გრძნობამდე (9)
01.07.2017, 23:34

 

მე, ლიკუნა, ტატა, ნენე და ანკა გარეთ ვიყავით. უკვე ისე გავბევრდით რომ სახელების ჩამოთვლაც მეზარება. ანკა ნერვიულად დააბოტებდა აქეთ-იქეთ, ტატა ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ლიკუნა ფეხს ნერვიულად აბაკუნებდა, ნენე ძლივს და სწრაფად მომზადებულ ცივ ყავას დიდი სიამოვნებით სვამდა, მე ჰამაკში ვიჯექი და მათ ვაკვირდებოდი, თან ბერდოზე ვფიქრობდი. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ძალიან დამაინტერესა მისმა პიროვნებამ. ხშირად ხდება, როცა ისეთი ადამიანები გაინტერესებს, რომლებსაც შენ არ აინტერესებ და მეც ასე ვარ. მისი ხასიათი იმდენად გავს ჩემსას, მისი აზრები იმდენად გავს ჩემსას, მგონია რომ ჩემი ბიჭი ვარიანტია. ბერდო. სახელიც როგორი უცხო აქვს. არ ვიცი, რატომ მომეწონა ასე ერთი ნახვით, თუმცა რატომაც არა, ისეთი გარეგნობა აქვს, ნებისმიერს ასე დაემართება. მისი სერიოზული გამოხედვა, აუცილებლად დაგაბნევს. მისი ჩაცინება, ლოყებს აგიწითლებს. მაგრამ დროა ეს უაზრო ფიქრები შევწყვიტო! ბევრი ბიჭი მომწონებია, თუმცა ყველას გავურბოდი, ეგრევე თავიდან ვიგდებდი რომ მსგავსი აზრი კიდევ არ გამეფიქრა. ყოველთვის კომპლექსი მქონდა და ყოველთვის მრცხვენოდა რომ შეიძლება ვინმე მომეწონოს და მას არა. მეშინოდა რომ ცალმხრივად შემიყვარდებოდა ვინმე და როცა ასე ხდება, დამერწმუნებით რომ ადამიანი დებილდება, არაადეკვატური ხდება, დეპრესიული, სიცოცხლის ხალისი ეკარგება, მისი თვითშეფასება ნულს უტოლდება და ასე შემდეგ.

ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი ხანი ვიყავით ამ მდგომარეობაში. ანკას ძმა, კოკაც ჩამოვიდა. ჩემში გაკვირვებას არა, განცვიფრებას იწვევდა ასეთი პრიმიტიული საქციელი. არასდროს მომწონდა ეს ბიჭების გარჩევები, მოლაპარაკებები, შეთანხმებები. ახლა ის გამახსენდა, სოფელში ჩემი მეზობელი, როგორ მოიქცა და ისეთი სიცილი ავტეხე, ყველა დაძაბული სახით მე მიყურებდა, რა მოეჩვენაო.
- რა გაცინებს? - თვალები დამიქაჩა ლიკუნამ.
- აუ, ის გამახსენდა, გუჯას გოგო რომ მოეწონა და ეგ გოგო მის ნაცნობს რომ დაშორდა, ხოდა ეს გუჯა რომ მივიდა იმ ბიჭთან და რომ მოილაპარაკეს, ვისთან დარჩებოდა, - ვთქვი სვენებ-სვენებით და თან ვიცინოდი. ალბათ მთელ რაჭას თუ არა, რამოდენიმე მოსახელს მაინც ესმოდა ჩემი სიცილი. ლიკუნასაც გაეცინა, მაგრამ დანარჩენები ისე ნერვიულობდნენ, სიმწრის სიცილი წასკდათ.
- ეგეთი სიტუაციაა, რა. - ვთქვი და არხეინად გადავწექი ჰამაკში, თუმცა თავზე დიდი ჩრდილი რომ წამომადგა და ჩემ გვერდით გადაწვა, სწრაფად შევწყვიტე სიცილი და გაკვირვებული გადავხედე ბერდოს.
- შენი მეზობელი სირი იყო, ჩვენთან რა გინდა? - მკითხა ცინიკურად და დაძაბულ ანკას თვალი ჩაუკრა. ანუ, მოგვარდნენ?
- ჩემი მეზობელი, კაი ტიპი იყო, უბრალოდ ეს თქვენ, ბიჭები ხართ პრიმიტიულები! ადამიანს უყვარს ის ადამიანი, რატო უნდა მიშლიდეს ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ძმა და ძმის ძმაკაცი მასთან ერთად ყოფნას? - ვკითხე სერიოზული ტონით და კისერიც წავიგრძელე, იმის ნიშნად რომ ჩემთან კამათში წააგო.
- ნუ ამახსენევინებ, იჯექი მშვიდად თორე რასაც დაგპირდი შევასრულებ!
ამის თქმაზე ყველამ გადმომხედა. არა, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ!
- რამის გაკეთების თავი რომ გქონოდა, გააკეთებდი. - გამოვიდა რქები, გაიღვიძა სახიფათო კატომ.
- გავაღვიძე შინაგანი მე? - მკითხა სიცილით.
ვერც მივხვდი, ისე გავუშინაურდი და გავუთამამდი. ალბათ იმიტომ რომ ისიც არ იყო წინააღმდეგი, თორემ აქამდე მართლა აასრულებდა, რასაც დამპირდა.

- სამ დღეში ეროვნულები მეწყება, რა დროს ეს იყო? - რამოდენიმე წუთიანი სიჩუმე, ლიკუნას განწირულმა ხმამ დაარღვია. - უნარებში რა მეშველება? იმედია კარგ ქულას ავიღებ. - თავს იიმედებდა და ჩვენც არ ვუშლიდით ხელს.
- ვაიმე, ლიკუნა, ნუ გავიწყდება რომ მე გამზადებდი უნარებშიც! - უნარებში დაბალი ქულა რომ მიიღოს, ალბათ საგამოცდო ფურცელს თავზე გადავახევ, პირდაპირი მნიშვნელობით.
- შენ რომ მამზადებდი, იმიტომ მეშინია! - მითხრა და ტატა ახარხარდა, ეს სულ გააგიჟა სიყვარულმა!
მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ ამ დროს ბიჭები გამოლაგდნენ, მხოლოდ საბა და კოკა არ ჩანდა. ვიფიქრე, დავიღუპეთ-მეთქი, მაგრამ თორნიკეს ისეთი სახე ჰქონდა, არ მგონია მისი მეგობრის სიკვდილს ასეთი სახით შეხვედროდა.
ანკამ ნერვიულობისგან ლამის თითები დაიმტვრია.
- გადავრჩით? - ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.
- კი, რა. - თქვა ვატომ და ლიკუნას გვერდით დაჯდა. - რაო, ნერვიულობ გამოცდაზე? - ჰკითხა პატარა ბავშვივით და გამეცინა. ინსტიქტურად ბერდოს გავხედე, დავინახე თუ არა, მიყურებდა ეგრევე გავაბრუნე თავი.
- დავიშალეთ, მოგვარდებიან ისინი. - გასცა ბრძანება ნიკუშამ და რატომღაც ყველა დაემორჩილა. ეტყობა ემოციურად და სულიერად ყველა დაღლილი იყო, ჩემ გარდა.სულ რაღაც ერთი საათი რჩებოდა და ჩემი მე-19 წელიც მომიკაკუნებდა. ცოტა გამიკვირდა კიდეც, მათი ასეთი რეაქცია. ჰამაკში დავრჩი, ლიკუნას ვუთხარი მოეწერა სად დავიძინებდი და ისიც ყოყმანის გარეშე დამთანხმდა. ბერდოს წავიდა რამოდენიმე წუთის შემდეგ.


მარტო ვიჯექი, ცოტა მოვიწყინე კიდეც. კაი, ამათმა არ იციან, მაგრამ ლიკუნამ? ტატამ? ნენემ? საბამ და თორნიკემ? ესენი ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც ერთ დროულად 12:00 საათზე მირეკავენ, არცერთის ზარი არ შემოდის და ბოლოს სახლში მადგებიან. ნუთუ სიყვარულმა ყველას დაავიწყდა რომ მეც ვარსებობ... პატარა ბავშვივით მოვიკუნტე ჰამაკში და გულში რაღაც ჩამწყდა. არასდროს მიყვარდა დაბადების დღის აღნიშნვა, მაგრამ როცა ერთი ადამიანიც კი მილოცავდა, საოცარ ადრენალინს ვგრძნობდი. თითქოს, კიდევ ერთით მეტს ვუყვარდი. ჩემ დაბადების დღეზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, აფერისტულად მილოცავდნენ თუ გულწრფელად, ყველას ერთნაირი სიხარულით ვიღებდი და ამ დღეს, სულ სხვა ვიყავი...
ამ ფიქრებში ვიყავი, ჰამაკში მძიმე სხეული რომ ჩაეშვა, დაჟინებული მზერით ვიგრძენი ვინც იყო და უხალისო სახით გადავხედე.
- რა გჭირს?- მკითხა მხიარული ტონით და ხელი ცხვირზე დამკრა.
- რა უნდა მჭირდეს, - ჩემი უხასიათობა მოვიშორე და ჩვეული მზერით გავხედე ბერდოს. მაგრამ ვიცოდი რომ გულის სიღრმეში იცოდა რომ არ ვიყავი კარგად. ან მეგონა რომ ვიცოდი. უბრალოდ ასე მეგონა და მინდოდა მართლაც ასე ყოფილიყო.
- შენი აზრით, სიყვარული ცვლის ადამიანს? - მკითხა მოულოდნელად. წარბები გაკვირვებისგან მაღლა ავზიდე და დამცინავი მზერით გადავხედე.
- გააჩნია, ზოგს კარგად, ზოგს - ცუდად.
- შენ როგორ შეიცვლები?
რა უნდოდა?
- ვფიქრობ, არ შევიცვლები... ან ხასიათი შემეცვლება, აუტანელი აღარ ვიქნები, - ორივეს გაგვეცინა.
- არ ხარ აუტანელი. - ეს რომ მითხრა, ეჭვნარევი მზერით გავხედე, რას მიპირებსთქო. - და იმედია ხასიათიც არ შეგეცვლება, - ეს რომ დაამატა და ჩემ სახეს გადააწყდა, გაეცინა. - ხო კაი, გეხუმრები - თქვა სიცილით.
- დამპალო! - ავწითლდი სახეზე, მან ლოყაზე მიჩქმიტა.
- გრძნობამდე ყველაფერი სხვანაირად არის. - რამოდენიმე წუთი დუმილში და ჭრიჭინების ხმაში გავატარეთ, შემდეგ ისევ მან წამოიწყო. მომწონდა მასთან საუბარი, არც შებოჭილი ვიყავი, თან სულ ისეთ ზოგად თემებზე ვსაუბრობდით გახსნილად, ვითომ პარლამენტში ვისხედით და რამე სერიოზულ საკითხს ვწყვეტდით. სწორედ ეს მომწონდა მასში. მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია ნებისმიერ თემაზე ელაპარაკო.
- მნიშვნელობა არ აქვს, როგორი გრძნობაა. თუ ვინმე გძულს, შენ იცვლები, შეიძლება არ გინდოდეს, მაგრამ მისი სიძულვილი გცვლის და ყველაფერს უფრო სხვა თვალით უყურებ. აი, სიყვარულის დროს, შენ ცხოვრებაში ბევრი ნათელი ფერი შემოდის. ყველა საკითს სხვადასხვა ფერით უყურებ, გსიამოვნებს მომავლის წარმოდგენა და რაც მთავარია, მისი იმედი გაქვს. გრძნობამდე ყველაფერი სტაბილურად არის, გრძნობის შემდეგ იცვლება. ჩუმად, ღიმილიანი სახით მისმენდა.
- ანუ, ამბობ რომ კარგია სიყვარული.. - მკითხა ორაზროვნად.
- ყველასთვის კარგი არ ან ვერ არის. შეიძლება შეყვარებული წყვილისთვის კარგი იყოს, მაგრამ მათი ოჯახებისთვის არა. ან შეიძლება ცალმხრივი სიყვარული იყოს. თუმცა, უმეტესად სიყვარული კარგი და აუცილებელია. თუ სიყვარულის გარეშე მოკვდები, ანუ არ გიცხოვრია. აუცილებლად უნდა გიყვარდეს, ვინმე მაინც.
- ფსიქოლოგი ხარ, მაგრამ არა ისეთი, როგორიც არის უმეტესობა.
- რას გულისხმობ? - გამიკვირდა მისი ნათქვამი. არ ვიცოდი, კარგად მიმეღო თუ ცუდად.
- ჩემი პატარა და დადიოდა ფსიქოლოგთან, ეუბნებოდნენ შენი სამყარო დამიხატე, თემები დამიწერეო. არ ელაპარაკებოდნენ გრძნობებზე, იმიტომ რომ თვითონაც არ იცოდნენ ეს გრძნობები. შენ ყველა გრძნობა გამოუცდელად იცი და ყვეალფერზე შენი აზრი გაქვს. სასიამოვნოა შენთან ლაპარაკი. - გაკვირვებისგან პირი დავაღე, მაგრამ მალევე დავხურე, ჰაერში არსებული საზიზღარი მწერების გამო.
- ამასაც მეხუმრები, თუ კომპლიმენტად მივიღო? - გამეცინა.
- არცერთი , -მითხრა ნიშნისმოგებით, - იმას ვამბობ, რასაც ვამჩნევ და რაც ყველა ფსიქოლოგში უნდა იყოს, - მითხრა და ჩემს უკმაყოფილო წამოძახილზე, გაეცინა.

- გრძნობამდე კარგად ჟღერს. - ვუთხარი ბოლოს.
- ისევე როგორც უსასრულობა.

საათს დავხედე, 11:55PM უჩვენებდა. მალევე ამოვწიე თვალები და დაღლილობა მოვიმიზეზე, რომ ოთახში ავსულიყავი და სავარაუდოდ, მეტირა.
- წავედი, მეძინება. - ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. მას უცნაურად გაეღიმა და თავი დამიკრა. - ძილინებისა. - დავამატე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ. როგორც ლიკუნამ მომწერა, შემიძლია იმ ოთახში ავიდე, სადაც ადრე ვრჩებოდი. პატარა, გარიყული ოთახი იყო. ბავშვობაში სულ მეშინოდა დიდ ოთახებში მარტო ყოფნა, ამიტომ ავარჩიე ეს.
ფეხაკრებით ავიარე კიბე და ოთახში შევედი.
- არ იტირო, არ იტირო! - ვეუბნებოდი ჩემ თავს, მაგრამ ცრემლებით მაინც მევსებოდა თვალები. პატარა სანათი ავანთე, ფეხსაცმელები გავიხადე. ისიც ცუდად მხდიდა რომ დაბადების დღეს, წინა დღის ტანსაცმლით უნდა შევხვედროდი. საწოლზე დავჯექი, თუმცა რაღაც დაბრკოლება რომ შემხვდა, სწრაფად წამოვარდი ფეხზე. რა არ ვიფიქრე, მორიელი, გველი, მაგრამ საწოლზე დიდი, შავი ბლოკნოტი თუ იდებოდა, ეს არ მიფიქრია.
სანათი საწოლზე გადმოვდგი და ისეთი სახით მივაჩერდი მართკუთხედ ბლოკნოტს, თითქოს განძი ყოფილიყო. ხელი გადავუსვი ხავერდოვან, სასიამოვნო ყდას და თეთრად დაწერილი სიტყვა, მილიონჯერ გადავიკითხე.
„გრძნობამდე“.
„გრძნობამდე“.
„გრძნობამდე“.

და კიდევ, ძალიან ბევრჯერ.
ყდა რომ გადავშალე, თეთრ ფურცელზე დაწერილი ჩემი დაბადების დღის და დღევანდელი თარიღი ეწერა. გაკვირვებისგან ამჯერად ყბა დიდხანს დავაღე და სულ არ მაინტერესებდა ის საზიზღარი მწერები. თვალები ბუდიდან გადმომცვივდა. რას ნიშნავს ეს?
ფურცელის ქვემოთ იყო წარწერა; „შენი დაბადების დღე. ბ.ბ

 

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself | ტეგები: undefined, (9), გრძნობამდე
ნანახია: 1413 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
კარგია!!!!
avatar