, კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ გადაიფიქრა.
- თურმე ცივილიზებულად ლაპარაკი შეგიძლია, - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- ეხა მანქანიდან თუ გისროლე, ვერცერთი ფემინისტი ვერ გიშველის, - მითხრა ირონიულად და ტუჩის კუთხე ჩატეხა, მე რომ არ დამენახა, მაგრამ ჩემ თვალს რას გამოაპარებ. რაც არ არის საჭირო, იმასაც ვხედავ.
- ფემინისტებს თუ მივმართე, ყველა კაცის უფლებადამცველი უძლური გახდება! - არც მე ჩამოვრჩი.
- ფემინისტებს არა, ბავშვის უფლებებს ვინც იცავს, იმათ მიმართე. - მითხრა და სიგარეტი ამოიღო.
- ნუ ეწევი მანქანაში, - ვუთხარი და სწრაფადვე გადმომხედა „ბატონო?“ სახით. - ცუდად გავხვდები!
- მოგისვრი მანქანიდან და განიავდები.
- ნუ გააღვიძებ ჩემ შინაგან მეს, მითქვამს მე! - გავაფრთხილე ავის მომასწავლებლად. თუ ასე გააგრძელებს, მალევე ამომივა ყურებთან ახლოს წითელი რქები.
- შინაგანი მეც გაქვს შენ? - მკითხა ინტერესით და ანთებული სიგარეტი სახესთან ახლოს მომიტანა.
- მაქვს და გაწიე ეგ საზიზღრობა, - მძულდა სიგარეტის სუნი და უსიამოვნოდ დავმანჭე სახე.
- ვიცი რომ ჩუმ-ჩუმად ეწევი, მიდი ნუ გერიდება, მოწიე. - მითხრა და ახალი მომაწოდა. ჯერ სიგარეტს დავხედე, შემდეგ მას.
- ტყუილი არ მჭირდება! - გამოვცარი გაბრაზებულმა და ხელები გულზე დავიკრიფე.
- მიდი, რა! - მითხრა კიდევ ერთხელ, მეც გამოვართვი. ვინმემ რომ მკითხოს, ეს რატომ გააკეთეო, ვერ ვუპასუხებ. ალბათ იმის დასამტკიცებლად რომ ასეთი ტყუილები არ მჭირდება. მოვუკიდე და მალევე ვიგრძენი ყელის წვა.

- გიხდება, - მომიგო კომპლიმენტი და ჩემ თავმოჭრილი ქათმის სახეზე გაეცინა. მალევე დავიწყე ხველება, ასე მეგონა მახრჩობდა. სწრაფად გადავაგდე ფანჯარაში და თავიც გავაყოლე მგონი. მართლა თავმოჭრილ ქათამს ვგავდი.
- ქათამს რომ თავს მოაჭრიან, ზუსტად ეგრე ხარ. - გამოიცნო ჩემი ფიქრები და მოგდებულ კომპლიმენტს, ახალი მიამატა.
- გმადლობთ. - ვუთხარი და ფანჯრის მინა კიდევ უფრო ჩამოვწიე. მესიამოვნა გრილი ჰაერი. - მართლა საზიზღრობა ყოფილა!
- პირველად გასინჯე? - მკითხა გაკვირვებულმა.
- არა, დიდი ხნის წინ და არ მახსოვდა როგორი იყო. - გამეცინა ბავშვობის გახსენებაზე. ჩუმად რომ მოვიპარე ნინოს სიგარეტი და გავსინჯე, თან რამოდენიმე თვე ნამუსი მაწუხებდა.
- როდის, აკვანში?
- ჰა, ჰა, ჰა!

თავი ფანჯრისკენ მივაბრუნე და ვუყურებდი ხეებს, რომლებიც გარბოდნენ. ბავშვობაში მეგონა რომ ხეები მიდიოდნენ და არა ჩვენ. თვლა დავიწყე. ოცდაათამდე რომ ავედი, თვალები დამეხუჭა და მალევე ჩამეძინა. ბერდოს ხელმა გამაღვიძა, რომელიც სახესთან ჰქონდა მოტანილი და თან მეუბნებოდა ჩამოვედითო. თვალები ისე გავახილე, ფილმებში კომიდან გამოსულები რომ ახელენ.

- ჩამოვედით, კატო! - იმდენი ხანია ამას მიმეორებს რომ უკვე ტვინში ჩამებეჭდა და ჩემდა უნებურად გონება კვლავ აგრძელებს ამის გამეორებას.
მანქანიდან გადმოვედი, ცივმა ჰაერმა ცოტა გამომაფხიზლა. სახლთან მდგომი საბასკენ წავედი ხელებგაშლილი.

- არა რა, ერთი სპორტული გაკლია, ჟურნალი „სარკე“, რუბრიკა „ჩემმა მეგობარმა შეყვარებულთან მიღალატა, ეროვნული გამოცდები რომ ვერ ჩამებარებინა“ და ანკას ცოცხი! რა სახით ხართ, ხალხო? - მივდიოდი და მთელ ხმაზე გავკიოდი. - გილოცავ საბ, - მივუახლოვდი და ჩავეხუტე. - შენც გილოცავ ანკა, - ამჯერად მის გვერდით აწურულ გოგოს გადავეხვიე. სკოლიდან ვიცნობდი, მაგრამ არც ისე კარგად. - შენ ძმას და მის ტირან მეგობარს არ უსმინო, - ვუთხარი და ხელით ჩემ გევრდით მდგომ ბერდოსკენ ვანიშნე. თან თვალიც შეუმჩნევლად გავაპარე. დგომაც როგორი აქვს!
- ჩემი ბიძაშვილია ეგ, - მითხრა ანკამ, მისი ხმა ბერდოსაც მისწვდა და ეგრევე მიხვდა რაც ხდებოდა. ანთებული თვალებით გადმომხედა, ისე სიბნელეში ტელეფონით რომ გაანათებ და შემდეგ იგივე მზერით ანკას და საბას.
- გილოცავთ, - ლიკუნა და ტატა მივარდა წყვილს. ნენე ჯერ თორნიკესთან ჩახუტებით ტკბებოდა, მაგრამ როგორი ხანმოკლეა ეს სიამოვნება, როცა მე ვარსებობ!
- უნდა ვილაპარაკოთ, სანამ კოკა ჩამოვა, - თქვა ნიკუშამ.
- ძალიან გთხოვ ერთმანეთს ნუ დახოცავთ, დამალაპარაკეთ ერთი ეგ ბიჭი, გავუიასნებ! - პირველი რაც არ მინდოდა, რაჭაში ყოფნა იყო და მეორე, ნამდვილად არ მინდოდა ჩემი მე-19 დაბადების დღე ამათ ჩხუბში გამეტარებინა.



კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself | ტეგები: გრძნობამდე, undefined, (8)
ნანახია: 1471 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar