გრძნობამდე (თავი 1)
08.06.2017, 00:02

- ავთანდილ შოშიაშვილი ამბობდა, თუ ვერ ჩააბარებ, ჩაიჭრებიო. - ვამხნევებ ჩემ დას, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსია და მე-12 კლასშია.
- ღმერთო, მადლობა რომ ასეთი დებილის რეინკარნაცია მაჩუქე. - თეატრალურად აღაპყრო ხელები ცისკენ და წარბ აწეულმა გადმომხედა.
- ნუ გავიწყდება რომ ჩემზე პატარა ხარ. - ვეუბნები ნიშნის მოგებით.
- მხოლოდ ერთი წლით, - ისე მისწორებს, თითქოს ქართულის გამოცდაზე მე დავუშვი შეცდომა და არა თვითონ. - თან მშობლები ჩემზე ოცნებობდნენ, მაგრამ პირველ ჯერზე, არ გაუმართლათ, - მეუბნება კმაყოფილი ღიმილით.
- ჰო, იფიქრეს გვარს გავაგრძელებთო, მაგრამ შენ გაჩნდი. - არ ვუთმობ პოზიციებს.
- შელია, შედი. - ეუბნება მასწავლებელი და კომპიუტერების ოთახისკენ ანიშნებს. რამოდენიმე წუთი დგას, ფეხს აბაკუნებს, პასუხს ფიქრობს მაგრამ ეტყობა მთელი გონება ბოლო, ისტორიის გამოცდისკენ აქვს. რომ ვერაფერს იფიქრებს, ნერვები ეშლება და კარისკენ მიდის.
- თუ ჩაიჭრები, იცოდე მანდ დარჩი. - მივაძახე კარში მდგომს. ნაცნობი, მკვლელი თვალებით გამომხედა. - ჩემზე იფიქრე. - გაღიზიანებულმა დაკეტა კარი.

ვუყურებდი ბავშვებს, რომლებსაც სახეზე ეწერათ „ნიშნები“, ჩემი თავი გამახსენდა. ალბათ, მეც ასეთი საცოდავი სახე მქონდა. მაგრამ არა. საერთოდ არ ვნერვიულობდი, არადა ისეთი ნერვიული ვარ რომ სკოლაში, ლექსის მოყოლის დროსაც კი ნერვიულობით ვკვდებოდი. ლექსი რა მოსატანია იმასთან, თუ რა მემართებოდა ბიოლოგიის გაკვეთილზე. დაფასთან გასულს, თავი ეშაფოტზე მდგომი, გიოლოტინისთვის გამზადებული მეგონა. მიყურებდნენ ბავშვები, ზოგი არხეინად გადაწოლილი მერხზე, ზოგიც ლოცულობდა, ნეტავ მის შემდეგ მე არ ვიყო-ო. მე ვუყურებდი მასწავლებელს, რომელსაც სნეიპის გამომეტყველება აეკრა სახეზე და ბედნიერი ღიმილით ელოდებოდა, როდის დავუშვებდი შეცდომას.
თუმცა, მოდი ვაღიაროთ, რომ საკმაოდ მაღალი ქულა გამოვიტანე! სულ ტყუილად მეგონა რომ ჩემი ქებით თავს მოიკლადა, განაცხადა ჩემი დამსახურებაა, მე ვაძალებდი სწავლასო.
ამის შემდეგ, ყველაფერი წმინდა გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და კიდევ ერთხელ ვიწამე უსამართლობა.

- კატო, გამოვიდა ლიკუნა? გელოდებით მე და ტატა, - მირეკავს ჩვენი ბავშვობის მეგობარი, ნენე.
- სანამ შევიდოდა, ვუთხარი თუ ჩაიჭრები არ გამოხვიდეთქო და მგონი ჩაიჭრა. - ისეთი იმედგადაწურული ხმა მაქვს, მგონი მართლა იჯერებს.
- ვაიმე, ჩაიჭრა ვითომ? - ორივეს ყვირილი აღწევს ჩემამდე.
- აბა, გაიხსენე ვინ ამეცადინებდა ისტორიაში? - ვეკითხები გაბრაზებული.
- შენ? - პაუზის შემდეგ, მეკითხება.
- ჰო, მერე? ბავშვს ამეცადინებდა ნამდვილი ისტორიკოსი, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაუფასებელი! ვინ უთხრა პირველმა რომ ბასიანის ომი, თამარის დროს იყო? მე! ვინ მოუყვა ცოტნე დადიანის გულისამაჩუყებელი თავდადება, მთელი ემოციებით და ქვითინით, რა თქმა უნდა, მე. ამის მერე თუ ჩაიჭრა, ესეიგი ტყუილად მალაპარაკებდა და მეორე ბასიანი გარეთ ელოდება. - ისეთი ემოციებით ვუყვები, ჩემ გვერდით მდგომი ბავშვები სიცილს ვერ იკავებენ, - თან დაძაბულობასაც ვხსნი, უფასოდ. კარგი, წავედი, ბავშვები უნდა მოვამზადო!
- გიჟი ხარ! - კვდება სიცილით და გაგრძელებას არ ვაცდი, ისე ვუთიშავ.
- აბა, ბავშვებო, რომელ წელს იყო დიდგორის ბრძოლა? - ვეუბნები კიბესთან ჩამომჯდარ, დაღვრემილ ბავშვებს, მაგრამ უკან მდგომი გოგო მეჩურჩულება, ესენი ჩაჭრილები არიანო და მეც სწაფად ვწყდები ადგილს.
უკვე იმდენი ხანი გავიდა რაც შესულია, ყველა იმედი მეწურება, თუმცა რამოდენიმე ბავშვში, გაკრეჭილ ლიკუნას რომ ვხედავ, ის არარსებული ღელვაც მეხსნება.
- რა ქენი, შემრცხვინე ხო? - ვეკითხები და ცალკე გამომყავს.
- 9, რა. - მეუბნება გაკრეჭილი.
- ანუ შემარცხვინე! ეს გასწავლე მე? - ვეკითხები გულმოკლული.
- შენი ნასწავლი ერთი კითხვაც არ შემხვდა!
- ჰმ... ვითომ განათლება გაიგო მე რომ გამეცადინებდი? უეჭველი, ტელეფონზეც გვისმენენ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შვილო! თუ შენით არ გაიტანე თავი, შურიანების მეტი რა არის. ჰო, კარგი წავიდეთ ახლა. - ვეუბნები სიტუციიდან დაძვრენილი და სხვა თემაზე გადამაქვს ლაპარაკი.
- დედა რეკავს. - ვეუბნები ლიკუნას. - ახლა ნახე! უეჭველი თავისი რუსი დაქალები შეკრებილი ყავს და შენს ქულას ელოდებიან.
- ჰო, დედა? - ვიცვლი ხმას.
- გამოვიდა, ლიკუნა? რამდენი აიღო?
- დედა, უფრო მართებული იქნება რომ მკითხო, ჩააბარა თუ არა?
- ვაიმე, ვერ ჩააბარა?! - როგორც ყოველთვის, მთელი ხმით შეიცხადა, ისე თითქოს, ვინმეს სიკვდილის ამბავი გაიგო. - კატო, მართლა ჩაიჭრა? შვიდი გამოცდა ჩააბარა და ბოლო გამოცდაზე ჩაიჭრა? გავგიჟდები, იცოდე. ფეხით ჩამოვალ! თაზო, აიღე ბილეთი, მივდივარ. - ისეთი ხმით ეუბნება თაზოს, ალბათ უკვე აღებული აქვს ორი ბილეთი და ბარგსაც ალაგებს. ვუსმენ ნინოს მოთქმას და არ ვიცი, სიმართლე როგორ შევაპარო.
- დედა, ქალმ დაუნ! ნუ გავიწყდება რომ მე ვამეცადინებდი! 9 აიღო. - მის რამოდენიმე წამიან ბედნიერ კომენტარებს ვუსმენ, მაგრამ ჩემს ჩხუბს რომ იწყებს, შეშინებისთვის, ტელეფონს ლიკუნას ვაჩეჩებ და ტაქსში ვჯდები.

ნინო წიკლაური და თაზო შელია, ანუ ჩემი და ლიკუნას მშობლები, ერთი წელია რაც მოსკოვში არიან, თაზოს სამსახურის წყალობით. მართალია, ორივე დილემის წინაშე იდგა და არცერთს არ უნდოდა ჩვენი მარტო დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ნინოს ახალ სახლში ცხოვრება, თან ჩვენს გარეშე, ძალიან გაუჭირდა და ისეთ დეპრესიაში იყო, თაზო მის წამოყვანას აპირებდა. მაგრამ სახლში უეცრად წამოწყებულმა რემონტმა, ყველაფერი გადაატანინა და ახალი ენერგიით აღავსო. ბოლოს, ისე მოინდომა რომ თავისი სამოდელო სააგენტოც ჩამოაყალიბა. ნინო ყოფილი წარმატებული მოდელია და რა თქმა უნდა, ბევრი იცნობს, ამიტომ ადვილად ააწყო საქმე და თავისი პროფესიით დაკავდა. მე და ლიკუნა, მიუხედავად იმისა რომ ტანსაცმელზე ვგიჟდებით, მაინც არ ვგავართ დედას, არ გვიყვარს მაკიაჟი, სალონები და ა.შ. ამის გამო ყოველთვის ომი გვქონდა გაჩაღებული;
„-კატო, ეგრე გაჩეჩილი ნუ დადიხარ, ხალხი რას იფიქრებს!
-ლიკუნა, ფეხსაცმელი გაიწმინდე, სკოლაში იყავი თუ მეორე მსოფლიო ომში?!
-ლუსი, რა უქენი ვარდისფერ კაბას? ვიღაცას შავი ეგონება!“
ჩვენს კატასაც გადაწვდებოდა ხოლმე, რომელსაც წლებია უვლის და რომ წავიდა, თან წაიყვანა. ლიკუნა, გულდაწყვეტილი ეხუმრებოდა, თქვენ რა მშობლები ხართ, საზღვარგარეთ მიდიხართ და შვილი კი არა, კატა მიგყავთო.
ჩემი და ლიკუნას თანაცხოვრებას რაც შეეხება, საშინლად ნერების მომშლელია. დედის როლის შეთავსება კი, იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ჩემს მოვალეობებს, კიდევ რამოდენიმე მიემატა. 1. დავურეკო და ვუთხრა რომ მალე მოვიდეს. 2. დავურეკო და კიდევ გავუმეორო რომ მალე მოვიდეს. 3. დავურეკო და ვუთხრა რომ არ ვიცი მე მისი მეგობრები რას აკეთებენ, ჩაბარებულია და ცოცხალი უნდა ჩავაბარო დედამისს. 4. დაურეკო და ნინოსთან დარეკვით დავემუქრო.
მეოთხე პუნქტი ყოველთვის ჭრის და დაახლოებით 10 წუთში ან უფრო ნაკლებში, კართან დგას.
როგორც ტატა და ნენე მეუბნება, ზედმეტად ვიჭრები როლებში და ძალიან მუდო გავხდი. რაც ნინო და თაზო წავიდა, სახლიდან გასვლაც კი მეზარება, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ალბათ, უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მარტო რომ ვარ, თან ლიკუნასთან ერთად. ადრე, ღამის ორ საათზე შევდიოდი სახლში, დავეხეტებოდი გოგოებთან ერთად, ჩაბნელებულ ქუჩებში ვმღეროდით და კიდევ უამრავ სისულელეს ვაკეთებდით, მაგრამ ახლა მგონი სახლიდან არ გავდივარ. უნივერსიტეტში დავდივარ და სწავლას უფრო დიდ დროს ვუთმობ, რაც სტიპენდიის საკითხში, ძალიან დამეხმარა.

- იმ ყვითელ კაბას მაგას კი არა, შენ გამოგიგზავნიო, - მეხის გავარდნასავით ჩამესმის ლიკუნას სიტყვები.
- რაო? - წამში ვბრუნდები მისკენ, - მართლა ეგრე თქვა?
- არა, მაგრამ გული მიგრძნობს, თქმა უნდოდა.
- ვიცოდი რომ ნინო მაგას არ იზამდა. - ვეუბნები კმაყოფილი და თან ტატას ვწერ რომ კაფეში მივდივართ.
- მე მოვინდომო და ნახავ თუ არ იზამს.
- მაინც ვერ მომიშლი ნერვებს.
გაჩერებული ტაქსიდან გადავდივარ და ვხედავ რომ ადგილი არ მეცნობა.
- უკაცრავად, აქ რა გვინდა? - ვეკითხები ტაქსისტს.
- სადაც მითხარით, იქ მოგიყვანეთ, შვილო. - მპასუხობს ასაკიანი კაცი.
- ვაიმე, ლიკა შელია! სახლში წავიდეთქო, გითხარი? - ალბათ, მთელ ხმაზე გავკივი.
- აბა რა თქვი? - გაიკვირვა, ისე თითქოს არ იცოდა, სად მივდიოდით.
- ვაიმე, უკაცრავად, რა. აქ არ გვინდა. - ვეუბნები კაცს და კაფეს მისამართს ვკარნახობ.

ნენე ახვლედიანი და ტატა დვალიშვილი.
ორივე რთული საკითხია, იმდენად ძვირფასები არიან ჩემთვის.
მეცხრე კლასამდე მეგონა რომ ისეთ მეგობარს, ვერასდროს აღმოვაჩენდი, მე როგორიც მინდოდა და წარმომედგინა. თუმცა, საბედნიეროდ შევცდი. მეცხრე კლასში გადმოვიდა ნენე. რადგან ახალი იყო, ყველას ყურადღების ცენტრში ექცეოდა, მაგრამ მე არ მადარდებდა. პირიქით, საერთოდ არ მომწონდა, ისეთივე მეგონა, როგორიც დანარჩენები იყვნენ. ყველანაირად ვერიდებოდი მასთან ურთიერთობას, მაგრამ როგორც ჩანს, მობეზრდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, თან ისეთი ახალიც აღარ იყო რომ ყველას მასზე ელაპარაკა. ამიტომ, ისტორიამ ჩემს გვერდით დასვა. ყურადღებას არ ვაქცევდი, ჩემ სტიქიაში ვიყავი, ხან ვხატავდი, ხან გაკვეთილის შინაარსს ვხაზავდი ფანქრით. არც თვითონ იკლავდა თავს ჩემთან ურთიერთობით, მაგრამ რაღაც პროექტი „შემოგვტენეს“ ორივეს და იძულებული ვიყავით, ერთი სიტყვა მაინც გვეთქვა ხოლმე ერთმანეთისთვის. მასწავლებლებს მოსწონდათ ჩვენი პროექტები, ამიტომ, კიდევ ორჯერ მოგვიწია ერთად მუშაობა და შემთხვევით, სრულიად შემთხვევით გავხდით მეგობრები.
ტატა.
ტატა ჩვენზე ერთი წლით უფროსია, ჯერ ლიკუნამ გაიცნო და შემდეგ ჩვენ.
ისე მოხდა რომ ოთხივე ძალიან დავმეგობრდით, არც ლიკუნას ჰყავდა კარგი კლასელები და „შემოგვეტენა“.
შემთხვევით...
და ასე შემთხვევით მოვდივართ წლებია.

------------------

იმედია მოგეწონებათ ^^

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Myself | ტეგები: undefined, (თავი, 1), გრძნობამდე
ნანახია: 2055 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
დასაწყისია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, წარმატებები!
avatar